შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული (თავი მეორე - დასასრულის დასაწყისი)


8-02-2018, 22:35
ავტორი Lilith Morningstar
ნანახია 1 287

ერთ წელზე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გაბრიელი ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა. სიმართლე გითხრათ ხანდახან თავს იდიოტად ვთვლიდი, რადგან ოდესღაც ვფიქრობდი, რომ მისთვის ვიღაცას წარმოვადგენდი. ამაზე გაფიქრებისთანავე ყელში ბურთი მეჩხირებოდა და ტირილი მინდებოდა. თუმცა ის ფაქტი, რომ დამშვიდობებისკენ პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი მე გადავდი მანუგეშებდა. ისევ ჩემი ბიბლიოთეკა, რომელიც მუდამ სავსეა, უნივერსიტეტი და უამრავი სამეცადინო. ისევ მოკლე შორტები, ოღონდ უფრო მეტად გაზრდილი თვალები. ეს მომიტანა ამ წელიწადნახევარმა.
გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ ბიბლიოთეკა დავკეტე და ტროტუარს გავუყევი. თითქმის სახლამდე მისულს უკან მანქანამ სიგნალი მომცა. არც კი მიფიქრია უკან გამეხედა, მე ჩემს გზაზე მივდიოდი, რისი უფლებაც მქონდა. სიგნალი არ წყდებოდა, რამაც მაიძულა უკან მიმეხედა და აი მეხის გავარდნა. გაბრიელის მანქანა. არ მინდოდა შემემჩნია თითქოს კიდევ მახსოვდა მისი მანქანა, ამიტომ შევტრიალდი და გზა განვაგრძე. ვიღაცამ მკლავზე ხელი მომკიდა და მომაბრუნა.
- აღარ გახსოვარ?
ამ ბარიტონის გაგონებაზე ლამის მუხლები მომეკეცა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- გაბრიელ, არ მეგონა თუ ცოცხალს გნახავდი.
ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე.
- შენთან საქმე მაქვს.
- მეგონა გამარჯობას მაინც იტყოდით თქვენო უმაღლესობავ, თქვენ ხომ საზოგადოებრივი კანონების ყურმოჭრილი მონა ბრძანდებით.
ირონიულ ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან.
- შენი ცინიზმის თავი არ მაქვს, ნატალიამ სულ გააფრინა, ერთ-ერთი უძლიერესი რიტუალი ჩაატარა.
- სული გაყიდული აქვს, ახლა სხეულსაც ყიდის, კიდევ რამე დარჩა გასაყიდი?
- ამ ჟამად გაყიდვაზე არ არის საქმე, თითოეული ადამიანი საფრთხეშია და თუ არ ჩავერევით ქვა ქვაზე აღარ დარჩება.
- კონკრეტულად რა რიტუალს გულისხმობ?
- ენერგიის მითვისების რიტუალს, მაგრამ აქ საქმე მარტივად არ არის. ნატალიამ შელოცვა გააძლიერა, მაგრამ არ ვიცი როგორ. ახლა მას ამ რიტუალის ჩატარება წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველდღე შეუძლია და წარმოიდგინე ამას რა მოჰყვება.
- ყოველდღე თითო ადამიანს ენერგიას ართმევს, რამდენიმე წელიწადში ძალიან ძლიერი გახდება და შემდეგ... წარმოდგენაც არ მინდა.
- მაინც ისეთი თავხედი ხარ, გონებრივი შესაძლებლობებისდა მიუხედავად.
- არ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი, თორემ ნაკუწებად გაქცევ. - მართალია გაბრიელი ჩემზე ორი თავით მაღალია, მაგრამ ამას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია. (ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.) ფეხის წვერებზე ავიწიე და თვალი-თვალში გავუყარე.
- როგორც ვხედავ ისევ ისეთი ლილიპუტი ხარ.
- მე სიმაღლეში 1,73 ვარ, რაც ქალისთვის საშუალოზე მეტად ითვლება, შენხარ აყლაყუდა.
- ძალიან გათავხედდი და გატუტუცდი, ჰიმალაიდან გადმოგაგდეს და აღარ ფიქრობ ეტყობა რა მოჰყვება ამას. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
- მე შენ გჭირდები, ამიტომაც მოხვედი ჩემთან, თუ ჭკვიანად იქნები დაგეხმარები, თუ არა და ქვა ქვაზე არ დარჩენილა მართლა.
- დავიჯერო ხალხის ბედი არ გაინტერესებს?
- გაბრიელ... გაბრიელ... ძალიან შევიცვალე, ბევრ რამეს ვხვდები და ბევრიც ვნახე. ადამიანები უმადურები ვართ, არავის შრომას არ ვაფასებთ.
- ამიტომ სამყარო უნდა განადგურდეს?
- არ მაინტერესებს!
როგორ არ მაინტერესებდა, მაგრამ ამ დამოკიდებულებით ვცდილობდი გაბრიელს ჩემთვის დახმარება ეთხოვა და არა მოეთხოვა.
- ლინდა ვერ მომატყუებ.
- კარგად მიცნობ?
- საკმაოდ.
- ცდები. - ამის თქმა და მოვემზადე ,,ვითომ წასასვლელად".
- კარგი, წადი.
ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მეგონა მომაბრუნებდა და დახმარებას მთხოვდა.
- კარგი. - გავჯიუტდი მე და ტროტუარს გავუყევი.
- ლინდა!
არ შემოვბრუნებულვარ.
- ისინი მოგკლავენ.
- ჯანდაბაშიც წავსულვარ. -
ვაგრძელებდი გზას.
- შენ შეიძლება არ გადარდებს, მაგრამ მე ? - აღრიალდა მთელი ხმით. დიდი ხანია მისი საშინელი გაბრაზება არ მინახავს და ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. უბრალოდ გავჩერდი და შემოვბრუნდი. ყველა ჩვენ გვიყურებდა გაფართოვებული თვალებით.
- რა გაღრიალებს? მგონი ადამიანური თვისებების გადამეორება მოგიწევს. რა შენ?
- ვერ გადავიტან რამე რომ დაგემართოს.
- მისტერ უცნაურობა საოცრად გაკეთულშობილებულა. შენ არ იყავი ნატალიას ჩემ თავს რომ დაჰპირდი?
- მე ხომ ეს არ გავაკეთე? მეტიც მოსალოდნელი საფრთხე წინასწარ გაჩვენე! -
მართალია უკვე მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ სიბრაზემ მაინც გაუბზარა ხმა.
- გულწრფელად მითხარი, ხომ აპირებდი ჩემს გადაცემას მანამ, სანამ ელენა მომავალს დაინახავდა?
- კი.
- ხო და ჩემთვის არასანდო პიროვნება ხარ.
- რა?
- არ გენდობი-მეთქი.
- ლინდა...
- გისმენ.
- იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დაინახე?
- ეს ყველაფერი არ მომხდარა.
- მაგრამ მე მაინც შემიყვარდი. - დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა, რომ დაამატა.
- მაგრამ საკმარისი დრო გავიდა, რომ დამევიწყებინე, არ გატყუებ, რომ რამეს ვგრძნობ შენნაირი ადამიანის მიმართ. რომელიც ფიქრის დროს ტუჩებს ბუსხავს, ისეთი შორტებით დადის, რომ თითქმის შიშველია.
- თავი მომაბეზრე.
- მოკლედ მშობლებზე იფიქრე და დამეხმარე.
- მთხოვე! - კატეგორიულად მოვუჭერი.
- იმისთვის, რომ დამამცირო მთელ სამყაროს წირავ?
- მთხოვე! - გავიმეორე მე.
- ლინდა, შენ ძალიან საჭირო ხარ ამ საქმეში და გთხოვ დამეხმარე.
ჩამოასხაპუნა.
- თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი. ჩემთან საბჭოა შეკრებილი, გველოდებიან.
- ლოტუსი?
- არა ვარდი. - შემახსენა თავისი ირონიის ნიჭი.
- ბლექროუზის საბჭოც არსებობს.
- ნუ ცდილობ სიტუაციიდან გამოძვრე, მსუქანი ხარ და ვერ გამოეტევი.
ამ სიტყვების გაგონებაზე მეგონა თავში ჩაქუჩი ჩამარტყეს.
- მე ჩემი ფიგურა მომწონს.
- მერე და გემოვნებიანი როდის იყავი?
- იცოდე დახმარებას გადავიფიქრებ.
- მაგის სიტყვას გატეხ? როცა მაგი ჰო-ს ამბობს, ის ამას ასრულებს-კიდეც.
- მე მაგი არ ვარ.
- ჰო. ეგეც მართალია.
- მაგრამ სიტყვას მაინც არ გავტეხ.
- თავხედო.
- თვითდაჯერებულო ბაჭიავ.
- რა მიწოდე?
- ბოლოსდაბოლოს წავალთ აქედან?


***
ის გასაოცარი სახლიც გამოჩნდა, რომელიც კარგად მახსოვს. თეთრი ფასადი ჩაძირული ყვავილებში.
( გაგრძელება იქნება.)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent