შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერმანული ზაფხული


9-02-2018, 12:27
ავტორი Spicebush Swallowtail
ნანახია 999

შანელის სურნელით გაჟღენთილ ქალაქში სეირნობაზე ვოცნებობდი, ვნატრობდი ,,შანზ-ელიზეს\" მინდვრებზე ნებივრობას და სიყვარულისფრად დაღამებული ცის ხედზე წითელი ,ფრანგული ღვინის წრუპვას...
ახლა კი ვიჯექი ცხვრის სუნით გაჯერებულ , ჯმუხსახეებიან, ველოსიპედებით გატენილ გერმანულ მატარებელში , გავცქეროდი ქარის გენერატორებით გათეთრებულ, ჯანსაღბალახიან უკაცრიელ მინდორს და უმისამართოთ მივქროდი მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე. ტყუილად შევყურებდი გრძელქერათმებშეკრულ ორმეტრიან და ჩასხმულ მამრებს იმ იმედით ,რომ რომელიმე შეგვიცოდებდა მე და ჩემს ათასი წვრილმანით გატენილ სამგზავრო ჩანთას და დასაჯდომ ადგილს დაგვითმობდა... ცხვრის ,,არომატი,, გამაღიზიანებლად მიღიტინებდა ნესტოებში და რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჯოჯოხეთშიც დაახლოებით ასეთი სუნი იქნებოდა.
ბერლინიდან Usedom -ის კუნძულამდე ოთხსაათნახევარი ვიმგზავრე ... მახსოვს ბერლინის აეროპორტიდან გასულმა ფეხი გერმანულ მიწაზე დაგდებულ სიგარეტის ნამწვავს როცა დავადგი პირველად გული მაშინ შემიწუხდა - აბა გერმანიის ქუჩები ყველაზე სუფთააო? მეორე მხრივ გამიხარდა , თავი ცოტახნით უკვემონატრებულ სამშობლოში ვიგრძენი, მაგრამ ავტობუსსში ასვლამდე ბილეთი სინდისიერად რომ მაყიდინეს და ამაში 2.70 ევრო გადავიხადე მაშინვე შევიგრძენი გერმანული ევროპის სიმძიმე.
მატარებელი სადგურ züssow- ში 5 წუთის დაგვიანებით (!) ჩავიდა , რის გამოც მომდევნო მატარებელმა კინაღამ გაგვასწრო და შეიძლება ითქვას ნამდვილი ქართველებივით გაქანებულ მატარებელში შევხტით. მე რათქმაუნდა ხიფათს ვერც აქ გადავურჩი , ბაქანის გადარბენაში წავიქეცი და მუხლიც გვარიანად გადავიყვლიფე , აბა გერმანიაში არავინ და არაფერი აგვიანებსო ?! არც ისე დიდი მანძილი Koserow - ამდე დაშავებული მუხლის გაწმენდაში გავიყვანე , თანაც არ ვიცოდი მუხლზე უფრო მენერვიულა თუ მარჯვენა თვალზე, რომელზეც ცხოვრებაში პირველად მწვავე ალერგია დამეწყო. ჩემდა საბედნიეროდ ჩემს თანამემამულეს \"რავიცი რახდება\" -ს გამო წამოღებული კონიუქტივიტის წვეთები მოაგონდა და როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა - დამითმო. თვალდამშვიდებულმა და მუხლზე თმისსამაგრ საშვილიშვილოდ გადაჭერილმა Koserow -ის ბაკანზე მძიმედ დავახეთქე წითელი, ნაწვალებ- ნატანჯი ჩანთა და მიმოვიხედე.
ჩემს უკან უზარმაზარი ტრიალი მინდორი იყო, მაღალი , ჯანსაღი, ბალახისფერი ბალახით და უკან სიღრმეში ნამდვილი ხის ფერი ხეებით სავსე ტყე მოჩანდა, ცის საოცარი ცის ფერის ფონზე ზედმიწევით ასფალტისფერ ასფალტს დავუყევი და უიმედოდ გავხედე მოპირდაპირე მხარეს გამოჩენილ პატარა , უზომოდ კოხტა და ზღაპრულ ეზო-კარებს , რატომღაც ყველაფერი დისნეის მულტფილმიდან ამოჭრილ უზადო პეიზაჟებს გავდა , თითქოს მტვერი აქ არც არასდროს ყოფილა.სამწუხაროდ დამხვედრზეც იგივე ითქმის , ის იქ არასდროს გამოჩენილა... ეულად გავუყევით ასფალტისფერ ასფალტს და ჩრდილოეთის შეუჩვეველი სიცივისგან გათოშილი ხელებით მაგრად ჩავბღუჯეთ ჩვენ-ჩვენი ბარგი .



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვნახოთ, ვნახოთ... საინტერესოა რას ამზადებ ამ ჰობიტების მსგავს ლამაზ სოფელში... ^^
პაწუკა რჩევა მექნება თუ არ გეწყინება.
"რა თქმა უნდა" ცალ-ცალკე იწერება და
სასვენ ნიშნებს მიაქცე ყურადღება. კიდევ უნდა მეთქვა, უშველებელი სიტყვებისგან თავი შეიკავეთქო, მაგრამ ერთგვარი ნიშასავითაა ნაწერში და დაე იყოს :დდ

წარმატებები. გელი ინტერესით. ^^

 


№2  offline წევრი Spicebush Swallowtail

lullaby
ვნახოთ, ვნახოთ... საინტერესოა რას ამზადებ ამ ჰობიტების მსგავს ლამაზ სოფელში... ^^
პაწუკა რჩევა მექნება თუ არ გეწყინება.
"რა თქმა უნდა" ცალ-ცალკე იწერება და
სასვენ ნიშნებს მიაქცე ყურადღება. კიდევ უნდა მეთქვა, უშველებელი სიტყვებისგან თავი შეიკავეთქო, მაგრამ ერთგვარი ნიშასავითაა ნაწერში და დაე იყოს :დდ

წარმატებები. გელი ინტერესით. ^^



მადლობა რჩევების და მოტივაციისთვის , მართლწერის დახვეწას შევეცდები, გრძელ სიტყვებს რაც შეეხება მართლაც "ჩემია" და დავიტოვებ <3 :D

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ მალე დადე, თან დიდი თავი რაა♥♥♥ ძაან საინტერესოაააა♡♥♥♥

 


№4  offline წევრი Spicebush Swallowtail

სტუმარი თაკო
აუ მალე დადე, თან დიდი თავი რაა♥♥♥ ძაან საინტერესოაააა♡♥♥♥

ვეცდები ამ საღამოსვე დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent