შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან სიყვარული მოიპარა (II ნაწილი )


10-02-2018, 00:32
ავტორი For Love
ნანახია 991

შაბათი დილა თენდებობა. მზის სხივებმა ტომის ფანჯრებს ალერსიანად მიუკაკუნეს და გათენება ამცნეს. ტომი თვალების ფშვნეტით წამოდგა საწოლიდან, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ზაფხულის ათასგვარი ყვავილით გაჟღენთილი საამო სიო მიელამუნა სახეზე. უცებ გაახსენდა, რომ დღეს მას და დეივის დიდი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, ამიტომ საჩქაროდ ჩაიცვა, უმალ დაიბანა ცივი წყლით პირი და მაშინვე დეივის საძინებელი ოთახისკენ გაემართა. ოთახიდან გამოსვლისას ტომი შემთხვევით ბაბუას შეეჩეხა, რომელიც თავისი ოთახიდან გაზეთით ( New York Times ) ხელში გამოდიოდა.
- გამარჯობა ბაბუა! ქოშინით უთხრა ტომმა და ისე ჩაურბინა უკანაც არ მოუხედავს.
- გაგიმარჯოს დეივი, უთხრა ბაბუამ, - კი მაგრამ ასე დილაადრიან საით გაგიწევია?
- მერე მოგიყვები ბაბუა, ახლა არ მცალია, გამოსძახა ტომმა, რომელიც ის იყო დეივის ოთახს მიახლოებოდა.
ბაბუამ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მიხვდა აზრი არ აქვს, მაინც არაფერს მეტყვისო და გაზეთის კითხვით გააგრძელა გზა სამზარეულოსკენ.
ამასობაში ტომი დეივის საძინებელ ოთახს მიადგა, დაკაკუნება არც უცდია, პირდაპირ შევარდა. დეივის ტკბილად ეძინა, მაგრამ მისი ნეტარება დიდხანს არ გაგრძელებულა.
- ჰეი, დეივი! დაუძახა ტომმა. პასუხი არ იყო. - დეივი, დროზე გაიღვიძე, არ გახსოვს დღეს მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.
- თავი დამანება რაა ტომ, ცოტახნით მაცადე ძილი. ბუზღუნით მიმართა დეივმა უფროს ძმას.
- ახლევე ადექი-მეთქი დეივი, დათმობას არ აპირებდა ტომი, - ხომ გითხარი საქმე გვაქვს-მეთქი.
- ტომი გთხოვ კიდევ ათი წუთი რაა... შეეხვეწა დეივიდი.
- არც ერთი წუთი დევი, არც ერთი წუთი. ახლავე ადექი-მეთქი. მკაცრი, მბრძანებლური კილოთი მიუგო ტომმა.
დეივი ბუზღუნით, ნელ-ნელა წამოიწია საწოლიდან. მთქნარებას, თვალების ფშვნეტას მოჰყვა და მავედრებელი მზერით შეხედა ძმას. ტომის თვალების გადაბრიალება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ორ წუთში დეივი უკვე სააბაზანოში, პირსაბანთან იყო ატუზული. ტომი მაშინვე შეუდგა ძმის საწოლის გასწორებას. ჩქარობდა, რადგან არ უნდოდა ხმაურზე დედამისი შემოსულიყო და ეკითხა მათი ჩვეულებრივზე ადრე ადგომის მიზეზი.
- დეივი, გუშინ რომ გითხარი ბაბუას სახელოსნოდან საჭირო იარაღები ჩუმად გამოიტანე მეთქი ხომ გახსოვს?
- კი ტომ, მახსოვს, გამოსძახა დეივიმ სააბაზანოდან.
- მერე რა ქენი?
- ნუ ღელავ ტომ, ყველაფერი კარგადაა, თქვა თავდაჯერებულმა დეივმა, სახლის უკან მიწაში ჩავმარხე საიმედოდ.
- იმედია გახსოვს სადაც დამარხე, გაეხუმრა ტომი.
- შენ რა დამცინი? უკმაყოფილო ტონით მიუგო დეივმა, აქაოდა როგორ გამიბედე ამის თქმაო.
- კარგი, კარგი მისტერ ყველაფრისმცოდნევ, ცოტა დაუჩქარე, არ მინდა ხმაურზე დედა ან მამა შემოვიდეს, თორემ მოგვიწევს მორიგი ტყუილის მოფიქრება.
- მოვრჩი ტომ, მოვდივარ.
დეივიმ ტანზე მაისური გადაიცვა, კეპი დაიხურა და ტომის გვერდით დადგა.
- მაშ ასე დეივი, დროა ჩვენი „განძი“ ამოვთხაროთ.
ბიჭებმა ფრთხილად გამოიხურეს კარი, ფეხაკრეფით დაეშვნენ კიბეზე და თავიანთი დიადი გეგმის სისრულეში მოსაყვანად გაემართნენ. ტომი და დეივი თავიანთი „განძით“ ხელდამშვენებულნი უკვე მიუყვებოდნენ ტყისკენ მიმავალ ბილიკს, რომ უეცრად ტომმა მანქანა შენიშნა, რომელიც თავისი სახლისგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა. ტომი მიხვდა, რომ ისინი მათი ახალი მეზობლები იყვნენ, მამა რომ უყვებოდა ამას წინათ. ტომი რატომღაც გაჩერდა და დაელოდა თუ ვინ (ან ვინები) გადმოვიდოდა მანქანიდან. თითქოს მას უკნიდან ექაჩებოდნენ და ეუბნებოდნენ „დაელოდე ვინ გადმოვა მანქანიდანო“. კარი ჯერ მძღოლის მხრაეს გაიღო, საიდანაც საშუალო სიმაღლის კაცი გადმოვიდა, შემდეგ კი ტომისდა გასაოცრად მეორე კარიდან მისი ახალი კლასელი და აწ უკვე მეზობელი სოფია გადმოვიდა. ტომი მისი დანახვისას ისე დაიბნა, რომ ყველაფრის მგრძნობელობა დაკარგა, თვალებს არ უჯერებდა და თავი სიზმარში ეგონა.
სოფია ისე გადმოვიდა მანქანიდან, რომ უკან არც კი მოუხედავს. მან მაშინვე მანქანის უკანა ნაწილიდან ჩანთა აიღო და სწრაფადვე მამამისს ( როგორც ეს ტომმა ივარაუდა) გაჰყვა უკან.
ტომი ფიქრებიდან თავისმა ძმამ გამოარკვია.
- ტომ.. ტომ, ეს ხომ ის გოგოა ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა? ჰკითხა დეივმა.
- რა?... რა მკითხე... აშკარა დაბნეულობა ემჩნეოდა ტომს.
- რა გჭირს ბიჭო? ეს ხომ ის გო.....
- ხო დეივი, ხო. მიუგო ტომმა ისე, რომ იმ სახლისთვის თვალი არ მოუშორებია, რომელშიც ცოტახნის წინ სოფია შევიდა. - დროა წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ბიჭები უკვე დათქმულ ადგილას იყვნენ. სანამ საქმეს შეუდგებოდნენ ცოტა დასვენება გადაწყვიტეს და მიწაზე ჩამოსხდნენ. სახეზე საამური სიო ეთამაშებოდათ.
- ტომ, ის ფურცელი ხომ აქ გაქვს? ჰკითხა დეივმა.
- ჰო დეივი აქ მაქვს, მშვიდი ინტონაციით უპასუხა ტომმა. შემდეგ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო საგულდაგულოდ დაკეცილი ფურცელი. ტომმა ის ფრთხილად გაშალა და ნიავს რომ არ წაეღო ზევიდან პატარა ქვა დაადო. ფურცელზე ეხატა დიდი ხე, რომელზეც სახლი იყო აშენებული. მის ზემოთ კი დიდი ასოებით ეწერა : შტაბი.
***
საბედნიეროდ ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა. ტომს და დეივს მზის ჩასვლისას უკვე დამთავრებული ჰქონდათ შტაბის აშენება. იმ დღეს ბიჭებმა დაიფიცეს, რომ მისი არსებობის შესახებ არავის არასოდეს ეტყოდნენ. ეს მათი პატარა საიდუმლო იქნებოდა.
და აი, ძმები კარვერები გაბადრული სახეებით იდგნენ ხესთან, რომელსაც მათი შტაბი ამშვენებდა, ერთმანეთს კმაყოფილები გადახედავდნენ და კვლავ თავიანთ ნახელავს მიაჩერდებოდნენ ხოლმე.
- ტომ, უთხრა გახარებულმა დეივმა, - ძალიან მაგარი გამოვიდა!!!
- აჰმმ...
- ასეთ შტაბს მთელს მენის შტატში ვერსად ნახავ.
- მართალი ხარ დეივი, მიუგო ტომმა, - მართლაც ლამაზი გამოგვივიდა, ოღონდ ჩვენი შეთანხმება ხომ გახსოვს?
- მახსოვს ტომ, მახსოვს, უთხრა დეივმა ძმას ისე, რომ შტაბისთვის თვალიც კი არ მოუცილებია.
- მაშინ წავიდეთ, თორემ უკვე გვიანია და სახლში ძებნას დაგვიწყებენ.
- მართალი ხარ ტომ, სჯობია წავიდეთ, სანამ მამა წამოსულა ჩვენს მოსაძებნად.
ბიჭებმა ერთხელ კიდევ შეათვალიერეს შტაბი და სახლისკენ სირბილით წავიდნენ. როცა სახლს მიუახლოვდნენ მამა დაინახეს, რომელიც ის-ის იყო მათ მოსაძებნად აპირებდა წამოსვლას.
- ტომ, დეივი, სად ხართ ამდენ ხანს? დედა ძალიან ნერვიულობს.
- ჩვენ.. ჩვენ ვსაუბრობდით მამა და დრო ისე სწარფად გავიდა, რომ ვერც კი გავიგეთ, მიუგო აღელვებულმა ტომმა.
- ტომ, მემგონი რაღაცას მატყუებ..
- არა მამა, არაფერს არ გატყუებ..
- ტომ! ახლა უკვე მკაცრად მიმართა ტომს მისტერ მაიკმა, - სახე ერთიანად ჭარხლისფერი გაქვს, რაც მაშინ მოგდის ხოლმე როცა იტყუები. მითხარით სად იყავით და რატომ დაიგვიანეთ.
- მამა ტომი მართალია, გამოექომაგა ძმას დეივი, - არაფერს გიმალავთ, ვსაუბრობდით და შემოგვაღამდა, მართლა.
- კარგით, როგორც ჩანს თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მიდით სახლში შედით, დედა ძალიან ნერვიუოლბს.
- კარგი... მამა, შენ არ მოდიხარ? ჰკითხა დეივმა.
- ცოტას გავივლი სუფთა ჰაერზე და შემოვალ.
- კარგი...
ბიჭები ფეხის კანკალით შევიდნენ სასტუმრო ოთახში, სადაც დედა ელოდათ. თუმცა, იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.
***

ახალი დღე გათენდა. საბედნიეროდ გუშინ დედასთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მისის კარვერი ძალიან არ გაბრაზებულა, თუმცა შვილებს უთხრა, რომ ასეთი რამ მეტჯერ აღარ გაეკეთებინათ, რადგან სახლში მათზე ღელავდნენ.
ტომმა და დეივმა სწრაფად ისაუზმეს. მისის ელენს ამ ბოლო დროს ერთი რამ ვერ გაეგო, ეს ტომს ეხებოდა, რომელიც ძალიან გამოიცვალა.სკოლაში წასასვლელად თავის დროზე იღვიძებდა, უფრო სწრაფად საუზმობდა და რაც მთავარია, ტომს ხასიათი გამოუკეთდა. ტომი მართლაც გამოიცვალა, სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა. ეს ცვლილებები მისის ელენს, რა თქმა უნდა, ახარებდა, მაგრამ ვერაფრით გაეგო თუ რა ( ან ვინ? ) იყო ამის მიზეზი. სამაგიეროდ, ტომმა იცოდა, თუ ვინ იყო ამის მიზეზი და იმიტომაც მიიჩქაროდა ხოლმე სკოლისკენ.
ტომი მთელი ღამე ფიქრობდა მისი და დეივის პირობაზე, რომ შტაბის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ. თუმცა, დეივისგან დაუკითხავად გადაწყვიტა, რომ მისი არსებობის შესახებ სოფიასთვისაც ეთქვა.
როდესაც ბოლო გაკვეთილიც მორჩა, ტომი სოფიასთან მივიდა და უთხრა შენთან საქმე მაქვს და სკოლის ეზოში დაგელოდებიო. ტომი მოუთმენლობას ჭკუიდან გადაჰყავდა, ერთი სული ჰქონდა სოფია როდის მოვიდოდა. დაახლოებით ათ წუთში ისიც გამოჩნდა.
- აბა ტომ, გისმენ. რა საქმე გქონდა?
- მინდა ერთი საიდუმლო გაგანდო.
- რა საიდუმლო? გაკვირვებით ჰკითხა სოფიამ.
- წამომყევი და განახებ.
- ტომ, მაგდენი დრო არ მაქვს, უნდა ვიმეცადინო და მამ...
- არა, არა, გპირდები ბევრ დროს არ წაგართმევ, სიტყვა გააწყვეტინა ტომმა.
- კარგი, გაიცინა სოფიმ, - ოღონდ გახსოვდეს მალე უნდა წამოვიდე.
- ჰოო, მახსოვს...
ტომმა სოფია იმ ტყისკენ წაიყვანა, სადაც მას და თავის ძმას ხეზე შტაბი ჰქონდათ გაკეთებული. ტომი სპეციალურად სხვა გზით წავიდა, რადგან არ უნდოდა იმ გზით წასულიყო საიდანაც მათი სახლი ჩანდა.
- სოფია, იცი ჩვენ მეზობლები ვართ.
- რა? მეზობლები? საიდან მოიტანე?
- რამდენიმე დღის წინ შემთხვევით დაგინახეთ შენ და მამაშენი სახლში რაღაცები, რომ შეგქონდათ.
- მართლა? გაოცებული სახით ჰკითხა გოგონამ.
- ხო სოფი... კარგია არა? სოფიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ამ საუბარში იყვნენ გართულნი, როცა იმ ხეს მიადგნენ, სადაც ტომის საიდუმლო მდებარეობდა. სოფია ამ ხის დანახვაზე გაოგნდა. ეს იყო უზარმაზარი მუხის ხე, რომელსაც ბიჭების მიერ გაკეთებული შტაბი ამშვენებდა.
- ტომ, რა ლამაზია.
- გინდა მაღლა ავიდეთ?
- მინდა.
ტომი და სოფია სპეციალური კიბის დახმარებით შტაბში ავიდნენ, რომელიც არც ისე პატარა იყო. შტაბს ერთადერთი ფანჯარა ჰქონდა, აღმოსავლეთიდან, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა ტომისა და სოფიას სახლები. იქვე, ფანჯარასთან ბიჭებს ლურსმანზე ჩამოეკიდათ ბინოკლი. სოფიამ მაშინვე ჩამოხსნა ის და ცნობისმოყვარეობით აღვსილმა, მთელი არე-მარე მოათვალიერა. რას აღარ შეხვდებოდით აქ: სამხედრო და სპორტულ ჟურნალებს, სამაშველო თოკს, ფარანს, ათასნაირ სასუსნავს და თქვენ წარმოიდგინეთ ჭურჭელსაც კი. კედლები აჭრელებული იყო ფეხბურთელებისა და კალათბურთელების პოსტერებით.
- სოფია, რაღაც მინდა გითხრა. გოგონა კვლავ ბინოკლით ათვალიერებდა გარემოს და ტომის ხმა ვერ გაიგო.
- სოფია, უფრო ხმამაღლა უთხრა ტომმა.
- მაპატიე ტომ, შენი ხმა ვერ გავიგე. სოფიამ ბინოკლი კვლავ ლურსმანზე ჩამოკიდა და ტომისკენ წავიდა.
- მისმინე სოფია, ამ ადგილის შესახებ არავის არაფერი უთხრა, კარგი?
- რატომ? დაინტერესდა სოფი.
- უბრალოდ არავის უთხრა.
- კარგი ტომ, ნუ ღელავ, არავის ვეტყვი.
- მინდა, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იყოს.
- კარგი... ღიმილით უთხრა გოგონამ.
მზე უკვე ჩადიოდა, როცა ტომი და სოფია უკან ბრუნდებოდნენ. მალე სოფიას სახლიც გამოჩნდა და დამშვიდობების დროც დადგა.
- ტომ, დიდი მადლობა.
- რისთვის სოფია?
- იმისთვის, რომ მენდე და შენი საიდუმლო მითხარი.
ჩამავალი მზის შუქზე სოფიას სახე ბრწყინავდა, ის ზეციდან მოფრენილ ანგელოზს ჰგავდა.
- არაფერს, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება.
ამის მეტი ერთმანეთისთვის აღარაფერი უთქვამთ, უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ბოლოს სოფია ტომს დაემშვიდობა და ლოყაზე ნაზად აკოცა. ეს ტომის ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent