შუაღამე
თავი 1 მთელი ღამე მთვარეს გავყურებდი და სიგარეტს ვეწეოდი. ვინ იცის რამდენი ღერი მოვწიე. შევყურებდი ღამეს და მის ყოველ დეტალს ვიმახსოვრებდი. თავზე დამათენდა და მაშინვე გავიგე კარზე ნერვიული ბრახუნი. -ესტელა! გაიღვიძე.-დედა გარედან მიყვიროდა. -მღვიძავს დედა!-გავძახე მეც და ბოლო ღერი საფერფლეში ჩავაგდე. დედაჩემმა კარი შემოაღო და როცა ფხიზელი დამინახა სახე გაებადრა. -დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ-ტაში შემოჰკრა დედამ. მე ტანზე დავიხედე, თვალი მოვავლე საკუთარ თავს. -ჩვეულებრივ გამოვიყურები დედა-მშვიდად ვუთხარი და გავუღიმე. -არა მშვენიერი ხარ!-ისევ აღტაცებული იყო. -კარგი დედა, მადლობა. ახლა კი თუ შეიძლება დამტოვე-დედას ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ისიც მორჩილად გავიდა ჩემი მოთახიდან. საღამური წვალებით გავიხადე, იქვე მივაგდე და აბაზანაში შევვარდი. ცივი წყალი მოვუშვი და შევხტი. წყალმა წამში დამასველა და თითქოს მთელი დაღლილობა თან წაიღო. მაშინვე კარგ განწყობაზე დავდექი და ღიღინი დავიწყე. მალე გავიგონე კარის ჩუმი გაღება და ფრთხილი ნაბიჯები. გავიცინე და დაველოდე სანამ ტომი სააბაზანომდე მოვიდოდა. ჯერ ცალი თვალით შემოიჭყიტა მერე კი შემოხტა. -ტომ...-თავი გავაქნიე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. მერე კი თითით ვანიშნე მოსულიყო. -არა, ხომ იცი ცივ წყალს ვერ ვიტან-თავი გადააქნია, მერე გაიცინა, ტანსაცმელი გაიძრო და ჩემთან შემოხტა. ცოტა ხანი ღიმილით მიყურა: -მცივა-ხელები გაასავსავა.-გამათბე-წარბები შეჭმუხნა და ხელები წელზე მომხვია. მე ღიმილი არ მშორებია პირიდან. ტომმა ჩემს კისერში ცხვირი ჩარგო და ენის წვერი შემახო. ხმამაღლა გავიცინე და ტომს თითები სველ თმებში შევუცურე. -გუშინ არ დაგილევია?-ტომმა უცებ ამომხედა, ისევ გავიცინე. -არა-ტომმა მისი ცხვირი კვლავ ჩემს კისერში დააბრუნა. -ხომ იცი დღეს სასწავლებლიდან პასუხი უნდა მოვიდეს.-შემახსენა ტომმა. -ხო, ხო ვიცი.-ვუპასუხე და ამოვისუნთქე. -ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება. -კი ტომ, ეგეც ვიცი-ისევ გავიცინე და ტომს მკლავზე ხელი ჩამოვუსვი. -დახატე მთვარე?-ისევ დაინტერესდა ტომი. -არა. მთელი ღამე ვაკვირდებოდი.-ტომი გაჩუმდა და კისერი დამიკოცნა. მერე კი წელში გაიმართა, ზემოდან დამხედა და თბილად გამიღიმა. -ცელქობის ხასიათზე ვარ-ჯიუტი ბავშვივით მითხრა. მე კი თავი გავაქნიე. -არა ტომ...-მხრებზე ხელი მოვკიდე. მაგრამ არ დამიჯერა და წელზე მკლავები მომაჭდო. მის მკლავებში მოქცეული ვფართხალებდი და ვიცინოდი, მაგრამ თავი ვერ დავაღწიე. -საუკეთესო ხარ-მითხრა ტომმა და ლავიწებზე მაკოცა. ბევრი სირბილის და თამაშის მერე დავიღალეთ და საწოლზე მივესვენეთ. როგორც ყოველთვის მე ვერ მოვისვენე, თმა მაღლა ავიკარი, სიგარეტს მოვუკიდე და პალიტრას დავუბრუნდი. ამჯერად საკუთარ პორტრეტზე ვმუშაობდი. სარკეში კარგად დავაკვირდი ჩემს ცხვირს და ფანქრით ფრთხილად მოვნიშნე კონტურები ნახატზე. ყველაზე მეტად ცხვირის ხატვა მიჭირდა, მაგრამ როგორმე უნდა გამომსვლოდა. ბევრი წვალების მერე დავიცავი ცხვირის პროპორციები. ხაზები გავამუქე და ამ დროს ტომმაც გამოიღვიძა. კარგად დაამთქნარა და ღიმილით ამომხედა. მეც გავუღიმე და მისი ტანსაცმელები ფეხებთან დავუყარე. -დედა მალე მოვა-ვუთხარი და სიგარეტი საფერფლეში ჩავჭყლიტე. ტომმა სწრაფად ჩაიცვა და ჩემს ნამუშევარს დააშტერდა. არაფერი უთქვამს უბრალოდ კისერში მაკოცა. -ვნახოთ თუ მოვიდა წერილი სასწავლებლიდან.-ლეპტოპს ხელი სტაცა და უმალ შეამოწმა ჩემი საფოსტო ყუთი. მე ტომს შევყურებდი, მინდოდა მას ეხარებინა ჩემი წარმატება, მაგრამ ტომს ღიმილიანი სახე მოეშალა. წარბები გაოცებულმა შეჭმუხნა და შეწუხებულმა ამომხედა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.