შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი პაემნები (სრულად)


10-02-2018, 02:48
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 5 555

(,,ჩვენ ვიცინოდით’’)
გამორჩეული ხარო-მიმეორებდა- მეტრომდე გამყვა ეს გამორჩეულობა. ფიქრები ყალყზე დადგნენ, შემდეგ ბარათი, გავსებული ვაგონი, სიჩუმით მონუსხული საზოგადოება. ყველა ელოდება,როდის გაწევ მხარს რომ-გაიაროს. ყველა უსიტყვოდ აწუხებს ერთმანეთს. სუნთქვა შემეკრა, ვიღაცას მივეხუტე, თავი მხარზე ჩამოვდე, თვალები დავხუჭე,სიჩუმე წარმოვიდგინე. სილამაზეა სიჩუმე, სითბოა. ყველაფერია. მისკენ ილტვი, მოითხოვ,გიზიდავს... მაგრამ სხვა რამეცაა, იმიტომ მოითხოვ სიჩუმეს,რომ ხმაური გაწუხებს. საინტერესოა ხმაური რომ არ გვაწუხებდეს, გაგვახსენდებოდა-მისი არსებობა? მე არ გამახსენდებოდა. ყველა ადამიანი ჩემთვის სასურველ ენაზე რომ საუბრობდეს, ხმის ტემბრიც სწორად ისეთი ჰქონდეს,როგორიც მომწონს და მთლიანად ჩემზე იყოს დამოკიდებული, შევიყვარებდი ხმაურს, აუცილებლად შევიყვარებდი.

აქ კი, თითქოს, ერთმანეთის შეწუხების რიგში დგანან. სიტყვებს უნაცვლებენ,ხმას უწევენ,არამდგრადები და გაუკვევლები არიან. ამაზე ისე ვსაუბრობ, მე თითქოს ჩემი კუთვნილი ვაგონი მქონდეს. თითქოს ახლა, ამ ჩახუთულ,ხალხით სავსე სივრცეში არ ვიჩყლიტებოდე. თითქოს მე არ ვცვლიდე სიტყვებს ან ტონს არ ვიცვლიდე. თითქოს გამორჩეული ვიყო.
გამორჩეული ხარო-მითხრა...-მაგრამ მაგან რა იცის. ახლა არ მიყურებს, როგორ ვეხუტები სრულიად უცნობს,ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ,თორემ აუცილებლად იტყოდა რომ მეც,ესკლატორზე დგომისას-მასზე ვარ დამოკიდებული. ისევე როგორც ხალხზე ჩემი სივრციდან. ჩემი ამოუწურავი,სიურპრიზებით სავსე სივრციდან.

მარჯანიშვილი-ხალხის მასა არარსებულ ადგილს ითვისებს- ვაგონის ბოლოდან ისმის იუმორის იმიტაცია - ,,გაიწევს ხალხო!“- ოდნავ მეღიმება, თუმცა შემდეგ მახსენდება რომ ხნიერ, ღვინის სუნით აყროლებულ კაცს ვეხუტები და უნებურად გადამდის სიცილი. ამაშიც არ მიმართლებს. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, ერთ საოცრებას მივეხუტე-აღარ მინდოდა მოვშორებოდი. იგრძნო მემგონი, ჩაეღიმა. სიტყვები ვერ გავცვალეთ-აბა რა მეთქვა.
მუსიკის ხმა ისმის, ვაგზლის მოედნიდან, გადავხტე მინდა-ვეღარ ვსუნთქავ. ჩემი საყვარელი სიმღერაა,ხმებიც ნორმალური-იხვეწებიან ნელნელა. მსიამოვნებს განვითარების ეტაპებს რომ მივსდევ. ახლახანს შემისრულდა ოცდაოთხი წელი და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ის ვიცი- დო-ს შემდეგ რა ნოტი მოდის. ესაა მთელი ჩემი ნიჭიერება.
მამაჩემი ამბობდა უნიჭო ადამიანი არ არსებობსო. ყველაში მოიძებნება რაღაც-ღმერთს არავინ მოუვლენია უსაჩუქროდო. მიუხედავად ჩემი ურწმუნობისა,ყოველთვის მჯეროდა მისი სიტყვების. საერთოდ, საყვარელი ადამიანების სიტყვებს უნებურად ვირწმუნებთ ხოლმე. დღეები კი გადის, შემდეგ კვირები,თვეები,წლები. ალბათ საუკუნეც გავა და მე მაინც ვერ მივხვდები რაა საჩუქარი-ღმერთისგან.როგორ საოცრად ჟღერს... ხანდახან ლამაზ რაღაცებს ვამბობ , ისე-მეც ვერ ვხვდები, სიამოვნებისგან აუთრთოლდებათ სახე, რას არ იტყვი ხოლმეო-დამცინიან. რა იციან ამათმა... არაფერი არ იციან, ერთმანეთს აწუხებენ უბრალოდ.


თმა მაქვს გრძელი და შავი მელანივით მუქი. ერთადერთი ეგ მალამაზებს. თვალები გამოკვეთილი,ისიც შავი ფერის. ზოგჯერ ეშინიათ ხოლმე რომ მიყურებენ,საერთოდ მჯერა რომ ჩემს თვალებში, მომავლის დანახვა შეიძლება. ტუჩები-სქელი მუდამ წითელი ფერის. ზოგჯერ მეც მიჩნდება სურვილი ვაკოცო. მთელი ჩემი აღწერილობით,საშუალო სიმაღლითა და სიგამხდრით, ნორმალური გარეგნობის მასას მივეკუთვნები-თუმცა განსაკუთრებული არაფერი ვარ. აი განსაკუთრებული ის ფერია, მზე რომ იღებს, ჩასვლის წინ.
ისანი-როგორც იქნა, ჩემი ოცნების სადგური. ჯერ იმიტომ რომ თავისუფლდები და შემდეგ იმიტომ რომ ბევრი ძველი, გახუნებული ფეხსაცმელი იყიდება. რომ ჩავუვლი ხოლმე, ყოველთვის ვყიდულობ რამეს. ერთხელ გადავაწყდი ფერად, ნახევრად გაღეღილ ჩექმას, წინ რომ ყველაფერი გადაქერცლილი ჰქონდა. დავავლე ხელი და წამოვიღე სახლში. არ ჩამიცვამს,ორი ზომით დიდი იყო. საერთოდ ფეხსაცმლის ნახევარს-არ ვხმარობ. ჩემს გარდერობში მსგავსი ,,ძონძებისთვის“ ადგილი ყოველთვისაა. ადგილი ყოველთვის ყველაფრისთვის მოიძებნება, უბრალოდ ჩვენ ვერ ვთმობთ.
ჩაფიქრებული მივსდევდი მარმარილოს კიბეებს როცა ვიღაც შემეჯახა და ჩემი ფლეილისტი ქოლდფლეის ,,magic”-ზე შეჩერდა. გავიბუსხე და თვალები ზემოთ ავწიე. ცისფერი თვალების ტალღამ უცებ დამარტყა. შემდეგ კი იყო-ჩახუტება...
- დაბნეული,როგორც ყოველთვის...
გამიღიმა, ტუჩთან ნაკეცი გამოუჩნდა.
- ეგ თვისება ჩემი თილისმაა.
აბურდული თმა მთელ სახეზე მქონდა ჩამოშლილი და არც ვაპირებდი გასწორებას.
ის კი, ლამის მესამედ გამეპრანჭა.

საერთოდ ,,როგორ ხარო“-ეკითხებიან როცა დიდი ხნის მერე ნახულობენ ვინმეს.
- უკეთ ხარ?
- სამი წელი გავიდა-ოდნავ შემეცვალა სახე-სამი წელი...
- ეგ არაფერს არ ცვლის, ტრამვა ტრამვაა დღესაც შეიძლება იარსებოს და მთელი ცხოვრების მანძილზეც.
- ჰო, მაგრამ მაინც სამი წელი გავიდა.

ჩაეღიმა,მკერდზე მიმიხუტა.
- ისევ ისეთი, ისევ ... -მიყურებდა-
- შენ კი თმა გაგზრდია. ცოლი ხომ არ მოიყვანე?
გულიანად გაგვეცინა ორივეს.
გარეთ ქაოსის ხმაური იყო, ვეცადეთ მყუდრო ადგილი გვენახა.
სადღაც დავჯექით, კუთხეში.
- გახსოვს? -გადაიხარხარა-ერთხელ შემხვდა.
- რაო?
- არაფერი,რა უნდა ეთქვა. ცოტაც და ატირდებოდა.
- ყველა კი არ ტოვებს შეყვარებულს ნიუ იორკში სრულიად მარტო- ფულის და წამოსასვლელი ბილეთის გარეშე.
- შენ რომ ის გოგო გენახა, ვის გამოც მასე მოვიქეცი... ჰმ...რომ გენახა...
- დიდი მკერდი... ტრა...
- არა არა. თვალები ჰქონდა... თვალები ჰქონდა საოცარი. აი სადღაც შენი მსგავსი. ჰო,აი სადღაც მასეთი.

მზერა ავარიდე, სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან.
- არ ეწეოდი.
- ახლა ვეწევი... - ნაპასი დავარტყი და უფრო მეტად მომეკიდა დეპრესიული განწყობა.
- შენ?
- რა მე?
- შენზეც მომიყევი...
- მე...მე...-არაფერი.
- ადრე გულწრფელი მახსოვდი.
- ადრე შეყვარებულიც გახსოვდი ალბათ... რა დოზით-ეგეც გემახსოვრება და ვისზე-ეგეც.
- დიდად არ გიდარდია.

ხველება დავიწყე, დიდი ძალა დამჭირდა ამომესუნთქა.
- უკეთ ხარ?
- კი,შემეშვი რა.

გაღიზიანებული ფეხზე წამოვდექი, სიგარეტი სანაგვეში ჩავაგდე და უხმოდ დავტოვე...

<<
რამდენი წამი გავიდა.
ალბათ ძალიან ბევრი... მაგრამ წუთებში რომ იანგარიშო, ცოტა გამოდის. ახლა წუთები მაწყობდა. სულ რამდენიმე წუთი და ვნახე... შემეხო... ვიგრძენი... სამი წლის მერე ვიგრძენი. ისევ იმ სუნამოს ხმარობდა, ისევ ისეთი დამაჯრებელი იყო. მომნუსხველი. მშვენიერი სანახავები ვიყავით ალბათ. მომღიმრები, მობაასეები. მატარებელიც ჩვეულებრივად მიდიოდა და ხალხიც ჩვეულებრივად სუნთქავდა. ყველაფერი სტანდარტულად იყო. ჩვენ შევხვდით, ის მე შემეხო და მე... თავი სკდებოდა ფიქრისგან, სხეულში სირცხვილმა გაჟონა. საკუთარი თავის სირცხვილმა.
,,ყველაფერი სტანდარტულად იყო“, გავიფიქრე და წავბარბაცდი... მეტროს კედელთან ჩავიკეცე. ,, ჩვენ ვიცინოდით“. გავშრი, ფიქრის ძაფები ავრიე,გავიხლართე... ,,როგორ“?
ხალხი ისევ სუნთქავს, უკვე მესამე ვაგონი მიდის უჩემოდ.
ჩვენ დავშორდით ერთ გამორჩეულად ბნელ ღამეს, წვიმა ოდნავ რომ ამჩნევდა თავის კვალს ტროტუარებს, ბედი ისევ რომ იცინოდა და ღადაობდა ჩვენზე... მთლიანად შეჭმული ვყავდი გრძნობას. დაავადებული. საავადმყოფოს სუნსაც კი ვგრძნობდი ხოლმე ზოგჯერ. გათეთრებული ვიყავი, თოლიასავით. არავინ არ არსებობდა. არც მათი მახინჯი სახეები,არც მათი აყროლებული სამოსის სუნი მაწუხებდა, არც ვფიქრობდი არავისზე. ის იყო სინათლე. ჩემი სინათლე...

არ წვიმდა იმ საღამოს ზუსტად ვიცი,მაგრამ მე მაინც წვიმიანი მახსოვს. ციოდა ძალიან. ჩვენ ვაპირებდით უცხოეთში წასვლას ერთი თვით. ბარგი ორი კვირით ადრე ჩავალაგე. მთელი დანაზოგი ხელში მოვიქციე და ბედნიერი შევვარდი მასთან.
ჩვენ მივდიოდით...
ამდენი ადამიანია ამქვეყნად. ამდენი სენია, ამდენი მიბნედილი სახე,ამდენი გაჭირვებული... ყოველდღიურად ათასობით და ათიათასობით ადამიანი კვდება. ზოგ ქვეყანაში ომია, ზოგიც იძირება... და ჩემი ბედნიერება სრულყოფილია. ეს უსამართლობაა. მე ვეღარ გადავდივარ მდგრად მდგომარეობაში, მთლიანად ამღვრეული ვარ.
არადა მახსოვს, რომ არ წვიმდა იმ საღამოს, მაგრამ მაინც დავსველდი...
,, მაპატიე მეგი. უშენობას ვგრძნობ, მაშინაც კი,როცა ჩემს გვერდით გძინავს. ყოველ თეთრს დაგიბრუნებ“
- ეს რა არის?...
ჩვეულებრივი კრუნჩხვა.
- ეს...
თითები ცხვირთან მივიტანე, ავქვითინდი.
- ეს მე... მთელი წლები...

რომ გამომეღვიძა მივხვდი რომ ვეღარ ვნახავდი.
ყოველი თეთრი დამიბრუნა.
მეორე დღეს ჩვენს საერთო მეგობრებთან გამეღვიძა. ის დღეები შეუმჩნევად ღამდებოდნენ და თენდებოდნენ. არაფერი არ ეყარა ჩემში.

- რა ქნა კი მაგრამ? ამიხსნით რა ქნა?
ვეკითხებოდი გაფითრებული,ტუჩებდამსკდარი.
- ასე აჯობებსო თქვა. არ ვჭირდებიო...
ელენე თმას მიწევდა
- ეს დღეები ვმუშაობდი...
წამოვიწიე, წყალი მოვსვი.
- ვერ ვაქცევდი საკმარის ყურადღებას. ფულს ვაგროვებდით. ვჩხუბობდით ხოლმე ხანდახან. ვერ ვხსნი... ყველა წყვილი ჩხუბობს. ასე არ არის ელე? ყველა ჩხუბობს ხომ? ამის გამო არავინ მიდის... მაგრამ ის წავიდა. რატომ?

ისევ კრუნჩხვა.
- ვერაფერს ხვდებოდი?
დათო რომელიც შორიდან მადევნებდა თვალს, ისე მიყურებდა, როგორც პაციენტს უყურებენ, როცა კიბოს მესამე სტადიაშია გადავარდნილი.
- სხვა ჰყავდა ეს პერიოდი. ვაფშე ვერაფერს ხვდებოდი? გვინდოდა გვეთქვა მაგრამ მე ვეტყვიო.
- სხვა?!
ორი წლის მანძილზე პირველად დავუშვი რომ შეიძლებოდა სხვა ჰყოლოდა.
- ჰო ანუ... სხვა ჰყავდა და...
- არა არ ჰყავდა. ჰყავს. მასთან ერთად წავიდა. ჩვენ გვეგონა იცოდი, საერთოდ არ გვეგონა ისევ თუ გქონდათ ურთიერთობა. ეს თვეები ვერ გნახულობდი...
- ჰო, მე ვმუშაობდი... ფულს ვაგროვებდით...

ისევ კრუნჩხვა. გავითიშე.
<<

მომდევნო ვაგონს გავყევი...
მე რომ წამები დავითვალო ბევრი გამოდის. წუთები მირჩევნია. რამდენი წუთი ვიცინოდი? ათი ვითომ?... ეს ცოტა არ არის...
სკამზე დავეხეთქე,ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი.

სადგურები მიდიოდნენ,ხალხი რჩებოდა.
ყველაფერს გავცდი...
,,ისევ ის სუნამო ესხა“.

-ჩადიხართ გოგონა?
თვალები გამეხილა.
მემანქანე მედგა წინ. სიბნელე იყო.


ან იქნებ წვიმდა... ჰა?!...

(ორიენტაცია)

-ფიქტიური წვეულებაა ეგ ნანო, მიხვალ,დალევ,იზასავებ,წამოხვალ. რა ყრია სხვა?
- არ არის იქ ჩემი ადგილი.- საღებავიანი თითები სქელ ტუჩებზე ჩამოისვა- არც შენი, არც ჩემი,არავისი. თუ წავალ,მხოლოდ იმიტომ რომ გადავწვა იქაურობა, საღორეს დავამსგავსო.შემომხედე...
დაბალი მაგრამ გამხდარი სხეული აზიდა და მასთან მივიდა. თითები თმაში შეუცურა. შემდეგ ტუჩებზე აკოცა და ნახატისკენ მიაბრუნა
- ვერ გავიმეტებ. თუნდაც რამდენიმე წამიც რომ შეხედონ. ვერ გავიმეტებ. იქ ხელოვნება კვდება ლუს, ხელოვნება. როცა მასზე ფასის დადებას იწყებენ,მაშინ კვდება ზუსტად. როცა *ირები აფასებენ, მაშინ კვდება.

დივანზე დაეცა და ლუდი მოსვა
- ამისთვის არ ვწვალობ... ერთხელ ისე,ლუდშიც უნდა გავაზავო საღებავი... ძალიან სექსუალური იქნება არა?- გაეცინა, ფეხები დივნის კიდეზე შემოდო- ჰოდა მაგას გეუბნები ლუსი. მე არ ვწვალობ მაგისთვის. მე სრულყოფილებისთვის ვწვალობ.
- რაც გინდა ის ქენი.

შავებში ჩაცმულმა გოგონამ კარი გაიხურა და ნანოც მარტო დარჩა ლუდის აქოთებულ სუნში.
მაგიდაზე ცარიელ ბოთლებთან ერთად ეგდო ლეპტოპი, სადაც ბოლო ხმაზე ისმოდა ბითლზი და ცოცხლდებოდა სიძველე.

რამდენიმე წამით გაითიშა, ლუდმა დაათრო თუ საღებავმა ეს ჯერ ისევ საკითხავი იყო,თუმცა ფაქტია რომ გაითიშა. აივნის კარები ბოლომდე იყო გამოღებული. გარედან გაზაფხულის გრილი სურნელი და წვიმის ხმა შემოდიოდა. რამდენიმე შხეფი დივანსაც მოედო. ნანომ თვალებში სისველე იგრძნო, წამოიწია, გაიზმორა და აივანზე გავიდა. სითბო და წვიმა. აი ყველაზე ლამაზი წყვილი დედამიწაზე.

ლუდის მორიგი ბოთლი გამოიღო,როცა კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- ღიაა...
ისევ კაკუნი.
- არ ესმის კი მაგრამ?
გაღიზიანებული წამოდგა და როცა კარებს მიუხალოვდა, ვიღაცამ დაბნეულად გამოაღო და ,,ნანოში“ გაიხლართა.
- მასწავლეს რომ,ორი კაკუნის მერე,უნდა შეაღო... - გოგონამ გადაიკისკისა და ქერა,გრძელი თმა უკან გადაიწია.
- კიდევ რა გასწავლეს?... - ნანო გაბრუებული იდგა, თმის სუნმა სხვა პლანეტაზე მოისროლა- ჰა?...
- კიდევ ის მასწავლეს რომ,როგორც წესი,სტუმარს სახლში შეიპატიჟებენ ხოლმე.
- არ ვიცი რას გვეუბნებიან ჭეშმარიტი კლასიკოსები, მაგრამ ჩემი კარი,მხოლოდ სილამაზისთვისაა ღია.
გვერდით გაიწია და ტუჩები გაილოკა.
გოგონა თამამად შემოვიდა და ასევე თამამად მოთავსდა ლუდით სუნით გაჟღენთილ დივანზე.
- მე ვნახე შენი ნახატები...
- რომ არ გენახა,ახლა აქ არ იქნებოდი...- გვერდით მიუჯდა და მსუბუქად შეეხო ლოყაზე.
- მინდა რომ დამხატო...
- მე პორტრეტებს არ ვხატავ ... რა გქვია?
- ლუსი...
- რა საინტერესოა- ნაპასი დაარტყა, ლუდი მოსვა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა-ყველა მნიშვნელოვან ადამიანს ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად ეგ უცნაური სახელი ერქვა. მიდი და არ ენდო დამთხვევებს,არ ენდო ბედისწერას. არსებობენ ესენი. სადღაც დასალიერში,მაგრამ არსებობენ.
- ანუ მე მნიშვნელოვანი ვარ?
- ალბათ დილამდე იქნები კი... -ყელზე აკოცა,ხელი მაისურთან ჩაუცურა და ვნებიანად დააცხრა ტუჩებს.

რამდენიმე წამში,ლოგინი, მოულოდნელ გრიგალს დაემსგავსა და ხმაც ანალოგიურად მოერგო.
<<

ქერაა. ისიც ქერა იყო.
მასთან არის... გვერდით უწევს. ლამაზი ტუჩები აქვს, ბავშვური სახე. ჰგავდა რაღაცით... გვერდით ეწვა, გარეთ ციოდა. ორივე ერთი საბნის ქვეშ იყვნენ, ერთმანეთის ფეხებში ახლართულები. ორივე ცხელი იყო, ნაზი,თეთრი კანი ჰქონდათ. არაფერი არ იყო მათში განსხვავებული.

-ტირი?...
ლუსი გადმობრუნდა და თავი მკერდზე დაადო.
- რა ვტირი, ღადაობ?... - ცრემლები მოიწმინდა და საწოლიდან წამოიწია- უბრალოდ ძალიან გავხარ.
- ვის ვგავარ?
- წარსულს...
- მომიყევი რა. - ორივე ხელი მიადო ერთანეთს და კისერთან მიიტანა- მომიყევი ჩემო დედოფალო.

ნანომ გადაიკისკისა, მაცივრიდან ლუდი გამოიღო - რომელი გირჩევნია?
- ლოვენბრაუ.
- ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.- ლუდი მიუგდო და საწოლში დაბრუნდა- ეს რეინკარნაციაა. განვედ ჩემგან...

ისევ შეიცვალა ტუჩის კუთხეები, ნანო აშკარად ვეღარ იკავებდა ცრემლებს და დაუფარავად მიშტერებოდა ლუსის და მის ტუჩებთან მიტანილ ლოვენბრაუს.

- მაშინ... ასე ათი წლის წინ. ვერ გაივლიდი ულიფოდ, ვერ მოწევდი,ვერც გოგოს აკოცებდი,რა თქმა უნდა. შენ პატარა ხარ, ეგ არ დაგწოლია მხრებზე, აი მე ახლაც ობი მადევს. ეს ჰგავდა ქაოსს სხეულში, ეს იყო ზიზღი საკუთარი თავის მიმართ და იმედი : იქნებ შეიცვალოს რამე, იქნებ გამოვჯანმრთელდე. არ ხდებოდა ასე. ასე მარტივად არ ხდებოდა. ვერაფერს ვერ იზამდი დაუფრავად. ჩემი სიმპათიები სხეულში შედიოდა და გადიოდა. რაღაც სივრცე ვიყავი სადაც ჰაერი აღწევდა და ტოვებდა ისევ. აი არაფერი... საერთოდ არაფერი არ იყო სხვა. მაშინ მართლა ყველაფერი სხვანაირად იყო. გრცხვენოდა ადამიანს საკუთარი თავის. მე ჩემი ორიენტაციის მრცხვენოდა, ვიღაცას თავისი გარღვეული აპკის, ვიღაცა ტილოს პოლს უსვამდა და იმის რცხვენოდა. მაშინ მძაფრად იყო სირცხვილი. ახლა იმდენად აღარ არის.

მეცინება ახლა... დედა მეუბნებოდა, რომ გათხოვდები,შვილებს გააჩენ და მათზე იზრუნებ, მაშინ მიხვდები ყველაფერსო... მე გული მერეოდა. გული მერეოდა კაცის სხეულზე. ვგიჟდებოდი ისე აღმაგზნებდა ქალის სუნი, თმის, კანის,საფეთქლების... ნაზი ნაკვთები, სხეულის გამოკვეთილი ფორმები, უმანკო ტუჩები. ვგიჟდებოდი ამაზე რომ ვფიქრობდი, ვოცნებობდი, ვკლავდი, შემდეგ ისევ ვაცოცხლებდი-მერე ისევ ვკლავდი. ,,რას ვაშავებ ოცნებით მაინც“-თქო ვიფიქრე და მერე აღარ... მერე აღარ მომიკლავს...

წლებთან ერთად ეს მე-უფრო და უფრო მამცირებდა. გამძაფრდა,ფესვები გაიდგა,მეტად შემაძულა ჩემი თავი. აბა გეთქვა რამე?... აბა გაგებედა?... -მორიგი ცრემლი მოიშორა ნანომ სახიდან და მეორე ღერს წაუკიდა.

- ჰოდა მასე იყო ლუსი. სიშავთეთრე. მაშინ იყო ასე. ცისფერი მაგიდის გადასაფარებელი რომ გეყიდა, წაგეკიდებოდნენ-ვარდისფერი რატომ არ იყიდე, ყველა მაგ ფერს ყიდულობსო. რძის მაგივრად, ლუდი რომ დაგელია გეტყოდნენ-ლუდს როგორ სვამ, კაცის სასმელია, რას მატრაკვეცობო. წარმოგიდგენია რას მეტყოდნენ როცა ვაღიარებდი რომ ჩემივე სქესი მიყვარს? ...
იგივეობა. იდეოლოგიური ბრძოლა გაჩდა, კოცონი დაინთო, ზღვა ამოშრა, მე გამაბნიეს. ერთხელაც ავდექი და ვთქვი, ვიყვირე უფროსწორედ, გოგო მიყვარსთქო ! გრძელთმიანი ხალხი მიყვარსთქო, მკერდი მიყვარსთქო, ქალი მიყვარსთქო, ლამაზი ქალი...
მშობლებს ეგონათ ვხუმრობდი, ექიმთან მიმიყვანეს, მერე ფსიქოლოგთან.
,,მართლა უყვარსო ალბათ“-თქვა ფსიქოლოგმა და შეიჭმუხნა შეწუხებული. მამაჩემმა მიაგინა და წამოვედით...
მე რას მეკითხებოდნენ, მე არაფერს მეკითხებოდნენ. დედაჩემი მომაძახებდა ხოლმე : ავადმყოფი ხარო. - კი,ალბათ ვართქო - ვეუბნებოდი, სხვა რა მეთქვა?
ჰოდა ავდექი და წამოვედი... ავიღე ჩემი ორიენტაცია და წამოვედი.

<<<

ნათდებოდა ნელნელა. ჩემივე ფინანსებით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მიმტანად ვმუშაობდი ორ ადგილას, პარალელურად გერმანულს ვსწავლობდი. სიცოცხლეს ვებრძოდი ასე გამოდის. ის დღე ნათელი იყო. გრილოდა, სიოს ტალღებში ჩაიძირებოდი, ქვაფენილებიც მიმზიდველი იყო. ყვავილების სუნი იდგა, სიცივე მიდიოდა.
რამდენიმე წამი გამოვედი კაფედან რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა. ვიგუდებოდი, ინსომნია მკლავდა. ქვის ზედახორას მივეყუდე და გავაბოლე. -ვო!- მომაძახეს, არ მესმოდა ხშირად. ისე მძაფრად აღარ აღიქვამ ადამიანი,როცა ეჩვევი.

მენეჯერი გამოვიდა და განმათავისუფლა, შევეცოდე ალბათ. გახარებული, გაცისკროვნებული ჩავუყევი ქუჩებს და დოლიძეზე შევუხვიე. ვერ ვიტან ამ ადგილს. სულ ხმაური, სულ ღვარძლი, სულ ბევრი ხეპრე. ჩავიარე მშვიდად, რეპლიკებიც არ უსროლიათ, მეორე ღერი ამოვიღე და ბოლი ღრმად შევუშვი ფილტვებში.

წამიერად, თითქოს ჰაერს გამოყვაო,ვიღაცამ ჩამრბინა და პირდაპირ ჩემს წინ აყირავდა. სიცილი ვერ შევიკავე,მაგრამ უეცრად ბინდი გადამეკრა,როცა მისი საყვედურით სავსე მზერა ვიგრძენი.
- ოთხი კილომეტრი.-მითხრა,წამოდგა, ელასტიკი ჩამოიფერთხა- ამდენი ვირბინე და საბოლოო შედეგი დაცინვაა. ცუდი დღეა.
- დღეში თორმეტი საათი- ვუთხარი და თვალი-თვალში გავუყარე- ამდენი ხანი ვმუშაობ და მაინც *ირობაში ვცხოვრობ. ყველა დღის დედაც,საყვარელო.

გაუკვირდა ჩემი ტონი.
- მართალი ხარ- გაეცინა-დღეების დედაც და მამაჩემისაც...
- იგინები კი მაგრამ?-გადავიკისკისე
- უბრალოდ აგყევი... - ჩაეღიმა- გაქვს სიგარეტი?
გაკვირვებულმა ჯიბეები ორ წამში ამოვიქექე და მთლიანად ხელში მივაჩეჩე.
- მოწიე, გადაყარე,რაც გინდა უქენი. ოღონდ ერთადერთხელ მომეცი შესაძლებლობა შენთან ერთად მოვწიო.

ხელი ზურგზე მომადო, წინ მივდიოდით, მე შევიშალე, მე უნებურად ჩავიმალე აღფრთოვანებაში.
ძალიან ვგავდით. ორივე ქერა,ორივე დაბალი,ორივე მწეველი. უბრალოდ მისი თვალები სილამაზის ყველა ლეველს ხსნიდა. დალაგებული,ნაზი,არაფრით გამორჩეული ნაკვთები.
ლუსი ერქვა, ლუსიანა, არ იყო ქართველი მაგრამ დაბადებიდან აქ ცხოვრობდა.
ვუყურებდი და ვუყურებდი და ვუყურებდი.

იმედები ჩნდება ხოლმე. მე ვგრძნობ პატარა იმედებს ჩემს საცოდავ თავში. ორი წამით დავუშვი,რომ შეიძლებოდა ... რომ... დღე ასეთი საოცარია. ჩირაღდნები ანთია, ბრბო გვყავს, თბილისი ისევ ნაგავშია, ყველაფერი ნორმალურად მიდის, ელოდება გაცისკროვნებას. აი ასე აღვწერდი ჩემს თავს. გასულელებულს, მოციმციმეს.

და მერე რა ხდება? და მე რე რა ხდება?!

- ოჯახი მყავს. ვიჩქარე ვიცი... ესაა ყველაზე დიდი შეცდომა. ალბათ... კიდევ ის,რომ მოწევა დავიწყე. ჩემი ქმარი ვერ იტანს.
- რამდენის ხარ...-ვკითხე დაგუბებული ტონით,თან ტკივილს ვმალავდი- მე მგონიხარ ოც წლამდე და ქმარი,შვილი...არა მშვენიერია,კარგია.
- ოცის ვარ ზუსტად -სიმწარე გამოესახა სახეზე- თექვსმეტის გავთხოვდი. -როცა ჩემს სახეს შეხედა, გულიანად გაეცინა და დაამატა-სიყვარულით. სიყვარულით რა თქმა უნდა.
- კარგია...ძალიან...-დაბნეულმა შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და თმა სახეზე ჩამოვიფხატე,თავდაცვის ჟესტივით.
- შენზე რას მეტყვი?
- მე გოგოები მომწონს-ვუთხარი მტკიცედ- გოგოები მიზიდავენ. ლეზბიანკა ვარ, ვარდისფერი.
ხმა ჩაუწყდა,გაშეშდა ძლივს მოაბრუნა სახე.

შემდეგ შემომხედა... და ეს იყო ის შემოხედვა. ეს იყო,მთელი ჩემი ცხოვრების მეგზური შემოხედვა. სიბრალულით და ამავდროულად თანაგრძნობით სავსე. გულწრფელი. ულამაზესი... იმ წამს, ყველაფერს ვფიცავარ, მეგონა მეტყოდა რომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ესმის. და რომ არაფერია აღსაშფოთებელი,რომ მე ავადმყოფი არ ვარ. გული ხელით მეჭირა,თვალის გუგები გამიფართოვდა, სუნთქვის ტალღები აჩქარდა.
- ეგ ინკურნება ხომ?...-მკითხა - როგორც ვიცი...

.......

<<

ხალიჩაზე იწვა, ცრემლებით და ცარიელი ლუდის ბოთლებით სავსე ხალიჩაზე.
- ნანო კარგად ხარ?
- ინკურნებაო მითხრა -ინკურნებაო... შენი აზრით?

ჰკითხა, წამოიწია, ცრემლები მოიწმინდა.
- ინკურნება შენი აზრით?
- ჩვენ ავადმყოფები არ ვართ...- თქვა შეშფოთებულმა
- არა ცდები. ჩვენ ყველანი ავადმყოფები ვართ. ყველა ადამიანი ავადმყოფია დედამიწაზე. თვითონ დედამიწაა ავადმყოფობა.
- ნანო,ძალიან ანერვიულდი...
- მარტო მინდა დავრჩე- უთხრა, ბარბაცით მივიდა მაცივართან, ორი ბოთლი გამოიღო და ერთდროულად გახსნა.
- ბუკოვსკიც ორ ბოთლს სვამდა ერთად.-ორივეს გაუსვა ტუჩები- მაგრამ მე ბუკოვსკი არ ვარ.
- გინდა რომ წავიდე?
- კი ლუსი. წადი. მინდა მარტო დავრჩე ჩემს ავამდყოფობასთან და ამ ბოთლებთან ერთად.

გარეთ მზე იყო.
ნანოს წინ ლამაზი სკვერი იყო ხედად და ნორალური ორიენტაციის წყვილი,ერთანეთს კოცნიდა.
შიგნით კი დუღდა სიბნელე, ტკივილი,განდეგილობა.
რამდენი წამი გაგრძელდა შეხვედრა? ...
საინტერესოა.
რამდენიმე წამი და შენ ამ მოგონებით,ცხოვრების ნახევარს ისპობ.
გამოსავალი... ?

ნანო იტყოდა ალბათ,თვითონ რომ წერდეს
- იყავი ინდიფერენტული. *ირო...

(კოპლებიანი)

შიში გაიძულებს, ბევრი რამ ისწავლო,რომ აღარ შეგეშინდეს. ეს ყველაფერი გაცვლითი ენერგიებით, მოსაზრებებით და სიგიჟეებით ხდება. შენ გეშინია რომ საზღვარს სცდები და ასევე ზიზღს გრძნობ ამ საზღვრის მიმართ. შიში მოპირკეთებული, მარმარილოს იატაკია,რომელზეც არავის სურს ,,გაიშხლართოს“, ყველას უნდა მდგრადობის შენარჩუნება.
ადამიანი ითხოვს საზღვრებს ქვეცნობიერად. ითხოვს და უნდა. ეს მინიშნებაა,როდის უნდა აკოცო ვინმეს ან მიხვიდე გასაუბრებაზე,რომლის შესახებაც, ორი დღის წინ ესაუბრე ვიღაც ქალს. ანდაც დაიწყო რემონტი და ჩათვალო რომ საკმარისი თანხა გაქვს. მანამდე შენ საზღვრებში ხარ მოქცეული,რომელიც დოგმებად (კანონებადაა) ქცეული და როცა გადაწყვეტ რომ მოგბეზრდა, ეს უკვე ნიშნავს რომ კანონმა თავის თავი ამოწურა და შენ შეგიძლია ისუნთქო.

სისულელეებს ვწერ,ვფიქრობ, გადმოვცემ. ეს იმიტომ რომ,არ მინდა სიტყვები მახრჩობდეს.
არ მინდა ნახევრად დამხრჩვალ ადამიანებს დავემსგავსო.

- ისევ იმას უყურებ?
- ისევ იმას ვუყურებ - თავი ხელებში ჩავრგე- და სულ ვუყურებდი, მთელი ჩემი სიცოცხლე...
- რომანტიკოსი. მოგცემს და დაკარგავ ინტერესს. და აღსრულდება იგი...
- მოკეტე ! - ჩამეცინა- ჯერ მოხდეს ეგ და მერე ვილაპარაკოთ. აი სანამ მოხდება კი, გამაფრენინებს მისი მოსაცმელის გახდის მანერა. შეხედე, მხრებზე ნახევრად აქვს ჩამოწეული,მიწვევს მემგონი. აი,უკვე ბოლომდეც...

- სრულყოფილია- ამოვიგმინე როცა დავინახე როგორ გადაიწია უკან შავი თმა და თამამად წამოწია წინ მკერდი. ამოღებული, ძალიან სადა მაისური ეცვა. კისერზე უბრალო ყელსაბამი ეკეთა,რომელზეც საინტერესო სიმბოლო იყო ამოტვიფრული. ღია ფერის ჯინსი,გამოკვეთდა მის ნაზ, ქალურ ფორმებს და მზერა აშკარად მიმართული იყო,სადღაც შორეულისკენ. აქედანაც და იქიდანაც, ვერ იტყოდი რომ ზედმეტად მოევლო თავისთვის, სახლიდან გამოსვლისას. მაკიაჟის ნატამალი არ აჩნდა. მიმიზიდა,ძალიან მიმიზიდა.

- უკვე მეორე კვირაა აქ დადის. ყავას უკვეთავს, მიმტანს უღიმის. შენ აქ ზიხარ.უბრალოდ ზიხარ. იდიოტო...გახსოვს რა მოხდა, ერთი წლის წინ ბათუმში?

- არა,არ მახსოვს-ვუპასუხე ისე,რომ გოგოსთვის თვალი არ მომიშორებია-რა მოხდა?

- ორ გოგოს გამოელაპარაკე ერთდროულად
- მერე რა, უფრო მეტთანაც ხომ მივსულვარ?-ტუჩი ავიბზუე- გუშინ მაგალითად.
- ჰო მაგრამ ისინი დები იყვნენ.

ორივეს გაგვეცინა და მეც ამომიტივტივდა ჩემი მიქარვები.
- მერე კიდევ, რომ დასცხეს ერთმანეთს არ გახსოვს? ერთი და ეუბნებოდა, ფანჯრიდან გადაგაგდებო,მართლა მოისროლა ლამის... სიგიჟე იყო. მე ვაშველებდი, შენ ლუდს სვამდი... საოც...
- შენ მართლა სიცოცხლე მოგბერზდა?
ჩემს მეგობარს კისერში ვწვდი. დაბნეული მეუბნებოდა თვალებით შენ ში* ხომ არ გაქვსო, მერე მოწვა რაც ხდებოდა და ამყვა...
ჭიქები მივლეწე, ანერვიულებული ისე ვმოძრაობდი თითქოს ტანგოს საცეკვაოდ გამომიწვიეს. გაცოფებული ვამოძრავებდი ტერფებს და თან ვცდილობდი ვყოფილიყავი მაქსიმალურად ნატურალური...
მაგიდა ამოვატრიალე, ჩუმად ვილანძღებოდი. მერე ისევ სანდროს დავუბრუნდი და ისეთი სასოწარკვეთილი მზერით შევხედე,ძლივს შევიკავეთ ორივემ თავი რომ სიცილი არ აგვტყდომოდა.
- სხვა ვერაფერი მოიფიქრე შე საცოდავო?- ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელი გამაშვებინა.
- რამდენჯერ გითხარი რომ არ მინდა ის გოგო ახსენო... რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და ახლა ყველანაირად ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე, გავექცე მათ, სიახლეებში ჩავეფლო. რამდენი ბრძოლა მჭირდება და ! მიხსენებს... ვითომც არაფერი... ეს გულის ტკენა და წარსულის არანჟირება კარგად გეხერხებათ რა. გაწაფულები ვართ ადამიანები. იმაზე კი არ ფიქრობ რა გამოვიარე მაგ გოგოს გამო, თითქმის ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და მორჩა, ჩემი ძალები დეგრადირებულია,თქვენ შეგიძლიათ დამმარხოთ.

მოწყვეტით დავეშვი სკამზე, ხელები სახეზე ავიფარე და იმის იმიტაცია გავაკეთე, ვითომ ტირილის შეკავებას ვცდილობ. ჩუმად მიმოვიხედე, რეაქციები მაინტერესებდა. ყველას მოუკვდა გული, ყველას ჩემსკენ ჰქონდა მზერა. მის გარდა...

- კარგი გიო,მაპატიე...-ჩემმა მეგობარმა მხარზე შემახო ხელი- ცუდად გამომივიდა ...
ძლივს შევძელი დამემალა ჩემი მომღიმარი სახე ამიტომ უფრო ჩავფლე თავი,მკლავებში.
- ძმაო მემგონი არაფერი გამოდის...
თვალი გოგოსკენ გავაპარე, გავღიზიანდი რომ არ გაჭრა ამ ტრიუკმა...
- იქნებ უბრალოდ მიხვიდე და ყავა შესთავაზო?
- ამ წუთას მაგასთან რომ მივიდე, იმ დანას გამიყრის, თეფშთან რომ უდევს...- ჩურჩულით ვუთხარი სანდროს და თავი ზემოთ ავწიე. ბეჭებში გავსწორდი, ცრემლები მოვიშორე.

იმის მერე ისევ ვსაუბრობდით მე და სანდრო. ჩემს წარსულ შეცდომებზე, ყოფილ გოგოებზე, თავგადასავლებზე, იმედგაცრუებებზე. ჩემს ერთგულებასა და სიყვარულზე, სიმტკიცესა და სიკეთეზე, სიძლიერესა და კარიერაზე. ვსაუბრობდით თუ როგორ შემეძლო ვყოფილიყავი კარგი ქმარი და კარგი ,,ბოიფრენდი“,როგორც ჩავდებდი ყველაფერს რაც ჩასადებია და როგორ გავითვალისწინებდი ჩემი ,,მეორე ნახევრის“ სურვილებს საუბარს შევყევით, გრეხებიც გავიხსენეთ,ძალიან ხელოვნურები რომ არ გამოვჩენილიყავით. სანდრო კარგად გაერთო, პარალელურად გოგოს აკვირდებოდა და მანიშნებდა რომ არაფერი იყო შეცვლილი. ისევ უძრავად იჯდა და დაღლილი სახით უკირკიტებდა რაღაც წიგნს...
როგორ მძულდა წიგნები. ისინი ადამიანებს რეალობას წყვეტენ და თავისთან მიყავთ. ის გოგო ახლა მე მჭირდებოდა. არ იყო დრამებით ან ვინ იცის, იქნებ კომედიით გატაცების დრო.მისი ყურადღება და მზერა. მისი ყურადღება და მზერა.

მის მაგიდაზე კოპლებიანი, თეთრი ნაჭერი ეფინა. საშუალო ზომის კრუასანი პატარა თეფშზე იდო,ჯერ ისევ შეუჭმელი. ჩაი ასევე კოპლებიან ჭიქაში ესხა და თითქმის ანალოგი იყო მისი კოპლებიანი ქუდის... ის კოპლებიან სამყაროში მცხოვრები გოგო ალბათ წიგნს კითხულობდა,აუცილებლად კოპლებიანი შინაარსის და ასე კოპლებიანად ვეკიდე ფეხებზე...

უკვე დავკომპლექსდი. ვერაფრით მივიქციე მისი ყურადღება. უკვე ნახევარი საათი მიიწურა და ის ფეხზე წამოდგა, კაბა გაისწორა, თავისი ბანალური ქუდი აიღო და ახალგამოღვიძებული სახით მიმოიხედა ირგვლივ. მეც შემომხედა. წამიერად... შემდეგ ისევ დაიბერტყა კაბის კალთები და განარნარდა კარისაკენ...
უყურებ და ფიქრობ რომ ის ამ წუთას ნამდვილია, სახეც აქვს,თმაც, ხელებიც. ყველაფერი რაც ადამიანებს აქვთ. დადის, სუნთქავს, მოძრაობს,ემოციებს გადმოსცემს. რომ ის ისეთია,როგორიც ყველა დანარჩენი, როგორიც შენ ხარ, ან შენი მეზობელი, ან ბიძაშვილი, ან საყვარელი. მოსიარულე ჩვეულებრივობაა, ოღონდ შედარებით ნაზი სახე და საოცარი თმა აქვს. ის იმ დედამიწაზე დადის,რაზეც შენ დადიხარ და მაინც ფიქრობ რომ აქაურობა არ იმსახურებს არაფერ მსგავსს და ჩემი სურვილი რომ იყოს,არ დავუშვებდი, სილამაზეს აქაურობისთვის. ეს ზედმეტად უსამართლო იქნებოდა.
ფიქრებმა და იმაზე მსჯელობამ რატომ მომიცვა და გამაუბედურა, ნელნელა იწურებოდა რადგან მან კაფეს კარი მიიხურა და ჩემი პიროვნული ინტერესებიც თან წაიღო...

- იმენა რა... -სანდრომ ამოიგმინა-ბერდები მემგონი.
- დააყენე- გაღიზიანებულმა შემომხედა - ჩაი სანდრო, ჩაის ვგულისხმობ. დავლევდი ახლა...

ის კაფისკენ გაბრუნდა და უკან ორი ფინჯანით მოვიდა.
- რა კარგია,ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ. მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ.
- მალე გავყიდი ამ ადგილს.
- რაღა ამას ყიდი,სახლი გაყიდე... ვერ ხედავ, გილამაზებს ყოველდღიურობას. ხშირად რომ ვხედავდე ისეთ მწიგნობრებს ალბათ გავაფრენდი..- ჩამეღიმა- და მაინც,ერთხელაც არ მოუხედია...
- პაემანიც ხომ არ დაენიშნა?
- დაენიშნა მერე. ბონუსად მიმიღებდა მთელი ღამე...- ტუჩი მოვიკვნიტე- აუ რა თმა ჰქონდა...
- მე კი არ ვიცი,რატომ გაგაგიჟა ასე. ჩვეულებრივი იყო.
- აზრზე არ ხარ. ჩვეულებრივობაშია სრულყოფილება. დღეს რომ ჰკითხო ხალხს, ყველა არაჩვეულებრივი და მიუწვდომელია. ის კი... ის კი თითქოს..
- შეყვარებულივით ლაპარაკობ.
- იქნებ ვარ კიდეც.
- გარეკე მემგონი...
- აუ როგორ მინდა ! მომწყინდა საღ აზრზე ყოფნა. - კეფას დავეყრდენი და მსუბუქად დავაცმაცუნე ტუჩები-ნეტავ ისევ მოვა?
- თუ მოვა, პლედს გადავაფარებ, შეგიფუთავ.
- ფრთხილად ქენი... ნაზი გოგო ჩანს...
- ეგეთები საწოლში ცეცხლოვანები ხდებიან.დაიკიდე მისი სინაზე. მეც ეგეთი ნაზი ვარ სანამ გოგოს ზედა აცვია. მერე აუხსნელი ცხოველი სახლდება ჩემში და მეუბნება... შეეხე! აკოცე... ფრანგულად აკოცე...
- ამიდგ...-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე შემოფრინდა პეპელასავით, თავის კოპლებიან ქუდთან ერთად, ოდნავ ანერვიულებული და ფერდაკარგული.

- მობილური დამრჩა აქ... - მიმტანს მიუახლოვდა, ჩანთა ბარზე დადო და წყვეტილად გააგრძელა- მობილური...

- იქ იქნება,სადაც იჯექით. ჯერ არ აგვილაგებია თქვენი მაგიდა.

გოგონა სწრაფად მივიდა მაგიდისკენ, შემდეგ ცოტა შეშინებულმა, ისევ დაიწყო ჩანთის ჩხრეკვა.
- შესანიშნავი დროა ძმაო, ისევ ასე იჯდები,*ირივით?
- რა ვუთხრა , მე ვარ შენი მობილურითქო?
- დაეხმარე პოვნაში-სანდრომ ჩაიხითხითა-ცოტაც გაეხახუნე..
- მოვიფიქრებ რამეს სანამ აქაა...
ვფიქრობდი უდაოდ. თავში მხოლოდ ის აზრი მომდიოდა მასთან ერთად დამეწყო ძებნა მაგრამ ეს ძალიან უხერხული იქნებოდა რადგან მოსაძებნი არეალი მინიმალისტური იყო, ამიტომ ყველაფერი ხელოვნური გამოჩნდებოდა გვერდიდან. რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა...
წამიერად მომინდა ხელში ამეტაცებინა, რამეთი გამეთიშა, ჩემთან წამეყვანა, საწოლზე დამეწვინა და მერე ... მერე უბრალოდ ვუყურებდი რაღაც დროის განმავლობაში, სულ სექსზე არ ვფიქრობთ კაცები. ეს ძალადობრივი გზა ღიმილითვე ამოიშალა და როცა დავინახე როგორ გაბრუნდა ისევ კარისკენ, საკმაოდ გასაგონად მივმართე.

- მე მაქვს შენი მობილური.
სანდრო გაკვირვებული მიყურებდა... და აი მოხდა სასწაული და მან პირველად გამოიხედა ჩემსკენ. დაბნეულად გამისწორა თვალი და მომიახლოვდა...
- დამიბრუნე-ხელი გამომიშვირა- არ ვეტყვი პოლიციას.
- უთხარი თუ გინდა, მაინც არ მოგცემ...- თვალს არ ვაცილებდი და პერიოდულად ვუღიმოდი. ეს აშკარა ფლირტი უკვე ყველამ იგრძნო მემგონი,მის გარდა.
- რაში გჭირდება? ბოლო მოდელის მობილური გიდევს გვერდით და ალბათ საკმაოდ ძვირადღირებული პიჯაკი გაცვია... ცანცარი თუ გინდა და გართობა, მე ნუ გამრევ...
- ვაიმე,რა სერიოზული ხარ... ცოტა უფრო მეტი ყურადღება რომ გამოგეჩინა ჩემს მიმართ, ან შენს ტონში პატარა სითბოს ტალღები მეპოვა, დაგიბრუნებდი.
- მაპატიე,მაგრამ მემგონი ვერ ხარ... გაკლია... დამიბრუნე და მორჩი...
- რას მოვრჩე?- გადავიხარხარე
- მასხარაობას... მე შენი სათამაშო არ ვარ.-გამიმეორა და ხელი მეორედ გამომიშვირა... მე ცოტა ხანს ვუყურებდი მის თითებს,რომლებიც ცდილობნენ არ აკანკალებულიყვნენ და არ დაბნეულიყვნენ მათი პატრონის მსგავსად, ვუყურე,ვუყურე და გადავწყვიტე მეკოცნა.

შეშინებულმა უკან წაიღო და გაღიზიანებული გავარდა კარებისკენ
- ახლავე მოვიყვან ვისაც საჭიროა...
- ძმას თუ შეყვარებულს საყვარელო?
- ორივეს ერთად და ცალცალკე. გადავანაწილებ დღეების მიხედვით... - მეც წამოვხტი და მივასწარი კარებთან. ხელები გადავაჯვარედინე, კარებს ჩამოვეფარე და ისევ წავეფლირტავე.
- ამ კაფეს პატრონი არ ყავს?..- ამოიგმინა
- ჰაი... - ჩემს მაგიდასთან მჯდომმა სანდრომ ხელი დაუქნია.
- მშვენიერია!... რა საზიზღარი დღე მაქვს... იდიოტებით გატენილი საზოგადოება.
- ჩამოფრინდი ხო? ისე კითხულობდი იმ რაღაც წიგნს ალბათ ფრთები წაგტყდა.
- ის რაღაც წიგნი არ იყო, ის ქალები იყო, ბუკოვსკის !-მომახალა
- შე გარყვნილო...- ისევ ჩამეცინა. ეს ბებერი ერთადერთი იყო ვისი ყველა წიგნიც და ლექსიც წაკითხული მქონდა.
- გამიშვი რა... მეჩქარება... - ხელები ოდნავ შემახო მკერდზე და აუხსნელად გამაგიჟა მისმა სახის მიმიკამ.
- მითხარი რომ იმ *ირობას კითხულობ და ახლა გინდა გაგიშვა?
- უკვე მაშინებ... -მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა. - უკან დავიხიე,გზა გავუნთავისუფლე.
- დაახლოებით ერთი საათია რაღაც სცენებს ვჭრი და ვკერავ. რას ვიტყვი, რას გავაკეთებ.. ისე რომ შთაბეჭდილება მოვახდინო და ირიბად არ მომიშორო თავიდან... რაც აქ ზიხარ ჩვენი გაცნობის სცენარს ვწერ... საოცარია ადამიანი, მაინც როგორ უნდა ყველაფერი დალაგებულად მოხდეს,არადა იცის რომ მაინც აირევა, დაიჩეხება. ანუ რაღაც დეტალებამდე მივდივართ. გამოგელაპარაკე, ასე თუ ისე... მაგრამ აი ნამდვილად არ მინდა შენი შეშინება...

გოგონა დაიბნა, კოპლებიანი ქუდი შეათამაშა ხელებზე შემდეგ ჩემს მაგიდასთან წამოვიდა და გვერდით ჩამოჯდა.
- შენ არ გაქვს ჩემი მობილური ხომ?
- არა... აქ არც შემოგიტანია,დამერწმუნე.
- ალბათ დამრჩა სადმე... დილით ვიყავი მეგობართან და ალბათ იმასთან.
- ალბათ...- დიალოგი იმდენად კომიკური და სასაცილო იყო სანდრო გაგვეცალა რომ არ გახეთქილიყო.
- შენც კარგავ ხოლმე მობილურებს?- მკითხა თბილშერეული ტონით.
- არა მე ქალებს უფრო ვკარგავ.
- ჰო... ისე კაცებიც იკარგებიან ხოლმე... მობილურებივით...
- შენც კარგავ?...
- აა... არა მე არა. თვითონვე კარგავენ თავს და მერე მე მკარგავენ.
- ცუდია ალბათ შენი დაკარგვა.
- არვიცი,შეიძლება...
- წახვალ ახლა? ნომერს არ მომცემ? ...-შევაპარე
- ჩემი გული... -თითები გულთან დაიდო
- ოღონდ ეგ არა რა, გთხოვ...- ლამის დავუჩოქე
- ძალიან ვწუხვარ...მომიტევე...- გაეღიმა და ხელი მომითათუნა მკლავზე.
- ოო რა... მასე რატომ ხდება? ახლა სად ვიპოვო შენნაირი კოპლებიანი გოგო?
- სამწუხაროდ მე უკვე მომიპოვეს...
- რომ გაგინაწილოთ მე და იმან?- უკან დავიხიე რომ მისი მუჯლუგუნი ამცდენოდა.
- პატარა,ცანცარა ბიჭი ხარ... -დაასკვნა- მაგრამ უნდა წავიდე.
- ასე მიმატოვებ?...

ორივე ფეხზე წამოვდექით. მე მისი ხელი მეჭირა და თვალს არ ვაშორებდი. ღიმილი მიმეყინა სახეზე,ვცდილობდი მაქსიმალურად შემესრუტა მისი ყველაფერი,სანამ კარს გაიხურავდა და ჩემს დეპრესიასთან მარტო დამტოვებდა... მერე კიდევ ფიქრობ... იქნებ წამიერად უფრო კარგია იყოს იდეალური, ვიდრე წლებთან ერთად დაკარგოს ეს თვისება? იქნებ მართლა სჯობდეს რომ მცირე ხნით ვიგრძნოთ და მართლა ვიგრძნოთ,რომ მერე ისევ დაიკარგოს და დაიკარგოს... როგორც ხდება ხოლმე.
პერიოდულად გინდება, რაღაცაზე გახდე ჩამოკიდებული... ელოდო... ეს ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა.
იმ წუთას კი მივხვდი რომ უკეთესი იქნებოდა, ისე წასულიყო,როგორც მოვიდა. ისევ გაეფრიალებინა თავისი გრძელი კაბა და დაბნეულად ესწორებინა ის ბანალური, კოპლებიანი ქუდი... ვინ იცის,იქნებ ქუჩებში ისევ მომეკრა თვალი, იქნებ ისევ მივსულიყავი, იქნებ მაშინ მაინც არ ყოფილიყო ვინმეს საკუთრება...

ხელი გავუშვი,ის კარისკენ მესამედ მიტრიალდა და მზერა ისევ მე დამიბრუნა...
- იპოვი ხომ მობილურს?-ვკითხე.
- ვიპოვი...
- მეც ხომ მიპოვი, ის ტიპი რომ წავა?
- კი,შენც გიპოვი...
- ჰო და ერთად ვიქნებით... მე,შენ და მობილური...- ისევ გამეცინა, ხმის ტემბრი შემეცვალა მოულოდნელად.

წავიდა და წავიდა.
ჩემი კოპლებიანი გოგო.
ჩემი წამიერი სიყვარული.

გავბრუვდი, მალევე დავტოვე ტერიტორია...
მივუყვებოდი ქუჩებს და თან დორსების სიმღერას ვღიღინებდი-this is the end...

(საპირფარეშო)

პირობები,ფენები, ქველმოქმედება. ერთმანეთს გადაბმული ფინანსური *ირობები. ქაღალდით შექმნილი ანატომია...
ჩემს ყურსასმენებში,, Maldito - Alone Made Of Ice“ ისმის,მე სიგარეტს ვაბოლებ და ამ ყველაფერზე ვფიქრობ. ზოგჯერ გული მერევა და ცრემლი მაწვება,მაგრამ თავს ვიმაგრებ,მარტო არ ვარ. ისღა აკლიათ ცრემლი დაგინახონ.

გოგოები ჩემს წინ ცივ ყავას წრუპავენ და ტუჩებზე ტუჩსაცხს ისწორებენ. მათი კონტურის ხაზები იმდენად იდეალურია, მგონია მე ვერ შევძლებ,მოხაზულ ადგილებზე, ასე სწორად გავლას. ნელნელა იტხაპნებიან და შიგადაშიგ მაქცევენ ყურადღებას. არ ვიცი რატომ ვმეგობრობ მათთან, არც იმათმა იციან. არაა საჭირო ყველაფერი იცოდე.

ალბათ იმიტომ რომ, მარტო არ ვიყო. მარტოობა ყველა შემთხვევაში რთულია, მითუმეტეს ღარიბული მარტოობა. ყველა ეძებს მის გვერდით მოსიარულეს, ზოგჯერ იმითაც მშვიდდები, როცა იცი, რომ უკან ვიღაცის ჩრდილი დაგსდევს, შეიძლება ჭკვიანურს არც არაფერს ამბობდეს, უფრო მეტიც, სისულელის გარდა არაფერი ამოსდიოდეს პირიდან, მაგრამ უყველაფრობას გერჩივნოს. როცა იდეალური ცხოვრება არ გაქვს, საბრალო ბედნიერებაზეც თანხმდები.

იმაზე ვფიქრობდი,რამდენი უნდა გადამეხადა ამ პატარა ფინჯან ყავაში, რომლის შეკვეთაზეც,რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდი.
თინეიჯერული ყოფაცხოვრების განმავლობაში, იმაზე უფრო ვფიქრობდი როგორ მომკვდარიყო ბიძაჩემი, შემდეგ მის დასაფლავებაზე მოსაწევით გაბრუებული მივსულიყავი და ბოლო ხმაზე მეცინა...
ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ვინმეს სიკვდილი მომინდებოდა. ნამდვილად არ იყო ჩემი ბრალი, მე საკმაოდ კეთილი და თბილი ვიყავი. უბრალოდ ადამიანები ზოგჯერ ამას იმსახურებენ.

სიგარეტის კვამლში ავიბლანდე და ხველება ამიტყდა.
- გვანც, კარგად ხარ?- შეწუხდა ერთი.
- არამიშავს. როცა არ შეგიძლია, ამდენი არც უნდა მოქაჩო - ჩამეცინა და დარჩენილი სიგარეტი საფერფლეში ჩავტენე.
- ნახეთ ვინ მოდის... ნახეთ...- წამოიძახა მარიამმა. ინსტიქტურად მიმეხედა, სულ არ მაინტერესებდა ვინ მოდიოდა. არავისთან ისეთი ურთიერთობა არ მქონია, მის გამოჩენას რომ აღვეფრთოვანებინე.

ჩვენგან ცოტა უკან, ,,კუწი“ მოდიოდა, მისი ახალი გოგო... ეს გამაღიზიანებელი სახელი მას მერე შევარქვი,როცა ე.წ ჩემი ბიჭის მობილურში წავიკითხე მესიჯი :,,კუწი,რა ლამაზი იყავი გუშინ“. მართლა ლამაზი გოგო იყო კუწი, ფეხებიც გრძელი ჰქონდა,ქერა თმაც, სახეზეც არაუშავდა. ინსტაგრამისთვის იყო შექმნილი.
ყოველ შემთხვევაში მე და გიგა, შეყვარებულები არ ვყოფილვართ. ეს თავიდანვე გარკვეული გვქონდა, უბრალოდ მერე აღმოჩნდა ,რომ მე უფრო მეტი მინდოდა,ვიდრე გართობა ან მსუბუქი მეგობრობა. დგება ისეთი მომენტი, უდარდელი თამაშებიც რომ გაღიზიანებს...
ჰოდა ვუთხარი ერთხელაც, კარგია მრავალფეროვანი ურთიერთობა, მანქანის უკანა სავარძელიც და დაუსრულებლად ლაპარაკიც ზოგად თემებზე, ისიც ძალიან კარგია თავს რომ მუხლებზე მადებ და ხელზე ნაზად მკოცნითქო, მაგრამ არ არის საკმარისი, ჩემთვის აღარ არისთქო.
უკვე მომწყინდათქო.
ძალიან ცივილურად დავშორდით, მეც მასე მაწყობდა.
მის მობილურზე შემოსული ზარები და სასიყვარულო მესიჯები (რომელსაც გოგოები საკმაოდ ბლომად სწერდნენ) გულს მირევდა და მელანქოლიისკენ მიბიძგებდა.

ერთი თვე იყო გასული, რაც აღარ გვქონდა ურთიერთობა. სიმართლე რომ ვთქვა ბოლო მომენტამდე მჯეროდა რომ მოვენატრებოდი. იმდენად გულუბრყვილო რწმენა იყო, გამეორებას რომ აღარ საჭიროებს.
ჰოდა თითქმის ერთი თვე იყო გასული.შემდეგ მისი ,,კუწი“ გამოჩნდა ჩვენს მაგიდასთან და საპატიო ადგილი დაიკავა.
მე არ ვიცნობდი იმ გოგოს, ჩემს მეგობარს ჰქონდა ურთიერთობა.
ჩემზე და გიგაზე გოგოებმა არ იცოდნენ... და აი, დადგა ის საშინელი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში,როცა კუწიმ მისი ურთიერთობები გააშარჟა და ჩვენს სიმპათიურ ბიჭზეც დასცდა რამდენიმე სიტყვა. გიგას გარეგნობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რატომ მქონდა ამხელა ამბიციები, არ ვიცი.

ავირჩიე მარტივად თავის დაღწევის გზა.
ყურსასმენები გავიკეთე, თვალები ოდნავ მოვხუჭე და მუსიკას დაველოდე...
სრულიად დაუგეგმავად, იმ ფერად სივრცეში სადაც ჩვენი მაგიდები იყო განლაგებული, იმ ხმასთან ერთად რომელიც ქერათმიანი კუწისგან მოდიოდა და იმ განწყობასთან ერთად,რომელიც ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩამომიყალიბდა, უნებურად ის სიმღერა გაისმა,რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად არ მინდოდა და ჯერ კიდევ არ მესმოდა, რატომ არსებობდა ისევ ჩემს ფლეილისტში...

,,Adele - Million Years Ago (Efe Tekin Remix)“- ეს რემიქსი მე და გიგას ჯერ კიდევ გვაკავშირებდა.რამდენიმე თვის წინ ერთად ვუსმენდით და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი იყო... პირობითად რა თქმა უნდა, იქნებ ამ გოგოსაც ასმენინებდა, პარალელურად... ან კიდევ რამდენიმე გოგოს, ჩვენთან ერთად... ცრემლი შემომაწვა, უკვე ვეღარ გავაკონტროლე. აცრემლიანებული თვალები დავხარე და ბეჭდის წვალება დავიწყე,თან რაღაც ძალიან ინტიმურ, სასიამოვნო კადრებს ვიხსენებდი.
თითქმის დავიფიცე რომ ეს გაქრებოდა. რატომ არ გაქრა?!... აუტანელი იყო ეს ყველაფერი.მე სხვა საქმეები მქონდა, სხვა სადარდებელი. ყველაფერი დაუგეგმავად ცუდად წავიდა. ფიქრებმა ალყაში მომაქციეს და ჩემით დაიწყეს მანიპულირება. დარტყმებს ვგრძნობდი გულთან, სუნთქვა გამიხშირდა.
მინდოდა მალე გავცლოდი იქაურობას, მაგრამ გოგოები არ ჩქარობდნენ, მეც არ მინდოდა შემემჩნია, თუ როგორ ვარწყევდი იქვე, ეს ქერათმიანი ინსტაგრამ ნაშა- მალე თუ არ დამუწავდა პირს და გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან.

სიმღერაც არ სრულდებოდა.
მეც ვერ ვთიშავდი.

გოგოებმა სთხოვეს გიგას აღწერა. მინდოდა გავმქრალიყავი როცა მის სქელ ტუჩებს და ლამაზ თვალებს მიადგა... როცა ახსენა მისი ათლეტური, ლამაზი ტანი და საოცარი ხმის ტემბრი... მინდოდა სადმე ჩავმალულიყავი, სადაც არც ერთი ჭუჭრუტანა არ იარსებებდა, სადაც არ იქნებოდა მეხსიერება, არ გვეღირსებოდა მოგონებები, ჰაერივით იქნებოდა იმედგაცრუება... უხილავი, უსიცოცხლო...

მერე სექსამდეც მივიდნენ... ოო, ოღონდ ეს არა...
პირდაპირ და დაუფარავად რომ ვთქვათ, ყოველი კადრი წინ დამიდგა და ჩემს საშოს შეეხო...

,,- ჩემი პირველი კოცნა..? კოცნა არც იყო, ზასაობას უფრო გავდა...
გიგა ჩემკენ წამოიწია და ტუჩებზე შემეხო.
- არა ის უფრო ძლიერი იყო...
- ასეთი?!- ისევ წამოიწია, ხარბად დაეწაფა, ქვედა ტუჩი მისკენ მიზიდა და ენა შემიცურა.
- დაახლოებით- გამეცინა...- მაგრამ შენ განსაკუთრებულად გამოგდის.
- განსაკუთრებული გოგოები,განსაკუთრებულ კოცნას იმსახურებენ... აქაც და სხვაგანაც...

მთლიანად შემაჟრჟოლა ტანში,შემდეგ მისი თითები- შარვლისკენ ჩაცურდნენ... „

- გვანცა, შენ იცნობ ბაიას?- ფიქრებიდან გამოვერკვიე და ყურსასმენები მოვიხსენი.
- ,,კუწის ? როგორ არ ვიცნობ...-გავიფიქრე და ოდნავ ღიმილით ვუთხარი რომ არ ვიცნობდი.
- ხოდა გაიცანი...
- ,,რატომ აძალებენ ადამიანები ერთმანეთს, ვიღაცის გაცნობას?“-ისევ გამეფიქრა და ისევ დამშვიდებული ტონით მივმართე- სასიამოვნოა...
- იმედია დავმეგობრდებით- ამათვალიერა ქერამ და როცა მიხვდა რომ მისი ფენა, საკმაოდ შორს იყო ჩემგან, თითქოს ინანა შემოთავაზება...
- ,, და მერე, ჩვენ სამს,სვინგერებივით, მეგობრული სექსი გვექნება?“- ისევ და ისევ -იმედია...
- სად ცხოვრობ ისე?
- არც ისე ახლოს-გამეცინა- ისანში...
- ჰო... მე ვერაზე ვცხოვრობ...
- ,,რამე ვკითხე?!“- კარგია ვერა... ბევრი ხალხია, გარემოც ლამაზია... -მაინც არ ავყვები ამ *ოზსთქო გავიფიქრე.
- ჰო... ბევრი კაფეები იხსნება... მაღაზიებსაც არაუშავს, უბრალოდ ცუდი ხარისხის პროდუქცია აქვთ ხშირად... აი მაგალითად ლუის ვიტონს,აქ ნამდვილს, ვერ იშოვი...
- ,, შე პატარა ფულის ტომარა“ ქოშინი დავიწყე გამწარებისგან, მაგრამ თავი დავიმშვიდე. როცა ასეთ მტრულ გამოწვევას, ღიმილით პასუხობ, თავი ღმერთად უნდა იგრძნო.- აი ისანში კი, ჩემო ბაიკო, კარგ მეორად ფეხსაცმელებს ყიდიან...

ისე შემომხედა,თითქოს მოესმაო.
მერე გაეცინა.
წამოდგა, წასასვლელად გაემზადა. ამოსუნთქვას ვაპირებდი, მეშველათქო და მერე...

ერთი წყეული თვე სატანჯავად, მემგონი, საკმარისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მამაზეციერმა ინება, რომ ეს ყველაფერი იმდენად შესანიშნავია, ეს ჩემი ჩაბნელებული, ნამტირალევი თვალები, ათრთოლებული სხეული და დაკვნეტილი ტუჩები,რომ აუცილებლად უნდა განმეორდეს. ზოგჯერ, რეალურად ტრაგიკული ისტორიები, საცოდავ ადამიანებზე, იმსახურებს ამხელა მსხვერპლს... მე რაღაც შემოქმედებას შევუერთდი, რომელიც გარეგნული სიცივის მიუხედავად დიდ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებდა, ეს იყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, საკმაოდ არასაინტერესო წიგნის. ყველაფერი მარტივად იხსნებოდა. მკითხველიც და მეც, ველოდებოდით ამ მოვლენის განვითარებას. მე პირადად ძალიან მაინტერესებდა სადამდე გავქაჩავდი. ცრემლები უპეებთან იყო მომდგარი, ფლეილისტი ისევ ,,ჩვენს“ სიმღერაზე ბუქსაობდა და ამას დაემატა მისი მაღალი სხეულის მოძრაობა ჩემს შორიახლოს... იგი მოგვიახლოვდა, თვალი მოგვავლო... ცოტა ეუცნაურა ჩემი იქ ყოფნა მაგრამ დაიბნათქო,ვერ ვიტყვი... არც მე დავბნეულვარ. უფრო ავიჭერი...

თავის გოგოს გვერდით დაჯდა, სობრანიე ამოიღო და თვალი შემავლო.
,,არც ერთ საჭირო სიტუაციაში, არ მცმია დეკოლტე... სულ იმ სიტუაციებში მეცვა,როცა არავის ვაინტერესებდი“ - ამოვიგმინე, ფიქრებიდან გამოვერკვიე.
- როგორ ხარ ანც...?
- გვანცა, გვანცა თუ შეიძლება. - ,,იმდენად გამაჟრიალა ამ ,,ანც“-აზე ლამის იქვე დავდნი“- არამიშავს,შენ როგორ ხარ?
- რავი... - სიგარეტის ღერი სქელ ტუჩებთან მიიტანა და მოქაჩა. თვალს არ მაშორებდა. ლამაზ მხრებს ოდნავ ამოძრავებდა და ზოგჯერ სხვებისკენაც გადაჰქონდა მზერა...- ცუდად არა, ყოველ შემთხვევაში.
- ცუდად რატომ უნდა იყოს, როცა ჩემთანაა! - ,,ეს ქერათმიანი *უკნათქო“-ვფიქრობდი... იმის წარმოდგენაც მზარავდა რომ ამასთან აჭრაჭუნებდა საწოლს...
საკმაოდ უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. სექსზე მეტად, ის უფრო მიტყდებოდა, რომ კოცნიდა.

,,ღმერთო, ისეც ნუ დამსჯი,რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდეს...“ - მამაზეციერი მისმენდა, ესმოდა და სჯეროდა ჩემი. მე ამის მწამდა. მართალია მაგრად ვეკიდე, ჩემი გრძნობებ-ფიქრებიანად,მაგრამ ამ დონემდეც არ მწირავდა. ზოგჯერ დაასტოპებდა ხოლმე. რატომღაც მეგონა, ღმერთს რომ თბილისში ეცხოვრა, კარგი მეგობრები ვიქნებოდით.

- რა კარგია ერთმანეთს რომ იცნობთ...-თქვა ქერამ და უფრო დაკვირვებით შემავლო თვალი.
- ჰო, ვმეგობრობდით- თქვა გიგამ ისე,რომ არ შემოუხედავს. მხოლოდ თავის ხელის მტევანს დახედა და ძალიან შეუმჩნევად გაეღიმა.
- ,, აქვე, ახლავე, მოგკლავ“- ვიფიქრე მაგრამ არანაირად დამტყობია- გიგა კარგი ბიჭია, საკმაოდ ვუგებდით ერთმანეთს,ნამდვილად გაგიმართლა. ბევრ საკითხში ერთი აზრი გვქონდა ხოლმე, რჩევებიც კარგი იცის, საერთოდ ბევრი რამ იცის კარგად... ასე როგორ ჩამოვთვალო მაგრამ ნამდვილად ასიამოვნებს ადამიანს... - აქ ცოტა შევყოვნდი და გიგას შევხედე რომელიც უკვე ვეღარ ფარავდა ღიმილს- თავისი პიროვნებით, რა თქმა უნდა. ნამდვილად კარგი, ინტიმურად... კი არა, ინტენსიურად კარგი მრჩეველი და მეგობარი იყო.
- მასეთი კარგიც არ ვიყავი... ეგ მაშინ ხდება,როცა მეორე მხარეც ხელს გიწყობს,კარგი და უახლოესი იყო მისთვის. მისცე საშუალება შეეხო მის.... - აქ შეყოვნდა- შეეხო მის სულიერებას...

ტუჩებზე იკბინა, მინდოდა ბოლო ხმაზე გამეცინა, კალთაში ჩავჯდომოდი და ზედა ტუჩზე მეკბინა,მერე გამახსენდა რა ხდებოდა. შევწყვიტე უაზრო საუბარი და უბრალოდ დავეთანხმე.


ჩვენ აღარ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ყველა ერთმანეთს ველაპარაკებოდით, მაგრამ ჩვენ- აღარ. ალბათ ორივეს გვეზედმეტა იმ მომენტში, ან არც არაფერი გვქონდა სათქმელი. წამიერად გამახსენდა, სასაუბრო თემა რომ არ გველეოდა ხოლმე და შიგნით რაღაც ჩამწყდა. გავსენტიმეტალურდი. გავსენსიტიურდი. გავ... - თავი გამოვიფხიზლე და ისევ მოვირგე ყურსასმენები. ისევ ის სიმღერა... ოდესმე მომწყდებოდა თავიდან?!... რატომ იციან სიტუაციებმა, ყველაფრის უარესისკენ და უარესისკენ წაყვანა? არანაირად არ გიწყობენ ხელს, რამე რომ დაიკიდო... სახეში გაფურთხებენ რა, არ აინტერესებთ რას გრძნობ...

- გვანც ჩვენთან ხარ?- ჩემი მეგობარი ჩემკენ გადმოიხარა და ყურსასმენები სიცილით გამოაძრო მობილურიდან.
სიმღერა ხმამაღლა გაისმა.
ხელი გამიკანკალდა და ჩემი მორჩენილი ყავა ზედ გადავისხი... მობილურს მივუბრუნდი, სენსორები გაჭედილიყო და ვერაფრით გავთიშე.
ისმოდა ამაყად, შეუფარავი პატივმოყვარეობით,თითქოს იცის მისი მნიშვნელობაო.
მინდოდა ჩემი არსებობა, ჩემი სიმღერა, ჩემი ფლეილისტი, ჩემი მობილური... ყველაფერი რაც ამ სიმღერასთან მაკავშირებდა ნაგავში მესროლა.
ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. გიგასკენ მიხედვა არ მინდოდა.
ცნობისმოყვარეობამ მაინც მიმაბრუნა...

აფორიაქებულიყო, ანთებული თვალებით მიყურებდა, თითებით კისერს ეხებოდა.
საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ისევ თუ შევძლებდი, მასში ემოციების გამოწვევას...
საერთოდ რამეს თუ გამოვიწვევდი, არ მეგონა.
სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუმცა არაფერში მჭირდებოდა. იმ მომენტში ეს სრულიად უსარგებლო იყო. მას გოგო ჰყავდა. იმ გოგოს კოცნიდა. ქერა თმას ეხებოდა, მისკენ ექაჩებოდა, იქნებ დაბლაც სწევდა... ,,იქეთკენ“...
უკანალზე უჭერდა ხელს და მისკენ იზიდავდა. ეხახუნებოდა ჯინსის ზედაპირს და ენას უცურებდა კისერში.
მაისურს ხდიდა, პირი მკერდისკენ მიჰქონდა და ძუძუსთავებს ტუჩებით მისკენ ...

- გვანცა, ჩვენთან ხართქო?- განმეორებულმა კითხვამ, იმაშიც დამარწმუნა, რომ ,,ჩვენი“ სიმღერა, თურმე დასრულებამდე ჟღერდა და აგრძელებდა გიგას ხასიათზე სიარულს.

- მე უნდა გავიდე რა...- ვნახე როგორ გაოფლიანდა და აიმღვრა. ვერაფრით დამეჯერებინა რომ ეს შეიძლება ამ სიმღერით ყოფილიყო გამოწვეული. ხელი კისერზე მოისვა და ისევ შემომხედა. რამდენიმე წამი მზერას არ მაშორებდა, თითქოს თვალებით მხდიდა... ამას ყოველთვის ვგრძნობდი. როდის მხდიდა თვალებით...

- სად გეჩქარება საყვარელო?- ქერა წამოდგა,მისკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა. გიგამ ნაზად მოიშორა. - არსად ბაია, საპირფარეშოში გავალ...

დაგვტოვა, წავიდა... მის მხრებს გავაყოლე თვალი და ნერწყვი გადავყლაპე.
რამდენიმე წამში მესიჯი მოვიდა...

- გამოხვალ ანც?... არ ვიცი როგორ ჩავრეცხო...

სისხლი გამიცხელდა და ავფორიაქდი.
ჰორმონები ზედა პლანზე მოექცნენ, მთელ სხეულზე დაცოცავდნენ, ნაზად მკოცნიდნენ.
ყველა პირობა დამავიწყდა,რომელიც ჩემს თავთან შევათანხმე.
ასე უცებ, გადავუსვი ხაზი ყველაფერს... ფეხზე წამოვდექი, ბოდიში მოვიხადე, ,,სალაპარაკო მაქვსთქო“... საქმიანი მზერა მოვავლე იქაურობას და საპირფარეშოსკენ წავედი.
მუხლები მეკვეთებოდა.

კარები გამოვაღე თუ არა, ორი ძლიერი ხელი ჩემს მკლავებს შეეხო და მთელი ძალით მისკენ მიმიზიდა. კედელზე ,,მიმახეთქა“, ცალი ხელით კარი ჩაკეტა, მეორე ხელის თითებს კი ტუჩებზე ჰორიზონტალურად მისვამდა, ზოგჯერ ძლიერად, ზოგჯერ ძალიან ნაზად... მისი სახე ახლოს იყო, მისი ცხელი სუნთქვა მამღვრევდა, მის ძლიერ ხელებში ვიყავი ჩაფლული და ვკანკალებდი...
მისი თითი ტუჩებთან უფრო ახლოს მივიტანე და გავლოკე... ოღონდ ეს ყველაფერი ვერტიკალურად ხდებოდა. ვხედავდი როგორ გაცხოველდა, თვალები აენთო... მთელი სხეულით მომეკრო, კისერზე ხელი მომაბჯინა, ვნებიანად მაკოცა ყურთან, შემდეგ ყელზე და საბოლოოდ ტუჩებსაც მისწვდა. ჩემი ტუჩებს მადისაღმძვრელად აგემოვნებდა. ზოგჯერ მეგონა ამისთვის იყო გაჩენილი. ენას მიცურებდა, ხელებით მკერდზე მეხებოდა და მიზელდა, საშინლად აღმაგზნო.
ცოტა ხნით მოსწყდა ჩემს ტუჩებს, ქვედა ბაგე ლოყაზე ამისვა და თითები შარვლის შიგნით ჩააცურა... სახეზე ვიგრძენი მისი ოდნავი ღიმილი... როცა საცვალს შეეხო, ამოვიგმინე და მთელი ძალით მივეკარი. უკვე სველი ვიყავი. თითებით შეეხო და ვიბრირებდა. ვიგრძენი ესიამოვნა ეს სისველე.


- ასე რატომ მექცევი?- დაძაბულად ვეცადე თავი დამეღწია, მაგრამ არ მიშვებდა. მისი ხელები უფრო და უფრო ძლიერად მიიწევდნენ წინ და სიამოვნების ზღვაში ვიხრჩობოდი.
- შენ გჭირდება ჩემი ყურადღება- მითხრა სექსუალურად, ყურთან ახლოს. ხელი უფრო დაბლა ჩააცურა, გენიტალიებს მისწვდა და უფრო ღრმად მოუსვა.
- მე შენ არ მჭირდები- ვუთხარი დაძაბულმა,თან ,,მოჩვენებით“ მისგან განთავისუფლება მინდოდა.
- მაშინ რატომ კვნესი?-
ვიგრძენი მისი არარსებულად იდეალური ვნება.
ვიგრძენი როგორ უნდოდა დაუფლებოდა ჩემს სხეულს, მიეღო ჩემგან სიამოვნება, მონატრებული სიამოვნება... მიეღო რამდენიმე დამთმობი წამი ჩემი ცხოვრებიდან, მიეღო უსამართლოდ, ყველანაირი ქვეცნობიერის გარეშე, ყველანაირი ფიქრის, გრძნობის, ქმედების გარეშე... უბრალოდ მიეღო...
იგი მეკვროდა, მკოცნიდა, მომიცავდა, მაბრუებდა... მისი სხეულის რადიაცია მწვავდა, გულს მიჩქარებდა. მისი ძლიერი მკლავები აღმაგზნებდნენ, მზერას მიქვეითებდნენ.
და სხვა?!...

ლტოლვა სრულყოფილი ორგაზმისკენ. ლტოლვა სიამოვნებასა და ამქვეყნიური, წუთიერი, ბედნიერებისკენ. ლტოლვა ჰორმონებისგან დაცლისკენ.
იმის გაცნობიერება,როგორ მიიწევდა წინ ეს აბსურდული წამები, რომელთაც ეჩქარებოდათ საბოლოო ამოკვნენისკენ და ეკიდათ რა მოხდებოდა შემდეგ...
ვგრძნობდი ტკივილს, სიამოვნებაში ჩაძირულ, უსამართლო ტკივილს. ვგრძნობდი ჩემი სისუსტის არსს, ჩემს მიგდებულ სხეულს და ყველა მხრიდან ნახმარ თავმოყვარეობას.
თითოეული დეტალი წინ დამიდგა, სახეში გამილაწუნა, მაგინა, დამცინა, ყველაფერი ქნა...

ღრმად ამოვისუნთქე და ხელი ვკარი.
ეს საკმაოდ ძლიერი ბიძგი იყო.
გიგა დაიბნა, ისევ მომიბრუნდა მაგრამ ისევ იგივე გავიმეორე.
დაიბნა, ოდნავ გაბრაზდა.
- ასე რატომ მექცევი?- ამჯერად ეს კითხვა, მისი ბაგეებიდან ჟღერდა.
- მე არ მინდა ეს შენთან. მე ყველაფერი ამოვწურე,რაც მქონდა. ყველაფერი გავაკეთე,რაც შემეძლო. ოდესმე ვიყავი შენთვის მნიშვნელოვანი? აი ისეთი ადამიანი ვიყავი, ფიქრი და ზრუნვა რომ გინდოდა? მასთან ერთად სისულელეების კეთება და უბრალოდ ნაყინის ჭამა სიცხის დროს? ...

თვალებზე ცრემლი მომადგა.
გიგა უძრავად იდგა, კედელს ეყრდნობოდა, მიყურებდა... მის მზერაში ვეღარაფერს ვხედავდი.
- საერთოდ რა საჭიროა?- იკითხა დუმილის მერე- ეს არ გყოფნის? მე არ გყოფნი?...
- შენ მე ქანდაკება გგონივარ, შენი პერსონალური ქანდაკება.- ეს იყო იმედგაცრუების ზენიტი.

აუხსნელი დაღლა ვიგრძენი. გასვლა მინდოდა მაგრამ დამიჭირა.
უკვე მისი შეხება მაღიზიანებდა. მინდოდა მომშორებოდა. გამქრალიყო. მისი უშინაარსობა, გულცივობა, საბოლოოდ დარჩენილიყო უკან. მინდოდა სუფთად მესუნთქა, მისი გავლენის გარეშე, მისი მონატრების გარეშე.
იმ წამს ვიგრძენი რომ მე ეს შემეძლო. თუმცა ეს იყო გაცვლითი ტკივილი სხეულის ნაწილებთან. საშინელი გულის რევის გრძნობა, აფორიაქებული შინაგანი.
ყველაფრის ორომტრიალი ერთ დიდ ძაფის გორგალს დაემსგავსა,რომელსაც ნაწილებად წყვეტენ.

უკან დავიხიე... თმა გადავიწიე. ვცდილობდი გული არ წამსვლოდა.
ირგვლივ მიმოვიხედე, ზიზღი ამენთო. შემდეგ ისევ მასთან გავჩერდი.

- ეს ადგილი ზუსტად შეეფერება, ჩვენი ურთიერთობის ძირითად არსს...

პასუხს არ დავლოდებივარ, საპირფარეშოდან გამოვედი, ბარბაცით გავაგრძელე გზა და მაგიდამდე მივაღწიე.
გოგოები ისევ რაღაცას სვამდნენ, მე კი მხოლოდ ცრემლის მლაშე გემოს ვგრძნობდი პირთან.
ჩანთა ავიღე, თვალთ მიბნელდებოდა.
რომელიღაც გამომეკიდა, ,,რა გჭირსო“, მოვიშორე... ნამდვილად რთული იყო იმის ახსნა,რა მჭირდა. თან ქერასაც მარტო ხომ არ დატოვებდნენ...
იმ მომენტშიც კი სხვაზე ვფიქრობდი. აი ასეთი გულუხვი უნდა იყო ადამიანი,რომ გაგიგდონ...

<<

უკვე ყველაფერი სიბნელეში იყო ჩაფლული.
გრილოდა, ოდნავ წვიმდა კიდეც, მელანქოლიურად...
ფლეილისტი Tove Lo - Habits-ს აჟღერებდა.
დიდი ხანია არ მომისმენია. მესიამოვნა.

ბოროტია ადამიანი.
ყველა შემთხვევაში ბოროტია. ეს სიტუაცია მაიძულებდა მქონოდა სურვილი, სხვების ანალოგიური მდგომარეობის.
ეს სიტუაცია მაიძულებდა, სხვებსაც ამოეცნოთ თავიანთი თავები.
ეს სიტუაცია მაიძულებდა ვყოფილიყავი კოლექციონერი,რომელიც ზღვის ლამაზ კენჭებს აგროვებს, ერთ პარკში ყრის და მიწაში ფლობს.
ამ სიტუაციამ უბრალოდ სუნთქვა მომისპო და სხვების უბედურების სურვილი გამიჩინა.

ეს ხდებოდა მანამ, სანამ გრძელდებოდა ჩემი წამიერი პაემანი.
სანამ ამოიწურებოდა მისი არსებობის დრო.
სანამ ამის გარეშე სუნთქვას შევძლებდი.
შემდეგ კადრები შეწყდა და წამები ამოიწურა. ისინი სივრცეში გაიბნენ, თავიანთი არსებობა შეიზიზღეს, თავიანთი თავი ამოწურეს.
თავიანთი მნიშვნელობა უნიტაზში ჩარეცხეს.
და მე გავთავისუფლდი ტანჯვის ვალდებულებისგან.
მე ვიყავი თავისუფალი მოქალაქე.
მე ვიყავი პატარა გოგონა, აწეული თმით, გამოუცდელი გამოცდილებით.

შვება ვიგრძენი.
სიცხადე ვიგრძენი.
რწმენა ვიგრძენი.


ცოტა აზრზე მოვდიოდი.
მარჯანიშვილის ფეხით ავუყევი, ერთ ლამაზ პარკთან შევჩერდი.
სავარძელზე გავწექი და ფეხები სახელურებს შემოვდე.
ზემოთ ავიხედე.
როცა შენში, ყველა მადისაღმძვრელი ტკივილი ერთმანეთს შეერევა, მოღრუბლული ცა და არარსებული ვარსკვლავებიც, ლამაზ სიმფონიას ქმნის.

მე და მამაზეციერი ისევ ვსაუბრობდით.
ჩვენი ჩურჩული ჰაერის იოგებს ერთვოდა, გამვლელების სუნთქვას ახშირებდა.
ჩვენ ერთად ვსვამდით, ლოვენბრაუს...


(ინსპირაცია)

სიმარტოვე.
სი მა რტო ვე.
საუზმე,სადილი,ვახშამი.
გულისცემა,თმის სუნი,უხალისობა.
ფიქრი,მოთქმა,მიგდებულობა,მანიპულაცია.
გაუსაძლისი,შეუძლებელი,მიუღებელი,უსამართლო,მივიწყებული.
გაუჩინარება,გაქცევა,ზიზღი,სოციოპათია,ნოსტალგია,თვითმკველობა.

<<

-თავს არ ავწევ- საფეთქლებს თითებით ვისრეს- თავს არ ავწევ სანამ არ დასრულდება... ტკივილი არ არსებობს...არ არსებობს...

მარჯანიშვილზე ვარ, მეტროსკენ ცოტა იქეთ,სადამდეც შევძელი გავლა. ახლა,რომელიღაც მაღაზიის ვიტრინასთან ვარ ჩამუხლული,მგონი ფეხსაცმელები იყიდება. ღრმად ვსუნთქავ. ყველა მიყურებს, მიდიან მოდიან... ან დგანან... კარგად ვერ ვხედავ. მზერებს ვგრძნობ. უკვე საღამოა,შეიძლება მეჩვენება კიდეც. ბევრი რამ მეჩვენება ამ ბოლო დროს.
უნდათ რომ დამეხმარონ მაგრამ არ მესმის... რაღაც სიტყვები მხოლოდ.ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ვიღაცის ხელებს ვგრძნობ მკლავზე. ვიშორებ... თითები ისევ საფეთქელთან მაქვს, თმა მთლიანად ჩამომეშალა სახეზე, ოფლისგან გაწუწული მხოლოდ იმ ადგილს ვხედავ სადაც ჩავიმუხლე... ცივი ბეტონია,ჩემს შიშველ მუხლებს ერწყმის.
თვალთ მიბნელდება. მწვავე შეგრძნებების ახალი ტალღა... უკვე ცას ვხედავ. მოღრუბლულს, ჩაფიქრებულს... ჩემი გრძელი თმა ბეტონზეა დაფენილი და სუნთქვაში ხელს აღარ მიშლის... მაციებს. პრინციპში მგონი ისედაც ცივა.

ჩემი სხეული იძვრის... ხელები,ტერფები,მუხლები,ფეხის თითებიც კი... იძვრიან,ცახცახებენ. ზემოთ ვიწევი,შემდეგ ისევ ვბრუნდები უკან. საკუთარ ტანჯვას ვგრძნობ.
რაღაც წერტილი იცვლება ცაზე. ხშირდება, იკვეთება,ამინდის შესაფერისად მოძრაობს. უკვე ცხადად ვხედავ ვარსკვლავებს. ვხედავ როგორ მოძრაობენ და უცვლიან ერთმანეთს ადგილებს. იქ მყოფნი მხოლოდ რამდენიმე თეთრ წერტილს ხედავენ ცაზე...
მე ვუყურებ როგორ მიილტვიან ერთმანეთისკენ და სიღრმეში იკარგებიან... შემდეგ ისევ ჩნდებიან, გამომწვევად ისწორებენ სამოსს,თითებს ჩემსავით შუბლთან ახლოს იდებენ და რაღაც არაბსტრაქტულში იკარგებიან... ეს რა არის?... გადაღლილი და ტკივილისგან დანაოჭებული სხეული,ცოტა ეშვება... ბეტონის სიცივეს ვეღარ გრძნობს. ვიღიმი.. თითები ტუჩებთან მიმაქვს და ორივე მხარეს ვუსვამ... კისერთან ვიცურებ,ნაზად ვუთათუნებ და თვალებს ვხუჭავ.
და უცებ შორდებიან... ჩემი ვარსკვლავები..
- იცინის . შეშლილია?- ეს მესმის... უფრო მეფინება ღიმილი,თავს გვერდით ვწევ და ბაგეებს ენით ვლოკავ.
- წყურია მემგონი,წყალი არ გაქვთ?- ძალით მასმევენ რაღაცას.ეს იმიტომ რომ ენით ტუჩებს შევეხე? იქნებ მინდა რომ მაკოცონ. როდის აქეთაა წყალი ასეთი უგემური... ო,ღმერთო. წყალს ხომ გემო არ აქვს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მარწყვის არომატი ექნებოდა.
- გონს მოდის ! - ვიღაცამ წამოიყვირა. ცოტა ჩუმად რა... ისედაც თავი მისკდება. რატომ აქვს ასეთი მწივანა ხმა. პირდაპირ ტვინში დამიარა. ,,გონს მოდის“-ო. არადა აქამდეც გონს ვიყავი,უბრალოდ ახლა თვალები გავახილე. წამოვჯექი, ირგვლივ მიმოვიხედე... კაბა ზემოთ ამწეოდა, თმა მკერდზე მეფინა. მემგონი ყველაზე სექსუალური ვარ ამ მომენტში...
ფეხები ერთმანეთზე მეწყო, და განზე გადამედო. ვიღაცას ვეყრდნობი... სავარძელიც უცებ გაჩენილა. ახლა უკვე ნათლად დავინახე... სადღაც ხუთი ადამიანი დამტრიალებს თავს. რა ხდება? ასეთი სასოწარკვეთილი ვარ, ვითომ?
- საღამო მშვიდობის...- ღიმილით მივესალმე ირგვლივ მყოფთ-მე ასთმა მაქვს ...
ისეთი განწყობა მაქვს,თითქოს უკვე თავი მომაბეზრეს.
- ეს მდგომარეობა სავსებით ბუნებრივია...მე შევეჩვიე მაგრამ საზოგადოება ვერ ეჩვევა. ხომ იცით... მათთვის ძალიან რთულია რამეს შეეჩვიონ. ალბათ გიკვირთ მადლობელი რომ არ ვარ. ჩემი სიმშვიდეც იმ კანკალის შემდეგ, ჰო,გასაკვირია... მაგრამ სხვა ბევრი რამ არსებობს,რაც უფრო მეტად უნდა იწვევდეს აღშფოთებას მაგრამ რატომღაც შეუმჩნეველი რჩება...

გამოშტერდნენ... ოღონდ ახლა აქედან გამოვძვრე და სხვა არაფერი არ მინდა. ვფიქრობ რომ გავჩუმდე და ფეხზე წამოვდგე. ვცდილობ კიდეც... მაგრამ ისევ ძირს ვეშვები... ამჯერად ჩემი ,,სავარძელი“ ჰაერიდან მიტაცებს და (სავარაუდოდ) ძლიერ ხელებში მომაქცევს... მის სახეს ვერ ვხედავ... რატომღაც ჩემი დაღმასვლის დასაფარად საუბარს ვაგრძელებ.

- დღეს დილით მაგალითად... ჩვეულებრივი დღე იყო. კაპუჩუნო დავლიე და ჯემი თხლად წავუსვი ორცხობილას. ესეც საუზმე... დღის ერთმა ეტაპმა უკვე გაიარა. დინებას მივყვებით... ახლა სხვა ეტაპები იქნება. გრძელ მაისურს ვიცვამ ნახევრად შიშველ სხეულზე და აივანზე გავდივარ... ისე ვისუნთქავ დილის ჰაერს,თითქოს აქამდე იზოლირებული ვიყავი... მაგრამ ეს რამდენიმე წამი გრძელდება. შემდეგ ის ფილტვებში ჩადის და ყველაფერი კალაპოტში დგება.ისევ რუტინული ცვალებადობა... თითქოს დილის ჰაერი წამართვეს, სხვებმაც ჩაისუნთქეს.

თავი რატომღაც ნაზად მივადე უცნობ სხეულს. უფრო ნდობით მივეყრდენი... ერთი მოხუცი ქალი წავიდა, დანარჩენები კი მისმენდნენ... ნეტავ რას ფიქრობდნენ იმ წუთებში ჩემზე?! ყველანაირად ვცდილობდი არავის შევცოდებოდი.
- დღის მეორე ნახევარში ჩემი შეყვარებული უნდა მენახა. ესეც ხომ ნაწილია სტაბილურობის... თქვენ გიყვართ ვინმე?

დაბნეულებმა ერთმანეთს გადახედეს. რატომღაც ორატორი მარტო მე ვარ.
- ჰო, მეც მიყვარს... მაგრამ ეს ჩემებური სიყვარულია. ყველას თავისი სიყვარული უნდა ჰქონდეს. მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე უნდა იყოს... მე რასაც ვხედავ კი, მხოლოდ მიმსგავსების ფორმებია... ხალხი უყურებს და რასაც ხედავს იმას აღიქვამს ... მათ სჯერათ რომ ეს ასე უნდა იყოს,რომ სხვანაირად... ეს გრძნობა... უცნაურად განვითარდება...
საერთოდ მგონია რომ ძალიან ეშინიათ სიტყვა-უცნაურის.

ოდნავ წამოვიწიე. თმა გავისწორე.
მეორე კაცმა დამტოვა. ორნიღა დარჩნენ.
- ხედავთ, ყველაფერი იმდენად საინტერესოდ ვითარდება,ვერ უძლებენ და მიდიან. ჰგონიათ რომ თუ დასრულდა, ვერ გადაიტანენ... ეს წიგნებს ჰგავს. არა--ბანალურსა და თინეიჯერულს... ისეთ წიგნებს რომ იკვლევენ გზას და არქეოლოგები არიან შენს დაძველებულ,შინაგან სამყაროში... აღმოაჩენ და... ხელებში შეათამაშებ. შემდეგ კი მორჩა. მუზეუმს შესწირავ,ისინი კი მინაში გამოკეტავენ.
იმას ვამბობდი რომ დღეს ჩემმა გრძნობების გამცვლელმა მითხრა, ერთა ვეღარ ვიქნებით,რადგან ამას ვეღარ გავუძლებო. თქვენი აზრით პირველი რა ვიფიქრე? არა,არასწორად ფიქრობთ... მისი მოკვლა არც მიფიქრია... ვიფიქრე :ისეთი რა ვქენი, გაძლების დონემდე რომ დავედითქო. ზუსტად ეს ვკითხე. მან კი მოკლედ მითხრა რომ პრობლემა ჩემში კი არა, ჩემს ავადმყოფობაშია... თითქოს ეს დაავადებაც ჩემი ნაწილი არ იყოს.
ვერ გაამტყუნებ ხომ?
სიყვარული,სიყვარული... ფართო ხედვით მე ამისთვის არ გამოვდგები. აი ვიწროდ კი...

ეს რომ ვთქვი ბოლოს,ხველება ამიტყდა და ცრემლი შემომაწვა. უკან ვიღაც დაჟინებით მიჭერდა .
- უკაცრავად... აი ვიწროდ კი, უკვე გამომიყენეს.

როგორ ჩანს ეს გვერდიდან... ?
გოგონა ეცემა ქვაფენილზე.
გმინვა და განდეგილობაა მის სახეზე აღბეჭდილი.
მარტოა,ტკივილს ებრძვის.
აი პირველად რას დაინახავენ.-სიმარტოვეს...
დრამატულია...

შემდეგ ის საუბარს იწყებს და აღარ ჩუმდება.
- მე... შემდეგ,მართლა აღარ მახსოვს. ჩამეხუტა,მინდა კარგად იყოვო. - მეც მინდათქო, უნდა მეპასუხა უბრალოდ ვეღარ ამოვღერღე.
ეს ყველაფერი ხილიანზე ხდებოდა, მას მერე ფეხით მოვდივარ. პერიოდულად ვტირი,თავს ვქინდრავ, ვფიქრობ. უცებ უნდა გაიაზრო რომ მიგატოვეს და პლიუს... რთულია ხო?
ლუდის დალევა მინდოდა. ვიყიდე კიდეც, უბრალოდ ნახევარი გადავღვარე... გული ამერია. რა საბრალო გოგოაო,ალბათ ფიქრობთ. სასმელიც რომ ვერ დამეხმარა,მეც ეგ ვიფიქრე.

მოვდიოდი,ვფიქრობდი... ვჩერდებოდი... თითებს გულზე ვიდებდი და ვითვლიდი. ერთი,ორი,სამი... ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. უნდა ვიარო და დაღლილობაში გავფანტო ეს დარდი... სახლში მივალ,საწოლზე დავწვები,თვალებს დავხუჭავ და ხვალ ახალი დღე დაიწყება... ქვეცნობიერში ეს მოლოდინი სულ ყვაოდა. ხვალინდელი დღე... აუცილებლად აჯობებს წინას. აუცილებლად...
ფეხს ვითრევდი, ზოგჯერ ცივ სავარძელზე ვისვენებდი, ზოგჯერ დაუზოგავად მივდიოდი. არვიცი რამდენი,მემგონი ოთხ კილომეტრამდე ვიარე... ვერ ვიაზრებდი რომ ტრანსპორტი არსებობდა... ვერც იმას,რომ თუ სიარულს არ შევწყვეტდი ჩემი გულის ცემა, მე აღარ დამემორჩილებოდა... რომ გონს დავკარგავდი. დიახ, როგორც ახლა...

უკვე აღარავის აღარ ვეხებოდი... ახალგაზრდა გოგონა ჩემს წინ პულსს მისინჯავდა. ნეტავ მისმენდა მაინც? თუ ამდენი ტყუილად ვილაპარაკე?...
- ყველაფერი რიგზეა. დარეგულირდა.-მითხრა და გამიღიმა.
- ექიმი ხარ?-
- ვიყავი... -ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი ჩამოიბერტყა.- სახლში ფეხით აღარ წახვიდე.
- მე წავიყვან...
და აი ისიც. ჩემი სავარძელი. ჩემი საიმედო საზურგე.
ღიმილით გავიხედე უკან... წუთიერად დავაკვირდი. ლამაზი სახე ჰქონდა. სიმპათიური არა, ლამაზი. ოფლის წვეთები ჰქონდა შუბლზე და რატომღაც მარცხენა ხელს არ აშორებდა ჩემს მკლავს...
- ძალიან რბილი ხარ- ვუთხარი და ისე გავიღიმე,როგორც შემეძლო.
- აღარ იარო ფეხით- მითხრა ჩურჩულით- ყველა არ მოგცემს მასზე მიყრდნობის საშუალებას...
- არც პულსს გაუზომავენ- თქვა გოგონამ და საბოლოოდ დაგვიქნია ხელი.
მე წამოვდექი... მარცხენა ხელი თმაში შევიცურე და ბიჭს ისევ დავაკვირდი.
- მე მქვია...
- არ გინდა- ვუთხარი-მე აღარ მჯერა.
- სახელების?...-გაეცინა. - მე მაინც უნდა გითხრა რომ ...
- გაჩერდი,გაჩერდი ! - ხელებს ტუჩებზე ვაფარებ- ეცინება.
- სულ არ ვცდილობ გაგეფლირტავო. ცოლი მყავს.
- შენ ! შენ... ყველაფერი გააფუჭე ! -ვეუბნები სიცილით და მის შემოთავაზებას,მანქანაში ჩავჯდე, დადებითად ვპასუხობ.
სასიამოვნო სუნი ტრიალებს. საიდანღაციდან თოთო ბავშვის სურნელი მომდის. შემდეგ უკანა სავარძელში პატარას პულივერს ვამჩნევ.
- შვილიც გყავს?
- კი, ორი წლისაა.-მპასუხობს და თვალები უბრწყინდება.
- ეს სრული იმედგაცრუებაა- ვიმეორებ ხუმრობით-წესით არც ცოლი უნდა გყავდეს, მითუმეტეს არც შვილი... საერთოდ, მემგონი არ მიყურებ .
- ძალიან ლამაზი ხარ-მითხრა ჩუმად- ვადასტურებ... მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მინდა სახლში მშვიდობით მიგიყვანო...
- კარგი ადამიანი ხარ- ვუთხარი-მიკვირს...
- კარგი ადამიანები არ არსებობენ-მეუბნება ბრძენის გამომეტყველებით- უბრალოდ შეიძლება დაიბრალონ.
- შენ ჰიუგო ხარ? მორჩა, ჩემი სიმპათიები უკან მიმაქვს. მანქანა გამიჩერეთ. - ორივე ვიცინით და წამიერად ვგრძნობ რომ კარგად ვარ...
- ის ძალიან უბედური იქნება. -შემომაპარა-
- ჩემზე მეტად მაინც ვერა... იცი,სულ არ მინდა რომ უბედური იყოს. რატომ უნდა მინდოდეს? ბოროტი არ ვარ. მან ცხოვრება უნდა განაგრძოს... ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე გოგონა უნდა შეიყვაროს. შემდეგ ასევე ჯანმრთელი შვილები ჰყავდეს და ბედნიერი იყოს. კი, ეს ასე იქნება და სულ არ მინდა რომ ცუდად წაუვიდეს საქმე. შურიანი არ ვარ.
- რა გულუბრყვილობაა...
- იყოს. რა ვქნა... ყველაფერი ხომ აქამდე მიდის. მოდით მეგობრებო, ყველამ ერთმანეთს ვაკოცოთ,ჩავეხუტოთ და მხოლოდ კარგი ვუსურვოთ. გავცვალოთ დადებითი დამოკიდებულება და გავაფერადოთ მოსაწყენი მოქუფრულობა.
სნობიზმი...
არა იცი რა? სულ არ მინდა რომ კარგად იყოს. უბრალოდ მივეჩვიე რომ ასე უნდა თქვა. აი ზუსტად ასე:

ხელებს მაღლა ვწევ და ბოლო ხმაზე ვიძახი: ,,მე მინდა ბედნიერი იყო. ყოველივე კარგს გისურვებ. მე შენ გაფასებ და მეყვარები... სულ...სულ... !“
გულისრევის იმიტაციას ვაკეთებ და მის ხმამაღალ სიცილს გვერდს ვუვლი.

- იცი რა მინდა ყველაზე მეტად? იმ ტკივილის შინაგანი ანალოგი იგრძნოს,რასაც მე ფიზიკურად ვგრძნობ... ეს ალბათ სიამოვნებას მომგვრიდა. თანასწორობა. აი სამართლიანობის ჭეშმარიტი ნავსაყუდელი.

ვუთხარი რომ ერთ კორპუსთან შეეჩერებინა.
გამომხედა, ახლა უკვე მთლიანად მის მზერაში მოვექეცი.

- ახლა რა იქნება? - მკითხა ჩუმად,ძლივს გავიგონე.
- არვიცი... ალბათ ფეხით სიარულს გავაგრძელებ.

უხალისოდ გამეცინა.
ჩანთას ხელი მოვკიდე და მაქანის კარი გამოვაღე... ფეხები, ნამიან გზაზე მედო და ალბათ სიარულსაც შევძლებდი.რამდენიმე ნაბიჯი გადავადგი... ჰაერი ჩავისუნთქე, უმიზეზოდ გამინათდა სახე და შემდეგ წამიერად, მისი მანქანის მინასთან მოვიხარე და რაც შემეძლო გამომწვევად ვუთხარი
- იცი რა არის ინსპირაცია?
- რა არის?
- რასაც ახლა ვგრძნობდი... რამდენიმე საათი. სპონტანური... შთამაგონებელი და შესანიშნავი.
- როგორი სენსიტიური ხარ.
- ეს ყოველთვის გამომდიოდა...
- მოეშვი ჩემთან ფლირტს, მე დაკავებული ვარ. -მანქანის მინა აწია და ხელი დამიქნია.
- საბოლოოდ მაინც ჩემთან დაბრუნდები ! მე აქ ვარ...- მივაძახე და ხელის დაქნევით ვუპასუხე.


<<
სიბნელე... კიბეები... სარდაფის სუნი.
უსიცოცხლოდ ავდივარ ფეხით მეათე სართულზე,როცა ლიფტი სანიმუშოდ მუშაობს...
კარს ვაღებ, სახლს თვალს ვავლებ და მაცივრისკენ მივდივარ.
ლუდი გამომაქვს... ვხსნი... პირთან ახლოს მიმაქვს და თითქმის ნახევრამდე ვცლი.
სისუსტეს ვგრძნობ. თავბრუ მეხვევა.
მეორედ ვირევ გულს.
საწოლზე ვეხეთქები...
- მაპატიე პატარავ.-ხელები მუცელთან მიმაქვს- მერწმუნე,შენი დედიკო ლოთი არ არის.

ჩასწორებები... ცვლილებები...
როცა რაღაცას ყვები, მისი მხატვრულობა ზიზღს არ უნდა გგვრიდეს.
უნდა ჩაასწორო. მსმენელს ეგონოს რომ ყველაფერი მართლა ასეთი დრამატულია. რომ ორსულობის გამო, გრძნობები არ ქრება... რომ ამის გამო არ გარბიან.
ალბათ ამიტომ ავირჩიე რომ... მოესმინათ ის,რაც მოისმინეს.
და საერთოდ,რა მნიშვნელობა აქვს?...

მუხლებს ხელებით ვიჭერ. ტკივილი იკლებს. ჩემი გოგონა სუნთქავს...
აუცილებლად ვუყიდი ისეთ პულივერს, მანქანაში რომ ვნახე.

წამიერი მოგზაურობა ფიქრებში და შემდეგ ყველაფერი ქრება.
ხვალ ახალი დღე დაიწყება... ახალი დღე...

(ბლოგერი)

სულ კრემისფერი ზედა ეცვა. ტანზე გამოყვანილი. მიკვირდა ხოლმე... სულ ეგ ფერი. აი ვარდისფერი რომ ყოფილიყო,ან ხასხასა რამე,იტყოდი პოზიტიური ტიპია, გასაარშიყებლად იდეალური,მომცინარი. მუქი ფერის რომ ჩაეცვა რამე, რაღაც მოქუფრულის შთაბეჭდილებას დატოვებდა და ცოტა გაერიდებოდი.მაგრამ აი, კრემისფერი ეცვა სულ. რაღაც შეყვარებული იყო მაგ ფერზე...

ტუჩი აიპრიხა, თითქოს უნდოდა საკუთარი სიტყვები, თავადვე გადაემოწმებინა.
- შენ არ იცნობ ალბათ საკმარისად- გვერდით მჯომმა შეაჩერა, სევდიანი გამომეტყველებით- არ იცნობ და რა იცი, სულ რა ფერი ეცვა. ლიჟბი ილაპარაკო,თუ რა გინდა?!
- და შენ იცნობდი?... სასაცილოა აი, ვიღაც გუშინ გამოჩენილმა, ქერათმიანმა ჰიპსტერმა მასწავლოს ჩემი მეგობრის თავისებურებები. ვამბობ რომ სულ ეგ ფერი ეცვა, მე სხვა ფერის ზედით არ მინახავს...
- მე მინახავს... შინდისფერი, მოშვებული მაისური ეცვა. ძალიან სადა და ლამაზი... კისერზე ,,ლომის ზოდიაქო“ ჰქონდა ჩამოკიდებული, მუქი ფერის თოკზე. ცოტა ხნის მერე (ძალიან გამიკვირდა ,რომ მანამდე არა) შევნიშნე რომ ლიფი არ ეცვა.
- ოჰო, საკმაოდ დაკვირვებული ყოფილხარ.
- აშკარად ჩანდა. არც თმით ცდილობდა დაფარვას, პირიქით, საკმაოდ ამაყად მიდიოდა. საშუალო ზომის მკერდით, ეს მაინცდამაინც პრობლემატური არ არის. ცოტა მერე... მკაფიოდ რომ შენიშნავ, მერე ნამდვილად იქცევა პრობლემად.
- გაცხელდი ხო?- ზიზღით შეაჩერა მეგის მეგობარმა და ამოიოხრა- ყოველთვის ეცვა ლიფი. მუდამ დაფარული იყო,არაგამომწვევი,ჩაფიქრებული. გვინდოდა ფსიქოლოგთან მისულიყო. მერე უკვე მისი ხასიათები იმდენად გამოკვეთილად დაინერგა, აზრი აღარ ჰქონდა და უფლებასაც ვერ მივცემდით ჩვენს თავებს, გვეთქვა, ,,აი ადექი,მიდი,ასეთი არ მოგვწონხარ“. თავისებურია,მაგრამ მაინც ყველას გვიყვარს...
- ,,მაინც ყველას უყვარს“- ლაშამ ზიზღით გამოაჯავრა- გესმით? არა,თქვენც გესმით?
- რა ვთქვი ისეთი?- მეგობარმა წარბი აზიდა- მსგავს პირობებში არავინ გაჩერდებოდა მის გვერდით. ალმაცერად გვიყურებს ხოლმე, სულ ზემოდან. გვეუბნებოდა რომ, რაღაც აკრობატებს ვგავართ, წვრილ თოკზე რომ ცდილობს გავლას და თან არანაირი გამოცდილება არ აქვს. როგორი მოსასმენია? აკრობატს რომ გადარებენ…
- მე სხვა რამეს უფრო შეგადარებდი...
მეგობარმა მისკენ გაიწია,უნდოდა ხელი სახელოში ჩაევლო და მაგრად შეენჯღრია.
უბრალოდ შეაჩერეს.

- მგონია სულ სხვაზე ლაპარაკობენ. რამდენიმე საათი ვიყავით ერთად და მისნაირი არავინ მინახავს. მსახიობი ვარ,ათასნაირ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ქასთინგებზე ყველა ყალყზე დგება, რამით რომ გამოვარჩიოთ. მისი ყოველი მზერა და დალაგებული მოძრაობები კი, უბრალოდ ენით აღუწერი იყო. ყველაზე ბუნებრივი და ამავდროულად ყველაზე ხელოვნური რაც მინახავს ! ხელოვნურიც იმიტომ რომ,ვერ წარმოგიდგენია,სხვანაირად როგორ შეიძლება ასე გაგაბრუოს.მივეჩვიეთ რომ სრულყოფა, თამაშით მიიღწევა.

მეგის მეგობარს გულიანად გაეცინა და გამომძიებელს გადაულაპარაკა
- ჩაიწერეთ ეს თარიღი გევედრებით, ჩვენ თვით კაფკა გვესაუბრება.
- ჰო აი, ვერასოდეს დაინახავს ადამიანი თქვენში იმას,რაც მე მეგის პიროვნებაში დავინახე. არაა საჭირო სამწლიანი სტაჟი გვქონოდა ურთიერთობის, ან კლუბში გვევლო ყოველ კვირა დღეს. ეს არანაირად არ არის საჭირო, იმაში დასარწმუნებულად რომ ადამიანს იცნობ. უცნობი ადამიანი,ისეთი ნაცნობი ხდება ზოგჯერ და თან ამ ყველაფერს წამებში ატევს. მეც სადღაც აქეთ წავედი, ყველაფერი იმდენად შემთხვევითი ჩანდა და უჩვეულო... თუმცა რეალური ცხოვრება სასწაულებს არ გამორიცხავს. ასე არ არის?...მე ვფიქრობ რომ ასეა. ისე შევეჩვიე სადილის შემდეგ საუზმეს, თითქოს ამ სახელებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ.
- დარწმუნებული ხართ რომ მე და ეს, ერთი და იგივე მეგის განვიხილავთ?
მეგის მეგობარმა პოლიციელს შეხედა და საყელოს კალთა ჩამოიწია.
- დიახ,დარწმუნებული ვარ... - კალამი ხელში მოიქცია და წვალება დაუწყო-ფოტოზე ორივემ არ ამოიცანით?
- ჰო მაგრამ...-მეგის მეგობარი ნელნელა დაეჭვდა რომ მეგი ნამდვილად მეგი იყო-რა ფერის ზედა ეცვა? აღარ მახსოვს.
- კრემისფერი- ლაშას გამომეტყველება შეეცვალა.- მაგრამ ეს რას გვარგებს, ნებისმიერ წამს შეიძლება ადამიანმა სამოსი გამოიცვალოს.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. არც ერთს აღარ უნდოდა კამათის გაგრძელება.
- რაც არ უნდა იყოს,საშინელებაა-ლაშამ თავი ჩაქინდრა და მაისურის სახელოს თითებით აკეცვა დაიწყო-საშინელებაა,როცა ადამიანი გუშინ ბედნიერი გახსოვს და დღეს დაკარგულად მოიხსენიებ.
- ასე ვერაფერი ვერ გაირკვევა... ორივე ურთიერთსაპირისპირო რაღაცებს ამბობთ, ძალიან მაბნევთ. - დივნიდან წამოდგა, სამკერდე ნიშანი შეისწორა მკერდთან და როგორც პოლიციელებს სჩვევიათ ამაყად გაასწორა მხრები- ამიტომ ეს საუბარი არაფერს მარგებს... მე დაგტოვებთ. თუმცა ის ფაქტი რომ ეს პიროვნება, ერთი თვეა, მიწიდან აორთქლდა,უდაოა. ჩვენი მიზანი ამ გადაწყვეტილების ფესვის პოვნაა და არა ვინმეს გამოჭერა... ასე რომ, თუ გსურთ ითანამშრომლოთ, ნუ დაიძაბებით იმის გამო,რომ ვინმე ბრალს დაგდებთ.
- თქვენ პოლიციელები, ისეთი მოსაწყენები ხართ...-მსახიობი დივანზე გადაწვა და თავით მის ზედა ნაწილს მიეყრდნო- მოსაწყენები და ძალიან დელიკატურები... და შემდეგ გიკვირთ,რატომ არ სურთ გესაუბრონ.
- რამეს გვირჩევთ ბატონო ლაშა?...- დამცინავმა მზერამ გადაურბინა სახეზე და დაბნეულად ამოძრავდა ერთ ადგილას
- გირჩევთ. პირველ რიგში ეგ ,,ბატონო“ ამოიღეთ სამართლებრივი ლექსიკონიდან. თქვენი მთავარი მისწრაფება, არამარტო გარემოებების დადგენა არამედ თვითმხილველებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულების გაჩენა უნდა იყოს. ეს ნამდვილად ყველაზე მოსახერხებელია, ის რომ ამოღერღონ,რაც გინდათ.
- კარგი, მისმინე პატარა... გეტყობა ვინც ხარ და როგორიც ხარ. ფულს სცენაში დგომაში ვისაც უხდიან,იმათ ვერანაირი ღრმადმორწმუნე პოლიციელი ვერ დააყენებს თავის სწორად. ასე რომ მოეშვი მორალის კითხვას და ცხვირის წინა ნაწილს ნუ ყოფ იქ,სადაც ჩემი უკანალი დევს...

პოლიციელმა თავი დაუკრა, ზედა ჩამოიფერთხა და კარისკენ წავიდა. როცა ოდნავი ჭრიალი გაიგო, მეგის მეგობარი წამოენთო და ხმამაღლა მიაყარა წინადადებები
- მეგის ბლოგი აქვს. - პოლიციელი შეყოვნდა და გვერდულად შეხედა ორივეს- ერთხელ მითხრა. ზუსტად არ ვიცი რას წერდა, არ დავინტერესებულვარ. როცა ლოგინში ვიწექით,მაშინ მიხსენა ლაითად... მაგრამ წერდა ხოლმე. რაღაც სისულელეებს დარწმუნებული ვარ. ისეთი ნიჭი არ ჰქონია არასოდეს ,შესამჩნევი ... წერდა როცა მეძინა ან ლუდს ვსვამდი... ან ვეწეოდი გარეთ. რომ ვბრუნდებოდი მალევე ხურავდა ლეპტოპს და მიღიმოდა. არ მქონია სურვილი ამომექექა, თუმცა შემეძლო რა თქმა უნდა. ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, მცირე დეტალებს რომ უზიარებ. უფრო ფიზიკურად ვართ ახლოს და არც მიკვირდა რომ არაფერს მაკითხებდა. სიმართლე გითხრათ, ამაზე ამ წამს დავფიქრდი...
- მასთან იწექი და ისიც არ იცი, როგორ წერდა?- ლაშა აენთო
- მგონი გარკვევით ვთქვი, მშვიდობის მტრედო... ჩვენ ფიზიკურად გვიზიდავს ერთმანეთი,მისი პირადი კი, მისი პირადია. არ ვჭამ შოკოლადის ზედა ნაწილს მაშინ,როცა ქვედაც მაკმაყოფილებს. კი ნამდვილად, ორგაზმი ადამიანს ბოროტს ხდის და ამავდროულად ათავისუფლებს.
- მეგი საკმაოდ ტემპერამენტიანია... - ლაშამ პასუხის დაუბრუნებლად,გააგრძელა საუბარი- შეხვედრიდან დაახლოებით ნახევარ საათში, უკვე ჩემთან იყო... და ჩვენ, შოკოლადის ზედა და ქვედა ნაწილებიც შევჭამეთ...
- როგორ კი მაგრამ?!- მეგობარი აღფრთოვანებული მისჩერებოდა - ესე უცებ როგორ ქენი? არც პაემანი,ან რამე? ყავა, ლუდი, ბილიარდი. ვაფშე არაფერი?
- აი ასეთი მწირი აზროვნებით,ეგ როგორ უნდა გადაამუშავო არ ვიცი. საკმაოდ მარტივი ადამიანები,ასევე მარტივად ურთიერთობენ. როცა სიმპათია და ქიმია პირველივე შეხებიდან ჩანს, მზის ჩასვლას და ამოსვლას აღარ უცდიან,როგორც თქვენ შვებით...
- და ჩვენ რას ვშვებით, დონ ჟუანო?
- თქვენ უბრალოდ ამ ყველაფერს წელავთ, დღეებს,თვეებს ამატებთ... როცა საკმარისია მოწესრიგებული ლოჯისტიკა და მომხიბლავობის აფიშირება. რთული გადასახარშია ეგ თქვენთვის,რადგან ამ ყველაფერს მთამსვლელივით უყურებთ... ლაშქრავთ, ოფლს ღვრით, ფულს ფანტავთ და ბოლოს კენწეროში დროშას არჭობთ.
- ეგ ურთიერთობა, მხოლოდ სექსია და მეტი არაფერი- კმაყოფილმა თავისი პასუხით, ლუდი მოსვა-ნუ შენთვის, ან შესაძლოა მისთვისაც... ხელსაყრელი...
- ამას მეუბნება ადამიანი,რომელიც წლებია მეგის იცნობს და ისიც არ იცის,რომ ბლოგზე სიტყვა მხოლოდ იმიტომ ჩამოაგდო,რომ ამით დაინტერესებულიყავი. ერთხელ მაინც შესულიყავი და წაგეკითხა.. აი ამდენს რომ ვერ წვავ და სხვას განსჯი... თითქოს თვითონ არ გორაობდი რა,ჩემამდე,
- რა ერქვა ბლოგს, გახსოვს?- პოლიციელმა უბის წიგნაკი აიღო და პულივერში სათვალე მოძებნა.
- არ მახსოვს... ძალიან ბუნდოვნად. მემგონი რაღაც ,,წამიერი“-თ იწყებოდა. ლინკი არ მაქვს, მაგრამ ინტერნეტშო ვიპოვით. მისი ლეპტოპი დაიმახსოვრებდა,ისტორია თუ არ წაუშლია.

სასწრაფოდ შევიდნენ მეგის ოთახში.

-თქვენი აზრით, შესაძლოა რამე უბედურება დამართნოდა?- ლაშამ ოთახი მიმოათვალიერა.
- კი, ყველაფერი შესაძლებელია...
უცებ მეგის მეგობრის წინ, საშინელი სურათი გაჩნდა.
თითქოს მათ გვერდი აუარეს თეთრი, თხელი ნაჭრით დაფარულ გვამს,რომელიც უსიცოცხლოდ აკვირდებოდა არარსებულ წერტილს და უკვე,რამდენიმე საათია, თავის წილ ჰაერს ტუჩებმოკუმული თმობდა სამყაროსთვის. გადასაფარებლიდან,რომელიც უდიერად გადაეფარებინათ, ისე, ნაკეცები ყველა ნაწილში რომ აქვს დარჩენილი, მისი მარცხენა ხელი მოჩანდა სადაც წვრილ და ლამაზ თითებზე, ოქროს საათი ეკეთა, უბრალო, სადა, მარგალიტის თვლებით.
ბალიშთან, სადაც მიცვალებულს ედო თავი, თმის რამდენიმე კულული ჩანდა,რომელიც სიგრძის გამო გადმოვარდნილიყო შეფუთული სივრციდან და ხის საწოლს,გვერდიდან ესვენა.
წამიერად გაიფიქრა რომ რამდენიმე საათის წინ,ამ კულულების სურნელს გრძნობდა და თავი ჩახარა.

ფანტაზიიდან რომ გამოერკვა და გაიაზრა რომ საწოლზე არავინ იწვა, მითუმეტეს გარდაცვლილი, შვებით ამოისუნთქა.

აი ესაა - პოლიციელი ლეპტოპს მიუახლოვდა და ჩართო.
თხელი, ,,ასუსის“ ფირმის, ნორმალური მონაცემებით- ისე შეაფასა თითქოს ეს დაკითხვის ნაწილი იყო- მაგრამ სერიოზული რამეებისთვის, არ გამოდგება. ბლოგერისთვის კი,მისწრებაა.

ყველას გასაკვირად ლეპტოპს პაროლი არ ედო და ყველა მონაცემი ადგილზე დახვდათ.

- მე მეგონა რაღაც ისე იქნებოდა რა, აი ფილმებში როა, მთელი სიმბოლოებით და დამაკავშირებელი ძაფებით რომ ცდილობ გაშიფრო რა იქნება პაროლი, მოკლედ ბევრს წვალობ, კონკრეტულ კონდიციამდე მიდიხარ, რაღაცას კრეფ მაგრამ ჩემი ფეხები.. არაფერი გამოდის. და აი, არსებობს ის გარდამავალი წამი,როცა შენს ტვინში რაღაც იფეთქებს და გახსენდება რომ,რამდენიმე წლის წინ,როცა შენი მეგობარი მის ძაღლს აჭმევდა, ამ ძაღლმა უცნაური ბგერები წარმოთქვა,რომელმაც მასზე საკვირველი გავლენა მოახდინა... ეს გავლენა იმხელა იყო, ის მაშინვე მიუახლოვდა ლეპტოპს (შენს დაუფარავად) და რაღაც აკრიფა... ეს იყო ,,აუ“ და შენ ამას კრეფ და ჰოი საოცრებავ, მთელი სამყარო შენს წინაა, თავისი ბინძური და გახრწნილი ჩახვევებით...
- შენ ბიჭო, კარგად ხარ?- ლაშა გაცოფებული მიაშტერდა მეგობარს,რომელიც აშკარად მიხვდა რომ ეს ყველაფერი,საკმაოდ უადგილო იყო.
- მთელი ჩემი არსებობის პრობლემა ის არის, რომ ძალიან გულწრფელი ვარ.
ლაშას არაფერი უპასუხია. თავი გააქნია და ლეპტოპის ეკრანს შეხედა.

Desktop-ზე რამდენი პაპკა ეგდო. საკმაოდ გამოსაჩენ ადგილას, მაშინვე თვალში მოგხვდებოდა,თითქოს სპეციალურად დატოვა იქ. სულ ორი იყო. ერთზე ,,ბლოგი“ ეწერა, ხოლო მეორეზე ,,last try”. ბიჭების ყურადღება ბლოგმა მიიპყრო. სწრაფად გახსნეს. შიგნით ერთი ვორდის დოკუმენტი,რომელშიც ბლოგის ლინკი ეწერა. რამდენიმე წამში ისინი მეგის ბლოგში იყვნენ.ძირითადად ქავერად, ერთ ფოტოს ირჩევენ ხოლმე. აქ კი ყველაფერი,ერთმანეთში იყო აზელილი. ძალიან ბევრი ფოტო იყო შეერთებული,თვალები აგიჭრლდებოდა და მაშინვე გამოსვლას მოინდომებდი. ყველა ფოტო,გარკვეული შინაარსის იყო. თითქოს ყოველი დღის ემოცია, ერთ კონად შეკრეს. წამიერად შეგეძლო მისი განწყობა გეგრძნო. ქაოტური, ემოციური,რომანტიული...
იმ მომენტში,როცა პირველად შეეჩეხნენ მის მთავარ გვერდს, სამივეს უსიამოვნო განცდა დაეუფლათ. ეს ჰგავდა შეჭრას იქ,სადაც ქურდობის გარეშე,ვერასოდეს შეაღწევდნენ.
- ცოტა შემეშინდა - ლაშა სკამზე ჩამოჯდა და შორიდან ცდილობდა რაღაცები გაერჩია.
- აშკარად მოსწონს სიჭრელე,მაგრამ ეს არ გვაინტერესებს. - პოლიციელმა რამდენიმე თარიღი შენიშნა,რომელიც დაფარული და დაარქივებული იყო. ყველაზე ადრეული პირველი ოქტომბრით თარიღდებოდა. გახსნისას პრობლემა არ შექმნიათ, ყველაფერი ხელმისაწვდომი და საკვირველად მარტივი იყო.
- ახლა იწყება ყველაზე საინტერესო არა?!- მეგის მეგობარი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მოუთმენლობის გამო იმდენად ახლოს მიიწია ეკრანთან,მისი უკან გაწევა მოუხდათ.

იმ მომენტში სამივეს დაავიწყდა,რომ ოთახში, უნებართვოდ იხსდნენ.
და რომ ადამიანს უფლება აქვს,გადაიკარგოს.

ნაწერები გამოჩნდა, მუქი ფონტით, დახრილი, საშუალო ზომის. არც ისე გრძელი და წაუკითხავი. არც დიდი სიტყვებით გადატვირთული. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინაწერი იყო,რომელსაც სამსახურში ან ლანჩის დროს,სადმე პარკში მიაჯღაბნიან ხოლმე. ოღონდ ეს ყველაფერი ჰაერის სიჩქარესავით აორთქლდა,როცა წინადადებების კითხვა დაიწყეს.
როგორც აღმოჩნდა მეგის, ძალიან მოსწონდა,სიტყვებით თამაში.

ნაწერზე მხოლოდ თარიღი ეწერა, მხოლოდ წერტილები.არანაირი სათაური და რამე მსგავსი.



….
არ ვიცი როგორ დავიწყო,პირველი სიტყვები კალკულუსს გავს, ვერ ამოგიხსნია და ვერაფერში ერკვევი, მაგრამ იცი, უსწავლელობა დაავადებაა და ეს ციფრებიც,შენში განვითარების ძაფებს ხლართავენ. ვერასოდეს ვიტანდი ალგორითმებს,მაგრამ როცა მათი ამოხსნა ვისწავლე, ვგიჟდებოდი ისე მენატრებოდა,როცა არ ვწერდი. მერე პარალელი გავავლე ჩვენთან, ადამიანებთან და მემგონი არის მსგავსება, თუ მწირ მეტაფორებს გამოვიყენებთ.
გვერდიდან ექო ჩამძახის ,,შენ უკვე დაიწყე,მიდი, მიაწექი“
სიხარულისა და დიდი ბიძგების ნაზავი ვარ. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვუწოდებ საკუთარ თავს. არა,არ დავიბნევი,წერას გავაგრძელებ.
ნაზავი ანუ, შერწყმული ილუზირებულ რეალობასა და ამ დამპალ, ძალით შეკოწიწებულ სამყაროს. მე ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს. არ არსებობს ადამიანი ვისაც მოწყენილობა არ უგრძვნია და არ აუკრეფია თავისი ბარგი, გაქცევის იდეით. მეც ბევრჯერ ვქენი. აი უბრალოდ ვდგებოდი, ყველაზე საყვარელ ტანსაცმელს ვალაგებდი ჩანთაში, მერე დიდი წვალებით ვტენიდი დღიურს და წიგნებს... ფაქტობრივად ჩემი სამოსი ერთი მეოთხედიც არ იყო იმის,რასაც ეს ფურცლის გროვები იკავებდნენ. ჰოდა ასე წამოვკრეფდი ყველაფერს, თავი კაფკა მეგონა, მურაკამის მოთხრობიდან.ძალიან იმედიანად ვუყურებდი მის პერსონას.
კარებს ვაღებდი სახლისას და მერე საღამოს ისევ ვხურავდი.
მე არსად გადავკარგულვარ და არც პლიაჟი არსებობდა ჩემს წინ. არც ორმაცდაათი წლის მოხუცი და არც დიდი ბიბლიოთეკა. მე დავეხეტებოდი ქუჩებში სადაც ხალხი მუდამ იწევდა ყელში წასაჭერად. ჩემი ოთახი სავანე იყო, უშფოთველობისა და განწმენდის.
სულ მგონია ხოლმე რომ არაა საჭირო იცოდნენ,როგორი ვარ. ამას ნაწერებით ისედაც შეიტყობენ, სირცხვილის დერეფანიც გაიღება და სხვა ბევრი რამ, რაც ალბათ აგრესიასაც გამოიწვევს... სურვილი არ მაქვს, წარმომიდგინონ ხატოვნად, სრულყოფილად. ამას მირჩევნია ანონიმური ფიზიკური სხეული მომარგონ და მის მიმართ იყვნენ კრიტიკული... ეს ალბათ ლაჩრობაა მაგრამ არასოდეს მითქვამს რომ ძლიერი ადამიანი ვარ,ასე რომ, ყველა აღვირახსნილი სიტყვა,შეუძლიათ მომარგონ.
ამას რომ თავი დავანებოთ, სულ არ მაქვს ისეთი გარეგნობა,დასაწერად რომ ღირდეს.

- ყველა ლამაზ გოგოს, აქვს გარეგნობის კომპლექსი. ეს რაღაც ანომალიაა- ლაშა კითხვის დროს ჩაეჩარა პოლიციელს და თვალები გაკვირვებით აევსო- ამას კითხულობთ და მგონია, ის გოგო არ შემხვედრია, ვინც გავიცანი. ძალიან დაბნეული ვარ.
- რას გულისხმობ?-პოლიციელმა დროებით თვალები და ენა შეასვენა და წყალი მოსვა
- არანაირად არ იყო მეგი, იმ ბნელ სივრცეში,აქ რომ ჩანს. პირველად რომ შევხედე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა ამქვეყნად. მას კი თურმე გაქცევა სდომებია.რაღაც ძალიან ბევრი რამ ხდებოდა,ამ ერთ ადამიანში. ან უბრალოდ საკმაოდ კარგი მსახიობია...
- იყო... შეიძლება იყო.- მეგობარმა ფეხი მუხლზე ჩამოდო,რომელიც ჯერ ისევ ვერ გამორკვეულიყო საზარელი ფანტაზიებიდან.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
კითხვა განაგრძეს.
მეორე ჩანაწერი, სამი ოქტომბრით თარიღდებოდა და დაახლოებით ერთი კვირის მერე იყო ატვირთული.

...............

დღეს დათოს დაბადების დღეა. ჩემი საყვარელი მეგობრისა და იდეაში საყვარლის. ჯერ თორმეტი არ დამდგარა, ანუ ჯერ ისევ მის დაბადებას ვზეიმობთ. უბრალოდ მე ცოტა გათიშული ვარ, ხელში მალბორო მიჭირავს და მოწევასთან ერთად, ყავასაც მივირთმევ. მეცინება, ისე შეიცვალა ყველაფერი. მე და დათოს სექსუალური ურთიერთობა გვაქვს,მაგრამ შემიძლია დავიფიცო, ისიც კი არ იცის,როდის მაქვს დაბადების დღე.

- ოცდაშვიდ იანვარს...- დათოს უნებურად წამოცდა და მაშინვე მიყუჩდა.

ხორციელი,ბინძური,მანიპულირებადი... ნეტავ რას ფიქროთ ჩემზე? იცით,როცა ადამიანი მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობს და ეს არ გამოსდის, უმოქმედობა ლომკაში აგდებს. ამიტომაც გადავსხვაფერდი,ყოველ შემთხვევაში ძალიან ვეცადე. თვრამეტ წლამდე სულ არ ვიცოდი რა იყო ფიზიკული ლტოლვა. ხომ გითხარით, წიგნებითა და ფანტაზიებით ვცხოვრობდი, ჩემში ყველაფერი გადაკეტილი და უმოძრაო იყო, ქანდაკებასავით ერთ ადგილას ჩასმული, ზემოდან ბეტონდასხმული და მომცინარი. ძალიან საცოდავი მოკლედ.
მაგრამ აი, ცოტა ხნის მერე, როცა არაფერი გამომდიოდა და აუხსნელ გემოს ვგრძნობდი პირში, ადამიანებზე დაკვირვება დავიწყე. მათი ქცევები და მახასიათებლები დავაკოპირე, ეს თითქოს ნორმალურობის განცდას მიჩენდა, მე კი ეს, ყველაზე მეტად მჭირდებოდა იმ პერიოდში. ეს იყო, ჩემი მომავალი ,,გაძლებითი“ ცხოვრების გარანტი.

გოგოები ბევრს მელაპარაკობდნენ ორგაზმსა და სექსზე. პირველად საკუთარი თითებით, ცხრამეტი წლის ასაკში დავკმაყოფილდი.არ შემიძლია იმ განცდის აღწერა, მაშინ რომ შემიპყრო. თითქოს რაღაც ახალს და ჭუჭყიანს ვეზიარე. თითქოს აღსარების თქმის უფლება ჩამომართვეს.

ვიცი, ეს ძალიან ინტიმურია და წესით არც უნდა ვწერდე. მაგრამ თქვენ ხომ არ იცით ფიზიკურად როგორი ვარ ( აი სად გამომადგა თავშეკავება),ასე რომ ვერც შეურაცხმყოფთ რადგან ვერ წარმომიდგენთ...
მერე ეს ხდებოდა გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად.
შემდეგ რაღაც ახალ ტალღაზე გადავედი. უბრალოდ ლამაზ, ეროტიულ ფილმებს ვუყურებდი. თითქოს უკვე არსებული ვერ მაკმაყოფილებდა და ამიტომაც შევასუსტე. კვირაში მხოლოდ ერთხელ მახსენდებოდა... ეს ცოტა უჩვეული იყო,რადგან ის პირველი განცდა ახლაც მკაფიოდ მახსოვს...
მინდოდა კიდევ, კიდევ, დავმსგავსებოდი ყოველდღიურ ადამიანებს.
ამაში დათო დამეხმარა... და ეს მოხდა... ჰო, სწორედ ამ დღეს...

ძალიან ბევრი დავლიე.
კრემისფერი, ამოღებული ზედა მეცვა, ეუცხოვათ. შემათვალიერეს. შავი, გამოყვანილი მოკლე შარვალი,მუქ კოლგოტზე და მაღალყელიანი,შინდისფერი ჩექმა. მართლა ლამაზად ვიყავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმ დღეს, ალბათ, მე რომ ისევ იმ ტემპში მევლო და ისევ მხოლოდ იმაზე მეფიქრა როგორ დამეღწია თავი ამ სულისშემძვრელი სიტუაციიდან, ოთახში გამოვიკეტებოდი, პიცას შევუკვეთავდი და თავბედს ვიწყევლიდი. მაგრამ არა... მე კლუბში ვიყავი, მეცვა საოცრად გამომწვევად და მუსიკას ტანს ვაყოლებდი.
აი ამ დროს ვიგრძენი დათოს ხელები, წელზე...“

- ვეღარ ვცნობდი- მეგის მეგობარი უნებურად ჩაერთო კითხვის პროცესში- გამაგიჟა იმდენად ლამაზი იყო.
- აი დაახლოებით ასეთი მეგი გავიცანი...- ლაშა უფრო და უფრო შედიოდა აზარტში.

,, მე მინდოდა შუქი ჩაგვექრო და ისე ყოფილიყო. მან კი ამოიხვნეშა ,,აუ რა გოიმობააო“,ამიტომ აღარ ვიგოიმეთ. მრცხვენოდა თავიდან სანამ გავიხდიდი. რთულია დამშეულ ადამიანს გრძნობდე და მაინც მისკენ ილტვოდე. მე კი უნდა განმეცადა, ყველაფერი ჰარმონიულ ყუთში ჩამეტენა...
მას სამოსი არც გაუხდია, ყველაფერი ჩემით გავაკეთე.
არ მქონდა არც პრელუდია და არც საკმარისად სველი ვიყავი. ეს იყო ყველაზე დიდი სიმშრალე,რაც ცხოვრებისგან მიგრძვნია.
აი მანდ მივხვდი, უშინაარსო სექსზე მოსაწყენი არაფერია.
აქტის ბოლოს, მხოლოდ ერთი გრძნობა ჩამრჩა-ზიზღი“

- შე ძუკნა !- მეგის მეგობარმა მთელი ხმით დაიღრიალა და მისი ერთი სათამაშო კედელს მიახეთქა - არ ყოფილა სველი თურმე.დაემთავრებინა მაშინ იქვე, რაღას იმიტირებდა. რეებს იხსენებს... კიდევ რას მოჩმახავს,რა საინტერესოა. გამაუპატიურაო, ჯერ არ დაუწერია?
მაგის მერე რაღა იყო ნეტა? საინტერესოა ერთი, რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან თუ ვერ ვაკმაყოფილებდი?...

ბიჭებმა არ შეაწყვეტინეს,ეს იგივეა, სასიყვარულო დრამა შეაჩერო,რომელსაც მომტირალი გოგონა ყვება...

,, ყველაფერი საიდანღაციდან იწყება ხომ ასეა. არაფერს არ აქვს დანართი, არც ინსტრუქციები გამოიყენება. რა ვიცოდი, ეჭვიანობას ამდენი რამ თუ შეეძლო?! რამე სხვასაც დავარქმევდი, საშინლად ვერ ვიტან ამ სტაბილურ სიტყვებს... ამის მოყოლა იქნებ მაგალითად გამოადგეს ვინმეს, მართლა ჰაერზე კი არ ვწერ... არასოდეს არავინ უნდა დაიჯეროს, რომ აღმოჩნდება ის უნიკალური, ვისაც ურთიერთობაში გაუმართლებს და სხვას არ გააბახებენ გვერდით ოთახში, როცა შენ შემოსასვლელში, დივანზე წევხარ... არ გეყო იმ დღეს ერთი ერექცია, ბატონო დავით? ხომ შეგეძლო, იმ წამს მაინც დაფიქრებულიყავი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რა გავაკეთე, რა ,,კარი გავხსენი“, რა ვიგრძენი. ეს პირველი იყო, ამისთვის მაინც ხომ მეკუთვნოდა ერთდღიანი თავშეკავება. სულ არ მინდოდა ბაბუაწვერებით გადაჭედილ მდელოზე, ბეთჰოვენის ,,ერცჰერცოგის“ არიის მოსმენის ქვეშ დავკავებულიყავით ამით, მაგრამ შამპანიური და რამდენიმე თბილი შეხება მაინც არ იმსახურებდა იმას რომ იმ წამს, იმ კონკრეტულ წამს მაინც ყოფილიყავი ჩემი ერთგული?
გეგონა რომ გათიშულს მეძინა, მაგრამ ყველაფერი გავიგე. რთულიც იყო არ გამეგო, ის გოგო მარტის კატასავით კვნესოდა. მაგრამ დამიჯერე, გულწრფელად გეუბნები,როგორც შენი მეგობარი და მესაიდუმლე... ყველაფერი სულ არ იყო ისეთი,როგორც შენ გგონია... ის გოგო ალბათ... ალბათ უბრალოდ ძალიან დათვრა და ყვირილი მოუნდა. არა?!“

დათო გაწითლებული და შეურაცხყოფილი იდგა ერთ ადგილას და თავს უშინაარსოდ აქნევდა. ბიჭები ცდილობნენ არ შეემჩნიათ,მაგრამ მაინც გამოსჭვიოდა მათი თვალებიდან, კონკრეტული ზიზღი...
- იქნებ მაგ ყველაფერს გადავახტეთ? აუცილებელია ყველაფრის წაკითხვა?
- ნებისმიერ წინადადებაში შეიძლება რამე მნიშვნელოვანი ვიპოვოთ- პოლიციელმა მხრები აიჩეჩა- ასე რომ კი, აუცილებელია.

,, შენს დაბადების დღეზე მეტი არაფერი მეთქმის. შენი სახლიდან გამოვვარდი, თვალები ცრემლით და იმედგაცრუებით მქონდა სავსე, გეგონება მნიშვნელოვანი გვქონოდა რამე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი სიცხადესა და იმ წამს აღქმულ, სახეში შემოყრილ ტალახს. იმ ყველაფრის მერე, კიდევ რამდენჯერმე ვიწექით ერთად მაგრამ დამიჯერე... ეს სულ არ იყო ისეთი,როგორც ის გოგო აშარჟებდა...
იმ აზრთან შეგუება რომ... ,,აი მოდი მეგი, სხვებს დავემსგავსოთ“ ძალიან უხეშად განხორციელდა. ყველაფერი მქონდა, ყოველი სიბილწე და მიწიერება შემოვუშვი ჩემში მას შემდეგ... გავსინჯე ექსტაზი, მოვწიე პლანი, დავდიოდი გასართობ ივენთებზე. ვცდილობდი, ჩემი მარტოსული სამყაროს სიკვდილს...
ძალიან ცოტას ვიცნობ, ვისაც ასე უნდოდა საკუთარი თავისგან-თავის დაღწევა.
შენ არაფერს გაბრალებ, საერთოდ არავის ბრალი არ არის. ისიც არ მწყინს, შენგან მოსაწვევი რომ ვერ მივიღე. დარწმუნებული ვარ, მანდ ჩემთვის ადგილი არ არის... არც დივანზე და მითუმეტეს არც საძინელებში...
ეს დღე ძალიან ჰგავს, მოუცლელ სიმშვიდეს. მთვარე ნახევრად ანათებს და ხეები არ ირხევიან, ნიავიც არ იძვრის.
მოდი მე მოვწევ და დავიძინებ.
გილოცავ საყვარელო.“

პოლიციელი სკამზე გადაწვა, ანერვიულებული და ჩაფიქრებული იყო.
სამივე დუმდნენ.
შემდეგ წინ წამოიწია და ქვემოთ დასქროლა.
კიდევ რამდენიმე მინაწერი იყო.

....

,,მშვიდი დღეა. შუაღამის ოთხი საათია, სადღაც...
ზედმეტად იდეალურადაა ყველაფერი იმისთვის,რომ შევიშალო. რამე სხვა დრო მჭირდება რა. მანამდე შთაგონების წყაროს ვეძებ და devendra benhart- saved-ს ვუსმენ.
იმის განცდა გქონიათ, რომ ყველაზე მსუბუქი ბუმბული ხარ ამ ქვეყნად,რომელიც ყველაზე მახინჯ თოლიას მოსძვრა? რა გინდა გააკეთო,როცა ამის გააზრებას ცდილობ და შენს სანიშნეს არგებ?
ეგოზე ალბათ გსმენიათ. ეს არის ყველაზე სურეალისტური და მატერიალური ჩემთვის,რომელიც ქვემოდან ამომძახის როცა თითქმის მკვდარი, საწოლზე ვწევარ.
საკუთარი თავის დახარისხებას ვაგრძელებ
,,შენ, ყველა ადამიანში სიმშვიდეს ეძებ.ცდილობ მათში განვლილი წამები შეიყვარო.ცდილობ სიყვარული და სინდისის ქეჯნა,ერთმანეთს შეერწყას. შენ ცდილობ ფეთქებადი წრე მოხაზო და მის შიგნით ჩადგე.არ არსებობს სიხარულის ილუზია,ეს რეალურია. კი, ეს არის რეალობა,რომელსაც ვერასოდეს ეღირსები. ძალიან გიჭირს შეიგრძნო ყველაფერი,რაც სუნთქავს და რაც გასუნთქებს.“
- აი ამ რევიუს მერე, თავის მშვიდებას ვიწყებ. ეს საფეხურებრივია.

,, მწვავე კაპილარი მხოლოდ დროებით მიედინება მტკივნეულად. მალე სიცხე შეწყდება,სიმშვიდე დაისადგურებს,ვნებები დაცხრება.შენ ეძებ გამართლებას და გამართლება გპოულობს შენ...
ღამის ნისლი უმუხტოდ მიედინება და სხეულს გითბობს, მკერდზე გკოცნის,კერტებს ეხება. (იმას აკეთებს,რაც დათოს არასოდეს შეეძლო) მელანქოლია სისუსტა როცა დედამიწას ჩაბნელებული ჩრდილი ედება. შენ ეწევი და ბოლში ახვევ უხერხულობის განცდას. იპოვე ის,რაც არის. იპოვე შენი სხეულის მხურვალება,იპოვე გამართლება ყოველი წამის. შენ არ ხარ ის,რაც არიან. რაც უნდა იყო. აიწიე თმა და ეცადე გაიაზრო, რა ლამაზი ხარ. „

შემდეგი ნაბიჯი, ზღვარს გასული ჭმუნვაა.
საწოლზე ვწევარ, მუხლებს ვატყუპებ და ისე ახლოს მიმაქვს ჩემთან, ტუჩებით ვეხები.
,, მე ყველა მხრიდან იზოლირებული ვარ. ზოგჯერ ამის გამო უსუსრობას ვგრძნობ,ვიხუთები. ვიცი,ყველაფერი წარმავალია და ყველაზე უარესიც კი, თავის ისტორიას უკან ტოვებს. კი, ისიც მომისმენია რომ ფსიქოლოგია საჭირო,რადგან ასოციალური ტიპი ვარ,განდეგილი. ეს ტოვებს განცდას,რომ ყველა მძულს. ზოგჯერ მეც კი, ბევრი რამ მეჩვენება კონტექსტიდან ამოვარდნილად. როგორ შემიძლია დავწვე,საძულველ პიროვნებასთან?მაშინვე გული ამერეოდა. საწოლში ყველაფერი ნორმალურადაა,იმის იქეთ კაცმა არ იცის. შენდა გასაკვირად, ისინი დაგდებენ ბრალს სიუცხოვეში, ვისაც ყველაფერი მიეცი,რაც შეგეძლო.
ყელში მინდა ხელი წავიჭირო და ყველა ბანალური ბგერა ამოვუშვა.ყველაფერი გვერდიდან უმარტივესად ჩანს. როგორი უმადურია მეგი,მისი მეგობრები ისე ცდილობენ... ის კი დიდი ძუკნა ვინმეა. ატომური ბომბი რომ მქონდეს, ჩემი ყველა სურვილი წამებში გასცდებოდა ჰორიზონტს. ძალიან მიხარია რომ არ მაქვს.“


დაძაბულობა,დაძაბულობა,დაძაბულობა.
მხოლოდ ამის სუნი იდგა ოთახში.

...........

,,დღეს ათი ნოემბერია, შუაღამე. საათი ზუსტად არ ვიცი, მეზარება შევხედო.
დეჟავუ მაქვს.
მიოცნებია ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, მეჭამა კრუასანი დილით, ყავასთან ერთად, მომეყოლა სასიყვარულო ისტორიები და ანთებული თვალებით მივხტომოდი ყველა ჩემს უდიერ სურვილს, უყოყმანოდ... არა იმიტომ რომ სხვებს დავმსგავსებოდი, უბრალოდ ყოფილიყო წადილი რომელიც მისკენ მექაჩება და სიხარულის განცდას მიჩენს.
მაგრამ არა. - არა !
მე სულ უნდა ვიქექო თავი.
სულ უნდა ვიჭყლიტო ტვინი იმაზე, აქ როგორ გავძლო. ეს სულ იქნება.
ლაშა...“

თავისი სახელის გაგონებისას, მსახიობი საწოლიდან წამოხტა და ლეპტოპისკენ წავიდა.
მღელვარებას მოეცვა მთლიანად.

,, ჩემო პირველო წამიერო სიყვარულო. როგორ გინდა რომ თქვა,ან როგორ გინდა რომ დაიჯერონ. ფაქტი ფაქტად რჩება, როცა დაგინახე გადავწყვიტე რომ მიყვარდი. ეს იყო მარტოსული ადამიანის გმინვა, ცარიელ ოთახში,რომელიც თუთიყუშს ელაპარაკება და ტირის. მე სხვა არავინ მყავდა იმ წამს, მაგრამ შენ იგრძენი ბევრი ხალხი ჩემს ირგვლივ. და ეს მოხდა იმიტომ (!), რომ მე უკვე პროფესიონალი ვიყავი. პროფესიონალი გადაკეთებასა და მორგებაზე...
ის საუბარი, ის ღამე და ყველაფერი რაც იყო.
მადლობ.
როცა ჩემკენ წამოხვედი და ხელი გამომიწოდე ვიფიქრე, დამცინის, რა უნდა?! ისედაც ასე ვარ. ასე უსუსურად. კიდევ რა არის საჭირო?
შენ იყავი საჭირო.
შენი წამიერი შეხვედრა იყო საჭირო.
ჩემი ბედნიერ ადამიანად ქცევა იყო საჭირო.
მერე რა რომ ეს საათები გაგრძელდა და მერე ისე აორთქლდა,როგორც ცხელი წყალი, რომელიც მადუღარაში ჩარჩათ?
მე არასოდეს მავიწყდებოდა გაზის გამორთვა, რადგან თავადაც ჩავრჩი ამ საშინელ ადგილას და ვიცი ეს რა გრძნობაცაა. ამის განცდას უსულო და უგრძნობი ნივთიც არ იმსახურებს.
შენ ჩემი ინსპირაციის წყარო იყავი, ჩემი მიმართულება.
ჩემი მფარველი ანგელოზი.
გახსოვს თეატრი? რა სულელური სპექტაკლი იყო. ყველაზე ფუჭი ორი საათი. თუმცა ანტრაქტზე, სახე ჩემკენ მოწიე, შენი ტუჩები ვიგრძენი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო და მე ჩავთვალე რომ, ეს იყო გადარჩენის სურნელი. ორ სამყაროს შორის გაჭედილი ადამიანის, ბოლო ამოსუნთქვა. თუ შენ ვერ იგრძენი, თუ ამხელა მნიშვნელობას ვერ მიანიჭებდი შენს თავს, მარტივად გეტყვი, არც იყო საჭირო. ორმხრივი გრძნობა არავისთვის მითხოვია,რაღა შენ გთხოვდი?...
,,ჩამიყარე ბედნიერების მარცვლები და აორთქლდი“-ეს იყო ჩემი პირველი ჭეშმარიტი ასოციაცია,შენს მიმართ.
იცი,ღიმილი არ მოგშორებია სახიდან.
მინდოდა მეთქვა,გამეფრთხილებინე ყველაფრის შესახებ. შემეხსენებინა რომ დედამიწა ყველაზე ბოროტი ადგილია ამქვეყნად.რომ ჩემი პათოლოგია შეიძლება შენც გადმოგედოს. რომ უსამართლობა არ უნდა გაგვიკვირდეს,რადგან თავად ვართ ის,რაც გვძაგს.აქ მთავარი პრობლემა ჩემი შიზოფრენიკობა არ არის, ეს დეჟავუა,ყოველი წამი განმეორებადია.
ვიცი ოდესმე მეც გამიგებენ.
ჩემს არეულობას და ქაოსურ ატომებს გაუგებენ.
მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერს იტყვის.
ყველაფერი დოგმაა. რადგან, ყველაფერი დოგმაა.

დღის ბოლოს, როცა შენი სახლიდან ჩანთააკიდებული, დაღლილი სახით გამოვდიოდი, შემაჩერე და ხმადაბლა მითხარი:,, კიდევ რომ არ გნახო,შევიშლები“.
მე კი გითხარი- ,,არა,პირიქით. ეგ რომ მნახო, მაშინ მოხდება.“
ყველაზე სასაცილო და ალბათ დასამახსოვრებელიც ის არის,რომ დრო გავა, ფოთლები ისევ ქამელეონივით შეიცვლიან ფერებს,სუსხიც მაშინვე გათოშავს ვარდისფერ ხელის გულს. მაგრამ შენი მელანქოლია გაივლის, მალევე გამაყოლებ მწვანე, აბრაჩამოხეულ ნავს და წამიერადაც არ მოგაგონდება ჩემი სახე. სახე კოცნისა და მოფერების მომენტში. ტირილისა და ზღვარგადასული ემოციის დროს.ყველაფერს რაც ახლა (შესაძლოა) გყინავს,ობი მოედება,თაფლივით ჩაიღვენთება და ინდიფერენტულობას გაგიმძაფრებს.აი მე კი, იგივე დავრჩები. ჩვეული ტკივილითა და მოგუდული ამოსუნთქვით.და არასოდეს არ იქნება ჩემი ფიქრები გაფილტრული,ნაკლებად სარისკო.ისინი სულ იარსებებენ.ბოლომდე მიაწვებიან,არ დამინდობენ.ამას ვგრძნობ,მაგრამ შიში არ მიპყრობს. ეს უფრო ბუმერანგია.ყველაფერი უკან მიბრუნდება,რაც გავეცი.“


ლაშას თითები თვალებთან მიეტანა და არწამოსულ ცრემლებს იშორებდა თვალებიდან. ცოტაღა იყო საჭირო, პატარა ბავშვივით მისულიყო სადმე კუთხეში, თავი შპალერზე მიედო და ხმამაღლა მოერთო ტირილი, მაგრამ ამ წამს, როცა მკაფიო ფაქტი მის ყველა ფიზიკურ და სულიერ ზონას მისწვდა, არ დაუკარგა თავშეკავების განცდა.

.............

,, დღის მეორე ნაწილი.
გუშინ ვეწეოდი და ვფიქრობდი, ყველა ნაგვიდან თაიგული როგორ შემეკრა.
არა ხო, სწორად გესმის, ლაშა შენ ყველაზე დიდი ნაბი*ვარი ხარ ამქვეყნად.

- შენ ჩემ ქმართან წევხარ?
- არა, თქვენი ქმარი, წევს ჩემთან.“
გავუთიშე.
და შემრცხვა.
სრულიდან შიშველს.
ვიდექი ოთახის ცენტრში,შენ კი სააბაზანოში,რაღაცას ღიღინებდი.
შვილიც გყოლია,ვნახე სურათები.
ლამაზი ბავშვია.
უბრალოდ არ მესმის, აპირებდი კიდევ რამეს?
შენ ჩემთან *იმაობ,როცა შენი შვილი ფიგურებით სახლებს აწყობს და ცოლი საჭმელს გიმზადებს.

ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ამ დროს შენც გამოხვედი. ხელები წელზე შემომხვიე, ყელზე მაკოცე და მე ვიგრძენი,რომ სითბო სისასტიკეა,რომ ამ სისასტიკეს შეუძლია სისტემა შექმნას,რომელიც ყველა ეულად მოსიარულეს დაიმონებს, ისე შეიბამს ყელზე,როგორც ძაღლს აბამენ სახელურს.
მე ვიყავი ყველაზე პატარა რგოლი და ყველაზე დიდი სიცარიელე.
ვერაფერი ვეღარ გითხარი.
მერე წავედი და...
აღარ დაგირეკავს.
მადლობ.
რადგან აღარ მინდოდა წარმომედგინა შენი შვილის სახე, როცა ზურგზე გადაბრუნებული ,,მიხმარდი“...“

მეგობარი შეცბუნებული სახით იდგა, მზერა ერთი კონკრეტული ადგილისთვის მიემართა და ვერ ესმოდა ვერაფერი, გარდა ლაშას ღრმა სუნთქვის.
იმ პატარა ოთახში, დანაშაულის განცდა, ლავასავით ამომსკდარიყო და ყველა ამოეწვა.

პოლიციელმა უკვე აღარ იცოდა,როგორ შეჩერებულიყო.
ეს ისეთი სიტუაციაა, დასასრულის შემდეგაც რომ უნდა ჩაუყვე ბლოგის ნაწერებს.
ხვდებოდა რომ ხმამაღალი გამოაშკარავებით, ორივეს სტკენდა, მაგრამ ეს საზღაური იყო. ეს დამსახურებული იყო.
ჩაახველა და კითხვა განაგრძნო.

.............

,, ბავშვობის უაზრობა მხოლოდ გარემოებებიდან არ იყო გამოწვეული.ეს რაღაც ბედისწერას გავდა.დოგმებად იყო დაკანონებული,რომელიც დროსთან ერთად ხორციელდებოდა.აი მაგალითად, პირველად სამი წლის ასაკში მცემეს.ყველაფერი შავად მახსოვს,მაგრამ ხმაც საკმარისია,რომ გამახსენდეს.ბევრი ვიტირე,ძალიან ბევრი. დედაჩემი კი კარტოფილს თლიდა სამზარეულოში.აი ამ დღეს ვეზიარე ჭეშმარიტ სილურჯეს.
შემდეგ, წლების შემდეგ რა თქმა უნდა,სკოლაში ყველაზე ჩუმის და მორიდებულის სახელი სულ არ ყოფილა ხელსაყრელი.თავადაც იცით, პატარა,ბოროტი ბავშვები,ამას როგორ იყენებენ.აღარ განვავრცობ.მაშინ ეს ტრაგედია იყო,ახლა კი დაძველებული შარფია სარდაფში.
არა,ეს არავის ბრალი არ არის.
მითუმეტეს ჩემი მეგობრების,რა სისულელეა.წარსულში ყველას რომ გაუმართლოს,მომავალი აღარ იარსებებდა,იქნებოდა მხოლოდ აწმყო და წარსული.აღარავინ იფიქრებდა ,,რა მოხდება“,ეს იქნებოდა უაზრო სიტყვები. მე როცა ბედნიერი ვიყავი, მომავალზე სულ არ ვფიქრობდი,არც მახსოვდა თუ არსებობდა.აი დეპრესიის დროს, როცა ჩემი რომელიმე ნაცნობი, ბო*ად და გიჟად მომიხსენიებდა,მაშინ კი ნამდვილად ვფიქრობდი,როდემდე გაგრძელდებოდა ეს გულისრევა.დაღლილობა მიმთოშავდა და არაფერზე ვფიქრობდი, გარდა მომავლისა“.


ეს ბოლოა- პოლიციელმა მორიდებულად დაარღვია სიჩუმე- იმედია, ეს მაინც მოგვცემს რამეს. მაგრამ...

თავი გააქნია და ორივეს მალულად შეაპარა თვალი
- მაგრამ იქნებ ამანაც, ბევრი რამ მოგვცა?... მე არა. ჩემთვის რა უნდა ყოფილიყო. აი თქვენ... თქვენ მემგონი ბევრი რამ მიიღეთ.
- თუ დანაშაულის გრძნობას უმიზნებ, კი, ჩვენ მისი ცხოვრება ცუდ ეტაპებად დავყავით, მაგრამ ეს არ აძლევდა უფლებას,ასე საჯაროდ მოეთხოვა პასუხი. ჩვენთან საუბარიც საკმარისი იყო.
- და მოვუსმენდით ხო?- მეგის მეგობარმა, აღტკინებულს, საუბარი შეაწყვეტინა- არა,არ მოვუსმენდით. ამ დამპალ სამყაროში თვითგადარჩენის განცდა არსებობს. ეს გვამართლებს მარტო. ის გვამართლებს რომ გამორჩეულები არ ვართ.

რამდენიმე წამიანი პაუზა.
შემდეგ საუბრის გაგრძელება.

და აი, პირველი სათაურიც.

,,ბოლო ნაბიჯი“( ავტორიც,რეჟისორიც,მთხრობელიც, სცენარის ავტორიც-თავად)

,, ეს ჩემი ბოლო პოსტია.
არა, თავს არ ვიკლავ. რა მოსაწყენები ხართ. უბრალოდ მინდა ერთხელ მაინც განვიცადო, საკუთარი თავი.
ერთი ადგილი მოვნახე. ქალაქგარეთ. მისამართს დავტოვებ, თუ გინდათ,თუ გამოგადგებათ.
შერლოკ ჰოლმსობა ვისაც მოსწონს, ლუდს დავალევინებ, იქ საკმაოდ დიდი დრო მექნება, ბევრი რამის დასაწყობად.
ალბათ,როცა ამ ნაწერებს წააწყდებიან, მე ჰამაკში ვნებივრობ და ჰემანგუეის ვფურცლავ. რა მაგარია.
შემოდგომის სიცივე ფილტვებში მილამუნებს და უკნიდან მეხუტება. ბუნება ყველაფერია, რასაც ვთელავთ და გვერდს ვუქცევთ-ისაა ყველაფერი.
გარკვეული პერიოდი ვიქნები აქ.
მერე ალბათ ჩამოვალ. ალბათ არა-ჩამოვალ. და ვიცი, შეცდომები აღარ იქნება,შეცდომებმა თავიანთი თავი ამოწურეს.
სულ რომ არაფერი, არსებობს კიდევ რამე შეცდომა,რომელიც არ დამიშვია?
თქვენ ყველამ, უნდა გააკეთოთ ეს.
შეცდომები დაუშვათ.
ამის მერე უფრო იოლია, შენი *ირობა გაიაზრო და შეიმეცნო.
მე მივდივარ ჩემი თავის შესასწავლად.
ჩემი სიგიჟის გასათავისებლად.
მოსაწევად.

ბუხრის წინ, დიდი სავარძელია, რომელზეც ძველი, მოქსოვილი ნაჭერი აფენია.
მე ვისკის ვსვამ და გულიანად ვიცინი. თქვენ შერცხვით, თქვენ ყველა შერცხვით (!).
მერე რა რომ, იმ მისამართს რომელსაც დავტოვებ, ყველა უგულებელყოფს.
მერე რა რომ, მხოლოდ ამ დღეს გექნებათ სინდისის არსებობის განცდა.
მერე რა რომ, არ გამიმართლა.
სიბოროტის განცდა არ იღვრება, სიბოროტე არ მიქერცლავს გულს.
ესაა მთავარი.
ანგელოზი აღარ ვარ,მაგრამ არც ის მინდა უბედურება ვუსურვო ვინმეს.
შენი ცოლი მომიკითხე,ლაშა. ჩვენი წამიერი პაემანი, ყველა შოკოლადზე ტკბილი იყო“.

<<


მისამართზე,რომელიც პოსტის ბოლოს ეწერა, არავინ მისულა.


(,,იცეკვებ ჩემთან ერთად?“)

ადრე იყო... თუ გვიან აღარ მახსოვს. ალბათ რამდენიმე წელი იქნება გასული. დროის აღქმას ვკარგავ, საკუთარ თავს ვკარგავ... სინათლის სიჩქარით ვშორდები.
მოკლედ არ ვიცი, ალბათ რამდენიმე წლის წინ, რაღაც მოთხრობა წავიკითხე. ვთვლი რომ არსებობს წამები როცა ნებისმიერი სიტყვა, წყლით სავსე ჭიქასავით დაგიდგება გვერდით და სიმშრალეს გაგიქრობს. ბოლო დღეები ამ მოთხრობაზე ვფიქრობდი. მისი კითხვის დროს ყველაზე მეტად მჯეროდა საკუთარი თავის და ყველაზე მეტად-ამ სამყაროს შესაძლებლობების.

როცა ცუდად ვარ,ვიხსენებ. თვალები ამენთო, ვიფიქრე ვსო- აი შევიცანი ყველაფერი და მთელი ცხოვრება ვიმყოფინებ.
საჭმლის ნარჩენები მიყრია საწოლის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებ რომ არაფერი გავაკეთო. ჩემ თავს წინ ვაყენებ და ვეუბნები- აი შენ რომ უფრო კარგი იყო...

<<
-და ისევ წერტილებს ითვლი კედელზე.

ვიღაცამ ჩამიქროლა, შევხედე, ვერ ვიცანი.
-თავიდან მართლაც ასეა ყველაფერი- თვალი წყვილისკენ გამექცა- ასე იდეალურთან ახლოს. შენ ახალი ხარ და ასევე ახალი სუნი აგდის. მერე კი ყველაფერი ტრიალდება, ყელზე გეხვევა და სუნთქვას გიკრავს. თავიდან კოცნა სასიამოვნოა. მერე კი... რაღაც რიატუალივით მეორდება.
- გინდა თქვა რომ ყველა სიყვარული მთავრდება?
- მე უფრო ვფიქრობ რომ სიყვარულამდე არც მიდის...
ორივეს გადაგვიარა ღიმილმა.
მე კი ჯერ ისევ არ ვიცოდი,ვინ იყო მოსაუბრე.
-ცოტა რთულია შენი ნათქვამიდან აზრის გამოტანა- გაიკვირვა- მაშინ საერთოდ საიდან გაჩნდა სიყვარულის ცნება?

- ოცნებიდან.

ვთქვი დარწმუნებით.
-ცუდი გამოცდილების სუნია...
- შეიძლება- გამეღიმა-ერთი ვერსია მეორეს არ გამორიცხავს.

Max Richter – November
გაისმა.
სასიამოვნოდ გამაკანკალა და ჩემ თანამოსაუბრეს უნებურად ხელი ჩავჭიდე.
_ეს რა ნიშნავს?
-ნდობას.
- ხელზე შეხება ყოველთვის ნდობას ნიშნავს?
- გულწრფელი ჟესტია. ყველაზე უსუსური ჟესტი ამქვეყნად. მე შენ გენდობი-მომეცი შენი ნდობა მეც... მიპასუხე ხელის შეხებით.

და ისიც ხელს მიჭერს. შემდეგ ტუჩებთან მიაქვს და კოცნის.
მის სახეს ვერ აღვიქვამ და მხოლოდ ტუჩების სიცხელეს ვგრძნობ.


-გაკვირვებული ვარ.-ამბობს ჩუმად- შენი ხელების გამო. შენი შეხების... გინდა გარეთ გავიდეთ? ეწევი?

რამდენიმე წუთის შემდეგ გარეთ ვართ. იმ ოთახიდან საიდანაც გამოვედით, ისევ იგივე მუსიკა ისმის და ოდნავ სინათლე ჩანს. ცივ ჰაერს ვისუნთქავ და დაუფიქრებლად მეც ხელზე ვკოცნი.
სიგარეტის კვამლი,ორივეს თავის ბურუსში გვახვევს...
-როცა რამე მტკივა, არ ვიღებ ტკივილგამაყუჩებელს. როცა მეკითხებიან რატომ ვიქცევი ასე,ვპასუხობ რომ ფიზიკური ტკივილის დროს, სულიერი ტკივილი ისე აღარ ჩანს.
- თვითდაზიანებას ამართლებ?
- ეგ მხოლოდ სუსტი ადამიანებისთვისაა. მე ბუნებრივ ტკივილს ვამართლებ. ბუნებრივ ბრძოლას... თუ რამე კარგი დამიწერია-ყოველთვის ტკივილის დროს.
- მესმის...
- ტკივილი მონატრებას აქრობს. საუბრის სურვილს აქრობს, რაღაც დოზით გრძნობებსაც. ტკივილი აქრობს ყველაფერს... სხეული მტკივა და ჩემ თავში ახალი დიალოგები იწყებენ ბრუნვას.
-იქნებ უბრალოდ მაზოხისტი ხარ?-
ორივეს გვეცინება და ამაღლებულ ადგილას ვჯდებით, სადაც საფეხურებით უფრო მაღალ ადგილას ადიხარ. ზემოთ ხალხი ჩანს. ჩვენი საყვარელი, ყოველდღიური, მოძრავი,ჰაერის გამნაწილებელი მასა...

-ისინი გიყვარს?-ხალხისკენ მანიშნებს-ადამიანები...
-მე ყველა მიყვარს, გაუცნობიერებლად.
სევდანარევი სახე და ისიც ზუსტად ამით მპასუხობს
-მაგრამ ისინი სათანადოდ არ გპასუხობენ.
-სათანადო პასუხი... არა. არ მჭირდება... იმითაც კმაყოფილი ვიქნები,ის დაინახონ,რაც ჩანს.
-და რა ჩანს?
-მე ვჩანვარ. მე ვარსებობ... მინდა შემომხედონ და გამიცნონ. ხელი მომკიდონ და მაკოცონ.
-ძალიან მიკვირს...
-ბედნიერი ადამიანები მომწონს-ვეუბნები წამიერი შეჩერებების შემდეგ- ვიცი რომ, ეს ხელოვნური მდგომარეობაა. ილუზია კი მაინც ჯობს იმას,რასაც ხედავ... და მომწონს. მომწონს როგორ იღიმიან, მომწონს მათი გაცისკროვნებული სახე,დაბნეული მოძრაობა. ხმამაღალი სიტყვები და ანთებული თვალის გუგები.მომწონს ყველაფერი...
-შენ ბედნიერი ხარ?-
-არა. ბედნიერების მდგომარეობას არ ვიცნობ... შეიძლება ვიყავი და ვერ გავიგე. ყველაფერი რთულია რისი შეცნობაც არ შეგიძლია. ყველაფერი რაც ამაზე იწერება და დაიწერება... ყველა ნააზრევი... და რა საჭიროა თუ ეს ნამდვილად არსებობს... რა საჭიროა ეგ დათბილული განხილვა.
-მაინც ამბობ რომ მათი ბედნიერება წარმავალია?-ეს მკითხა და იმ ფანჯრისკენ აიხედა,საიდანაც სინათლე ჩანდა.
-ძალიან ბოროტულად ჟღერს?-ვამბობ დამწუხრებული. ის თავს მხარზე მადებს. თმის სუნს ვგრძნობ და მეღიმება.
- იცი რაზე ვფიქრობდი როცა გამოგელაპარაკე?- მკითხა
- არ ვიცი... საიდან უნდა ვიცოდე.
-ვიფიქრე რომ ყავაზე დაგპატიჟებდი და ჩემთან სახლში წაგიყვანდი.

-რამე ისეთი მითხარი,რაც არ იყო მოსალოდნელი. ვიცი რომ ჩემთან დაწოლა გინდა... გინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ რამე ისეთი მითხარი,რამე არახორციელი... გასახსენებელი. მინდა დავწვე და ვიფიქრო იმაზე რაც თქვი. რამე ისეთი მითხარი რომ არ მომიწიოს მისი აზრობრივად დამუშავება. რამე მარტივი და ეჭგარეშე. ბუნებრივი და სასიამოვნო. რამე ისეთი რაც ხალხის გარემოცვაში,ჩემ უნებურ სიცილს გამოიწვევს. მითხარი სიტყვები რომელიც დამამახსოვრდება.რადგან სიტყვებით ვიმახსოვრებ ადამიანებს...
- ხელი რომ ჩამჭიდე მაშინ მივხვდი,რომ არამდგრად ადამიანთან მქონდა საქმე... ყველაზე უცნაური გამოლაპარაკება ხარ.შენი სიტყვები აბრეშუმივითაა. ნაზი,მტვრევადი,სურნელოვანი. მე ეს სულ გამახსენებს... მე ეს სიტყვები და შენი შეხება,სულ გამახსენებს ამ საღამოს. თუნდაც ვერ გნახო დღეს ისევ,რამდენიმე საათის შემდეგ... ან თუნდაც ხვალ შენ მეუბნები რომ გინდა გამიხსენო. გინდა იფიქრო ჩემ სიტყვებზე... და მე გეუბნები რომ შენ ეს უკვე გააკეთე. შენ შენს მელოდიაში მომაქციე. ერთი საათია რაც გაგიცანი და უკვე ვიცი როგორ დაგიმახსოვრო. მე არ მჭირდება განმარტებები,მე არ მჭირდება შენთან სექსი,არ მჭირდება არაფერი... რადგან თავად იყავი საჭიროება,სანამ გნახავდი. ღმერთო, როგორ ვცოცხლობდი აქამდე შენ გარეშე?
ორივეს ხმამაღალი სიცილი აგვიტყდა. რამდენიმე წამი დამჭირდა რომ გავჩუმებულიყავი.
ბნელი ქუჩა ავიარეთ... სიცივე გვივლიდა სხეულში,მაგრამ მე ვარდის სურნელოვან მზის სითბოს ვგრძნობდი. შემდეგ კი...
ხელი მოვაშორე. შევხედე და ცრემლიანი თვალებით, ფიქრთა განუწყვეტელი ილუზიით... ამოვღერღე სიტყვები
-ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი... მარტივია. მინდა ეს გახსოვდეს.
შემდეგ ზურგი ვაქციე. ნაბიჯს ავუჩქარე... ის დამეწია,მისკენ შემაბრუნა.
და დავინახე მისი სახე.
-სასიამოვნოდ ლამაზი ხარ-ვუთხარი ჩურჩულით-სასიამოვნოდ დაგიმახსოვრებ.
- რატომ უნდა წახვიდე? არ გინდა ფილმს ვუყუროთ? არ გინდა ვუყუროთ ფილმს რომელმაც თოთხმეტი ოსკარი შეიძლება აიღოს წელს?ნუთუ არ გინდა ასეთ ფილმს უყურო ჩემთან ერთად?- ხმაში ბზარი შეერია -რატომ მიდიხარ?

თვალები ისევ იმ ფანჯრისკენ გამექცა,საიდანაც ჩვენ გამოვიქეცით.
-და რას ვამბობთ ამაზე? ისინი ბედნიერები არიან. ბედნიერებაზე რას ვამბობდით? მის წარმავლობაზე, მისგან გამოწვეულ ტკივილზე... იმედგაცრუებაზე არაფერი გვითქვამს? როცა უკან, წარსულს უყურებ და ცრემლები ყელში აგდის. როცა იხსენებ და ეს გახსენება ...ეს გახსენება.- ფეხი დამიცდა, თავი ძლივს შევიკავე- ეს დაცემა არის დასასრული. აი ეს ასე იყო... ასე მიყურებდა,ასე მეხებოდა.. ამას ამბობდა. არ დავიწყებ იმას,რაც უნდა დასრულდეს... მოდი უბრალოდ გზა გავაგრძელოთ. შენ იქით და მე აქეთ. დაბრუნდები იმ ოთახში და გამოელაპარაკები ვინმეს, ვისაც თვალები აუციმციმდება და შენს შეოთავაზებას ყავაზე სიხარულით მიიღებს. დაბრუნდი იქ ... დაბრუნდი და დაივიწყე ჩემთან შეხვედრა იმიტომ რომ მე უცნაური ვარ. ვიცი რომ უცნაური ვარ... უბრალოდ წადი და იფიქრე იმაზე,რომ არაფერზე არ უნდა იფიქრო. ვიცი, ვიცი რასაც ახლა მეტყვი... ჩემი საშინელი თვისებაა როცა ურთიერთობის დასაწყისშივე, მის დასრულებაზე ვფიქრობ... ეს უკვე მითხრეს. უბრალოდ მინდა თავისუფლად ვსუნთქავდე.
ზურგი ვაქციე და ნაბიჯს კვლავ ავუჩქარე
-შენ გატეხილი ხარ.-მომესმა ძახილი უკნიდან
-და შენც... იპოვე მთელი ჭიქა,რომ გატეხო. - ვთქვი ცნობიერში და უკან მოუხედავად დავბრუნდი იგივე ადგილას,საიდანაც წამოვედი.

<<
*და ისევ წერტილებს ითვლი კედელზე.
გაისმა ხმა შორიდან...
თუმცა ჩემთან აღარ მოსულა. ზურგი მაქცია და თავის მეგობრებს გამოელაპარაკა.
ყელში ბრაზი მომებჯინა და ჩემ უკანასკნელ სიტყვებზე დავფიქრდი.
ადრე როცა შეცდომებს ვუშვებდი ხოლმე, ყოველთვის ვამბობდი რომ ზუსტად ისე ვიქცეოდი,როგორც საჭირო იყო. როგორც იმ მოთხრობაში... ჩემი ცნობიერება მთლიანად ცნობისმოყვარეობით იყო სავსე.
შევხედე და ვიფიქრე- აი რომ ვეღარ ვნახო. შემთხვევითაც რომ ვეღარ ვნახო... სიბნელეში,როცა ამ ბურუსს მხოლოდ ჩემი სიგარეტის კვამლი შეერევა... ვიფიქრებ იმაზე რა უნდა გამეკეთებინა და რა არ გავაკეთე? დავაბრუნებ ამ წამებს და შევასწორებ ყველა ბგერას რაც ამოვიდა ჩემი პირიდან? რას გავაკეთებ ისევ წინ რომ დამიდგეს და ჩემი პასუხებით გაკვირვებულმა,ჩემი სინაზე გაიყოს?...

ფეხზე წამოვდექი, მასთან უყოყმანოდ მივედი და შამპანიურის ჭიქა ხელიდან გამოვართვი
-არ გინდა ეს... სახლში გემრიელ ყავას ვაკეთებ...
- შენ უკან გაბრუნდი- თქვა მან- ყველაფერი დასრულებულია.
ცრემლები შევიკავე და ღიმილიანი ხმით ვუთხარი
-მომეწონა ეს...
-რა მოგეწონა?
- ბოლოს რაც მითხარი. ამან დამარწმუნა რომ ერთი საათის წინ, ყველაფერი რეალური იყო და ახლა მითუმეტეს რეალურია. ეს საღამო დასრულდება და სიტყვებიც დაკარგავენ ყველა ფუნქციას.
თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვიცეკვოთ...
იცეკვებ ჩემთან ერთად?
ხელი ხელზე მომკიდა და უსასრულოდ გადავეშვით,პატარა სასრულში.... მყუდრო ოთახში ნაბიჯები ისმოდა.
ერთი,ორი,სამი...
გრძნობ? გრძნობ მუსიკას? -ვუთხარი ჩურჩულით და ყურზე ვაკოცე
სიტყვები მღერის...

(ჩემი წამიერი პაემანი)

ეს ბოლო დღეები იმაზე ვფიქრობდი რამდენად მარტო ვარ. შევეცადე ამის რიცხვითი მნიშვნელობა დამედგინა, თუმცა შესამჩნევი ნოსტალგიური შემოტევის დროს, შევჩერდი. მაშინ ჯერ ისევ მუქად შეღებილი თმა მქონდა, სიგარეტის გემოც არ ვიცოდი და რაც მთავარია დიდი სიამაყით დავატარებდი ჩემი ზომის ყურსასმენს,რომელსაც მუდამ გავიხსენებ,ჩვენი შეხვედრის მთავარ სიმბოლოდ.
და ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ყველა ჩემ აღწერილ ყველა დასაწყის სტრიქონში, ყველა შესაძლო შემთხვევაში, თუმცა ისე ვერ დავასრულებ,როგორც ძირითადად მთავრდება ხოლმე, წამიერი პაემნების მთავარი იდეა. მგონია რომ ყველაფერი იმ საბოლოო ბილიკისკენ მიდის,რასაც ჩვენ დავიწყებას ვეძახით და რასაც აუცილებლად გავიხსენებთ.
ხელჩასაჭიდი, მთავარი სათქმელი, რეგენერაცია...

გადავწყვიტე იმ დღეს ჩემი ბურუსიანი,სიმბოლური ხასიათი დამევიწყებინა და ისე გამევლო გზა,როგორც ჩამავალი მზე გადის, სანამ ახლიდან ამოსვლას დაიწყებს. თვალები დავხუჭე და გავიაზრე რომ სიცოცხლის მთავარი მნიშვნელობა,ის აუცილებელი მომენტებია,რომელიც მხოლოდ წამიერად შეიძლება თავს დაგატყდეს და შენთან ერთად შეუკვეთოს ამერიკანო, სადაც აუცილებლად სამ კოვზ შაქარს ჩაყრის. მეტაფორა აუცილებელია სიმყუდროვის და სიმსუბუქის გავლენისთვის, ამიტომ თუ რომელიმე ჩემი შედარება ოდნავ უხეშად მოხვდება თქვენს სმენის ორგანოს, უბრალოდ დაიკიდეთ...
ვამბობდი იმას რომ იმ დღეს, ყველაფერი სილამაზესთან ერთად, ჰაერითა და იმედით იყო გავსებული. ჩემი ყველა შესაძლო, ვინ იცის, იქნებ აბსურდული ცუდი მდგომარეობა-გავიქრე და გადავწყვიტე რომ იმ დღეს, სრულიად უსაფუძვლოდ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი,რადგან არსებობს განსაზღვრებები რომლებიც აუცილებლად ცხვირწინ დაგილაგებს ყველა შესაძლო ცუდად ყოფნის ვარიანტს.

ეს იყო დღე როცა ჩემი სული და სხეული,მთლიანად სიცარიელეს მივანდე და ეს სიცარიელე,უარაფრობისგან გამოწვეული ეიფორიით გაიჟღინთა.
აღტკინებული, ცნობიერად და არაცნობიერად მივსდევდი უნივერსიტეტიდან გამომავალ გზას და ბიბლიოთეკაში შევლა მინდოდა,რომელიც რატომღაც მუდამ ბოლო პლანზე დგებოდა ხოლმე და უფრო უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან მაგრად მეზარებოდა...
ისიც მახსოვს რა მეცვა და ალბათ იმასაც დეტალურად გავიხსენებ მას რა ეცვა,როცა დავინახე.მიუხედავად ჩემი საშინელი მეხსიერებისა, სინათლის სხივის სიჩქარესავით მივიღე ყველა დეტალი და ჩემ წარმოსახვაში ჩავბეჭდე.
და მას ეცვა ძალიან ნაზად. ფერადი იყო და გაუსაძლისი, უშინაარსო სიხარულით სავსე. როცა ჩავიარე იმ გზაზე, სადაც მერე ისევ უკან დავბრუნდი და რასაც ცოტა ქვემოთ დავწერ... შევხედე და ვიფიქრე, აი ის ტიპი, იმ სასაცილო ქუდით ძალიან გავს ადამიანს,რომლის გაცნობასაც ვისურვებდი. ეს სურვილი ალბათ გამოხედვაში ჩამრჩა რადგან მისგანაც იგივე მზერა მივიღე. ღიმილნარევი და თბილი მზერა იყო, თითქოს სხეულის კონტაქტის ყველა ლექციას დავესწარი და ახლა ის იდგა ჩემ წინ, ამ საოცრად გაბრწყინებული,მწვანე თვალებით...

და ალბათ ეს იყო საწყისი წამი,როცა ან მე, ან თავად ის, უნდა მივსულიყავით
ერთმანეთთან და ერთი, უაზრო სიტყვა გვეთქვა. თუნდაც სრულიად არაფერი... უბრალოდ რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულებს, ეს მოულოდნელი ემოცია დაგვეფიქსირებინა და მერე უბრალოდ დავშლილიყავით...
ჩემში დადებითი იმპულსები იმდენად აშკარა იყო, ისე ვიყავი აცდენილი მოცემული რეალობის შედეგებს რომ... ვიგრძენი ის სიმხურვალე, ან ალბათ ვიტყოდი, დენის გავლა-რომელიც გამიჩნდა როცა ერთმანეთის საპირისპიროდ გავიარეთ გზა. იმ დროის მონაკვეთში ვიფიქრე რომ უკვე დიდი,ილუზიური კავშირი დამყარდა,რომელიც მთელი დღე გამყვებოდა და სულ გამიჩენდა ღიმილის სურვილს.
როცა ჩავიარე, უკვე გააზრებული მქონდა რომ ეს წამიერი გაელვება, მართლაც წამიერი იყო და მორჩა, მე მას ვეღარ დავინახავ, ისიც ვეღარ შეძლებს იმის გაცემას-რაც უკვე გასცა... და ეს იყო ის შევსებული მელანქოლია,რომელსაც მუდამ თან დავატარებდი ხოლმე.
დიდი შესავალი გამომივიდა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ვცდილობ ყოველი წამის ზუსტი ასლი შევქმნა და თქვენამდე მოვიტანო. მარტივია უბრალოდ დასქროლო რაღაც, წინადადებებით არ დაინტერესდე,რომელზეც ალბათ ავტორს საკმაოდ ბევრი აქვს ნაფიქრი და ეს ცოტა საწყენიც კია, მიუხედავად იმ უამრავი წაუკითხავი გვერდის, რაც წიგნებთან მაკავშირებს...
მაინც მგონია რომ რაც არ უნდა აქროლვადი იყოს ფიქრი, ის მაინც შინაარსის გამოსხივებაა და პატივისცემას იმსახურებს.
ბიბლიოთეკის გზას ძლივს მივაგენი, რომ არა ,,მეპი“ მობილურზე ალბათ უსასრულოდ წრეზე ვივლიდი და როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს. დაღლილი ვიყავი, გულწრფელად დაღლილი და როცა ბიბლიოთეკის დაცვამ - ჩემ შესაძლო დაგვიანებაზე გაამახვილა ყურადღება, წამით გავსკდი, უცებ დამიბნელდა თვალთ და ხასიათიც უარესობისკენ შემეცვალა.
ზიზღით ავუარე გვერდი და წყენით სავსე ბუტბუტით ( ან იქნებ გინებითაც) გზა გავაგრძელე.
როცა რაღაც მანძილს გადიხარ, არ აქვს მნიშვნელობა დაშორებას, ყოველთვის კონკრეტული გზა გაქვს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ გზიდან ვიღაცამ ხელისკვრით მომიშორა და უარმყო.

ყურსასმენები კისერზე ჩამოვაქვეითე და მუსიკის გარეშე, იმ გზას დავუბრუნდი,რომლითაც მოვედი.
როცა რაღაც მანძილი გავიარე სინათლე ვიგრძენი. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, ან იქნებ სხვას მივამსგავსეთქო ვიფიქრე მაგრამ ბევრს არ აქვს მსგავსი ქუდი დედამიწაზე...
როცა მივუახლოვდი რატომღაც მზერა ავარიდე, ისე აღარ შემიხედავს როგორც პირველად და თან მჯეროდა რომ მსგავსი ორმხრივი შთაბეჭდილება,შეიძლება სულაც ცალმხრივი იყოს და ამიტომ ისე გავიარე ის გზა,თითქოს ზედმეტი იყო უკვე მეორე იმედგაცრუება.
უცებ (ჩემდა გასაკვირად), ჩემგან უყურადღებოდ დატოვებულმა ობიექტმა გზა გადამიკეტა და გაშლილი ხელებით შეეცადა შევეჩერებინე.

-მეორედ ვეღარ გაგიშვებდი.-თქვა სიცილით- აი ერთხელ ხომ გაიარე, მანდაც დავზადნე მეთქი არ შევაშინო... მაგრამ ახლა ვეღარ გაგიშვებ.
-ლამაზი ქუდია-დავიბენი- ძალიან მომეწონა.
უცებ ეს ფერადი ქუდი ჩემ თავზე აღმოჩნდა და მეც ვეღარ შევიკავე სიცილი.
-მიხდება?
-ალბათ... ეგოისტი ვარ ჩემი ნივთების მიმართ.
-მეც. აი მაგალითად თუ ისეთი რამ მაცვია რაც სხვასაც შეიძლება ეცვას ან წავაწყდები სადმე, მაშინვე ზიზღის გრძნობა მიჩნდება და მეორედ აღარ ვიცვამ.

,, რა შუაში იყო ახლა ეს? „- ჩემ ფიქრებში საკუთარი თავი მძულდა- ,,ასეთ იდიოტობას მხოლოდ ასეთ სიტუაციებში რატომ ვამბობ?“
-სოციალურ ქსელში პოპულარობით გამოირჩევი?
-ეს...ეს საიდან? დასკვნა ანუ-ენა ამებლანდა-მაქსიმუმ ოცდაათი ლაიქი...
-მოხარული ვარ. მე საერთოდ არ ვიყენებ სოციალურ ქსელს... და შენი თითები - მითხრა ღიმილით და შემდეგ წამიერად მზერა გამისწორა- რომ იცოდე,რა ლამაზი ხარ.
-ამას იმიტომ მეუბნები რომ აქვე დავდნე თუ უცნაური გემოვნება გაქვს?
-აი რამდენიმე წამია რაც გხედავ და უკვე სამი დადებითი თვისება აღმოვაჩინე.
- ორი დადებითი თვისება ესაა ხო?- ჩემ მაისურს დავხედე და ჩემივე ხუმრობით უკმაყოფილო, შესამჩნევად გავწითლდი.
გადაიხარხარა და ახლა თვითონ შემხედა ცოტა ქვემოთ
-რომ არ გეთქვა ვერც შევამჩნევდი.
-ეგ კომპლიმენტი არ არის!- ვუთხარი სიცილით და მერეღა შევამჩნიე რომ საუბრის განმავლობაში ჩემი ხელი ეჭირა.
დაბნეულმა მაშინვე მოვაცილე და ღიმილით ავხსენი ჩემი საქციელი.
-შემიძლია სკოლიდან გამოგიყვანო ხოლმე-შემომთავაზა
- პირველ კურსელი ვარ...-ვუთხარი წყენით- ასე არ მეტყობა ასაკი?
-მაშინ უნივერსიტეტიდან გამოგიყვან.
-თუ მანდედან გამომიყვან, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები.

ორივემ სიცილით გავუყევით ქუჩებს და
შემდეგ ისე თითქოს იმ წამს ვენახე და საუბარი არც გაგვიბამს,იკითხა
-ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა და იქნებ საერთოდ სიყვარულის არ მჯერა... არ ვიცი. მაგრამ რომ დაგინახე... შეიძლება იფიქრო რომ გიჟი ვარ, გეთანხმები, ეს ნამდვილად არის ჩემში... უბრალოდ რომ დაგინახე ვიფიქრე რომ ციცინათელას გავხარ. მოდიხარ,ანათებ... შემდეგ ისევ ქრები. აი მაგალითად ხელი რომ გამაშვებინე ვიფიქრე რომ ჩაქრი,მაგრამ როცა იღიმი თითქოს თავიდან ბრწყინდები... და ამ წყენამაც გამიარა. ახლა შენ გვერდით რომ მოვდივარ, ისევ ნაწყენი ვარ რადგან შეიძლება ჩემგან თავის დაღწევა გინდა, შენ კი ვერ წარმოიდგენ ზოგჯერ როგორ სირთულეს წარმოადგენს სრულიად უცნობ ციცინათელასთან გამოლაპარაკება. აი შემდეგ კი ვიფიქრე... იქნებ გიცნობ კიდეც? აუცილებელი არ არის შეთანხმებულად ვიცოდეთ ერთმანეთზე ინფორმაცია მაგრამ მგონია რომ მინახიხარ ადრეც. სხვანაირად არ ვიცი, როგორ გავბედე მოსვლა...
- ეგ არც ისეთი რთულია როგორც ამბობ. მთავარია სურვილი.
-ვინმეს გამოტყდომიხარ რომ მოგწონს?...
-არა.
- და შენ მესაუბრები სირთულეზე პატარა? -გულწრფელად გაუკვირდა-
- პატარა?!-
-კარგი, მითხარი რა დაგიძახო.
-გვანცა...
-აი, შენი სახელიც გავიგე.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით, ცას ავხედე. უკვე ღამდებოდა მაგრამ სითბო მაინც დასდევდა ქუჩის ყოველ წერტილს. მზე გაჩერებული კომპასივით ესვენა ერთ ადგილზე და ნელნელა ფერს იცვლიდა.ჩემ მოძრაობას დააკვირდა და მისი თითები-ჩემ თითებს შემოაპარა.
-ბუნება შესანიშნავი რამეა. ის საშუალებას მაძლევს ხელი ჩაგკიდო.
და მეც აღარ გამიშვია.
ცოტა ხანი მდუმარედ მივდიოდით, არც არაფერი გვქონდა სათქმელი. ჩვენ ხომ უცხოები ვიყავით, ერთი მარსიდან, მეორე პლუტონიდან და თითქოს პატარა ვარსკვლავმა თავი დაივალდებულა ჩვენ შორის დროებითი ხიდი ჩამდგარიყო,რომელიც ერთმანეთის შეხების და საუბრის საშუალებას მოგვცემდა. ამაზე ვფიქრობდი როცა მივდიოდით და ასევე ყველა შესაძლო სიტყვაზე...
-მინდა შენი ნახვა ისევ. აი უბრალოდ, მინდა რა... ისეთი კარგი ხარ რომ მინდა.
ცოტა ხანს ჩემ რეაქციებს აკვირდებოდა
-და თან ვიცი რომ ჩემთან არ იქნები. სხვაზე ხარ შეყვარებული,ასე არ არის? თუ ეგ არა, ურთიერთობა მაინც გექნება. კოცნა,ამბები... კაი რამეა. შიშით ვხედავ ამ ყველაფერს და მითუმეტეს ახლა მეშინია როცა შეიძლება დამიდასტურო. არა, ნუ აქნევ თავს ნუ! მიატოვე ეგ ვიღაც ! ჩემთან ერთად წამოდი შრი-ლანკაზე და ჯვარი დავიწეროთ. მღვდელი ბობ მარლისავით გაიზმანება და ჩვენც, დაბოლილი, სულელი ჰიპებივით ვირბენთ კოცონის გარშემო. აი მაშინ შეგიყვარდები,ახლა თუ არ გიყვარვარ. მიატოვე ეგ ვიღაც და ერთად გავიქცეთ.
ლამის მოსასულიერებელი გავხდი ისე გამეცინა და ისიც ამყვა.
-მართლა მაინტერესებს... აი გაიქრე ის ფიქრები თითქოს ახლა გავიცანით ერთმანეთი და წამიერად წარმოიდგინე რომ გიყვარვარ. წახვიდოდი ჩემთან ერთად? მიატოვებდი ყველას და ყველაფერს?
-ალბათ ვერ... აქ ზედმეტად ბევრი რამეა,რისი მიტოვებაც არ შემიძლია.
-არც სიყვარულის გამო?
-არც სიყვარულის...
-გამიტყდა.-
-მაგრამ შეგვიძლია ჩაი დავლიოთ.
ვუთხარი როცა ოპერასთან, ჩაიხანას ჩავუარეთ.
-ამას იმიტომ აკეთებ რომ შეგეჩვიო და მერე რომ წახვალ სასოწარკვეთამ შემიპყროს. თვითშეფასებას იმაღლებ თუ რას შვები?
-არა,უბრალოდ ჩაიზე გპატიჟებ.
-არ მჭირდება. მე დაგპატიჟებ თუ კარგია... ისე გამოვა თითქოს მე მინდა თავი მოგანატრო,როცა წახვალ.
- როცა წახვალ,როცა წახვალ-გამოვაჯავრე-არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო ეგ და ეს წამები გაიზიარო ჩემთან ერთად?
-კოცნის გაზიარებაზე რა აზრის ხარ?- შემომაპარა და სახე ახლოს მოწია. მხარი ვკარი და თითქმის იძულებით შევიყვანე ჩაიხანაში.

-იცი სულ ვფიქრობდი რომ ადამიანები ფიფქებივით არიან. მალევე დნებიან მაგრამ მაინც სილამაზედ აღიქვამენ. შენ ყველაზე დიდი ფიფქი ხარ,ვინც მინახავს.
- ეს ზეწოლაა. მეტაფორებით ვერ დამაკავებ,ხომ იცი? უბრალოდ შენზე მომიყევი. მინდა წარმოვიდგინო.
-რა გინდა წარმოიდგინო?-
-ყველაფერი,რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც არ იქნება.
- სულ ასე უფუჭებ ადამიანებს ხასიათს?
- კარგი რა... - გამეცინა და ჩაი მოვსვი-
,,დრაკონის ფრენა“-შევუკვეთეთ და შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი ვესაუბრებოდით მიმტანს რომელმაც გვითხრა რომ ამ დასახელების ჩაი,ძალიან ცოტას შეუკვეთავს. მე ვიფიქრე რომ მათ უბრალოდ შეეშინდათ რომ ჩაის ნაცვლად,დრაკონი შემოფრინდებოდა და იქაურობას მტვერად აქცევდა.
თუმცა ჩაი, ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო.
როცა მიმტანი გავისტუმრეთ და პირისპირ მარტო დავრჩით, არ ვიცი რას ეძახიან... მქონდა იმის განცდა რომ უსასრულოდ ჩამეხუტებოდა, ამის უფლება რომ მიმეცა.
ის კი მაბრუებდა.
არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, მხოლოდ ჩემ თითებს ვერ მოწყდა. შემდეგ ნელა მიიტანა ტუჩებთან და აკოცა.

საათს დავხედე-უკვე გვიანი იყო. მანამდე ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიგე მასზე და მან ჩემზე... მაგრამ ძალაუნებურად ორივეს ნოსტალგიური შეგრძნება გაგვიჩნდა როცა დავფიქრდით რომ განცალკევების მერე, ამას არანაირი აზრი აღარ ექნებოდა,რომ უბრალოდ დეტალები ადგენს იმ ფერთა გამას,რაშიც შემდეგ ვცხოვრობთ,წამები კი მარადიულად აშენებენ შენობებს და ამატებენ აგურებს,როცა მისი ზედა ფასადი ირღვევა...
-არც მე არ ვარ მარტო- თქვა დუმილის შემდეგ- მყავს გოგო... ეს ცუდად ჟღერს არა? უბრალოდ ეს სიყვარული არ არის და არც ის გავს ციცინათელას... თუმცა ვფიქრობ რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს,რომელიც ორივესთვის მხოლოდ დადებითის მომცველია.
-ცუდ საქმეს ვაკეთებთ ახლა-ვუთხარი- უბრალოდ ზოგჯერ მგონია რომ ამ პატარა სამყაროში, ჩემ გარდა არავინ არ სუნთქავს.
- და ის შენი ბიჭი რას შვება ამ დროს?-თქვა წყენით
-მე მას ვერ ვხედავ... ჩემ განზომილებაში ვარ ჩაძირული და ღობის იქით ველოდები იმას,ვის შემოშვებასაც შევძლებ.
-და ვის შემოშვებას შეძლებ?
-ვინც მიყვარს...-ვთქვი ყოყმანით- როცა გული ამომძახებს ,,ეი შენ,მანდ მარტო ყოფნა არ მოგწყინდა?“-აი მაშინ.
-და ჩვენ მაინც უნდა გავცალკევდეთ, მიუხედავად იმ შესაძლო შემთხვევისა. რა თქვი? რაღაც ღობეზე...
გადავიკისკისე.
-ყოველთვის შემეძლო ღობეებზე გადაძვრომა. აი ვცდიდი,მართლა.
-ეს დღეს დამთავრდება. მე ამას ვგრძნობ...
-შენი გრძნობები არ მომწონს,ძალიან ცუდი გრძნობებია.
-და შენი გოგო რას გრძნობს ამ დროს?
-შენ იცი რას გეტყვი?!-
იმასაც სიცილი აუტყდა და შემდეგ, ძალიან სწრაფად მომხვია მკლავები.
როცა ჩამეხუტა, საათის ისრები აჩვენებდნენ იმ დროს როცა ეს ჩახუტება დაიწყო და არ აჩვენებდნენ იმ დროს,როცა ის დასრულდებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი უბრალოდ უკან დავიწიე. ჩანთა ავიღე და ვუთხარი რომ მიუხედავად მისი ულამაზესი ქუდისა, უნდა წავსულიყავი.
როცა ჩაიხანიდან გამოვდიოდით მიმტანმა გვითხრა რომ ისევ მივსულიყავით რადგან სხვანაირად ,,დრაკონის ფრენა“ ვერ გაიყიდებოდა.
,,ისევ მივსულიყავით“-ამის გაგონებაზე ორივეს ტკივილნარევი ოხვრა აღმოგვხდა.
და ისევ გარეთ გავედით...
მეტრომდე მიმაცილა.
-უფლებას გაძლევ მაკოცო-თქვა ყოყმანით.
წამიერად თვალები დავხუჭე და ყველაფერი, მოძრავი ან უძრავი საგანი გაქრა ჩემ ირგვლივ. ყველა და ყველაფერმა მხოლოდ სიცარიელისა და უშინაარსობის ფორმა მიიღო. სინდისმა, ქვეცნობიერმა და საკუთარმა ეგომ,თითქოს ყველაფრის უფლება მომცეს და მეც თითის წვერებზე ავიწიე და ნაზად ვაკოცე ჯერ ზემოთა ბაგეზე და შემდეგ ქვემოთ... მან კი თმაზე ხელი მომკიდა და უფრო ვნებიანი კოცნით მიპასუხა.
-this is the end-წაიღიღინა დორსების სიმღერა და ღიმილით სავსე თვალები გამომაყოლა.

<<
ეს არ იყო ტკივილისა და მელანქოლიის განცდა, ჩვენ უბრალოდ ქიმიურად შევთანხმდით იმაზე,რაც უნდა მომხდარიყო,მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას რომ დაგვავიწყდებოდა ის-რაც მოხდა...
და ახლაც ამაზე ვფიქრობ. როგორ შეიძლება, მე ის დამავიწყდეს...
ვაგონში ვიდექი, ვიღაცა მეყრდნობოდა და თან ,,წამიერ პაემნებზე“-ვფიქრობდი. ეს იდეა, სწორედ მისმა გამოჩენამ, მისმა გაელვებამ და იმ ყველაფერმა გამოიწვია, რაზეც ამდენი ვწერე და ალბათ ისევ ამდენს დავწერ. მინდოდა ყველასგან მომესმინა, ყველას ვეკითხებოდი თუ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევები... მინდოდა მოეყოლათ, გულწრფელად დაღვრილიყვნენ ჩემთან, თუმცა ის ეიფორიის განცდა ვერც ერთმა ამბავმა ვერ დაჩრდილა-რაც ჩემში იყო.
რამდენიმე ,,წამიერი პაემანი“ თავად მოვიგონე, თუმცა მასში... ყველა პერსონაჟი და ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი , ვარ მე.
როცა ვწერდი,ვერავის წარმოვიდგენდი ჩემი თავის გარდა და ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი უკვე უშუალოდ ჩემზე რომ შემძლებოდა რამის თქმა და საბოლოოდ ამ ისტორიის დასრულებაც.
ღიმილნარევი,ცრემლიანი,ოდნავ ეგოისტური და ალბათ ზედმეტად ფაქიზი არის ის-რაც ჩემი თითებით, ამ ლეპტოპის კლავიშებზე შეიქმნა.
მთავარი სათქმელი არ გამაჩნია.
ან იგრძნობთ, ან არ იგრძნობთ.


დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი Mika

Arachveulebrivi iyo, dzalian momewona:-) uchveulo, gansxvavebuli, emociuri da namdvilad originaluri. yochag!!!

 


№2 სტუმარი Ana

საოცრებაა და საიცრება ხარ❤️“ან იგრძნობთ ან არ იგრძნობთ?” ვიგრძენი რომელია მგონი შენთან ერთად დავიცალე ყველა ემოციისგან❤️ ბრავო.სიტყვები არ მყოფნის როგორ აღვწერო როგორ შევიგრძენი თითოეული ხაზი და სიტყვა.წარმოუდგენელია,თითქოს ხომ არაფერი,მაგრამ ისე შემოაღწია ჩემს გულში ყველა სიტყვამ,რომ უბრალოდ ვერ გადმოგცემ.ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი გამოვიარე,თითქოს უმეტესობა ჩემი ფიქრებისა გაამჟღავნეს და ვიღაცამ ჩემს მაგივრად გადმოსცა ყველაფერი საოცარი ხერხით.მადლობა,მადლობა მადლობა❤️ შენ შექმენი და გააფერადე ჩემი “დღე”❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent