შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება 90_იანებში (სრულიად)


10-02-2018, 17:50
ავტორი მანჯგალაძე
ნანახია 1 793

მოგზაურობა 90 იანებში
ახლა ვზივარ ფაჯჯარასთან, გაზზე წყალი მაქ დადგმული ვაცხელებ .რომ ვიბანავო. თან სიგარეტის ღერს ვაბოლებ ცალი ხელით კი ვწერ.
შუა ღამეს ვახომ გამომაღვიძა. უშნოდ ხვანცალებდა ლოგინში.
-წყალი მოგიტანო? -ვკითხე მე
ზოგადად ფხიზელი ძილი მაქ. მაშნაც ფხიზლად მეძნა როცა ბავშვობაშო ყაჩაღები დაგვადგნენ შუა ღამეს თავს, თან დამაძინებელი კაფსულა გაგვიხსნეს ოთახში, 2001 წლის19 ოქტომბერი იყო ჩემი დის დაბადების დღე, მამა ამავე წლის 14 ივლისს გარდაიცვალა ჩემი დაბადების დღიდან ზუსტად ერთ თვეში. მათ მამას ნაჩუქარი ,,ცვეტნოი’’ ტელევიზორი წაიღეს, რომელიც გემანიიდან ჩამომიტანა.
-ჰო მომიტანე, მაგრამ მეც გამოგყვები- ვახო მისაღებამდე გამომყვა მე კი სამზარეულოში შევედი რომელიც მისაღებიდან მხოლოდ ბარით იყო გამოყოფილი, ჭიქას როცა წყლით ვავსებდი უცებ უცნაურად დავფიქრდი მის ზე ხსენებულ უცნაურ პასუხზე.წყლით სავსე ჭიქა მივაწოდე, გამოცალა და მეორეც მთხოვა მეორეც მივაწოდე რომელიც მხოლოდ ნახევრად დალია. მდივანზე წამოწვა.
-არ წვები? -ვკითხე მე
-ცუდი სიზმარი მესიზმრა.
-წამო დაიძინე- წამოვწექით, მომეხუტა
-მელაპარაკე რამე.-კიდევ უფრო მომეხუტა.
-რაზე ვკითხე მე.- იმ ადამიანებს მოგაგონებდათ რომლებსაც მარტო ღამე ეშინით დარჩენის, სწორედ ამ ღამეს ხოლო ხვალ უკვე ყელაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.
-რამეზე
-იცი? როცა პატარა ვიყავი გადაბმული წარბები მქონდა რაზეც კლასში ხშირად დამცინოდნენ, ხოლო წამწამები მებლანდებოდა ერთმანეთში, ამიტომ ჩუმად ვიჭრიდი, დედას რომ არ დავენახე.-პასუხი არ გაუცია, როცა ვსაუბრობდი არასოდეს მაწყვეტინებდა,-იცი ჩვენ შვილები რომ გვეყოლება ნაკლები ნახშირწ....ბი უნდა მიიღონ, რადგან სიმაღლეში გაიზარდონ და ბევრი რძე და ვიტამინები უნდა დალიონ რომ ჩვენ არ დაგვემსგავსონ, ისე ჰიტლერიც დაბალი იყო მაგრამ ხო ხედავ პუტინიც დაბალია მაგრამ მსოფლიოში უდიდეს ფედერაციას განაგებს. ჩვენ რომ უცხოეთში წავალთ იქ ძალიან ბევრ ფულს ვიშოვით.ძალიან ბევრს ჩვენი აუზიც გვექნება. მე რომ ლექტორი გავხდები და ცოლად რომ გამოგყვები შენს სახლს გავარემონტებთ მერე კი ჩემს სტუდენტებს მივიყვან ხოლმე და სახალისო დამატებით ლექციებს ჩავუტარებ ხოლმე.-უცებ შემაწყვეტინა
-ქეეთ, ჩემი ხათრით ბავშვებს კარგ ნიშნებს ხო დავუწერ? -მუდარის ხმა გავიგე სიბნელიდან.
-არა ვახო, იცი როგორ იქნება? ისე ვეყვარები ჩემს სტუდენტებს ჩემი ხათრით ისწავლიან არა მარტო ჩემს საგანს არამედ ყველაფერს და საბოლოოდ ჩემი სტუდენტები საუკეთესოები იქნებიან- მე თვითონ სტუდენტი ვარ ახლა,და ძალიან მინდა ისეთი ლექტორი მყავდეს როგორიც მე მინდა ვიყო მომავალში.
-ხო ეგრე ჯობია ჭკვიანი ხარ. ისე ლექტორობა რატო გადაწყვიტე?
ამაზე პასუხე აღარ გამიცია


***
-ძალიან ცუდად მეძინა-ჩამესმა ხმა
გამომეღვიძა
-რატო?
-აფეთქებები მესიზმრა!
-კაი რაა, -სააბაზანოში ვაპირებდი გასვლას შუქი ჩამქრალი იყო..
-აუუ კაი რაა,- დავიყვირე და საწოლის თავს სიცხარისგან ხელი ჩამოვარტყი.
-რა გჭირს შენ? - პასუხი არ გამიცია მისაღებში გამოვედი და სავარძელშ მოკუნტული ჩავეშვი.-ნახევრად სარდაფი იყო ჩემი ნაქირავები ბინა, თვის ბოლოს გადასვლას ვაპირებდი...
ნერვები მეშლება, გუშინაც გამორთეს შუქი... შევედი საძინებელში და ვახოს მივეხუტე აქეთაც მომეხუტა,ჩაგვძინებია... ცოტახანში ავდექით, ვახო მოწესრიგდა დეიდამმისს უნდა დახვედროდა.
-ასე არ შეიძლება, ხო გითხარი დრო არ მაქ სერიოზული ურთიერთობისთვისთქო ახლა? ახლა ვეღარ გთმობ, მე სხვა ცხოვრება მინდოდა. ახლა დიდ ფიქრებში ვარ.-ვახო წესით ცოტახანში ქურდად უნდა მოენათლათ საზღვარგარეთ.-მე კიდე შენთან მინდა ეს ორი საქმე კი ვერ გამოდის, სწავლა გინდა? იცოდა რომ ძალიან მინდოდა სწავლა.-წავიდეთ უცხოეთში...
დიდხანს საუბრობდა, მე კი დიდხანს ვუსმენდი.
***
ვახო წავიდა მე კი სახლში დავრჩი.შუქი ისევ არ იყო. არც სტელას შვილები იყვნენ სახლში, მოკლედ სტელას მე და უცხოელ გოგოს რომელიც ჩემს უკან ცხოვრობდა ერთი შუქის ხაზი გვქონდა.ჩვენი დიასახლისი კი სამეგრელოში ბრძანდებოდა,ველოდე სტელას შვილებს მაგრამ არ მოვიდნენ.შემდეგ გადავედი მეზობელთან,რომელსაც არ ვიცნობდი ახლოდან. ირანელი გოგო იყო სახელი სარაჰა თუ საჰარა თუ სარაჰაჰ რაღაცა ეგეთი ერქვა...
Excuseme I m keta, I m leaving backside of ur house,-დავუწყე ჩემი გატეხილი ინგლისურით საუბარი
-yes I help u? - არც ეგ ფლობდა ინგლისურს კარგად აჰბათ უნდოდა ეთქვა ,can I help u?
-yes!do u have electric?
-one houre ago finish-ვაიმე ამას ინგლისურში კი არ ჰქონდა მარტო პრობლემა, დროის სწორად აღქმაშც გავიფიქრე.რადგან ყველაზე ცოტა 3 საათის გათიშული იყო შუქი.
-thats okey! Sure it will open.-დავუზუსტე,დავაიმედე.ალბათ!
შუქი არ იყო, არც ინტერნეტი, დღე იყო და შუქი და ინტერნეტი არ იყო რა უსამართლობაა წარმოგიდგენით? არც მზის შუქი შემოდიოდა,ნორმალურად. წამოვწექი რემარკის ლისაბონის ღამე ავიღე ხელში და დავიწყე კითხვა. მაგრამ ბოლოს ასოებს ვერ ვაკავშრებდი სიბნელისაგან სიტყვებს ვერ ვკითხულობდი დავხურე წიგნი ადიალა გამოვიტანე და წამოვწექი მისაღებში.სტელას ბავშვი ღრიალებდა:
-ქეთა, ქეთა- ისე ღრიალებდა თითქოს განწირული იყო სიკვდილისათვის და მხოლოდ მე ვიყავი მშველელი
-რა იყო ალექსი. ღია ფანჯარაში იჭვრიტებოდა.
-შუქი გაქ?- შეწუხებული სახე ფანჯრიდან კარგად გავარჩიე.
-არა არ მაქ.
-აუუ დილიდამ არაა შუქი აზრზე ხარ? ხო და მაგიტო ვერ დავწერე დილას დავალებები, დედაჩემი გაგიჟდება 2 ქულა დამიწერეს,არც ინტერნეტია არც შუქი რა უნდა ვქნათ?
-ჰო რა წესია,-თქვა თამუნამ, თამუნა ალექსის და იყო. ნეტა რა ადარდებდათ ამათ ქირას არ იხდიან არც კომუალურებს სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობენ, მე და ის გოგო უნდა ვიყოთ გაგიჟებულები, ამათ ნაცვლად.
-ამოუწყდეთ ამათ ჯიში,ჯილაგი.-დაამატა ალექსიმ მეგრული წყევლა.
-ხო დილიდან არაა,-დავუზუსტე მე, ისე ხო რას ამბობს ეს ალექსი ყოველ დღე არ სწავლობდეს.დავალებების დაწერაში ნეტა მართლა შუქი იყოს დამნაშავე,ღამე არ უმეცადინია.
-წავიდეთ დედას დაქალთან,დავურეკოთ დედას.აზრი მიაწოდა თამუნამ ძმას.
-რომელ საათზე ამთავრებს სტელა მუშაობას?
-რვაზე!-პასუხი ალექსიმ გამცა
ორივე ერთად გაეშურნენ დედამისის დაქალის სახლში
***
ჩამძინებია
ფანჯარაზე კაკუნი გავიგონე და ნაზი ხმა
-ქეთა.-ბატონი გოგი იყო
-გისმენთ გოგი ბიძია.-სახლის დიასახლისი (მამასახლისი გახლდათ)
-აქ ცივა, ამოდი ჩემთან სახლში ზაალის ოთახში დაიძინე
-არა ბატონო გოგი ამაღამ მეგობართან დავრჩები ვეცადე თავიდან მომეშორებინა.
-საკუთარი სააბაზანო აქ ზაალის ოთახს,-დაკივეხნა!
-არა გმადლობთ! -ამაყურად გაასავსავა ხელები. კარგი ჩემო კარგო, როგორც გაგიხარდეს.-დილიდან ჩართავენ შუქს!
-კარგით ბატონო გოგი მივუგე მე

***
ისევ წამოვწექი, მალევე სტელა მოვიდა თავისი ტირანოზავრი შვილების თანხლებით.
-ქეთუსა სიბნელეში ხარ?
-ხო სტელა, რა უბედურებაა.
-მოიწყინე?
-ცოტა ხო. ფანჯარას მივუახლოვდი
-ქეთ გამომართვი სანთელი.- ფანჯარაშ შემაძვრინა ხმელი ხელები.
-მადლობა სტელა.-თავისი სახლისკენ გაეშურა რომელიც კიბის ქვეშ მდებარეობდა.ძალიან კარგი ქალი იყო მხოლოდ შვილები ყავდა ქაჯები, გულით კეთილები იყვნენ ენა ჰქონდათ ბინძური. წარმოიდგინეთ 12 წლის ბავშვი თავისუფლად საუბრობდა პორნოგრაფიაზე, და კიდევ უფრო თავისუფლად თუ როგორ იხმარდა (სწორედ თვითონ ამბობდა ამ სიტყვებს) თავის ცოლს. ამბობდა მოკლე კაბით ჩემ ცოლს ქუჩაში არ გავუშვებო, რომ ვეკითხებოდით რატომო ვინმემ ქუჩაში რომ გამიუპატიუროსო? კაცებს მალე გვიდგებაო. ეს მე ახლა მაქ პატარა თორე კომპიუტერში შიშველ ქალებს რომ ვხედავ მიდიდდებაო. თავისი ღირსებისკენ თითით მიგვანიშნებდა,გარყვნილი არამზადა ბავშვი. დედამისი გაულაწუნებდა ხოლმე საუბრის დასრულების მერე ამდენი საიდან იციო?მერე ჩვენ ქუჩის კუთხეში მჯდომ გოგოებს შემოგვხედავდა და ამბობდა ახლანდელმა ბავშვებმა დაბადებიდან იციან საიდან ჩნდებიანო.

***
მომბეზრდა სახლში ჯდომა და გადავწყვიტე ლეპტოპი დასატენად ჩამეტანა მეზობლის ინტერნეტის პაროლი ვიცოდი.გადავწყვიტე ვენდისში წავსულიყავი თან ცოტას დავლევდი შევჭამდი. სტელას მივუკაკუნე.კარი მალევე გამიღო მისმა შვიმა.
-რომელი საათია თამუ? ტელეფონს დახედა
-ათს აკლია ოცი წუთი.
-მადლობა-შემოვბრუნდი ოთახში და ჩემი ბოლო 10 დოლარიანი ამოვაძვრინე წიგნიდან რომელიც შავი დღისთვის გადანახული მქონდა, იმედი მქონდა ამაზე შავი დღე არ დამიდგებოდა. და გავეშურე ვალუტის ჯიხურთან.
-დამიშალეთ. - ვალუტის ჯიხურში მჯდომმა ქალმა 10 დოლარიანი კარგად შეამოწმა. შემომხედა და 24 ლარი გამომიწოდა-50 თეთრი დამაკელით ვუთხარი მე
-დიახ ბოდიშს გიხდით!- მალევე ავიღე 50 თეთრიც და გავეშურე ვენდისამდე 3 წუთის სავალი იქნებოდა.
ხალხი ირეოდა, ბავშვებითურთ.ავედი მეორე სართულზე.ლეპტოპი შევაერთე დასატენად, იქვე მჯდომ ქალს ვთხოვე რომ ყურადღება მაგიდისთვის მიექცია სადაც ჩემი ლეპტოპი იყო თან გავუღიმე, მანაც გამიღიმა და თავი დამიკრა.
შევუკვეთე ერთი ცალი შოკოლადის დონატი და ერთიც ყველაზე იაფიანი ყავა. მალევე ავედი მეორე სართულზე იმ ქალს ღიმილით და ჩუმი მადლობა გადავუხადე, თითქმის ტუჩების მოძრაობით, მანაც დავი დამიკრა და გამიღიმა.
***
როგორც კი შევედი ინტერნეტში, ვახოს მივწერე, რომ შუქი ჯერაც არ მოსულიყო.მითხრა რომ მალე მოვიდოდა ჩემთან ჯერ ახლობლები ყავდა სახლში და უყურადღებოდ ვერ მიატოვებდა. დამპირდა ღამის პირველის მერე ორამდე მოვიდოდა.მე ხან ინგლისურ ტესტებს ვავსებდი ხან შევექცეოდი დონატს რომელსაც გეო ეწერა, შიგნითაც შოკოლადის მეგონა მაგრამ შუა ნაწილამდე რომ მივედი ბანანის გემო ვიგრძენი, არ მინდოდა მაგრამ მშიოდა ამიტომ უნდა დავჯერებოდი იმას რაშიც ფული უკვე გადახდილი მქონდა. ყავაც გემრიელად გადავხუხე. შაქარი არ გამიკეთებია ყავისთვის, უშაქრო მომინდა ამდენი ტკბილის შემდეგ შაქრის 4 პაკეტი ჩანთაში ჩავაძვრინე. და სალფეთქიც მიაყოლე. ალბათ ბევრს გიქნიათ მსგავსი რამ. ნუ გამკიცხავთ. ეს ყვლაფერი უღონო ცხოვრებამ მასწავლა...
თორმეტი სრულდებოდა უკვე უნდა გავსულიყავი... მალევე მესენჯერზე შეტყობინება მივიღე
-პატარა რა ქენი?
-მალე წავალ უკვე,-ლეპტოპი დატენილი იყო!
-კარგი, რომ გადახვალ მომწერე, რომ მიხვალ მაშინაც

მალევე წამოვედი მაღაზიაში სანთელი ვიკითხე არ ქონდათ, ყავა ავიღე, არ გამატანეს გადაბარება გვაქვსო. წამოვედი.
სიგარეტის ჯიხურთან მივედი სადაც ყავაც იყიდებოდა.
-ერთი სიგარეტი 2 ყავა ლატე!
-წასაღებად?
-ვერ გავიგე?
-ანუ წასაღებად?
-ხო , რავი... -გამეცინა!-სიგარეტი მომაწოდა ყავაზე მითხრა რომ წასაღებად არ ქონდათ!,მაგაზეც გამეცინა გადავიხადე ფილიპ მორისის საფასური და წამოვედი სახლში.

***
სიბნელეში სახლიც კი დავალაგე სანთლის შუქზე... თან წყალი გავაცხელე ვიბანავე... ცოტახანში ვახო მოვიდა.
მისაღებში წამოწვა, ერთ ბავშვზე მიყვებოდა რომელიც მისი ნათლულია თან სურათი მანახა. სახით ,,ჩე გუევარას’’ ბავშვობას ჰგავდა...
-როგორ გავს ჩეს?
-ჩე ვინაა?
-გუევარა!
-ხო მართლა ვინ იყო გუევარა?
-ჩვეულებრივი პარტიზანელი, ოღონდ არა იმ გაგებით როგორც ჩვენ გვესმოდა, ჩვენში ცოტა უხეშად იყო გაგებული ეს წოდება.
-მომიყევი რამე...
და დავუწყე მოყოლა დაწყებული დაბადების დღიდან გარდაცვალებამდე რაც კი რამე ვიცოდი ჩე_ზე ,,მოტოციკლეტის დღიურები’’ც კი მოვუევი.

(სიტუაცია ვითარდება 09/02/20018)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent