შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dirty reailition (2)


10-02-2018, 18:55
ავტორი Mari korti
ნანახია 1 393

თავი 2
თავის საშინელი ტკივილი მაიძულებს თვალები გავახილო. წამწამებს ერთმანეთს ძლივ-ძლივობით ვაშორებ, რადგან მგონია ზედ დიდი ლოდები მაწევს და საშინელ წვას ვგრძნობ.
გარშემო ვიხედები და შავი კედლების მეტს ვერაფერს ვხედავ. მეშინია, მცივა და მაკანკალებს. არვიცი სად ვარ, ან რატომ ვარ აქ. უბრალოდ ვიცი, რომ თავი ძალიან დიდ შარში გავყავი და ეს მაშფოთებს.
მახსენდება წინა ღამით მომხდარი ამბავი და ჩემს თავზე ვბრაზდები. ცოტა ადრე, რომ წამოსვლუყავი ტეისის სახლიდან არაფერი დაშავდებოდა და არც აქ არ აღმოვჩნდებოდი.
ფეხზე ვდგები და გზას ხელების ცეცებით ვიკვლევ, რადგან აქ ძალიან ბნელა. შეიძლება ღამეა და მაგიტომ. ვერაფერს ვპოულობ გარდა, ერთი მაგიდისა, რომელსაც დავეჯახე და კინაღამ წავიქეცი. ოთახში ისე დავდივარ თითქოსდა, ვხედავდე რომელი კუთხიდან, რომელ კუთხეში გადავდივარ და აქაურობას ვათვალიერებდე.
საბოლოოდ დავასკვენი, რომ სარდაფში ვარ, სადაც მხოლოდ ოთხი კედელი, ერთი მაგიდა და საშინელი ნესტია. აქ მარტო ვარ. შესაბამისად, ვერავის ვკითხავ სად ვარ და რატომ.
ხელის ცეცებით გზას ვაგრძელებ და რკინის კარის სახელურს ვეხები. მიხარია ერთი რამ მაინც, რომ აღმოვაჩინე. სახელურს ქვევით ვწევ, მაგრამ ამაოდ. კარი ჩაკეტილია. რამდენიმე მცდელობის შემდეგ კი, უკვე კარზე მუჭებს ვურტყამ და ხმამაღლა ვყვირი, რომ ვინმემ გამაგონოს.
უშედეგო მცდელობების, შემდგ მოწყვეტით ვეცემი იატაკზე და თავს ხელებში ვრგავ. ვინ შეიძლება იყვნენ ისინი? გამტაცებელს სახეზე ნიღაბი ეკეთა და ვერაფერი დავინახე, ამიტომაც აზრზე ვერ მოვდიოდი ვინ იყო ის. საერთოდ, მე ან ჩემს ოჯახს არ გვყავს მტრები, ამიტომაც იმის საშიშროება, რომ რომელიმე მტერმა შურისსაძიებლად მომიტაცა გამორიცხულია.
რამდენიმე წამში, კარის უკან ჩხაკუნის ხმა მესმის და ისიც იღება. სიხარულით ფეხზე ვხტები და უკან ვიხევ. კარში ვიღაც ზორბა მამაკაცი შემოდის, რომლის სახესაც სიბნელეში ვერ ვარჩევ. ის მალევე მომიახლოვდა და მკლავში ხელი ჩამავლო, შემდეგ კი ამ ოთახიდან გამათრია.
უცნობი მიმართულებით მივდივართ. ნელ-ნელა ვარჩევ როგორ შევდივარ განათებულ ოთახში და თვალები შუბლზე ამდის. ერთ ჩვეულებრივ სახლში ვართ. ახლა უკვე კარგად ვხედავ ამ კაცის სახეს და ვარჩევ მის ქუშტ მზერას. გზას გარეთ გასასვლელი კარისკენ მივიკვლევთ და მალევე თვალებს მზის სხივები მჭრის.
ის კვლავ არ მიშვებს ხელს და იმავე შავ მანქანაში მსვამს, რომლითაც მომიტაცეს. მანქანაში ჩაჯდომისას ისე, რომ თვალს ვერაფერს ვავლებ, თვალებზე სახვევებს მიკეთებს და მალევე მესმის მანქანის ძრავის ხმა და კვლავ უცნობი მიმართულებით მივდივართ.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის მთელი დღე ვმგზავრობდით. მანქანა გაჩერდა თუარა, შხაპუნის ხმაც მომესმა და მივხვდი, რომ წვიმდა. მანქანიდან ძლიერი ბიძგით გადამათრიეს და კვლავ უცნობი მიმართულებით წავედით.
წვიმის წვეთები სახეს და თმებს მისველებდნენ. მსიამოვნებოდა მათი ნაზი შეხება ჩემს ტანზე და მინდოდა ეს არასდროს გაჩერებულიყო.
რამდენიმე წამში, კარზე ზარის ხმაც გავიგე და მივხვდი, რომ ვიღაცის სახლში მივედით. მალევე გავიგე კარის გაღების ხმა და ჩვენც შიგნით შევედით. თავს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იქნებ სახვევები მომძვრალიყო და დამენახა სად ვიყავი.
სახლში შესვლისას სასიამოვნო სითბო ვიგრძენი და გაყინული ხელებიც ცოტა მომილბა.
-ბოს მოვიყვანეთ.- მომესმა გვერდიდან ხმა და კვლავ თავის ცეცება დავიწყე, მაგრამ ამაოდ.
-შეგიძლიათ წახვიდეთ, ფულს ხვალვე ჩარიცხავენ ჩემი ბიჭები, თქვენს ანგარიშზე.- გაისმა ბოხი ხმა და ჩემ გვერდით მდგომმაც ხელი შემიშვა, შემდეგ კი გავიგონე როგორ გაიღო და დაიკეტა.
ახლა კი სრულებით ვიგრძენი, რომ ვიღაცასთან ერთად ოთახში მარტო ვიყავი. მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა და მეშინოდა. არვიცი რისი უბრალოდ, ვიცოდი, რომ მეშინოდა.
მალევე ვიგრძენი უცნობი სხეულის მოახლოება და თვალებიდან სახვევები მომხსნეს.
გარემოს თვალი მოვავლე. როგორც წინათ, ახლაც სახლში ვიყავი, რომელიც საკმაოდ მდიდრულად იყო მოწყობილი. ჩემს წინ კი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, სრულებით შავებში გამოწყობილი და თვალებით მჭამდა. ჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ ვგრძნობდი მისი კანის შეხებას ჩემსაზე.
-აქ რა მინდა?- ამოვილუღლუღე ხმააკანკალებულმა და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მანაც იგივე გაიმეორა. მე კი ნაბიჯებს უკან ვდგამდი მანამ, სანამ კედელზე არ ავისვეტე. მისი ცალი ხელი თავის გვერდით კედელს მიაბჯინა და თვალებში ჩამაშტერდა. მისი მწვანე თვალები გულის ცემას მიჩქარებდა და მაფორიაქდება.
-სწორედაც, რომ აქ გინდა. დღეიდან ჩემი ხარ.- გაისმა კვლავ მისი ბოხი ხმა. მე კი აღარ ვიცოდი რა მეპასუხა.
-არავისი არ ვარ, მითუმეტეს შენი.- ვუპასუხე ხმამაღლა და ვეცადე მისი მობჯენილი ტანი მომეშორებინა.
-ჩემთან ხმას ნუ უწევ.- დამემუქრა თითის ქნევით, შემდეგ კი გააგრძელა -მე შენ გიყიდე, შენში დიდი თანხა გადავიხადე. ამიტომაც, დღეიდან ჩემი საკუთრება ხარ. შენ ჩემს ფლობელობაში ხარ, ისევე როგორც ეს სახლი და სხვა "მონები".-
მის სიტყვებზე საბოლოოდ გავშეშდი. სხვა მონებიო? ესეიგი ამ სახლში კიდევ არიან ჩემნაირები. მაგრამ ვინ გამყიდა? ვინ გამწირა ასე? ესეიგი ახლა, აქ უნდა ამოვლპე და მისი მონობის ქვეშ ვიმყოფებოდე? ჯერ კიდევ გაუკრვეველი იყო ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ ერთადერთი მიზანი რაც ამ წამსვე ჩავისახე, აქედან გაქცევა იყო და სხვა არაფერი.
მალევე ვიგრძენი როგორ მომშორდა მძიმე სხეული და მისი ხმამაღალი ხმაც გავიგონე.
-ლიაამ, სწრაფად აქ მოდი.-
მალევე მისაღებ ოთახში ხსენებული ლიამი შემოვიდა და ბოსის წინ აისვეტა.
-ეს წაიყვანე და ოთახში მოაწყვე.- მიუთითა ჩემზე, შემდეგ კი ჩემკენ მობრუნდა -საღამოს გნახავ ფისო.- მითხრა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი სწრაფად მოგვშორდა.
ლიამი ჩემკენ წამოვიდა და დაცვის ნიშნად მკლავზე ხელი მომკიდა. ვგრძნობდი როგორი თბილი იყო ის, ხელსაც კი ნაზად მკიდებდა მკლავზე და სრული უხეშობის გარეშე მივყავდი ოთახისკენ.
მალევე მივადექით "ჩემს ოთახს," ლიამმა კარი გააღო და შიგნით შემიძღვა.
-მოკლედ, დროებით ეს იქნება შენი ოთახი და შეგიძლია მოეწყო.- მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავბედე მეკითხა.
-იცი შენმა უფროსმა ჩემი თავი ვისგან იყიდა?-
მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა. ვიცოდი, ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ მეუბნებოდა. რამდენიმე წამში ოთახიდან გავიდა და კარიც ჩაკეტა.
საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ცრემლები წამომივიდა. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, არ მინდოდა ასე მოვმკვდარიყავი. მითუმეტეს, ვიღაცის მონობის ქვეშ. მაშინ, როდესაც მთელი არსებით მინდოდა ჩემს მშობლებს მოვშორებოდი და სადღაც გადავხვეწილიყავი. ახლა ყველაზე მეტად მომინდა მათი კამათის მოსმენა და თბილი ჩახუტება. ღმერთო, უკვე როგორ მენატრება ჩვეულებრივი ცხოვრება. მე არ ვარ ასეთი თავგადასვლებისთვის და ბრძოლისთვის დაბადებული. ეს მე არ შემეფერება.
საღამომდე ვფიქრობდი ჩემს ადრინდელ ცხოვრებაზე და ახლანდელზე. უკვე ერთი დღეა რაც ამ ჯოჯოხეთში ვარ და ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. განადგურებული ვარ.
რამდენიმე წამში კარი ლიამმა შემოაღო, ხელში რაღაც ყუთი ეჭირა, ფეხზე არც ავმდგარვარ ისე დაველოდე მის ახსნას, თუ რა ჰქონდა ყუთში.
-ეს ბატონმა ჰარიმ გამოგიგზავნათ, საღამოსთვის ჩაიცვას და 9 საათზე ქვევით ჩამოვიდესო.- მითხრა ლიამმა და ყუთი ხელებში მომაჩეჩა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
ამოვიოხრე და ყუთი საწოლზე ვისროლე. საერთოდ არ მაინტერესებდა რა იყო შიგნით. ახლა ერთადერთი რამ, რაც მინდოდა, აქედან წასვლა იყო.
ბევრი ფიქრის, შემდეგ გადავწყვიტე, რომ აქედან გაქცევაში ლიამი დამეხმარებოდა. ის არ ჩანს ჰარისავით უხეში. პირიქით, ვფიქრობ, ისიც იძულებითაა აქ. მართალია, არ არის კარგი საქციელი შენი საქმისთვის, სხვისი გამოყენება, მაგრამ გარემოება იძულებულს მხდის ეს გავაკეთო. ჯერ ლიამს დავუახლოვდები, შემდეგ კი ისე ვიზამ, რომ თვითონ შემომთავაზოს აქედან გაქცევა. მანამდე კი ჰარი არ უნდა გავაბრაზო და ყველაფერში დავემორჩილო.
ამ გეგმის დაწყობის, შემდეგ ყუთი გავხსენი, იქიდან კი ულამაზესი კაბა ამოვიღე და წამსვე მოვირგე ტანზე. მასში ჩემი თავის დანახვისას, თვალები გამიფართოვდა. წითელი, ტანზე მომდგარი და გულ ამოღებული კაბა, რომელიც კოჭებამდე მწვდებოდა, საშინლად სექსუალური იყო. ამ კაბას, ნამდვილად არ ჩავიცმევდი ჰარისთან შესახვედრად, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა.
თმა როგორც შემეძლო ისე დავივარცხნე და ჩემდა გასაკვირად, ღია ოთახიდან გავედი და პირველ სართულზე ჩავედი. მისაღებ ოთახში არავინ დამხვდა, ამიტომ უცნობი მიმართულებით წავედი. მალევე მშვიდი მუსიკის ხმა მომესმა და მისი მიმართულებით გავიკვლიე გზა. ხმა გრძელი კოლიდორიდან მოდიოდა, ისიც გავიარე და უზარმაზარ ოთახში ამოვყავი თავი, სადაც გრძელი მაგიდა და სკამები იდგა, მაგიდის თავში კი ჰარი იჯდა და მელოდებოდა.

ესეც შემდეგი თავი. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მოთხრობასთან და განსაკუთრებით, ამ თავთან დაკავშირებით. ასე, რომ თქვენ იცით <3 <3



№1  offline წევრი ანუშირვანი

საინტერესოა <3 ველი შემდეგს <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ძაან საინტერესოა ძაან მომწონს კარგად წერ იმედი მაქ მეოთხე თავს დადებ რადგან სამი თავია ვისურვებდი რომ დადება განაგრძო ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent