შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა III


10-02-2018, 19:18
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 027

იმაზეც დავფიქრდი მართლა რომ დაგვაქორწინონ შემდეგ რა იქნებოდა,მაგრამ ამასაც გავუმკლავდებოდი..

საძინებელშ ვიყავი,მაგრამ არ მეძინა.. ან რა დამაძინებდა ჩემ ბედი წყდებოდა..
ვლადს ძალიან დააგვიანდა,როცა მისი მანქანის ხმა გავიგონე ღამის პირველი საათი სრულდებოდა.. მაშინვე საწოლშ გავიქეცი და თავის მომძინარება დავიწყე..
ვლადმა კარები დაუკითხავად შემოაღო,თუმცა მე ხომ „მეძინა“..
-კაწ.. კაწ გაიღვიძე.-საწოლთან ჩამოჯდა ვლადი.
-რა მოხდა?-ვითომ ამ წამს გავიღვიძეო თვალები მოვიფშვნიტე და მეც წამოვჯექი..
ვლადის თვალებში რაღაც შეიცვალა.. თითქოს არ სჯეროდა ჩემი,მაგრამ მაინც მიჭერდა მხარს რომ საშაზე გავთხოვილიყავი.
-ახვალ მოაწერთ ხელს შენ და საშა..
-მან რა თქმა?
-არ აქვს მნიშვნელობა მან რა თქვა,ხვალ მოაწერთ ხელს და გადახვალთ სხვა სახლში..
-რა სხვა სახლში?
-საშას ახალ სახლში,რომელიც მე ვუყიდე ამ საღამოს..
-სახლი რატომ უყიდე?
-გოგო რაზე ჭედავ შენ?დაიძინე ხვალ დილით უნივერსიტეტში მიდიხარ.
-არ მივდივარ უნივერსიტეტში.
-როგორც გინდა.. მაშინ ქორწინების სახლში..
ვლადი ოთახიდან გავიდა.. ნამდვილად იცოდა მან რაღაც,მაგრამ რა? ეს არ ვიცი.. ღამი¬თ ტკბილად მეძინა,სიზმარიც ამაღელვებელი იყო.. ვხვდებოდი რომ ჩემი ცხოვრების განმკარგველი მე თავად ვხდებოდი და არ ვიქნებოდი ვინმეზე დამოკიდებული.. არც დედაზე,არც ბებია-ბაბუაზე,არც ბიძაზე და რა თქმა უნდა არც ქმარზე.. ვიცოდი საშა ასე იოლად არ დათანნხმდებოდა ჩემი ცოლად შერთვის ფაქტს.. აქ კიდევ რაღაც სხვა ხდებოდა..
დილით არავის გავუღვიძებივარ,ამიტომ შუადღემდე ვიძინე.. შემდეგ ძილისგანაც კი დავიღალე და ავდექი..
-შვილო მოემზადე მალე ვლადიც მოვა და წაგიყვანს.
-სად ბებო?
-ქორწინების სახლში.
-თქვენ?
-ჩვენ არ ვიქნებით,მხოლოდ ახალგაზრდები წახვალთ.
-გასაგებია..-ავიჩეჩე მხრები.
კიბეზე ჩამოვჯექი და ყავა ისე დავლიე.. ვლადიც მალე დაბრუნდა უზარმაზარი საჩუქრის ყუთი გამომიწოდა და სასტუმრო ოთახში შევიდა.დავინტერესდი რა იყო და თავი გადავაძვრე.. თეთრი კაბა იდო..
-ვლად ეს რა არის?
-შენი საქორწინო კაბაა ქმარმა გამოგიგზავნა.-გამიკვირდა.. საშას ეს რატომ უნდა გეკეთებინა.. რატომღაც მეგონა ისეთი განრისხებული იქნებოდა,რომ შეიძლება ვეცემე კიდეც,მაგრამ საქორწინო კაბა? გაოგნებული ვუყურებდი.-წადი ჩაიცვი და წავიდეთ მალე უკვე გველოდებიან.
მალევე მოვემზადე.. იდეალური იყო ჩემი საქორწინო კაბა,მართალია დიდი „ფურფუშალა“ არ იყო,მაგრამ მაინც საქორწინო კაბა იყო.. თეთრი გამჭირვალე მკლავებით,ღრმა დეკოლტეთი,რომელიც იდეალურად ეკვროდა სხეულს..მაკიაჟი სადა,თმა გაშლილი..
ეს იყო ჩემი საქორწინო მოკაზმულობა..
ბებომ და ბაბუმ ცრემლმორეული თვალებით დამლოცეს..
ქორწინების სახლში მხოლოდ მე და ვლადი წავედით...
საშა თავის რამოდენიმე მეგობართან ერთად დამხვდა..
ჩემს დანახვაზე საოცრად გაიღიმა,თითქოს სანუკვარი ოცნება მე ვიყავი,რომელსაც მალე აიხდენდა.. თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა.. მე?.. მე თავს ყველაზე უკანასკნელ ადამიანად ვთვლიდი.. ყველაზე საშინელ და ბოროტ ადამიანად.. გული დამწყდა,როცა საშა ასეთი „ბედნიერი“ დავინახე,რადგან ვიცოდი თამაშობლა.. მე? მე ვერა..
უბედური ვიყავი,რომ ასეთ რამეში ჩავითრიე ადამიანი,გული დამწყდა რომ ასეთი გრძნობით არასოდეს შემომხედავს რეალურად.. ეს ყელაფერი სპეკტალკი იყო,რომლის ერთი მსახიობი იდეალური იყო.. მე? მე საშინელი.
სამოქალაქო ქორწინებამ მშვიდად ჩაიარა,ყოველგვარი ექსცესების გარეშე.. ყველანი რესტორანში წავედით.. საშას არც კი ეტყობოდა რომ თამაშობდა,მეც კი ეჭვი შემეპარებოდა,ცოტა ძლიერად რომ არ მოეჭირა ხელი და გაღიმებული სახით არ გადმოეჩურჩულებინა.
-ცოტა გაიღიმე,იმხიარულე,დატკბი დღევანდელი საღამოთი ეს ყველაფერი ხომ შენი დამსახურებაა.. ხვალიდან კი ცხვირის ჩამოსაშობად უამრავი დრო გექნება.-მაკოცა და შემდეგ სტუმრებს დაუბრუნდა.
სტუმრები უკვე „იშლებოდნენ“ როცა ვლადმა საგანგებოდ წარმოსთქვა..
-კაწ იმედია მართვის მოწმობა გაქვს?-რა თქმა უნდა არა.მინდოდა მეთქვა მაგრამ თავი დავუქნიე.-ჰოდა გარეთ შენი საყვარელი მანქანა „პორშე პანამერა“ დგას.. სპეც ზაკაზია იმედია გაუფრთხილდები.-ძალიან გამიხარდა,რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი მანქანა იყო.. მთელი ცხოვრება მაბოდებდა ამ მანქანაზე,თანაც სპეც ზაკაზი იყო,განსაკუთრებით ჩემთვის.. აღფრთოვანებული ვიყავი ვლადის საჩუქრით..
საღამოც დასრულდა...
ახალდაქორწინებულები ახალ სახლში გავემართეთ...
საშას მაშინვე გაუქრა სახიდან ბედნიერი გამომეტყველება,არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის ისე მივედით სახლში.
მანქანა გაჩერდა.. საშა გადავიდა,არც კი დამელოდა ისე შევიდა სახლში.რა თქმა უნდა უკან გავყევი..
სახლი იდეალური იყო,კარგი გემოვნება ჰქონია ვლადს,რომ ასეთი საჩუქრებით გაგვანებივრა..
საშა კიბეს აუყვა და დერეფანში გაუჩინარდა..
თავს იმდენად ცუდადა ვგრძნობდი რომ გულის რევის შეგრძნებაც კი მაწუხებდა.. დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა,მაგრამ ეს საშას ბრალიც იყო.. ისე უხეშად მომიშორა იმ ღამის შემდეგ რომ იმსახურებდა საშინელი გამეკეთებინა რამე,თუმცა ამ შემთხვევაში მე თავად ჩავვარდი ცუდ დღეში.
მისაღებ ოთახში ვიჯექი საქორწინო კაბით და ჩემს იდიოტურ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი.. იქვე ჩამძინებია..
დილით დაჭიმული კისრის ტკივილმა გამაღვიძა,ერთიანად გაყინული ვიყავი.. საშა სამზარეულოში „ფუსფუსებდა“..
-ყავა გამიკეთე რა.-ვუტხარი თვალების ფშვნეტით და ჩემს საძინებელს დავუწყე ძებნა,რომ გამომეცვალა ტანსაცმელი.
როგორც იქნა მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი,მაგრამ საშა აღარ დამხვდა.. არც ჩემი ყავა,როგორც ჩანს სიტყვის უთქმელად წავიდა..
დილით მისი ლექცია მქონდა.. საკმაოდ დრო მქონდა,მაგრამ გადავწყვიტე ადრე მივსულიყავი ჩემი ახალი მანქანით..
რა თქმა უნდა მოსკოვში კარგი მანქანა არავის უკვირს,მაგრამ ჩემმა მანქანამ მაინც მოახდინა ფურორი.. აქ ყველას შეძლებული ოჯახის შვილი მოსწონს და უნდა მასთან მეგობრობა,როცა მძღოლს მოვყავდი ისიც დაგვიანებით ხალხში არ ვჩანდი,მაგრამ როგორც კი შედარებით ადრე მივედი მაგარი მანქანით ყველამ გადაწყვიტა,რომ მე მათი „კურსელი“ ვიყავი.
აუდიტორიაში თავს ყველაზე პოპულარულ გოგოდ ვგრძნობდი,მაგრამ ეს ყველაფერი მაშინვე გაქრა.. როცა აუდიტორიაში ლექტორი პეტროვი შემოვიდა,ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა თანაც ასეთ მდგომრეობაში.
-ორლოვ შენი ადგილი დაიკავე ან გარეთ გადი.-ძალიან მკაცრი იყო განსაკუთრებით ჩემს მიმართ.უსიტყვოდ დავიკავე ადგილი,ჩემს გვერდით მჯდომმა გოგონამ კი გადმომიჩურჩულა.
-ნეტა რა სჭირს?
-საიდან უნდა ვიცოდე.-ავიჩეჩე მხრები,გულში კი გამეცინა.
-დღეს გოგოები კაფეში მივდივართ წამოხვალ?-მკითხა იგივე ინტონაცით.
-დიდი სიამოვნებით.-გავუღიმე თავაზიანად.. გამიხარდა,რადგან ვიღაცას ჩემთან საერთო ენის გამოძებნა სურდა.
-ორლოვ,კიდევ ერთი შენიშვნა და გარეთ გახვალ.-დამემუქრა ლექტორი რომელიც დაფაზე რაღაცას წერდა და ჩემთვის საერთოდ არ შემოუხედავს.მე კი თვალები დავაელამე.
ლექციის დასრულების შემდეგ ტრადიციულად აღარ დავლოდებივარ პეტროვს,მაშინვე ავიღე ჩემი ნივთები და გარეთ გავედი.. სხვა ლექციებმაც ხალისიანად ჩაიარა.
უნივერსიტეტის შემდეგ რამოდენიმე გოგო კაფეში წავედით..
-რატომ ჩააბარე სამედიცინოზე?-მკითხა ნასწინკამ.
-არ დავფიქრებულვარ მაგაზე.. უბრალოდ დედაჩემმა ჩემს ნაცვლად შეიტანა საბუთები.-ისევ მხრები ავიჩეჩე.
-საქართველოდან რატომ წამოხვედი?-მკითხა ლენამ
-შეყვარებული მყავდა რომელიც დედას არ მოსწონდა,ამიტომ ასე მოახერხა ჩვენი დაშორება.
-უი რა ცუდია...-თქვა ნასწინკამ..-მეც შეყვარებული ვარ..-ისე ამოიხვნეშა თითქოს მთელი დარდი მას ამოაყოლა.
-ვისზე?
-ჩვენს პატივცემულ პეტროვზე.-თქვა მან.. მე გაკვირვებულმა გავიცინე,ლენამ კი გულიანად „გადაიხარხარა“.
-მაგ კაცზე მთელი უნივერსიტეტი აბოდებს და არამარო უნივერსიტეტი.. თქვა ახლა ამანაც..-შემდეგ მე გამომხედა.-შენც მოგწონს თუ რატომ გაქვს მასეთი სახე?
-მე? არაუშავს არის რა,მაგრამ ეტყობა ცივი და უგულო ტიპია.-მეტი სხვაგვარად ვერ დავიძვირე თავი.
-ჰოო.. ამბობენ ძალიან ლამაზი საცოლე ხელებში ჩააკვდაო,იმის შემდეგ არავის იკარებს.ჩვენი გოგოებიც რას არ ცდილობენ,მაგრამ ზედაც არავის უყურებს.-ამ იმფორმაციამ მართლა „პირღია“ დამტოვა.
სახლში იმაზე მეტად დაგრუზული მივედი,ვიდრე მანამდე ვიყავი.. იმაზე მეტად მეტკინა სახელი „ალექსანდრ“ ვიდრე მანამდე.. ხმას ვერ ვიღებდი,უბრალოდ ყელში ბურთივით რაღაც მქონდა გაჩხერილი.მისაღების კარებს ავეკარი,თვალები ამემღვრა ცოტაც და ალბათ ვიტირებდი ჩემი უმსგავსობის გამო.საშამ შემამჩნია..
-სად იყავი?-მკითხა მან,მე კი სწრაფი ნაბიჯით მასთან მივედი და ჩავეხუტე.. მაგრად მოვხვიე წელზე ხელები..ის არ ჩამხუტებია..-რა გჭირს?
-შენ.. მართლა დაკარგე ის?-უკვე პატარა ბავშვივით ვტიროდი.მან ხმა არ ამოიღო და მე განვაგრძე.-მე კი კიდევ დაგიმატე და გაიძულე ცოლად შეგერთე..-საშამ უკან გამწია.
-რას ბოდავ.. ვინ დავკარგე?
-მითხრეს რომ საცოლე ხელში ჩაგაკვდა.
-ნუ სულელობ.. არავინ ჩამკვდომია ხელებში.ახლა კი ცრემლები შეიმშრალე და ვახშამი მოამზადე.-ცივად მომიშორა საშამ და სხვა ოთახში გავიდა.
რაღაც მომენტში ვიგრძენი,საშა აღელდა როცა მომტირალი დამინახა,მაგრამ შემდე სიბრაზეში გადაიზარდა რადგან მისი ყოფილი ვახსენე,ამიტომ კვლავინდებურად ცივი მზერით მიბრძანა მომზადება.. მაგრამ მე ხომ არაფრის მომზადება ვიცოდი.. რესტორანში დავრეკე და შეკვეთა მივეცი რომელსაც ოც წუთში მოიტანდნენ.
სუფრა ორ კაცზე გავშალე,სანთლები ავანთე და სწორედ ამ დროს დავინახე საშა,რომელიც დამცინავად მიყურებდა.შემდეგ შემოვიდა,სანთლები ჩააქრო და სუფრას მიუჯდა.
-ასე რატომ იქცევი?-ვკითხე მე
-შენ რატომ მოიქეციასე?
-ასე როგორ?
-რაში გჭირდებოდა ჩემი ცოლობა?
-მინდოდა როგორმე დამესაჯე.
-ანუ შენ ჩემი სასჯელი ხარ?-დამცინა მან.
-მგონი რომ შენ ხარ ჩემი სასჯელი.
-სულელი ბავშვი ხარ,რადგან სექსის შემდეგ წასვლა გთხოვე ასე გადამიხადე სამაგიერო?
-შენ არ მთხოვე შენ ჩემგან მოითხოვე,ცივი და უხეში ადამიანი ხარ.
-მაგრამ შენ მაინც ჩემს გვერდით ხარ.-თვალი ჩამიკრა და ჭაამა განაგრძო.ძალიან გავბრაზდი და ავდექი.გვერდი რომ ჩავუარე უცებ ხელში მწვდა.-სად მიდიხარ?
-მადა დავკარგე.-ხელი გავაშვებინე და გარეთ გასვლა დავაპირე მაგრამ საშა უკან გამომყვა.
-სად მიდიხარ მეთქი?
-კლუბში გასართობად..
-არ წახვალ..-თავდაჯერებულმა გამიცინა.
-წავალ
-არ წახვალ კაწ..
-წავალ საშ..
ქუდი დავიფარე,ჩანთას ხელი დავავლე თუ არა ვიგრძენი ჰაერში როგორ ავიწიე,საშამ ძლერად მიმიკრა მკერდზე,მე კი ხაფანგში გაბმული ჩიტივით ვფართხალებდი.. მის ძლიერ მკლავებს ვერ ვეწინააღმდეგებოდი.
-დამშვიდდი და ნუ ფართხალებ.
-ხელი გამიშვი.
-ჯერ არ გაგიშვებ.-საშამ ძალით მაკოცა.
-თავი დამანებე,გამიშვი.-ვყვიროდი მე.
-ჯერ არა.. -საშამ ხელში აყვანილი ამატარა კიბეები,მე ვყვიროდი და როგორც შემეძლო ვურტყამდი,ის კი მაინც საძინებლისკენ მიიწევდა


პ.ს მგონი არავის მოსწონს ეს ისტორია... შემიძლია შევწყვიტო და უკვე დასრულებული რეალურ ამბავზე დავდო ისტორია



№1  offline წევრი mia15

მე მოწონს და გააგრძელე.ველოდები, შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

Ras qvia shewyvito?
Umagresia gadasarevi gagrdzeldeba imedia
Me dzalian momwons

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი მოტხრობაა, გააგრზელე არ მიატოვო

 


№4 სტუმარი სტუმარი Elle

Mee momwons ar shewkvito raa

 


№5  offline წევრი naniko mindia

Kari ra raunda shewyvito gagzele zalian kargia veli shemdeg tavs ♥♥♥warmatebebi
--------------------
lomidze

 


ძალიან მომეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent