ველურებსაც შეუძლიათ სიყვარული (7 თავი)
–კარგით,მაშინ სასადლოში შევხვდეეთ– ზურგზე ზურგჩანთა შემოვიკიდე და ყველას დავემშვიდობე. სხვადასხვა კორპუსებში გვქონდა ლექციები...მაგრამ არა, შევცდი. –ჰე აბა რას შვრები.–მხრებზე ძლიერი ხელი ვიგრძენი და ვინ თუ არა ტრენტი აღმოჩნდა. –რა კუდივით დამყვები.–მეც არ დავმალე ჩემი გაღიზიანება. –ჩვენ ბოლოსდაბოლოს მეგობრობა გადავწყვიტეთ,ეგრე არაა?–ნიშნის მოგებით გამომხედა – მე კი შენზე საერთოდ არაფერი არ ვიცი. –მერე ვინმე გეხვეწებოდა?!–ისე ვთქვი არც კი დავფიქრებულვარ და მარტო მერე მივხვდი,რომ მართლა საწყენი რაღაც წამომცდა. არც კი იყო საჭირო ტრენტს რამე ეთქვა, ეგრევე მივხვდი,რომ ეწყინა და რომ შემეძლოს კარგად მივბეგვავდი კიდეც ჩემს თავს ,მაგრამ აბა როგორ წარმოგიდგენიათ.დგას გოგო, და საკუთრ თავს უბაგუნებს...ჰო არაა? მეც გამეცინა, ამიტომ ეს იდეა ეგრევე გამოვრიცხე.რას ვერჩოდი მეც ვერ გავიგე, მას მხოლოდ მეგობრობა უნდა, ეგ რო არა უკვე ხო გამოვლენდა როგორი ნიჭიერია გოგოს შებმის საკითხში... –კარგი....–გრძელი პაუზა გავაკეთე და ტრენტმაც იმედით სავსე თვალებით გადმომხედა– მოდი იქიდან დავიწყოთ, საიდან ხარ? სად სწავლობდი? ბოლოსდაბოლოს რაზე სწავლობ...– ვერ მოვასწარი ამ წინადადების დამთავრება,უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შემაწყვეტინა. –არა,ეგ სულაც არ არის საინტერესო,ჯობია შენ მომიყვე შენს თავზე,შენს ოჯახზე და საერთოდ აქამდე სანამ გადმოხვიდოდი რას აკეთებდი.–ჟრუანტელმა დამიარა ოჯახი,რომ ახსენა, არ მინდოდა მთელი ჩემი დრამა მომეყოლა,თუ როგორ თქვეს ჩემზე უარი და როგორ მიშვილა ბიძაჩემმა...და საერთოდაც არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, ეს ისტორია მარტო მე და მერიმ ვიცით,როგორი მშობლები მყავს სინამდვილეში და მართლაც სიკვდილს,რომ გადავურჩი.ოჰჰ ჩემი მერიიი!! როგორ მიყვარს, ეგ რო არ ალბათ საერთოდ გავგიჟდებოდი. ამდენი ზრუნვისგან უკვე აღარც ვიცოდი სად წავსულვიყავი, რაც გავიზარდე ისე მექცევიან და მეპყრობიან თითქოს მალე ჩემი მშობლების კვალს უნდა დავადგე. მხოლოდ მერიმ დამიჭირა მხარი,როდესაც გამოქცევა შევთავაზე, მან ყველაფერზე უარი თქვა,გამომყვა იქ სადაც სრული სიბნელე გველოდა,სადაც არ ვიცოდით რა მოხდებოდა და საერთოდ უცოდინრობაში შევაბიჯეთ ფეხი. რათქმაუნდა მისი მშობლები სულ გვეკონტაქტებიან და რაღაცეებს გვიგზავნიან,როგორც ბიძაჩემი და დეიდაჩემიც, მაგრამ მაინც დამოუკიდებლები ვართ. –არც მე არ მინდა ჩემს ოჯახზე ლაპარაკი– წამოვიჩურჩულე და ორივე ჩვენს ჩვენს ფიქრებში გავარდნილებმა ნელნელა გავუყევით დერეფანს. მეუცნაურა მთელი ეს სიტუაცია, გვერდით მე–4 კურსელი მედგა,კოლეჯში სახელგანთქმული, რომელსაც ყველა გოგო თვალს ადევნებდა და ნუ მეც რათქმაუნდა როგორც მტერს ისე მბურღავდნენ. არა გოგოებს არ ვამტყუვნებ, ასეთი ტანის პატრონი როგორ უნდა გამოგეტოვებინა ისე,რომ თვალებით არ გაგეხადა...–ოჰჰ,ჩვენი ემილი იზრდებაა.– მხარზე ჩემი “მე’’ გამომიხტა, პატარა ეშმაკის ფორმაში და ეშმაკური ღიმილი დასტრიალებდა ტუჩებზე. არ ვიცი რატო, მაგრამ მეც წამომახურა და პატარა 2 წლის ბავშვივით შერცხვენილმა მოვიბუსე. –რა მოხდა?–ტრენტმაც არ გამოტოვა ჩემი ესეთი რეაქცია და გამხიარებულმა ალბათ რაღაც სასწაულის წამოროშებისთვის მოემზადა. –არა არაფერი–მე მაინც ჩემსას ვუარყოფდი. –კარგი როგორც გინდა–თქვა მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებდა. ლექციები დამთავრდა და გარეთ გამოვეყარეთ.საშინელ ხასიათძე ვიყავი, არაფრის გაკეთება არ მინდოდა და საერთოდ ერთი სული მქონდა სახლში მივსულვიყავი და საწოლში დიდ საბანში გავხვეულვიყავი. –რა მოხდაა?–მერი შემომეხვია და ჩემი უხასიათობა,რომ დაინახა ეგრევე გამოკითხვა დამიწყო. –არა არაფერი,უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმინდო,რომ მათემატიკაში და ბიოლოგიაში სრული დებილი ვარ– ჩემთვის ამოვიოხრე და თითქმის ცრემლი ჩამოვაგორე. ესეთი ნიშნებით შორს ვერ წავიდოდი და თვის ბოლოს მომავალ გამოცდას ჰო საერთოდ ვერ ჩავაბარებდი. –მერე?!–გაუკვირდა კასპს–ჩემი ბიძაშვილი რაში გყავს, მაგას თხოვე, ისე დაგეხმარება უნამუსო ვიყო ყველაზე მაღალ ქულას გამოგატანინებს. –ტრენტიი??–მართლა გამიკვირდა და ბოლო ხმაზე ამიტყდა სიცილი–ისტერიული სიცილი– ეგ რაში დამეხმარება, ეჭვი მაქ აქეთ სჭირდება დახმარება. –არა!–გამოხტა ამერიკა–ჭდაობის გამო ნუ გგონია რო სულ გამოშტერებბულია, ერთერთი საუკუეთესო სტუდენტია. ნელნელა დავწყნარდი და მართლა დავუკვირდი, იქნებს სულაც სიმართლეა, მაგრამ არა არ მინდა, მაგის ხასიათი რომ შევისწავლე უკვე მივხვდი,რომ მთელი დარჩენილი თვე სულ რაღაც ხუმრობებს წამომაყრის, ამიტომ მირჩევნია რამენაირად მე თვითონ. –უი ისე სადაა?–მერიმ აქეთ იქით მიმოიხედა–კასპ არ გინახავს? ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო. –რავიცი აბა, მაგას ვინ გაუგებს– მანქანისკენ დაიძრა კასპიც თან გასაღებს ეძებდა.– ეგ რო ვიცი,დარწმუნებული ვარ ვინმე გოგოს ეჩალიჩება. რატომღაც ძალიან არ მესიამოვნა ამის მოსმენა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მანქანაში ჩავჯექით და სახლში ხმა ამოუღებლად მივედით. ყველა საკუთარ აზრებში იყო. ვახშმის შემდეგ ოთახში ავედი და ჩემი ყველაზე “საყვარელი’’ საგნების სწავლა დავიწყე. ნერვები თითქმის დამაწყდა, უკვე აღარ ვიცოდი რომელი კედლისთვის მერტყა თავი, რომ უცბად ტრენტი შემოვიდა. –გავიგე პრობლემები გქონია.– ნიშნისმოგებით მიმითითა საწოლზე მიმოყრილ ფურცლებზე. –გინდა დაგეხმარო? პირველად ვნახე ასეთი სერიოზული, ხუმრობის ხასიათიც კი გამიქრა. უბრალოდ დავდუმდი და სახეზე გაოგნება ამეკრო. თვალს ვაყოლებდი მის ნელ მოძრაობებს,როგორ მომიხლოვდა და ჩემს საპირისპირო მხარეს მოექცა.– ღმერთო რა აპოლონია.– გავიფიქრე ჩემთვის და ტკბობა გავაგრძელე. –მოდი ელემენტარულიდან დავიწყოთ და დღევანდელი თემის საკითხსაც მივუბრუნდებით.–სახეზე სრული სერიოზულობა იყო მაგრამ მე მაინც მოვიკირბე ძალა და ვკითხე. –შენ საიდან იცი ეს ყველაფერი ესე კარგად? მეგონა მხოლოდ ჭიდაობით გაგქონდა თავი– ცოტა მეუხერხულა მაგრამ მაინც ბოლომდე დავამთავრე.– არაფერი არ გეტყობა იმის, რომ კარგი და დამჯერი სტუდენტი ხარ. –დამჯერი არ ვარ და არც ჭიდაობით გამაქვს თავი, უბრალოდ მომწონს სწავლა და მსიამოვნეს პირველობა– არც კი ამოუხედავს, თან ფურცლებს ანაწილებდა თან აგრძელებდა.– ჭიდაობითაც მხოლოდ ფულის და სიამოვნების გამო ვარ დაკავებული. ეხლა კი მოდი დავიწყოთ. თავი ლექციაზე მეგონა, ისე სერიოზულად და გასაგებად მიხსნიდა ყველაფერს. ეს რო ყოფილიყო ლექტორი რა კარგი იქნებოდა,– უფფ სექსუალური ლექტორი... ჰო ხვდებით არაა სად ვიყავი ფიქრებით წასული მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ყველაფერი იდეალურად გავიგე. ამ დღიდან დაიწყო გარმონია, დღეები ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი ვამჩნევდი. მე და ტრენტი სასწაულად დავუახლოვდით ერთმანეთს და ასე მეგონა უკვე დიდიხანია ერმანეთს ვიცნობთ. ჩვენი სახლი არასდროს არ იყო ჩუმად, სულ რაღაცას ვაკეთებდით, ვერთობოდით და მოკლედ თავზე ვიმხობდით ყველაფერს. ტრენტი სწვლაში მეხმარებოდა და ყოველ ჯერზე სულ ახალი და ახალი კუთხით ვიცნობდი მას, სულ უფრო და უფრო ახლო ადამიანი ხდებოდა ჩემთვის, ნამდვილი მეგობარი და სამწუხაროდ არამარტო მეგობარიც... --------------------------------------------------------- იმედია მოგეწონათ ველი თქვენს შეფასებას და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.