შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველურებსაც შეუძლიათ სიყვარული (6 თავი)


9-02-2018, 21:06
ავტორი LadyLuck
ნანახია 1 335

საღამო,რომ დადგა ტრენტი სადღაც გაქრა და მეც დიდიად არ დავინტერესებულვარ სად და რისთვის. საძინებელში შევედი და დავიწყე გამოცვლა,რა მნიშვნელობაა სად მძინავს, მთავარია კომფორტულად ვგრძნობდე თავს. დიდი მაიკა ჩავიცვი, რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვებოდა და საწოლს გადავხედე:
–მართლაც რა პრობლემაა,იმხელა საწოლია, ხუთი კაცი ისე დაეტევა რო რავი...
ჩავიდუდღუნე და საწოლში შევწექი. ერთი საათიც არ იყო გასული კარი გაიღო, მე ჯერ კიდევ არ მეძინა მაგრამ მაინც თავი მოვიმძიმარე. ნელი მოძრაობებით გაიხადა და საწოლში შემოწვა, თითქოს აქ საერთოდ არც ვიწვე. მომეშვა და დაწყნარებული გულით მორფეოზის სამყაროში გადავეშვი.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს,აბა რა იქნებოდა სულ შუშის კედლები იყო და საერთოდ მეგონა გარეთ მძნავს. მუცელზე რაღაც მძიმე ვიგრძენი და ნახევრად გახელილი თვალებით,რომ დავაკვირდი ტრენტის ხელი შემომრჩა. ძალიან სასაცილოდ იწვა, მე საწოლის ბოლოში ის კი მთელ საწოლზე “გაშხლართული’’, ერთი ხელი ჩემზე მორე ცარიელ საწოლზე გაშლილი. ნელა ავიღე მისი ხელი, გადავდე და წამოვდექი.
–უფფ,კაი დუში არ მაწყენდა.–ნელა ნელა გავემართე სააბაზანოსკენ და ჩემი თავი იმ აზრზე დავიჭირე,რომ მერი არ შემოსულა და თავისი გიჟური მეთოდით არ დაიწყო ჩემი გამოღვიძება. მერე ცოტათი დავუკვირდი და რაღაც ჩუმი კვნესის მაგვარი მომესმა. მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩავიფხუკუნე,თან სახეზე წამომახურა.
–ხომ გითხარი დროს ტყუილად არ კარგავენ–უცბათ ტრენტის ძილისგან ჩახრეწილი ხმა გავიგონე.
–კი უკვე მივხვდი.–მეც გამეცინა და სააბაზანოში შევედი, თან ნივთები გამოვიყოლე.
ნახევარი საათიც არ იყო გასული კარებზე ბაგუნი რო გავიგონე.
–აუუუ,ეემ!მალე გამოდიიიიი!!! თორე მოვკვდიი–ტრენტის მწუხარე ხმა გავიგე და თავი ძლივს შევიკავე,ხარხარით რომ არ მოვმკვარვიყავი.აშკარად ძაან უჭირს.
–რა იყო ამ სახლში სხვა სააბაზანო არ გააქვთ?–შხაპიდან გავძახე და პასუხს დაველოდე.
–მე აქ მინდა.ჩემი სააბაზანოა და მინდა ჩემ სააბაზანოში შევიდე.ამიტომ მალე!
–ჰო კაი, კაი.–ჩავიხითხითე. მისი თხოვნა რათქმაუნდა არ შევიმჩნიე,ბოლოსდაბოლოს მისი ნიძლავი იყო რო აქ გადმოვსულვიყავი, ამიტომ მოითმინეს. ნელა გავაგრძელე ნებივრობა და შემდეგ სულ გამოწკეპილმა ლამაზად გამოვაღე კარი და ტრენტზეც კარგი ეფექტი მოვახდინე. საწყალი სულ გაწითლებული იჯდა საწოლზე, აშკარად სერიოზულად იგულისხმა, რომ სხვაგან არსად არ შევა.საწოლიც დალაგებული იყო.–ვაა სასიამოვნო გაკვiრვებაა.
–ნახე შენ რა მოგივა.–გამწარებული წამოვარდა და აბაზანაში რასაცქვია შევარდა.
მე ქვემოთ ჩავედი ბავშვებთან,უკვე ყველა შეკრებილი იყო, ნუ თუ ამ ორს ყველა შეიძლება ვუწოდოთ.
–ეს დილა არ გეყოთ?!–ახუტებულები რო ვნახე მართლა გამიკვირდა.–ისევ როგორ “პროშნაობთ?’’
–ჩვენთვის ერთი დილა არ კმარა–კასპმა სიცილნარევი ხმით მიპასუხა და ისევ მერის მიუბრუნდა–გეყოლება შენც ვინმე და მიხვდები.
აი არ შეუძლიათ რა რო არ ჩამინაიოკონ რამე მაგდაგვარი.
–სულაც არა–გავიბუტე და მაცივრისკენ გავემართე წვენის ამოსაღებად.
ამასობაში ტრენტიც ჩამოვიდა, შავი სპორტული შარვალი და თეთრი მაიკა ეცვა, თმაზე კი აშკარად ეტყობოდა ახალი ნაბანავები,რომ იყო. უჰჰ როგორ უხდება ეს შემოტმასნილი მაიკა. თითქმის წვენი გადამცა.–ასეთი აზრები საიდან გაწუხებს შე საწყალო, არც კი იცი სექსის დროს ქალი და კაცი რას აკეთებენ–ჩემი “მე’’ გამომეხაურა და ჩემივე შენიშვნაზე მეთვითონ წამოვწითლდი.არა მართლა კაი რაღაცაა,მაგრამ არა მე თვითონ არ მინდა მასთან რამე მაგრაგვარი მაკავშირებდეს,სულ სხვანაირი ბიჭები მომწონს.–კეე,კეე უეჭველი–ისევ ჩემი “მე’’ გამომეხმაურა–იმიტომ ხარ ესეთი წამოხურებული რო არ გაინტერესებს...
სანამ ჩემ აზრებში ვიყავი მანდამდე მერიმ მაგიდის გაწყობა დაიწყო.
–ჰარას შვრები?–მისაყვედურა და თავლებით მაგიდისკენ მიმანიშნა. –არ დამეხმარები?
მეც სხვა რა გზა დამრჩა,ავდექი და მივეხმარე.
–შენ არ მოდიხარ?–ჭამის დროს ტრენტს მივმართე–ისე ხარ გამოწყობილი არ გეტყობა რო სადმე გეჩქარება.
–ჰო ვიცი რო უჩემოდ ვერ გაძლებ–თავისთვის შეიტრიალა სიტუაცია და თვალი ჩამიკრა.
მეც რათქმაუნდა გავბრაზდი.სულ ასე როგორ ახერხებს?!
–ნუ ნერიულობ მოვდივარ–და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, მე მაგიდის დასაწყისში ვიჯექი ის კი ბოლოში.
–რაღაც არ გეტყობა.–მაისურზე ნიშნისმოგებით მივანიშნე.–ასე მგონია სტრიპტიზ კლუბში მიდიხარ და დარწმინებული ვარ გოგოების ყურადღება ასჯერ გაიზრდება.
–კაი ნუ ეჭვიანობ–მითხრა და ტუჩი მოიკვნიტა– ჰო იცი რო არ მაინტერესებს.– თავისი სექსიპექსი ღიმილიც არ დაიშურა.
ჩვენი განლაგება ხელს მიწყობდა თვალებით რომ გამებურღა და სწორად ასეც მოვიქეცი.
–რა შეყვარებული წყვილივით ჩხუბობთ რა არის ეს–ბოლოს მერიმაც შეძლო სიტყვის ჩაკვეხება და ასკისკისდა.
–სულაც არა– შევიცხადე მე– თუ უნდა საერთოდ შიშველმა იაროს.
–მართლა?!–წამოდგა ტრენტი და შარვლს მოკიდა ხელი.
–ღმერთი ეს ვინაა–და თვალებძე ხელი ავიფარე–მართლა კი არ მიგულისხმია რეგვენო, ხელი არ ახლო შარვალს.
ჩემს რეაქციაზე ყველას სიცილი აუტყდა და მეც მივხვდი,რომ სულაც არ აპირებდა ამის გაკეთებას უბრალოდ ჩემი გაღიზიანება უნდოდა მაგრამ მე რა ვიცოდი, ეს ისეთია, სულაც არ გამიკვირდება ესეთი რაღაც,რომ გამოახტუნოს.



------------------
ვიცი თქვენთან დიდ ვალში ვარ და ძალიან მრცხვენია....ვთქვი,რომ ბოლომდე მივიყვან და არ მივიყვანე, თანაც როგორც ვატყობ მოგწონთ და ვერ წარმოიდგენთ ეს როგორ მაბედინერებს ^^ <3 მე–11 კლასში ვარ და ალბათ გესმით ჩემი სიტუაცია, 7 რეპეტიტორთან დავდივარ და აი ძალიან მიჭირს ყველაფრის მოსწრება მაგრამ გპირდებით მოვახერხებ და ამ ისტორიას ბოლომდე მივიყვან და გავზრდი კიდეც, თან ვცდილობ თქვენც დაგაინტერესოთ. არ მინდა რაღაც ორ დღიანი ისტორია გამოდგეს, მინდა დაგამახსოვრდეთ ეს ამბავი მისი განსხვავებულობით. <3 მე როდესაც რამე წიგნს ვკითხულობ სულ ის აზრი გამაჩნია რო აი აქ ამას მივამატებდა იქ იმას და მოკლედ სულ იმის სურვილი მქოდა ისტორიისთვის რამე ჩემი “მიმემაგრებინა’’, ამიტომ მინდა რომ თვენც გამოხატოთ იდეები თუ გინდათ პირადში თუ გინდათ კომენტარებში და ამითი მეც ისტორიას მრავალფეროვანს გავხდი და თქვენც უფრო გესიამოვნებათ კითხვა. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში <3 ველი ველიი <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent