შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი (მეხუთე თავი)


10-02-2018, 23:12
ავტორი gulia
ნანახია 1 051

“მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” – გაბრიელ გარსია მარკესი.



კარი დავკეტე, ბარგი იქვე დავტოვე და აივანზე გავედი. მოაჯირთან ჩამოვჯექი და ტელეფონი ამოვიღე. უამრავი გამოტოვებული ზარი მქონდა იოანესგან. ნერვები უფრო მომეშალა. ტელეფონი დაუნანებლად აივნიდან ვიფრიალე და თითქოს უძირო ფიქრებში წავედი.
მახსენდებოდა ოანესთან გატარებული თითოეული დღე, რომლებიც თან მაბედნიერებდა და თან ნელა მწვავდა. იოანეზეც ასე არეულად ვიყავი. მენატრებოდა, მაგრამ ახლოს რომ ყოფილიყო ვიცი ახლოს არ გავიკარებდი.
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. კარადიდან ვისკის ბოთლი გადმოვიღე და მისაღებში დივანზე მოვკალათდი.
ნახევარ საათში სასმლის გავლენა უკვე კარგად მეტყობოდა. თვალები მეხუჭებოდა და ჩემს თავს ჩემივე უბედურებაზე ვებურტყუნებოდი.
ფეხზე წამოვდექი და მაგიდაზე დალაგებულს მინის ჭურჭელს ხელი მოვუსვი და ძირს გადმოვისროლე. მეგონა ამის დამტვრევა რამეს უშველიდა ჩემს ტკივილს, მაგრამ ამაოდ. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და მაშინვე დასაწოლად გავედი. აღარც კი მახსოვს როგორ ჩამეძინა.
მეორე დღეს საკმაოდ გვიან გამეღვიძა. თავი ძალიან მტკიოდა და თვალებიც ძველებურად ჩამსისხლიანებოდა. სხვა რა უნდა გამეკეთებინა. კარადიდან ისევ ახალი ბოთლი გადმოვიღე და სმას შევაფარე თავი.
მთელი სამი თვე ასე გავიდა. მთელი დღე მოთქმა და ტირილი, სმა და ნივთების მტვრევა. სამსახურიდანაც წამოვედი. მთლიანად სახლში გამოვიკეტე. ნია ალბათ ათჯერ მოდიოდა ჩემს სანახავად, მაგრამ კარის გაღების ძალა ნამდვილად არ მქონდა და უარით ვაბრუნდი უკან. მართალია უხეშად ვექცეოდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში, რომ ვენახე გულს უფრო ვატკენდი.
ნოემბერში თავს ძალა დავატანე და სმას შევეშვი. ნელ-ნელა თვს ვარწმუნებდი, რომ ასე ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. წესიერი სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა.
ერთ დილით გავიღვიძე და დაბლა ჩასვლა გადავწყიტე. ფარდა გადავწიე. ცას ნაცრისფერი ღრუბელი გადაჰკვროდა. ალბათ წვიმას აპირებდა, მაგრამ მაინც არ გადავიფიქრე და სამ საათზე გარეთ გავედი.
სადარბაზოდან, რომ გამოვედი, ვფიქრობდი სად წავსულიყავი. ჯერ ნიასთან დავაპირე, მაგრამ ვიზიტი სხვა დროისთვის გადავდე და სახლთან ახლოს პატარა სკვერში მოვკალათდი.
კარგა ხანს ჩუმად ვიჯექი და არ მინდოდა რომ ეს დღე ასე უბრალოდ დასრულებულიყო. მინდოდა იოანე მოსულიყო და ისევ ეთქვა რომ ვუყვარვარ, მაგრამ ეს ფიქრი იმან გადაფრა რომ ალბათ იოანე ახლა ხსვაასთნაა ბედნიერი და მე აღარც კი ვახსოვდი. ამ ფიქრმა სულს თითქოს ცეცხლი წაუკიდა და კიდევ უფრო დაფერფლა.
ცოტა ხანში წვიმაც წამოვიდა და სულ დამასველა. მაგრამ მე სკამზე მოკუნტული ვიჯექი და ჩუმად ვტიროდი. კარგა ხანს ასე ვიჯდებოდი ვიღაც მოხუც ქალს რომ არ გამოვერკვიე.
-შვილო კარგად ხარ?
-რა? კი ბებო კარგად ვარ, მგონი.
-წადი შვილო სახლში, არ გაცივდე აქ გენაცვალე!
-კარგი ახლავე._ და ჩემთან დახრილს მადლობის ნიშნად გადავეხვიე.
სკამიდან წამოვდექი და სახლისკენ ნელ-ნელა წავედი. მაინც ვერ ვეგუებდი ამ დღის ასეთ დასასრულს. როგორ მინდოდა ის ჩემთან ყოფილიყო.
ფეხებში ძალა გამომეცალა, იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-ღმერთო, რატომ? რატომ ვარ ასეთი უბედური? ნუთუ არ შეიძლება მეც ვიყო ბედნიერი?!_ ჩემს თავს ტირილით ვებუტბუტებოდი, როდესაც უკან ჩემი სახელი მომესმა.
-მია!_ამ ერთ სიტყვაში იმდენი სიყვარული და სევდა იყო ვერ ავღწერ. ისე დავიბენი უკან ვერ მივტრიალდი. უბრალოდ უძრავად ვიჯექი.
რამდენიმე წამში მხარზე ვიღამ ხელი დამადო და მერე ვგრძნობდი. როგორ მეხვეოდა ნელ-ნელა.
-მია! საყვარელო!_ნამდვილად ის იყო. კანკალმა ამიტანა.
დავიბენი და ისღა მოვახერხე რომ იოანეს ხელიდან დავუსხლტი და სახლისკენ გავიქეცი. ისეც უკან ამედევნა. უკან მოუხედავად მივრბოდი.
კიბეები ავირბინე და კარი გავაღე. როგორც კი დაკეტვას ვაპირებდი, კარში იოანე გამეჩხირა და კარის დაკეტვის საშუალება არ მომცა. პირიქით თვითონ შემოვიდა და მერე დახურა კარი.
იმ წამს კარგად დავინახე მისი სახე და თვალები. იმ წამს მივხვდი, თურმე როგორ მომნატრებია და როგორ მყვარებია. მივხვდი რომ მეტჯერ ვეღარ დავკრგავდი. მის დაკარგავს მკვდარიც კი ვეღარ გავუძლებდი.
ერთი ნაბიჯით მისკენ მივიწიე და მანაც გულში მაგრად ჩამიხუტა. თმებზე მკოცნიდა და თან ჩემს სურნელს შეირძნობდა.
-მიყვარხარ. მიყვარხარ. უშენოდ არ შემიძლია. გთხოვ... გთხოვ ნუღარ მიმატოვებ!
-მეც მიყვარხარ!_ სლუკუნით ამოვთქვი. -იცი როგორ მიჭირდა აქამდე. რატომ არ დაბრუნდი?
-მინდოდა, მია! მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ალბათ მილიონჯერ ვიყავი კარამდე მოსული, მაგრამ დაკაკუნება ვერც ერთხელ ვერ შევძელი. შემეშინდა რომ ისევ უკან გამაბრუნებდი ან სამუდამოდ დაგკარგავდი.
-არა... არა შენ არასოდეს... შენ ვერ დაგკარგავ. უშენოდ მე არაფერი ვარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
-რამდენი ხანი ველოდი ამ სიტყვების გაგონებას!_ ეს თქვა, ხელში ამიყვანა და მისაღებში დივანზე მოკალათდა.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, სანამ არ გამახსენდა, რომ სულ სველები ვიყავით. თავი მისი გულიდან ავწიე და სახეში შევხედე.
-ადე, გამოვიცვალოთ სულ სველები ვართ!
-მოიცა მე გაგათბობ!_ და გამიღიმა.
-ნუ სულელობ!_ ფეხზე წამოვდექი.
-შენ კი ჩაიცმევ რამეს, მაგრამ მე?
-შენსას ახლავე მოვაგვარებ!_ და ჩემი ოთახისაკენ გავემართე.
-ახლა შენი ტანსაცმელი არ გამოიტანო რა!_სიცილით მომაძახა.
-არა, რა სისულელეა! _ და ხელში შავი შარვლით და თეთრი საროჩკით ხელდამშვენებული გამოვედი.-ესეც შენ! მგონი მოგერგება!
-ეგ ტანსაცმელი შენ საიდან?_ სახე დაუსერიოზულდა.
-შენზე გაბრაზებული ვიყავი და სხვასთან ვიწექი! რა უაზრო კითხვაა!
-მია! ნუ მაგიჟებ!_ ტონს აუწია.
-რაიყო რა გითხარი ისეთი რაც არ გაგიგონია!
-მია!
-ჰო, კარგი რა უცებ დაიჯერებ ხოლმე დათუნია. ესენი ქობულეთში ჩუმად გიყიდე და უნდა მომეცა...
-ჩემი მზრუნველი._ჩემსკენ წამოვიდა, კედელზე ამაყუდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
-ნელა იო ასე დამახრჩობ!
-ჰო კარგი.
- წადი, ახლა შედი სააბაზანოში.
-მერე შენ?
-მე მერე შევალ.
-არა, ჯერ შენ შედი.
-არ გინდა და ნუ გინდა._ ჩემს ტანსაცმელ ხელი დავავლე და სააბაზოანოში შევედი.
მალევე გამოვი და იოანე შევიდა. მე კი სამზარეულოში რაღაცეების მზადება დავიწყე.
-რა კარგი სუნია!_ ჩემსკენ წამოვიდა და უკნიდან შემომეხვია.
-ნელა თორემ ტაფა გადმომივარდება.
-თუ ასე არ მოგწონს, მაშინ..._ და ყელზე კოცნა დამიწყო.
ომლეტი თეშზე გადმოვიღე. ცოტა ვივახშმეთ და დასაწოლად საძინებელში გავედით.
-აუ ცოტა ხანს გადი რა.
-რატომ, ისევ დივანზე უნდა დამაწვინო?
-უნდა გამოვიცვალო.
-აუ კარგი რა.
-გადითქო.
-ჰო კარგი.- და ნელი სიარულით გავიდა ოთახიდან.
-შემოდი!_ხუთი წუთის შემდეგ საწოლიდან გავძახე.
ისეც სწრაფად შემოვიდა გვერდზე მომიწვა. მაგრამ ჩამეხუტა და მის მკლავებში აღაც კი მახსოვს როგორ ჩამეძინა.
მეორე დილით იოანეს კოცნამ გამაღვიძა.
-აუ რატომ გამაღვიძე?
-მივდივარ და იმიტომ._ ეს სიტყვები ტვინში ნემსივით შემერჭო და საწოლიდან წამოვვარდი.
-სად მიდიხარ.
-ნიკუშასთან, რაღაც საქმე მაქვს და ხუთისკენ დავბრუნდები.
-მერე მე?_ და მოწყენილი სახე მივიღე.
-შენ ლამაზად ჩაიცვი და საღამოს სავახშმოდ წავიდეთ სადმე.
-კაი.
-ვენური ვალსი იცი?
-ისე რა. ნიამ მასწავლა ადრე.
-კარგი, მაშინ კარგად გაიხსენე და საღამოს გამოგივლი. წავედი მეც._ ტუჩებზე სწრაფად მაკოცა და წამებში სახლიდან აორთქლდა.
მე საწოლიდან წამოვდექი და საათს შევხედე. უკვე პირველი საათი იყო. კარადიდან ჩემი და ნიას ნაყიდი შინდისფერი კაბა და ფეხსაცმელები გადმოვიღე და სააბაზანოში შევედი.
ხუთ საათზე ღია ფერის კონტური გადავისვი და იოანეს ლოდინი დავიწყე.
ექვსის ათ წუთზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ადგილზ გავიყინე. იოანე სმოკინგში იყო გამოწყობილი და ისეთი საყვარელი იყო ვერ ავღწერ. მისი მწვანე თვალები და ხუჭუჭა თმა ხომ საერთოდ გადაგრევდათ.
-ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ!_ წელზე ხელები შემომხვია და ვნებიანად მაკოცა ტუჩებში.
-შენც სიმპატიური ხარ დათუნია.
-წამო წავიდეთ. ჰო მართლა. ეს შენ. _ ზერგს უკან დამალული გვირილები გამომიწოდა.
-ვაიმე, როგორ მიყვარს გვირილები! ჩემი საყვარელი ყვავილებია!
-კაი, ნუ ჩავარდი პანიკებში, წავიდეთ!_ სიცილით მითხრა და ხელი გამომიწოდა.
კიბეები ჩავიარეთ და მანქანაში მოვკალათდით. ნახევარ საათში რაღაც დიდ ლამაზ რესტორან მივადექით.
იოანე მანქანიდან გადავიდა კარი გამიღო. ხელჩაკიდებულები შევედით დარბაზში სადაც არც ისე ცოტა ხალხი იყო. უმეტესად წყვილები.
ჩვენს მაგიდას მივუსხედით და მაგიდაც ათ წუთში გააწყვეს.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.
-მეც ძალიან მომეწონა. _ და მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს ხელი დაადო.
-ძალიან მიყვარხარ!
-მეც!
-ისე მგონი დროა ქორწილზეც ვიფიქროთ!_ გაღიმებულმა შემომხედა.
-ჯერ მგონი ადრეა!
- ადრე?
-ხო რავიცი.
-შენ ოცდაერთის ხარ მე ოცდასამის რაღა ადრეა.
-კაი, მაგაზე მერე.
-კაი, წამო ეხლა ვიცეკვოთ რა!
-კაი! თან ვალსიც კარგად გავიხსენე.
დარბაზის შუა გულში დავდექით. მუსიკა ჩაირთო და დაიწო ჩვენი ცეკვაც. მთელი დარბაზი ჩვენ გვიყურებდა და ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.
ცეკვა, რომ დამთავრდა იოანე ჩემს წინ დაგდა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს რაღაცის წაკითხვა სურსო. მერე პიჯაკი გაისწორა და ცალი ფეხით ჩაიმუხლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent