შემთხვევით დაქორწინებული (დასასრული)
ვუსმენდი მის გრძნობიერ ხმას და გულში ენით აღუწერელი განცდა მეუფლებოდა. თითქოს ხელით ტუმბავდნენ აქამდე, დახშული ვენებიდან სისხლს და სხეულის თითოეულ ნაწილთან მიქონდათ სასიამოვნოდ მჩხვლეტავი ნემსები. ვუსმენდი ინტონაციურად მდიდარ, სულში ჩამწვდომ ხმას და ლოყებზე დადენილ მლაშე ნაკადულებს, მუჭებით ვიწმენდი. სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, საშინელი სირცხვილის გრძნობა დამეუფლებოდა ვერდამალული ცრემლების გამო, ახლა კი ეს მეორე ხარისხოვანი იყო. არ მაინტერესებდა რა დრო იყო, არ მაინტერესებდა, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა, არ მაინტერესებდა, რომ ასე საჯაროდ გამოხატული გრძნობები მეხამუშებოდა და თავს დისკომფორტულად მაგრძნობინებდა, არ მაინტერესებდა, რომ "მიყვარხარ"-უთქმელ და დაუძლეველ სიტყვად იქცა, არ მაინტერესებდა, რომ ჩვენი ურთიერთობა, არ ჯდებოდა ნორმის ფარგლებში და იმ ზღვარს ურცხვად არღვევდა, ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე რომ იყო დაფუძნებული. ერთადერთი რაც მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი, ეს ალექსანდრეს სიყვარული იყო, რომელიც კიბოს მეტასტაზებივით მოედო ჩემს არსებას და განუკურნებელ, პირად პათოლოგიად მექცა. ყოველთვის დავცინოდი ბანალურ-"სამუდამოდ მეყვარების!" და ირონიული ჩაცინებით ვპასუხობდი მეგობრების, ერთი შეხედვით, აუსრულებელ განაჩენს-"სწორედ შენ, ოდესმე, შეგიყვარდება ადამიანი და თავს დაკარგავ. ხუხულასავით ჩამოგენგრევა უგრძნობი ხასიათი და მთლიანად მისით მოცული, მხოლოდ იმ ერთზე იფიქრებ. არ გეყვარება მრავალგზის გაცვეთილი სიყვარულით... გეყვარება ისეთი სიყვარულით, მხოლოდ ერთეულთ რომ ძალუძთ და მისი არსებობა, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დგას... დადგება ეს დრო და გაგახსენდება უთვალავჯერ გათელილი გრძნობები!.." ახლა კი... ახლა ვხვდებოდი, რაოდენ ვცდებოდი, როდესაც ჩემი გული ცხრაკლიტულში გამომწყვდეული, ცხრა ზღვასა და მთას იქით დამალული რომ მეგონა. სიყვარული არ იცავს საზღვრებს, არ ადგენს წესებს, მაგრამ უპარდონოდ არღვევს მათ. არ მოქმედებს დადგენილი ნორმლის ფარგლებში და ისე შლის ფრთებს, თითქოს მთელი სამყარო მის ფეხქვეშ იყოს გართხმული. სიგიჟესა და სიბრმავეზე, სიამის ტყუპივითაა გადაფსკვნილი და ექსპრონტად ადგენს იმ ადამიანთა "სიას", ერთ უღელქვეშ რომ უქადის ცხოვრებას. მხოლოდ ამ წამს, მხოლოდ კვამლისფერი თვალების მზერისას შევითვისე და გავისიგრძეგანე "მე-უღლე"-ს მნიშვნელობა და იმის მორჩებით გააზრებამ, რომ ალექსანდრე იყო ამ "წოდების" მატარებელი, საოცარ სიხარული მომგვარა. თუმცა, არა... თავად ალექსანდრე სძენდა ამ, თითქოსდა ბანალურ სიტყვას, განუზომელ მნიშვნელობას და ნათლად მიშლიდა იმ ხედს, სადაც მის გარეშე, ემოციებისგან დაცლილი, უუნარო მარიონეტი ვიყავი. ვხედავდი ყოველ ჯერზე, როგორ ევსებოდა თვალები სითბოთი და შეუმჩნეველი ღიმილი გადამირბენდა ბაგეზე. ვხედავდი აცრემლებულ ნანას და უფრო ნათელი ხდებოდა, თუ რა ბედნიერება მხვდა წილად, რომ ვიყავი ალექსანდრეს ერთი-ცალი, მეორე ნახევარი. თუნდაც შემდგომ ტკივილისგან შევშლილიყავი, მოგონებებად შევინახავდი იმ თვალებს, მხოლოდ ჩემი ხილვისას რომ იღებდა სპეციფიკურ ბრჭყვიალებას. სიმღერის ტექსტში ჩატეული თითოეული ემოცია, გულს წამით აჩერებდა, შემდეგ კი ორმაგად აძგერებულს, ადრენალინად ევლინებოდა. სხეულზე დაყრილ ტაოს, ყურადღებას არ ვაქცევდი და აცახცახებული თითებით ვეფერებოდი საქორწილო ბეჭედს, რომელიც უკვე, განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო. -მინდა ერთადერთი მაყურებელი ვიყო შენი გულის დარბაზში!-ბოხი ხმით მიჩურჩულა ყურთან, როდესაც სცენიდან ჩამოსულმა, ძალუმად ჩამიკრა გულში, ისე, თითქოს აღფრთოვანების წამოძახილებს და აპლოდისმენტებს, ვერც ამჩნევსო. წუთით გამიშტერა თვალები და ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს ღრმად, ჩემი სულის დანახვა სურსო. ასე მიყურებდა კარგა ხანს, სანამ ჩემი აცახცახებული სხეული და ლოყაზე დაგორებული ცრემლი, მისთვისაც გახდა შესამჩნევი. დავინახე თბილმა ღიმილმა, როგორ გაუპო ბაგე, დაუდევრად აკეცილი თმიდან ჩამოვარდნილი კულული, ყურს უკან გადამიწია, მხურვალე თითებით მომეფერა ღაწვზე და შუბლზე ისე მაკოცა, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებაო. ვიგრძენი, როგორ გამაჟრიალა მისი ტუჩების შეხებისას და აკანკალებული ბაგეები რომ არ შეემჩნია, ძლიერად დავაჭირე კბილები. -დაიმახსოვრე, არავინ არ არის შენი ცრემლების ღირსი... თვით მეც კი!..-დაგუდული ხმით ამოთქვა, ჯერ კიდევ ჩემ შუბლზე მოკრულმა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. -მადლობა!..-ხმაჩამწყდარმა ძლივ ამოვთქვი და მზერა გავუსწორე. თვალებით ვეუბნებოდი ვერგადალახულ სიტყვებს, ემოციებს და გრძნობებს. -ესეც კმარა!..-ნაზად გამიღიმა და ჩემთან ერთად დატრიალდა. ერთიანად მოდუნებულმა, ნელა მივაყრდენი მკერდზე თავი და მუსიკის ჰანგებს შერეულ, მის აჩქარებულ სუნთქვაში, ნეტარებით ჩავიძირე. მიხაროდა... განუზომლად მებედნიერებოდა... ვხვდებოდი და ისიც უსიტყვოდ მიგებდა... წამიერი მზერით მატყობდა... რადგან მიხვდა, რომ მცირეც კმაროდა. -რძალი სულ ნუ მიისაკუთრე, მეც მინდა მასთან ცეკვა... დიდი ხანია არ გამიწითლებია,-სიმყუდროვე დემეტრეს როხროხა ხმამ დაგვირღვია და უკმაყოფილომ მოვჭუტე თვალები. ალექსანდრეს ყურიც არ შეუბერტყავს, ისე გააგრძელა ცეკვა და უფრო მჭიდროდ შემომხვია წელზე ხელები. -ამათ უყურეთ ტო!.. მაცეკვე ბიჭო რძალთან, თორე დაგახიე ყურები!-ხმა აღიმაღლა დემეტრემ და ოდნავ გვიჯიკა. -დემნა, მომწყდი თავიდან!-დაუბღვირა ალექსანდრემ და შეუმჩნევლად შემეხო ტუჩებით საფეთქელზე, რაზეც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. -რძალო, მოაშორე აქედან შენი ქმარი, სანამ გამიგლეჯია შუაზე!-ყასიდად დამემუქრა და თითი დამიქნია, როდესაც მიხვდა რომ მისი ძმა, ხელის გაშვებას არ აპირებდა. მიუხედავად, საშინელი კომფორტის და სიმყუდროვის გრძნობისა, სიცილით მოვშორდი ალექსანდრეს. დემეტრეს თვითკმაყოფილი გამომეტყველება დავაიგნორე და მოღუშულ ქმარს გავხედე, რომელიც იმ წამს მოვარდნილ სანის, შუბლშეკრული დასჩერებოდა. -რძალო, სკოლა როდის გეწყება?-მოჩვენებითი სერიოზულობით მკითხა დემეტრემ და კიდევ ერთი უკბილო ხუმრობის მოლოდინში, ტუჩებ აბზუებულმა ავხედე,-სერიოზულად გეკითხები ტო, რა მოკუჭე ეგ ტუჩები?! -15 სექტემბერს... -ლექსო არ მოგყვება? -რავიცი, ან მისი გამოყოლა რა საჭიროა?.. და რატო მეკითხები?!-თვალები მოვჭუტე და ცისფერ, ჭინკებით სავსე, ერეკლეს ანალოგიურ თვალებში ჩავაშტერდი. -რას ქვია რატო გეკითხები...-ყასიდად გამიბრაზდა და თავი გამკიცხავად გადააქნია,-რამე რომ მოხდეს და მასწავლებელმა მშობელი რომ დაიბაროს, იქვე არ უნდა იყოს?.. სარბენი არ მოუწევს... ან შენ რა დროს რას დააშავებ, ვინ იცის! -თუ რამეს დავაშავებ, შენ დაგირეკავ და ბიძიად წარგადგენ,-მებოზრებულმა ჩავილაპარაკე და მისი გამომეტყველება რომ ვნახე, სიცილი ამიტყდა. -ნობელის პრემიის ღირსია ლექსო, შენ რომ გიძლებს,-ნიშნისმოგებით აწკიპა წარბები და რამდენჯერმე დამაბზრიალა. -ყვავმა ყვავს უთხრა, შე შავოო... მაგ პრინციპით მსჯელობ, ხო?-ეშმაკურად გავუღიმე და თვალები ხელით მოვიჩრდილე,-აუ, დემეტრინიო გაწი თავი, თორე თვალი მომჭრა შენმა ნათებამ! -შენ რა, ჩემ ახალ ვარცხნილობას დასცინი?-შუბლშეკრული დამაჩერდა და ინსტიქტურად გადაისვა ხელი, მელოტ თავზე. -ამმმმ... კი!-პაუზის შემდეგ ვუთხარი და მოულოდნელად ისევ სიცილი ამიტყდა. -რა გაცინებს?.. იცოდე თუ არ შეწყვეტ...-გაბრაზებული დამჩერებოდა და ელოდა როდის მოვრჩებოდი დაცინვას. ამასობაში ცეკვაც შეგვეწყვიტა და ერთ ადგილას "სასტარტო" პოზაში გავქვავებულიყავით. -აუ, იცი რა წარმოვიდგინე?-სიცილით ავხედე და ცრემლები მოვიწმინდე,-აი, შუქი რო ჩაქვრეს და თქვენი თავები რომ გაანათებს... ჩვენ, გოგოებს სატრაბახო გვექნებათ, საკუთარი ნათურები გვყავსთქო... ვაიმე, რა მაგარი იქნება...-გადავიკისკისე და ლამის ადგილზე ჩავიკეცე, მას ხელები რომ არ ქონოდა შემოხვეული. -ასე ხომ?!. ერთ დილას რომ გაიღვიძებ და ეგ თმები რომ არ გექნება, ვნახოთ ვინ გაიცინებს,-სრული სერიოზულობით დაიქადნა, მკლავზე ხელი მომავლო და იმდენჯერ დამაბზრიალა, ლამის ატრაქციონზე წარმოვიდგინე თავი. -თუ გინდა, სოლიდარობის ნიშნად მეც გადავიხოტრავ, მაგრამ ალექსანდრე არ დამანებებს.-ყასიდად მოვიწყინე და საცოდავი თვალებით ავხედე. -აფერისტო!-ბოლო-ბოლო მასაც გაეცინა და ცხვიტზე თითები მომიჭირა. -არა, ისე, უნდა ვაღიარო, რომ გიხდებათ ასე თმა,-მოჭუტული თვალებით შევავლე მზერა, იდეალურ თავის ქალას და თავი გვერდზე გადავხარე. -ჩვენ ყველაფერი გვიხდება, რძალო!-მოფლირტავე მამაკაცის ტონით მახარა და ჩვენ ფეხებში ახლართულ სანის ისე დააჩერდა, თითქოს რამე საზიზღრობა ყოფილიყო,-ფუფ, რა ბეწვებია რო აქვს, ტო! -საერთოდ ყველა ძაღლს "მოეპოვება" ბეწვი!-ამასობაში, სიმღერაც დასრულდა და აცეტებული ლეკვი, ხელში ავიყვანე. -ფუ, გაწი გოგო იქეთ, არ მომეკროს, თორე ვისვრი წყალში,-ზიზღით დახედა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რომ არ შეხებოდა ძაღლს. -შენ რა პეწიანი ხარ, ტო!-ხმადაბოხებულმა, ბიჭების საფირმო ინტონაციით ვუთხარი და მაგიდებს შორის მორბენალი, ტყუპებისა და ვიბლიანისკენ გავემართე. -ელენე, უთხარი რა რამე...-აქოშინებული მომვარდა ტყუპი და ორად მოკეცილი, ზურგსუკან ამეფარა. -ყიფიანი, მაინც გაგასხმევინებ ტვინს და ჯობია შენ თვითონ მოეთრე,-დაუღრინა ვიბლიანმა და მუშტები სახსრების გათეთრებამდე მომუჭა. -რატო უნდა გაასხმევინო ტვინი?..-სიცილით გადავხედე, ჯერ აწითლებულ ტყუპს და შემდეგ ნესტოებ დაბერილ სვანს. -რაღაც ვთქვი და მაგაზე ამეკიდა, ტო!..-ძლივს ამოთქვა ზურგსუკან სუნთქვაგახშირებულმა და მხარზე დამეყრდნო წონასწორობის დასაცავად.-ანდა რაც არ მაქ, მაგას როგორ გამასხმევინებ გიუნა?!-მოსათაფლად ხმა გაინაზა ტყუპმა. -იმენა, ნაწილებად აგკუწავ, სულერთია რას მეტყვი,-დაუბღვირა საპასუხოდ და წინ გამოიწია, მე რომ მკლავში ხელი ჩავავლე. -გიო, დაანებე რა თავი, ხო იცი რომ სპეციალურად არ გაღიზიანებს?.. -თბილად გავუღიმე და ლეკვი ხელებში შევაჩეჩე, ისევ ტყუპისკენ რომ არ გაწეულიყო. -სპეციალურად აკეთებს... სულერთია, მაინც შემომებრდღვნება...-ისევ თავისას გაიძახოდა და აწკმუტუნებული სანი, საქაღალდესავით ამოიჩარა იღლიაში. -თქვენ არ უნდა მორჩეთ?.. რა პატარა ბავშვებივით იქცევით თქვე ჩემისებო!-იმ წამს მოსულმა კოკამ, ჩემს მერე იკისრა შვეიცარიის როლი.-წამოდით, სურათები არ გადავიღოთ?.. შენ კიდევ, მერეც მოასწრებ ამის მოკვლას,-მიუბრუნდა ვიბლიანს, ლეკვი თავად დაიჭირა ხელში და მუჯლუგუნით გაყარა სცენისკენ. მე კი ხელკავი გამიყარა და თვითკმაყოფილი ღიმილით გამიძღვა წინ. ქორწილი საღამომდე გაგრძელდა... და ეს არ იყო ჩვეულებრივი ქორწილი. ეს იყო, ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების საოცარი ნაზავი. ბიჭები თავიანთი არაორდინალური გამოხტომებით, სიხალისეს სძენდნენ სუფრას და ლამის სამეფო კარის მასხარებადაც კი ვაღიარეთ. შვიდი მელოტი თავი, უფრო მეტ დატვირთვას ანიჭებდა მხიარულებას. თათა და საბა, ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ, ლამის ისევ ტირილი დამეწყო და თავს ვიწყევლიდი, ასეთი გულჩვილობა რომ დამჩემდა, ბოლო დროს. სტუმრების წასვლის შემდეგ, ოჯახის წევრებმა ისევ გავაგრძელეთ მოლხენა და მხოლოდ მაშინ დავიშალეთ, როდესაც დაღლილობამ თავი იჩინა. პატარა ერეკლეს, სანისთან ერთად სავარძელზე მიძინებოდა და მთლიანად გსმოთიშვოდა გარე სამყაროს. მე კი... მე ვერაფრით ვერ ვიშორებდი ალექსანდრეზე ფიქრს და გონებაში, ისევ "My Valentine" ჩამესმოდა. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა და აცახცახებული ვეკვროდი "ჩემ ნავსაყუდელს". თუმცა დაუძლეველი "მიყვარხარ", სულის შემაშფოთებელ სიტყვად მექცა. "-"-"-"-"-" ქორწილიდან რამდენიმე დღე იყო გასული და თითქმის არაფერი შეცვლილიყო ჩვენს ცხოვრებაში, გარდა ალექსანდრეს ყოველდღიური მოკითხვებისა. ახალდაქორწინებულები დასასვენებლად საფრანგეთში, კერძოდ-ნიცაში იყვნენ წასულები. ბიჭები ყოველ საღამოს, ჩვენი ნერვების მოშლით იყვნენ დაკავებულები. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ "honeymoon"-ი სათანადოდ ვერ "გაგვილამაზეს" და ახლა ახალი შემართებით "გვიდღესასწაულებდნენ" დღეებს. მე პირადად, ძალიან ვხალისობდი მათი შემხედვარე, აი ალექსანდრე კი ცოფებს ყრიდა და ლამის წიხლებით გაეყარა გარეთ. -თქვენი გადამკიდე, იმპოტენტი გავხდები, თუ დაწყებულის ბოლომდე ჩამთავრებას არ მაცლით ბიჭო!-ერთიანად აწითლებულმა დაუღრიალა, ნახევრად შიშველმა ქმარმა, კარებთან ოროსანი ბავშვებივით ატუზულ ბიჭებს და ძალით გაყარა გარეთ. იმ დღეს, საღამოს 12სთ-მდე მათი სინსილა არ მინახავს სახლში და თორმეტის მერე, ალექსანდრეს ლუკმა გადასცდა, ფანჯრებიდან შემოპარულ ბიჭებს რომ წაასწრო, უჩუმრად რომ მიიპარებოდნენ სამზარეულოში. ეს შემთხვევა ბოლო იყო და ამის მერე, მეც კი მივხვდი, რომ ისინი "უნებურად" ყრუვდებოდნენ, როდესაც იმას ეუბნებოდი, რისი გაგონებაც არ უნდოდათ. ალექსანდრეც ამ საკითხში, ტყუპივით გავდა მათ და მეც თავი ვანებე ყოველწამს ამაო ჩიჩინს და ნერვების თხრას. დემეტრეს ძაღლებთან ალერგიულმა დამოკიდებულებამ კი იძულებული გამხადა, ერეკლესთან ერთად ყოველ დღე სასეირნოდ მეტარებინდა და სახლში დაბრუნებულს, ერთ ოთახში ან ვერანდაზე გამომეკეტა აწკმუტუნებული სანი. მეც და ერეკლეც ხშირად ვარღვევდით ამ შეთანხმებას და ამის მერე, ხშირად ისმოდა დემეტრეს ღრიალი, სავარძელზე აღმოჩენილი ერთი ცალი ბეწვის გამო. თითქმის ყოველ კვირა ზოოპარკში სიარულმა, თითოეული ცხოველის ადგილმდებარეობა, უნებურად ჩამიბეჭდა ტვინში და ფიქრიც კი დავიწყე იმაზე, კონსულტანტად ან გიდად დამეწყო მუშაობა. რადგან სანი ციმბირული მალამუტის ჯიშის იყო, იძულებული ვიყავი დღეში ერთი საათი მაინც მერბინა მასთან ერთად და ჩუმად ამეტანა დემეტრეს დაცინვა, იმის შესახებ რომ გაცილებით უკეთესად შეითვისა ბეწვიანმა ლეკვმა, ალექსანდრეს მოვალეობა. წამითაც კი არ ვიყავი მარტო. რომელ მხარესაც არ უნდა გამეხედა, ყველგან რომელიმე მათგანი მხვდებოდა. ქმარ-მაზლის სამსახურში დაბრუნებამაც კი არ შეცვსლა ეს "ჩვეულება" და ნათიას ქედს ვუხრიდი ამის ატანა 7წელი რომ უწევდა. პირველად, ერეკლეს დაჟინებული თხოვნით ზოოპარკში რომ წავედით, ასე მეგონა ბიჭებს კარგა ხანს ვერ ვნახავდით. ჩემი იმედი გადამწვარი ნათურასავით ჩაიბჟუტა, როდესაც გემზე შემომსხდარ, გაფითრებულ შვიდ მელოტ თავს მოვკარი თვალი. წამის შემდეგ, გაბრაზება ისტერიულმა სიცილმა შეცვალა, როდესაც სინქრონში გაისმა ყურისწამღები კივილი იმის თაობაზე, რომ გული ერეოდათ და შიშისგან არ იყო გამორიცხული ჩაესვარათ. -ნიცაში წავიდეთ!..-წამოიყვირა ერთ დღეს ტყუპმა. ყველა ნაყინის ჭამით ვიყავით გართულები და იმაზე ვწუწუნებდით, თუ სად წავსულიყავით. სადმე დასასვენებლად წასვლა, საბას და თათას გარეშე, არავის არ უნდოდა და ამიტომ გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით. ტყუპის შემოთავაზებამ კი ყველა წამით გაგვაშეშა. -რას ბოდავ ბიჭო?-ბოლოს ვიბლიანი მოვიდა აზრზე და შეძლო კითხვის დასმა. -რას და ხო გვინდა რომ სადმე წავიდეთ?!. ავდგეთ და ხეცურიანს ჩავაკითხოთ... honeymoon-ი არ გავულამაზოთ?..-წამოიყვირა და ისეთი აღფრთოვანებული თვალებით მოგვაჩერდა, ეჭვი მაქ კოლუმბს ქონოდა ასეთი გამომეტყველება, ამერიკის აღმოჩენისას. -შენ ბიჭო შიგ ხომ არ გაქ?-წამოიძახა კოკამ და მუჯლუგუნი გაკრა,-სინდისი არ გაქვს ტო?! -აუ, კარგით რა! მართლა მაგრა გავერთობით!-ტყუპი უკვე ისე იყო როლში შეჭრილი არავის ნათქვამი არ ესმოდა,-წარმოიდგინეთ, რა როჟა ექნება სასტუმროში რომ დავადგებით... იმენა მაგრა გაასწორებს ტო. -წავიდეთ!-მხარი აუბა ალექსანდრემ და მაცდურად აათამაშა თვალები. -ვინც არა?!-ფეხზე წამოხტა დემეტრე, მე კი მთელი გულით შემეცოდა წყვილი, რომელსაც თაფლობის თვის ნაცვლად, ბაგა-ბაღის ატანა მოუწევდათ. -ყველა მივდივართ ნიცაშიიიი!-წამოხტა ფეხზე მეორე ტყუპი და იქ მივხვდი, რომ განაჩენი აპელაციას არ ექვემდებარებოდა. 888 -ერთმანეთის საწამებლად ხართ თქვენ გაჩენილები!-დავუბღვირე ბიჭებს და ზოზინით ავუყევი კიბეეებს. ოთახში შესვლისთანავე, კარადას მივუახლოვდი და კარგა ხანს, ასე გაშტერებული ვუყურებდი აკურატულად ჩაკეცილ ტანსაცმელს. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც ქვედა სართულზე ბრაგვანი გაისმა და მეც ოხვრით დავიწყე ბარგის ჩალაგება. ერთ ჩემოდანში ჩავატიე ნიცაში წასაღები ჩემი და ალექსანდრეს ტანისამოსი და ვალმოხდილი გამომეტყველებით ჩავედი დაბლა. ბიჭები გაცხარებით თათბირობდნენ იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს უნდა დარჩენილიყვნენ, როგორ დადგომოდნენ წყვილს თავზე და სად წაეყვანათ ერეკლე და სანი. თავგაბეზრებულმა გადავხედე ოთახში მყოფთ და უნებურად გამეღიმა, ნათიას ანალოგიურ მზერას რომ წავაწყდი. -შენც იმას ფიქრობ, რასაც მე?-სიცილით გადავულაპარაკე და თავით "მრგვალ მაგიდაზე" ვანიშნე. -ზუსტად!-დაქაჩა თვალები და უმწეოდ ამოიოხრა. თითქმის ერთი საათი ვუსმენდით ბიჭების ლაქლაქს და ლამის კივილი დამეწყო ამდენი უაზრო აზრის მოსმენისას. ერეკლეც გაოგნებული გვავლებდა ციმციმა თვალებს და შემდეგ ისევ ოთახებში მორბენალ სანის უბრუნდებოდა. -ასე მოგვიწევს ხვალამდე ჯდომა!..-გამოიტანა განაჩენი ნათიამ და დაქანცულმა გადმომხედა. -тоже мне новости!-იგივე ტონით ვუპასუხე. -ერეკლე წყნეთში დავტოვოთ,-ბოლო-ბოლო რაღაც ნორმალური თქვეს და თავიანთი გადაწყვეტილებით კმაყოფილები, ფეხზე წამოიშალნენ. -ელენე, ნათია, თუ მზად ხართ წავიდეთ,-მოგვაქცია ყურადღება ალექსანდრემ და მაგიდაზე მიგდებულ გასაღებს დასწვდა. -პასპორტები და ვიზა არ დაგავიწყდეთ!-მოგვცა ინსტუქცია კოკამ, თან გაცხარებით ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე. -თქვენ ბარგი ჩამოიტანეთ, მე ერეკლეს და სანის გამოვიყვან!-ამოიქშინა ნათიამ და სამზარეულოში გავიდა, ბავშვის გამოსაყვანად. ის იყო, დემეტრე და ალექსანდრე, ჩემოდნების ჩამოსატანად, მეორე სართულზე ავიდნენ, კარზე ზარი რომ გაისმა. აზრგაფანტჯლმა გამოვაღე, შემოსასვლელი მუხის კარი და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. -არ შემოგვიშვებ, რძალო!-საბას ღიმილიანმა ხმამ, გონებაზე მომიყვანა და იმის გააზრებაზე, თუ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ისტერიული სიცილი ამიტყდა. -ვაიმე, მუცელი...-წამოვიკვნესე ახარხარებულმა და კარის ძგიდეს ავეყუდე ახარხარებული. -ელენე, კარგად ხარ?-შიშისგან გაფართოებული თვალები მომაპყრო თათამ და ძლიერად ჩამეჭიდა მკლავზე. -კი და... აქ... აქ რა გინდათ?.. ასე მალე?..-ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი და მოუთმენლად ჩავხედე თვალებში. მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამეგო, სანამ ბიჭები გაიგებდნენ ახალ ამბავს და მერე სრულყოფილად მეზეიმა, მათი გეგმების "ჩაფუშვის" ამბავი. -საბამ ვეღარ გაძლო ერთ კვირაზე მეტი... თან თქვენც აქ იყავით და... სურპრიზის გაკეთება გვინდოდა...-ჯერ კიდევ გაოგნებულმა ამოიბუტბუტა და შუბლშეკრულ ქმარს გადახედა. -ელენე, ვინ არის?-მოისმა სახლიდან ალექსანდრეს ხმა და აცრემლებულმა, ნათლად დავინახე, ხელში ჩაბღუჯული ჩემოდანი, როგორ გაუვარდა. მზერის დასაწმენდად, რამდენჯერმე დაახამხამა თვალები და ოხვრით იტკიცა შუბლზე ხელი. წუთის შემდეგ, სსმგზავროდ "მორთული" მისაღები ოთახი, ექვსი ახმახი ბიჭის სასოწარკვეთილმა ბუტბუტმა აავსო. მე და ნათია, ძლივს ვიკავებდით სიცილს და საბას შეშფოთებულ გამომეტყველებაზე, ლამის იატაკზე გავწოლილიყავი. -მე მეგონა გაგიხარდებოდათ ტო!..-განაწყენებულმა ამოთქვა ხეცურიანმა და არანაკლებ დაბნეულ თათას მკლავი გადახვია. -ვკვდები სიხარულისგან...-ამოიბუზღუნა ლევანმა, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი წითელი თავით ვცნობდი და წუწუნით ჩაენარცხა სავარძელში,-რა სურპრიზი ჩამიფლავა ტო... პარიზი, ნიცა, ეიფელის კოშკი, პარიზელი მადმუაზელები... აუ რა "ბილეთმა" გამისხა ტო.. -ხეცურიანმა მოგვიჯოკრა, სირცხვილით თავი სად გამოვყო...-გააგრძელა დიმამ და ტყუპისცალს მიუჯდა გვერდით. -ისე რა მაგარი ჩაგვიტარეთ ტო!-მოვიდა სიცილის ხასიათზე დემეტრე, როდესაც მიხვდა, რომ აქეთ-იქით სიარულს აზრი არ ქონდა. -ასე ვთქვათ: დაგვსვეს ნულზე,-კვერი დაუკრა ვიბლიანმა და მასაც გაუნათა ღიმილმა სახე.-ყიფიანებს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. -აუუუ, თქვენც ნერვებს მიშლით რა!-წამოიძახა ლევანმა და ვიბლიანს დაუღრინა,-შენ გამოგიტან სასიკვდილო განაჩენს, აღფრთოვანების ობიექტს რომ გაგიქცევ. -რა ბიჭო?!-დაუყვირა ნესტოებ დაბერილმა სვანმა და საჩხუბრად აიქოჩრა. -რა და მიხედე რა შენ თავს!.. beauty and the best-ის თანამედროვე ვარიანტს, რომ წარმოადგენთ!..-უდარდელად უპასუხა ტყუპმა და კისრისტეხვით გავარდა კარებში, აღრიალებულ ვიბლიანს თვალი რომ ჰკიდა. -ამიხსნით აქ რა ხდება?..-წამოიძახა მოთმინებიდან გამოსულმა ხევსურმა და ანთებული თვალები მოგვავლო. -რა ხდება საბუნა და გაგვიხარდა თქვენი ჩამოსვლა!..-გაიცინა ალექსანდრემ და მხარზე დაკრა ხელი. აღარ მომისმენია, მომხდარის გავრცობილი ვარიანტი, ისე გავიქეცი გარეთ და შიშისგან თვალები გამიფართოვდა, ხის კენწეროზე ამძვრალი ყიფიანი რომ ვნახე. გიორგი რიყის ქვებით მიდგომოდა ქვემოდან და მთელი მონდომებით უმიზნებდა, ობიექტს რომ მოხვედროდა. -ყიფიანი, ძვლებში დაგამტვრევ... ამჯერად ვერ გადამირჩები და თავს წაგაძრობ... ხერხემალში გადაგხსნი...-ღრიალებდა ბოლო ხმაზე, თან მუშტისხელა ქვების სროლას არ წყვეტდა. -ვიბლიანი, არ ჩამომიყვანო მანდ, თორე დაგახევ ლაყუჩებს...-სიცილით ემუქრებოდა შეშინებული ლევანი, თან უფრო ზემოთ მიიწევდა. -ალექსანდრე, უშველე რამე თორე მართლა მოკლავს!..-დავუყვირე ეზოში გამოსულ მომღიმარ ქმარს და შეშინებულმა შევავლე თვალი, სანახაობით გართულ აუდიტორიას. -მოკლავს არა ის...-სულერთიას გამომეტყველებით ჩაიქნია ხელი კოკამ და არხეინად ჩამოჯდა კიბეზე,-ერთი-ორს წაუთაქებს, ჭკუას ასწავლის და მორჩა... -თქვენ ნორმალურები ხართ?!-აღშფოთებულმა, ძლივს გადავფარე ვიბლიანის გაუჩერებელი ღრიალი და დოინჯშემოყრილი დავაჩერდი,-რას ქვია ჭკუას ასწავლის... ცოდოა აბიჭო! -შენ ყველა ნუ გეცოდება რძალო,-გაიცინა დემეტრემ და მადიანად ჩაკბიჩა ვაშლი. ეს კი ჩემთვის პიკი იყო. ბოლოჯერ შევხედე მოჩხუბარ წყვილს და ყვირილი რომ არ ამეტეხა, სასწრაფოდ შევვარდი სახლში. -ღმერთო ჩემო!.. ამათ ვის გადავეყარე!.. ნამდვილი საგიჟეთი!.. მეორე ასათიანი!.. უგულო, ჯორცხენა არსებები არიან!.. ასე როგორ შეიძლება!.. ეს ხომ სადიზმია!..-გაუჩერებლად ვბუტბუტებდი და ოთახში ბოლთას ვცემდი. როდესაც მივხვდი, რომ ისტერიკაში ვვარდებოდი, ხელი დავავლე სკამზე გადაკიდებულ პირსახოცს და აბაზანაში ისე შევვარდი, თითქოს მაშველი რგოლი ყოფილიყოს. "-"-"-"-"-" -მოდით, რამე "ლიტერატურული საღამოს" მსგავსი გავმართოთ!..-წამოაყენა ახალი კრეატიული იდეა, მუხლ დასიებულმა ტყუპმა და აღფრთოვანებული თვალები მოგვაპყრო. უკვე მზე გადაწვერილიყო. დილის "ინციდენტი" უკვე გადახარშული და მივიწყებული იყო. თითოეული მათგანი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და სულ ერთმანეთის ხვევნა-კოცნაში ყოფილიყვნენ. ალექსანდრემ კი გამაფრთხილა, ესენი ყველაფერს ადვილად ივიწყებენო, მაგრამ ამის აშკარად ხილვამ, შოკში ჩამაგდო. დილით ლამის ერთმანეთი დაკლეს და ახლა ეზოში, ლამპიონის შუქზე, თითქმის სიყვარული აეხსნათ. -შენ ისევ სკოლის ასაკში ხარ ეტყობა,-ხელი ჩაიქნია ხეცურიანმა და შემცივნული თათა, მჭიდროდ მიიხუტა გულზე. -ეგ ვაბშე რა შუაშია?..-ნირწამხდარმა ამოთქვა და პლედზე მოხერხებულად გაწვა,-თითოეულმა მათგანმა ვთქვათ ლექსი ან ვიმღეროთ ან ანეგდოტები მოვყვეთ ... ვისაც რა გაუხარდება ტო! -ასე ჯდომას, კიდევ ეგ ჯობია,-დაეთანხმა ტყუპისცალი და ხეს მიეყრდნო. -მე არაფრის მთქმელი არ ვარ!-წინასწარვე გაგვაფრთხილა ვიბლიანმა და მანაც ტყუპებს მიბაძა. -ვნახოთ ვინ რისი მთქმელია,-ეშმაკურად ჩაიცინა ალექსანდრემ, ხელი მიშვა და სახლისკენ გააბოტა. უკან დაბრუნებულს, ხელში ლუთის ბოთლები ეჭირა, თავისი მიწის თხილითურთ და თვითკმაყოფილი გამომეტყველებით ჩამოურიგა თითოეულს. -ელენეს?-ინტერესით იკითხა ნათიამ, როდესაც ჯერი ჩემზე მიდგა და ბოთლი ქმარს გაუწოდა გასახსნელად. -მე და ელენე, ერთს გავიყოფთ!-თბილი ღიმილით გადმომხედა, ჩემს გვერდით, ჰამაკში მოკალათდა და მხურვალე გულ-მკერდზე ზურგით მიმიკრო. -მე არ მიყვარს ლუდი!-ტუჩაბზუდბულმა ავხედე და მის ფეხებშორის მოქცეულმა, ხელები მუხლებზე დავაყრდენი. -არაა აუცილებელი გიყვარდეს!-წარბებაწკიპულმა მომიგო, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და ღიმილი რომ დაემალა, ეგრევე ბოთლი მოიყუდა. -უტაქტო!-ჩავიდუდღუნე ერთიანად ახურებულმა და მადლობელი ვიყავი, ჩემ აწითლებულ ლოყებს, ვერავინ რომ ვერ შეამჩნევდა. -აბა, ვინ დაიწყებს?-შეგვახსენა თხილით პირგამოტენილმა კოკამ და თვალი შეგვავლო. -მე დავიწყებ!..-წამოიძახა ტყუპმა, ხმა ჩაიწმინდა და დაიწყო,-"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის, ქალწულებივით ხიდიდან ფრენა..." ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ დიმა გალაკრიონის ლექსს თუ იტყოდა, ნამდვილად არ მოველოდი. ისე გრძნობით კითხულობდა, თვალები საცერისოდენა გამიხდა და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, ალექსანდრეს ტუჩების შეხება რომ ვიგრძენი თავზე. -რა მაგრა კითხულობს!-ვუჩურჩულე აღფრთოვანებულმა და მის ხელებში მყუდროდ მოვკალათდი. -სულ კი არ მაიმუნობს... ამათაც შეუძლიათ რაღაც!..-მანაც მიჩურჩულა და ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა, ჩემ კისერში რომ ჩარგო თავი. გატრუნული ვუსმენდი რჩეულ პოეტთა ლექსებს, ბოხი ბარიტონი საოცარ დატვირთვას რომ სძენდა. გულიანად ვიცინოდი აქამდე გაუგონარ ანეგდოტებზე და დამანჭული ვსვამდი, ალექსანდრეს გამოწვდილ ლუდს, სითამამე რომ მომმატვოდა. ალკოჰოლს შეუჩვეველი სხეული, მალე მომიდუნდა და მიბლანტული მზერით გავხედე ბავშვებს. -ჰე ეხა, შენი ჯერია რძალო!-მომიბრუნდა დემეტრე და კიდევ ერთი ბოთლი მოიყუდა. -რა მოვყვე?-მოჭუტული თვალებით შევხედე და ვეცადე მთქნარება არ ამვარდნოდა. -რაც გაგიხარდება,-ნება დამრთო ვიბლიანმა. მე კი მთელი გონება... მთვრალი გონება მოვიკრიბე რამე რომ გამხსენებოდა. უცებ, თითქოს ასანთი გაკრესო, გონებაში ამომიტივტივდა რამდენიმე ხნის წინ აკვიატებული ლექსი და ენა უნებურად გამექცა: -"ახლა მივხვდი, რატომ სვამენ ღვინოს კაცები, თამბაქოს კვამლში, რად ახვევენ მზერას დარდიანს, შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის, დათვრებიან და სულ ბახუსის ფრთებით დადიან. დამისხით ღვინო, ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის, თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს დამალევინეთ! გევედრებით დამალევინეთ! და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათქმევინოთ მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს, და ცრემლის მძივი მახვდვია ყელზე რკალივით, შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო და სული შენი შევისუნთქო, რუხი კვამლივით!"-დავასრულე და მომღიმარ ბიჭებს შევხედე. -აუ, რა მაგარი ლექსია ტო!-წამოიძახა ტყუპმა, აყაყანებულ ბრბოში ხმა რომ მოეწვდინა. -რა კარგად კითხულობ, ელენე,-შემაქო თათამ და სავსე ბოთლი საბას გადააწოდა. -შენი ჯერია!..-შევახსენე თათას. მიუხედავად სიმთვრალისა, მაინც მეხამუშებოდა შექება და ერთი სული მქონდა, ყურადღება სხვაზე გადაეტანათ. -"ახლა ვხვდები-სიყვარული, თურმე ბავშვია, და მის გაზრდამდე, მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან!"-გავიგე ალექსანდრეს დახშული ჩურჩული და მუცელზე, უფრო მძლავრად შემომხვია ხელები. არ ვიცი, ასე რამ იმოქმედა-ალექსანდრეს შეხებამ თუ თავად შექსპირის სონეტამ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, სრულიად გამოვეთიშე გარე სამყაროს. არ მესმოდა თათას "13 წლის ხარ" და არც ბიჭების წამოძახილები. ერთადერთი რაც ჩემ ყურთასმენას სწვდებოდა, ზურგს უკან, ზუსტად ჩემი გულის გასწვრივ, ალექსანდრეს მძლავრი გულისცემა იყო. "გვაშტერებს სიყვარული!.. შექსპირის: სიყვარული აღგვამაღლებს, რაღაც მხრივ მართალია... ამაღლებს გულჩვილ გრძნობებს და მეც მტირალა გოგოს მამსგავსებს!"-ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი, მხურვალე მკლავებში მოქცეულს, მორფეოსის საუფლოში არ ჩამეყვინთა. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, ალექსანდრეს ჯერი რომ დადგა და გავინაბე, მთელი სხეულით რომ მეგრძნო ნაცნობი სიტყვები. სევდიანად გამეღიმა ტერენტი გრანელის: "ეჭვიანობა ვნებაზე" რომ ამოვიცანი და თვალები მთვარეს გავუსწორე, დაგუბებულ ცრემლებს გზა რომ არ გაეკვლია. "ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი, მივექანებით ვნებათა ძაბრში!"-წინადადების ჩვენ ცხოვრებასთან შესაბამისობამ, წამით გამაქვავა და ენა ჩამივარდა, როდესაც გავიაზრე, რომ პარასკევი იყო ის დღე, როდესაც ერთმანეთს შევხვდით. საბედისწერო პარასკევი, ორი უცნობის გზა რომ გადაკვეთა და მოულოდნელობით აავსო, მომავალი დღეები. -პარადოქსია, მაგრამ მიხარია შენ რომ შეგხვდი... აი, ასე რომ შეგხვდი და არა ბანალური დაჯახება-გაცნობით... "მიხარიხარ", ელენე!-ლექსის დასრულებისთანავე მიჩურჩულა ყურში და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. მინდოდა... მთელი გულით მსურდა, საპასუხოდ მეც იგივე მეთქვა, მაგრამ ენა ვერ მოვიბრუნე. ერითროციტებს შერეული ალკოჰოლი, სათანადო ზემოქმედებას მაინც ვერ ახდენდა და შებოჭილობასთან, ვერაფერს ხდებოდა. მხოლოდ ის შევძელი, რომ მისკენ შევბრუნდი, ძლიერად მოვხვიე ხელები მუცელზე და აკანკალებული ტუჩებით, მფეთქავ არტერიაზე მივეკარი. ვიგრძენი, როგორ გააცახცახა ჩემ ქმედებაზე, პულსი აუჩქარდა და ჩემ თმაში ახლართა თითები. -"შენი თვალების მაგიჟებს ფერი ამ პირამიდამ კი დამიმონა!.."-თავისებური ციტირებით გამიმეორა ლექსის ტაეპი და თმასთან თამაში გააგრძელა. ვიგრძენი, როგორ მეპარებოდა ბურუსი და დაბლინტული თვალები, ბოლოჯერ მოვავლე იქ მყოფთ. სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი, ყურში ჩამესმოდა ალექსანდრეს უმისამართო ბუტბუტი და შემდეგ, ეგეც სიბნელემ შთანთქა, სიზმრებში კვამლისფერ თვალებად რომ გადაქცეულიყო. "-"-"-"-"-" -ელენე, არ გინდა მანქანის ტარება გასწავლო?-დილით ალექსანდრეს შემოთავაზებამ გამაღვიძა და ტვინმა ვერ მოასწრო ნათქვამის აღქმა, ისე დამტაცა ხელი და სააბაზანოსკენ გამაქანა. -ალექსანდრე, რას აკეთებ, გადაირიე?!-როგორც იქნა მოვედი აზრზე და განაწყენებულმა ძლიერ მკერდზე დავუშინე მუშტები. -ხო გადავირიე... შენ გადამრიე!-ეშმაკური ღიმილით "მახარა" და წყალი მოუშვა. -ალექსანდრე, მეძინება!-დავუბრიალე თვალები და ოთახში გასასვლელად გავემართე, წელზე რომ მომავლო ხელი.-სერიოზულად გეუბნები..! -მეც სერიოზულად გეუბნები, რომ პირველი-მომენატრე, მეორე-შხაპი უნდა მიიღო გამოსაფხიზლებლად და მესამე-მანქანის მართვა უნდა გასწავლო!-თან მელაპარაკებოდა და თან ტანსაცმლისგან მანთავისუფლებდა,-პირველს და მეორეს, ისე საოცრად შევუთავსებ ერთმანეთს, გაოგნებული დარჩები და მესამეს, ზემოთხსენებულის შესრულების შემდეგ მივხედავ!-ვნებიანად აათამაშა წარბები და ერთი ხელის მოსმით შემაგდო კაბინაში. -ნამდვილი სადისტი ხარ ცერცვაძე! მანიაკი!..-დავუღრინე ლოყებ აწითლებულმა და ჩვენ შორის მანძილი შევამცირე, მის მზერას რომ დავმალვოდი. -არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად მომწონს, ჩემი ასე რომ გრცხვენია...-ჩაიბუტბუტა და მძლავრად მიმიკრო შიშველ გულ-მკერდზე,-ვერ ვძღები შენით, ელენე! -საჭმელი არ ვარ მე,-ნერვიული სიცილით ავხედე და თავი გვერდზე გადავხარე, მისი თმიდან ჩამონაპკური წვეთები, სახეზე რომ დამეცა. -რას მიკეთებ... რატო ვერ გშორდები... პირად პათოლოგიად მექეცი...-ისე ჩურჩულებდა, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგოო და ნაზად მეფერებოდა სხეულზე. -ალექსანდრე...-ხმა ვერ დავიმორჩილე და მკლავები მოვხვიე, ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი. -მარტო ჩემთვის გაჩნდი!-ამოიბუტბუტა აკვიატებული ფრაზა და მთელი ვნებით დამაცხრა ტუჩებზე. ამის შემდეგ არც გატეხილი ძილი და არც ატკიებული თავი მახსოვდა. მთლიანად ჩავიძირე ნეტარების ბურუსში და თავი ვანებე სხეულში აბუყბუყებული სურვილის დახშობას. გასაქანი მივეცი გრძნობებს და ვარდისფერ სამყაროში დავიკარგე. "-"-"-"-"-" -ელენე, ნუ ნერვიულობ და იმას მოუსმინე, რასაც გელაპარაკები!-უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ მიმეორებდა ერთი და იგივეს და სიჩქარის გადამრთველს, ხელს არ აცილებდა. -ალექსანდრე, ისე მელაპარაკები, თითქოს ველოსიპედზე ვიჯდე,-გაღიზიანებულმა ამოვთქვი და კიდევ ერთხელ გადავატრიალე გასაღები. -ახლა ნელა აუშვი "ციპლენიას" ფეხი... -ისევ გამიმეორა, გონებაში მჭიდროდ გამჯდარი დარიგება და მეც მის ნებას დავყევი. წუთის მერე, დამოუკიდებლად ვატარებდი მანქანას, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ვერ გავიგე, რა საჭირო იყო ყოველ წამს სიჩქარის გადართვა, ან როდის უნდა გადამერთო. ამაში კი, ონოს და მამაჩემის "ავტო-სკოლაც" მეხმარებოდა. პირველად არ ვიჯექი მანქანაზე. ასე ვთქვათ, თავისუფლად ვატარებდი, მაგრამ ეს მხოლოდ ავტომატიკას ეხებოდა. მე კი ახლა, მექანიკას ვმართავდი და დაბნეულობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. გაზის და მუხრუჭის პედლებიც კი ერთმანეთში მერეოდა და ლამის თავი გამელანძღა, ასეთი დეგენერატული შეცდომის გამო. -ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ!-შემაქო ქმარმა, როდესაც ყველანაირი წესის დაცვით ავუქციე გვერდი, კენტად მიმავალ bmw-ს და ვნებიანად მაკოცა ყელში. -ალექსანდრე, გონებას ნუ მიფანტავ!-გავაფრთხილე და ძლივს დავიმორჩილე გაქცეული საჭე,-ან პატრული რომ შეგვხვდეს, რას იზამ ძალიან მაინტერესებს. -ჯარიმას გადავიხდი, მანამდე კი შენთან სექსით უნდა დავკავდე... აქვე!-ხმა უფრო ბოხი, ხორხისმიერი გაუხდა და ნერწყვი გადამცდა, ფეხებზე ხელები რომ აასრიალა. -ნუ მეუბნები მასეთ რაღაცეებს და თავი დაიწყნარე,-წამოვიძახე, გზისთვის თვალმოუშორებლად და ფეხი გავაქნიე, ხელი რომ მოეშორებინა. -სახლში გავაგრძელოთ... იქ უფრო ფართო ასპარეზი მეშლება,-ბოროტულად ჩაიცინა და ტელეფონს დახედა,-ბიჭები მწერენ, მალე მოდით და ზღვაზე წავიდეთო! -მაგათ ხომ გასართობი არ ელევათ,-გამეღიმა და მთელი კონცენტრაცია მოვიკრიბე, მობრუნებისას ბორდიურზე რომ არ ავსულიყავი.-გირეკავენ!.. ეტყობა ისე მოენატრე, შენი ხმის გაგონება სურთ, სანამ მივალთ,-გავიცინე ტყუპის ფოტოს რომ მოვკარი თვალი და შუბლშეკრული ქმრის ნახვისას, თავი გადავაქნიე. -გზას უყურე!..-გამაფრთხილა და ფეხებთან დაგდებულ მობილურს დასწვდა. ის იყო, შუქნიშანზე მწვანე აინთო, ფრთხილად დავაწექი გაზს და სიჩქარე აკრეფილმა, მუხრუჭს მთელი ძალით დავაჭირე, მოსახვევიდან გამოვარდნილ მანქანას რომ მოვკარი თვალი. გამაყრუებელწუილში, ძლიერმა ბიძგმა საჭეს მიმანარცხა და ტუჩებზე შემეყინა კივილი, მარცხენა მხრიდან ორმაგად ძლიერმა ტკივილმა რომ დამიარა. ნათლად გავიგე შუშის მსხვრევის ხმა, ნაცნობმა ღრიალმა რომ შთანთქა და საბოლოოდ გავითიშე, მკერდში მჩხვლეტავმა ტკივილმა რომ დამიარა. შემდეგ კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. 888 მისთვის რომ გეკითხათ, როდის შეიგრძენი წამიო, ალბათ ვერ გაგცემდათ პასუხს... იმიტომ კი არა, რომ ცხოვრებაში არ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა და წუთისოფელი ეკლიანი გზით "აჯილდოვებდა" მხოლოდ. არა!.. უბრალოდ, საოცნებო წამი, იმდენჯერ განმეორდა მასში, ლამის ტავტოლოგია დაეწამა, საკუთარი ბედისთვის. იცოდა, რა ბედნიერება არგუნა ცხოვრებამ და ცდილობდა, არ დაეკარგა ამის შეგრძნება. ცდილობდა, დასახული გზიდან არ გადაეხვია და იმდენი გაეცა, რამდენსაც გარშემო მყოფებისგან იღებდა. ყოველთვის ერთი წესით მოქმედებდა:-"იყავი შენ თავთან მართალი!" და დადგენილს, მჭიდროდ ჩაბეტონებულ აზრს, ინსტიქტურად მიჰყვებოდა. რა თქმა უნდა, მასშიც იჩენდა ბოროტი ნაპერწკალები თავს, რაც ფიცხ ხასიათს ნარკოტიკივით ედებოდა და ხშირად თავს კარგავდა ამის გამო, მაგრამ საბედისწერო შეცდომა, მისგან შორს იყო. ყოველთვის ქონდა გეგმა-"ბ" და გამოუვალი მდგომარეობიდან, ადვილად იხსნიდა თავს. ახლა კი... ახლა უბრალოდ, არ იცოდა რა ექნა. აგონიაში ჩავარდნილი სული, გამოსავალს ეძებდა, ხავსს ეჭიდებოდა და გრძნობდა, რა ახლოს იყო აღსასრულის ჟამი. დრო, როდესაც დარწმუნებით შეგიძლია თქვა:-"მე დავამთავრე სიცოცხლის "და-მა-რცვა-ლე-ბა!" ადამიანი, ყოველთვის გაურბის მწარე სიმართლეს და გულში ამაოდ მბჟუტავ სინათლის სხივს ეფარება, რომელიც ფარვანას გავს: ერთ წამს ლაღად დაფარფატებს, მეორე წამს კი სიცოცხლეს ესალმება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გაცილებით ადვილია უშედეგო იმედით იცოცხლო, ვიდრე მთელი სიძლიერით შეასკდე მწარე რეალობას. ადვილია გამოგონილი სინამდვილით ცხოვრება და მასაც სურდა, ამ სამყაროში, წუთით მაინც შეეხედა, მაგრამ ყოფის ამაოება ჯალათივით ედგა თავზე და აიძულებდა გამადიდებელი ლუპით ეცქირა იმ ტკივილზე, სულს ასე უმოწყალოდ რომ უჯიჯგნიდა. სიმარტოვის სიცივე, ტორნადოსავით შეიჭრა მის არსებაში და ის ტკბილი მოგონებებიც გადაფარა, გულის საზრდოს რომ წარმოადგენდა. მოუშორწლი ჯანღი სიამის ტყუპივით გამოეფსკვნა კაპილარებზე და თითოეულ ორგანომდე გაისიგრძეგანა, წუთისოფლის დაუნდობლობის სიძლიერე, გაფემკრთალებული არსებობა, განუკურნებელ დაავადებად რომ ექცა. სიკვდილის ფერებშეპარული ტკივილი, ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს და იმ ბოლო იმედსაც დევნიდა, ხავსად რომ ევლინებოდა წყალწაღებულს. წამით გაიფიქრა, რომ უბრალიდ სიზმარი იყო, რაც ბოლო დროს ხდებოდა მის თავს, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილი და ზრდადი ღრმული გულში, სინამდვილის სიმწარეს, უმოწყალოდ აგრძნობინებდა... ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო, როდესაც მთელი არსებით უნდა განიცადო ჯოჯოხეთი, მისგან თავი რომ დააღწიო. უფსკრულის კიდეს უნდა გადააბიჯო, ვარდნის სიჩქარე შეიგრძნო, ღირსეულად რომ დააღწიო მას თავი... და სწორედ ანალოგიურ შემთხვევას ქონდა ადგილი. ტკივილის მეფეს გაემართა ზეიმი და სიცარიელესთან იწერდა ჯვარს. მოგონებებში წაშლილ სახეს, აჩრდილადაც აღარ აბრუნებდა და ბედნიერების წუთებსაც, შავი საბურველით ბურავდა... გულის მიერ, სისხლის თითოეული გადატუმბვა სისხლ-ძარღვებში, მწველ ტანჯვასთან ასოცირდებოდა. მჩხვლეტავი ნემსებით ასაზრდოებდა ტვინს და დახშული ალვეოლებიდან, მხოლოდ სიმარტოვის ჰაერს ტუმბავდა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული და გონება, ერთსულად იყვნენ შეკრულნი და საერთო ვერდიქტი გამოჰქონდათ, რომელიც ქადაგებდა, მხოლოდ სიბნელეს და არაფერს...სიბნელის გარდა. "რაც უფრო მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს, მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში, მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს, გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში!"-რა რიგ ცდებოდა, როდესაც ლამის ლოზუნგად ექცა შექსპირის სიტყვები. რაოდენ ცდებოდა, როდესაც სიტყვები, უნებისყოფო, სუსტ ადამიანთა იარაღად რომ ჰქონდა შერაცხული. რა რიგ ცდებოდა, როდესაც გრძნობათა ზღვაში გამორიყული სათქმელი, ყოფის მიერ, გახუნებულ ფერებად რომ ჰქონდა წარმოდგენილი. ნათქვამია, ერთხელ ჩადენილს, ვერაფერი ვერ შეცვლისო, მაგრამ როდესაც სიკვდილის სუნი ტრიალებს შენ გარშემო, იფერფლება ყველა და ყველაფერი. ჩვილი ბავშვივით ევლინები სამყაროს და თავიდან ცდილობ მის აღქმას... და იქყებ იმით, რისიც ყველაზე მეტად არ გჯეროდა... -საზარელია განცდა, სადაც ვერ გხედავს ჩემი თვალები... სადაც სიმარტოვის სურნელი ასდის, აქამდე შენად შერაცხულს... სადაც სიცივის ფერია, ყველა გადადგმული ნაბიჯი... სადაც მზეც კი ყინავს, თავისი მწველი სხივებით... სადაც არ მექნება უფლება, გიწოდო-"ჩ ე მ ი!" ნათქვამია, სრულყოფილი მხოლოდ უბედურებააო და მზარავ იმის შეგრძნება, როგორ უახლოვდება სრულყოფილების ზენიტს, ჰაერში გაფანტული ტკივილი. ტკივილი, რომლის განკურნვაც, მხოლოდ შენ ძალგიძს... იყო დრო, როდესაც ბგერებით გამოხატული ემოცია, სირცხვილად მიმაჩნდა... საკუთარ უსუსურობად და სისუსტედ... და იცი რა?! მხოლოდ ახლა, ამ წამს მივხვდი, რომ გაცილებით ძლიერი ხარ, როდესაც შეგიძლია თქვა ის, რასაც მთელი გულით გრძნობ. როდესაც შეგიძლია სიტყვებად აქციო სულში დატრიალებული ემოცია... როდესაც უბრალოდ შეგიძლია თქვა:-"მე შენ მიყვარხარ!" ისე არა, როგორც ამას ფილმებში, ლექსებსა თუ პოემებში აღწერენ. არამედ გაცილებით უფრო ძლიერად, უფრო ყოვლის მომცველად... ისე, რომ უბრალოდ შემიძლია დღეს ბედნიერი ვუწოდო, თუ უბრალოდ გამიღიმებ... გამიღიმებ ისე, მხოლოდ ერთს რომ უღიმიან. შემიძლია საათობით გიყურო, დავითვალო შენი თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, თითოეული გულისცემა, თუ მეცოდინება, რომ უბრალოდ ხარ... რომ ისევ გიბრწყინავს ეგ თვალები და ისევ წითლდები, დამსახურებული კომპლიმენტის გამო. ისევ გეყინება ხელები, ჩემ სიახლოვეს რომ გრძნობ და ისევ იხვევ თითებზე თმებს, რაღაცაზე რომ ფიქრობ... არ ვიცი შენი ასეთი "დამახსოვრება" როგორ შევძელი. როდის შემოგიშვი ასე ღრმად ჩემში, შენი წასვლის შემდეგ, მხოლოდ გამყინავ სიცარიელეს რომ ვგრძნობ. არ ვიცი, როდის მიგიჩნიე ჩემად, თითოეული შენი ქცევა, ჩემ განწყობას და ემოციებს რომ განსაზღვრავს... უბრალოდ ვიცი, რომ შენს მერე, მე აღარ ვიქნები ის, რაც უწინ... უკვე ისე ღრმად ხარ ჩემში, ინსტიქტურად ვათანხმებ გონებაში "შენად" ქცეულ ჩემ მეორე მესთან, უმნიშვნელო დეტალსაც კი. არ ვიცი, როგორ ჟღერს ჩემგან მსგავსი სიტყვები... უბრალოდ ვიცი რომ თუ არ ვთქვი, მოვკვდები... ვეღარ ვიტევ უკვე... ვერ ვმალავ გაშიშვლებულ გრძნობებს... არც მინდა დავმალო! არ ვიცი, როდის შეგისისხლხორცე... როდის გიწოდე პირველად-"ჩემი!" ამ გადმოსახედიდან რომ ვაკვირდები, ალბათ დანახვისთანავე... იქ, ბარში, სასმლისგან მთვრალს, ფეხები რომ გერეოდა და ხელებით რომ ცდილობდი რაღაცის ახსნას. როდესაც ენადაბმული, ჯიუტად ცდილობდი აგეხსნა, რომ სახლში ჯობდა დაგელია, ვიდრე იმ აურზაურში... როდესაც შენზე ორჯერ დიდი კაცის ცემას აპირებდი, მხოლოდ იმიტომ რომ გაბედა და თვალი ჩაგიკრა... ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ!. მატყუარა და უსინდისო ადამიანი გგონივარ, იმის გამო რომ ვიცრუე, მაგრამ ხომ იცი არა, რომ მე შენ ვერასდროს მოგექცევი ისე, როგორც სხვას. ვერ გაქცევ საშუალო ადამიანად, ვერ დაგიწესებ ზღვარს. შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი. ის, რომელმაც არსებობა შემივსო... რომ გითხარი, მიხარია მთვრალი რომ გადაგეყარეთქო... მართალი ვთქვი. იმიტომ კი არა, რომ ფხიზელი ვერ შეგამჩნევდი, არამედ იმიტომ, რომ შეგნებულად წავიდოდი შენგან, არ მოგაქცევდი ყურადღებას... თავდაცვის ინსტიქტი, შენგან თავის შორს დაჭერას მაიძულებდა. იმის წარმოდგენა, რომ შემცვლიდი სხვა გზას არ დამიტოვებდა... არ ვიყავი ამისთვის მზად!.. მთვრალი კი ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. არ ვდარდობდი შედეგებზე... უბრალოდ გავაკეთე ის, რაც გულით მინდოდა და ცოლობა გთხოვე... შენი მდგომარეობა კი ხელს მიწყობდა სურვილის ასრულებაში... რამდენიმე სახის ალკოჰოლისგან მთვრალსაც კი ძალიან გამიხარდა, თითქმის ნახევარსაათიანი ლუღლუღის მერე, თანხმობა რომ განმიცხადე... დილით, შენმა კივილმა რომ გამაღვიძა, შენ თავს ვფიცავარ, მართლა არაფერი მახსოვდა... არ მახსოვდა, რომ ნახევრად მძინარე ოქრომჭედელს, მანამ არ მოვეშვით, სანამ სახელები არ ამოვატვიფრინეთ. არ მახსოვდა, რომ მოსამართლეს ლამის სახლი დავუნგრიე, ხელის მოწერის უფლება რომ მოეცა... მეგონა, რომ მორიგი გოგო იყავი, რომელიც... მერე კი, როდესაც შენი შეშინებული თვალები დავინახე და სიტყვები მოვისმინე, იმ წამს მივხვდი, რომ ან უნდა გამეღმერთებინე, ან შემეძულე... მაშინ ისეთი უსუსური იყავი... ისეთი შეშინებული, ყველაზე იოლი გზა ავირჩიე: პატარა ბავშვად "შეგრაცხე" გონებაში... იმ ბავშვად, რომელსაც დაცვა და მზრუნველობა სჭირდებოდა... ვერ გაგიმეტე მარტო დამეტოვებინე ამხელა პრობლემასთან და გამეშვი. ამიტომ შენთან ერთად დავიწყე ცხოვრება... ახლა ვხვდები, რომ ეს საიმედოდ შეფუთული ტყუილი იყო, რომლის უკან შენი "დატოვების" სურვილს ვმალავდი... გექცეოდი, როგორც ბავშვს. გიყურებდი, როგორც პატარას და იმას კი ვერ ვიაზრებდი, საკუთარი ხელით რომ გამომქოდა განაჩენი. მაშინ, გვანცას ადგილი რომ მიუჩინე, რაღაც გაკრთა ჩემში... მართალია არ ვაღიარებდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ რაღაცას გრძნობდი ჩემ მიმართ, მაგრამ იმ სიტყვების მოსმენისას, ისე მეწყინა, ისე გავბრაზდი... მერე თავს დავუწყე ლანძღვა ამის გამო. დილით კი, წასასვლელად გამზადებული რომ დამხვდი, ძლივს მოვთოკე თავი, ოთახში არ ჩამეკეტე და ჩემოდანი ნაკუწებად არ მექცია... მართალია, ძალიან ფიცხი ვარ და ჭკუა მეკეტება, როდესაც ჩემი აზრის საწინააღმდეგოდ მიდიან, მაგრამ შენამდე ამის შეცვლა არც მდომებია... არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ამის გამო ვიღაცას გული ტკენოდა... შენ კი ყველაფერი ამოატრიალე. ახლებურად დამანახე სამყარო... რევოლუცია მოახდინე ჩემში და პირად "ჩე-გევარად" შეგრაცხე... მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამახსენდა ის საღამო. მხოლოდ ამის მერე შევძელი ის მოსამართლე მეპოვა და ორმაგად გამიხარდა, ქვეყნიდან წასული რომ დამხვდა. დროდადრო გამომკრთალ სხივს, ისე ვმალავდი, სხვას რომ არ შეემჩნია და იმით ვიმართლებდი მეორე მესთან თავს, რომ პატარა იყავი და სხვანაირად ვერ მოგექცეოდი. გიყურებდი, როგორ შემოგქონდა სახლში სითბო, როგორ ეხმარებოდი ბიჭებს, როგორ ცდილობდი დამსახურების მიუხეხავად, მათთვის გული არ გეტკინა და საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი... იქ, მამაშენს რომ ველაპარაკებოდი, მივხვდი რამდენს ნიშნავდი ახლობლებისთვის და ორმაგი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. იქიდან წამოსულმა, უკვე ვიცოდი რომ ჩემ თავს არ ვაპატიებდი, შენთვის რამე რომ დამეშავებინა. ვერ ვაპატიებდი ერთ ცრემლსაც კი. ვერ გადავიტანდი ისეთი შეშინებული მენახე, როგორც იქ. მართალია, საშინლად ვღიზიანდები, როდესაც ვინმე ჩემ საკუთრებას ეხება, მაგრამ ეჭვიანობა ჩემგან ყოველთვის შორს იყო... უფრო სწორად, არც მქონია მიზეზი საამისოდ... იქ კი, ის ნაბ**ვარი რომ შეგეხო, თავი ძლივს შევიკავე მისთვის თითები არ დამემტვრია და თავი არ წამეცალა... არსებამ ისე "შეგრაცხა" ჩემ საკუთრებად, არც კი გამხსენებია, რომ ბავშვის სტატუსი "სარგებლობდი" ჩემში. მრისხანებამ ისე მომიცვა, კანში ვერ ვეტეოდი და ლამის ძარღვები დამსკდომოდა, მასთან მოცეკვავეს რომ გხედავდი... დღემდე არ ვიცი ამდენი როგორ მოვითმინე!.. ალბათ, არ მინდოდა ამდენი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა ჩამეშხამებინა და მისი მზერა რომ დავინახე, ეს აზრიც ჯანდაბაში მოვისროლე... ისე ვიყავი გაბრაზებული, ბიჭები რომ არა, შემომაკვდებოდა... ვიცი საშინელებაა, მაგრამ მოვკლავდი! გეფიცები, მოვკლავდი!.. ნებისმიერი შემიძლია მოვკლა, თუნდაც იმიტომ რომ ლამაზი გიწოდოს ან გაგიღიმოს... მე არ ვგავარ მათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასიამოვნოა მათი ცოლი სხვებსაც რომ მოწონთ, რადგან ამით რწმუნდებიან კარგი არჩევანი რომ გააკეთეს... მე სხვის უთქმელადაც ვხვდები, რომ საუკეთესო ხარ, ვინც კი ცხოვრებაში მყავს... სხვის "დაუხმარლებლად" შემიძლია ამას მივხვდე და არ მჭირდება ვინმემ დამიდასტუროს ეს. შენ არ ხარ ნივთი, მაგრამ უკვე ისე გაქციე ჩემ საკუთრებად, ამას ვერავინ შეცვლის... ამას მივხვდი მაშინ და იმის გააზრებაზე, რომ ჩემამდე ვინმესთან გქონდა ურთიერთობა, საშინელი მრისხანებით მავსებდა. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ შეიძლება, როგორც ყველა შენი ასაკის გოგოს, შეყვარებული გყოლოდა და შეგხებოდა. მაშინ ძლივს ვიკავებდი თავს, ყველაფერი არ დამელეწა და მათი ძებნა არ დამეწყო, ვინც კი ოდესმე შეგეხო... ვიცი, ეს ავადმყოფობად შეიძლება შერაცხონ, მაგრამ მე ასეთი ვარ. ასეთს შემიყვარდი და ვერ შევძლებ, ამ მხრივ შევიცვალო... ხო, შემიყვარდი და ლამის ჭკუიდან გადავიდე, რომ ვფიქრობ, შენც ისე ძლიერად არ გიყვარვარ, როგორც მე!... პირველად ეს, საკუთარ თავთან, მაშინ ვაღიარე, როდესაც ჩემგან გაქცეული დაგიჭირე და გაკოცე. იმ დროს მეგონა, ჩემგან სამუდამოდ გარბოდი და ვერაფერი მოვუხერხე თავს... ვერც "ბავშვიას" ძახილმა შემაჩერა და გრძნობებს გასაქანი მივეცი... მაშინ წინააღმდეგობა რომ არ გაგეწია, ვერაფრით ვაპატიებდი ჩემს თავს... ის აზრი გამანადგურებდა, რომ შეიძლება გეფიქრა, მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად გამოგიყენე და იმ გოგოსგან წამოსული, შენთან ვცდილობდი მოთხოვნილებები დამეცხრო. დარწმუნებული ვარ, მაშინ ჩემში ეჭვი შეგეპარებოდა და საკუთარი ხელით დავანგრევდი იმ იმედს, შენთან ყოფნას რომ მიქადდა... თუმცა ამანაც ვერ მიშველა და გაგირბოდი. ჩემს თვალში, პატარა ბავშვიდან, წამის მეასედში იქეცი სასურველ ქალად და თავს ვაიძულებდი ამაზე რომ არ მეფიქრა, მაგრამ ვერ ვიშორებდი იმ შეგრძნებას, შენი კოცნისას რომ განვიცადე და ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი, ნათლად რომ წარნოვიდგენდი, როგორ ცახცახებდი ჩემს მკლავებში მოქცეული... ფიქრებთან ვერაფერს რომ ვერ გავხდი, სასმელს მივეძალე. ალკოჰოლში ვახრჩობდი, შენთან მოსვლის სურვილს... და ადრე თუ გვიან, ჩემ თავს გადავაბიჯებდი და ისევ მკლავებში მოგიქცევდი, მაგრამ შენ, მოვლენები დააჩქარე... იმ საღამოს, სამუდამოდ დავემშვიდობე ემოციებთან ჭიდილს და გრძნობები სააშკარაოზე გამოვამზეურე... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ღამეს მე შევიცვალე... შენ შემცვალე!.. პირველად, ცხოვრებაში ვიგრძენი, რა დიდი პასუხისმგებლობაა, გვერდით გყავდეს საყვარელი ადამიანი და უფრთხილდებოდე... ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ემოციებთანაა დაკავშირებული, როდესაც მკლავებში, შენთვის უძვირფასესი ადამიანი გყავს მოქცეული და რა სიხარულთან ასოცირდება, მისი აფრთხიალებული გულისცემა რომ გესმის!.. შენ მაგრძნობინე, რას ნიშნავს იყო "იმ ერთის" ღიმილზე დამოკიდებული და სუნთქავდე, მისი სუნით გაჯერებულ ჰაერს... უბრალოდ გებედნიერებოდეს დილით, სითბოსგან აწითლებული ლოყების ფერება და სითბოთი გავსებდეს უთენია გაღვიძებულზე, უკმაყოფილო ბუზღუნი... ახლა კი... ახლა უბრალოდ ვგრძნობ, როგორ მეცლება ხელიდან ბედნიერება და კიდევ ერთხელ სრულდება, მრავალგზის გამართლებული ნათქვამი:"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმე განა?!" და იმის წარმოდგენა, რომ ვეღარ ვნახავ, ცნობისმოყვარეობისგან ანთებულ თვალებს, სასოწარკვეთილებაში მაგდებს... უბრალოდ, იცოდე, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც შენი სუნთქვით საზრდოობს და შენი თვალებით ხედავს... გახსოვდეს, რომ გაცილებით მძიმეა, მარტო ზიდო ცხოვრების ჯვარი... მე, ნახვისთანავე გიწოდე მეუღლე, ჩემი ერთი ცალი, "დაკარგული ნეკი" და ნუ გამიმეტებ ყოფის აუტანელი ტკივილისთვის!.. ხედავ, უკვე ყბედადაც მაქციე... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე, მსგავს რამეს ვიტყოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო... არ დაუშვა, ჩემთვისაც ყველა ტკივილი გამოიმეტოს ბედმა... ვიცი, ეგოისტი ვარ... მაგრამ გევედრები, არ დაუშვა, პირველად ნათქვამი-"მიყვარხარ", უკანასკნელად იქცეს ჩემთვის!.. არ დაუშვა, ელენე!.. პარადოქსია, მაგრამ ცხოვრებისეულია, როდესაც ტკივილთან შეხებისას ვაფასებთ იმას, რაც აქამდე გაგვაჩნდა. ბედის ირონიაა, როდესაც რაღაცის დაკარგვის შემდეგ აღვიქვამთ, ამ "რაღაცის" ფასეულობას. უკანასკნელი რამაც კი, უძვირფასესად გვექცევა და ამაოდ მივსტირით უკვე წარსულად ქცეულ აწმყოს. ადამიანი მეტყველება ბოძებული ცხოველიაო და განა ვინმე შეძლებს ამის უარყოფას?! ტყუილი წყლის ნაყვაა, მაღალფარდოვანი სიტყვების ფანტვა და კაცობაზე თავის დადება, როდესაც გაუთავებლად ვწუწუნებთ იმის გამო, რომ ჩვენ გაცილებით ნაკლები "გვიწილადა" უფალმა, ვიდრე მეზობელ მილიონერს... და რომ დავაფასოთ, ან წამით მაინც რომ შევწყვიტოთ წუწუნი, შიმშილისგან დაოსებული მწირის დანახვაა საჭირო... მასაც მოვალეობის მოხდის მიზნით, კაპეკებს რომ ვუგდებთ... შეუძლებლად, მიუღებლად უნდა იქცეს მაღალ მოდაზე საუბარი, როდესაც სიკვდილს ებრძვიან ადამიანები, როდესაც ჩვენი:-"ყველაფერი კარგად იქნება!" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს მსმენელისთვის... როდესაც სხვისთვის წუთისოფელმა, გაცილებით მძიმე ხვედრი "გაიმეტა", ვიდრე ჩვენი "ეკლიანი" ბილიკია. სიკვდილი- სრულყოფილებაა! მხოლოდ სიკვდილია ბოლომდე სრულყოფილი. მხოლოდ მას ძალუძას, დააფასებინოს ადამიანს ის, რაც უსასყიდლოდ არგუნა ღმერთმა... მხოლოდ მას და არავითარ სხვას... ...თეთრად განათებულ პალატაში, სიცივემ შთანთქა სასოწარკვეთილი გოდება. ბამბის ნაჭერმა მიითვისა ტკივილით დაღვრილი ცხარე ცრემლი. სინათლეში დაინთქა სილურჯე შეპარული სხეული და ცივ კედლებს მიეხეთქა, აპარატის გულისგამაწვრილებელი წრიპინი. იქ მყოფისთვის რომ გეკითხა, სიკვდილი რა ფერიაო, დაუფიქრებლად გიპასუხებდა, კაშკაშა თეთრიო... და იცით რა?! აქამდე დაკანონებულ შავი ფერი გონებიდან გაგიფრინდებოდათ, როდესაც მოპასუხის სულისშემძვრელი ტკივილით სავსე თვალებს წააწყდებოდით. "-"-"-"-"-" წამია წუთისოფელი!.. ერთი წამი!.. "-"-"-"-"-" ოდესმე გიგრძვნიათ თავისუფლება?! გიგრძვნიათ?!. მაშ მე გეტყვით:-თავისუფლება, არ იცი რა არის, საცოდავო ადამიანო!.. ის არ არის თავისუფლება, რაც თქვენ გგონიათ!.. თავისუფლება არ არის უშიშრად გამოხატული საკუთარი აზრი... თითოეული ქცევა, სურვილის მიხედვით! თავისუფლებაა, როდესაც გრძნობ, როგორ იცლები მიწიერი შეგრძნებებისგან. როდესაც გრძნობ, როგორ გეხსნება ზურგიდან მძიმე ლოდი, ჩემი სხეული რომ ჰქვია და სრული დომინანტი ხდება, აქამდე ჯაჭვით დაბმული სული. ოდესმე განგიცდიათ, სულის სხეულისგან განცალკევება?! თუ არ გიგრძვნიათ მაშინ, ჯერ კიდევ ვერ გაგიგიათ, თუ რას ნიშნავს, ისუნთქო თავისუფლად. იყო თხდმიდ ტერფამდე ლაღი და ქარს უსწრებდე სიმსუბუქეში. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ, ყველაფერი, მთელი შენი ცხოვრება თვალწინ გადაგირბენსო, მტკნარი სიცრუეა. არანაირი მოგონებები არ გეშლება და ვერც იმის გააზრებას ასწრებ, რა ხდება შენ თვალწინ. ერთადერთი რაც იმ წამს გეუფლება, მომხდარზე დამორჩილებაა და ბედს შეგუებული ჰყვები დინების სურვილს. ნეტარებით უცქერ სიბნელეში გამომკრთალ კვამლისფერ თვალებს და წინააღმდეგობას ვერ უწევ უკვე დადგენილს. გრძნობ ენით აღუწერელ შვებას და არ გინდა უკან დაბრუნება. წუთით გავიწყდება, რომ იქ, სადღაც დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებიც შენი კარგად ყოფნით ხარობენ... რომლებისთვისაც ერთი თვალის გახელა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავიწყდება ეს და მრავალგზის მბრძანებელი ეგოისტობა, მთელი სიძლიერით იჩენს თავს. აქამდე ხშირად მიფიქრია სიკვდილზე... იმაზე ხშირადაც, ვიდრე ეს ნორმალურ ადამიანებშია. განა თქვენ არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა მოხდებოდა რომ მომკვდარიყავით?! აი ასე, უბრალოდ, შეგეწყვიტათ სუნთქვა და უფლისთვის მიგენდოთ დაღლილი სული. შეუძლებელია ამაზე ერთხელ მაინც არ დაფიქრებულიყავით. თუნდაც წამით არ გაგევლოთ ეს აზრი... მე მიფიქრია, მდომებია, მიცდია... და ყოველთვის უკან ვიხევდი. იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რა დაემართებოდათ ახლობლებს, ჩემ სიკვდილს რომ გაიგებდნენ... რომ ისინი არ იქნებოდნენ ბოლომდე ბედნიერები და ეგოისტობის მნიშვნელობა, წამის მეასედში მავიწყდებოდა. ვერ გეტყვით, რა დანიშნულება აქვს დედამიწაზე ადამიანს. რაში მდგომარეობს მისი ვალი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ადამიანი იმიტომ ადამიანობს, რომ საკუთარი სურვილების უკანა პლანზე გადატანა შეუძლია და გაცილებით მეტს დარდობს გარშემომყოფთა ნებაზე, ვიდრე თავისაზე... და ეს არ არის სისულელე! ეს წმინდა ადამიანური საქციელია, წყლის სურნლი რომ ასდის და ერთმანეთის გაბედნიერებას რომ ისახავს მიზნად. ჩვენ შეგვიძლია ეს და მადლიერი თვალები გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე სხვა დანარჩენი... კეთილი ვუწოდე ჩემს თავს გონებაში და მოგონებათა კადრებს, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. გამახსენდა სიწითლე შეპარული თვალების მზერა, გაფითრებული სახეები, გალურჯებული ტუჩები და ვივრძენი, როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა. მჭვალავმა ტკივილმა დამიარა მკერდში და რომ არა უძლურება, ნეკნებს გადავიხსნიდი და საკუთარი ხელით ამოვიგლეჯდი გულს, მსგავსი ტკივილი კიდევ რომ არ განმეცადა. გაშეშებული კიდურებიდან, წვეთ-წვეთად იღვრებოდა მწველი ტკივილი და თითოეული ჩასუნთქვა, ცეცხლს მიკიდებდა ფილტვებში. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა მარცხენა მხარეს კანი და ლამის კივილი დამეწყო ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად. თავს ვიწყევლიდი ასეთი უსუსური რომ ვიყავი და ვნატრობდი, ის სიმსუბუქე დამებრუნებინა, წამის წინ რომ განვიცდიდი. გაუთავებელი წრიპინი, ჩაქუჩებივით მირტყამდა აზუზუნებულ თავში და სმენის აპკს გუგუნი გაუდიოდა. კაშკაშა ფერმა თვალი მომჭრა და მჩხვლეტავ ტკივილ დავლილმა, ყველაზე საძულველ ფერად შევრაცხე თეთრი. ერთიანად ტკივილის სამყაროში ჩაფლულმა, ბუნდოვნად გავარჩიე გაფითრებული სახეები და ლამის თვალები გამიფართოვდა, გონებაში დამახსოვრებულთან საოცარ კონტრასტს რომ ქმნიდა ნანახი. -აქედან ადგები და ღერა-ღერა დაგაცლი თმებს, ასე რომ გვანერვიულე მაგიტო!..-გუგუნში, ძლივს გავარჩიე ჩახრნინწული ხმით ნათქვამი სიტყვები და იმის მაგივრად, დემეტრეს ჩვეულ სიტყვებზე გამღიმებოდა, ისევ ბურუსში ჩავიძირე. სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი, თვალთახედვიდან არ მომშორებია, როხროხა აყლაყის თვალებში აკიაფებული, თხილის გულის ოდენა ცრემლი და ცხოვრების მოულოდნელობაზე, კიდევ ერთხელ დავფიქრდი. "-"-"-"-"-" -დემეტრე, რამდენჯერ გაგაფრთხილე, ნუ აჯავრებ ელენესთქო?! მაინც და მაინც, საკუთარი ხელით უნდა მოგკლა?! -ძამიკო, ნუ ატ*აკებ რა! შემარგე ეს დღე... ყოველდღე კი არ ვუშვებ რძალს სკოლაში... -სანდრიკო, არ დაგავიწყდეს რომ ჩვენც მოგყვებით... პალაჟენია გვაქ დასაწყობი... -ყიფიანი დაგაპუტავ მაგ მწვანე თმებს, კიდე თუ დამიძახებ ეგრე! -სანაძლეოს რა ვუთხარი თორე, კი ხარ ყირსი გემრიელად მიგაჭიკარტო. -თქვენ სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ ტო... დღეს მაინც გაჩერდით, არ გეცოდებათ რძალი? -სამსონაძე, დაუძახე ერთი ვიბლიანს. შემოეგდოს შიგნით, იმ გოგოსთან საქმის გარჩევას კიდევ მოასწრებს.. -აცადე ხეცურიანი რა! შენ საცაა მამიკო ხდები და მაგას ერთი გოგოც ვერ შეუბამს ჯერ. -რას შეაბამს ტო... ეხაც იმაზე ეჩხუბება, დილით რატო არ დამირეკე, სულ მე გირეკავ და ე.ი. ვიღაც სხვა გყავსო. -შეიწირავს ეგ ვიღაცას, ჩემ ბალახს ვფიცავარ რა. -ეგ არ ვიცი და ძვირფასი რძალი როდისღა ჩამოვა? გაკვეთილებს იმეორებს თუ რაშია საქმე? -ყიფიანი აცადე რა! კიკინებს უკეთებდა ნათია, ქვემოთ რომ ჩამოვდიოდი... ერეკლემ ლამის და დაუძახოს და იმედი მაქ, მომავალ დაში არ შეეშლება. -არ შეეშლება... სიმაღლის მიხედვით გაარჩევს! -ყიფიანი მომწყდი თავიდან... -კარგი რა ლექსუს!.. გპირდები არავის ვეტყვი, რომ ლამის კომპანიიდან წამოხვედი, ელენეს მათემატიკის მასწავლებლად რომ დაენიშნეთ. -იცოდე თავს წაგაცლით, სკოლაში მისვლამდე რომ გაიგოს ეს ელენემ! -ასეთ სიურპრიზს, როგორ გავაფუჭებთ ტო!.. იმას ხომ არ ვეტყვით, ქმართან ერთად, შეთავსებით მასწავლებელიც რომ ხარ?! -აუ, უკვე იატაკზე ვხოხავ, რომ წარმომიდგენია, რა სახე ექნება ინგლისურის მასწავლებლად დემნა რომ გამოეცხადება და ახლებური მეთოდით დაიწყებს გაკვეთილების ახსნას. -საბა, ძმებს გაუმართლად და ჩვენ?.. იმენა მაგრა მიტეხავთ ტო... რა ლამაზია ეხა, ჩვენ, ეს უსიმპატიურესი ტყუპები, მოსწავლეების როლს რომ მოვირგებთ.. მაგრა ტეხავს ტო! -ყიფიანი ჩაიგდე ენა!.. შენ თვითონ მოინდომე. -აბა რა მექნა, სანამ თქვენ სკოლაში იქნებოდით განტოლებები მეხსნა? -მერე რა... რძალი და სანდრო მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნით არიან დაკავებულები საღამოობით და მიბაძე რა შენც. -დემნა, ან ნებითა შენითა მოკეტავ, ან ძალითა ჩემითა მოგაკეტინებ! -okey! You are my...მხეცი! -ფუ, ამერევა ეხა გული!.. -შენ ინგლისურში მაგარ გარტყმაში ხარ, შენ ძმობას ვფიცავარ! -ნელი მასწის სკოლაა!.. "-"-"-"-"-" -ალექსანდრე, ჭკუიდან გიდა გადამიყვანო? -კარგი რა პატარავ! რატო ბრაზობ? -რას ქვია რატო ვბრაზობ?! ნორმალურია როგორც შენ იქცევი? -სავსებით ნორმალურია!.. რას ხედავ ცუდს იმაში, რომ მინდა ჩემი ცოლის განათლებაზე პირადად ვიზრუნო? -თქვენთან ლაპარაკი შეუძლებელია!.. ვერ გიტანთ!.. ნერვებს მიშლით!.. -მეც მიყვარხარ, პაწკუ!.. -შეწყვიტე ამ სისულელეების დაძახება!.. უკვე დავიღალე ამდენი ფიტულის მოშორებით, თქვენი გაცნობის სურვილით რომ იწვიან... ყიფიანის მწვანე თავიც კი არანაირ ზეგავლენას ახდენს!.. -რა ჩვენი ბრალია ასეთი სიმპაწიჩნი პარენები რომ გყავართ? -ალექსანდრე, ნერვებზე მოქმედებ უკვე!.. -ჩემი ეჭვიანი ცოლი!.. გინდა კოშკში გამომკეტო?! მარტო შენ მნახავ ხოლმე... -ეგღა მაკლია მაგათ გავუყადრო თავი... -ამიტომ მიყვარხარ... ჩემი ჭკვიანი გოგო რომ ხარ მაგიტო... ეხლა კიდე მაკოცე, თორე ჩაგაკვდები ხელებში. -გაგიჟდი?! სკოლაში ვართ, დაგავიწყდა?! შენ გირჩევნია ჟურნალის შევსებას მიხედო! -იცოდე არ გაღირსებ ათიანს! საშემოდგომოს გამოგაყოლებ და ბონუსად დაგირიცხავ პროცენტებს... -აი, დარდი!.. მაინც ჩავაბარებ! -მოხვალ სახლში და გაჩვენებ, როგორ უნდა ენის ტლიკინი!.. საწოლში გაცილებით მომწონხარ... ერთ წინადადებას ძლივს უყრი თავს!.. -მაგაზეც მადლობა თქვი და წადი ეხა... დაირეკა ზარი! -იცოდე, არ დაგავიწყდეს ლექტორის კანდიდატურაც ბლომადაა უნივერსიტეტებში!.. "-"-"-"-"-" არ მეგონა თუ ოდესმე, ასეთი ბედნიერების განცდა შემეძლო. არ მეგონა ამდენის დატევას თუ შევძლებდი და გული სიხარულისგან არ გამისკდებოდა. ვგრძნობდი ახალი სიცოცხლის ზრდას ჩემში და აკანკალებული სხეულის დაწყნარებას ვცდილობდი. დაუძლეველი შიში გამეფებულიყო გონებაში, მაგრამ იმის გააზრებაზე რომ საყვარელი ადამიანი მყავდა გვერდით, ამას უკანა პლანზე ისროდა. ხელში საიმედოდ ჩამებღუჯა 3 ორსულობის ტესტი და ნიაღვრად წამოსულ ცრემლებს, ვერაფერს ვუხერხებდი. სააბაზანოს იატაკზე ჩაცუცქულმა, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ვიღაცაზე პასუხისმგებლობა და გაყინული კიდურები ერთიანად გამითბა. ფრთხილად შევეხე მუცელს და თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, იმის წარმოდგენაზე, რომ მალე ციცქნა ალექსანდრე მეყოლებოდა. ეიფორიიდან უმალ გამოვედი, როდესაც ძახილი გავიგე. დამდუღრულივით წამოვვარდი ფეხზე, ტესტები სააბაზანოს უჯრაში შევყარე, სახე საგულდაგულოდ ჩამოვიბანე და კოჭლობით გავედი ოთახში. -სად ხარ ამდენ ხანს ელენე?-გაკვირვებულმა შემავლო თვალი ალექსანდრემ და ახურებულ ლოყაზე თითები ჩამომისვა,-რა გჭირს? კარგად ხარ? -კი... საჭმელმა მაწყინა მგონი,-თავდახრილმა ამოვილუღლუღე და თითები ნერვიულად გადავხლართე ერთმანეთში. გამალებით ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მეთქვა ეს ამბავი. ნორმალური იდეა კი აზუზუნებულ თავში, მაინც არ მომდიოდა. -გინდა ექიმს დავურეკო?-თავი ამაწევინა და შუბლშეკრული დამაჩერდა,-გაგსინჯავს და რამეს დაგალევინებს! -არა! არ არის საჭირო!-წამოვიძახე და მის გაფართოებულ თვალებს რომ წავაწყდი, მთელი ძალით მოვეხვიე მუცელზე, თავი კი მკერდში ჩავმალე,-კარგად ვარ!.. არაა საჭირო! -კარგი, თუ არ გინდა...-ისიც მომეხვია და ფრთხილად წამომწია ლოყაზე რომ ეკოცნა,-თუ რამე, იცოდე არ დამიმალო! -ნწ!-ღიმილით დავეთანხმე და აფორაჯებული წამოზრდილ თმაზე, თითებით წავეთამაშე. -ელენე, ნუ მაშინებ... რამე ხდება?-ეჭვით დამაჩერდა და მთლიანად მომაშორა იატაკს. -კი...-ყოყმანით ვუპასუხე და ხმა ჩავიწმინდე ძალის მოსაკრებად,-უბრალოდ... ამმმმ... მიყვარხარ! დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და ღიმილი ვერ შევიკავე, მისი აჩქარებული გულისცემა რომ გავიგე. აწითლებულმა, ხმა რომ არ გამცა, მის ღელში ჩავრგე თავი, კისერზე შემოვხვიე ხელები და გატრუნული დაველოდე, რას იზამდა. -მართლა?-სმენას მისწვდა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და შოკისგან ენა ჩამივარდა. "ახლახანს სიყვარული ავუხსენი და ნახე რა იდიოტურ კითხვას მისმევს!.. ნორმალურია ამის მერე?!" -კიდე გამიმეორე!-ტონმა მბრძანებლური ინტონაცია მიიღო და უფრო ამიკრო გავარვარებულ გულ-მკერდზე. -მიყვარხარ!-ამოვიბუტბუტე და ცივი ტუჩებით, მფეთქავ არტერიას შევეხე. -არ მეგონა, ამას ოდესმე თუ მეტყოდი!-ხრინწიანად მიჩურჩულა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა,-კიდევ მითხარი! -მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!-დავუმარცვლე და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებში. -რა იყო ეხლა ეს?!-ღიმილიანი გამომეტყველება, წამში შეიცვალა და განაწყენებული დამაშტერდა,-ესაა გოგო მიყვარხარო?! -არ ხარ მეტის ღირსი!-ცხვირი ავიბზუე და მის მკლავებში ფართხალი დავიწყე, დაბლა რომ დავესვი. -არ ვარ ღირსი ხო?! ეხა მე მაცადე!.. ისიც გაიხსენე, პროცენტები რომ გაქ დარიცხული!-ნიშნისმოგებით მელაპარაკებოდა და თან საწოლისკენ მივყავდი. -რა პროცენტები, გადაირიე?! ნუ იტყუები, არანაირი პროცენტები არ მაქ!-გამეტებით ჩავარტყი მუშტი მკერდში და როგორც კი საწოლზე აღმოვჩნდი, გვერდით გადაძრომა ვცადე, მაგრამ ძლიერმა მკლავებმა დამიჭირეს. -საკომისიო გაქ გადასახდელი პატარავ! საკომისიო!-მაცდურად აათამაშა წარბები და მთელი ვნებით მომეკრო კისერზე. -ბარემ დღგ-სი მომთხოვე!-ამოვთქვი და ხელი დავუჭირე, დაბლა ჩაცურება რომ დააპირა. -მაგაზეც ვიფიქრებ!-ამოიჩურჩულა, ოდნავ მომშორდა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური,-შენ აღიარებას, ეფექტური დასასრული ჭირდება! -ალექსანდრე, გველოდებიან!-გამაფრთხილებლად გაისმა ჩემი ხმა და მკერდზე მივაბჯინე ხელები. -გველოდონ მერე!.. ყოველდღე კი არ მიმეორებს ჩემი ცოლი, რომ ვუყვარვარ!-ძალდატანების გარეშე მოიშორა ჩემი ხელები და კაბის ელვაშესაკრავს წაეტანა გასახსნელად. -ალექსანდრე... ჯანდაბა!..-ამოვიოხრე, როდესაც მივხვდი ვეღარ მოვიშორებდი. კეფაზე თითები მოვავლე და ვნებიანად ვაკოცე ტუჩებში. -ყველაფერს ისე კარგად აკეთებ!..-ამოიკვნესა ტუჩების მოუშორებლად. გააზრება ვერ მოვასწარი, ისე აქაჩა კაბის ბოლო თეძომდე და შარვლის ქამარს დასწვდა გასახსნელად. ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს და ყელზე გადავინაცვლე. ჩამეღიმა, ჩემ ქმედებაზე რომ გააცახცახა და კბილებით ბიბილოზე წავეტანე, ღრმა კვნესა რომ მოსწყდა მის ბაგეებს. გაყინული ხელები, მხურვალე მკერდზე მივაბჯინე, დარჩენილი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ძლიერი ბიძგით, ზემოდან მოვექეცი. -ჯანდაბა... ეს...-ამოიგმინა და წელზე ხელები წამავლო, საკოცნელად რომ დავეხარე. -ცუდი ბიჭი ხარ!..-ამოვიკვნესე ყელზე რომ გადაინაცვლა და ღრმად სუნთქვა დავიწყე, გონება რომ არ დამეკარგა. -მიყვარხარ, ელენე!.. მიყვარხარ!..-იდიომებად მომაფრქვია სიტყვები და ჩემ თმაში ახლართა თითები,-მითხარი... შენც მითხარი იგივე!.. -მიყვარხარ!..-ვუჩურჩულე, ტუჩებზე დავეკონე და როდესაც ვიგრძენი, მკლავები წამით რომ მომაშორა კაბის გასახდელად, უმალ წამოვხტი ფეხზე. -რა... სად... სად მიდიხარ?-ენადაბმულა ამოილუღლუღა და დაბინდული თვალები მომაპყრო. -ქვემოთ!.. შენ გირჩევნია მოწესრიგდე და ჩამოხვიდე!..-თან ვუხსნიდი, თან აწეწილ თმას და კაბას ვისწორებდი. -რას ქვია მოვწესრიგდე... შენ რა... გინდა ასე დამტოვო?-თვალები გაუფართოვდა და საწოლზე წამოიწია. -დაგტოვე უკვე... მე მშია და შენ არ გინდა? რა მოგიმზადო?-კარი გამოვაღე და წინ ფარივით ავიფარე, თან თვალს არ ვაშორებდი აქოშინებულ ქმარს. -მე რაც მინდა იმას არ მაძლევენ და რაც გინდა ის ქენი!..-დამიბღვირა და სააბაზანოსკენ გასწია,-ეხლა ცივი შხაპი თუ მიშველის და ამის გამო ორმაგად მოგთხოვ პასუხს!..-დაიქადნა და კარებში გაუჩინარდა. "-"-"-"-"-" მისაღებში ვიჯექი, ხილის ასორტს შევექცეოდი და გამალებით ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მეთქვა ორსულობის ამბავი ალექსანდრესთვის. ყურადღებას არ ვაქცევდი ტყუპის ყვირილს, აღრენილი სანი გასაგლეჯად რომ მოსდევდა. არც ერეკლეს კისკისს მამამისს ბურთს რომ უბათქუნებდა თავში და არც გაბუშტული გოგოების წუწუნს, სიწყნარეს რომ ითხოვდნენ. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, ყველა კიბისკენ რომ შეტრიალდა და თვალები გამიფართოვდა, გახევებულ ალექსანდრეს რომ შევხედე. ცალ ხელში ორსულობის სამივე ტესტი მოებღუჯა და მზერას არ აშორებდა ჩემ მუცელს. თითქოს შენელებულ კადრში მოვხვდიო, ისე აღვიქვამდი მის თითოეულ ქმედებას და ლამის გული წამივიდა, სანამ ჩემამდე მოაღწევდა. ჩემ ჯინაზე არ იღებდნენ ოთახში მყოფები ხმას და სანიც ერთ ადგილას ჩაცუცქულიყო. ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში, მუცელზე აცახცახებული თითების შეხება რომ ვიგრძენი და თვალიდან ობოლი ცრემლი გადმომივარდა, მისი გაუგებარი ბუტბუტი რომ გავიგონე. ფრთხილად მომხვია მხარზე ხელი, სავარძელზე ჩემთან ერთად ჩამოჯდა და მკერდზე მიმიხუტა. თან ხელს არ უშვებდა ორსულობის ტესტებს. -ანუ... შენ... მე და შენ...-გაუგებრად ბუტბუტებდა და მძლავრად მიკრავდა გულში.-ბავშვი... პატარა ბავშვი... შენნაირი კიდევ ერთი... -არ ვიცოდი როგორ მეთქვა!-ამოვიჩურჩულე და თავი მის ყელში ჩავრგე. სულ არ მაინტერესებდა, რომ მარტო არ ვიყავით და ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. ერთადერთს, რაც ამ წუთას ვგრძნობდი, ალექსანდრეს გახშირებული გულისცემა იყო. გულის, რომელიც მე მეკუთვნოდა, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის ძგერდა. -რა მაგარია!.. მე მამა გავხდები... შენ დედა... მამაჩემი ბაბუა... დედაჩემი ბებია... დემნა ბიძა... ონო ბიძა... ერეკლეს ბიძაშვილი ეყოლება!.. რა მაგარია!.. მამა გავხდები ტო!..-ლუღლუღებდა ორი წლის ბავშვივით და თმებზე მეფერებოდა. -ჩვენ დაგავიწყდით ტო!..-წამით გამომაფხიზლა ყიფიანის ყვირილმა,-ეს რა პონტია ტო!.. ჩვენ ბიძები არ ვართ?! რა უმადურები ხართ!.. რო დაიბადება, ახლოს არ გაგაკარებთ ჩემ ძმისშვილს... თუ დისშვილს... ნუ, რაც არის რა!.. პირველია ეხა ეს და საპატიოდ ჩაგითვლით... მშობლები რომ ხდებიან, გამოშტერება იცისო!.. -ძმისშვილი მეყოლება! რა მაგარია ტო!.. პატარა ძმისშვილი!.. -აბა, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება!.. პატარა ლექსო ან ელენე... -სამი პატარა გვეყოლება სახლში... -იმენა ბაგა-ბაღი უნდა გავხსნათ!.. -არა ინკუპატორი!.. აღარ მომისმენია, ბოლოს ინკუპატორად შერაცხეს სახლი თუ ბაგა-ბაღად. მყუდროდ ვიყავი საყვარელი ქმრის ძლიერ მკლავებში მოკალათებული და იმ სამყაროს ვუცქერდი, სადაც მხოლოდ მე, ალექსანდრე და პატარა ვიყავით... ნუ, ხო კარგი!.. ბიჭებიც ხშირად გვირღვევდნენ მყუდროებას. "-"-"-"-"-" -ალექსანდრე, უთხარი რა ბიჭებს, არ მაძინებინებენ ანდრეას!.. აიკლეს სახლი, გინდა თუ არა ჩვენი სახელები უნდა ვათქმევინოთო!.. -კარგი რა ელენე!.. დაანებე თავი. გაერთონ, ანდრიაზე მეტი ჭკუა მაინც არ აქვთ!.. თან ცოტა ხნით ჩემთვისაც მოიცლი!.. -გეყოფა მაიმუნობა!.. ალექსანდრე, გადადი ცას მიფარავ... გამჭყლიტავ საცაა... -მე ვარ შენი ცაც, მზეც და ვარსკვლავებიც!.. ხო ისე!.. ვარსკვლავებზე გამახსენდა. ანდრიას პატარა დაიკო უნდა და არ ჯობია ეხლავე დავიწყოთ წეროსთან გასაგზავნი წერილის წერა?! -ანდრია ჯერ კიდევ თვეებისაა და დაგავიწყდა, ჯერ რომ არ იცის ლაპარაკი?! -მერე რა!.. თვალებით მანიშნა... ჭკვიანი ბავშვია. კოპიო მამამისია... ენაცვალოს მამა!.. -ზოგჯერ მგონია, პატარა ბავშვი ხარ, რომელიც ჯერ კიდევ საფენებით დადის! -არამგონია პატარა ბავშვს შეეძლოს ის, რასაც საძინებელში გიკეთებ... და ახლავე დავიწყებ ამის ჩვენებას! -უტაქტო, გაუზრდელი, უჭკუო მანიაკი ხარ... -მეც მიყვარხარ! "-"-"-"-"-" -დეეე!.. დედიიი!.. მამიკო როგორ გაიცანი? -მამაშენს კითხე ანდრეა... ---- -მააა!.. მამიიი!.. დედიკო როგორ გაიცანი? -დედაშენს კითხე ანდრეა! The end |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.