შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი სასახლე (თავი II)


11-02-2018, 23:41
ავტორი maryem
ნანახია 1 087

ვენიტატის სამეფოს არასდროს უგრძვნია ზღვის ტალღები, უფლის სიყვარული და სამართალი. რომანში აღწერილია სასტიკი მონარქის ხანის შესახებ, მოთხრობილია დედოფლისა და უცნობი მხატვრის სიყვარულის ამბავი. კითხვისას იმოგზაურებთ სამყაროში, რომელიც სავსეა ვნებითა სისხლის ზღვრით, ეზოთერიული ცოდნითა და... უბრალოდ წაიკითხეთ და შეაფასეთ...

- ჰუკ, გამუდმებით ჩემთან ერთად უნდა იყო?
- როგორც კონსტანტინემ თქვა, მანამ, სანამ ისე არ შემეჩვევი და მენდობი, რომ ადევნების გარეშეც გარეშეც გაკონტროლო. - ჩაიცინა და ფუნჯი მომაწოდა.
- ე.ი. ჩემს მეგობრად დაგნიშნა?
- როგორც ჩანს.
- და ეს ყველაფერი რატომ მითხარი?
- იმიტომ, რომ ჩემს საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვასრულებ.
- ანუ ?
- დაივიწყე. ასეთ რაღაცებს მაინც ვერ გაიგებ. შენი საქმე მხოლოდ ესაა - ფერებით ემოციების გადმოცემა, ან ხატვა, იმიტომ რომ მუხლები არ მოგკვეთონ. - და ისევ გაიცინა.
- არ მიცნობ სწორად. - ჰუკის სიტყვებმა იმედგაცრუებული დამტოვა. ერთ წუთში მეგობრობას მთავაზობდა, ახლა კი უსარგებლო არსებადაც კი არ ჩამაგდო.
- და საერთოდ გიცნობ?
- რამდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ერთად რამდენი დღე-ღამე გაგვიტარებია აქ, ამ სასახლეში. დაგავიწყდა?
- წიგნები იკითხე, მეგობარო! მეგობრობა ხშირ ნახვას არ ნიშნავს.
- აბა?
- ეჰ... ამიტომაც არ გყავს მეგობრები!
- ეს საიდან იცი? - ჰუკი ჩემს სუსტ წერტილს შეეხო. მეგობარი არასდროს მყოლია. მთელი ცხოვრების განმავლობაში, პერიოდულად, მეგონა მყავდნენ, მაგრამ დრომ ყველა აქეთ-იქით მიმოფანტა.
- ვინმე რომ გყოლოდა, ასე ხშირად არ შეიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს, ამდენი დღის განმავლობაში ერთ წერილს მაინც გააგზავნიდი და ვინმე მაინც გეტყოდა, რომ საშინელი ვარცხნილობა გაქვს.
ვეღარაფერი ვუპასუხე. სარკეში თმა გავისწორე, ისე, რომ ჰუკს არ შეემჩნია და ხატვა განვაგრძე. ერთ დროს ეს მართლა მანიჭებდა სიამოვნებას. მაშინ, როდესაც ღამ-ღამობით უმეგობრობითა და მარტოობით შებოჭილი ჩემს კვდომას ქაღალდზე გადავიტანდი ხოლმე. ახლა კი მხოლოდ მუხლების მოკვეთის შიშით ვხატავ. ვემორჩილები, რათა გადავრჩე. მაგრამ, რეალურად, არავინაა ისეთი, ვისთვისაც დარჩენა ღირს.
ახალმა მეგობარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. გონებაში ისეთი რაღაცები მომდიოდა, რაზე ფიქრიც კი არ მაფიქრდებოდა. მივხვდი, რომ ცხოვრებისთვის ან აზრი უნდა მიმეცა და მისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე მებრძოლა, ან საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი და დასაკარგიც აღარაფერი მხოლოდა, მათ შორის არც მუხლები.
ფუნჯს უაზროდ ვიქნევდი და ლურჯ ხაზებს ერთმანეთში ვურევდი. ზღვა არა კედლებზე, არამედ ჩემს თვალებში წარმოიქმნებოდა. ჰუკის თანდასწრებით ცრემლის გადმოგდება არ მინდოდა, ვცდილობდი, სახე გამეყინა და ზედ რაიმე სხვა, ნებისმიერი გრძნობა აღმბეჭდოდა, გარდა სინანულისა და სევდისა.
ვნანობდი.
გასულ წლებს ვნანობდი.
უმეგობრობას ვნანობდი.
დაკარგულ დროს ვნანობდი.
ვნანობდი წარსულს, რომელსაც არანაირი სარგებელი არ ჰქონია, რომელსაც საერთოდ არაფერი მოუტანია ჩემთვის, თუმც მაინც მძიმე დაღი დამასვა.
წარსულში არსებული არაფრობა მკლავდა.
ამ საუბრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
აქამდე დამღლელი დღის შემდეგ ჩემს ოთახში, საწოლზე დასვენება მიყვარდა. ჭერს მივაშტერდებოდი ხოლმე. გაუპრიალებელ სარკესავით იყო, თუმც ყველაზე უკეთ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი არეკვლა. ჩუქურთმებით სავსე ჭერზე ყოველთვის ჩემი სულის ანარეკლს ვხედავდი. რაღაცა შტრიხებს გონებაში ვკრავდი და სილუეტს ვიღებდი. სილუეტი კი ცოცხლდებოდა და უფრო რეალური ხდებოდა, ვიდრე საწოლზე მყოფი პიროვნება. ის ჩემს დაფარულ სურვილებსა და მხარეებს აჩენდა, რომელთაც მე თვითონაც კი ვერ ვგრძნობდი. ახლა კი ვინ გავხდი? რად ვიქეცი? ამაზე დაფიქრებასაც კი გავურბოდი. პასუხი მართლა არ ვიცოდი. ძილის წინ ვცდილობდი სინათლეც კი არ ამენთო, შემთხვევით რომ არ მომეკრა თვალი ჭერისთვის. ერთგვარ ფობიად ჩამომიყალიბდა. მე კი დავწვებოდი მუცელზე, რომ მაღლა არ ამეხედა, ხელებით მუხლებს მოვიბჯენდი და ვითვლიდი...
ერთი...
ორი...
სამი...
...და ასე, სანამ ძილი არ წამართმევდა ხოლმე თავს.
ერთ დღეს კი, შემთხვევით, ამეხედა... ვერაფერი დავინახე, საერთოდ ვერაფერი. არაფრობა კი იზრდებოდა, რეალურდებოდა და უჩინარ მოსასხამსავით მეფარებოდა ზედ, სხეულზედ.
მეზიზღებოდა ეს სხეული.
გულს მირევდა ამაზრზენად დაკიდებული ხორცები.
ხორცი, რომელმაც სამუდამოდ აქ, ამ საწოლზედ, უჩინარი მანტიის ქვეშ დამტოვა...



№1  offline წევრი maryem

MoonLady
გულწრფელად გეტყვი, სასიამოვნოდ და ჩამთრევად კი წერ, მაგრამ თავების მოცულობა თუ ასეთი მცირე იქნება, ჯობს რამდენიმე ერთად დადო. ამ თავებს აქვთ ძალიან ცუდი თვისება - მარტივად გავიწყდება. მითუმეტეს თუ პატარაა და თან ელოდები საკმაო ხანს.
ამიტომ რავი...

გმადლობთ კომენტარისთვის, შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent