მან სიყვარული მოიპარა (III ნაწილი )
დრო ნელ-ნელა გადიოდა. ტომი და სოფია ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ. შტაბშიც ხშირად დადიოდნენ. ტომის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ეს მხოლოდ სოფიას დამსახურება იყო. მშობლებს ტომისა და სოფიას ასეთი დამეგობრება ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ და წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ, რომ მათ ერთმანეთთან მეგობრობის გარდა შესაძლოა სხვა რამეც აკავშირებდათ. მაგრამ, ტომი სულ სხვას ფიქრობდა და სულ სხვას გრძნობდა. დიახ, ნამდვილად გრძნობდა... არა კი არ გრძნობდა, დარწმუნებით იცოდა, რომ სოფიას გარეშე ვერ გაძლებდა... ვერც ერთი დღე.... ვერც ერთი საათი.... ვერც ერთი წუთი... ვერც ერთი წამი... მაგრამ ტომმა არ იცოდა... არ იცოდა ის, თუ რას გრძნობდა სოფია. ნუთუ ისაც იმავეს, რასაც ტომი... არ იცოდა და ყველაზე მეტად სწორედ ეს აწუხებდა ტომს. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სოფიასთვის ყველაფერი ეთქვა, მაგრამ თითქოს რაღაც აბრკოლებდა და უკან ექაჩებოდა. ეს შიში იყო... დიახ ეშინოდა... დიახ ვერ ბედავდა თქმას... მაგრამ შიში გამოწვეული იყო ისევ და ისევ დიდი სიყვარულით. ტომმა არ იცოდა რას ეტყოდა სოფია. ეშინოდა სოფიას პასუხის... ეშინოდა, რომ ის უარს ეტყოდა და სამუდამოდ დაკარგავდა მას. აი რისი ეშინოდა... მისტერ მაიკი ხვდებოდა, რომ ტომი შეყვარებული იყო. ერთხელ, როდესაც დეივი და მისის კარვერი საყიდლებზე იყვნენ წასულები, მაიკმა ტომი თავის კაბინეტში იხმო. როდესაც ტომი მამასთან შევიდა, ის როგორც ყოველთვის თავის მაგიდასთან იჯდა გაზეთით ხელში. ხანდახან ტომი ფიქრობდა როგორ არ ბეზრდება გამუდმებით გაზეთის კითხვაო. - მამა, მეძახდი? - მოდი ტომ, აი ამ სავარძელში დაჯექი. მაიკმა შვილს ბუხართან მდგარ სავარძელზე მიუთითა. - ტომ, იმიტომ დაგიბარე, რომ უნდა ვილაპარაკოთ. ამ ბოლო დროს ძალიან გამოიცვალე, რაც მახარებს ერთის მხრივ იმიტომ, რომ ხასიათი გამოგიკეთდა და უფრო მხიარული გახდი, ხოლო მეორეს მხრივ მაწუხებს ის, რომ გონებაგაფანტულობა დაგჩემდა. თითქოს ცაში დაფრინავ და ასე მგონია ვერ გრძნობ შენს გარშემო რა ხდება. ვხვდები ამის მიზეზი რა უნდა იყოს, მაგრამ მინდა ეს შენ მითხრა. - მე... მე.. მე არაფერს გიმალავ მამა. - ტომ, გეყო ტყუილები. ხომ იცი არ გამოგდის. ვიცი, რომ შენ და სოფია ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან და ისიც ვიცი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ. ტომი გაშეშდა, გაფართოებული თვალებით უყურებდა მამამისს და უკვირდა საიდან მიხვდა ყოველივე ამასო. ახლა უკვე დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. - მამა, სინამდვილეში მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება და რჩევის მიღება. არ ვიცი რა გავაკეთო, ან როგორ ვუთხრა სოფიას, რომ მიყვარს. - მოდი ასე მოვიქცეთ ტომ, უთხრა მამამ, - წარმოიდგინე ვითომ სოფია აქაა. უბრალოდ სულ ერთი წამით წარმოიდგინე და თქვი ის, რასაც მას ეტყოდი. - კი მაგრამ, ის რომ აქ არაა. - ვიცი ტომ, ვიცი, რომ აქ არაა, მაგრამ წარმოიდგინე, დამიჯერე ეს დაგეხმარება შიშისა და გაუბედაობის დაძლევაში. თქვი ის, რასაც გულით გრძნობ. ტომი ცოტახანს დუმდა, ფანჯარაში ლურჯ ცას უყურებდა. და დაიწყო... - აქ რომ იყოს? ვეტყოდი მისი უბრალო დანახვაც კი იმდენ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ვერ შეიგრძნობს ვერც ერთი მოკვდავი... ვეტყოდი, რომ მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავცემდი... ვეტყოდი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს... მისნაირად არც ერთი ადამიანი, არც ერთი მოკვდავი არ მხდის ბედნიერს. ვეტყოდი მზე რომ ამოდის მხოლოდ იმიტომ მიხარია, რომ მას არ სცივა. მხოლოდ იმიტომ მიხარია მთვარე, რომ გულისსიღრმეში მაინც მჯერა, რომ უყურებს და ჩემზე ფიქრობს. აი რას ვეტყოდი. მაგრამ მეშინია... მეშინია, რომ სოფია უარს მეტყვის და შეიძლება სამუდამოდ დავკარგო ის. მისტერ მაიკი ერთხანს სავსე წყლიანი თვალებით უმზერდა შვილს, ბოლოს ადგა, ტომთან მივიდა, გულში ჩაიკრა და უთხრა : - ვიცი ახლა რასაც გრძნობ ტომ, მეც ასე ვიყავი, როცა პირველად დედას შევხვდი. როცა დავინახე, ჩემთვის ვთქვი ეს ქალი აუცილებლად ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. იცი, ცხოვრება დიდი მოულოდნელობებითაა აღსავსე. როცა გგონია, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს, სწორედ მაშინ შემოტრიალდება ბედი შენკენ და მერწმუნე, რომ მოულოდნელ სიხარულს არაფერი სჯობს ქვეყნად. სამწუხაროდ, დღეს ადამიანებს სიტყვა „სიყვარულის“ მნიშვნელობა არ აქვთ გათავისებული, უფერულად ეკიდებიან მას. თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს, აღარავის სჯერა ნამდვილი, წრფელი, სპეტაკი, წმინდა სიყვარულის. ეს იმიტომ, რომ არ იციან...არ იციან რა არის ეს გრძნობა, არ გამოუცდიათ საყვარელი ადამიანის სიახლოვე, ჩახუტება, ალერსი. მათი გულები შეუვალ კლდეს დამსგავსებია. მთელი მათი არსება შურით, ბოღმითა და ბოროტებითაა მოცული, სიყვარულისთვის ადგილი კი, სამწუხაროდ, აღარ რჩება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მათი გულები გაალღოს, მხოლოდ მას... და მინდა ერთი რამ დაიმახსოვრო ტომ, არასოდეს დაიხიო უკან, ბრძოლა არასოდეს შეწყვიტო, იმედი არასდროს დაკარგო რაგინდ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო. დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო, თუკი გინდა, რომ საწადელს მიაღწიო. არავის და არაფერს მისცე უფლება წაგართვას შენთვის ძვირფასი ადამიანი... არასდროს... ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, მაგრამ ჩვენს შორის უნდა დარჩეს, კარგი? - კარგი მამა, თითქმის ჩურჩულით უთხრა ტომმა. - მოკლედ ტომ, დაიწყო მისტერ მაიკმა - სანამ დედიკოს გავიცნობდი, ერთი გოგონა მიყვარდა - ელენი. აქ ბებია ჰყავდა და მასთან ჩამოდიოდა ხოლმე ზაფხულობით. პირველად, რომ დავინახე, არ ვიცი რა დამემართა. მაშინვე შემიყვარდა ნამდვილი, წრფელი სიყვარულით. ძალიან, ძალიან მიყვრადა... ბოლოს, როცა უკვე ვეღარ ვითმენდი, პირდაპირ მივედი და ვუთხარი რაც მქონდა სათქმელი: „ ელ, როდესაც პირველად დაგინახე, მაშინვე შემიყვარდი და შენ გაგეღიმა, რადგანაც იცოდი“. არასოდეს დამავიწყდება ის წამი ტომ, არასოდეს, თავი მორცხვად დახარა და ჩურჩულით მითხრა „მეც მიყვარხარო“. იმ წამს ასე მეგონა მთელს სამყაროში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის მეთქი... და ასეც იყო.. იცი ტომ, ადამიანებს არ გვაქვს იდეალური ცხოვრება, მაგრამ გვაქვს იდეალური მომენტები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს მომენტი რამდენ წამს ან წუთს გრძელდება. დიდხანს ვიყავით ერთად და თითქმის ყოველდღე მქონდა მისგან ის დაუვიწყარი მოგონება რომელიც ახლა შიგნიდან მანადგურებს. პირველად როცა დავინახე მაშინვე რაღაც ვიგრძენი... მისი თვალები ახლაც არ მავიწყდება, დიდრონი, ზღვასავით ლურჯი თვალები.. და მე მის უფსკრულში ვიძირებოდი... მახსოვს ერთ ზაფხულს ორი კვირით მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავედი. ის აქ დავტოვე, ბებიამ არ გამოუშვა ჩემთან ერთად. ოთხი დღე იყო მხოლოდ გასული და კარგად მახსოვს მონატრება, ისეთი მონატრება, რომელიც არავის და არასოდეს განუცდია ქვეყნად. ერთ საღამოს მომწერა, რომ ძალიან მენატრები და მაკლიხარო. არც დავფიქრებულვარ ისე ჩავალაგე დილით ჩანთა და პირველივე შემხვედრ ტრანსპორტს გამოვყევი. მისთვის არაფერი მითქვამს, რომ ვბრუნდებოდი. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ამაზე დიდი სიყვარულის გამოხატვა არც განმეორდება. როცა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, საერთოდ ყველაფერი გაჩერდა, ბედნიერებისგან მეტირებოდა იმდენად ახლოს იყო ის ჩემთვის, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე იმ მომენტში რომ საერთოდ არავინ და არაფერი მინდოდა მის გარდა... ბევრი მომენტი იყო ასეთი. ერთხელ ჩემზე გაბრაზდა, მართლაც ვატკინე გული, მთელი ღამე ვერ მოვისვენე. როგორც კი გათენდა მაშინვე მისი სახლისკენ წავედი, ვიცოდი 8 საათზე გამოვიდოდა სახლიდან. მის სადარბაზოსთან დავხვდი. თავიდან გაუკვირდა, მერე გაეღიმა, მე კიდევ მეტირებოდა იმისგან, რომ გული ვატკინე. ჩავეხუტე... და სულ სამი სიტყვა ვუთხარი : „მიყვარხარ, მჭირდები, მაპატიე“... ამ დროს ისე მაგრად მომეხვია , თითქოს ის გულის ტკენაც ღირდა ამ წამად... სახეზე შემომხედა, ცრემლიანი თვალებით გამიღიმა და მითხრა: „გაპატიე, უშენოდ არ მინდა, მიყვარხარ“... მომენტებს ვერც გამოვარჩევ იმდენად ბევრია, მართლაც ყველაზე ლამაზი დღეები მაჩუქა, ის სიყვარული მაჩუქა, რომლითაც ყოველი დღის მადლიერი ვიყავი. ჩემთვის უძვირფასესი იყო და არის კიდეც.. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, ცოლიც მოვიყვანე, მაინც ვერ დავივიწყე და ზუსტად ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება... უკანასკნელ ამოსუნთქვამდე... ის ჩემს გულში ყოველთვის იქნება და სამარადისოდ დარჩება ჩემს პირველ სიყვარულად.. პირველ სიყვარულზე უფრო ლამაზი, ტკბილი ქვეყნად არაფერია, ტომ... არაფერი... როცა ვშორდებოდით იმ დღეს მითხრა : „რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა იყო, მაინც სიგიჟემდე მიყვარხარ და მეყვარებიო“.... თუმცა მაინც წავიდა... ისე წავიდა, რომ ყველანაირი გზა გაანადგურა მასთან მისასვლელად. განშორების მიუხედავად, იმედი მაინც არ დამიკარგავს. ერთ დღეს, როცა მონატრებას ჭკუიდან გადავყავდი, გადავწყვიტე მასთან ჩავსულიყავი და მეთქვა.. მეთქვა რომ დაბრუნებულიყო... რომ კმარა ამდენი განშორება... ამდენი სიმარტოვე... ამდენი მონატრება... ნუთუ არ შეიძლება, რომ უბრალოდ ერთად ვიყოთ... უბრალოდ გვყვარებოდა ერთმანეთი... ვყოფილიყავით ერთად და ცხოვრების სიმშვენიერით დავმტკბარიყავით... მისი მისამართი ვიცოდი და მეორე დღეს მატარებლით გავემგზავრე მის სანახავად, ორთვიანი განშორების შემდეგ. შემოდგომა იყო, ჩვენი სეზონი. საერთოდ მგონია, რომ ყოველ წყვილს თავისი გამორჩეული სეზონი აქვს, სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენთვის შემოდგომა იყო, როცა ხეზე ფოთოლი თავს ვეღარ იმაგრებს... როცა არემარე ყვითლად და ნარინჯისფრად იყო გადაღებილი... სწორედ ეს დრო იდგა მაშინ. ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი გზას, რომელიც ნაირფერი ფოთლის სუდარას დაეფარა... მისკენ... სკამზე იჯდა... მარტოდმარტო... ვიცოდი, რომ ჩემზე ფიქრობდა... ვგრძნობდი... პირდაპირ მივედი... რომ დამინახა გაშრა, ადგილზე გაიყინა, ლურჯი თვალები მოუწყლიანდა. ძალიან ვღელავდი, მაგრამ მაინც შევძელი მეთქვა ის, რაც მინდოდა: „იცოდე, რომ ისევ ისე მიყვარხარ, მთელი არსებით. შენ წახვედი და ჩემი სულის ნახევარიც თან გაიყოლე. მე დღეს არავინ ვარ, არაფერი გამაჩნია, ყველგან სიცარიელეა... დღეები გაუფერულდა უშენოდ... თუ ოდესმე გადაწყვეტ, რომ დაბრუნდე, თუ შენი გული, სხეული და გონება იმას გეუბნება, იმას გაგრძნობინებს რასაც მე, მაშინ შენ და მე ისევ ვიქნებით „ჩვენ“... და წამოვედი... უკან მოუხედავად... ისე, რომ მის ნათქვამს არ დავლოდებივარ, რადგან... არ ვიცი... ალბათ მისი პასუხის შემეშინდა... იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. არ მინდა მასზე აუგი ვთქვა, მაგრამ ალბათ არ აღელვებდა რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, თორემ აუცილებლად დაბრუნდებოდა. მაშინ ერთ რამეს მივხვდი ტომ, რომ სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია... კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს... ჩემ თავს ვებრძოდი, ვცდილობდი დამევიწყებინა „ის“, რომელიც უკვე აღარ იყო ჩემთან. მაგრამ ვერ შევძელი... და ალბათ ვერც ვერასდროს შევძლებ... ტომმა შეამჩნია, რომ მამას წყლიანი თვალები ჰქონდა და ის-ის უყო უნდა ეთქვა თუ გინდა ნუღარ გააგრძელებო, რომ მისტერ მაიკმა ყელში გაჩრილი ბურთი გადაყლაპა და განაგრძო: - მე აღარ გამიგრძელებია ბრძოლა ტომ, იმიტომ, რომ ჩავთვალე ყველაფერი დაკარგული იყო. თურმე ასე არ იყო... თურმე ყველაფრის დაბრუნებაა შესაძლებელი თუკი მოინდომებ... თუ იბრძოლებ შენი ბედნიერებისთვის... ახლა შენც ანალოგიურ მდგომარეობაში ხარ ტომ, მაგრამ გზის დასაწყისში ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. ამიტომ გთხოვ, რომ თუკი ის გოგონა მართლა გიყვარს, წრფელი სიყვარულით, თუკი თვლი, რომ ისაა ვისაც ეძებდი, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. ბევრ რამეზე მოგიწევს უარის თქმა მის გამო, სამაგიეროდ კი სიყვარულსა და ბედნიერებას მიიღებ. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებამდე ორი ნაბიჯით ადრე ყრის ფარ-ხმალს. ისინი ამთავრებენ საკუთარ გზას იმ დროს, როცა წარმატება ორი ნაბიჯის მოშორებით მოსახვევშია. ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ ისინი ვერასდროს გაიგებენ რაოდენ ახლოს იყვნენ წარმატებასთან. ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე კი ვიტყოდი, რომ ეს უსიყვარულობაა სიბრმავე. იმ დღის შემდეგ ვინმესთან საუბარი და ჩემი დარდის გაზიარება მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ გავაკეთე ეს. ადამიანს გულში რაც უდევს ის არ უნდა გაამხილო, განა იმიტომ რომ არ მოინდომებენ შენს გაგებას, უბრალოდ ის რაც გაწუხებს, სხვისთვის ვერასდროს იქნება გასაგები იმგვარად, რამდენადაც შენ გესმის. თითქოს ფასი ეკარგება მერე იმ საწუხარს... უბრალოდ უნდა შეინახო ხანდახან ადამიანმა რაღაცები შენთვის და ატარო მუდამ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.