შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელი გრძნობა თავი2


12-02-2018, 01:21
ავტორი zia-maria
ნანახია 2 298

-რისთვის დაბრუნდი,რისთვის მოხვედი ან რა სინდისით დაბრუნდი.რა დაგრჩა,რას ეძებ.გაგიარა ყველაფერმა და ეძებ ახალი ტკივილი როგორ მოგვაყენო?გურამს საუბარზე ეტყობოდა,რომ ქალბატონი ახალი მოსული იყო რადგან,თავად გურამიც გაოცებული და გაკვირვებული იყო ამ მოულოდნელი სტუმრობით.
-მე მხოლოდ ჩემი შვილების გამო მოვედი,მათი ნახვა მინდა.
-შვილები?რომელი შვილები ლინდა.ლევანი რომელიც ძიძასთან ერთად მიატოვე სახლში,თუ ლინდა რომელიც საავადმყოფოში დატოვე სულ პატარა,უსუსური და დაუცველი დღეების დაბადებული და შენს საყვარელთან ერთად გაიქეცი.
-მხოლოდ ჩემს შვილებს ვნახავ გურამ.
-შენ შვილები დიდი ხანია დაკარგე.მე გელოდი,ის დღეები გელოდი,კვირეებიც გელოდი,თვეები გელოდი და მზად ვიყავი შენთვის მეპატიებინა ყველა შენი შეცდომა სიყვარულის გამო ლინდა და ბავშვს შენი სახელი დავარქვი,რადგან სიგიჟემდე მიყვარდი.შენს გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი,შენს გამო ყველას გადავუდექი,მაგრამ ახლა გიყურებ და გულში ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ.ისეთი დიდია ეს ზიზღი,შენი დანახვაც არ მინდა.
-გეტყობა რომ გეზიზღები,დღემდე მარტო ხარ და შენი პირადი ცხოვრება ვერ აგიწყვია.მე ლინდას წასაყვანად მოვედი.
-შენ ალბად დაგავიწყდა რამდენი წლის არიან ჩემი შვილები და იძულებული ვარ შეგახსენო,ლევანი მალე 26 წლის გახდება და ლინდა უკვე სრულწლოვანია 19 წლის.მათმა იციან მათი დედა აღარაა ცოცხალი,დედა მათ მკვდარი ჰყავთ და ასეცაა.მე არცერთს არ დავუდგები წინ,არც დავაკებ,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ორივე სწორ არჩევანს გააკეთებს.რაც შეეხება ჩემს მარტო ცხოვრებას,ამ სახლში ჩემს შვილებს სხვა დედა არასოდეს არ ეყოლებათ,რადგან შენ შემაზიზღე ქალთა მოდგმა.ყველა კაბიანში შენი სახით მოღალატეს ვხედავ,ყველა ქალი ჩემთვის მხოლოდ ერთჯერადი შპრიცივითაა და ეს შენი დამსახურებაა.წადი და ამ სახლის კარს აღარ მოადგე,აქ შენი ადგილი 19 წელია აღარ არის,ეს ადგილი შენ წლების წინ დაკარგე.ის დრო აღარ დაბრუნდება,იმ წლებს შენ ვეღარ ამოავსებ ყოველ დღე სიკეთე რომ აკეთო,მაინც ზიზღი იქნება შენს სიახლოვეს.შენ ჩემი შვილებისთვის მხოლოდ წარსულის მწარე ტკივილი ხარ და ჩემთვის სამარცხვინო წარსულის ლაქა.ლევანი და ლინდა გაოცებული შევიდა სახლში და იქვე მდგარ თვალცრემლიან ქალს შეავლო თვალი,მაგრამ არ უგრძვნია არცერთს არაფერი,გვერდი აუარა და მამას შეეკითხა.
-მამა რა ხდება,ვინ არის ეს უცხო ქალბატონი.
-ჰმ, ქალბატონი?თავად გეტყვით ვინც არის და სად იყო აქამდე ეს ქალბატონი,როგორც შენ უწოდებ შვილო.ირონიულად თქვა გურამიმ.ლევანიმ კითხვით სავსე თვალები შეანათა მისთვის უცხო ქალბატონს და პასუხს დაელოდა.
-მე თქვენი დედა ვარ.თქვა აკანკალებული ხმით და თავი დახარა,რადგან ვერ გაუძლო ლევანის თვალებს.
-დედაააა?თქვა ხმამაღლა ლინდამ.
-დედაააა?იგივე გაიმეორა გაოცებულმა ლევანიმ.-მე დედა არ მყავს,მე მხოლოდ მამა მყავს,რომელიც დედაც იყო ჩემთვის და მამაც.მამა რომელიც დილამდე იჯდა ჩემს საწოლთან,როცა სიცხე მქონდა.მამა რომელიც ლინდასთან ერთად ტიროდა,როცა კბილები ამსოდიოდა.მამა რომელიც ჩემთან ერთად ბურთს თამაშობდა და დილით ლინდას თმებს უვარცხნიდა და უბწნიდა ლამაზად.შენ დედა სად იყავი ამ დროს?შენ დედა სად იყავი იმ დროს როცა ლინდა ფეხზე გავლას ცდილობდა.სად იყავი მაშინ როცა დაეცა და თავზე კოპი ჰქონდა,ის კოპი მამამ კოცნით მოურჩინა.მამამ ასწავლა სიარულიც,მამამ ათია ღამეები მის საწოლთან.მე მახსოვს ეს ყველაფერი,მაგრამ არ მახსოვხარ შენ დედა.სწორი გითხრა მამამ,თქვენი ადგილი ამ სახლში 19 წლის წინ დაკარგეთ,როცა მე 6 წლის ვიყავი.მე დედა დავიტირე გულით როცა ჩვენი ძიძა მოგვიკვდა და დღემდე მის საფლავზე დავდივართ,რადგან მან მოგვცა ის სითბო და სიყვარული,რაც უნდა მოგეცა შენ.მან მოგვცა დედობრივი სიყვარული,რაც ვერ გაიმეტე შენ საკუთარი შვილებისთვის.ლევანის წინ იდგა ქალი და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.არც უცდია ცრემლების შეჩერება და მოწმენდა.
-მაპატიეთ,დამაბრმავა ტყუილმა დაპირებებმა.
-ქალბატონო,კარები იქით არის.უთხრა ლინდამ ატირებულ ქალს და ლევანის გვერდით დადგა.ლინდამ ცრემლიანი თვალები შეანათა შვილებს და მხრებში მოხრილი წავიდა კარებისკენ,მაგრამ გარეთ გასვლამდე გაიგონა ლინდას ხმა.
-მე 19 წლის ვარ და მთელი ეს წლები ვიცოდი დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა და მე ჩემთვის უცნობ დედას დღემდე ვგლოვობდი.ძიძას საფლავზე ავდივარ ხშირად,როცა დედის მოფერების სურვილი მაქვს.კარგი იყო საერთოდ არ გამოჩენილიყავით,დაე ისე მცოდნოდა ბოლომდე როგორც ვიცოდი.თქვენი აქ მოსვლით ეს ტკივილი ძალიან გააუფასურეთ.მე არ მყავს დედა,არასოდეს არ მყოლია და ვერც შევძლებ ამ სიტყვის დაძახებას.მშვიდობით ბრძანდებოდეთ ქალბატონო.ლინდას სიტყვებმა უფრო მოხარა მხრებში და ხმამაღალი ხმით ატირებულმა დატოვა სახლი და სახლში სამი გაოცებული ადამიანი,რომლებიც იმ წუთებში გათიშულები იყვნენ.სახლში არსებული სიწყნარე გურამიმ დაარღვია და შვილებს მწარე ღიმილით გადახედა,ჩუმი და ჩამწყდარი ხმით თქვა.
-დაჯექით,აღარ შემიძლია ამ ტვირთის ზიდვა.19 წელია ვატარებ ამ ტკივილს და დროა უკვე თქვენც იცოდეთ სიმართლე.ლინდა და ლევანი მამის წინ დასხდნენ და მოემზადნენ მათთვის არასასიამოვნო და ძალიან ტკივილიანი ისტორიის მოსასმენად.-ვიცი,რომ ხანდახან უხეშად გექცევით,მაგრამ მთელი 19 წელია,ვერ შევძელი ჩემი შეურაცხოფის დავიწყება.ლინდა ძალიან მიყვარდა,უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.26 წლის ასაკში დავქორწინდი,ის კი 18 წლის იყო,ჩვენს შორის 8 წელი იყო სხვაობა.თავიდან ძალიან კარგად იყო ყველაფერი,მიყვარდა და ვუყვარდი.ლევანი 4 წლის იყო რომ შეიცვალა ჩემს მიმართ და სულ გარეთ იყო გასული.ვითმენდი რადგან მე დაძაბული სამუშაოს გამო ვერ გამყავდა გარეთ,სამსახური არ ჰქონდა და მოსაწყენი იყო სულ სახლში ყოფნა.რამოდენიმე თვეში ანონიმური წერილი მივიღე სადაც მწერდნენ, ,,ცოლს მიხედე ნუ მისცემ უფლებას სხვისი ოჯახი დაანგრიოს''-ო,გამეღიმა და ვთქვი გულში,როგორ შურთ ჩემი ლამაზი ცოლი რომ მყავსთქო.ერთ დღეს მოულოდნელად დავბრუნდი სახლში არ გამიფრთხილებია,უნდა გამომეცვალა რადგან აუცილებელ შეხვედრაზე ვიყავი წასასვლელი,კიბეებზე ავდიოდი და თან ჩემს მძღოლს ვურეკავდი,არ მპასუხობდა ჩემს საძინებლთან რომ მივედი გავიგონე უცნაური საუბარი,რამაც ძალიან გამაკვირვა.
-შეეშვი,უთხარი რომ არ გაგიგონია ხმა.
-იქნებ რამე აუცილებელია.
-არა უშავს მე დაგიცავ,არ დავუშვებ რომ აქედან წახვიდე.გაოცებული ვიდექი და მათ საუბარს ვუსმენდი.მაშინ აღმიდგა ყველაფერი ტვინში,კარები შევაღე და ჩემი საყვარელი ცოლი ჩემს მძღოლთან ერთად ჩემივე საწოლში ნებივრობდა.მძღოლი გავანთავისუფლე და ლინდა იმ დონემდე მიყვარდა არ გავუშვი,ვერ გავუშვი და ერთმანეთს ვტანჯავდით,ჩვენი სიახლოვით და ერთად ყოფნით.ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა,რომ ორსულად იყო და უნდა მოვიშორო.სასტიკად გავბრაზდი და მთელი ცხრა თვე გვერდიდან არ მოვცილდი,რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა ბავშვი მოეშორებინა,კიბიდანაც დაგორდა განგებ,წამლებიც დალია,მაგრამ ყველა სიბრაზე დამავიწყდა როცა პირველად ავიყვანე პატარა ლინდა ხელში.ოთხი დღე იყო საავადმყოფოში და როცა მის წამოსაყვანად მივედი ლინდა იქ აღარ დამხვდა და საწოლზე კი წერილი დაეტოვებინა.
-გურამ რადგან არ მომეცი საშუალება ეს ბავშვი მომეშორებინა,სიმართლე უნდა იცოდე.ნებას გაძლევ რაც გინდა ის დაარქვი,რაც შენ გაგიხარდეს მაგრამ უნდა იცოდე ერთი მნიშვნელოვანი რამ,ის შენი შვილი არ არის.მე მივდივარ შენგან,რადგან აღარ მიყვარხარ.ხელი უკვე მოვაწერე განქორწინების საბუთებს და კარგს იზამ თუ საქმეს დიდი ხნით არ გადადებ.მე არაფერს არ ვითხოვ,გიტოვებ ბავშვებს,რადგან მე ისინი არაფერში არ მჭირდება,ჩემთვის ისინი ზედმეტი ტვირთი არიან.ვინ იცის იქნებ ოდესმე დავბრუნდე.ვიდექი წერილით ხელში და რა მექნა არ ვიცოდი,როგორ შემექცია ზურგი იმ პატარა ანგელოზისთვის და დამეტოვა იქ საწოლზე უგულოდ.დაბნეული ვიყავი,მაგრამ ლინდა ხელში ავიყვანე,გულში ჩავიხუტე და სახლში წამოვიყვანე.ჩემო გოგო ვერ გეტყვი იმას,რომ შენ ჩემი დიდი სიყვარულის სასიამოვნო ნაყოფი ხარ,მაგრამ ჩემი შვილი ხარ,ლევანის და და ჩემი გაზრდილი.ლინდამ შეხედა გურამს და უთხრა.
-პატიება ითხოვა,თუ ჯერ კიდევ გიყვარს აპატიებ?
-არა,არ შემიძლია ვაპატიო.ამდენი წლის შემდეგ,უფრო გაიზარდა ზიზღი.მე ჩემმა სიყვარულმა დამაბრმავა და მე ვიმკი ამ შეცდომის შედეგებს მარტოობით უკვე წლებია.მთელი ეს დრო მე თქვენით ვიცოცხლე,თქვენზე ზრუნვით და თქვენი სიყვარულით.აი ეს იყო სულ,განაჩენი თქვენ გამოიტანეთ.მე არ გიშლით მასთან სიახლოვეს,ის დედაა თქვენი და ეს თქვენი გადასაწყვეტია ნახავთ თუ არ ნახავთ.გურამი ადგა და თავის საძინებელში გავიდა,უკან დაბრუნებულს კი ხელში წლებისაგან ფერდაკარგული რაღაც შეკვრა ჰქონდა.ლევანს გადასცა შეკვრა სადაც სიძველისაგან და დროისგან გაყვითლებული ქაღალდები იყო.წაიკითხე და იმაზე მეტს ეს ქაღალდები გეტყვის რაც მე გითხარით.მე წავალ,დავიძინებ როგორც იქნა დარდისგან დაცარიელებული გულით დავიძინებ დღეს.ლინდა ადგა გურამს მოეხვია და მთელი სახე კოცნით დაუფარა.
-არ მაინტერესებს არავინ,შენ ხარ ჩემი მამაც და დედაც.არ შემედავო და არაფერი არ მითხრა,მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო.გურამმა შემოხვია ხელები და ასე იდგნენ დიდხანს.ლევანი ადგა და მანაც შემოხვია ორივეს მისი ძლიერი ხელები.
-ყოველთვის ვამაყობდი შენით მამა,მაგრამ ახლა უნდა გითხრა,რომ შენ ჩემი კერპი ხარ.ლინდა რომ დღეს ჩემს გვერდითაა,ამას სიცოცხლის ბოლომდე დაგიფასებ.მიყვარხარ მამა და ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით,რაც შეეხება ამ წერილებს მე მათ დავწვავ,რადგან არ გვინდა ამ ნაწერებით გავიხსენოთ არასასიამოვნო ტკივილი.
-თქვენზე მეტი სიმდიდრე მე არაფერი არ გამაჩნია,თქვენ ხართ ჩემი ძალაც და სიმდიდრეც.რაც გინდა ის ქენი,მე აღარ ვაპირებ ტკივილით ცხოვრებას.უთხრა ლევანს თვალცრემლიანმა და პირველად გაიღიმა გულით ამ წლების მანძილზე,ლევანიმ კი მტკიცედ თქვა ორივეს გასაგონად.
-დღეს არაფერი არ მომხდარა მნიშვნელოვანი და ჩვენი ცხოვრება გრძელდება ისე,როგორიც იყო აქამდე,მაგრამ შენთვის ტკივილის გარეშე.წყლის გარეშე კვდება ბუნება,სულის გარეშე კვდება გული,მომავლის გარეშე კი მომავალი არ არსებობს.ერთმანეთის სიყვარული არ შევწყვიტოთ და ერთგულება,მომავალს კი ჩვენვე შევქმნით,მხოლოდ ბედნიერ მომავალს.აქამდე ჩუმად მყოფი ლინდა გურამის გვერდით ჩამოჯდა,მისი ხელები ხელში აიღო და უთხრა.
-მამიკო ყველა ადამიანს აქვს,თავისი საიდუმლო.არ არის აუცილებელი ეს ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს.მე მესმის და უფრო კარგად ლევანსაც ესმის,თუ რა მძიმე წუთები იყო შენთვის ცოტა ხნის წინ ამ სახლში.არაფერიც რომ არ მოგეყოლა,ჩვენ არასოდეს არ დაგატანდით ძალას.ჩვენთვის საკმარისი იყო ის,რაც მოვისმინეთ.ეს შენ გადაწყვიტე ასე და შენ თავად მოინდომე ჩვენ ყველაფერი გვცოდნოდა.არ ინერვიულო,შენ საუკეთესო მამა ხარ.აქ დასრულდა ჩვენი დღევანდელი საუბარი და ეს თემა აღარასოდეს აღარ განმეორდება.არცერთი ჩვენთაგანი არ არის წმინდანი,ხვალ შეიძლება ისეთი დღე გაგვითენდეს,გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ,მთავარია ერთმანეთის გვჯეროდეს და ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს დავძლევთ.შენ ჩემი და ლევანის საამაყო ადამიანი ხარ.მე სხვა მამა არ მყავს და არც მჭირდება,შენ ხარ ჩემი ტკბილი მამიკო.
-ხვალ,თუ ცოცხალი აღარ ვიყო ლევან იცოდე,რომ მე ბედნიერებისაგან  მოვკვდი.მიხარია,რომ ჩემი შვილები ხართ და ასეთი კარგები ხართ.
-დავისვენოთ უკვე სადაცაა გათენდება.გურამმა შვილებს გაუღიმა და თავის საძინებელში შევიდა.ლევანიმ ღიმილით გახედა ლინდას,ხელი დაავლო და მდივანზე დააგდო და მკაცრად,წარბაწეულმა უთხრა.
-მეტყვი თუ არა,რა მოხდა ან რა ხდება შენსა და გაბრიელს შორის,თუ გცემო ისე ჯერ რომ არ მიცემიხარ.ლევანი ისეთი სერიოზული იყო,ლინდას ჯერ შეეშინდა,მაგრამ მის სახეზე შეკავებული ღიმილი რომ დააფიქსირა,თავადაც გულიანად გაიცინა,ისე რომ გურამიც კი გამოვიდა საცვლებით საძინებლიდან.
-მამააა,ჩემი ცემა უნდა ლევანის.უჩივლა მამასთან ლევანს და გურამმა ხელი ჩაიქნია,აქაოდა გიჟები ხართო.
-ლევან ძალიან სწორი შეფასება გააკეთა ამ წუთში მამამ,შენ ჩამოყალიბებული გიჟი ხარ.
-თქვი თორემ მართლა გცემ,რაო გაბრომ მომწონხარ ფისუნიაო? 
-კარგი რა ლევან მეძინება,და ხვალ ვილაპარაკოთ.
-ერთი პირობით მხოლოდ.
-რას მთავაზობ?ლინდამაც მასავით აწია წარბი,რაზედაც ლევანს გაეცინა.
-ისე,როგორც ბავშვობაში ერთად დავიძინოთ.
-დავიძინოთ რა პრობლემაა,მხოლოდ არ იხვრინო თორემ გადმოგაგდებ ძირს.დაემუქრა თითის ქნევით.
-თითი გოგო თვალი არ წამომიგდო და კიდევ,მე არ ვხვრინავარ.გემრიელად მოეწყო ორივე და ლევანი თითქმის ჩაძინებული იყო ტელეფონის ხმამ რომ გამოაფხიზლა,არ შეიმჩნია და რომ აღარ გათიშა ტელეფონი ლინდამ ჩაახველა და ხმამაღლა თქვა.
-ნორმალურ და ჭკვიან ხალხს ამ დროს სძინავთ და შენ მაინდამაინც უტვინო და არანორმალური მოძებნე?ლინდა იცინოდა და იქედან გაბრიელი ყვიროდა.
-ვინაა არა-ნორმალური შენ მართლა არა-ნორმალურო.მართლა,მოიცა შენ მანდ რა გინდა,შენი ოთახი და შენი საწოლი არ გაქვს?
-ესღა მაკლია,რამდენი ავადმყოფი იქნება იმათ შევეკითხო,მე სად დავწვები ჩემს სახლში.
-ძვლებში დაგამტვრევ,ლინდა ჩაარტყი მაგ ავადმყოფს,იქნებ გაეხსნას ტვინის უჯრედები.
-ტვინის უჯრედები მე გახსნილი მაქვს,აი შენი კი ახლა იკეტება შე უტვინო.ვერ  ხვდები შენი ცხოვრების ვარდიანი გზები ეკლიანი რომ ხდება.
-ენაზე გაქვს შენ ეკლები და ნუ იწყევლები კუდიანი დედაბერივით.
-გათიშე გოგო დამაძინეთ,რას აყეფებ მაგ ხისთავიანს ამ შუაღამეს.
-ვაიმე,რატომ არა ვარ ახლოში რომ გადმოგიღო ძირს მაგ საწოლიდან.
-კი გინდა ახლა აქ რომ იყო ჩემს მაგივრად გაგორებული,მაგრამ ვერ მოგართვი.
-დაწყნარდით რა მოგივიდათ.შენ რა გემართება,ტკბილი სიზმრები ნახეო რომ ატეხე ერთი ორომტრიალი.ლევანიმ თავი წამოწია მაღლა და ლინდას შეხედა,შემდეგ კი უთხრა.
-ლინდა ნუ იჭიმები იმხელაზე,რამხელაც არ ხარ თორემ რომ გიყურებ ახლა რა პოზაშიც ხარ,ჭიაყელა მგონიხარ.
-ლევან ძალიან ნაზი ვარ,მაგრამ ერთს ისეთს გლეწავ ერთი კვირა აზრზე ვერ მოხვალ.ლევანიმ ჯერ უყურა ლინდას და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
-ვაიმე ლინდა ეს შენ ხარ?მართლა შენ ხარ?ყოჩაღ გაბრიელ რამდენიმე საათით დაგიტოვე და ასე როგორ შემიცვალე ჩემი და,კი შენ ნამდვილად შეცვლილი ხარ.ახლა მეძინება და ორივეს ხვალ მოგივლით,შეხედე ამ უტვინო ხისთავიანს ჩემი სიმწრით გამოზრდილი დაიკო როგორ უცებ გადაიბირა,რა უცებ განაწყო ჩემს წინააღმდეგ თან ცუდად ამ ვირთხამ.დაითანგა გოგო სიყვარულში.ბურდღუნებდა და თან ჩუმად იცინოდა.
-მე რატომ ვარ დათანგული.
-რატომ?ბრმაც კი შეხედავს,რომ გაბრიელს გული ერთი ნახვით გადაუქანე და ყრუც კი გაიგონებს თქვენი გულების ძგერას და როცა ლაპარაკობთ ისე ქშინავხართ მატარებლის ორთქმავალივით,მშვიდად მაინც ისუნთქეთ.
-ოხ ლევან,ოხ ლევან როგორ უმიზეზოდ იღრინები?ლევანმა ლინდას ტელეფონი აიღო და გაბროს გადაურეკა.
-გისმენ ჩემო პატარავ,დაეძინა იმ ხისთავიანს?
-ისეთი ლამაზია ეს შენი პატარა ფერია,დაკარგე იპოვნი,იპოვნი რადგანაც შენია,შენია.ხისთავიანი თავად ხარ.
-როდის უნდა დაჭკვიანდე ბიზნესმენი კაცი ხარ ლევან.მეძინება,შაირობის დრო არ მაქვს,რა გინდა.
-მომენატრე შე ჩ...ა და დაგირეკე.
-შენი ნომრით რატომ არ დარეკე.
-არ აიღებდი.არადა არ დამეძინა,რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ დილამდე.
-თქვი რა ჭირი გეტაკა,რა გინდა.
-იცი რა მაგარი გასექსუალურებული ხარ?
-ლევან კარგად ხარ?გაკვირვებულმა შეეკითხა გაბრიელმა.ლინდას კი ბალიშში ჩაერგო თავი და ისე ხარხარებდა.
-ძალიან კარგად ვარ გაბრო.მე ვიყო სიძვის დიაცი,რომ დაგინახე,სხეული ამიკანკალდა შენი ძუძუ-მკერდი რომ დავინახე.
-ფუ შენი პი...ი დედას შ...ი ლევან.მომშორდი ახლა სანამ მოგიხტი სახლში და ძვლებში დაგამტვრიე.ყველა ასე გაგიჟებული როგორ დამხვდით.გაუთიშა გაბრომ და ოთახში გულიანი ხარხარი გაისმა,რამაც გურამიც კი გააღვიძა.
-ოხ რა კარგია ცხოვრება?ძალიან კარგი.იცინოდა ლევანი.
-ხვალ გაჩვენებს კარგ ცხოვრებას შენ გაბრიელი.უთხრა ლინდამ სიცილით.
-დღეს უკვე სიამოვნებით დამეძინება,ხვალ მოვიფიქრებ რამეს თავის გადასარჩენად.
აპრილის მზიანი დილა გათენდა,ლინდამ გაიღვიძა და ლევანის ადგილი ცარიელი დახვდა მის გვერდით,ბალიშზე კი რევეულის ფურცელს შეხედა და აიღო რომელზედაც გაკრული ხელით ეწერა რამოდენიმე წინადადება.
-ვგრძნობ,რომ მალე გამიფრინდები ჩემო ტკბილო.მინდა ყოველთვის გახსოვდეს,რომ სიგიჟემდ მიყვარხარ.გაეღიმა და ძამიკოს ნაწერს თბილად აკოცა,შემდეგ ტელეფონს დახედა და იქაც შეტყობინება დახვდა.
-დილა მშვიდობის ყველაზე ლამაზს და ყველაზე საყვარელ გოგონას.ჩემს გულის სიტკბოს და სითბოს გჩუქნი ამ ლამაზ დილას და საღამოს გეპატიჟები რესტორანში.რომ გაიღვიძებ შემეხმიანე ლინდა.გაბადრული წამოდგა და ფარდები გასწია,მის სარკმელთან მზის სითბოზე ბუმბულებ აბურძგნული ჩიტები დამსხდარიყო და თბებოდნენ.ლინდას შეხედა და თითქოს გამოფხიზლდნენ,პატარა ნისკარტებით სარკმელზე მიუკაკუნეს.უყურებდა ლინდა ამ საოცრად საყვარელ პატარა არსებებს ნიავი ბუმბულს რომ უწეწავდა და გაეცინა.გავიდა პურის ნაჭერი მოიტანა ხელში დაიფშხვნა,სარკმელი გამოაღო და ნამცეცები იქვე დაუყარა ჩიტუნებს.დილის საამო ნიავი შემოიჭრა ოთახში,მზემ თავისი ოქროსფერი სხივები შემოხვია და მის თბილ გულში ჩაიკრა ეს ერთი ციდა გოგო.ჩიტუნებმაც ოთახში შემოფრინდნენ და მადლობის გამოსახატად ჭიკჭიკით შემოირბინეს ოთახი კიდიდან კიდემდე.ჭიკჭიკებდა თითქოს მიყვარხარო,ეს ყველაზე ლამაზი დილა იყო ლინდას 19 წლის მანძილზე.
-ეს ყველაზე ლამაზი დილაა ამ მოწყენილ და ცივ სამყაროში,სადაც მხოლოდ აუტანელი სიყალბეა ყოველი ფეხის ნაბიჯზე,სადაც კი ბოღმა და შურია ჩასაფრებული.მე კი მინდა ყველა დილა ასეთი მხიარული,მშვენიერი და ლამაზი გქონდეს.გურამი ღიმილით უყურებდა ლინდას და მასაც უხაროდა ლინდას სიხარული.
-მამიკო,მართლა რა ლამაზი დილაა.დღეს ნათლად იგრძნობა გაზაფხულის სურნელი,ოთახი მზის სხივებით გაჯერებული და დილის საამური ნიავი.რა სასიამოვნო ხალისი შემომიტანა ამ პატარა ჩიტუნებმა და დილა უფრო გამილამაზეს.
-მიხარია,რომ ასეთ ბედნიერს გხედავ.ლევანი წავიდა?
-წასულა,რომ გავიღვიძე აქ აღარ იყო.მაგრამ წერილი დამხვდა,ძალიან მიყვარხარო.
-მიხარია,ასეთი კარგები რომ ხართ.შუბლზე აკოცა ლინდას და მარტო დატოვა სახლში.
  შეყვარებული მამაკაცი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა,მაგრამ დგება მომენტი როცა  ნებიემიერი მამაკაცი გულის სიღრმეში სასურველი მეორე ნახევრის პოვნაზე ოცნებობს.ის მეტად თავდაჯერებულია და თავს ამაყად გრძნობს.გაბრიელის ცხოვრება შეიცვალა,სამუშაო დღის დასრულების შემდგ,გული სულ გარეთ მიუწევს და მოუთმენლად ელოდება მისი საყვარელი ადამიანის ნახვას და მასთან შეხვედრას.ის წუთები როცა ერთად არიან,მისი სიცოცხლის გარკვეული ნაწილი,მხოლოდ იმ ერთისთვის აქვს დათმობილი.ლინდას ღიმილიანი სახის დანახვა,მისთვის დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დიდი ჯილდოა.ბედნიერება,რომელიც მის თვალებში აისახება,რა თქმა უნდა შეუდარებელი და განსხვავებულია.ყველამ შეამჩნია გაბრიელის ცვლილება,უფრო ხალისიანი გახდა და უფრო თავისუფალი.არ იყო ჩაკეტილი,მხოლოდ ლევანთან ერთად იყო დაძაბული.ერთ დღეს მოულოდნელად მის საუბარს შეესწრო ლევანი,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა ძალიან თბილად,არ უნდოდა მაგრამ მისდა უნებურად მოუსმინა და მოსმენით გაოცებული იყო.
-უშენოდ ძალიან ცუდად ვარ.უკვე გადავწყვიტე არცერთი დღე არ გავატარო უშენოდ.შენ ჩემი ცხოვრების ანკარა წყარო ხარ,რომელსაც შეგისრუტავ და შენით შევივსები.ლევანმა თვალები დაჭყიტა და ტელეფონზე ლინდას ნომერი აკრიბა,რა თქმა უნდა ლინდას ნომერი დაკავებული იყო,გაბრაზებულმა კარები შეაღო და გაბრიელს უთხრა.
-ვის იხუტებ გულში ამ შუადღისით?ვინ არის ის უბედური შენი თბილი ნათქვამი სიტყვები რომ სჯერავს?გაბრიელი  მოულოდნელად გაჩუმდა და ლევანს შეუღრინა.
-რომ შემოდიხარ,არ უნდა იკითხო შეიძლება თუ არა?
-ბა?ეს როდის მერე დავიწყეთ შენს კარებზე მოკაკუნება?ბოდიში ბედნიერი წუთები ჩაგიშალე.შემდეგ ტელეფონი ამოიღო და თავისებური პატარა სცენა გაითამაშა.-ვის ელაპარაკებოდი ამდნი ხნით,ვინ იდიოტისთვის გცალია სალაპარაკოდ,გამოცდები კარზე გაქვს მომდგარი.მოვალ მე სახლში და ტელეფონს ჩამოგართმევ,რატომ?იმიტომ რომ როცა მე მჭირდები უკვე რამდენი ხანია ვეღარ გიკავშირდები.გათიშა ტელეფონი და გაბრიელს შეხედა.მაგ ქაღალდებს ხელი მოაწერე,თუ გცალია რა თქმა უნდა.რას მიყურებ,რამე გაქვს სათქმელი?გაბრიელი დაიძაბა და უთხრა.
-ლევან ყველა ადამიანს თავისებური ბუნება აქვს,თავისი ხასიათები,თავისი ჩვევები.დღემდე ვცდილობდი როგორმე გამომენახა გზა შენთან სასაუბროდ,ზოგიერთს შეუძლია ლამაზად საუბარი,ზოგიერთი სერენადებსაც იოლად მღერის,ზოგს კი ორი სიტყვის თქმაც კი უჭირს.
-შენ რომელს მიეკუთნები მაგ სამიდან.
-უნდა ვაღიარო,რომ ბოლო ნათქვამს მივედრები,მაგრამ დღეს გადავწყვიტე ბოლომდე დავიცალო შენთან და პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმელი,გულში რაც კი მაქვს.ახლა თუ არა,ხვალ და ზეგ ვერ გეტყვი და საერთოდ წავალ აქედან,თან ისე რომ აღარასოდს აღარ დავბრუნდები.ლევან ჩვენ მეგობრები ვართ,ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ ერთად და დღემდე ერთად ვართ.ძალიან მიჭირს ამის თქმა,მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს.
-ამდენ შესავალს თავისუფლად რომ თქვა სათქმელი არ შეიძლება?მოეშვი,ნუ ხარ დაძაბული და დაბნეული.ჯერ არავინი არ მომიკლია ჩემი რომ გეშინოდეს,გისმენ.
-უკვე ერთი წელია რაც საქართველოში დავბრუნდი და ეს კარგად იცი როგორც მოხდა,გოგის გეგმის მიხედვით.მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი,მაგრამ ვეღარ შევძელი.სიყვარულმა დამაკავა,შემიყვარდა და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან შემიყვარდა.ლევანს გაეღიმა,წამოდგა ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ოთახში გაიარ-გამოიარა,შემდეგ გაბრიელთან მივიდა,ახლოს დადგა მის წინ და თვალებში ჩახედა და სერიოზული ცივი და მკაცრი ხმით უთხრა.
-გაბრიელ ვაფასებ შენს გულახდილობას,შენ ასე ძლიერ შეგიყვარდა და ვინ,ლინდა? ჩემი პატარა ლინდა მართლა ასე ძალიან შეგიყვარდა,რომ უკან ვეღარ გაბედე წასვლა?
-გამლანძღე,ლევან დამარტყი,რაც გინდა მიყავი,მაგრამ რაც არ უნდა მითხრა,რაც არ უნდა მიყო,მაინც იმას გეტყვი,რომ შემიყვარდა.ვიცი,რომ დავაშავე ძმაკაცის და ჩემი დაც უნდა ყოფილიყო და ასეც იქნებოდა აქ რომ ვყოფილიყავი,მაგრამ ვერ შევხედე ისე როგორც უყურებს კახა და გოგი.პირველი შეხედვისთანავე აღვიქვი ქალად და ჩემს სასურველ ქალად.რომც გამრიყო შენი მეგობრობიდან ლევან მაინც ვერ შევძლებ ამ გრძნობას გვერდი ავუარო,ეს ხომ ,,შეუფასებელი გრძნობაა''.ღრმად ამოისუნთქა,თითქოს დაიცალა რაც კი ქონდა გულში სათქმელი და განაჩენის მოლოდინში კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და უთხრა ჩუმი და დაღლილი ხმით.-მიყვარს, ლევან მე ლინდა მიყვარს.
-მასაც ასე ძლიერ უყვარხარ?შეეკითხა,თუმცა ძალიან კარგად იცოდა ლევანმა რომ ლინდასაც ძალიან უყვარდა გაბრიელი ისეთივე ძლიერი გრძნობით,როგორც გაბრიელს.
-ვუყვარვარ,მაგრამ თქვენი ერიდება.
-მთელი გულით გისმენდი გაბრიელ და არ ვიცი რა უნდა გითხრა,გარდა იმისა,რომ ეს გრძნობა ძალიან ძლიერი გრძნობაა და წინ ვერ აღუდგება ვერავინი.ვერც ძმა,ვერც მშობელი ვერ გააცივებს აძგერებულ და ალმოდებულ გულს,იმ გულში მხოლოდ ერთი ადამიანია.მე გაბარებ ჩემს პატარა პრინცესას,ძალიან გამიჭირდება მისი ჩემგან შორს ყოფნა,მაგრამ შევეგუები რადგან კარგ ხელს ვაბარებ.მე თანახმა ვარ პატივი ვცე თქვენს გრძნობებს,ვიცი,რომ ლინდა შენთან ერთად ბედნიერი იქნება.
-მადლობა,რომ გამიგე ლევან.
-რატომ იფიქრე,რომ ვერ გაგიგებდი.მართლი ხარ,ვერ გაგიგებდი ლინდა შენს წინ რომ გაზრდილიყო და მაინც შეგყვარებოდა,ამას მართლა არ გაპატიებდი,მაგრამ შენ მართალი ხარ,ის უცხოა შენთვის და თვალმა მალე შეამჩნია მისთვის სასურველი.ისე უნდა ვაღირო,მე უფრო ადრე ველოდი შენგან აღიარებას,ერთი წელი რამ გაგაჩერა ჩუმად.
-დიახ,ერთი წელი და უკვე აღარ შემეძლო.ეს სიჩუმე ჩემთვის უკვე ძალიან აუტანელი გახდა.
-მაშ,ბიჭებმა ნიძლავი წააგეს?გაეღიმა ლევანს.
-არა,არ იფიქრო ეს მე ჩემს გასამარჯვებლად ლინდა გამოვიყენე,მართლა შემიყვარდა და ჯერ არ გავამხელ.დაე იფიქრონ,რომ მე წავაგე.გაეღიმა გაბრიელს.
-თვალები,თვალები უსიტყვოდ მღერიან....ეს სიმღერა შენ არ იცი?თქვენ ორივეს თვალებით დაგეწყოთ ცვლილება.ლინდა ბრწყინავს როცა შენ გესაუბრება ან შენს სახელს რომ ვახსენებ სახლში,ერთიანად უნათდება სახეც და თვალებიც.უნდა გითხრა,მამამაც შეამჩნია ეს ცვლილება და წუხელ თვალებით შემეკითხა ,,რა ხდებაო''.არ ვიცი მეთქი,შემდეგ ჩუმად შევამოწმე მისი ტელეფონი და გული დამიმშვიდდა მხოლოდ შენი ზარებია ტელეფონში.არ ვიცი რას ფიქრობთ,მაგრამ მე მაინტერესებს რომელ საფეხურზე ხართ,რამე სერიოზული არის უკვე თქვენს ჩანაფიქრში?
-მე ვფიქრობ უკვე სერიოზულ ნაბიჯს,ჩემებსაც ველაპარაკე და ძალიან გაეხარდათ.მაგრამ არ ვიცი რას მიპასუხებს ლინდა.ბავშვი აღარ ვარ ლევან ოჯახი მინდა და შვილები მინდა მყავდეს.მინდა სამსახურიდან დაღლილს,ჩემი საყვარელი ქალი სახლში მელოდებოდეს.
-მართალი ხარ ძმაო.მარტო შენ კი არა,უკვე დროა ყველამ ვიფიქროთ მომავალზე.აბა გაბარებ ჩემს ძვირფას განძს და კარგად გაუფრთხილდი,თორემ ჩემზე მეტი მტერი შენ არ გეყოლება.შენი დაუძინებელი მტერი გავხდები,ლინდას თვალზე რომ ცრემლი ვნახო გაბრიელ.
-ლევან რაღაც უნდა გკითხო.უკვე რამდენი ხანია გაკვირდები და მოდი გულახდილები ვიყოთ.ვინ არის ის გოგო,რომელმაც შეგცვალა.თუ არ ვცდები,ეს ის ნატაა ჩემთან რომ გაიცანი.
-მართალია,ის გოგონაა გაბრო და მას შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ,ვერ ამოვიგდე თავიდან მასზე ფიქრი.
-მერე გავიგოთ სად სწავლობს.როგორც მახსოვს ნანას და არის,არ გაგვიჭირდება მისი პოვნა.
-სწავლა დამთავრებული აქვს,უკვე მუშაობს.მინდა ვნახოო,მაგრამ უბრალოდ რაღაც მაკავებს,ვერ მივდივარ მასთან.
-ოოო,სიყვარულის მთავარი ,,სიპტომი'' სურვილია ძმაო.
-ის არა მარტო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა,ის ჩემს სულშია.მეშინია გაბრო.
-რისი გეშინია,რაა შენი შიშის მიზეზი.
-ალბად თავისუფლებასთან გამოთხოვება არ მინდა?არ ვიცი რა გითხრა.
-ლევან სიყვარულს იდეალური სმენა აქვს,ამისათვის მხოლოდ გულია საჭირო და სურვილი.შენს ინსტიქტებს დაუჯერე,ირწმუნე საკუთარი თავის და ყველაფერს შეძლებ.ასე რომ,წინ მეგობარო ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრებისაკენ



№1  offline წევრი mia15

კარგი თავი იყო.საინტერესო და უმაგრესი.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
კარგი თავი იყო.საინტერესო და უმაგრესი.ველი შემდეგ თავს

ჩემი ფერია მოფრენილა,მიხარიხარ რომ არსებობ.მადლობა საყვარელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი mia15

არაფრის გენაცვალე.რომ დავინახე დადებული ძალიან გამიხარდა.გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent