6 სიტყვა (სრულად)
შენ რომ არ ყოფილიყავი იქ, იმ დროს, იმ წამს, იქნებოდა სხვა. მადლობა რომ შენ იყავი და არა სხვა. === ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მეგობრებმა 'გადამაგდეს' და მარტო მომიწია კაფეში წასვლა, რის გამოც ახლაც კი მადლობებს ვუხდი მათ. მახსოვს მაშინ ზაფხული იყო და ისე ცხელოდა, ყველაფერი იწვოდა. მეც როგორც ყოველთვის ტრადიცია არ დავარღვიე და ზაფხულში, მაშინ როდესაც ყველა ცივს სვამს, ცხელი ჰეილისის შავი ჩაი შევუკვეთე. მიმტანი ნახევარი საათი გაოცებული მიყურებდა, ეს ან გიჟია ან სიცხეს ვერ აღიქვამსო. რატომღაც იმ დღეს მთლიანი კაფე გაივსო და ამის გამოც გულში იქ მჯდომ ხალხს დღესას მადლობას ვუხდი. ჩაი როგორც კი მომიტანა, იმწამსვე ხელში დავიჭირე და ერთი ყლუპი მოვსვი. აქეთ-იქით ვიყურებოდი, ხალხს ვათვალიერებდი და თან ჩაის ვსვამდი, როდესაც ჩემ წინ ვიღაცამ სკამი გაწია და დაჯდა. - შეიძლება? - იკითხა. - უკვე ზიხარ - გამეცინა და მისკენ გავიხედე ახლაც კი მახსოვს მისი მწვანე თვალები როგორ მომშტერებოდა. - ამ სიცხეში ცხელი ჩაი? - თვალები გაუფართოვდა. - ჰო, რაიყო? - ისევ გამეცინა. - არაფერი, უბრალოდ მხოლოდ შენ სვამ ამ სიცხეში ცხელს. - ჰო. მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ - თავი შევიქე და ბოლო ყლუპი მოვსვი. - შენ რატომ არაფერს სვამ ან ჭამ? - ველოდები - გამიღიმა. მოულოდნელად ტელეფონი მირეკავს. ჩანთიდან ვიღებ და ეკრანს თითს ვუსვამ. - გისმენ მარიამ. - აუ დაიკოოო - ნამტირალევი ხმით მითხრა. - რამოხდა, რატომ ტირი? - შევშფოთდი. ჩემ წინ მჯდომს სახე შეეცვალა. - ოლიმპიადაში 9 ავიღეეე. - მის ამ სიტყვებზე, შვებით ამოვისუნთქე. ახლაღა გამახსენდა რომ დღეს მარიამს ოლიმპიადა ჰქონდა. ჰო, გაგიკვირდებათ და აგვისტოს შუა რიცხვებში. - კარგი რა მერე მაგის გამო ტირი? 9 ქულა ცუდი შედეგიაა? - ჰო მაგრამ... - არ ინერვიულო მაგაზე. სახლში რომ მოვალ მითხარი რა შეგეშალა, კარგი? - კარგი - ბედნიერი ტონით მითხრა და ტელეფონი გამითიშა. - მაპატიე, ჩემი და იყო - ავუხსენი. - არაუშავს. - ისევ გამიღიმა. - თორნიკე მქვია. - ვგიჟდები ბიჭს რომ თორნიკე ჰქვია - მოულოდნელად წამოვიძახე. ჯანდაბა თათა. ენას როგორ ვერ აჩერებ - საიდანღაც მეცნობი - თვალები დააწვრილა და უფრო კარგად დამაკვირდა. ღმერთო მადლობა რომ ჩემ სიტყვებზე ყურადღება არ გაამახვილა. - კარგად დამაკვირდი - მხრებში გავიმართე, სახე ანფასში 'დავაყენე' და ბავშვურად გავიცინე. - შენ ის არხარ მოდელი? მთელი მსოფლიო რომ დაიპყრო შენმა ერთმა გარეკანმა - ისე წამოიძახა, გეგონება ფიზიკის ურთულესი ამოცანა ამოხსნა-ო. ჩამეცინა. - დიახ გახლავართ - თავი მოვიწონე. - თათა მესხი - ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ მაინც გავიგე. - იცოდე დღეს ინტერნეტში ჩემი და შენი ფოტოები თუ გამოიქვეყნა არ გაოცდე. მარცხნივ გაიხედე და მიხვდები რატომაც - შუშისკენ ვანიშნე, საიდანაც რამდენიმე კამერა გვიღებდა. - პოპულარობა აშკარად არ მაწყენდა - გაეცინა. ტელეფონის ხმა მესმის. ქეთი საუკეთესო დაქალი მირეკავდა. - აი უკვე - გამეცინა და მასაც გაეცინა. ტელეფონს ვუპასუხე და სპიკერზე ჩავრთე. - გადამრევ მე შეეეეეეენნ. 1 დღე არ მეცალა და უკვე აიშვი ხოო. ვინაა ეგ სექსბომბა ბიჭი ჰა? - ბოლო სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა, რაზეც თორნიკეს ხმამაღლა გაეცინა და გულიანად გადაიხარხარა. - ვის ვეუბნები გოგოოო?? არ გესმის?? მოიცა ეგ ვისი სიცილი იყო? მაგ უსიმპათიურესის? ვინაა ქალო? მოიცა მისმეენს? დამაცა ხმას დავინაზებ - ყველაფერი ერთმანეთს მიაყარა. - აბა ამოისუნთქე - აწითლებული მხოლოდ ამის თქმას ვცდილობ. - რა ამოვისუნთქო, ვინ არის დროზე თქვი!!. - მკაცრად მითხრა. - ცოტახანში ამოგივლი და მოგიყვები - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე. - გოგოშკებმა ჩემზე უნდა იჭორაოთ? - გოგოს აქცენტით თქვა,რაზეც გულიანად გავიცინე. - მე კი არა, უფრო ქეთიმ - ვეჭყანები. ტელეფონში საათი ვნახე და გულში შევიკურთხე. - მე უნდა წავიდე - მოულოდნელად წამოვდექი, ჩანთას ხელი დავავლე და საფულე ამოვიღე - არ გინდა მე გადაგიხდი. - ვერ ვიტან როდესაც ვიღაცა ჩემ მაგივრად აკეთებს, მადლობა მაგრამ არ მინდა. - ფული ამოვიღე და იქვე დავდე. - მომავალ შეხვედრამდე - მითხრა. - აა, უკვე კიდევ აპირებ რომ შემხვდე? - თავხედურად ვკითხე. - მხოლოდ შენი სურვილის შემდეგ. მისკენ წავედი. - ვარდები არ მიყვარს, მინდვრის ყვავილები მირჩევნია - ყურში ჩავჩურჩულე და კაფე დავტოვე. 6 სიტყვა, რომელიც გაგრძელებას ნიშნავდა. ჟურნალისტების შეკითხვებს არ მივაქციე ყურადღება და მანქანაში ჩავჯექი. უმოკლეს დროში მივედი შენობასთან და სწრაფად შევედი. - სად ხარ აქამდე? ისედაც იცი რა მნიშვნელოვანი ფოტოსესიაა ეს შენთვის - გაბრაზებული შემხვდა ჩემი მენეჯერი. თვალები გადავტრიალე და გასახდელში შევედი. ის ჩავიცვი რაც დამხვდა და გამოვედი. მაკიაჟი გამიკეთეს და კამერების წინ დავდექი. დაახლოებით ერთ საათში მოვრჩი ყველაფერს და დაღლილი ქეთისკენ გავეშურე. - დროზე მოყევიი - კარებში შესვლა არ მაცალა, პირდაპირ მომახალა. ყველაფერი მოვუყევი. - გფრცბსდიდწხნხკდწდნ - არეულად წამოიძახა ასოები - ისე არ დაკვირვებიხარ? რატო დაჯდა მაინც და მაინც შენთან და არა სხვასთან? - ოოოოოოო, კარგი რა. ეხლა არ მითხრა სადღაც მაღლა თქვენი გზები გადაიკვეთაო - მობეზრებულმა ვუთხარი. - რა ასე არ არის? დაფიქრდი რა. === რომ გავიაზრე მომხდარი, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ იმ ერთხელ მომხდარმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. მადლობა რომ მიპოვე. მადლობა რომ გააგრძელე. === - 1....2....3... Go - ინგლისურად მეუბნება ერთ-ერთი თანამშრომელი და მეც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჩვენებას ვხსნი. თავი ამაყად მიჭირავს და ფეხებს სწორად ვადგამ, როდესაც მოულოდნელად ვიღაც დავინახე. დავიკვირვება ვერ დავუწყე, რადგან მარჯვნივ შევუხვიე მაგრამ აშკარად ვიცოდი რომ სადღაც ნანახი მყავდა. გამოსახულება აღვადგინე და ჰოი საოცრებავ. ეს ის ბიჭი იყო, მაშინ კაფეში რომ გავიცანი. თორნიკე. ნუთუ აქ ჩემ გამოა? ჩვენება დასრულდა და მეც გასახდელში შევედი. მინდვრის ყვავილები იდო. უნებურად გამეღიმა და იქვე დადებული ფურცელი ავიღე. "ქერები არ მიყვარს, ყავისფერთმიანები მირჩევნია" გამეცინა და მინდვრის ყვავილები ხელში დავიჭირე. ზუსტად ისეთი იყო, მე როგორიც მიყვარს. - როგორ ფიქრობ პოპულარული გავხდები? - ყურში ჩამჩურჩულა. ის იყო. თორნიკე. ჩემი თორნიკე. ჰო, უკვე ჩემი თორნიკე. - ჩათვალე რომ უკვე ჩემ გულშიც პოპულარული ხარ - მისკენ მივტრიალდი და ჩავჩურჩულე. --------------- ეს ისტორია ადრეც მედო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო წაიშალა. შეცდომებისთვის ბოდიშით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.