მაგიაზე შეყვარებული. ( დასასრულის დასაწყისი - თავი მეორე)
წუთიერად ოთახში ყველა ერთად ალაპარაკდა. არა ეს უფრო ყაყანს ჰგავდა. თითქოს რაღაც მიუღებელი ხდებოდა. გაბრიელმა საწერ მაგიდაზე კალამი დააკაკუნა იმის სანიშნებლად, რომ მისთვის მოესმინათ. - საკმარისია, მშვენივრად იცით, რომ სხვა გამოსავალი არაა. - ისევ აყაყანდნენ. - მშვიდად-მეთქი. თუ გინდათ ყველა და ყველაფერი განადგურდეს, მაშ განაგრძეთ ყაყანი. ხმა აღარავის ამოუღია. გაურკვევლობაში ვიყავი. ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობდა გაბრიელი და ვერც იმას ვხვდებოდი ბრბო რატომ ყაყანებდა. - ამ გოგოს იმედზე ვართ? - უეცრად წამოიჭრა შუა ხნის, დაბალი, მელოტი მამაკაცი. - სხვა გზა არ გვაქვს. - ჩუმად ჩაილაპარაკა კუთხეში მდგარ სავარძელზე მოთავსებულმა ქალმა, რომელიც იმდენად იყო სიგარეტის კვამლში გახვეული, რომ მისი სახის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. - გგონიათ მას რამის გაკეთება შეუძლია? - ახლა მეორე სავარძლიდან წამოიმართა ,,აწოწოლიკებული“ აღნაგობის ქლბატონი, რომელსაც მეტად განსაცვიფრებელი მაკიაჟი ჰქონდა. ასეთი საზიზღრობა ჯერ არ მინახავს. გაბრიელს ვანიშნე ცოტა ხნით გამომყევი-თქო და ისიც გამომყვა. - აქ რა ხდება? - მისაღებში გასვლისთანავე დავუსვი კითხვა. - ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ჯერ ისინი წავიდნენ. მანამდე კი ყველაფერზე დაეთანხმე. - როგორ? მე ხომ არ ვიცი დათანხმება რაზე მომიწევს? - მენდობი? წამით გამახსენდა როგორ იდგა გაბრიელი მოტოციკლთან და მეკითხებოდა ვენდობოდი თუ არა. მინდოდა ახლაც მეპასუხა, რომ ვენდობოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არ შემეძლო. იქნებ უბრალოდ ეგოისტი ვარ და მინდა გაბრიელს სულ ვახსოვდე. ცალმხრივი გრძნობით იტანჯებოდეს და მე ყურადღებას არ ვაქცევდე. ნუთუ მართლა ასე მინდა...? - არ გენდობი. - გგონია ამ სიტყვებით გულს მატკენ? გული არ მაქვს. შენი ნდობა არაფერში მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ მენდობი. - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. - ადრე ტიტინებდი მაინც და ახლა ტლიკინებ. - მომბეზრდა! მივდივარ! - მოკვდები! - მაგასაც ვნახავთ. ჩემმა სიამაყემ სიცოცხლის სურვილიც კი გადაწონა. არ მაინტერესებდა მოვკვდებოდი თუ არა. უბრალოდ აღარ ვაპირებდი თავი დამემცირებინა. ოხ ლინდა... ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი". ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა გაბრიელის სახლში. რაზე საუბრობდნენ. რას გულისხმობდნენ, როცა ერთმანეთს ეკითხებოდნენ შევძლებდი თუ არა. სახლში განადგურებული დავბრუნდი. კარი ღია დამხვდა. ამან ცოტათი შემაშფოთა. არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა კარი ღია მე თვითონ დამეტოვებინა. ჩემი ეჭვები უცხო სუნამოს სუნმა გააღრმავა. თავი მოვიკატუნე, თითქოს სამსახურში რაღაც დამჩა. - ოხ ლინდა, როგორი უტვინო ხარ, ახლა უნდა დაბრუნდე და წამოიღო. - ჩავიბურდღუნე გარკვევით. კარები ჩავკეტე და კიბეზე დავეშვი. ეს რა იყო? ვინ არის ჩემ სახლში? გადავწყვიტე კორპუსთან დავლოდებოდი ვინ გამოვიდოდა სადარბაზოდან. საკმაოდ ჩამობნელდა და სახეების გარჩევა ძალიან რთული გახდა. ამისდამიუხედავად რამდენიმე ჩემი მეზობელი ვიცანი, რომლებიც სადარბაზოდან გამოვიდნენ. აი ბოლო სილუეტს კი ნამდვილად ვერ ვცნობდი. რა საბუთი მქონდა იმისი, რომ ეს უცნობი მაინცდამაინც ჩემი ბინიდან გამოვიდა, მაგრამ კარი ღია დამხვდა. შესაბამისად გასაღები ჰქონდა, რადგანაც ნამდვილად დავკეტე დილით წამოსვლისას. თუ შეუმჩნევლად უნდოდა ბინაში შესვლა რაღატომ არ დაკეტა კარები. აშკარად ქალი იყო. - ლინდა! შორიდან მომკრა თვალი და მაშინვე დამიძახა. რა ნაცნობი ხმა იყო. ვერ გავიხსენე ვისი, მაგრამ ეს ხმა ბევრჯერ მქონდა მოსმენილი. ვეღარ დაველოდე და მეც მისი მიმართულებით წავედი. ესეც ელენა. რა თქმა უნდა... გაბრიელმა ახლა მისი და მომიგზავნა. - ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი სიცოცხლე სიკვდილად ღირდეს. - ვისთვის? - სამყაროსთვის. იმისთვის, რომ ნატალია შევაჩეროთ შენ უნდა მოკვდე. ძალიან ჭკვიანია არა? გაბრიელისთვის შენ ძალიან ძვირფასი ხარ ან იყავი. მან კი შელოცვა გააძლიერა და ხელშეკრულება დადო. - ანუ? - მან იცოდა, რომ გაბრიელი არ დაუშვებდა სამყაროს განადგურებას და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა. ხელშეკრულებაში ერთი პუნქტი შეიტანა. თუ კი რიტუალში 3 ქალწული მსხვერპად შეიწირება და მათ სისხლს შენიც შეერევა, მაშინ ნატალიას ძალა გაქრება. სამყარო კი გადარჩება. ამით შენც მოგიშორებს თავიდან და გაბრიელსაც. - გაბრიელის არ ვიცი, მაგრამ მე კი მომიშორებს. - ერთი გამოსავალი არსებობს. - რა გამოსავალი? - გაბრიელმა, მე ან რომელიმე ლოტუსის წევრმა მოსწავლედ უნდა აგიყვანოს და კურსის დასრულების შემდეგ სახელი შეგიცვალოს. მაშინ შელოცვა შენს წინააღმდეგ აღარ იქნება, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც შენს ადგილზე ყოფნას ისურვებს. - სხვა უნდა მოკვდეს? - არავინ გვინდა, რომ მოკვდეს. უბრალოდ თავს ვიზღვევთ. თუ სხვა მაგებმა შენი სახელი გაიგეს, შენზე ინადირებენ, რომ რიტუალი ჩაატარონ და სამყარო გადაარჩინონ. ჩვენ კი ეს არ გვინდა. - გაგიკვირდება და არც მე. - გაბრიელის ქოხში მოგიწევს ცხოვრება, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. - გასაგეgბია. - ამ წუთს აქ შენს დასაცავად ვარ. საჭირო ნივთები უკვე ქოხშია. წავედით. - სახლში კატა მყავს. - დედაჩემთანაა. - ქალბატონ ეკატერინეს ვნახავ? - თუ გადარჩი კი. -გმადლობ გამხნევებისთვის. - არაფრის. *** ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ქოხში ყველაფერი ისე იყო, როგორც მაშინ. სიზმარში თუ რეაობაში რა მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ გაბრიელს ეძინა. რა მშვიდად ეძინა. მიკვირდა. წიგნი შევარჩიე და მშვიდად ჩავუჯექი. არ ვიცი რამდენი ხანი ვკითხულობდი, მაგრამ ნახევარზე ჩავედი. - რა მშვიდი ხარ კითხვის დროს. - თავზე დამადგა გაბრიელი. - სხვანაირად არც შეიძლება. - იმას, რასაც შენ ხედავდი მეც განვიცდიდი. - ხო? - ლინდა შენ მე გიყვარვარ. - ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის. - ანუ? - ამ თემაზე საუბარი არ მინდა. - ყველაფერი რომ დამთავრდება წავიდეთ აქედან. - მგონი ზედმეტად რომანტიულ განწყობაზე გაიღვიძე. - ცხოვრებაში პირველად მეშინია. - რისი გეშინია? - უშენობის. - დიდი ხანი ცხოვრობდი უჩემოდ. - მგონია რომ არასდროს მიცხოვრია. - გვერდით მომიჯდა და თავი კალთაში ჩამიდო. - სიკვდილის არ მეშინია. - ვიცი. შენ მხოლოდ უჩემობის გეშინია. - ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? - ნუ ტიტინებ... თავს ვკარგავ. - ანუ? - უბრალოდ მომიყევი რისი გაკეთება გიყვარს-ხოლმე. - კითხვა. - ამიტომაც მიყვარხარ. სხვა მიზეზებიც არის. -'რა მიზეზები? - იმიტომ მიყვარხარ, რომ ძლიერი ხარ, მაგრამ შენი დაცვის სურვილი არ მასვენებს. იმიტომ, რომ ამაყი ხარ და თავს არავის დააჩაგვრინებ, თუნდაც ამაზე პასუხი სიცოცხლით აგო. მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. ვერ დავუშვებ, რომ დაგკარგო. - გაბრიელ... - არაფერი მითხრა. ხოს ან არას გარდა. გიყვარვარ? - სულ დავკარგე გონება. არ ვიცოდი რა მეპასუხა. გაბრიელს ადგა და მაგიდიდან ქაღალდის საჭრელი დანა აიღო, ხელზე გადაისვა და თქვა : - მაგის სიტყვას ვფიცავ, რომ იქ სადაც შენ არ იქნები მეც გავქრები და რომ არ მოვისვენებ სანამ ღამით თავს შენ თმებში არ ჩავმალავ და დილით პირველად შენს თვალებს არ დავინახავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.