შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელი გრძნობა თავი 3


13-02-2018, 02:00
ავტორი zia-maria
ნანახია 1 990

-ორი სული ერთ სხეულში,ხომ გაგიგონია?გაგიგონიათ,მაგრამ არ გინდათ ამხილოთ.
-რა გინდა,დილიდან აღრენილი რომ ხარ.თქვი რატომ იკბინები დღეს,რომ გავიგოთ რა გინდა.უთხრა გაბრაზებულმა კახამ გოგის.
-დაგვცოფა დღეს ყველა,ერთი ადამიანი არ გაუშვია ისე,რომ არ ეკბინა.არადა რას გეტყვის,თავადაც არ იცის რა უნდა.თქვა ლევანიმ.
-არც იცის რა უნდა და ტყუილად აფრქვევს დღეს ამ შხამს.
-მართალია,მე არ ვიცი რა მინდა და თქვენ იცით ყველაფერი.
-თქვი რა გინდა და დაგვასვენე.
-თანამდებობისთვის შეუფერებელო ადამიანებო,ამ ბოლო დროს თქვენ ორი სირთულეებს მიქმნით.გაბრიელის და ლევანის მიმართულებით გაიშვირა ხელი გოგიმ.
-არც მე არ მომწონს შენი არეული საუბარი, ამ ბოლო დროს.წადი წაუძინე,ძალა მოიკრიბე და შემდეგ მოდი სამსახურში.უთხრა წყნარად ლევანიმ მაგრამ გოგი მაინც აგრძელებდა წუწუნს.
-რა გინდა გოგი რა.უყვირა ბოლოს მოთმინებიდან გამოსულმა გაბრიელმა.
-რა მინდა და დავიღალე,დავიღალეეე.ტვინის უჯრეები გადამეღალა,ამიტომ წინადადებით შემოვდივარ.
-შენი ტვინი დაღლილი თუ არის ბრძნულ აზრებზე ფიქრი შეუძლია?გისმენთ,რა წინადადება გაქვს ბ-ნო გოგი.თქვა კახამ და ლევანს თვალი ჩაუკრა.
-პირველი თქვენ ორივეს დაგთხრით თვალებს და ხელში დაგაჭერინებთ,მეორე ის რომ,შაბათი და კვირა ისედაც ხომ ვისვენებთ?ვისვენებთ.თავად გასცა პასუხი მის დასმულ კითხვას.-ორი დღე მოვიპაროთ ხუთშაბათი და პარასკევი და გავიდეთ,დავისვენოთ ცოტა ამ ქაღალდების შრიალისგან.მძინავს და ეს ციფრები მესიზმრება,მღიძავს და მაინც ამ ციფრებს ვხედავ.რა გინდათ,გინდათ ჭკუიდან შევიშალო?დავისვენოთ რა ცოტა.ბოლოს თხოვნაზე გადავიდა გოგი.
-მარცხენა მხარეს გეძინა წუხელ,თუ არ გიძინია საერთოდ.შეეკითხა გაკვირვებულმა გაბრიელმა გოგის.
-ჯერ ერთი,ისეთი უნამუსო კაცი ხარ და უკვე გადაჯიშებული ხარ,აქამდე რომ ჩამოგიტანე, მარტო იმ გეგმის მოფიქრებაში უნდა მომცე დასვენების დღეები.მეორე,მადლობაც არ დაგცდენია შენს მიწაზე რომ დადიხარ,ამხელა განათლებული კაცი არ უნდა მიმადლოდე ამ ყველაფერს,განათლებული კი არა გაუნათლებელი ხარ შენ,უმადურო.ლევანს გულიანად გაეცინა და გაბრიელს უთხრა.
-გაუშვი,არ მოგვასვენებს და არც შემოძალებული საქმეები გვაქვს.
-მართლა გაუშვი,თორემ არც ჩვენ დაგვაცლის და არც თავად გააკეთებს არაფერს,ნერვებს დაგვთხრის ყველას.ლევანს კახა დაემოწმა.
-წადი გიშვებ,დღეს ოთხშაბათია.ორშაბათს არ მოხვალ სამსახურში და გეფიცები მილიციაში გავაცხადებ,მაინც მოგძებნი სადაც არ უნდა იყო.ვიტყვი,რომ ჭკუაზე ვერ ხარ კარგად და დაიკარგე.ლევანიმ და კახამ გულიანად გაიცინა და გოგიმ შეუბღვირა ორივეს,შემდე გაბრიელს შეხედა და სიცილით უთხრა.
-შენ ახლა ნორმალური ხარ?მომძებნე შენ მე მილიციით და მე ვიტყვი,ორი დღე დამაგვიანდა და უჩემოდ ორი დღეც ვერ ძლებს ჩემი განუყრელი მეგობარითქო.
-შეეშვი გაბრო ეს ახლა ისეთ ხასიათზეა,სანამ მის სურვილს არ აისრულებს ასე იწუწუნებს და ტვინს შეგიჭამს,არ იცნობ შენ ჯერ კიდევ კარგად მას.გაუშვი,ჯობია თუ გინდა მშვიდად იმუშავო.
-გოგი ვინმე ააგდე და ერთად მიდიხართ და არ გინდა გაგვიმხილო.
-რადგან დაცდა ჩემს უჟმურ ბოსს წადიო,წავედი მეც და ორშაბათამდე დავისვენებ თქვენგან.გოგი წავიდა და თავადაც აუცრუვდათ გული მუშაობაზე და ადრე გავიდნენ კომპანიიდან,ჯერ ბარში დასხდნენ.ლევანი არ გაჩერდა დიდი ხნით და სახლში ადრე დაბრუნდა.სახლში სასიამოვნოდ შემოეფეთა მშვიდი გარემო,ლინდა სამზარეულოში ტრიალებდა და გემრიელ ვახშამს ამზადებდა.ჩუმად მიეპარა სალათის კეთებაში გართულ ლინდას და უთხრა.
-როგორაა ჩემი პრინცესა?
-ვაიმეეეე,ლევან როგორ შემაშინეეე.ასე ადრე რატომ მოხვედი,მამაც მოვიდა?ცოტა ხანი და ყველაფერი მზად იქნება.
-და მაინც რამდენია შენი ცოტა ხანი?
-სულ ცოტა,რაღაც 15 წუთი.
-არც მეტი,არც ნაკლები?
-ნწუ,არც მეტი და არც ნაკლები.გურამიც დაბრუნდა სამსახურიდან და გაუხარდა შვილები სახლში რომ დახვდა.
-რა ბედნიერებაა სახლში მოსვლა,როცა ასეთი გარემო გხვდება.თქვა ღიმილით.ლინდამ გააწყო მაგიდა და სამივე შემოუსხდა მაგიდას.რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოვარდა,მხოლოდ ჩანგლის წკრიალი ისმოდა.გურამმა ღიმილით შეხედა ლინდას და მადლობაც მოუხადა და ასადგომად მოემზადა,მაგრამ ლევანის ხმამ უკან დააბრუნა მის ადგილზე.
-მადლობა პრინცესა,ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი იხვეწები ნელა-ნელა.
-მეც ძალიან მომეწონა დღევანდელი სადილი.ახლა კი დაგტოვებთ,უნდა დავისვენო.
-სად მიდიხარ,დაჯექი მამა ლინდასთან მაქვს რაღაც სათქმელი და მინდა შენც იყო და მოისმინო.
-იქნებ ჯობდეს მარტოებმა დაილაპარაკოთ შვილო.
-არა მამა,ეს შენც გეხება.რომ არ მდომოდა გაგეგო,ლინდას გარეთ გავიყვანდი და იქ ვეტყოდი ჩემს სათქმელს.
-კარგი,რადგან ასე გინდა,გისმენთ.
-როცა ერთი წლის წინ გაბრიელს შევხვდით,მისივე დაბადების დღეზე,არავინი არ ელოდა ამ ცვლილებებს მასში,რომელსაც უნდა ეს ცვლილება ქორწინებით დააგვირგვინოს.ნუ მიყურებ გაკვირვებული,მე ყველაფერი ვიცი.ახლა რასაც გეტყვი,მინდა კარგად დაიმახსოვრო.ვიცი პატარა ხარ,მაგრამ მინდა ოჯახისა და ქორწინების შეუდარებელი როლის შემსრულებელი იყო,მე კი სანამ სული მიდგას და ვსუნთქავ,არ შევწყვეტ შენზე ფიქრს და შენზე სიყვარული ოდნავადაც არ გამინელდება.ძალიან ძნელი დასაჯერებელია,რომ ჩემი უახლოესი მეგობარი დღეს გამომიტყდა ჩემი დაიკოს სიყვარულში.გამეხარდა,ძალიან გამეხარდა ლინდა და იცი რატომ?დღეს რთული ცხოვრებაა და მიხარია ის რომ ვიცი,ვის ხელში ხარ.შენ ხარ სიმშვიდის მაგალითი და ხარ ჩვენი ოჯახის ანგელოზი,მშვიდობის მტრედი ამ სახლში,აქამდე ჩემი და მამასი,ახლა კი გაბრიელის.დარწმუნებული ვარ,გაბრო არასოდეს არ ჩაიდენს ისეთ რამეს რომ გატკინოს და აგატიროს.ის არასოდეს გამოგიყენებს,არასოდეს მოგატყუილებს.შენ მთელი ცხოვრება გვერდით ძალიან ძლიერი მამაკაცი გეყოლება,რომელიც იქნება შენი საყრდენი,შენ ,,ის''იპოვნე და მან ,,შენ''გიპოვნა.რაცარუნდა მოხდეს,გახსოვდეს შენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ.ბედნიერებას გისურვებ ჩემო პატარავ.გურამს გაუხარდა ლინდას და გაბრიელის ამბავი და არჩევანიც მოუწონა ლინდას.იმ ღამით ლინდას ძალიან მშვიდი ძილით იძინა,რადგან უკვე ყველაფერი იცოდა ლევანიმ და გურამიმ აღარ მოუწევდა ტყუილების თქმა.
ღიღინით სახლს უახლოვდება გოგი და მთელი გზა ფიქრობდა სად წასულიყო,სად ჯობდა წასვლა ზღვა თუ მთა, თუ სოფელში წასულიყო,ბოლოს ზღვა აირჩია ჩანთა მოიგდო მხარზე და წავიდა ბათუმისკენ.ხშირად ამოწმებდა ტელეფონს,აინტერესებდა თუ მოიკითხავდა მეგობრები,მაგრამ მთელი დღე ისე გავიდა არც შეტყობინება მიუღია არც დაურეკეს და არც სოციალურ ქსელში მიწერა არცერთმა.
-დავიჯერო არ დააინტერესდათ სად წავედი?ვინ დაგეძებს გოგი რა ჭამე დღეს ან სად გაათიე ღამე,ამიტომ ისიამოვნე ამ რამოდენიმე ძალით გამოწირული დღეებით.სანაპიროზე იყო და ბუზღუნებდა გოგი. მაისის თვე არც თუ ისე მზიანი იყო ბათუმში,წვიმდა და შავი ღრუბლით იყო ცა დაფარული.მაინც გავიდა მეორე დღეს სანაპიროზე და უცქერდა გაბრაზებულ ზღვას,როგორ ჩქარა ეხეთქებოდა ტალღები ერთმანეთს.იქვე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა,შორიდან მყოფი იფიქრებდა ზღვის ღმუილს უსმენსო.მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა და გაუბედავად მიესალმა.
-გამარჯობათ.გოგიმ შეხედა და უცნობს,სათვალე ჩამოიწია და თავადაც ზრდილობიანად მიესალმა.
-გამარჯობათ.
-მარტო ხართ?
-კი მარტო ვარ.
-მე ლაშა ვარ,თბილისიდან.
-გოგი მეც თბილისიდან.ლაშა დაჟინებით უცქერდა გოგის და უფრო ახლოს მიიწია და უთხრა.
-იქნებ ბედი იყო დღეს ჩვენი შეხვედრა?გოგიმ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ვერ გავიგე,რას გულისხმობ?
-უკეთესი იქნება ჩემს ნომერში თუ ავალთ და იქ აგიხსნი გარკვეულად ყველაფერს.გაოცებული უსმენდა მის წინ მდგარ მამაკაცს და არ სჯეროდა იქ არც ნახულის და არც გაგონილის.რაღაც უნდა ეთქვა,რომ ტელეფონმა დაურეკა და გადაარჩინა ამ გაურკვევლობისგან.გაეღიმა და ბედნიერებით გაბრწყინებულმა უპასუხა ამ მოულოდნელ ზარს.
-გისმენ საყვარელო.
-რა საყვარელო,გაგიჟდი?გოგი მამაკაცისგან მოშორებით დადგა და შეწუხებული ხმით უთხრა.
-ლევან ვიღაც ამეკიდა და ნომერში მეპატიჟება.ლევანმა თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.
-ნუ იცინი, ლევან გავაფრენ სადაცაა.მოვდივარ,აქ ვერ გავჩერდები.ლევანი უსმენდა და სიცილს ვერ იკავებდა.
-ნუ გეშინია არ გიკბენს.რა უნდა გიქნას განსხვავებული რასაც შენ უშვები,ქალთა სუსტი სქესის წარმომადგენლებს
-ლევან შემომაკვდები იცოდე ხელში.
-როგორ ფისო ფერებაში?არ მიგიღებ ისე,თუ ახალ-ახალი პოზებს არ ისწავლი.
-სულელი ვარ შენ რომ გითხარი.რა გინდა,რატომ დამირეკე.
-ნუ იღრენი თორემ,შენთან მოშორებით რომ დგას ერთი მამაკაცი მივალ და ვეტყვი,რომ შენ გეი ხარ და გრცხვენია აღიარების.აი მერე ნახე შენ,შენი წამება.
-სად ხარ ლევან.გოგის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.მოულოდნელად შებრუნდა და დაინახა მასთან ცოტა მოშორებით სამივე გაღიმებული იდგა.გოგიმ სიხარულით სავსემ გახედა მეგობრებს,მათთან მივიდა და ღიმილით თქვა.
-აკი შენს საძებრად მილიციას დავუძახებო?ვერ გაძელით უჩემოდ ხომ?
-ნუ დადექი დიდ გულზე,ხედავ?ის,ისევ იქ დგას და მის ფისოს ელოდება.
-როგორ იცი ყველაფრის ჩაშხამება ლევან.
-ხოოოო?ღიმილით უპასუხა ლევანიმ.
-არ დააცდი ადამიანს,მეგობრის ნახვით მიიღოს სიამოვნება.მხიარული განწყობით წავიდნენ სასტუმროში და იმ ღამით ოთხივემ კარგად მოულხინა.კახას და ლევანს დავიწყებული ჰქონდათ გოჩაზე ბრაზი,მაგრამ გოგი ვერ ივიწყებდა და სულ მარტო შეება არც თუ ისე შორს მყოფ მტერს.ჩუმად დაიქირავა გამომძიებელი და ყველაფერი მოუყვა,ამიტომ ყოველ დღე ელოდა გამომძიებლის ზარს.არ იმჩნევდა მეგობრებთან დაძაბულობას და სულ მხიარულობდა,მაგრამ ყოველი ტელეფონის ზარზე ფერები გადაუვლიდა.მეორე დღეს შედარებით კარგი ამინდი იყო და გავიდნენ ზღვაზე.კახა განმარტოვებით დაჯდა,რადგან ნაბახუსევზე თავი სტკიოდა.ძირს,სილაში რაღაცას დაჯინებულად დასჩერებოდა და თავისთვის იცინოდა,შემდეგ კი გოგის დაუძახა.
-გოგი მოდი რა ერთი წუთით.
-რა ხდება.მიუახლოვდა გოგი გაკვირვებული.
-ტელეფონი თანვე გაქვს?
-კი,რად გინდა.
-გადაუღე რა ფოტო ამ ორ ჭიანჭველას,ძალიან მაგარი ფოტო გამოვა. შეხედა ორ ერთმანეთზე გადაბმულ შავ ჭიანჭველას,რომლებსაც გრძნობები მოძალებიათ და ჰორმონებს იწყნარებდნენ,შემდეგ კი კახას უთხრა სიცილით.

-წამოდი და დაანებე თავი მაგ საწ....ბს.რას ერჩი,რა გინდა დაიკმაყოფილონ ბუნების მოთხოვნილებები.არა,საინტერესოა შენ რომ ვინმემ მაგ დროს ფოტო გადაგიღოს კარგი იქნება?კახამ ჯერ შეხედა გოგის და შემდეგ ორივემ გულიანად გაიცინა.ლევანი მიუახლოვდა ბიჭებს და შეეკითხა.
-რა გაცინებთ,ერთმანეთს დასცინით?გოგიმ თითით აჩვენა რაზედაც იცინოდნენ.ლევანიმ დაიხედა დაბლა და მასაც გაეცინა,სულ მალე კი ორი ნასიამოვნები ჭიანჭველა თავ-თავის გზაზე წავიდნენ.
-აი ხედავთ,ეს პატარა არსებებიც კი ფიქრობენ გამრავლებაზე და ჩვენ კი არცერთი არ ვფიქრობთ ამ თემაზე.კარგად იხალისეს,მოულოდნელად კი სერიოზულად შეეკითხა გაბრიელი ლევანს.
-შენ რა ქენი,ლევან იფიქრე იმ საკითხზე?
-ვიფიქრე,მაგრამ არ ვიცი რატომ ვერ ვწყვიტავ ვერაფერს.ვგრძნობ,რომ მეშინია.
-რა ხდება,რისი გეშინია ლევან.შეეკითხა გოგიმ და გაბრიელმა აუხსნა მეგობრებს სიმართლე.
-რა ტუტუცი ხარ,ამდენი ხანი არ უნდა გეთქვა?რამეს მოვიფიქრებდით,მაგრამ კარგი,რაც იყო-იყო,ახლა მითხარი შენ რისი გეშინია.
-მე მომწონს,მაგრამ იქნებ მას არ მოვწონვარ.იქნებ უკვე დამაგვიანდა და დაკავებულია.
-ლევან შენ ჯერ ნახე,დაელაპარაკე და შედეგებზე მერე ვისაუბროთ.უთხრა გაბრიელმა.გოგიმ როგორც ყველაზე ხუმარამ სიცილით უთხრა.
-ვხედავ ცუნამი დიდდება შენში თანდათან და მოვარდება მალე, თითქმის მზადაა ჯებირზე გადმოსასვლელად.
-მოვარდა უკვე და გულამდეც ჩააღწია,მონატრების სევდა ტრიალებს ჩემში.სევდიანად თქვა ლევანიმ.არ მინდა ეს გრძნობა გაუმხელელი დარჩეს და სიბნელეში ვიცხოვრო,მხოლოდ მასზე მოგონებებით.სანამ გავცდები სიცოცხლის ზღვარს,უმჯობესია მანამდე ვიმოქმედო.აქედან რომ დავბრუნდებით თბილიში,მივალ და ვნახავ.მივყვები გზას და ის თავად მიმითითებს,ღირს თუ არ ღირს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.
-მომისმინე ლევან.მე არ მიყვარს ბრძოლა და ომობანა,საქმეს პირდაპირი გაგებით ვეკიდები.არ გინდა ნაძალადევი გამარჯვება ძმაო,სასიყვარულო მოვლენები თავისთავად უნდა განვითარდეს,დაძალება აქ არ გამოვა.გქონდათ რამე ერთმანეთში,რომ ბრძოლას იწყებ?მაშინ,რამ გააჩინა ბზარი თქვენს შორის?რატომ მოხდა თქვენს შორის მიწისძვრა და თავზე ჩამოგენგრა ხუხულასავით ნაშენები სიყვარულის კოშკი? ბრძოლაზე რომ ფიქრობ,გაიცანი კარგად პირდაპირ ომს რომ უცხადებ.
-მართალს გეუბნება ეს თავღია ლევან.უთხრა კახამ.
-თავღია თქვენ სამივე ხართ.იქნებ არ არიან ერთმანეთისთვის დაბადებულები და ეს უბრალოდ წუთიერი გაელვება იყო შენს ცხოვრებაში და ჩაიარა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავივით ლამაზად.ამიტომ უნდა ჯერ ნახო და მიუდგე ადამიანს.გული არ გაიტეხო ლევან და ბოდიში ასე პირდაპირ რომ გეუბნები,ასე ჯობია გითხრა სათქმელი.მე ჩემს ვარაუდს გეუბნები,მაგრამ ისიც უნდა იცოდე კარგად,რომ ზამთრის შემდეგ გაზაფხული დგება,ღამის მერე ახალი დილა,ახალი იმედებით.დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს და აქ ჯდომას და ვიშ-ვიშს,ჯობია იმოქმედო.
-მე იქამდე განთავისუფლებ სამსახურიდან,სანამ არ გაერკვევი შენს გრძნობებში და არ აისრულებ შენი გულის ჩანაფიქრს.სანამ შენი სულის ვაკუმს არ ამოავსებ,ადექით და წავედით,თორემ ვატყობ ეს ნერვიულობით შეიძლება ქარისაგან აწეწილი საფრთხობელასავით დარჩეს ჰაერში გამოკიდებული.თქვა გაბრიელმა და გაიცინა.ყველა წამოდგა და თბილისისაკენ დაადგნენ გზას.მთელი გზა ლევანი თავის ფიქრებში და ოცნებებში დაფრინავდა,კახამ ბინასთან მიიყვანა და უთხრა.
-მოვედით ლევან.შენს პლანეტაზე დაფრინავხარ და მეც მინდა გითხრა რაღაც.მართალია მე ეს გრძნობა არ გამომიცდია და ჩემთვის უცხო ხილია ჯერ-ჯერობით,მაგრამ მაინც გეტყვი.ყველაფერს უყვარს ნიადაგის მოსინჯვა და როგორც ვიცი,შანსი მინუსებშიც არსებობს.მოდი რა გაერკვიე კარგად და ბოლომდე დაიცალე ამ გრძნობაში.
-მადლობა კახა სამივემ ისეთი სიტყვები მითხარით,ხვალიდანვე უნდა დავიწყო სიყვარულისთვის ბრძოლა და ვნახოთ რას მივაღწევ ამ ,,შეუფასებელ გრძნობა''-ში.აბა შეხვდრამდე.
-შეხვედრამდე და ველოდები შენგან,მხოლოდ კარგ ამბებს.ღიმილით დაემშვოდობნენ ერთმანეთს მეგობრები,ლევანიმ კი მთელი ღამე ფიქრებში გაათენა და გადაწყვიტა მეორე დღესვე ენახა ნატა.ზანტად გაახილა მთელი ღამის ფიქრებში გათენებული უძილო თვალები,წამოდგა და ფარდები გადაწია.მოეჩვენა,რომ ცა ძალიან კრიალა იყო,ცისფერ ფერებში აქა-იქ დასრიალებდა გუნდებად შეკრული თეთრი ღრუბლები და ამ ცისაფერ ფონზე ლამაზი ფრთა-ფარფატა ჩიტები დაინახა.ულამაზესი დილა იყო და გულში ღვივოდა მისი ჩუმი ლამაზი გრძნობა,რომელიც დღითი-დღე ძლიერდებოდა.ღიღინით მოემზადა,კარგი ხასიათის შენარჩუნებისთვის სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიმზადა,ფანჯარასთან დადგა და გემრიელად მოსვა ცხელი სითხე.ფინჯანი გარეცხა და ღიმილით წავიდა,ფრთხილად შეაღო ლინდას საძინებლის კარები და იქ მისთვის უჩვეულო დილის გარემოს წააწყდა.დიდ,უზარმაზარ ვაზაში კეკლუცად იწონებდნენ თავს დილის ნამით ნამტირალევი წითელი ვარდები,რომლებიც სამოთხის სურნელს აფრქვევდნენ მთელ სახლში.ჩაეღიმა თავისთვის და მძინარე ლინდას შუბლზე აკოცა ფრთხილად.ასევე ფრთხილად გამოიხურა კარები და ღიმილით წარმოიდგინა,თუ როგორი ყურადღებით ყიდულობდა ნატასთვის წითელ-სისხლისფერ ვარდებს.სახეზე ხელი მოისვა,თითქოს უნდოდა გამოფხიზლებულიყო და ამ სიზმრიდან თავი დაეღწია,მაგრამ თავი გააქნია და ბედნიერი ღიმილით ჩაილაპარაკა.,,რაც მოგივა ალიაო,ყველა შენი ბრალიაო''.სახლის კარები გამოიხურა და გადაწყვიტა ფეხით გაევლო.რამდენი დრო იყო გასული ფეხით არ გაევლო,მიდიოდა და აკვირდებოდა ხალხს.ზოგი როგორი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,ზოგი მექანიკურად მოძრაობდა დაპროგრამებულივით.ქუჩის კუთხეში მოხუცი ქალი დაინახა ცრემლიანი თვალებით რომ ათვალიერებდა ხალხს.იქვე საფუნთუშეში შევიდა,რამოდენიმე ცალი ფუნთუშა იყიდა და მოხუცის წინ ჩაიჩოქა.ცრემლი თავისივე ხელით მოწმინდა და ფუნთუშებიანი პატარა ჩანთა მისცა,რამოდენიმე ლარი ამოიღო და ხელში ჩაუდო.წამოდგა და გზა გააგრძელა,უკან კი მოხუცი ქალის ლოცვა მოყვებოდა,ასევე უამრავი გაოცებული თვალი უწვავდა ბეჭებს.ფიქრებში გართულმა ვერც კი გააცნობიერა როგორ მივიდა თავისთავად საავადმყოფოსთან.უეცრად ნაცნობმა ხმამ გამოარკვია და გზის მეორე მხარეს გაიხედა,სადაც ნატა იდგა და მეგობარ გოგონასთან ერთად გულიანად იცინოდა.უსმენდა მის კისკის და შიგ გულში ხვდებოდა სასიამოვნოდ მისი ხმა,უცქერდა ნატას და გულში ფიქრობდა,თუ როგორი მიმზიდველი იყო ეს ქალი მისთვის.რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მის გადაწყვეტილებაში.
-მხოლოდ შენ,მხოლოდ შენ იქნები ჩემს გვერდით.უშენოდ ჩემი მომავალი,მომავალი არ არის ნატა.ან შენ,ან არავინ.სიყვარული სიამაყეზე და პრინციპებზე მაღლა დგას,სიყვარულისთვის იქამდე ვიბრძოლებ,სანამ არ გავიმარჯვებ.ვიბრძოლებ ბოლომდე,რომ ჩვენ ერთად ვიყოთ.მწამს,რომ გავიმარჯვებთ,ჩვენ ერთად ვიქნებით.ლევანისთვის თითქოს დრო გაჩერდა,როცა ნატალი გაკვირვებული მის წინ დადგა და მისი ხმა გაიგონა.
-ლევან?აქ რა გინდა,ვინმე შენიანი წევს?თავადაც გაუკვირდა,რომ იცნო და თითქოს არ იცოდა,იქით შეეკითხა ნატას..
-ნატა?არა,არავინი არ წევს,ფეხით ვსეირნობდი და ჩაფიქრებული აქამდე მოვედი.არ დაუმალავს სიმართლე.
-მე კიდევ შემეშინდა,რომ შეგხედე რამე ხომ არ სჭირსთქო.
-შეგეშინდა?წარბაწეულმა შეეკითხა.
-ხო რავი,ასაკი გაქვს უკვე და არცაა გასაკვირი ექიმის ყურადღება დაგჭირდეს.ლევანი მიუხვდა ნატას გადაკრულ სიტყვებს და არც თავად ჩამორჩა იუმორში.
-ხოდა შიში რომ გაგიფანტოთ ექიმო,იქნებ თქვენმა ნატიფმა თითებმა გამსინჯოს?
-არაა საჭირო შიგნით შესვლა თქვენი გულის მოსმენა აქაც შემიძლია.ლევანის ხელი ხელში აიღო და გულისყურით უსმენდა მაჯაზე მის აჩქარებულ გულისცემას,რომლის პულსმაც პიკს მიაღწია.
-რაო ექიმო,დროზე მოვედი თუ უკვე მოახლოვებულია ჩემი დასასრული.ალბად იმასაც მეტყვი თუ რამდენი დამრჩა სიცოცხლისთვის,ერთი თვე თუ ერთი წელი?ნატამ სერიოზულად შეხედა და უთხრა.
-ვერაფერს ვერ გეტყვი ჯერ მანამ,სანამ სერიოზულ დაკვირვება არ მოხდება თქვენზე სხვა ექიმებთან ერთად.
-მითხარი,რომ მეხუმრები.უთხრა ლევანიმ რომელსაც შუბლი ოფლისაგან დაცვაროდა და სადაც იყო,გული მართლა ცუდად გაუხდებოდა.ნატამ გვერძე მიაბრუნა თავი და შეამჩნია ლევანიმ მისი ჩაცინება,უცქირა და უთხრა.
-რა სასჯელი გეკუთნის თავად მითხარი,გული ლამის წამივიდა,მაგრამ გული მართლა ცუდად მაქვს ნატა.
-ხოოო?რა ავადმყოფობა შეგეყარათ ბა-ნო ლევან?
-ჩემს გულს ის ავადმყოფობა შეეყარა,რომელსაც სიყვარული ჰქვია და მისი შეშინებისთვის,რომ გაპატიოს ვახშამზე გეპატიჟება.
-არ შემიძლია .............
-არა,არანაირი უარს არ მივიღებ,რადგან შენი ბრალია ჩემი გულის დაავადება.
-მე რა შუაში ვარ?გაუკვირდა ნატას.
-შენ ხარ შუაშიც,თავშიც და ბოლოშიც.ნატას გაეცინა და სიმართლე უთხრა ლევანს რომელმაც ძალიან გაახარა.
-ვიცი,რომ მე ვარ დამნაშავე და რადგან ასე მოხდა,ხუთშაბათს 6 საათზე შევხვდებით ერთმანეთს.
-მაშ,შეხვედრამდე.დაემშვიდობა კმაყოფილი ღიმილით.
-შეხვედრამდე ლევან.ნატას მოშორებით იდგა ღიმილით მისი ახლო მეგობარი და ელოდა,მიუახლოვდა თუ არა ლევანის სიმპატიურობით მოხიბლულმა შეეკითხა.
-ნატა ვინ არის ეს მამაკაცი.ნატამ კი ღიმილით წავიდა ნელი ნაბიჯით და თავიანთი კაბინეტში მისვლამდე მოკლედ მოუყვა ლევანის გაცნობის დღე.
-მაგრამ უნდა ვაღიარო,ძალიან შეცვლილია.არ მეგონა ადამიანი ერთ წელიწადში ასე თუ იცვლებოდა.
-ეს როგორ,რას გულისხმობ მის შეცვლაში,უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
-რა უარესობისაკენ,უკეთესობისკენ მაკა უკეთესობისკენ.თავიდანვე მაბნევდა მასთან ახლოს დგომა და ახლაც წამიერად ვიგრძენი მისი სურნელის შესუნთქვისას გონება გამეთიშა და დამავიწყდა ვინ ვარ,სად ვარ და რას ვაკეთებ.მაკააა რა ვქნააა,თავს ვერ ვერევი.
-ნატ ასეთი მამაკაცები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოჩნდეს ქალის ცხოვრებაში და დაბნევა და გათიშვა კი არა,მადლობა უთხარი უფალს,რომ ამ იშვიათი მამაკაცის ეგზემპლიარმა შენამდე მოაღწია.
-ასე ფიქრობ?
-დიახაც ასე ვფიქრობ და კიდე ვფიქრობ,მაგ მამაკაცს კარგი მეგობრები ეყოლება,გამაცნობ?არაა დაფიქრება საჭირო,ხომ იცი უარს არ ვიტყვი.
-გიჟი ხარ შენ?რაზე ფიქრობ,მე ხუთშაბათამდე მოვკვდები.
-რატო?ორი დღეა ხუთშაბათამდე რა გკლავს.გაუკვირდა მაკას ნატას ნათქვამი.
-ეს ჩემთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისია,იცი როგორ ვარ?გაფუჭებულ საათს რომ აამუშავებ და თითქოს მკვდარს აცოცხლებ,სწორედ ასე ვარ.მაკა ახლოს მივიდა,მხრებზე ხელი მოხვია,თმებზე მოეფერა და დაუყვავა.
-გიყვარს?თუ გიყვარს იბრძოლე ნატა.
-როცა ჩაფლული ვარ ჩემს საქმეში,ვერ ვამჩნევ დროს ისე გადის,ვერც კი ვგრძნობ მის მოახლოვებას,მაგრამ არსებობს სამსახურის გარეთ ცხოვრება,რომელზედაც დამეფიცება ბევრი არაფერი არ ვიცი.ეს კი ადამიანის ორგანიზმივითაა,ის ძალიან სათუთი,ნაზი განცდაა და ამავე დროს შეუფასებელია ეს გრძნობა,რომელიც ნელა-ნელა იკიდებს ფეხს და ფესვების გართხმას ცდილობს.ეს უცნაური გრძნობა რომ გაჩნდა ჩემში,მას მერე ერთი წელი გავიდა და აი დღეს კი თავად შემახსენა თავი და გამიღვიძა,უკვე მიძინებული გრძნობა.
-რა იგრენი,რომ დაინახე.
-მეკითხები რა ვიგრძენი?გული ლამის გამიჩერდა.
-ნეტა თავად რა იგრძნო?თქვა ინტერესით მაკამ.
-რა იგრძნო?მისი გული,ისე როგორ ჩემი გარეთ გამოსვლას ცდილობდა.მე ხომ ადამიანის გულის მესაიდუმლე ვარ.მოვატყუილე პირველად ცუდად გაქვს გულითქო და მიმიხვდა,ამიტომ ვახშამზე დამპატიჟა.
-აააა,მანამდე ორი დღეა ნატა.იქნებ დედაშენს დაელაპარაკო,ქალია და გაგიგებს.არ შეიძლება,რომ არ გაგიგოს.ძალიან გასაკვირია რა მოსწონს დედაშენს გოდერძის და რატომ ითხოვს ხოლმე ასე დაჯინებით შეხვდე ამ პიროვნებას.ვერ დაგიმალავ,მაგრამ არ მომწონს მე ეს ყველაფერი და თან ძალიან მაკვირვებს.
-არ შემიძლია,ვერ ვიტან.მის გვერდით რომ მომიწიოს ცხოვრება,იცოდე თვითმკვლელობით დასრულდება ჩემი სიცოცხლე.
-დაშორდი,ნუ ხვდები საერთოდ მას ნატა.
-რა ვუთხრა,რომ დავშორდე.
-ნატა სიმართლე,სიმართლეეეე.რომ უკვე წელიწადია შენი გული სხვას ეკუთნის,ეს შენი პირადია და შენი ცხოვრებაა.
-არ შემიძლია,რამეს მომწევს.
-შენ ხვდები,რომ დაშინებული ყავხარ?არ შეიძლება გააკეთო ის სრულწლოვანმა ადამიანმა რაც მხოლოდ დედაშენს უნდა.ლევანი კარგი ადამიანი ჩანს და ნუ კრავ ხელს,გიყვარს და ამიტომ დაიცავი შენი სიყვარული.
-როგორ,როგორ დავიცვა.
-თუნდაც შენი სიცოცხლის ფასად.მტკიცე იყო მაკას სიტყვები და ძალიან დამაჯერებელი.ნატამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მეგობარს და აკანკალებული ხმით უთხრა.
-დარწმუნებული ვარ,ყველაზე მეტად,დედაჩემი ვერ გამიგებს მაკა.
-გოგო ნუ გამაგიჟე დღეს,რომელ საუკუნეში ცხოვრობ გამაგებინე,გაიხედ-გამოიხედე რა ხდება ქვეყანაში და დროა გაიღვიძო,შენი ცხოვრება შენ თავად მართო და არა შენ გმართოს სხვამ,გესმის?საღამომდე დაფიქრებული მუშაობდა და საღამოს მაკას უთხრა. 
-მე მივდივარ,არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ თუ ვერ შეგეხმიანე,თუ ვერ დამიკავშირდი იცოდე რომ მიჭირს და მჭირდები,არ მიმატოვო მარტო მაკა ვერ გავუძლებ მარტო ამ ყველაფერს.
-წადი და წარმატებები მეგობარო.
  ლევანი გახარებული დაბრუნდა სახლში,ღიღინით შეაღო კარები და მოულოდნელობისაგან კარებშივე გაშეშდა,რადგან არ ელოდა იმ მოულოდნელ სიურპრიზს,რამაც მისი სიხარული ორმაგად გაზარდა და გულში ვერ ატევდა,რომელსაც ერთადერთი დის ბედნიერება ჰქვიოდა.თავისი სიხარული ჩახუტებით და მოფერებით გამოსახა,შემდეგ კანკალი დააწყებინა,იქ მყოფთ ეგონათ შესცივდაო,მაგრამ არა,ეს ყველაფერი ზედმეტი სიხარულისგან იყო გამოწვეული.თითქოს დამშვიდდა,მაგრამ მოულოდნელად ნერვიული სიცილი აუტყდა,რამაც სერიოზულად შეაშინა გურამი.
-ლევან რა გჭირს.მიუახლოვდა შვილს და გაოცებული უცქერდა.ლევანიმ სული მოითქვა და სიცილისგან თვალებში წამოსული ცრემლი მოიწმინდა,შემდეგ გურამს შეხედა და უთხრა.
-რა უნდა მჭირდეს მამა,ბედნიერებაა ჩვენს სახლში.სახლში მოვდივარ,კარებს ვაღებ და სახლში ჩემი საუკეთესო მეგობარი მხვდება.არადა კითხვაც არ უნდა რატომ მოვიდა,რისთვისაა ან ვისთვისაა მოსული.გამიხარდა,ძალიან გამიხარდა,მაგრამ უნდა ვცემო,ისე რომ ეს დღე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს.ბოლო სიტყვები გაბრაზებულმა წარმოთქვა და გაბრიელისაკენ წაიწია.გურამი წინ გადაუდგა თითქმის ჭკუიდან შეშლილ შვილს და მისივე ძლიერი და მკაცრი ხმით შეუყვირა.
-რას აკეთე,ხვდები?თუ გაგიჟდი და ჯერ არაფერი არ ვიცი.მართლა შეეშინდა გურამს რადგან,არ ელოდა ასეთ რეაქციას ლევანისგან.
-არა,არ გავგიჟებულვარ,ძალიან კარგად ვარ.შემდეგ გაბრიელს მიუბრუნდა და შეუღრინა. გაბრიელმა კი თავი მოისაწყლა და დაასწრო.
-კარგი რა,ლევან ხომ იცოდი ერთ დღეს ეს რომ მოხდებოდა.
-რა კარგი, რა ლევან გაბრიელ.სამი დღე,მთელი სამი დღე ერთად ვიყავით არ შეგეძლო რამე გეთქვა თუ რამეს აპირებდით?
-გეფიცები ეს დღეს გადავწყვიტეთ,მეც თავად შოკში ვარ.ლევანმა ლინდას გახედა რომელიც გაბრიელის უკან იმალებოდა,რცხვენოდა ძმის და თვალს ვერ უსწორებდა.გაბრიელმა ხელი მოხვია და დაამშვიდა,შემდეგ კი ისევ ლევანს მიუბრუნდა.
-მე მიყვირე,მე მეჩხუბე და რაც გინდა ის მითხარი ავიტან,მხოლოდ ლინდას ნუ წაეჩხუბები ისედაც ერიდება თქვენი და თან შენი ეშინია შე ცხოველო.ბოლო სიტყვები შეუღრინა ლევანს.
-შენ დააშინე უკვე და იმიტომ ეშინია.
-აი შარო საიდან მოდიხარო.თქვა გაბრიელმა და ლევანს თვალები დაუბრიალა.არ მიაქცია ყურადღება მის თვალების ბრიალს და ლინდას შეეკითხა.
-მართლა გეშინია ჩემი?ლინდამ კი უარის ნიშნად თავი გააქნია,ლევანს კი ჩაეღიმა.შემდეგ გაბრიელს მიუბრუნდა.-არ დაგიწყებ ჭკუის სწავლებას,ისედაც ვიცი რა ჭკუის კოლოფიც ხარ.მხოლოდ რაღაც მინდა გითხრა არა თხოვნით,არამედ მოთხოვნით.დღეიდან შენს გვერდით ძალიან იდუმალი ადამიანი დგას გაბრიელ და  შენ მოვალე ხარ დაიცვა ის.შეხედავ ნაზი არსებაა,მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ძალიან რთულია და შენ უნდა შეძლო მისი შეცნობა.ის არც არასოდეს გეტყვის ზედმეტს და არც არასოდეს მოგთხოვს ზედმეტს,მან იცის რომ ბედნიერია.მას ესმის შენი და შენ გესმის მისი.მას ძლიერი ადამიანი ჭირდება გვერდით,ისეთი როგორიც შენ ხარ.იცოდე,მის თვალზე ცრემლს შევხედავ და მოგკლავ ისე,არც კი დავფიქრდები.შენ კი ჩემი ნუ შეგეშინდება,მე მახარებს შენი ბედნიერება.მიყვარხარ ჩემო პატარავ.ლინდას თავზე აკოცა და გულში ჩაიხუტა.
-კიდევ ერთი რაღაც გვინდა გითხრათ,მაგრამ არ ვიცით როგორ გაიგებთ,ან როგორ მიიღებთ.ლევანმა წარბაწეულმა შეხედა გაბრიელს და ანიშნა,თქვი რატომ გიჭირს თქმაო.
-ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ.ლინდა ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად.ჯერ ლევანს შეხედა და შემდეგ გურამს.
-ქორწილი არ იქნება?ქორწილის გარეშე როგორ გავუშვა ჩემი გოგო სახლიდან გაბრიელ.ლევან შენ რატომ ხარ ჩუმად.ლევანს გაეცინა და გურამს უთხრა.
-ქორწილსაც გადავიხდით მამა.წავიდეს,ლინდა გაიზარდა და იქ უნდა,სადაც მისი სიყვარულია,სადაც მისი ადგილია.შეხედე მის თვალებს,ბედნიერებას რომ ასხივებს როგორ შევძლო და ავუკრძალო სიყვარული.ჩვენ ხომ გვინდა ის ბედნიერი იყოს,ხოდა მისი ბედნიერება ამ ჩემი ხისთავიანი მეგობრის გვერდით ყოფილა და ეს მინდა არ მინდა უნდა ავიტანო.იცინოდნენ და ყველა ბედნიერი იყო,იმ ღამით ლევანი მთელი ოჯახის სიხარულით ხარობდა და ნატა კი ცხარე ცრემლით ტიროდა.
 გუნება-განწყობა შეცვლილი და უსიამოვნო ფიქრებით დატვირთული მიაბიჯებს სახლისკენ და იცის,რომ თავს ვერ დააღწევს იმ ჯოჯოხეთიდან სადაც არის ჩაძირული.თითქოს ეშმაკი იბრძვის მის გარშემო და მის შთანთქმას ცდილობს.მისთვის მეტისმეტი სიმშვიდით შევიდა სახლში, რომელმაც ეჭვი დაბადა მოულოდნელად სითბო ჩამდგარ დედაში და ღიმილით უთხრა.
-მოხვედი შვილო?
-მოვედი.უთხრა ჩუმად,ღონე წართმეული დადგა დედის წინ და ცრემლი მოერია.
-რა მოხდა,მოკვდა ვინმე?
-დედა,შეგიძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც,მხოლოდ ერთხელ რომ ვილაპარაკოთ არა როგორც დედა-შვილმა,არამედ როგორც ქალმა ქალს?
-რა ხდება,ნუ მაშინებ ნატა.უჭირდა,ძალიან უჭირდა საუბარი,მაგრამ რადგან დაიწყო ბოლომდე უნდა ეთქვა მისი სათქმელი.
-დედა,მე არ ვარ თანახმა ამ ქორწილის.
-ეს,ეს როგორ გავიგო?რას ჰქვია არ ხარ თანახმა,ვინ აგირია ტვინი,ვინ გადაგეყარა გზაზე.გაოცებული და გაკვირვებული უცქერდა შვილს თამილა.
-დედა როდისმე გყვარებია?იცი საერთოს სიტყვა ,,სიყვარული'' რას ნიშნავს?გაიგე არ მიყვარს,ვერ ვიქნები მასთან ბედნიერი,ჩვენ არ ვართ ერთი სულის ადამიანები.ვერ ვუგებ ამ ადამიანს,რომ ვხედავ მეშინია მისი,რატომ არ გინდა გამიგო ადამიანო.
-დღეს გაგახსენდა რომ არ გიყვარს?დღეს გაგახსენდა რომ ვერ ავსებთ ერთმანეთს და ვერ აბედნიერებთ?ვინ ხარ შენ,შენს მინდა არ მინდაზე რომ ვიარო?
-მესმის,რომ ყველასთვის ვერ ვიქნები საუკეთესო,მაგრამ ვიზე დავქორწინდე ეს მე უნდა გადავწყვიტო და არა შენ.მე უნდა გადავწყვიტო,ვისთან ვიცხოვრებ მთელი ჩემი ცხოვრება,ვფიქრომ ამის უფლებას ვერც შენ და ვერც სხვა ვერ წამართმევთ.
-არა,ასე არ დასრულდება როგორც შენ გინდა.ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მინდა გესმის?წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ჯერ მე გადამაბიჯო და მერე აისრულო შენი სურვილი.ნატამ შეხედა თამილას რისხვით ანთებულ თვალებს და მიხვდა,რომ მასთან საუბრით ვერაფერს ვერ გააწყობდა,მშვიდად წამოდგა ფეხზე და უთხრა.
-მე მოვედი დღეს ამ სახლში არა ისე,როგორც აქ ვცხოვრობ,მე მოვედი და გითხარი ჩემი სათქმელი.მივდივარ სახლიდან,შენ როცა კარგად დაფიქრდები და მიხვდები,რომ შეცდომას შენ უშვებ და არა მე,დამირეკე.თამილას თეთრი ფერი დაედო სახეზე,მაგრამ სიამაყეს არ გადააბიჯა და შეუვალი,მტკიცე ხმით უთხრა.
-აქ დაჯდები და არსადაც არ წახვალ.ჩვენზე იფიქრე?შენს დაზე ან შენს ძმაზე იფიქრე?
-შენზე უკეთესად ვფიქრობ მათზე,შენ ნუ ღელავ, მათ მე დაველაპარაკები.18 წლამდე შეგეძლო გემართე,ისე როგორც გინდოდა,დღეს კი მე 24 წლის ვარ და მეც შემიძლია ჩემი ცხოვრება ვმართო ძვირფასო დედა.და კიდევ ერთი,დარწმუნებული ვარ ჩემი ძმა ისე არ გამოშტერდება,რომ შენი არჩეულ კუკლაზე დაქორწინდეს უსიყვარულოდ,მას კი შენზე უკეთესი გემოვნება აქვს,ვერც სიძე და ვერც რძალი ვერ შეუფარდე შვილებს,არ ვიცი რამ დაგაბრმავა ან რა გაბრმავებს.
-ღმერთო რა სირცხვილია,რას იტყვის ხალხი.
-აი ეს კი,ჩემთვის მეორეხარისხოვანია დედიკო.ეს შენი პრობლემაა,სულ მალე გაგივლის ეს წუხილი,ისე როგორც სხვა შენს ცხოვრებაში შექმნილი პრობლემები.
-ყველაფერი დაივიწყე,რაც თქვი ან ვთქვით ამ სახლში დარჩება.მე მივდივარ,დღეს ღამის სმენა ვარ.მაგრამ იცოდე ისე არ იქნება ყველაფერი და ჩაშლი ქორწილს,იცოდე შენი სურვილის გარეშე ძალით გათხოვდები.ხალხის ქილიკს მირჩევნია ასე გავაკეთო.იცოდე,დაიმახსოვრე მე გაგაჩინე და მევე მოგიღებ ბოლოს,ჩემივე ხელებით.არ გაბედო და სახლიდან არ წახვიდე,ყველგან მოგაგნებ და ქორწილი მაინც შედგება.წავიდა თამილა და უძრავად მდგარ ნატას ცრემლები წასკდა.ხომ გაგიგონიათ, ,,შეხედე ნიანგის ცრემლებს აფრქვევსო''.მაგრამ ეს არ იყო ნიანგის ცრემლები,ეს იყო გულიდან წამოსული,გულის ცხელი ცრემლები.დიდი პრობლემის წინაშე დადგა,ჯერ მის ოთახში გაანადგურა ყველაფერი რაც კი ხელში მოყვა,შემდეგ კი დაღლამდე იტირა.,,როგორი საცოდავი ხარ,შენი ცხოვრების მართვაც კი არ შეგიძლია და სხვას შეეწინააღმდეგო არც ეს შეგიძლია''.თავის თავს ეჩურჩულებოდა,უეცრად ჩანთა აიღო ტანსაცმელი რაც მოყვა ხელში შიგ ჩაყარა და თან ტელეფონით მაკას დაურეკა.
-ვერ გამიგო,მაკა საკუთარმა დედამ ვერ გამიგო და გამწირა უბედობისთვის.მაკას გულზე მოხვდა მეგობრის აკანკალებული ხმა და მკაცრად უთხრა.
-რას ელოდები მანდ,ახლა ტირილის დრო არ არის,ჩაალაგე შენი ნივთები და სასწრაფოდ დატოვე სახლი.
-უკვე მზად მაქვს ყველაფერი და შენთან მოვდივარ.ტელეფონზე საუბრობდა და თან უკვე კარებს კეტავდა,რომ მოულოდნელად მის წინ გოდერძი გაჩნდა.



№1  offline წევრი mia15

კარგია ძალიან.მომეწონა რომ დავინახე

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
კარგია ძალიან.მომეწონა რომ დავინახე

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი mia15

ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent