შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [16]


2-06-2015, 18:03
ავტორი Just A♥
ნანახია 4 254

მთელი გზა მართლაც ვერ მოისვენა ანასტასიამ,უამრავი კითხვა აწუხებდა,დამიანე რამოდენიმეჯერ შეტრიალდა მისკენ,თუმცა სიტყვა გაუწყდა,ვერაფრით უთხრა ქალს სიმართლე,მისი დაკარგვის შეეშინდა

–ხომ კარგად ხარ?

გრძნობდა ქალის მოუსვენრობას

–კი

იცრუა ანასტასიამ

–დარწმუნებული ხარ?

–კი

თავი მიადო მხარზე,მერე ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადმოვიდა.
სახლში რომ შევიდა გოგის კაბინეტისკენ გასწია,თითქმის ახლოს იყო მისი აზრები იმასთან,რაც მის თავს ხდებოდა,თუმცა უჭირდა დაჯერება,ამიტომ ახლა ამ ყველაფრის გაგების საუკეთესო საშუალება მამამისი იყო.

კარები რომ შეაღო გოგის მაშინვე მოჰკრა თვალი,საბუთებში იყო ჩამალული,არეულად ეწყო მაგიდაზე თეთრი ქაღალდები,ზოგიც ყვითელი და ერთი ორი შავი ფაილიც.

–რა ხდება ტასო?

გოგიც მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო

–მე უნდა გეკითხებოდე მგონი მაგას მამა

ქალმა ხელჩანთა მაგიდაზე დადო და გოგის მიაშტერდა

–რა გჭირს ანასტასია?

–ვინ არის დამიანე დვალი?

გოგის გაეცინა,მიხვდა რაშიც იყო საქმე

–რა გაცინებს მამა?

ქალს სულ უფრო და უფრო ეტყობოდა ბრაზი და დაძაბულობა

–დაჯექი

სავარძელზე მიუთითა ქალს,ანასტასია თავიდან უარზე იყო,თუმცა რამოდენიმე წუთის მერე ჩამოჯდა

–შენი თანამშრომელი სულაც არ არის დამიანე არა? ხომ მართალი ვარ?

ქალი სივრცეს გაჰყურებდა და ისე ესაუბრებოდა გოგის,სიტყვებს ნელა,თუმცა დარწმუნებით წარმოთქვამდა

–მართალი ხარ

ქალს სუნთქვა შეეკვრა

–უფრო მეტია ვიდრე რიგითი თანამშრომელი და ვიდრე პირადი მცველი არა?

ქალმა ირონიულად გაიღიმა და სივრცისთვის კიდევ არ მოუშორებია თვალი

–ანასტასია მისმინე

გოგიმ სცადა ქალთან მიახლოება

–გაჩერდი

ქალი ფეხზე წამოდგა და ხელი ასწია,გოგის დაუდგა პირისპირ

–უბრალოდ მითხარი ვინ არის,და რატომ გააკეთეთ ეს ყველაფერი,ზედმეტი კითხვების გარეშე

გოგისთვის მზერა არ მოუშორებია ისე უსმევდა შეკითხვებს
გოგი ჩამოჯდა,რამოდენიმე წამით გაჩერდა,მერე დაიწყო

–ლევან დვალი გახსოვს?პატარა რომ იყავი სულ დადიოდა ჩვენთან,ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს–პარტნიორი იყო

გოგიმ პაუზა გააკეთა,მცირე თუმცა საკმაოდ დიდი იმისათვის რომ ანასტასიას ფაქტები დაეკავშირებინა

–დამიანე ლევანის ვაჟია,რამოდენიმეჯერ პატარაობაში ჩვენთანაც არის სტუმრად მოსული,მამამისთან ერთად,ლევანი ბოლო წლებში ჩემს წინაშე თავს მევალედ გრძნობდა,რაღაც საქმეში დავეხმარე,გარდაცვალებამდე მითხრა,რომ ნებისმიერი საქმისთვის შემეძლო მისი ოჯახისთვის მიმემართა,ხოდა მეც გამოვიყენე ეს იდეა–შენს დასახმარებლად

–დასახმარებლად?

ქალი ერთ ადგილზე იდგა,გაქვავებული იყო და ცოტაღა აკლდა,რომ ეტირა

–საფრთხეში იყავი ტასო

კაცი ცდილობდა დაერწმუნებინა ანასტასია,თუმცა ქალი ახლა სულ სხვაგან იყო

–რა საჭირო იყო ამდენი ტყუილი?უბრალოდ ხომ შეგეძლოთ გეთქვათ რომ ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი იყო

–არაფერი ყოფილა გათვლილი ტასო,იმ კაცს მართლა უყვარხარ

–გაჩერდი გოგი!

ქალმა ტონს აუწია,მერე ხელები აუკანკალდა,გოგიმ ეს შენიშნა და ქალთან მივარდა

–არ გაბედო და არ გამომაყოლო ვინმე!

–ღამის ორი საათია,სად მიდიხარ ტასო!

გოგიმ სიტყვები დააწია,თუმცა არც კი მიუქცევია მისთვის ყურადღება
მკაცრად უთხრა გოგის,კიბეები ჩაირბინა,კურტკა მოიცვა და სახლი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა,გარეთ დაცვის ბიჭები იდგნენ

–გასაღები მომეცი

ერთ–ერთს დაუძახა ,მერე ახლოს მივიდა და გამოართვა,მანქანაში ჩაჯდა და მოსწყდა ადგილს,გზაში უფრო მოემატა ბრაზი,უფრო დაიძაბა და ყველაფერი მოაწვა ერთად,ყველა გრძნობა და ემოცია.დვალის ჭიშკართან გაჩერდა და სიგნალებით აიღო იქაურობა,ჭიშკარი გაიღო და დვალსაც მოჰკრა თვალი,ხელში სიგარეტი ეჭირა და თვალებით ჭამდა ქალს,ჩანს უკვე მიმხვდარიყო რაშიც იყო საქმე

ანასტასია მანქანიდან გადმოხტა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა დვალისკენ,მუშტები დაუშინა გულმკერდზე და მთელი ძალით აწვებოდა მამაკაცს,თან ბორგავდა,ცოტაღა აკლდა რომ გაგიჟებულიყო

–მატყუარა ხარ,მატყუარა,მატყუარა

იმეორებდა და მთელი ძალით ურტყამდა მამაკაცს,დვალი ერთ ადგილას იდგა,ქალს უყურებდა და ყელთან ძარღვები დაებერა,როცა გაიფიქრა რა მდგომარეობამდე მიიყვანა ეს გოგო

–გაჩერდი

უცებ დაუყვირა ბოხი ხმით,ქალი ადგილზე შეხტა და თავი დახარა,დვალმა შეამჩნია ქალი სულ მთლად სველი იყო ამდენი ემოციისგან,თმები შუბლზე ჩამოჰყროდა და ისე იდგა მამაკაცის წინ,თავჩაღუნული,თან ხელები უკანკალებდა

–გთხოვ

დვალმა ჩუმად ჩაიჩურჩულა და ქალის სახესთან ახლოს მიიტანა თავი,თმებზე გადაუსვა ხელი ფრთხილად და უნდა მიეხუტა გულ–მკერდზე ქალმა რომ მთელი ძალით ხელი ჰკრა და ინერციით უკან გააგდო ამხელა მამაკაცი,დვალს სევდა ჩაუდგა თვალებში,ქალისკენ დაიძრა ისევ ნელი ნაბიჯით

–არ გაბედო იცოდე! არ გაბედო!

ანასტასია ღრიალებდა და თან ხელებს უქნევდა მამაკაცს,თანდათან უკან სწევდა დვალს,მასთან ახლოს რომ არ მოსულიყო

–არ გინდა ანასტასია!გთხოვ! გაჩერდი! ნუ იზამ ამას!

დვალი სევდიანი ემუდარებოდა ქალს

ქალმა თმები უკან გადაიწია და კანკალი შეწყვიტა,უცებ სახე დაუმშვიდდა და ოდნავ ირონიულად გაიღიმა კიდეც

–ახლა მივხვდი

ჩუმად თქვა და დვალს მიაშტერდა,მამაკაცს მისთვის მზერა არ მოუშორებია,სევდიანი თვალებით უყურებდა ქალს და თან მარცხენა ხელში სიგარეტი ეჭირა,თითქმის ჩამწვარი

–ეს სიყვარულობანაც დადგმული იყო არა?

დვალი ადგილზე გაიყინა,სიგარეტის ბიჩოკი ხელიდან გაუვარდა

–მაგას როგორ ამბობ ტასო?

ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა

–მოვალეობა არა? ვითომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და უცებ შეგიყვარდი,თურმე ყველაფერი ამ დაწყევლილი ფულის გამო ყოფილა!

ქალმა ისევ დაიწყო კანკალი

–ფულს ნუ ახსენებ იცოდე!

დვალსაც დაეტყო გაბრაზება და ქალთან ახლოს მიიწია,თან თითის ქნევით უმეორებდა ამ სიტყვებს

–ფულს და შენს თავს ერთად ნუ ახსენებ იცოდე ტასო! ეს სულ სხვადასხვა ფასეულობებია ჩემთვის!და შენ ეს იცი

–რაიყო მართალი არ ვარ? ფულის გამო არ დამიდექი მცველად? იმ ფულის გამო რომელიც მამაჩემმა ასესხა მამაშენს,იმ ვალის გამო,იმ დაწყევილილი,ბინძური ქაღალდის გამო

ქალს ცრემლი ჩამოუვარდა,იგრძნო რომ თუ არ გაჩერდებოდა მეტს ვეღარ შეძლებდა! ამდენი ემოცია ერთად აღარ შეეძლო!

–მაგას როგორ ამბობ? როგორ ფიქრობ?

დვალმა ვეღარ გაუძლო და ქალს მხრებზე მოუჭირა ხელი,თან გაანჯღრია რამოდენიმეჯერ,თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა ამ სიტყვებს

–ხელი გამიშვი!

უკან დაიხია ჭავჭავაძემ

–მეგონა ერთადერთი მამაკაცი იყავი,რომელსაც ჩემს გვართან,ფულთან და მამაჩემთან არანაერი კავშირი არ ჰქონდა,თურმე შევცდი,ყველაფერი დადგმული სცენარი ყოფილა,რა სულელი ვარ.

ნელა იმეორებდა ქალი ამ სიტყვებს და თანდათან უკან იხევდა,ბოლოს მანქანას მიუახლოვდა და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო,დვალი რომ გამოიქცა მისკენ ჩქარი ნაბიჯებით

–არ წახვიდე!

–გემუდარები!

–ძალიან გთხოვ!

–არ დამტოვო!

–არ დაამთავრო!

–ნუ დაუსმევ წერტილს ამ ყველაფერს!

–ნუ გამანადგურებ!

–ნუ გადაუსვამ ხაზს!

–ნუ მომშორდები!

ერთიმეორის მიყოლებით ჩაესმოდა ეს სიტყვები ყურში,თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო,მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა,ისე სწრაფად მოწყდა იქაურობას როგორც დვალი გააქრო თავისი ცხოვრებიდან,წამებში!



№1  offline წევრი ania

მაგარიაა,ველოდები შემდეგ თავს,ააუ ძაან აგვიანეებ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent