შენი სიყვარულის ფობია მემართება (14)
- ბიჭო, მაგარი იდეა მაქვს - გერმანიაში ჩვენც წამოვალთ. ( ალექსადნრე ) - არა. - კი კი როგორარა, ცოტას გავერთობით, ბრანდენბურგის კარიბჭე, რაიხსტაგის შენობა, მარმარილოს სასახლე ახალ ბაღში და სხვა საინტერესო სანახაობები, ღადაობ? რა არა? ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. ( ლენა ) - მგონი დაგავიწყდათ, რომ მე იქ საქმეზე მივდივარ და არა გასართობად. - კარგი რა ძმაკაც, შენ გგონია დავიჯერებთ, რომ დადა დემეტრაძე გერმანიაში მხოლოდ საქმით დაკავდება? სასაცილოა. ( ალექსადნრე ) პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა. - მითხრეს, რომ ჩემი ნახვა გინდოდა. ( გოგი ) - სად ხარ? - მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხვალ საღამოს შევხვდეთ. ( გოგი ) - ჰაჰა პაემანს კიარ გინიშნავ ბიჭო, ჩემს კითხვას უპასუხე. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია, შემდეგკი ღრმად ამოისუნთქა და როგორციქნა პასუხი გამცა. - სახლში ვარ. ( გოგი ) - კარგი, გამოვდივარ. ტელეფონი გავთიშე და ალექსადნრეს ვანიშნე ამდგარიყო. - სად მიდიხართ? ( ნიტა ) - პატარა საქმეა, მალე დავბრუნდებით. - საქმე საქმე და სულ საქმე, არ დაიღალეთ მაინც? ( ლენა ) ლენას ნათქვამზე გამეცინა, შუბლზე ვაკოცე და სახლიდან სწრაფად გავედი, ალექსადნრეც უკან გამომყვა და მანქნა სწრაფად დავძარით გოგის სახლისკენ. - სახლიდან გამოსვლას ვერ ბედავს? მშიშარა კურდღელი. ( ალექსანდრე ) - შენ გგონია მარტო იქნება? ჩემთან საუბრის შემდეგ აუცილებლად გადარეკავადა ძმაკაცებთან. - რაღათქმაუნდა, შენ რას აპირებ? ფიქრობ, რომ მასთან დალაპარაკებს აზრი ექნება? ( ალექსანდრე ) - თუ სიტყვით ვერ მიხვდება სხვნაირად ავუხსნი. - გიუშასთან და ბექუშასთან ხომ არ გადაგვერეკა? ( ალექსანდრე ) - არა. - მარტო არ იქნებაო და რავიცი. ( ალექსადნრე ) - ჰაჰა რაიყო ბიჭო, კურდრელმა შეგაშინა? ამის გაგონებაზე ალექსადნრემ გაკვირვებულმა შემომხედა. - ერთი რამ დაიმახსოვრე ძმაკაც, მისნაირები ვერასდროს გაბედავენ ჩემნაირებთან შეხებას. სიჩქარეს მოვუმატე და ფიქრებში „ჩავიძირე“, ალექსადნრე მართალი იყო, გოგისთან წყნარად საუბარს აზრი არ ექნებოდა, მამიკოს ფულებით განებივრებული ერთი ჩვეულებრივი ლაწირაკი, რომელსაც თავი არაჩვეულებრივი ჰგონია, ალბათ ყველას გქონიათ ასეთ ტიპებთან შეხება - როგორ მინდა, რომ ერთ დღეს ყველას ერთად ავუგო ანდერძი, მაგრამ ჯერ ამისთვის არ მცალია, ახლა მთავარი მამაჩემია და მისი ბიზნესი, ისიცკი არ ვიცი გერმანიაში რა მელოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი მე ვერ შემეხებიან, მე ჩემს პონტში ვიქნები, მაგრამ მაინც მაგრად მიტყდება ის ფაქტი, რომ მამაჩემის გაუფუჭებულ საქმეს მე ვასწორებ, არასდროს მომწონდა პიჯაკებში გამოწყობილი ფულიანი „ტიპები“ , მაგრამ ცოტახანს მათთან თანამშრომლობა მომიწევს - ფიქრებიდან ალექსადნრეს ხმამ გამომარკვია. - ბიჭო, ეს სახლი არ არის? გააჩერე. ( ალექსანდრე ) ალექსადნრეს პასუხი არ გავეცი და მანქნა კორპუსის წინ გავაჩერე. - ისე, ძალიან მიკვირს ასეთი ფულის პატრონი „ჩვეულებრივ“ კორპუსში რატომ უნდა ცხოვრობდეს? ( ალექსადნრე ) - აქ არც ცხოვრობს მხლოდ მაშინ ჩამოდის, როდესაც საქმეს სჭირდება. კიბეები ავირაბინე და კარებიც მაშინვე გაიხსნა. - შენ რა სახლის კარებთან გველოდებოდი? ( ალექსანდრე ) - ჰაჰა შეიძლება ითქვას, რომ თვალყურს გადევნებთ. ( გოგი ) - მაგ სიტყვების გამეორებას მეორედ არ გირჩევ. გოგი ხელით გავწიე და სახლში შევედი - აი მისი საყვარელი კურდღელა ძმაკაცებიც. - გამარჯობა დადა. ბიჭებს მივესალმე და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი. - ცივ ლუდს ხომ არ დალევდით? გარეთ ძალიან ცხელა. ( გოგი ) - კი დავლევთ. ალექსანდრეს ჩემი ასეთი პასუხი ძალიან გაუკვირდა, დაბნეული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ ვიქცეოდი ასე. - როგორ ხართ ბიჭებო? - საკაიფოდ, შენ როგორ ხარ დადა? ( ) - არაჩვეულებრივად. გოგიმ ცივი ლუდი შემოიტანა და ჩემს წინ ჩამოჯდა. - მიირთვით. ( გოგი ) ყველანი გაკვირვებულები იყურებოდნენ, იმასაცკი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთი საქციელით მე მიმყავდა სიტუაცია, სანამ თავდასხმაზე გადახვალ საჭიროა შენი მტერი „სრულად“ შეისწავლო იმასაც ვხედავდი, რომ გოგის ჩემი ეშინოდა, მაგრამ ცდილობდა ეს არ შეემჩნია. - მოყევი. - რა მოვყვე? ( გოგი ) წარბები ავათამაშე და ლუდი გავხსენი. - ის თუ, როგორ მოატყუე გია და ჩაითრიე შენნაირ ბინძურ საქმეში. - ჩემნარ ბინძურ საქმეში? ფრთხილად იყავი ზედმეტი არ მოგივიდეს დადა. ( გოგი ) ამის გაგონებაზე გოგის ჩვეული ღიმილით შევხედე, შემდეკი გიჟივით მივვარდი, ჩემს ასეთ საქციელს არავინ არ ელოდა, ყველა დაიძაბა და ჩემსკენ წამოვიდა, გოგი შეშინებული თვალებით მიყურებდა, ამის მიუხედავად ძალა მოიკრიბა და ბიჭებს ანიშნა გაჩერებულიყვნენ. - ფრთხილად მეკიარა შენ უნდა იყო ბიჭო კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი არ შეგრჩება, გაგანადგურებ ამითკი მე ვისიამოვნებ, ბინძურ სორს გამოგითხრი - შენ და ყველა შენთან ერთად მყოფს ნაკუწებად დაგგლეჯთ, არ გაცოცხლებთ, მგონი საკმარისად მიცნობ და იცი, რომ ამის გაკეთება არ გამიჭირდება, თუ ვერ მიცნობკი გამიცნობ. - მგონი რაღაც შეცდომით იცი, ჩემგან რა გინდა დადა? ( გოგი ) - შენ მასწავლი სწორს და არასწორს ტო, კარგად მომისმინე - გერმანიაში შენს სასტავს დაუკავშირდები და ყველაფერს გამოასწორებ, ბოლომდე დაიხაჯრები და ყველაფერს გააკეთებ, რომ გიას ბიზნესი გადარჩეს, ერთი არასწორი საქციელი და მკვდარი ხარ. გოგის სწრაფად მოვშორდი, ალექსანდრემ ლუდი აიღო და ღიმილით დაასხა გოგის თავზე. - გაგრილდები, გარეთ ძალიან ცხელა. ( ალექსადნრე ) გოგი ფეზე წამოდგა და ყვირილი დაიწყო. - შენი თავი ვინ გგონია? ამდენს როგორ მიბედავ? ( გოგი ) მისი ბრძანების მოლოდინში, ბიჭები გოგის უკან ამოუდგნენ და მუშტები შეკრეს. - მამიკოს ფულებით გაბლატავებული ერთი მშიშარა კურდღელი ხარ. ( ალექსანდრე ) გოგის „ზედმატად“ მივუახლოვდი და დაბალი ხმით დავუსვკი კითხვა. - რამე ვერ გაიგე? დარწმუნებუი ხარ, რომ მეორედ ახსნა საჭიროა? ღრმად ამოისუნთქა და ძლივს შეძლო ხმის ამოღება. - არა, ყველაფერი გასაგებია. ( გოგი ) თვალი ჩავუკარი და ალექსანდრეს ვანიშნე წავსულიყავით, გასვლის დროს გოგის გამწარებული ხმა გავიგე, მაგრამ უკან მიბრუნდება არ ჩავთვალე საჭიროდ. - ასეთ საქციელს აუცილებლად ინანებ დადა დემეტრაძე, აუცილებლად. ( გოგი ) აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა ეს თავი? რაღაც მიზეზებისდა გამო ვერ ვახერხებდი ახალი თავის დამატებას, ამიტომ ყველას დიდ ბოდიშს გიხდით და ვეცდები გამოვასწორო, ახლაკი ველოდები თქვენს შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.