გოგონა მზის ჩრდილში (თავი პირველი, მეორე)
თავი პირველი ბედნიერი ,,დასასრული“ შუადღე იდგა. მზე დაუნდობლად ახურებდა თბილისს და მის შემოგარენს. შემოდგომა შუა რიცხვებამდე გასულიყო, მაგრამ ბუნებას ჯერ კიდევ ზაფხულის კვალი დასტყობოდა. საბედნიეროდ ზემოთ, ნარიყალაზე, სიო ისე ნაზად ლივლივებდა ამომსვლელს ეგონებოდა ედემში ამოვყავი თავიო. ხალხი უკვე დიდი ხნის შეკრებილი იყო. ოცამდე კაცი თუ იქნებოდნენ. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ბაღში შკრებილნი ნათელ ცას გაჰყურებდნენ, რომლის ქვეშაც თავს მშვენიერი თბილისური ხედი იწონებდა. - ქალბატონო მარიეტა,- მიმართა ერთმა ქალბატონმა რომელიც ხელში ვერ აჩერებდა პატარა ჩანთას და ნერვიულად ათამაშებდა,- ამდენ ხანს სად არიან? ხომ არ გადაიფიქრა პატარძალმა?-თვითონვე ჩაეცინა თავის ხუმრობაზე. მამიდა მარიეტას უკვე ეტყობოდა ნერვიულობა. ლოყები უხურდებოდა და მაჯის საათს ნერვიულად დახედავდა ხოლმე. ,, ხომ არ ჩაეძინა?“ გაიფიქრა მან შიშით. ნინელი მეგობარსა და მის მომავალ მულს მიაბარა, თვითონ კი ეკლესიაში წამოვიდა ყველაფრისთვის თვალყური რომ მიედევნებინა. ამისთვის ნერვიულობის საბაბი აშკარად გააჩნდა. ნინელი ბავშვობიდანვე ,,ცოტა“ არაადეკვატური ქცევის ბავშვი იყო. მომავალში ეს მისი ,,ხელოვნის ბუნებას“ გადაბრალდა, თუმცა მამიდა ყოველთვის ეჭვობა, რომ ყველაფერი ხატვაში როდი იყო - ხასიათი ჰქონდა ასეთი. - მოდიან!- შესძახა თეთრკაბიანმა, ოქროსფერკულულებიანმა პატარამ, რომელსაც კაბა ფეხებში ებლანდებოდა,- პატარძალი მოდის! ეს იყო და მამიდა მარიეტამ თითქოს უმძიმესი ლოდი მოიშორა მხრებიდან. ბაღის კარიბჭეებთან სიძე-პატარძალი გამოჩნდნენ. დეიდა მარეტას შეეძლო დაეფიცა რომ ასეთი ბედნიერება ნინელის დაბადების შემდეგ არ ეგრძნო. ნინელი, სადა, ელეგანტურ, თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ჩოხის ორნამენტები ერთვოდა თან. დეიდას ეუცხოვა კიდეც მისი ასეთ ქათქათა და ნაზ კაბაში ნახვა. მიჩვეული იყო, რომ მის ყველა ტანსაცმელს საღებავის მცირეოდენი ლაქა მაინც უნდა ჰქონოდა, ტყუილად კი არ ჰქონდა მეტსახელი - ,, თხუნელა“. წყვილი იმხელა სითბოს და ბრწყინვალებას ასხივებდა, რომ მათმა გამოჩენამ წამშივე შეწყვიტა ჭორიკანა ქალბატონების კისკისი და აღფრთოვანების შეძახილებით შეცვალა. თომამ ნინელის მაგრად მოუჭირა ხელი. ნინელიმაც საპასუხოდ იგივე გაიმეორა. თვალებით თითქოს ერთმანეთს ეუბნებოდნენ ,, ესეც ჩვენი ბენდნიერი ფინალი“. მამიდას თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ მალევე მოიწმინდა, ეს დღე ცრემლებისთვის მეტისმეტად მშვენიერია, გინდ სიხარულის ცრემლები იყოსო. ეკლესიაში შეაბიჯეს. კაშკაშა მზით განათებული მომწვანო-მოყვითალო ბაღისგან განსხვავებით ეკლესიაში საკმაოდ ბნელოდა. შუქი სარკმლებიდან იღვრებოდა, რომლებიც საკმაოდ მაღლა იყვნენ განთავსებილულნი და სინათლით მარტო ჭერს ანებივრებდნენ. ჭერზე კი ნათლად ჩანდა იესო ქრისტეს გამოსახულება, რომლის ორნამენტებიც ნინელის ისე მოეწონა, რომ ერთი-ორი წუთი ჭერისკენ იცქირებოდა, სანამ მამაომ თავისკენ არ უხმო. საქორწინო დიადემა თომას დამ - თეამ დაუჭირა, რომელსაც ლურჯი თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა. როგორც იქნა ამდენი ხნის ნანატრი სიტყვებიც წარმოთქვეს. ბეჭდები გაცვალეს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ამიერიდან მათი სიცოცხლეებიც ერთი-მეორეს ეკუთვნოდა. ერთმანეთს მსუბუქად აკოცეს და ჩვევისამებრ შუბლი შუბლზე მიადეს. - ამიერიდან სამუდამოდ...-დაიჩურჩულა ნინელიმ. თომა საპასუხოდ შუბლზე ეამბორა. საყოველთაო ჟრიამული რომ არა, ალბათ კიდევ ერთ საათს ჩაქჰქირქიტებდნენ ერთმანეთს ფიცს და მომაფერებელ სიტყვებს. მამიდა მარიეტას ცრემლები მაინც წაასკდა. თომას დედა, ქალბატონი ნელიც მას შეურთდა და ერთად აუტყდათ შვების ოხვრა და ტირილი. - გეყოფათ!- დააწყნარა სიცილით თეამ, რომელიც თვითონ ძლივს იკავებდა ცრემლებს და ორივეს გადაეხვია. ბაღში გავიდნენ. ცა ისევ ისეთი ლაჟვარდი იყო. ბნელი ეკლესიიდან გამოსულებს, დღის შუქმა თვალი მოჩხვლიტა სიძე-პატარძალს. ქათქათა მტრედები გაუშვეს. ჩიტები თავისუფლებით ფრთაშესხმულნი ნიავის დინებას მიჰყვნენ. ნინელიმ თომას თვალებში ჩახედა, რომლთა ლურჯიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ცის ლაჟვარდს. - თითქოს ისევ იმ მთაზე ვიყოთ არა?-ჰკითხა თომამ და ხელი მაგრად მოუჭირა. ნინელის თვალზე ცრემლი მოადგა.მზერა უცნაურად გაუშეშდა, თითქოს შორს, ძალზედ შორს იყურება და ვეღარ აღიქვამს იმ არემარეს, რასაც ეს მშვენიერი დღე სთავაზობს. კუპრივით შავი კულულები ნიავის დინებას თანაბრად და ზანტად მიუყვებოდნენ. - იცი, ამიერიდან რაც უნდა მოხდეს დასანანი არაფერი მაქვს. არ ვიცი რა უნდა გადავუხადო ცხოვრებას ამ ყველაფრისთვის. არ ვიცი რა ფასი ენქება ამ სიხარულს, მაგრამ რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს ტვირთი, მე მაინც ავზიდავ მას, და რაგინდ ძვირიც არ უნდა იყოს საფასური - ეს ყველაფერი ამად ღირდა,- სახე ისე აენთო, რომ ცრემლები ბროლივით გაუბრწყინდა. თავი მეორე ახალი სიცოცხლე, ახალ ოჯახში უკვე ერთი წელი გასულიყო ნინელისა და თომას ქორწინებიდან. ოქტომბრის შუა რიცხვები იდგა. წელს, ამინდი ჩვეული ტემპით მიდიოდა, არ იყო არც ის მცხუნვარე მზე, არც ლაჟვარდი ცა და მითუმეტეს არც ნელი სიო. სამაგიეროდ ქარი და წვიმა არ იზოგავდნენ თავს ყველაფრის ასარევ-დასარევად. ნინელი დილაადრიან ადგა. ისე უნდოდა მწარე შოკოლადი, რომ მზად იყო მეშვიდე სართულიდან გადაფრენილიყო მათ მოსაპოვებლად. საბედნიეროდ, ერთი-ორი ცალი შემორჩენილიყო და თავი ჯერ ამით დაიმშვიდა. მერე ქსოვა დაიწყო, ეგებ ამით დავიმშვიდო თავიო. ფანჯარაში გაიხედა. ისევ წვიმდა, ეს ამინდი უკვე ყელში ჰქონდა. ისე უნდოდა ცოტა მაინც გასულიყო სუფთა ჰაერზე და ესეირნა, მაგრამ წვიმა ყველაფერს უშხამებდა. ფანჯარა გააღო. ცივმა ჰაერმა თმები აუწეწა. მაშინვე ეცა სველი ბალახისა და ნამი მიწის სუნი და გული აერია. არა და, ადრე წვიმის შემდგომ სუნზე გიჟდებოდა. - ნია?-თომა ნახევარმძინარი გამოვიდა ოთახიდან,- გაცივდები, დახურე. - სული მეხუთება. თომამ შეამჩნია, რომ ქაღალდისფერი ადევდა. მიუახლოვდა და განზე გაიყვანა. - მოდი რაღაცას მოგიმზადებ. - არ მინდა,- ნინელიმ ამრეზით შეხედა სამზარეულოს და დივანზე ფრთხილად დაეშვა.- ყველაფერზე გული მერევა. - მგონი ჩემი ბიჭი მეტისმეტად ყოჩაღობს არა?!- თომა ალერსით მოეფერ ნინელის შავ თმაზე. ნინელიმ თვალებით დაბურღა. აშკარად არ მოსწონდა თომას ასეთი ქება დიდება მისი ტანჯვის ფონზე. - მოიცა ჯერ მოვიდეს, მე ვუჩვენებ როგორ უნდა ჩემი წვალება!-აპილპილდა ნინელი და მაშინვე მუცელზე იტაცა ხელი. ამ თემაზე იმდენს ხუმრობდნენ, რომ ნინელის ეჩვენებოდა მგონი მარტო ამაზე ლაპარაკობენ მთელი დღე. - კარგი, მე სამსახურში მაგვიანდება. თეა წუთი წუთზე აქ იქნება. თუ რამე, დამირეკე,- შუბლზე აკოცა და კარისკენ წავიდა. ნინელიმ კიდევ ერთხელ იტაცა ხელი მუცელზე. ამჯერად რაღაც უჩვეულო ჩხვლეტას გრძნობდა. მეტისმეტად დაუმძიმდა სუნთქვა. ხელი სკამის ჩასაკიდს მოჰკიდა და მიეყრდნო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ახლა ოფლად დაიღვრებოდა. - თომა,-ძლივს გასაგონად, ჩამწყდარი ხმით და თითქმის მუდარასავით წარმოთქვა,- ბავშვი! თომა ადგილზე შეხტა. მანქანის გასაღები საჩქაროდ აიღო, ნინელის ხელი დაავლო და ქვემოთ ჩაიყვანა. - ცოტაც. კიდევ ცოტაც, ახლავე წაგიყვან! ძრავა დაქოქა და მანქანა მალევე დაიძრა. სარკეში იცქერებოდა. ნინელი ნაწამები სახით სუნთქავდა. - ნია, ისუნთქე! გესმის ღრმად და წყნარად,- უმერორებდა და თან გზისკენ იყურებოდა,- მშვიდად, ხუთ წუთში ადგილზე ვართ. - ღმერთო! ვააი...ააა...- ნინელის კივილზე თომა საჭეს ძლივს იმორჩილებდა. მალე საავადმყოფომდეც მიაღწიეს. ნინელი მაშინვე სამშობიაროში აიყვანეს. სულ ცოტა ხანში კი მათი მთელი საგვარეულო უკვე მოსაცდელთან იდგა. - ღმერთო!- ადგილზე ვერ ჩერდებოდა მამიდა მარიეტა,- რამდენი ხანია რაც შეიყვანეს? თომას პასუხების თავი არ ქჰონდა. მხოლოდ ისღა ესმოდა, როგორ გულისწამღებად კიოდა ნინელი. - რა სჭირს? ცუდად ხომ არ არის?- ისე ცახცახებდა, რომ გვერდით მდგომმა უცხო ქალებმატონებმა ჩურჩული მორთეს. - რა გჭირს ბიჭო?- გაცხარდა ქალბატონი ნელი,- ქალია და ყველაფერს გაუძლებს. - ცხოვრებაში არ მსმენია ასე ეყვიროს,- არ შეეშვა თომა. - იყვირებს აბა რას იზამს. ძნელია ადამიანის შობა. მთელი არსებით ცდილობს მოევლინოს ამ ქვეყანას და არც ანაღვლებს ვის აწვალებს.თქვენ რა განაღვლებთ მამაკაცებს... - დე, მორჩი,-ჩაჰქირქიტა თეამ,- ხომ ხედავ ისედაც ნერვიულობს. ცოტა ხანში ნანატრი ხმაც გაისმა. ბავშვმა ისე იკივლა, რომ თომამ იფიქრა ახლა გული მართლა ვერ გამიძლებსო. - გილოცავთ, ჯანმრთელი, უვნებელი და ლამაზი გოგონა გყავთ,- მოახსენა ექთანმა. - გოგო?- გაუკვირდა ქალბატონ ნელის და სახეზე სიხარულმა იფეთქა,- ღმერთო, რა კარგი! ვეღირსეთ, ბებიაც გავხდი! - შეიძლება ვნახო ცოლ-შვილი?- არ აცადა თომამ ექთანს წასვლა. ექთანმა უთხრა, რომ პალატაში გადაყვანისთანავე მოუხმობდა მათ. - არ მჯერა, ღმერთმანი, ასეთი ბედნიერი ნინელის დაბადების შემდეგ აღარ ვყოფილვარ,- სიხარულის ყიჟინას მამიდა მარიეტაც შეუერთდა. თომას მონახულების ნება დართეს. პალატაში ფეხაკრეფით შევიდა. უნდოდა ნინელი არ შეეშინებინა, კარის ღრიჭოდან ნახა, როგორ ეჭირა ხელში სულ პაწაწინა, მომცრო არსება. - არ გინდა უფრო ახლოდან გაიცნო?- ნაზად უთხრა ქმარს. გრძელი თმა მზრებზე ჩამოშლოდა. ფერწასული იყო, მაგრამ მოყვითალო თვალებში ნაპერწკლები უციმციმებდნენ. თომამ გაიფიქრა, ასეთი ლამაზი არასდროს მინახავსო. - თუ დედიკო ნებას დამრთავს,- გაეღიმა და ცოლ-შვილს მიუახლოვა. - გაიცანი ეს ჩვენი გოგონაა. ეს კი პატარავ, შენი ბუზღუნა მამიკოა. პატარას ისეთივე თეთრი და ხავერდოვანი კანი ქჰონდა როგორც ნინელის. მშვიდად ეძინა და დედის მკერდს ისე მიჰკრობოდა, თითქოს ჯერ მიჩვეული არ იყოსო ამ სამყაროს. - გმადლობ,-უთხრა ნინელიმ თომას და ნაზად გაუღიმა,- შენ რომ არა, ახლა ეს ბედნიერბა ნამდვილად ვერ მექნებოდა. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ შენ უნდა გიმადლობდებდე. -პირიქით,- დასჩურჩულა თომამ და პატარას ნაზად, თითქმის შეუხებლად მოეფერა,- ეს მე უნდა გითხრა მადლობა. პატარა შეირხა და დედას უფრო მჭიდროდ მიეწება. ნინელის და თომას ჩაეცინათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.