შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მზის ჩრდილში (პროლოგი)


12-02-2018, 20:15
ნანახია 1 372

გოგონა მზის ჩრდილში

პროლოგი
უცნაური შეგრძნებაა, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ სამყაროში შენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, რომ ახლა შეიძლება საახალწლო ფოერვერკად გადაიქცე და მრავალ ფერად აფეთქდე.
ზუსტად ასეთი ემოციით იყო გაჟღენთილი თომაც. შეეძლო დაეფიცა, რომ ამ დღემდე წარმოდგენა არ ჰქონია, თუ რა იყო ჭეშმარიტი ბედნიერება.
ცოლად მოჰყავდა ის ერთადერთი გოგონა, რომელმაც სამუდამოდ გაიდგა ფესვები მის გულში.
არ იცოდა რას გრძნობდა, როცა იგონებდა როგორ მიაღწიეს ამ დღემდე, არ იცოდა უნდა ეტირა თუ ეცინა ამ ყველაფრის გახსენებისას.
ქორწილამდე ათი საათი იყო დარჩენილი. თომას ღამით არ დაუძინია, არ იცოდა ეს ემოციების მოზღვავებისგან იყო, თუ რაღაც სხვა მიზეზი არსებობდა , მაგრამ როგორც კი თვალს მოატყუებდა, მაშივე გული საშინლად უფანცქალებდა.
- შვილო, ამ დილაუთენია რას აკეთებ აქ?- ქალბატონი ნელი ოთახში თავისი ღაჟღაჟა პიჟამით შემოვიდა და საათს გახედა, რომელიც ზუსტად ექვს საათს უჩვენებდა.
- თავისუფლების უკანასკენელ საათებს ვითვლი,- უთხრა და გაიბადრა.
- შენ რა გეშველება,- დასძინა ქალბატონმა ნელიმ და სახეგაბრწყინებული ისევ თავის საძინებელს მიაშურა.

ნინელი დილაუთენია უკვე სახელოსნოში იყო. ჯერ დილის ექვსი საათი იყო, მაგრამ მთელი ტანსაცმელი უკვე ჭრელი საღებავით ჰქონდა ამოსვრილი. ფუნჯს ისეთი სისწრაფით აქნევდა, თითქოს კი არ ხატავს ვინმეს ასახიჩრებსო. სახეზე ოდნავ აზარტული ღიმილი უთამაშებდა.
გრძელი შავი თმა მაღლა აეწია, მაგრამ ამასაც კი არ დაეცვა საღებავით ამოთხვრისაგან.
ამ ახალგაზრდა მანდილოსნის შემხედვარე, ნამდვილად ვერავის მოგაფიქრდებოდათ ათ საათში ქორწილი აქვსო. გიჟივით გაქანებული ხატავდა და აშკარად იგრძნობოდა რამხელა დიდ ნეტარებას იღებდა ამ პროცესიდან. სახე ხან გაუბრწყინდებოდა, ხან დაემანჭებოდა, თითქოს ყველა ფერს საკუთარი მიმიკა ჰქონოდეს მის არსებაში.
- ესეც ასე,- თქვა საშინლად კმაყოფილმა თავისი თავით.
ნახატი გვერდით გადადო და მთელი სულით ინატრა ნეტავ შუადღისთვის გაშრესო.
ტანზე მჭიდროს მომდგარი კომბინიზონი გაიხადა და წამით შეაჟრჟოლა. მაშივე სააბაზანოსკენ გაიქცა.
ზღაპრის გმირი რომ ყოფილიყო, მის ყველა ნაფეხურზე ჭრელი ყვავილი ამოვიდოდა იმხელა სიხარულს გადმოსცემდა ახლა.
- ნინელი?- შემოესმა ქალის ნაზი ხმა,- რას აკეთებ?
ნინელი შეკრთა და რაც შეძლება სწრაფი ნაბიჯით მიაშურა სააბაზანოსკენ. იცოდა, ახლა მამიდა, თუ გამოიჭერდა აშკარად მიიღბდა საყვედურს.
ჩვეულებრივი გოგოები წინასოქორწილო დღეს - წვეულებას მართავენ და თავისუფლების ბოლო დღით ტკბებიან და არა ღამეს ათენებენ სახელოსნოში.
საღებავი ზეწდმიწევნით ჩამოირეცხა. ეტყობოდა რომ ნახატი მწვანე ტონებში იყო შესრულებული, კანზეც ეს ფერი ჰქონდა ჭარბად ამოსვრილი.
- ესეც ასე ქალბატონო ხელოვანო,- სააბაზანოდან გამოსულს შეეგება მამიდა,- აბა მითხარით, რას დავაბრალო თქვენი თვალქვეშა ჩალურჯებები.
- წინასაქორწილო ნერვიულობას,- ჩაეღიმა ნინელის და მამიდა მარიეტას ლოყაზე აკოცა.- დეი, მორჩი ხომ იცი მერე აღარ მექნება ეს სახელოსნო. ეს ჩემი ბოლო ნახატია ამ სახლში.
მამიდას გულმა უჩხვლიტა. გულს სტკენდა ის ფაქტი, რომ ამ სახლის მზე მალე სულ სხვაგან აკაშკაშდებოდა.
- ნუ სულელობ, ეს შენი სახლია შვილო, იმდენი ხატე , რამედენიც შენს გულს გაუხარდება.
ქალი ნინელის მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა. ისეთივე ნაზი ხელებით ეფერებოდა, როგორც ყოველთვის. ეს ხელები ნინელის ყოველთვის ნაზ ფერიასთან შეხება აგონებდა, საოცრად დამამშიდებელი და სითმოს მომგვრელი იყო.
ასე ცოტა ხანს იდგენენ. მშვიდად და უხმოდ, თითქოს ეს სიუმე იყო ის ენა, რომლითაც ერთმანეთს უგებდნენ. ნინელიმ წამით დეიდის თვლებს ჩახედა, რომელსაც ცრემლები ფარავდნენ, ვითარცა ნისლი, სიხარულის და ამავდროულად წუხულის გრძნობით აღვსილი...



№1 სტუმარი სტუმარი shalo

ver vregistrildebi ra gamiketet

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent