შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dirty reailiton (3)


13-02-2018, 22:02
ავტორი Mari korti
ნანახია 4 220

თავი 3
-დააგვიანე.- მივუახლოვდი თუ არა, გავიგე მისი ბოხი ხმა. ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ვერ ვინძრეოდი.
ჰარი ჩემკენ წამოვიდა და მომიახლოვდა. თვალებს ჩემს სხეულზე ატარებდა და ახლა ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ ეს კაბა არ უნდა ჩამეცვა.
წელზე ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა. ცალი ხელი კი ჩემს ხელს მოკიდა და ნელა დაიწყო მოძრაობა. მოიცა ის რა ცეკვავდა? კი, ზუსტად ასე იყო. ჩემთან ერთად ცეკვავდა, მუსიკის ნელ ტემპრზე. ნელ-ნელა მეც ავყევი და მკერდზე ავეკარი. მისი ცხელი ამონასუნთქი ყელზე მელამუნებოდა.
უეცრად, მისი ტუჩები ლავიწთან ვიგრძენი და გამაჟრჟოლა. ლავიწიდან ნელ-ნელა ქვევით ჩაუყვა და მკერდთან შეჩერდა, შემდეგ სახეში შემომხედა და ტუჩებს დააცხრა.
რამდენიმე წამის წინ მყოფი თბილი ჰარი, წამში გაქრა და ისევ ის ცხოველი დაბრუნდა. ხელი ვკარი და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ ამაოდ. რათქმაუნდა, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.
უეცრად, ვიგრძენი როგორ მოვწყდი იატაკს და ჰარის მკლავებში აღმოვჩნდი. ერთი გავიფართხალე, მაგრამ მან კვლავ თავისი გზა გააგრძელა და "ჩემს" ოთახში ამიყვანა. საწოლზე ნაზად დამაწვინა, შემდეგ კი ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
როცა მივხვდი რასაც აპირებდა, სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, მაგრამ მან მკლავში ხელი ჩამავლო და კვლავ ადგილზე დამაბრუნა. წამში მოექცა ჩემ ზემოთ და კვლავ ლავიწზე მაკოცა. მაჟრჟოლებდა, როცა ვხვდებოდი, რომ მან ჩემი სუსტი წერტილი იპოვა.
კოცნით მკერდამდე ჩაუყვა. ახლა კი ხელს ჩემი ისედაც ვიწრო კაბა უშლიდა. სწრაფად დააშორა ნაჭერი ერთმანეთს და კაბა ტანზე შემომახია. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა და წამოვიკივლე. მან კვლავ ადგილზე დამაბრუნა და თავისი საქმე განაგრძო.
მაგრამ... წამში მოვეგე აზრს. რას ვაკეთებდი? ასე შეტოპვა ნამდვილად არ მინდოდა. ჰარის ჩემს ქალწულობას ვერ ჩავაბარებდი, ეს გამორიცხული იყო.
-ჰარი, გთხოვ გაჩერდი.- დავიკივლე ხმამაღალა და ხელი ვკარი. ის ინერციით საწოლის მეორე მხარეს გადავარდა და თვალებგაფართოებული მომაშტერდა.
-რა მოხდა?- მკითხა გაკვირებულმა.
-მე არა... არ შემიძლია... ამას შენთან ვერ გავაკეთებ.- ამოვილუღლუღე და კაბის დარჩენილი ნაწილი სხეულზე ავიფარე.
მან სარკასტულად ჩაიცინა.
-მოიცა და ვინ გთხოვს ეს შენი ნებით გააკეთო? უკვე გითხარი შენ ჩემი საკუთრება ხარ და ის უნდა გააკეთო, რასაც მოვისურვებ.- დამიყვარა ხმამაღლა და კვლავ მომიახლოვდა.
კაბის ნაგლეჯი სწრაფად მომაშორა და სხეულზე მთელი სიმძიმით დამაწვა.
ხმამახლა ვკიოდი და ვევედრებოდი, რომ გაჩერებული, მაგრამ არა. ის კვლავ აგრძელებდა მთელ სხეულზე კოცნას, ბოლოს მუხლებზე დადგა და მივხვდი, რომ ახლა ყველაზე საშინელი რამ მოხდებოდა, როდესაც კარი გაიღო და შიგნით ლიამი შემოვარდა.
მას ჩვენი ასე დანახვისას თვალები გაუფართოვდა. ჰარი კი გაცეცხლებული მომშორდა და მას მივარდა.
-რა ჯანდაბა გინდა ლიამ?-
-პრობლემაა, სწრაფად უნდა წამოხვიდეთ.- უთხრა ლიამმა და ოთახი სწრაფად დატოვა.
ჰარი ჩემკენ შემობრუნდა და თითით დამემუქრა.
-იცოდე ამ საქმეს დავასრულებთ.- შემდეგ, კი ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავარდა.
მე ლოგინზე მოვიკეცე და ხმამაღლა ავტირდი. ახლა ლიამი, რომ არ შემოსულიყო, მას, რომ არ გადავერჩინე, ვინ იცის რა მოხდებოდა, ვინც იცის ჰარი რას გამიკეთებდა. ლიამის მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. ცრემლები ღვარად მომდიოდა და ვნანობდი, რომ ვეცადე ჰარი არ გამებრაზებინა და ეს კაბა ჩავიცვი. ახლა ის მთელი არსებით მძულდა, იმაზე მეტად ვიდრე, აქ მოსვლისას.
*************************************
რომ გავიღვიძე, უკვე საღამო იყო. აზრზე მოვედი და ქვევიდან ხმამაღალი ყვირილის ხმა გავიგონე. საწოლიდან წამოვდექი, კარს მივუახლოვდი და ყური ახლოს მივწიე. მესმოდა როგორ ყვიროდა ორი ადამიანი, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი.
ცოტა ხანში, ნაბიჯების ხმაც მომესმა. სწრაფად შევწექი ლოგინში და თავი მოვიმძინარე.
ოთახის კარი გაიღო და შიგნით ვიღაც შემოვიდა, რამდენიმე წუთი მესმოდა მისი ხმამაღალი ქოშინი, შემდეგ კი მისი ბოხი ხმაც გავიგე.
-ლინდა, ვიცი, რომ გღვიძავს. ასე, რომ სწრაფად ადექი და ქვევით ჩამოდი, მივდივართ.- რათქმაუნდა, ეს ჰარი იყო. ორი სიტყვა მომიგდო და ოთახი სწრფად დატოვა. იმდენად მძულდა, რომ მისი ნათქვამი ორი სიტყვის გაგონებისთანავეც კი გული მერეოდა.
ფეხზე ავდექი და სააბაზანოში შევედი. სარკეში ჩემი თავის დანახვისას გაოცებული დავრჩი. თვალები ჩაშავებული და გასიებული მქონდა. ყელზე კი აქა-იქ ჩალურჯებები.
დგუში მოვუშვი და წყლის ქვეშ დავდექი. ცხელი წყალი საშინლად მესიამოვნა. რამდენიმე წუთი ასე ვიდექი, შემდეგ კი ტანის გელი ავიღე, ჩვარზე ცოტაოდენი დავასხი და ტანიდან ჰარის მიერ მოყენებული ჭუჭყი ჩამოვიშორე. ამ დროს ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულდა.
სააბაზანოდან გამოვედი და ლოგინზე დაწყობილი ერთი ხელი ტანსაცმელი დავინახე. გამიხარდა, რომ შემეძლო სუფთა ტანსაცმელი ჩამეცვა, მაგრამ როგორც კი გავიფიქრე, რომ ის ჰარის შერჩეული იყო, სწრაფად ავწიე ცხვირი და კვლავ ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი.
ჩაცმას მოვრჩი თუ არა, ოთახში გაცეცხლებული ჰარი შემოვარდა.
-ხომ გითხარი ქვევით ჩამოდი, მივდივართთქო?- დაიღრიალა, მკლავში ხელი ჩამავლო და ოთახიდან გამათრია. მანქანაში მთელი ძალით ჩამტენა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. როგორც შევამჩნიე საჭესთან ლიამი იჯდა და გზადაგზა, ჩვენსკენაც აპარებდა თვალს.
ვერ გავბედე მეკითხა, თუ სად მივდიოდით, ან რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგი, რამ არ უნდა მომხდარიყო.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის მთელი ღამე ვმგზავრობდით, რადგან დანიშნულების ადგილას, დილით ალიონზე მივედით.
მანქანა პატარა სახლის წინ გაჩერდა, ვერც კი წარმომედგინა, რომ ჰარის სადმე ასეთი მყუდრო აგარაკი ექნებოდა.
ლიამმა მანქანას შემოურა და ჰარის კარი გაუღო. ჰარიმ კი მე გადმომათრია მანქანიდან და კვლავ მკლავში ხელჩავლებული მივიწევდით სახლისკენ.
ჭიშკრის გვერდით, სენსორზე, ლიამმა რაღაც კოდი აკრიფა და კვლავ წინ გაწია, ისევე როგორც ჩვენ.
კვლავ ლიამმა გააღო სახლი და ჩვენც შიგნით შევედით. თავი სამოთხეში მეგონა ისეთი მყუდრო სახლი იყო. ყველაფერი ხისგან იყო ნაშენები, ხის ავეჯი და საკმაოდ ძვირფასი და მყუდრო ინტერიერი.
-ლიამ, მე მივდივარ ჯეიკობს უნდა შევხვდე, შენ კი ამას მიხედე, დაცვას მალე გამოვუშვებ.- გავიგე გვერდიდან ხმა. ლიამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ჰარიც სახლიდან გავიდა. რამდენიმე წამში გავიგე ძრავის ხმა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
მას შემდეგ, რაც მე და ლიამი მარტო დავრჩით და იმისდამიხედვით, რომ მისი საერთოდ არ მეშინოდა, რადგან საერთოდ არ ტოვებდა მკაცრის იერს. პირიქით, ძალიან საყვარელი იყო, დივანზე კომფურტულად მოვკალათდი და მინის მაგიდაზე მდგარი ვაზიდან, ერთი ცალი ვაშლიც ამოვიღე, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.
-ძალიანაც ნუ დატკბები თავისუფლებით, აქ კამერებია და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰარი რამდენიმე საათში კომფურტოლად მოკალათდება თავის კომპიუტერთან და ცქერას დაგვიწყებს, თუ რას ვაკეთებთ.-მითხრა ლიამმა და ისიც გვერდით მომიჯდა.
-მაგრამ, ხომ გვაქვს რამდენიმე საათი?- ვკითხე ღიმილით. მანაც თავი დამიქნია და დარჩენილი ერთი ვაშლი ჩაკბიჩა.
ახლა ზუსტად ხელსაყრელი დრო იყო იმისთვის, რომ ლიამისთვის ყველაფერი მეკითხა და რამე მაინც გამომეძალა.
-სანამ დროს გვაქვს და ისიც რამდენიმე საათი, შეიძლება რაღაც გკითხო?- მან თავი დამიქნია.
-გთხოვ მითხარი,რატომ მიყიდა ჰარიმ?-
ლიამმა ღრმად ამოიოხრა
-ლინდა, შენ წარმოიდგინე და ყველაფერი არც მე ვიცი, ჰარი მე არაფერს მეუბნება გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისა. შენ კი ისევე როგორც ყველა სხვა, გართობისთვის შეგისყიდა.-
-მოიცა როგორ, მას ჩემნაირი ბევრი ჰყავს?- ვკითხე გულის ფანცქალით. მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული ვიყავი ეს ასე იყო, მაინც მქონდა პატარა იმედი, რომ ჰარის მფლობელობაში მხოლოდ მე ვიყავი, მაგრამ ლიამმა იმედები გამიცრუა და მხოლოდ თავი დამიქნია.
-რამდენი?-
-რა რამდენი.-
-რამდენი არიან ისინი? ჰარის მონები.-
-იმდენად ბევრი, რომ რევოლუციის მოწყობა შეიძლება.- მითხრა ლიამმა. მე კი ღრმად ამოვისუნთქე და კვლავ შოკირებული დავრჩი.
კი, მაგრამ რაში ჭირდება ამდენი მონა? რათქმაუნდა, შესამჩნევია, რომ ის ძალიან მდიდარია. უბრალოდ,საეჭვოა, რომ ჰარი რაღაც დიდს არ გეგმავს და მსოფლიოს გადატრიალება არ უნდა.
-ლიამ, მადლობა.- ამოვილუღლუღე უცებ. მან კი გაკვირვებული სახით შემომხედა.
-იმისთვის, რომ გუშინ გადამარჩინე.- ვუთხარი. მან კი მსუბუქად გამიღიმა და თავი დამიქნია.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

შემდეგ თავს ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent