იცხოვრე წესების გარეშე . ნაწილი 5
ათრთოლებულ სხეულზე ცივი ოფლი მასხამს,დემეტრეს მხურვალე სხეული ჩემსას ერთვის და ერთიანად მადნობს. ხელებს ლოგინის ყავისფერ ხავერდოვან გადასაფარებელს ვუჭერ მთელი ძალით,ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და ვაანალიზებ რომ გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს. ცალი ხელით ტრუსს ქვემოთ ექაჩება,მეორე ხელს მკერდზე მიჭერს და ნაზი მოძრაობების შემდგომ მკერდის თავს ორ თითს შუა იქცევს,მსიბუქად უჭერს და ზემოთ ექაჩება,მის მოძრაობებს ვაყოლებ სხეულს მეც და მონა მორჩილივით მისი სხეულის ენას ვკითხულოდ. გამთბარ ბაგეებს მახებს,ცხელ სისველეს შევიგრძნობ რომლის შემდეგაც ენის წრიულ მოძრაობას ჰყვება ჭიპის გარშემო. აკანკალებულ ფეხებს ვერაფრით ვაჩერებ,დემეტრეც ამჩნევს თუ რაოდენ აღზნებული და ანერვიულებული ვარ და მარჯვენა ფეხს ფეხებს შორის მიდებს,მუხლს საწოლს აბჯენს და ახლა მეორე ფეხსაც შუაში ათავსებს. ხელებით ორივე ფეხს მაკეცინებს,მუხლებამს ზემოთ გაშეშებულ ტრუსს ბაგეებს შორის იქცევს და მთლიანად მხდის,შინაგანი მე მეუბნება რომ ვიკივლო რათა ნერვები დავიმშვიდო,გარეგანი მე კი ძლიერად მიჭერს და ჩემს ციხე სიმაგრეში მამაგრებს. ჩემკენ მოიწევს და მარჯვენა ხელს თმაში მიცურებს,ორივე ხელს გაჭირვებით ვუცურებ კისრიდან ქვემოთ სადამდეც მიმყვება,ერთიანად სველდება ისე თოთქოს შხაპის ქვეშ იდგეს. -მოდუნდი ნუ იძაბები -ჩურჩულით მაფრთხილებს,თანხმობის მიშნად უბრალოდ თავს ვაქნევ და თვალებს ვახელ,დაჭყეტილი ვიყურები ირგვლივ მაგრამ ვერაფერს ვხედავ დემეტრეს ანთებული თვალების გარდა რომელიც ჩემი სახის წინ არის აღბეჭდილი.ვცდილობ სხეული გავანთავისუფლო დაძაბულობისგან,ვეშვები და ერთიანად ვესვენები ვნების მორევში. დემეტრე ფრთხილად მეხება ასოთი,სწორი სიზუსტით ფრთხილად ანხორციელებს პირვერ ბიძგს და ბეჭებზე ვასობ ფრჩხილებს,ტკივილისგან ცოტა ხანს ჩერდება შემდეგ ღრმა ამოსუნთქვას უთმობს წამებს და ისვ ფრთხილად გამაგრძნობს. ბაგეებიდან კვნესა მცდება უნებურად,ტკივილი და სიამოვნება ერთმანეთში მერევა მაგრამ სიამოვნებას ვანიჭებ უპირატესობას და ბოლომდე შევიგრძნობ თვითოეულ შეხებასა და ბიძგს. დემეტრეს არათანაბარი სუნთქვის ხმა ყურში ჩამესმის,ცალ ხელს წელზე მკიდებს მეორე ხელით საწოლს ეყრდნობა და ფრთხილ მოძრაობებს ახლა უხეშ და ძლიერში ცვლის. ერთიანად გვენამება სხეულები მაგრამ მასზე აკრული ხელების მოდუნებას ჯერაც არ ვგეგმავ,მთელი ძალით ვიზიდავ ჩემკენ და ყელზე ალერსიან კოცნას ვჩუქნი თვითოეულ ჯერზე დაუღალავად. მისი სურნელი მაბრუებს,ახლა უკვე მისი სხეულის მოძრაობებიც მატყვევებს და ვხვდები რომ სამუდამოდ მემახსოვრება ეს წუთები. მასზე აკრული ფეხს მუცელზე ვადებ,თავს კი გულზე,თვალებ გაშტერებული ვაჩერდები ოთახის შემოსასვლელ კარს და ჯერაც არ მჯერა საკუთარი ნამოქმედარის,რადგან ამ ნაბიჯის გადადგმას იქამდე არ ვაპირებდი სანამ სასურველ მამაკაცს არ ვიპოვმიდი ცხოვრებაში. დაბნეული ვერ ვხვდები რას ვგრძნობ დემეტრესადმი,სიყვარულს ? უბრალოდ ვნებას ? იქნებ რამდენიმე დღიანი ან კვირიანი გატაცებაც კი აღმოჩნდეს ეს ,მაგრამ ერთი ვიცი, ქალწულობის მასთან დაკარგვას არასდროს ვინანებ,რადგან ეს ღამე ჩამოყალიბებულ და გამოცდილ მამაკაცთან ერთად გავატარე და შემდგომში გახსენების დროს არ შემრცხვება არჩევანის. თოთს ზურგზე წრიულად მისვამს და თავზე რამდენიმე წუთში ერთხელ მკოცნის,მისი გულის ცემის მოსმენისგან გაბრუებული თვალებს ვხუჭავ და დროს ძოლს ვუთმობ იქამდე სანამ დილის სუსხიანი ნიავი არ მეხება მხრებზე და მაღვიძებს. საწოლიდან ვიწევი და ვჯდები,საბანს მკერდზე ვიფარებ და თვალებმოჭუტული ვამჩნევ გამოხსნილ ფანჯარას. ყველაფერი საშინლად მტკივა,როგორც ჩანს პირველი სექსუალური აქტი ისეთი მტკივნეული არის რომ შეუძლია რამდენიმე დღითაც კი დაგამახსოვროს სასიამოვნოდ თავი. თავს ბალიშზე ვდებ და ყელამდე ვიფარებ საბანს,ჩემს გვერდით მძინარე დემეტრეს ვაჩერდები და მის გრძელ და ლამაზ წამწამებს ვაწვალებ თითით,რამდენჯერმე ხელს იფარებს თვალზე და მალევე ახელს ორივეს ერთად. -დილამშვიდობის-იღიმის და მკლავებს წელზე მხვევს,თავისკენ მითრევს ისე რომ განძრევა შეუძლებელი ხდება -დილამშვიდობის -როგორ გეძინა?-ეშმაკურად მაჩერდებ -მშვენივრად შენ ? -მადლობ მეც ძალიან კარგად.. რამე ხომ არ გტკივა? -არა ყველაფერი რიგზეა-ვამშვიდებ და მის ხელებს ვიშორებ ხელებით,ვდგები და ცივ იატაკს ვახებ ფეზებს. სირბილით მივდივარ სკამამდე და დაკეცილ ტანსაცმელს მხეცივით ვეძგერები -რა მშვენიერი ხარ-ვტრიალდები და მხარ-თეძოზე წამოწოლილ დემეტრეს სიტყვებზე ვიცინი,ვნებიან მზერას არ მაშორებს,ჩემს თვითოეულ სხეულის ნაწილს საგულდაგილოდ ათვალიერებს,საწოლზე ენარცხება და ხელებს შლიბ -მადლობ-კომპლიმენტისთვის მადლობას ვუხდი და შარვალში ვყოფ ფეხს. ოთახიდან უცხოსავით ვიპარები და პირდაპირ პირველ სართულზე ვეშვები -პრინცესამ გაიღვიძა -მამიდა ჩემკენ მოდის და ლოყაზე გულიანად მკოცნის,ფქვილიან ხელებს უკან წევს რომ არ დამსვაროს -როგორ ეძინა სიძეს ?-მეკითხება და იცინის -ძალიან კარგად მამიდა -ვპასუხობ და საპასუხოდ მეც ვკოცნი,მაგიდასთან ვჯდები და ახლად გამომცხვარ და დაჭრილ ხაჭაპურს მადიანად შევექცევი. -რაიყო შვილო საუკუნის უჭმელი ხარ თითქოს -გაკვირვებული გამოთქვამს აზრს -დაახლოებით მასეა კიდეც-თვალს ვუკრავ და კიბეებზე ჩამომავალ ილიასა და ანასტასიას ვუქნევ ხელს,ისინიც მაგიდასთან სხდებიან. მუჯლუგუნს მკრავს ანა და ჩემს ყურამდე იწევა -რა გჭირს შენ? -რაიყო? -სხვანაირი მეჩვენები -ასეა კიდეც-ვპასუხობ და თვალებს აფართოვებს -რაა ? -უნებურად მისი კივილი აყრუებს სამზარეულოს -მომიყვები მერე ყველაფერს-მაფრთხილებს და ხაჭაპურს წვდება ისიც. მამა მოდის და ცხვირ წინ შავ ტელეფონს მიდებს -დემეტრესია დარჩენია წუხელ-მეუბნება და ყავიან ფინჯანს მაგიდაზე დგამს -უი ხო მამა,არაუშავს მივცემ რომ ჩამოვა-ტელეფონს ვიღებ და ვანათებ,როგორც ჩანს ბლოკიც არ ადევს ტელეფონის განსაბლოკად,ვუსვამ ეკრანს თითს და რამდენიმე შემომავალ შეტყობინებას ვამჩნევ უცხნო ნომრიდან გამოგზავნილს. ცნობისმოყვარეობა მძლევს და ვხსნი შეტყობინებას " ბოდიში უფროსი შემოვიდა კაბინეტში და გათიშვა მომიწია ტელეფონის,ახლა ვნახე შენი ნარეკები და შეტყობინება. მეც ძალიან მომენატრე,ვერ მივხვდი სოფელში რის გამო ხარ ? მალე ჩამოდი,ცოტაც და უშენობისგან გავაფრენ " ტელეფონს ისევ მაგიდაზე ვდებ,სკამია საზურგეს ვეყუდები და თვალებს ვხუჭავ. ცრემლები ყელში ბურთივით მეჩხირება,უჩვეულო ტკივილს ვგრძნობ სხეულის ყველა ძარღვში გამავალს,სისხლი მეყინება და არც კი ვიცი რის გამო შემტკივა გული, გუშინდელი ღამის გამო უფრო თუ იმის გამო რომ დემეტრესადმი გრძნობები გამიჩნდა და იმედი გამიცრუვდა ამ წამს ? ქორწინება ფიატიურია,ეს თავიდანვე ვიცოდი და ახლაც ვიცი,ერთი ღამე ვერაფერს წყვეტს ჩვენს შორის ისიც ვიცი,უფლება აქვს სხვა უყვარდეს რადგან ჩემთან დავალებული არ არის არაფრის გამო,მაგიჟებს უამრავი დაგროვილი კითხვა,რადგან ვიცი რომ უპასუხოდ დარჩება,უუფლებობის გამო ამ ამბავს ვერ ვიკითხავ,მაგრამ ჩემს შიგნით მჯდარ დატანჯულ ნატალიას ყველაფერი სახეზე დაემჩნევა და ადრე თუ გვიან გამჟღავნდება მაინც. სახლიდან ცოტა ხანს გავდივარ გარეთ სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად,შემოხვეულ კაშნეს პირზე ვიფარებ და ანერვიულებული მის ბოლოში დამაგრებულ ფუმფულა ბურთულაკს ვათამაშებ,ფიქრისგან ცოტა და თავი ამეხდება,რაზეც არ უნდა გადავიტანო ყურადღება მაინც იმ შეტყობინებაზე ვიციკლები გამუდმებით. სუსხიან ამინდში ზეციდან წამოსული თუვლის ფიფქები სახეზე მეცემიან და მალევე დნებიან,მხოლოდ ამინდს თუ შეუძლია იყოს ასეთი ცვალებადი და თან ხასიათს მაშინვე გაგებინებდეს,ზუსტად გიღწერდეს და მის სახელს ამართლედეს კიდეც -ნატა როგორ ხარ?-ყურში გოგას ხმა ჩამესმის,ჩაფიქრებული ვფხიზლდები და ღიმილით ვესალმები -კარგად თავად ? -მადლობ მეც კარგად,ჩაფიქრებულხარ რაღაცაზე,ვერც კი შეამჩნიე როგორ შემოვედი ეზოში -ხო.. რაღაც საკითზე ვფიქრობდი,სამსახურთან დაკავშირებულია -პრობლემები გაქვს ? -არა არ იდარდო,შენ რას საქმიანობ? ამ დროს აქ რამ მოგიყვანა ? -მინდოდა გამეფრთხილებინე და თან დამეპატიჟებინე კიდეც შენს მწგობრებთან ერთად,დღეს სამეგობრო წრე ვიკრიბებით,უწინდელივით როგორც იყო ისე,სალომე ხომ გახსოვს ? აი მაგასთან -და რა ხდება ? რამეს ზეიმობთ? -არა,ყოველ კვირას ვიკრიბებით ასე -ვნახოთ შეიძლება მოვიდე კიდეც-ვპასუხობ და ისიც რატომღაც პასუხს უპრობლემოდ იღებს,სხვანაირ გაგრძელებას ველოდი საუბრისას მაგრამ სულ სხვაგვარად აღმოჩნდა -კარგი თუ მოსვლას გადაწყვეტთ სალომეს სახლი იცი-დგება და ხელს მიწვდის,საპასუხოდ მეც ვართმევ და ისიც იმავდროულად ტოვებს ეზოს. დიდ ხნიანი განმარტოვების შემდეგ ვდგები და სახლში გაყინული შევდივარ,ცოტა არ იყოს და არ მინდა აქ მეტად გაჩერება და დიდო სიამოვნებით დავბრუმდებოდი სახლში,მაგრამ ასე მალე მოზეზს ვერ მოვიდებ უკან დასაბრუნებლად. ბუხართან ვჯდები და ცეცხლს ხელებს ვუშვერ,მალევე შევიგრძნობ სითბოს გაშეშებულ თითებში და სიამოვნებისგან ვინაბები,გვერდით ანა მიჯდება ,ირგვლივ არავინ ჩანს,როგორც ჩანს დრო იხელთა ყველაფრის გასაგებად -მოყევი მიდი,რა მოხდა გუშინ შენსა და დემეტრეს შორის ? ნუ გეშინია შეგიძლია ყველაფერი მომიყვე,უკანა კარიდან გავიდნენ ილია დემეტრე და გოჩა მეზობელ ეზოში-მაყრის ერთბაშად -არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,წამომცდა რომ მისდამი გრძნობები მაქვს,მანაც თქვა რაღაც მაგრამ არა მგონია სიმართლე რომ იყოს..ვაკოცეთ ერთმანეთს და ეს არის და ეს-თავს ვიკავებ ყველაფრის მოყოლისგან,ცხოვრებაში პირველად ვგრნობ თავს ასე შებოჭილად და უმწეოდ -აკოცეთ და ვსიო? -ხო ანა ვსიო... თანაც შეიძლება სხვა უყვარს მე ხომ არ ვიცი რას აკეთებს როცა სახლიდამ გადის? -შენი ჭიკჭიკი არრ მომწონს რაღაც,დაფქვი რა ხდება ! -მკაცრად მაფრთხილებს -მართლა არაფერი გოგო,რა უნდა ხდებოდეს ? უბრალოდ სანამ იმედები გამიჩნდება წინასწარ ვწონი ყველაფერს მერე რომ არ მეტკინოს გული-დამაჯერებელ პასუხს ვპოულობ და ისიც მაშინვე იჯერებს -ეგეც მართალია ხომ იცი შენ,სწორი ნაბიჯია შენი მხრიდან,მაგრამ მგონია რომ არ უნდა გეთქვა არაფერი ჯერ.. -მთვრალი იყო,ან ახსოვს და ან არა კიდე გუშინდელი ღამე -განა ამდენი დალია? -არ ვიცი არ მახსოვს,კარგად კი ვისაუბრეთ და მის გონებასა და კუჭში რა ხდებოდა არ ვიცი ნამდვილად,იმედია არ ახსოვს-ვამბობ თუ არა ოთახში დემეტრე და ილია შემოდიან,გვერდით გვისხდებიან და ორივე ხელა გვხვენ მე და ანას,ფრთხილად ვდგები ფეხზე და ვცდილობ შეუმჩნევლად გავეცალო დემეტრეს -დღეს გოგა იყო აქ-დაძაბულობის განსამუხტად ვაგრძელებ ტიტინს -რა მინდაო ? -ილია ტრიალდება და ახლა ზურგს უშვერს ცეცხლს -დღეს მეგობრები იკრიბებიან,ყველა დაგვპატიჟა,იქნებ წავსულიყავით?-წარბებს ვათაშებ და მაშინვე ვამჩნევ წასვლის სურვილს ანას და ილიას თვალებში,მაგრამ დემეტრეს პასუხს ელის ყველა -მე არ მინდა მაგ ადამიანთან ერთად ერთი ღამის გატარება-მტკიცედ აცხადებს დემეტრე. ჯინი მეძალება,განაწყენებული ვწყვეტ რომ სამაგიერო გადავუხადო ყველანაირი ხერხით -კარგი.. ჩვენ სამნი წავიდეთ მაშინ -ხომ არ დავტოვებთ დემეტრეს ? -ილია იღუშება -დარჩეს,მამაჩემს და მამიდაჩემს იცნობს,თანაც კარგად გაუგეს ერთმანეთს და რატომაც არა ? -ეგეც არის -მეთანხმება ანა-წავიდეთ ჩვენ მაშინ რა.. -ხოდა თუ მოდიხართ ნელ-ნელა გაემზადეთ თორემ დრო მოდის წასვლის-ვაფრთხილებ და ოთახიდან გავდივარ. ოთახში შევდივარ და კარადიდან ტანსაცმელს ვალაგებ,ვიცვლი და გამონაცვალს ცალკე კალათაში ვყრი. სარკის წინ ვბუტბუტებ,თმას ვიშლი და სავარცხლით ვივარცხნი,ხამ გვერდზე ვიწევ თმის კუდს,ხან ზირგზე ვიგდებ,ხანაც ორად ვყოფ და ორივე მხარეს ვუშვებ -მარცხნივ გადაიწიე-მიახლოვდება დემეტრე და თმას მარცხნივ მიყრის-ასე ჯობია-მისი ღიმილი ნერვებს მიშლის,თმას ვკიდებ ხელს და უკან ვიყრი -ასე ჯობია მგონი-ჯიუტად ვპასუხობ და ვეცლები -უხასიათოდ მეჩვენები -მე ? არა,სისულელე პირდაპირ -არა.. მითხარი რამე მოხდა?-საწოლზე ვჯდები,გალგნებული თვალს არ ვაცილებ,ნუთუ შეიძლება იკითხო მოხდა თუ არა რამე გუშინდელის მერე ? -არა.. არაფერი -გუშინდელთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო -არ არის საჭირო დემეტრე,ეს არფერს ნიშნავდა,უბრალოდ სექსი იყო-ვცდილობ ყველანაირად ავარიდო თავი მასთან საუბარს რადგან თუ ემოციებს მივეცემი წამომცდება რაც ვიცი მის შესახებ -დამცინი ხო? -შეურაცხყოფილი წარბებს კრავს,მიახლოვდება და ფეხზე მაყენებს,თვალს თვალსი მიყრის,ისე თოთქოს ჩემს წინ ყველაზე გულწრფელო ადამიანი დგას -საიდან მოიტანე რომ დაგცინი ? დაიმშვიდე ნერვები,არ ვაპირებ გუშინდელი ღამის განხილვას,არც შემთან მეტისმეტად დაახლოებას,ჩვენ ჩვენი გზა და ცხოვრება გვაქვს რომელსაც უნდა გავყვეთ ერთი წლის განმავლობაში ამ ტვირთთან ერთად რასაც ფიკტიური ქორწინება ჰქვია-უხეშად ვაყრი -ტვირთისგან? -არ თქვა ახლა მიყვარდი და იმიტომ მოგიყვანე ცოლადო-ირონიულად ვიღიმი -შენ მეღადავები ახლა ხო ? რას მეუბნები ახლა,გუშინ ისეთი მთვრალი ვიყავი რომ ყველა ის სიტყვა მომელანდა და ს**ი ვარ ? -უკანასკნელი სიტყვა არ მიკადრებია შენთვის,დანარჩენში კი ვერ შეგედავები-ტუჩებს ვბრიცავ,დემეტრე ტრიალდება და საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე მოთავსებულ ვაზას კიდებს ხელს,კედელს ესვრის და ვაზაც მაშინვე იფშვნება თვალსა და ხელს შუა. გაოგნებული კედელს ვუშტერებ თვალს -არ ვიცი რა ჩაიფიქრე,მაგრამ *ლე არ გეგონო,არც გოგა და არც დათო,ერთი ღამე მეაფერისტო,დილით უარყო ყველაფერი და ნივთივით მომიცილო,არ გამოვა ასე -კბილებიდან ცრის სიმწრისგან-გავა ერთი წელი,მაშინვე ჩემი სახლიდან მიბრძანდები,უკან მოსულს არ დაგინახავ,დაგინახავ და ცხვირწინ მიგიხურავ კარს,როგორც შენ ქენი ახლა ხანს-მაძახებს და ოთახიდან მოწყვეტით გადის. ცოტა ხანს ადგილზევე მიყინული ვრჩები,მერე ვფხიზლდები და მეც გავდივარ ოთახიდან. ვერ ვხვდები,კიდევ ის რჩება რამით უკმაყოფილო? კიდევ თვითონ არის რამით შეურაცხყოფილი? პირველ სართულზე ჩასულს მამიდა და მამა მიახლოვდებიან -დემეტრე წავიდა შვილო,იჩხუბეთ? მსხვრევის ხმა გავიგეთ-მამაჩემი შეწუხებული მეკითხება,იქვე მდგარ ანას და ილიასაც ვერ გაუგიათ რა ხდება -არაფერია მამა,მე მირჩევნია უკან დავბრუნდე ქალაქში,თუარ მიწყენთ,დემეს პრობლემები შეექმნა და მინდა მის გვერდით ვიყო რთულ მომენტში -არა შვილო,ასე თუ გიჯობს წადი,ოღონდ თქვენ იყავით კარგად-მპასუხობს გოჩა -ჩაალაგეთ ორივემ ბარგი-ვაფრთხილებ ილიას და ანასტასიას. დაახლოებით ერთ საათში სამივე ბარგებიანად ვიკრიბებით სახლის გასასვლელთან,კოცნა-პროშვნით ვემშვიდობებით ერთმანეთს და ქალაქისკენ მიმავალ გზას ვადგებით ილიას მანქანით. ორ საათში დემეტრეს სახლთან მივყავარ და უსიტყვოდ და დაუმშვიდობებლად გადმოვდივარ მანქანიდან. სადარბაზოს კიბეებს ბაკუნით მივუყვები,კართან ვჩერდები და ძლიერად ვურტყამ ფეხს,რამდენიმე მცდელობის შემდგომაც არ აღებს დემეტრე კარს,რის გამოც იძულებული ვხდები თავად შევაღწიო კარს მიღმა. გასაღებს ძლივს ვპოულობ ჩანთაში,ვაღებ კარს და შიგნით შესული ჩემოდანს გვერდზს ვისვრი -დემეტრე-ვყვირი ბოლო ხმით-დემეტრე მეთქი,დაყრუვდი?-ისევ არავინ ჩანს. დემსტრეს ოთახიდ კარს ვხსნი და შიგნით შევდივარ,შემდეგ სამზარეულოს ვნახულობ,სააბაზანოს,კაბინეტს მაგრამ არსად არ არის. სახლში ყველაფერი უწინდებულად დევს,ესეიგი არც მოსულა აქ,ანუ ტურფასთან გაიქცა მაშინვე. გონებაში გამოძიებას ვატარებ იმაზე დაყრდნობით რაც უკვე ვიცი,ვგიჟდები,შიგნიდან ცეცხლი მეკიდება ყველა ორგანოზე,ბრაზისგან ერთიანად მიხურდება სხეული. მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ და ჭიქაში ვასხამ,ერთიანად ვსვამ და ცეცხლს წყლის მეშვეობით ვიქრობ. -ესეიგი მეთამაშები კიდეც ! რამდენს ბედავს,ჯერ დგას და სარგებლობს ჩემით,მერე საყვარელს უხსნის სიყვარულს,მერე ბრაზდება რომ არ ვიკარებ და ბოლოს ისევ მასთან გარბის ... ღმერთო დამეხმარე,მომეცი ნებისყოფა რომ არ ავაფეთქო ეს სახლი ახლა -ვყვირი და ჭიქას ნიჟარაში ძლიერად ვაგდებ,ჭიქა ტყდება და ნაწილებად იფანტება-ჯანდაბა შენ დემეტრე-ნამსხვრევებს ვიღებ და ურნაში ვყრი-ჯაანდააბაა !!! ვაიმე როგორ მეზიზღები შე არაადამიანო,შენ საზიზღარო ძროხა-ფეხებს ვაბაკუნებ და თმაში ვიცურებ ხელებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.