შეუფასებელი გრძნობა თავი 4
შიში, მოულოდნელი შიში,მწვავე ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა.გრძნობდა მრისხანებისგან სისხლძარღვების შევიწროვებას,მღელვარებისგან ტკივილი იგრძნო ასევე მკერდის არეში რადგან საერთოდ არ ელოდა ახლა იმ ადამიანის ვიზიტს,ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად სძულდა.უცქერდა მისი ცივი თვალებით ნატას და მზერა მის ხელში არსებულ ჩემოდანზე გადაიტანა. -სად მიდიხარ ნატა ან ეს ჩემოდანი რას ნიშნავს.ნატამ თავი ასწია და გაბედულად უთხრა. -მივდივარ. -გავიგე,რომ მიდიხარ და გეკითხები სად მიდიხართქო. -მივდივარ შორს,რადგან ეს ქორწინება არ შედგება,ეს არ უნდა მოხდეს. -რატომ?რამე არასწორად გავაკეთე?რა გემართება,ქორწინებამ ასე შეგაშინა და აგანერვიულა?პატარავ სულ მალე მიეჩვევი ოჯახურ ცხოვრებას,გპირდები ბედნიერი ოჯახი ვიქნებით. -გოდერძი არც თუ ისე დიდი ხანია რაც გიცნობ,მე არ შემიძლია მთელი ცხოვრება გავატარო უცხო ადამიანთან.ეს ქორწინება არცერთისთვის არ არის ბედნიერების მომტანი,რატომ უნდა დავტანჯოთ ერთმანეთი.დავივიწყოთ ერთმანეთი და ჩვენ-ჩვენი გზებით ვიცხოვროთ. -მოიცადე,აქ კარებში ვიდგეთ და აქ ვისაუბროთ?შევიდეთ სახლში,ვფიქრობ ეს ჩვენი გასარკვევია მხოლოდ და არა მეზობლებთან საუბრით გადავწყვტოთ.გოდერძი სიმშვიდეს ინარჩუნებდა,ნატამ მკრთალი ღიმილით შემოიფარგლა იქვე მდგარი მოხუცი მეზობლებთან და სახლის კარები გააღო.ჩანთა იქვე დადო და დაელოდა გოდერძი რას ეტყოდა. -რატომ მიდიხარ სახლიდან. -იმიტომ,რომ არ მიყვარხარ და ჩემს ცხოვრებაში სხვა არსებობს,სხვა ვონც მართლა მიყვარს. -სხვა გიყვარს,შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი არსებობს და შენ ფიქრობ მე ასე ადვილად გაგიშვებ?გგონია ასე ადვილად,ადგები და შენი წასვლით,მე მომაფურთხებ?იყვირა ბოლო სიტყვა გოდერძიმ.ნატამ კარებისკენ გაიწია,მაგრამ ხელი წაავლო და კარებიდან ისროლა,რომელიც მაგიდასთან დაეცა და თავი მიარტყა მაგიდის ფეხს.შემდეგ ხელი მოკიდა,წამოაყენა და იქვე მდგარ მდივანზე მოისროლა. -არ მომეკარო,მხეცი ხარ შენთან როგორ ვიცხოვრო.უკივლა ნატამ. -აქ დაეგდე და მომისმინე.გინდა არ გინდა სულ ფეხებზე მ...ა,ეს ქორწინება შედგება და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. -გამიშვი,თავს მოვიკლავ და შენთან არ ვიცხოვრებ,არააა.ნატამ ტელეფონი აიღო და გოდერძიმ კი ხელიდან გამოგლიჯა და კედელს მიაფერთხა რომელიც ნაწილებად დაიშალა. -ვის ურეკავ,შენს სიყვარულს?გინდა მოვიდეს და გიშველოს? -გამიშვი,შემეშვი არა ადამიანო ვერ გიტან,მეზიზღები. -შეგეშვები,რა თქმა უნდა შეგეშვები.შენ გგონია მე მეხატები გულზე და ვგიჟდები შენი სიყვარულით.ეს ქორწინება დედაშენს უნდა,რომ მე ვიყო მისი სიძე და გულს არ ვატკენ ვიქნები კიდეც.შენ ჩემი ცოლი გახდები ნებით თუ არა ძალით მოხდება ეს და ჩემგან არ გაგიშვებ,მარტო იმის გამო,ხალხი გააცინო ჩემზე.ვერ გიტან,მეზიზღები ეს დაიმახსოვრე კარგად.გაოგნებული უსმენდა ნატა და შიშმა აიტანა,მის წინ ორ ფეხზე იდგა ადამიანი,მაგრამ მას არ ჰქონდა იმ წუთში ადამიანის სახე,ის იყო ადამიანის ტყავში გადამცმული ცხოველი.ნატამ მის თავში გადახედა ტვინის უჯრედებს და ორი სიტყვა წაიკითხა, ,,უბედობა'' და ,,უიღბლობა'.ერთადერთი ახსნა რაც ამ თემას ჰქონდა იყო ის,რომ დედამ შვილი გაიმეტა სამუდამო უბედურებისთვის.სიბრაზისგან უნდოდა საკუთარი თავი შეეჭამა,რადგან დღეს აღმოაჩინა და დაინახა,რომ გოდერძის აქამდე კეთილი სახე რამოდენა ზიზღს ინახავდა მის მიმართ,მაგრამ ვერ გაიგო რატომ.გოდერძი მის წინ იდგა ცინიკური სახით და უთხრა. -ამ ქაღალდზე აქ და ახლავეს მომიწერ ხელს,რომ ქორწილის შემდეგ არანაირ სურვილს არ გამოთქვამ ჩემს ქონებაზე.დაჯერდები იმ სამსახურს და ხელფასს რაც გაქვს,არ გექნება არანაირი პრეტენზია ჩემთან და ჩემს ოჯახთან.შე საცოდავო უმჯობესია ახლავე მითხრა,თუ რამე გაქვს მიქარული შენს საყვარელთან,ორივეს ჩემი ხელით გამოგღადრავთ ყელს. -შენ არ ხარ ნორმალური,შენ არა ნორმალური ხარ.როგორ ვერ გიტან,ვერც კი ხვდები რა საოცრად დიდია შენს მიმართ ჩემში არსებული ზიზღი.უთხრა ძალა გამოცლილმა. -მოაწერე ხელი.ორი წელი,მხოლოდ ორი წელი ვიქნებით ქორწინებაში.ნატამ ხელები წაიღო უკან და გოდერძიმ ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი.შიშისაგან შეხტა მაგრამ უკან არ დაიხია და არ მოაწერა ხელი.გოდერძიმ სიბრაზისაგან თმებში მოკიდა ხელი და ძალით ააწევინა თავი და აკანკალებული ხელით მოაწერა ხელი სადაც უთითებდა.-ახლა კი წამობრძანდი შენს ოთახში და მაშინ გამოხვალ ოთახიდან,როცა მე ვიქნები აქ.ხელი მოკიდა და ნატა ტირილით შეიყვანა მის ოთახში,გარედან კი ჩაკეტა კარები და სახლი დატოვა. -არ ჩამკეტო,გთხოვ არ ჩამკეტო,ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა,მხოლოდ არ ჩამკეტო. -შაბათს ქორწილი გვაქვს,მანამდე აქ იქნები კაბაზე მე ვიზრუნებ.ტიროდა ნატა,ჭამითაც აღარ ჭამდა.რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ,მაკამ სახლში მიაკითხა ნატალის და მეგობარი ისეთი განადგურებული რომ დახვდა,ლამის გული წაუვიდა. დიდი მოლოდინით გათენდა ხუთშაბათი დღე,ლევანი დროზე ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე,მაგრამ რამოდენიმე საათის შემდეგ მიხვდა,რომ ნატა იქ მიმსვლელი არ იყო.გაუცრუვდა მოლოდინი,მაგრამ არ უფიქრია რომ ნატას არ მისვლას ახსნა არ ექნებოდა.რამოდენიმეჯერ დაურეკა,მაგრამ ვერ დაუკავშირდა.ჯერ სპაზმებმა მოუჭირა ყელში,შუბლი კი ცივი ოფლით დაეცვარა.ნერვიულობდა,არა,ნატა არ არის ასეთი უპასუხისმგებლო,ექიმია ალბად რაღაც გადაუდებელი და დაუგეგმავი რამ მოხდა.ამიტომ პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა და ნატა ექიმი იკითხა,მაგრამ შიშმა უფრო შეიპყრო როცა უთხრეს,რომ ნატალი სამშაბათის შემდეგ არ ყოფილა სამსახურში.უკან გამობრუნებას აპირებდა,რომ მისი სახელი მოესმა. -ბ-ნო ლევან?გაოცებულმა შეხედა მის წინ,თეთრ ხალათში ჩაცმულ მომღიმარ ექიმს. -უკაცრავად,თქვენ მე მიცნობთ? -დიახ,მართალია შორიდან და გადმოცემით,მაგრამ ახლა უფრო დავრწმუნდი ჩემი მეგობრის გემოვნებაში. -ვერ გავიგე? -მაკა ვარ,ნატას მეგობარი.თქვენთან სალაპარაკო მაქვს და თუ არ დაგაყოვნებთ ჩემს კაბინეტში ვისაუბრიოთ ან კაფეში ჩავიდეთ,უკვე მეც დავასრულე მუშაობის საათები. -დიახ,დიახ გარეთ დაგელოდებით.მოულოდნელად იმედი მიეცა ლევანს და წუთები მაკას ცდაში ეგონა საათებად გადაიქცა.იქვე მდგარ კაფე ,,სამეფო კარი''შევიდნენ და მაკამ პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო საუბარი. -არ მჭირდება იმის თხოვნა რომ,უნდა გენდოთ.ამ ყველაფერს,ნატას ბედნიერებისთვის ვაკეთებ. -გისმენ მაკა და გქონდეს ჩემი იმედი,რაც არ უნდა იყოს ჩვენ ერთად გაუმკლავდებით ყველაფერს. -ლევან ადამიანთა რაობა,ყოფითი სარგებლობით განისაზღვრება.მე ვიცი თქვენ ვინ ხართ და რატომ აგანერვიულათ ნატას არ გამოჩენამ.ის ჩემი უახლოესი მეგობარია,უფრო მეტიც,ჩემი არა ბიოლოგიური და არის.წლებია ერთმანეთს რომ ვიცნობთ,მტკივა მისი ახლანდელი ყოფა.ლევან ნატას ახლა და ამ წუთში ძალიან უჭირს.მეც ძალიან განვიცდი და ვცდილობ მის დახსნას ამ გაჭირვებიდან,მაგრამ მარტო უძლური ვარ,არ შემიძლია. -რა ხდება,მაკა ნატას ჯამრთელობის პრობლემები აქვს? -არა,არა ნატა ჯამრთელობით კარგად არის,მაგრამ სულიერად რა გითხრა,ვერ არის კარგად.მოუყვა ლევანის ნატას მდგომარეობა და გაოგნებული უსმენდა.ლევანის გაბრაზება განრისხებული სტიქიასავით არის,დაუნდობელი გზა და გზა ყველაფერს რომ ანადგურებს.ყოველთვის გაწონასწორებულია,მაგრამ არსებობს ზღვარი,რომლის იქით უკვე თავს ვეღარ აკონტროლებს.მაკას შეეშინდა ლევანის განრისხებას რომ შეხედა,ფეხზე წამოდგა და ხელი მოკიდა. -გთხოვ დამშვიდდი, ლევან ასე ვერაფერს ვერ დავეხმარებით.მე დღეს უნდა წავიდე ნატასთან და თუ მოვახერხე დაგალაპარაკებ.გეფიცები,მეც ძალიან მაწუხებს მისი მდგომარეობა.ლევანი გაჩერდა,თავზე გადაისვა აკანკალებული ხელი და ვედრებით სავსე ხმით უთხრა. -მაკა დამპირდი,რომ ნატალის ხმას გამაგონებ. -აუცილებლად,დღეს მასთან დავრჩები და ღამით დაგირეკავ. -ვინ არის ეს პიროვნება,რას წარმოადგენს და რატომ უნდა ასე ძალიან დედამისს მასზე რომ დააქორწინოს. -არაფერი არ ვიცი და არც ნატამ არ იცის,ვერ იტანს იმ მამაკაცს. -ნამდვილად იცი,რომ ნატალის არანაირი გრძნობა არ აქვს იმ პიროვნებასთან. -დარწმუნებული ვარ,შემიძლია დავიფიცო რომ ნატალი ვერ იტანს გოდერძის. -კარგი,მაკა მე წავალ ახლა და საღამოს შენს ზარს ველოდები. -კარგი,წადი არ მინდა ვინმემ დაგვინახოს ერთად,მაინც ფრთხილად ვიყოთ. -გასაგებია,რომ ძალიან სერიოზულად არის საქმე,მივდივარ და გელოდები.ნომრები გაცვალეს და მაკას ნაამბობიდან მოსმენილით გაოგნებულმა სიბრაზე ახრჩობდა,ვერ გაიგო ვინ იყო გოდერძი ტაბიძე რას საქმიანობდა.თბილიში ხომ ყველა,ყველას იცნობს მაგრამ ეს სახელი და გვარი არ ეცნობოდა,ან არის საერთოდ ცნობილი პიროვნება?არის მომენტი ცხოვრებაში,როცა რაღაც გტკივა,რაღაც გაწუხებს და როცა ყველაფერს გადალახავ,გგონია უკვე სწორ გზაზე წახვალ,უცებ გიწევს გაჩერდე და ფიქრობ უკან დაიხიო თუ გააგრძელო.შეიძლება გიჟად შემრაცხონ,მაგრამ მე გავაგრძელებ და მიზეზებს არ ვეძებ,ვეძებ მხოლოდ იმას,გავიგო ვინ არის ეს პიროვნება.კომპანიაში წავიდა და გაბრიელის კაბინეტში შევიდა,ისე დაეხეთქა სავარძელში გაბრიელმა გაკვირვებულმა შეხედა. -რა გჭირს,რა ხდება ან ამ დროს აქ რატომ მოხვედი. -გოგი და კახა აქ არის?გაბრიელმა მდივან გოგონას დაუძახა. -გისმენ გაბრიელ. -მაკუშ უკვე მიდიხარ? -გჭირდებით?თუ რამე აუცილებელია არ წავალ გაბრიელ. -არა,არა წადი,მხოლოდ ჯერ დაუძახე სასწრაფოდ გოგის და კახას შემოვიდნენ ჩემთან.გოჩა არ გამოჩენილა დღეს საერთოდ ხომ? -არა,გოჩა არც გუშინ არ ყოფილა და არც დღეს და სხვებს დავუძახებ.ცოტა ხანში გოგი და კახა შემობარგდა კაბინეტში და რაღაცაზე იცინოდნენ. -რა მოხდა,ბოს მოგენატრეთ?უთხრა სიცილით გოგიმ გაბრიელს და შეხედა იქვე ლევანი იჯდა მოწყენილი და გულში ცუდად გაკრა,მაგრამ ეცადა არ შეემჩნია. -რაო რომეო მოიპოვე ჯულიეტას გული? -გული კი მოვიგე,მაგრამ მას უსიყვარულოდ აქორწინებენ.თქვა ჩუმად ლევანიმ. -რააააა?როგორ აქორწინებენ,მისი სურვილის გარეშე?გაუკვირდა კახას. -შენ მოგიკვდი მე,ეს რა დღეში ყოფილხარ რომეო. -გოგი არავარ დღეს შენს ხასიათზე და ამომშალე ხუმრობების სიიდან.შეუბღვირა ლევანიმ. -ვერაააა,ამას ვერ გავაკეთებ,რადგან ჩემს გულს ძალიან უხდები ასე სევდიანიც კი.მოიცა კაცო მე ქორწილისთვის ვემზადებოდი და შენ რა სახე ჩამოგტირის,რა ხდება თქვი სერიოზულად.დასერიოზულდა გოგი და ლევანს მიაჩერდა. -ვინ არის გოდერძი ტაბიძე ან თუ გაგიგონიათ საერთოდ ეს პიროვნება სადმე ჩვენს სიახლოვეს იყო როდისმე. -უცხო სახელი და გვარი არ არის,მაგრამ ჩვენთვის უცხოა.არა,არ მეცნობა.თქვა კახამ დარწმუნებით. -არც მე,მაგრამ გავიგებთ.თქვა გოგიმ და ტელეფონზე დარეკა.ცოტა ხნით ილაპარაკა და შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა.-მე ცოტა ხნით გავდივარ და მალე მოვალ,გავიგებთ ყველაფერს და თუ გოგო მასზე დაქორწინების წინააღმდეგია მაგ საქმეც მოგვარდება.მალე დავბრუნდები თქვა და სასწრაფოდ დატოვა ბიჭები,გასვლამდე კი ნანას ახედ-დახედა,რომელიც გაბრიელის კაბინეტში შევიდა რაღაც ქაღალდებით და ფეხი შეიჩერა. -მზადაა უკვე ანგარიშები ნანა?შეეკითხა გაბრიელმა. -კი მზადაა,ყველაფერი გადამოწმებულია და რაღაც მინდა გითხრათ. -რა ხდება,რამე პრობლემაა?შეეკითხა კახამ. -არ ვიცი როგორ აგიხსნათ,მე ერთი კვირის წინ ყველაფერი გადავამოწმე და ჩემი გადამოწმნებულის ამონაწერებიც აქ მაქვს,შევინახე ყოველ-შემთხვევისთვის,მაგრამ დღეს ისევ გადამოწმების დროს ცვლილებებია,არ არის დიდი ციფრებით,მაგრამ შესამჩნევია ჩემს ამონაწერს და ახლანდელ ამონაწერს შორის საგრძნობლად არის სხვაობა.მიკვირს როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი,გთხოვთ რამე იღონეთ.გადამოწმებას ყოველი თვის ბოლოს ვადგენდით,მაგრამ ეს ერთი თვეა მე გადამოწმებას ყოველი კვირის ბოლოს ვადგენ ისე რომ არავის არ ვუთანხმდები,რადგან ციფრები თამაშობს და ეკონომიკური მდგომარეობა კლებადობისკენ მიდის. -ეს ვინ იცის კიდევ შენს გარდა,ვინმეს უთხარი?შეეკითხა გოგიმ. -არა,არავინმა არ იცის.ვის ვეტყოდი,ჯერ აქ მოვედი თქვენთან. -კარგია,შენ წახვალ ახლა და გააგრძელებ ჩვეულებრივად მუშაობას.მოერიდე კაბინეტიდან გასვლას და ყოველ დღე გადაამოწმე ანგარიშები,შეინახე შენი გადამოწმებული ყველა ანგარიში,მაგრამ აქ არ დატოვო თანვე ატარე,ან მე მომეცი ყოველდღიური გადამოწმებული ანგარიშები.ნანა ეს ძალიან მნიშვნელოვანია,ჯერ შენთვის,რადგან მხოლოდ შენ მიგიწვდება ხელი კომპანიის თანხაზე და ალბად ხვდები რამხელა შარში გაეხვევი ეს რომ გამჟღავნდება.ამიტომ ისე უნდა მოაჩვენო თავი ვინც დგას ამ ყველაფრის უკან,რომ შენ ვერაფერს ვერ ხვდები. -გეფიცები გოგი მე არაფერს შუაში არ ვარ. -ვიცი გასაგებია,ვიღაცას უნდა ჩვენი გაკოტრება.ჩვენ ერთად ვითანამშრომლოთ და ყველაფერს გავარკვევთ,გასაგებია? -გასაგებია ყველაფერი,გთხოვთ ეგებ გავიგოთ ვინ შედის ჩემს კაბინეტში,მე ხომ ვკეტავ კაბინეტს,გასაღები მხოლოდ მე მაქვს იქ დამლაგებელიც არ შედის უჩემოდ,დილით რომ მოვდივარ ჩემთან ერთად ასუფთავებს მანანა დეიდა იქ ყველაფერს.ერთიც უნდა გითხრათ,მინდა იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ.დიდი ხანია უკვე თვალს ვადევნებ ჩემს საწერ მაგიდას,როგორ ვტოვებ და დილით რომ მოვდივარ ყველაფერი არეულ-დარეული მხვდება.დღეს კი ყავის ჭიქის ნადების გადაწმენდა დავიწყებიათ.დავრწმუნდი,რომ ჩემი წასვლის შემდეგ იქ ვიღაც შედის,ის ვიღაც ვისაც გასაღები აქვს და აქაც თავისუფლად შეუძლია შემოსვლა. -ეს რაც ახლა თქვი,დიდი ხანია რაც შეამჩნიე?შეეკითხა მოსმენილით დაბნეულმა გაბრიელმა. -ვიღაც რომ შედის ჩემს ოთახში ეს უკვე თვეებია შევამჩნიე,მაგრამ ეს ციფრების თამაში და ანგარიშების გადასხვაფერება სულ მეორედ შევამჩნიე ან არ დავკვირებივარ აქამდე,ვერ გეტყვით დარწმუნებით როდიდან ხდება ეს ყველაფერი.დღევანდელმა ანგარიშებმა კი შემაშინა წინანდელთან შედარებით სულ სხვა ციფრთა სხვაობაა.არც შემიძლია ხელი დავადო ვინმეს,რადგან იქ მხოლოდ მე ვარ. -რა თქმა უნდა მართალია,ასე ზეპირად ხელს ვერავის ვერ დავადებთ.თქვა გოგიმ ჩაფიქრებულმა.ისე შენ ცოტა გრძელი ენა გაქვს და ეს საუბარი ამ კაბინეტიდან არსად არ უნდა გავიდეს.წაკბინა გოგიმ ნანას რომელიც ძალიან გაბრაზდა.-კიდევ ერთი რამ,მაგ კაბა ძალიან მოკლეა ცოტა სიგრძე მოეცი.თვალი ჩაუკრა აწითლებულ ნანას და კაბინეტიდან გავარდა. -ეს რა იყო ახლა,საერთოდ ნორმალურია ეს პიროვნება?სიბრაზისაგან ანთებულმა სათითაოდ მოავლო თვალი ბიჭებს. -ხანდახან უბერავს გულთან არ მიიტანო,განა ტყუილად ჰქვია თავღია?უთხრა კახამ ღიმილით. -მაგას მე ვაჩვენებ დაცინვა როგორ უნდა.ჩაილაპარაკა ნანამ და კაბინეტი დატოვა.გოგიმ კი გამომძიებლის კარები შეაღო და ღიმილით მიესალმა ჭაღარა შერეულ მამაკაცს. -გამარჯობა ბ-ნო ზაზულ.როგორ ხართ,სიახლე გვაქვს რამე? -ოოოო,კარგ დროს მოხვედი სიახლე გვაქვს გოგი და ის მტერი რომელსაც ასე გულდასმით ვეძებთ უკვე თითქმის ერთი წელია და მეტიც,ძალიან ახლოსაა თქვენთან.მომისმინე შვილო,შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს და ეს ბიზნესს დააბრალონ,მაგრამ მნიშვნელოვანი ზარი არის,ის სულ ახლოს და ახლოს დგება თქვენთან.იცის თქვენი თითოეული ნაბიჯი,იცის კომპანიის საიდუმლო ნუ ყველაფერი არა,მაგრამ რაღაც ნაწილი.ის თავისუფლად დადის თქვენს მეგობრულ ოჯახში.გოგი დაფიქრდა და დღევანდელი ნანას უცნაური ანგარიშების გადაადგილების შესახებაც უთხრა. -რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ.რა,როგორ ჯობია გავაკეთოთ. -შეგიძლია თვალი თვით კაბინეტში დააყენო,შეძლებ ამას? -როგორ არ შევძლებ,მაგას დღესვე გავაკეთებ. -მოიცადე შენ არა,იმ ნანას უთხარი რომ თითქოს თაგვი დაინახა და დეზ-ინფენქციის სახით შეწამვლის მიზნით გამოიძახეთ მუშაკები და ზარი ჩემთან შემოვა.ბიჭები ისე დააყენებენ თვალს,რომ ვერავინი ვერ შეამჩნევს.ბიჭებისთვის ისევ არ გითქვამს არაფერი? -ახლა ვეტყვი ძია ზაზა,უკვე აღარ შეიძლება ამის დამალვა. -რა თქმა უნდა,უნდა იცოდნენ და ისე უნდა მოვაწყოთ,რომ უნდა გამოვიჭიროთ. -ვფიქრომ ამ კვირაში მოგვარდება,წავედი ახლა და დაელოდე ზარს.მზად გყავდეს ბიჭები. -კარგი,ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა გოგი.ისე ჩვენც ვადევნებთ თვალს რამოდენიმე პიროვნებას თქვენი კომპანიიდან,ჯერ არ შემიძლია არაფლის თქმა,მაგრამ არიან ეჭვმიტანილებიც და ვცდილობთ,უფრო მეტი ფაქტების მოგროვებას. -კარგია მომწონს ეს შემართება და კიდევ ერთი, ძია ზაზა გთხოვ,გამიგო ვინ არის გოდერძი ტაბიძე. -გოდერძი ტაბიძე რომ მითხარი ხომ?ნაცნობი სახელი და გვარია,ვიცი ვინც არის,მაგრამ მაინც გადავხედავ და დავადგენ ყველაფერს.ჯობია კარგად გავარკვიო და დაზუსტებული ინფორმაცია გითხრა. -დღეს ხუთშაბათია,შაბათამდე უნდა ვიცოდე,ინფორმაცია ხელთ უნდა მქონდეს. -კარგი,არ დამჭირდება მაგდენი დრო.გოგი დაემშვიდობა გამომძიებელს და ისევ კომპანიაში დაბრუნდა.ნანამ გულში ჩაიხვია გოგისგან მისი გამასხარავება და გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა მისთვის.ამიტომ დროებით დაეთხოვა გაბრიელს და მაღაზიაში ჩავიდა,დაკვირვებით დაათვალიერა სექციები და პატარა წრუწუნების საჭერი ხაფანგები იყიდა რამოდენიმე ცალი.ჩუმად შეიპარა გოგის კაბინეტში და მისი მაგიდის უჯრაში აწყობილი ორი ცალი ხაფანგი ჩააწყო ფრთხილად.სასიამოვნოდ გაიღიმა როცა წარმოიდგინა გოგის ტკივილისაგან დამანჭული სახე,საოცრად კმაყოფილმა გამოვიდა კაბინეტიდან.დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს,გართული იყო მუშაობაში და თავში ათასობით მათემატიკური ციფრები ირეოდა,რომ გოგის ღრიალი ექოსავით მოედო კომპანის კედლებს.ბიჭები გაბრიელის კაბინეტში იყვნენ ისევ,რომ ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ კისრისტეხვით გავარდნენ კაბინეტიდან და გოგისთან შევიდნენ შეშინებულები.გოგის ტკივილისაგან მოღრეცილ სახეს რომ შეხედეს,ჯერ გაუკვირდათ და შემდეგ მათი ხარხარი მოედო მთელ შენობას,მათ გულიან ხარხარზე კი იცინოდა იქ მომუშავე პერსონალი. -რა სიკვდილი გაცინებთ,მომეხმარეთ და მომაშორეთ ეს დასამტროვი ხაფანგები დამტყდა თითები.ყვიროდა გოგი და ხელებს ჰაერში აქნევდა. -საოცრებაა,ასეთ მწვავე შედეგსაც არ ველოდი და როგორ მომწონს შენი მონღრეული სახის დანახვა,შენ ვერც კი წარმოიდგენ გოგილო.მოესმა ნანას ხმა და ტკივილისაგან აწითლებულმა შეხედა ნანას ცინიკურ სახეს,რომელიც გაბრიელს ამოფარებოდა. -შენ გააკეთე ეს?უთხრა გაჭირვებით წყნარად და აუღელვებლად. -დიახ,ეს მე გავაკეთე და კმაყოფილიც ვარ.ასევე წყნარად და აუღელვებლად უპასუხა ნანამ. -მოგკლავ,გეფიცები შემომაკვდები ხელში.კახამ დააკავა და არ გაუშვა,მაგრამ გაბრიელს და ლევანის უკვე სიცილისგან ძალაც კი გამოლეოდათ და ცალი ხელით კედელზე იმაგრებდნენ თავს.კახა იცინოდა,მაგრამ სიცილში ცდილობდა ჰაერში მოქანავე ხელი დაეკავებინა და საცოდავად დატეტკვილი თითები ხაფანგისგან გაენთავისუფლებინა.ამ სიცილ-ხარხარში სამუშაო დღეც დასრულდა და ნანამ დაემშვიდობა ტკივილისაგან გამწარებულ გოგის და უთხრა. -აბა,წავედი მე და ხვალამდე გოგილო. -დამაცა გამიაროს ამ ხელის ტკივილმა,გაჩვენებ სეირს მე შენ.დაემუქრა ნანას გოგიმ. -გოგი მოდი დღეს, შენი ფიქრთა მეფეს დავლოცავ წითელი ღვინით.გოგიმ გახედა ნანას და გაბრიელმა ჩუმად ანიშნა წასულიყო,რადგან არ მოწონდა გოგის სიწყნარე,ამიტომ ნანაც კმაყოფილი და ნასიამოვნები სახით წავიდა სახლში.გოგიმ თვალი გააყოლა,მაგრამ ფიქრები მისმა ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა და შეწუხებული ხმით უპასუხა. -გისმენ ზაზული. -გოგი უნდა გნახო,სად ხარ.მოესმა ზაზას შეშფოთებული ხმა. -რა მოხდა,კომპანიაში ვართ ჯერ კიდევ. -მანდ მოვალ და უნდა ვილაპარაკოთ,ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და ოთხივე უნდა იყოთ. -კარგი გელოდები მაგრამ აქ არა,არ შეიძლება აქ ჩვენი შეხვედრა. -მე მოგწერ მისამართს და იქ მოდით.უთხრა ზაზამ.მისამართი მიიღო და შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა სერიოზული სახით. -მაშ ასე,მომისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ და არ შემაწყვეტინოთ.არ ვიცი გახსოვთ თუ არა,მაგრამ მე თქვენ ერთხელ გითხარით,რომ ჩვენს ოჯახში მტერი გვყავდა.თქვა და ლევანს და კახას გადახედა.-მაშინ არ დაიჯერეთ და გეგონათ ეს საქმე თქვენთან ერთდ მეც მივივიწყე,მაგრამ არა მეგობრებო,მე დავიქირავე ნაცნობი გამომძიებელი და ეს საქმე დღემდე ძიებაშია.დღეს კი მან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვითხრას,გამიმხილა რომ მტერი აქ არის,ჩვენს სიახლოვეს ეს თქვენც დარწმუნდით ნანას ბურუსით მოცული ნაამბობზე,თუ რა ხდება მის კაბინეტში მისი წასვლის შემდეგ. -რას ამბობ გოგი და მე რატომ არაფერი არ ვიცოდი ამის შესახებ. -არ გითხარით მანამ,სანამ არ დავრწმუნდი ჩემს სწორ აზროვნებაში. -დღეს ნანამ რომ გველაპარაკა,სწორედ იმ დღევანდელი საუბარი გამახსენდა და პირველად ვინანე,რომ არ დაგიჯერე მაშინ.უთხრა გოგის ლევანიმ. -შენ ამდენი ხანი ჩუმად ხარ და მხოლოდ შენთვის მოქმედებ?ამიტომ ხარ ხოლმე გამქრალი რომ გეძებ და ვერ გპოულობ? რომ რამე მოგსვლოდა,მერე რა უნდა გვექნა გოგი.უთხრა გაბრიელმა გაბრაზებულმა. -კარგი რა,რა უნდა მომსვლოდა გაბრიელ.ამათ რომ ვუთხარი და არ დამიჯერეს,ვიფიქრე შენც არ დაიჯერებდი,ამიტომ ჯობდა ჯერ ასე მემოქმედა და ყურადღებით ვიყავი იმ ადამიანის მიმართ ვიზედაც ვეჭვობდი და დღეს კი თუ ჩემი ეჭვი დამიდასტურა ბიძაჩემმა გეფიცებით,მას ჩემი ხელით მოვკლავ. -გოგი ცოდო იყავი მთელი ეს დრო ამოდენა ტვირთვისთვის.უთხრა გაბრიელმა და მეგობარს გადაეხვია. -ხო მართლა იმ გოდერძიზე ვუთხარი და გაარკვევს ვინ არის და კიდევ ერთი ნანას კაბინეტში ვიდეო თვალი უნდა დავამონტაჟოთ. -ნანა რომ წავიდა? -ეს ხვალ მოხდება.აუხსნა ბიჭებს როგორც გააკეთებდნენ და კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. -კიდევ რა ხდება. -ნანამ უნდა გაიგოს,რომ მისი სასიძო არ არის სუფთა ადამიანი,სწპრად არ ვიცი,მაგრამ ყურმოკრულს გეტყვით,რომ ის ფულს ბინძური გზებით შოულობს,ის ნარკო-დილერი არის.ზუსტად კი ბიძაჩემი გვეტყვის ახლოს რომ ვნახავთ საღამოს. -დავაბრუნოთ მაშინ ნანა და დაველაპარაკოთ. -ჩვენ არა,თვით გამომძიებელი დაელაპარაკება,უნდა წავიდეთ გველოდება.კახამ ნანას დაურეკა და ისიც სირბილისგან აქლოშინებული შევარდა გაბრიელის კაბინეტში. -რა მოხდა,რამე გაარკვიეთ? -დღეს უნდა მომეკალი,მაგრამ ჯერ საჭირო ხარ და გადავდებ დროებით შენს მოკვლას. ახლა ჩვენ წამოგვყვები,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგო შენს სასიძოზე. -მე რაში გჭირდები შენ.შეუბღვირა გოგის. -მე კი არა,კომპანიას ჭირდები და იმიტომ ვერ გიმეტებ ჯერ მოსაკლავად და გითხარი,შენს სასიძოზე უნდა გაიგო ძალიან მნიშვნელოვანითქო. -საგლახაოდ მომაბრუნე?შეუღრინა და კარებისკენ შებრუნდა წასასვლელად.გოგიმ მკლავში წაავლო ხელი და იქვე მდგარ სავარძელში ჩააგდო. -იმიტომ მოგაბრუნეთ,რომ ალბად აუცილებელი იყო ბატო და ნუ ჭყიტავ მაგ ლურჯ თვალებს შეშინებული კურდღელივით. -რა ხდება წესიერად არ შეგიძლიათ მითხრათ? -მოკლედ,ხვალ შენს ოთახში კამერას დავაყენებთ,ახლა კი ჩვენთან ერთად წამოხვალ ნუ გეშინია არ შეგჭამთ.შენ ჩემთან ერთად წამოხვალ ,თქვენ კი აი ამ მისამართზე მიდით,იქ უკვე გველოდებიან.გოგის ისევ დაურეკა ტელეფონმა და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ უთხრა ნანას.-ახლა ადგები და შენს ოთახში შეხვალ,დარწმუნდი რომ იქ არავინი არ არის, კახა შენც წაყევი და დაიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა.ცოტა ხანში გოგი შევიდა მათთან და დააყენა ვიდეო თვალი ისე,რომ მაგიდას და კომპიუტერს ხედავდა მხოლოდ,გარეთ კართან კი გაბრიელი და ლევანი საუბრობდნენ დაზვერვის მიზნით. -მორჩა,ჩვენ წავალთ ცოტა ხანში და ჩამოდი, მე ქვემოთ დაგელოდები.წავიდნენ ბიჭები და გაბრიელმა მიაძახა სიცილით გოგის. -არაფერი არ მოწიო გოგოს,გესმის? -წადი,წადი შენ მე მართლა გიჟი გგონივარ?ცოტა ხანში ნანაც გამოკაკუნდა გარეთ და თვალებით ეძებდა გოგის რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.,,გამოდი გზაზე და მარჯვნივ დაუყევი ქუჩას,20 მეტრი გაიარე ფეხით არ მოკვდები და ცოტა ჩქარა ნუ გძინავს ფეხზე,გელოდები''.წაიკითხა და ჯერ გაეცინა და თან გაბრაზებულმა თქვა. -ეს მომაკვლევინებს დღეს თავს.ნელა-ნელა დაუყვა მითითებულ გზას და ცოტა ხანში გოგის სიბრაზისგან ანთებულ თვალებს წააწყდა. -რა გეჩქარებოდა,სიჩქარისგან ძლივს ითქვამ სულს ნელა ვერ წამოდი? -მე არსად მეჩქარება და ეს სიგრილე მესიამოვნა.მშვიდად დაუბრუნა პასუხი ნანამ. -ხოოო,ახურებულ სხეულს სიგრილე უხდება,მაგრამ შენ რამ აგახურა.ეშმაკუნები აუთამაშდა თვალებში გოგის და ოოო, როგორ მოსწონდა ნანას აწითლებული ლოყები და სიბრაზისგან ანთებული თვალები. -გოგი რა გინდა,არ ჯობია პირდაპირ მითხრა სათქმელი? -მოდი,მეც მინდა პირდაპირ გელაპარაკო და ერთმანეთს გულახდილად ვესაუბროთ მხოლოდ ჩხუბის გარეშე. -ერთი პირობით. -ჰმ,პირობებსაც რომ მიყენებს,თქვი რა მოიფიქრე ამჯერად.გაეცინა გოგის. -ცინიზმის და ირონიის გარეშე. -კარგი,გეთანხმები.ხელები ასწია გოგიმ და მანქანაში ჩაჯდა ორივე.-მომისმინე,შენ რა გგონია,შენი თამამი ქცევებით მიიქცევ მამაკაცის ყურადღებას? -რატომ ფიქრობ ასე? -ნანა,ნანა,ნანუჩი რამდენი წელია რაც ჩვენთან მუშაობ? -თუ არ ვცდები,უკვე მესანე წელია. -მერე?არასდროს შეგიმჩნევია კახას უცნაური შემოხედვა? -მართლა არასდროს არ დავკვირვებივარ,არ მითხრა რომ....... ვაიიმეეეეე,ეს პირველად მესმის. -არ გეტყვი არაფერს,ეს შენ თავად უნდა მიხვდე.მე ერთს გეტყვი მხოლოდ პირდაპირ და მოურიდებლად.პირველ რიგში ასეთი ჩაცმულობა დაივიწყე და სტილი შეიცვალე.მაპატიე,მაგრამ უკანასკნელ ბო...ს გავხარ ამ კაბაში.ნანუჩი ქალი უნდა ანათებდეს და მისი სინათლის სხივი თვალს ჭრიდეს ყველას.მხოლოდ მისი სისუფთავით იპოვის ის მის ბედნიერებას,გასაგებია?მამაკაცისთვის ქალი ამოუცნობი უნდა იყოს,ნუ ჩქარობ და შენი მოძიებით,შეცდომით ადამიანს არ დაუკავშირო შენი ცხოვრება.შენი ბედის მამაკაცი,თავად მოგაგნებს შენ,შენი სუფთა სუნით. -23 წლის ვარ და არაფერი არ მცოდნია, მამაკაცებზე.მაოცებ. -მამაკაცსაც გამოცნობა და გაგება უნდა ნანუჩი.ზოგს ხისტი ხასიათი აქვს,ზოგი დამთმობია,ზოგი გამორჩენაზეა.100%-ში კი 30-40 %-ი შეიძლება იყოს გულწრფელი და სუფთა გრძნობით შექმნილი ძლიერი სიყვარული აჩერებდეს შენთან.ნანა ქალი ამორძალი უნდა იყოს მამაკაცისთვის,ქალი ამორძალი და ვნებიანი.ბოლო სიტყვები ეშმაკური სიცილით უთხრა გოგიმ და გულიანად გაიცინა ორივემ. -დაუჯერებელია,ვერ ვიჯერებ რომ ახლა შენ გესაუბრები. -რატომ?რა არის ასეთი დაუჯერებელი. -იმიტომ რომ ყველა თავღიას გეძახის და შენ რა საოცარი და საინტერესო ადამიანი ყოფილხარ. -მე ვინც მეძახის თავღიას,ის თავადაა თავღია ჩემო ნანა.ორივე იცინოდა და გოგიმ უეცრად მოიწყინა.-ვფიქრობ,დღეს რაც მოხდა უნდა დავივიწყოთ და რაც გითხარი,იმედია არ გეწყინა. -არა გოგი რას ამბობ,პირიქით ძალიან გამაოცე. -ერთიც მინდა გითხრა.ნანა ძალიან კარგი გოგო ხარ და მოდი რა,ძალიან გთხოვ არ გინდა რა არავისზე მიმსგავსებული ცხოვრება,იყავი ყოველთვოს ის,რაც ხარ სინამდვილეში.ქალი სამოთხის უმაღლესი მწვერვალებიდან გადმომსკდარი ჩანჩქერია,რომელიც გრანდიოზულად მიიკლაკნება ჯოჯოხეთის სიღრმეებისაკენ.იყავი მამაკაცის სასიამოვნო ჯოჯოხეთი ნანა და არ წააგებ ცხოვრებაში.აი ამ საუბარში კიდეც მოვედით. -გოგიიი დღეს არ ვთქვი,მაგრამ იმდენი საინტერესო რა ვისაუბრეთ ერთი საიდუმლო მინდა გითხრა. -უკვე ცუდად ვარ. -რატომ? -იმიტომ,რომ შენ გინდა მითხრა შენ მომწონხარო.არ გაბედო ამის თქმა,თორემ აქვე გავაფრთხობ სულს.უთხრა გაოცებულმა და ნანამაც გაოცებულმა შეხედა და თან პირდაფჩენილმა. -გოგოოო,რა გემართება დამუწე პირი.ხარხარებდა გოგი. -რა იდიოტი ხარ გოგი.მართლა მომისმინე სანამ ავალთ მაღლა უნდა გითხრა,რომ გოჩა არ მომწონს. -ოოო,ეს საინტერესოა.როგორ არ მოგწონს როგორც ადამიანი,როგორც მამაკაცი თუ როგორც პიროვნება.გკადრა რამე? -რომ გითხრა არცერთი ვარიანტი არაა მოსაწონითქო გეწყინება?ის ხომ თქვენი მეგობარია. -არა,არ მეწყინება ნანა რადგან, უკვე აღარც მე არ მომწონს. -რაღაც ცუდად დაწრიალებს თქვენს გარშემო. -შენ უკვე ჩვენი მესაიდუმლე ხარ და სწორედ მაგაზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ დღეს აქ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგო. -კიდევ მნიშვნელოვანი რა,ისევ კომპანიას ეხება? -არა,ეს შენს ოჯახს ეხება. -ჩემს ოჯახს?დარწმუნებული ხარ? -კი სავსებით,შენი და გიყვარს? -ჩემი და?რა შუაშია აქ ჩემი და საიდან სად გადახტი გოგი. -შენ მიპასუხე გიყვარს? -რა თქმა უნდა მიყვარს,ეს რა კითხვაა. -ხოდა იბრძოლე შენი დის გადარჩენისათვის და მისი ბედნიერებისათვის.იცოდი ლევანს რომ უყვარს ნატა? -აააააააააააა?ღმერთო,მე ჭურში მძინავს? -ხოდა ხომ ხედავ გამოგაღვიძე და ჭურიდანაც ამოგიყვანე. -გოგი იქ კაბინეტში მითხარი რაღაც,მაგრამ მეგონა ხუმრობდი.სად იყო აქამდე,რატომ არ უთხრა თუ უყვარდა.მტკივნეულად თქვა და ცრემლი მოერია. -გატყობ სასიძო არც შენ მოგწონს. -არც არასდროს არ მომწონდა. -კარგი,ყველაფერი მოგვარდება.გადავიდეთ,ძალიან დავაგვიანეთ გველოდებიან.ყველას მოეყარა თავი და მხოლოდ გოგის ელოდნენ,გოგი ნანასთან ერთად შევიდა სახლში და მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა,შემდეგ კი გაკვირვებულმა თქვა. -ღმერთო ნუთუ ეს ცხადია,ეს რა სიურპრიზია ზაზული.შენ,შენ ცოცხალი ხარ?მე ვფიქრობდი,რომ აღარ არსებობდი. -როგორც ხედავ,შენთვის სასიხარულოდ და ვისთვის სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვარსებობ და ვცოცხლობ. -მახსოვს გაზეთები შენს გარდაცვალებას წერდნენ. -ცოტა ნაადრევი მოუვიდათ,ჩემს სიკვდილზე განცხადების გაკეთება. -ძია შოთა.ჩაეხუტა გოგი და ცრემლიც კი მოერია შოთა ზაზას ძმაა და განსაკუთრებით უყვარდა გოგის.შემდეგ სახეზე ჩამოუსვა ხელი და სევდიანად უთხრა. -სახეზე ძალიან გეტყობა განვლილი სევდიანი წლების კვალი. -მართალია,ცხოვრებამ მძიმე გამოცდა მომიწყო შვილო.რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ.თქვა სევდიანად. -მთელი 16 წელი.მაშინ 10 წლის ვიყავი,ბევრი არაფერი არ მესმოდა.დღეს 26 წლის ვარ და როგორ ჩქარა გასულა დრო,წლები გარბიან განა ჩვენ გველოდება?გარბიან ტკბილ მოგონენენთან ერთად.გოგის ცრემლი მოერია,შემდეგ გაახსენდა რომ მარტო არ იყო და ყველას მოავლო თვალი. -ბიჭებო ზაზა და შოთა ძმები არიან ასევე მამაჩემის უახლოესი მეგობრები.ძია შოთა ესენი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან,ჩემი ძმები აი ეს კი ჩვენი ულამაზესი დაიკოც აქ გვყავს.ესენი არიან ხალხი, რომლებისთვისაც შემიძლია სიცოცხლეც კი დავთმო. -არ მიკვირს გოგი შენგან ამ სიტყვების მოსმენა.განა მამაშენი მე არ გადამეფარა?განა უჩამ მე არ შემომწირა თავისი სიცოცხლე?გაოცებული უსმენდნენ ბიჭები და დაეფიცებათ,რომ გოგი პირველად ნახა ოთხივემ ასეთი სერიოზული და თან ატირებული.თურმე რამხელა გული ქონია ამ ადამიანს და გაუხარდათ რომ ამ ხალხმა იცოდნენ ერთმანეთის ფასი. -გოგი ჩვენ ვისაუბრეთ შვილო და ახლა საქმეს მივხედოთ,დაბრძანდით.ყველა შემოუსხდა მაგიდას და ყველას სერიოზული სახე ჰქონდა,დღეს ისინი გაიგებენ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს თუ ვინ არის მათი მტერი და ვინ ცდილობს მათ ერთმანეთთან დაშორებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.