შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ნინა! (3)


14-02-2018, 01:53
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 090

არასოდეს მჯეროდა სასწაულების, ყოველთვის რეალურად ვფიქრობდი და ვაზროვნებდი,ცხოვრება ფილმი არაა,იქ ყოველთვის ყველაფერი ბედნიერად სრულდება,რეალურ ცხოვრებაში კი ბედნიერებას საერთოდ ვერ პოულობ,როგორც კი თავს იგრძნობ ბედნიერად მაშინვე თავზე გენგრევა ყველაფერი.ბედნიერებასა და უბედურებას შორის გადებულია ხიდი, რომლის საზღვარზეც უნდა იდგე, მხოლოდ ასე იქნები დაცული. არაფერი გამაჩნია ამ ცხოვრებაში რასაც მატერიალური ქვია, სულიერადაც ცარიელი ვარ,იმდენად ცარიელი რომ ასე მგონია ამ სიცარიელეს ვერაფერი ამოავსებს. მივიჩქარით საითკენ, სად? საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც მხრებე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს. საცოდავია უმიზნო ადამიანი, ამ შემთხვევაში კი მე ვარ საცოდავი, უბედური, მიუსაფარი, რომელმაც არც კი იცის ხვალინდელი დღე რას უმზადებს. იმედს ებღაუჭები რომ ის შენთან დარჩება, შეეცოდები მაინც და არ დაგტოვებს,თუმცა განა ღირს ასეთი სიცოცხლე რამედ? უბადრუკი და საცოდავი ხარ ჩემო თავო!
თვალების გახელა არ მინდა, ამისთვის მიზეზიც არ მაქვს, მთელი დღე რომ ასე ვიწვე მაინც არავინ მომაკითხავს, მარტო ხარ ნინა! როგორი საცოდავი ხარ, მეცინება საკუთარ თავზე. ყოველთვის მეშინოდა მარტოობის და აი დადგა ეს დროც. აწეიე ერთი ადგილი, ჩაალაგე ბარგი და მოშორდი აქედან! რაღაც მაკავებს, რაღაც არა ვიღაც. ალექსანდრე!
ტელეფონს ვიღებ და სოფელში ვრეკავ ჩემებთან
-რამდენიმე საათში ჩამოვალ დედა-ჩავახველე
-ჯერ არდადეგები რომ არ დაწყებულა?-მესმის დედაჩემის გაკვირვებული ხმა
-ჩემთვის დაიწყო-ვთიშავ ტელეფონს და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ
ბინის მეპატრონესთან ვრეკავ და ვატყობინებ რომ ბინას ვტოვებ.ქურთუკს ვიცვამ და ჩანთას ვიღებ ხელში,ბინას ბოლოჯერ მოვავლე თავლი და კარები დავკეტე. გასაღები კი ხალიჩის ქვეშ დავტოვე, როგორც მთხოვა "ხაზეიკამ". დიდუბის ავტოსადგურზე მივდივარ, ჩემი სოფლის მიკროავტობუსში ვიკავებ ადგილს და ვცდილობ მომხდარზე არ ვიფიქრო. სახლში დაბრუნებისას ისევ ის გოგონა იქნები,ისევ ისეთი ნინა.ქალაქი არაა ნინასი,არც ნინა აღმოჩნდა ქალაქის. უკანასკნელად ჩავისუნთქე თბილისის მძიმე ჰაერი და თვალები გავახილე. ახლა სად არის? რას აკეთებს? ალბათ ნუკასთან ერთად გეგმავს მომავალს. მძიმეა ამის წარმოდგენა ჩემთვის. მე ერთი ჩვეულებრივი სოფლელი გოგო ვარ,რომელმაც არც კი იცის რას უნდა ელოდოს ცხოვრებისგან. ცოტა ფილოსოფიურად კი გამომდის ჩემი მონოლოგი,თუმცა ამ წამს მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ცხოვრებაზე დაბოღმილ,უიღბლო გოგოდ შეგიძლიათ ჩამთვალოთ,თუმცა ამით არაფერი სრულდება, უფსკულთან ხომ არ ვდგავარ რომლის ბოლოს აბობოქრებული მღელვარე ზღვა ჩქეფს? მხოლოდ და მხოლოდ სოფლისკენ მიმავალ მიკროავტობუსში ვზივარ და უიმედობით ვიწურები. ჩემი ობილური გაუჩერებლივ რეკავს, ალესანდრეა...
-გისმენთ დიადო ალექსანდრე-ხმაში ირონია გამეპარა
-დიადო ალექსანდრე კი არა სად ხარ რამდენჯერ დაგირეკე,არც სახლში ხარ!-ხმაში გაბრაზება ეტყობოდა,თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა
-რა გინდა?
-რას ქვია რა მინდა გოგო,მეღადავები?!-ახლა კი ნამდვილად ვეღარ გააკონროლა ბრაზი და ხმა
-მოიცა დავფიქრდე-გამეცინა
-ნინა! სად ხარ?!-დამიღრიალა, კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან
-მშვიდად, მშვიდად, სოფელში ვბრუნდები
-რა?!-არ წყვეტდა ღრიალს-რას ქვია ბრუნდები? ან არ უნდა გეთქვა ჩემთვის?
-და რატომ უნდა მეთქვა?-ისევ განვაგრძე მის ნერვებზე თამაში
-რა ადგილას ხარ? გააჩერე "მარშუტკა" და ჩამოდი მოვდივარ!
-მხოლოდ ერთი პირობით
-რა პირობა გაქვს მითხარი აბა
-ან ნუკის დაშორდები ან კიდევ სამუდამოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან
-მოვალ და მანდ ვილაპარაკოთ
-არა! ახლავე მიპასუხე!
-ნინა!
-აირჩიე!
-დავშორდები ნუკის
-მცხეთაში ვარ
-ჩამოდი 15 წუთში მანდ ვიქნები
კმაყოფილმა ვთხოვე მძღოლს ტრანსპორტი გაეჩერებინა.თანხა არ გამოვართვი უკან.მცხეთის შესასვლელთან ვიყავი, დაპირებისამებრ 15 წუთში მოვიდა. ჩემს წინ გაჩერდა მანქანა, სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან
-სულ გააფრინე ხომ?!-განრისხებულმა დამიღრიალა
-ვინა მეე?-გავიკვირვი, ვითომც არაფერი
-მეღადავები გოგო?!ჩაჯექი მანქანაში!-ხელი დაგვავლო მე და ჩემს ჩემოდანს და მანქანაში ჩაგვტენა, სწარაფდ დაძრა
-იქნებ ცოტა შეანელო თორემ დროზე ადრე დააქვრივებ იმ გოგოს-გამეცინა და პირზე ხელი ავიფარე
-შენ რამე ხომ არ მოწიე?-დაზაფრულმა გადმომხედა
-მოიცა გავიხსენო-თვალები მოვჭუტე და ნიკაპი მოვისრისე-არა, არაფერი-გავუღიმე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ
თავი გააქნია და ხმის ამოუღებლად განაგრძო გზა. არც მე მიკითხავს სად მივდიოდით, არც ის ვიცოდი რა იქნებოდა მისი შემდგომი ნაბიჯი. მცხეთას რომ გავცდით იქვე გზაზე მდგომ პატარა სასტუმროსთან შეაჩერა და მიბრძანა გადავსულიყავი, მეც უხმოდ დავემორჩილე და რევერანსის ფონზე დავტოვე მანქანა. უკვე ბინდდებოდა, საშინელი სუსხი იყო, ქარი, ნისლი, აკანკალებული შევედი სასტუმროში, ერთი ნომერი აიღო და მიმითითა კიბისკენ.უხმოდ ავედით და გასაღები 23 ნომერ კარს მოარგო.
-შედი-თავით მანიშნა
-მე კი შევალ, მაგრამ არ იტყვი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ?
-შენ იცი რისი ღირსი ხარ?!-გამოცრა კბილებში და ჩემი ჩემოდანი უხეშად დადო ძირს
-არა, არ ვიცი და იქნებ მითხრა?-არ ვეშვებოდი მის ნერვებზე თამაშს
-მაგრად უნდა გი*მარო!!! თუმცა ამას არ ვიზამ იმიტომ რომ კაცი ვარ
-დედა!! როგორ შემეშინდა, მეგონა რამე უარესს იტყოდი-გადავიხარხარე და დოინჯი შემოვირტყი
-ანუ ეგ რომ გავაკეოთო არ ხარ წინააღმდეგი?-ინტერესით დამაკვირდა, აინტერესებდა ჩემი პასუხი
-შენი მიზანიც ხომ სწორედ ეგაა-უადრდელად განვაგრძე პასუხი
-როდის მიხვდები რომ სულ სხვა რამაა ჩემი მიზანი?-ხმა გაებზარა
-ბოდიში,მაგრამ ვანგა არ ვარ,არც მისი შთამომავალი,ასე რომ თუ არ მეტყვი ჩემით ვერასოდეს მივხვდები-არ დავაკელი ირონია და მის პასუხს დაველოდე.
-ნუკის დაშორდიო რატომ მითხარი?
-მგონი დროა შეგახსენო რომ ჩვენ არც თუქეთში ვართ და არც არაბეთში რომ რამდენიმე ცოლი ერთად გყავდეს, შეიხს ან სულთანს ნამდვილად არ გავხარ
-აჰა, ანუ შენ ჩემი ცოლობა გინდა-ნიკაპი მოისრისა, ახლა თამაში მის სასარგებლოდ წარიმართა
-აბა შენს ძიძობას ან საყვარლობას ნამდვილად არ ვაპირებ-არც მე დავრჩენილვარ ვალში
-და საყვარლობას რას უწუნებ?
-საყვარლად ნანული დაიყენე!-გავმწარდი საშინლად, მინდოდა იქვე მიმეხრჩო
-რას ერჩი ნანულის, მშვენიერი მანდილოზავრია.-გაეცინა
-მაგაზე მეტი არც გეკუთვნის შენ, მოვრჩეთ თამაშს,რა გინდა ჩემგან-მაგიდაზე ორივე ხელით დავეყრდენი და მისკენ გადავიხარე
-შენ მინდიხარ
-კარგი,მე გინდივარ და ნუკა? დაშორდები მას?
-ნუკას ვერ დავშორდები-ამოიოხრა-მას რომ დავშორდე ყველაფერს დავკარგავთ-თავზე ხელები შემოიწყო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა-ჩემი ოჯახის მომავალი და მთელი ჩვენი ბიზნესი ამ ქორწინებაზეა დამოკიდებული
-გასაგებია, მაშინ მე აქ არაფერი მესაქმება
-ნინა მოიცა
-მერე?
-მიყვარხარ
არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ გამეცინა
-არჩევანი სიყვარულსა და ფულს შორის
-და შენ რას ფიქრობ ჩემზე?-თვალები სევდიანი ქონდა, 99% არ ტყუოდა, დაძაბული იყო,ნერვიული,ასეთი ალექსანდრე პირველად ვნახე
-მე ვფიქრობ რომ ეს სიყვარული ორივეს გაგვანადგურებს,იმიტომ რომ შენ ჩემსა და ოჯახს შორის ოჯახს აირჩევ და მე აღარ მინდა ტკივილი,ახლა მე ამ კარებიდან გავალ და შენ არ გამომეკიდები, იმიტომ რომ თუ ასე იზამ წასვლას ვეღარ შევძლებ, ეს შენი ოჯახისთვის უნდა გააკეთო, ნუ გაწირავ მათ სიღარიბისთვის, მე ავიტან, გავუძლებ უშენობას, თუმცა ისინი გაჭირვებას ვერ აიტანენ. სწორედ ეს განსხვავებაა ჩვენს შორის.-მშვიდად გავუღიმე ვეცადე არ მეტირა მის წინაშე და ცრემლები შევიკავე თუმცა არ გამომივიდა.
-ცხოვრებაში მსგავსი არაფერი განმიცდია ნინა, გეფიცები დანახვისთანავე ვიგრენი რაღაც, ყოველთვის მეცინებოდა მსგავს სიტუაციებზე, არასოდეს მჯეროდა იმის რომ ასე უსაზღვროდ ვინმე შემიყვარდებოდა. ასე მგონია შენს გარეშე მოვკვდები
-არ მოკვდები დამიჯერე, გაუძლებ-ცრემლები შევიმშრალე
-ამას იმიტომ ამბობ რომ შენ არ გრძნობ იგივეს ნინა, მასთან ახლოს მივედი მისი ხელები დავიჭირე და თვალებში ჩავხედე
-როცა მეხები მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, პატარა ბავშვივით ვცქმუტავ როდესაც შენს სახეს წარმოვიდგენ,ერთი სული მაქვს შემეხო და შენი სუნი ვიგრძნო,იმის წარმოდგენაც რომ მალე ნუკიზე იქორწინებ სისხლს მიყინავს და შენ ამბობ რომ მე იგივეს არ ვგრძნობ? თუმცა შენ არ გაქვს უფლობა გრძნობებს დაემონო და შენი ოჯახი გვერდზე გაწიო, მათ შენი იმედი აქვთ და ნუ გაუცრუებ
-არ წახვიდე,ჩემს გვერდით იყავი,უბრალოდ მოვალ გნახავ არც კი შეგეხები გეფიცები
-ასე არც შენს თავთან იქნები მართალი და არც ნუკისთან
-ვერ დაგთმობ,ცხოვრებაში მსგავსი არაფერი განმიცდია, ამის დედაც! იმენა გამომა*ლევე-ორივეს გაგვეცინა, მომეხვია და თავზე მაკოცა
უხმოდ ვისხედით გვერდიგვერდ, სიტყვებს თავს ვერცერთი ვუყრიდით. საოცარი გრძნობა იყო, ჩემს გვედრით იჯდა, მე მას ვუყვარდი და ვჭირდებოდი, იმის წარმოდგენაც რომ ვიღაცას ასე უყვარხარ გაბედნიერებს.
-ამაღამ აქ დავრჩეთ დილით კი თბილისში დავბრუნდეთ
-დედა მელოდება
-დაურეკე და გააფრთხილე რომ აღარ მიდიხარ.
მთელი ღამე მის მკერდზე მეძინა, ტანსაცმელი არცერთს გაგვიხდია. თმებზე მეფერებოდა, ვგრძნობდი როგორ გამალებით ცემდა მისი გული.
დილით თბილისში დავბრუნდით, თავის ერთ-ერთ ბინაში დამტოვა. მთხოვა სწავლა გამეგრძლებინა მეც დავთანხმდი,დავიღალე ამდენი წინააღმდეგობით. ბარგი ამოვალაგე, შხაპი მივიღე და დავწექი. და რა იქნება ამის შემდეგ? რა როლი მექნება მე მის ცხოვრებაში?
ქორწილის დღე ახლოვდებოდა, თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან,ვსაუბრობდით მხოლოდ ჩახუტებით ვიფარგლებოდით,მომავალ ქორწილზე კი საერთოდ არ ვსაუბრობდით.უნივერსიტეტში ისევ დავიწყე სიარული,ფინანსურად ალექსი მეხმარებოდა,ყველა ხარჯს ის ფარავდა, საუკეთესო სტუდენტად ვიქეცი,იმდენად კარგი შეფასებები მქონდა,რომ სტიპენდიაც კი დავიმსახურე, ჩემით ამაყობდა ალექსი. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით იფარგლებოდა, დღის ბოლოს ერთმანეთს ვუზიარებდით დღის მანძილზე მომხდარს.გაუთავებლად ვსაუბრობდით,სალაპარაკო თემა არ გველეოდა. თითქოს შევეგუე იმ აზრს რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო და ალექსი მალე ცოლიანი კაცი გახდებოდა.
ხვალ მისი ქორწილია მე კი არაფრის შეცვლა არ შემიძლია, ვხვდები რომ სუნთქვა მეკვრის თითქოს ვიღაც ყელზე მხვევს ხელებს და ცდილობს დამახრჩოს, მე კი წინააღმდეგობასაც კი ვერ ვუწევ.
-ასე მგონია ხვალ ჩემი დაკრძალვაა-ჩემს წინ ზის და სივრცეს მიშტერებია
-მინდა რომ შვილი გვყავდეს-დაუფიქრებლად ვუთხარი
-რა?-გაეღიმა,დაიბნა
-მინდა მე და შენ შვილი გვყავდეს, ჩვენი შვილი ალექს-ცრემლები ვეღარ შევიკავე და მის წინ ბავშვივით ავქვითინდი
-მაშინ ახლავე შევუდგეთ-გაეცინა და ჩემსკენ გიჯივით წამოვიდა
ტუჩებში გიჟივით მეცა,ამდენი ხნის დაუკებული გრძნობები ერთიანად ამოანთხია,იმდენად ვნებიანი იყო რომ კინაღამ გამგუდა, შემდეგ ტემპი შეანელა,ნელა გამაძრო ტანსაცმელი და ჩემს ზემოთ მოექცა, ჩვენი გახშირებული სუნთქვა ისმოდა ოთახში. ყრუ ტკივილი ვიგრძენი,ხელები მაგრად მოვუჩირე, სიამოვნების მწვერვალს რომ მიაღწია დაღლილი გადაწვა გვერდით და მომეხვია
-მიყვარხარ-ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა












№1 სტუმარი Fgh

Vauuuu dzalliann magariaaa malee dadeeraa

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

es ra ikooo gaagrdzele ar shewkvito veli shemdeg tavss sitkvebi ar mkofnis superrr

 


№3 სტუმარი anako200

dzalian kargia, imedia ar shetskvet tseras

 


№4 სტუმარი ზჰდ

აუუუუ მალე დადერრა და აღარ შეწყვიტოო

 


№5  offline წევრი თუთა პირველი

Ukve imdenjer daiwye da gawyvite es istoria, roca bolomde dadeb mere shemogiertdebi..... Warmatebebi)))

 


№6  offline მოდერი Anye-Any

დღეს დაიდება შემდეგი თავი

 


№7 სტუმარი სტუმარი Waka

Sad daikargeee

 


№8  offline წევრი უიღბლო

Anye-Any
დღეს დაიდება შემდეგი თავი

რატომ არ დაიდო?

 


№9  offline წევრი tamuna.s

მერამდენედ უნდა დაიწყო და გაწყვიტო ძალიან მაინტერესებს. დატანჯე უკვე მკითხველი, ასეთო უპასუხიმგებლობა არ მესმის

 


№10  offline მოდერი Anye-Any

დაიდო 4 თავი თუმცა წაშალეს არ ვიცი რატომ

სამწუხაროდ აქ მქონდა აკრეფილი და არ შემინახავს წაიშალა 4 თავი

 


№11 სტუმარი ეცეცე გრვვფ

მეთქი შევალ იქნებ ახლა მაინც დამხვდესთქო ახალი თავი მაგრამ.... :(( გავიდა უკვე 1 წელი :///

 


№12 სტუმარი სიბციჰდცბდწიცბდუცდუბუდწბცბუს

რატო არ დებ რატოო ?? დავიტანჯე

 


№13 სტუმარი ჰვვვვვ

მგონი ეს არის 4 თავი პროსტა 3 აწერია შეგეშალა:/// და შემდეგს არ დადებ ?

 


№14 სტუმარი სტუმარი lia

zalian sainteteso istoriaa ratom shewvite gaagrzele
velodebiiiiii

 


№15  offline წევრი giotiko

მკითხველს რო ჩააგდებ ინტერესში და ყველგან რო ამ ისტორიას ეძებენ და წარამარა ამოწმებენ დაიდო თუ არაო და არ იდებაა ესაა ეხლა სამართალი ???????? ???????? ???????? ???????? ხუმრობა იქეთ და მართლა საინტერესო ისტორიაა მალე დადე რა .....

:-) ;-) ;-) :-) :-))

 


№16  offline წევრი Tako Vano

დადე რა გთხოვ გაგრძელება

 


№17 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელე ადამიანო. გავიდა უკვე 5 წელი. შტერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent