არასოდეს გამიშვა VI
კედელს ავეკარი.. საშამ ალი ხელი კედელს მიადო,რომ არ გავქცეულიყავი,მეორე ხელით კი ნატკენ კისერზე დახვეული შარფი შემომაცალა,თუმცა თვალებში მიყურებდა.. ვხვდებოდი,რომ იცოდა რაზეც ვფიქრობდი,მან კი წარბი ასწია და ტუჩსა და ლოყებს შორის ღიმილისაგან გამოწვეულო ორმოები გაუჩნა,შემდეგ უფრო ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.. -ხედავ?.. მე ისევ შემიძლია შენი აღელვება.-შემდეგ ხელი გამიშვა და შარფი მომიგდო.-ახლა წადი!-გამოცრა მკაცრაც და ფანჯრარასთან მივიდა.. კაბინეტიდან „გაორებული“ გამოვედი... გონებაში მისი დამცინავი სახე მიტრიალებდა.. ხანდახან გინდა სადღაც მოისროლო შენი სიძლიერე,შენი მაგარი გოგოობა, შენი მშვიდი ნერვები და “ყველაფერს გადავიტან” განწყობა.ზოგჯერ გინდა მოისმინო , რომ ირგვლივ ნამდვილად კოშმარია, მაგრამ ვიღაც არის შენთან,ვინც სამყაროს შეცვლას კი არ ცდილობს, პრობლემებს კი არ გარიდებს,ზღაპრებს კი არ გიკითხავს და საოცრებებს კი არ გპირდება.არა, უბრალოდ გპირდება,რომ შენთან იქნება.შენც იცი, რომ სამყაროსგან შენთვის გარტყმული სილა იმასაც შენსავით ეტკინება, ვიღაც არის ვისთვისაც შენი არსებობა იმედია, ძალაა გარტყმების ასატანად. ხანდახან გინდა, შენ იყო ვინმესთვის ამდენად საჭირო,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.შენ არსებობას გამართლება რომ ქონდეს,სიცოცხლის გაგრძელება რომ მოგინდეს,კი არ მოგინდეს,შეწყვეტა ვერ გაბედო, იმიტომ რომ შენ მარტო არ ხარ. ხანდახან გინდა მოისმინო, რომ, სუნთქვა შეეკრათ შიშისაგან როცა უშენოდ ყოფნა წარმოიდგინეს... როგორ მინდოდა ეს „ვიღაც“ საშა ყოფილიყო... სახლში მისულს სიურპრიზი დამხვდა.. კარებთან მოდურად ჩაცმული,დახვეწილი ქალბატონი დამხვდა.. -ბებო აქ რას აკეთებ?-ბებო ჩემს ხმაზე შეხტა,აშკარად არ მოელოდა თუ ვინმეს შეხვდებოდა.. -გამბედაობას ვიკრეფდი..-მშვიდი ხმით მიპასუხა და თმა შეისწორა. -გამბედაობას?რისთვის?-კარები გავუღე და სახლში შევიპატიჟე. -დედაშენს რომ ასე უბრძოლველად გაგატანე. -რას ამბობ ბებო? დედას ძალით არ წავუყვანივარ,მას ჩემი ნებით გავყევი.. ძალიან გთხოვ ამ თემაზე არ ვისაუბროთ. -მაგ თემაზე თუ შენს ქმარზე? -მე ქმარი არ მყავს.. მან ჩემზე უარი თქვა და მის ყოფილს აეკიდა.. -შვილო.. რომ იცოდე რამდენი მსგავსი ქალი გამოჩენილა ბაბუაშენის ცხოვრებაში,რამდენთან შევისწარი საწოლში,რამდენი კიდევ მე არ ვიცი,მაგრამ ქალი ხარ.. შენ უნდა მართო სიტუაცია.. დანებდე იგივეა შენივე ხელით ჩაუწვინო სხვას ქმარი.. მყარად დადექი შვილო. ბრძოლით მოიპოვე შენივე ქმრის გული და ყოველ წინაღობაზე ნუ დაიწყებ სირბილს საქართველოში.თუ გინდა გვერდით სასურველი მამაკაცი გყავდეს,ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.. ბაბუაშენზე რომ ვყოფილიყავი დამოკიდებული ახლაც არ ვიქნებოდი მისი ცოლი..ქალებს ჭკუა მიტომ გიბოძა უფალმა სათანადოდ რომ გამოვიყენოთ და არა იმის გასარჩევად ცრემლებს რომელი ცხვირსაცოცით შევიწმენდოთ.-გამეღიმა ბებოს დარიგებაზე. -როგორც ჩანს შენ გგავარ.-გამახსენდა იძულებით ქორწინება.. -მე არ მგავხარ.. მე რომ მგავდე ახლა მოხუცის რჩევებს კი არ მოუსმენდი,არამედ რაიმე დახვეწილ თეთრეულს ჩაიცმევდი და შენ ქმართან წახვიდოდი,აი მაშინ კი ნამდვილად მე დამემგვანებოდი.-თავმომწონედ გადააქნია თავი ბებომ. -ბებო მე მაგას არ გავაკეთებ.. ვინც ჩემი ფასი არ იცის იმასთან საქმეს არ დავიჭერ რაც არ უნდა სასურველი იყოს ჩემთვის.. ვაპატიო? რა გარანტია მაქვს რომ ისევ არ მკრავს ხელს?ისევ არ მომიწევს ტირილი?..-ბებომ ხელზე ხელი დამადო.-ან ბაბუს რომ პატიობდი,ისევ არ უღალატია?რამდენჯერ აპატიე საპასუხოდ კი ისევ და ისევ გღალატობდნენ.. მე მინდა ვიღო ძლიერი ქალი არა იმისთვის რომ შევძლო პატიება,არამედ იმისთვის რომ ვცადო დავიწყება.. -შეუძლებელია დაივიწყო თუ ნამდვილად გიყვარს.. წინ ორი წელი გქონდა,დაივიწყე? -ყოველ ღამე მესიზმრებოდა და თუ არ მესიზმრებოდა ანუ არც მეძინა.. -მაგას ვამბობ შვილო.. საშა ძალიან კარგი ბიჭია,თითქმის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.. -ბებო მას იცნობ მთელი ცხოვრებაა,მაგრამ მე არა.. -აი სწორედ მივადექით თემას.. სახლში დაბრუნდი,რა თქმა უნდა არ გაძალებ,უბრალოდ მინდა უკეთ გაგიცნო.. არც საშასთან შერიგებას გაიძულებ ყველაფერი ისე იქნება როგორც გადაწყვეტ..-მომეწონა ბებოს ამგვარი საუბარი.. -დავფიქრდები. ბებო გავისტუმრე თუ არა მაშინვე ჩამეძინა,მაგრამ ბუხართან მდგარ სავარძელში.. იმ ღამითაც საშა დამესიზმრა,როგორც ყოველთვის.. დილით ძალიან ცუდად ვიყავი.. ბუხარი რომ ჩაქრა,ძალიან აცივდა მე კი იმის მაგივრად რომ საძინებელში წავსულიყავი სავარძელში მოვიბუზე.. ახლა,ყველა ორგანო მტკივა და ამის გარდა სასტიკად გავცივდი.. სამსახურში წაშლილი სახით მივედი.. თავი არ მქონდა რეზიდენტებს შევერთებოდი,ამიტომ იქვე კივეზე ჩამოვჯექი და თავი კედელს მივადე,ჩემს გვერდით როგორც ყოველთვის ოთო იყო.. დაიწყეს სტუდენტების არცევა.. ოთო გამოიძახეს და დამტოვა.. -ორლოვ!-მისი ხმა უკვე მაღიზიანებდა. -აქ ვარ.-ძალიან გაუკვირდა ჩემი ხმა ზურგს უკნიდან რომ მოესმა,ჩემკენ შემობრუნდა მაგრამ თვალი ამარიდა,რადგან აირწინაღი მეკეთა და არ მოელოდა ასეთ მდგომარეობაში თუ მნახავდა.-აქ!-ხელი ავწიე მისი ყურადღების მისაპყრობად.. -რა გჭირს? -გავცივდი. -მაინც მოგიწევს მუშაობა.. გამომყევი! ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ,ვრძნობდი სიცხე მქონდა მაგრამ პეტროვი არც ერთი წამი არ ფიქრობდა შევებრალებინე.. იმდენი სამუშაო მომცა,როგორც არასდროს.. ერთი პერიოდი კარგად ვუმკლავდებოდი,თავიც კარგად მეჭირა,მაგრამ შემდეგ უფრო დავმძიმდი.. დერეფანში მივდიოდი და გულისრევის შეგრძნება მქონა, ყველაფერი ტრიალებდა.. კედელს მივყვებოდი როცა ოთო შემომხვდა.. -კატო.. კატოოო.-მისი ხმა უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა.. პალატაში შემიყვანეს და ოთო მსინჯავდა.. სწორედ ამ დროს შემოაღო კარები პეტროვმა. -კაწ პაციენტები გასინჯე?-ოთომ გაკვირვებული შეხედა და ჩემს მაგივრად გასცა პასუხი. -კატოს მუშაობა არ შეუძლია ცუდად არის..-საშამ წარბი ასწია. -შენ მისი ძიძა ხარ? -არა მე მისი ... -ოთო არ არის საჭირო გამოსარჩლება.-შევაწყვეტინე ოთოს,რომ “სტატუსი“ არ ეთქვა,მინდოდა ცოტა მაინც შეეწუხებინა ეჭვიანობას.-ბატონო პეტროვ ახლავე მივხედავ საქმეს.-ისიტყვა დავასრულე თუ არა გავითიშე.. გონს რომ მოვედი საშას კაბინეტში ვიწექი დივანზე და გადასხმას მიკეთებდნენ.. საშა მაგიდასთან იჯდა და რაღაც დოკუმენტებს აწესრიგებდა,ექთანი კი ჩემთან იჯდა. -ბატონო გაიღვიძა.-მიმართა საშას,რომელმაც საბუთებს თავი დაანება და ჩემთან მოვიდა. -თავისუფალი ხარ,მე მივხედავ ..-გაისტუმრა ექთანი და დივანზე ჩამოჯდა. -ოთო სად არის?-ვკითხე საშას,რომელმაც მობეზრებული სახით გამომხედა. -ისე ღელავდა შენზე,რომ შენი სამუშაოც მას გადავაბარე.-თვალი ჩამიკრა მან. -მგონი უბრალოდ იეჭვიანე. -ვისზე? შენზე?..-წამიერი დუმილს შემდეგ დაამატა.-ნწ.. შენზე არ ვეჭვიანობ. -ჰო რა თქმა უნდა ტანიაზე ეჭვიანობ შენ.-ცოტაც და ალბად გამგუდავდა. -მგონი უკეთ ხარ იმდენს ლაპარაკობ.. ადექი წავიდეთ.-ხელში ჩამავლო საშამ და იძულებით ამაყენა,ხელიდან გადასხვა ჩახსნა და თავისი ქურთუკი მომახურა. -სად მივდივართ? -რესტორანში,რომანტიულ ვახშამზე.-სრული სერიოზულობით განმცხადა შემდეგ კი დაამატა.-რა უაზრო კითხვებს სვამ,რა თქმა უნდა სახლში მიმყავხარ. -სახლში რომ ისევ ცუდად გავხდე? -ნუ იღელვებ.. ჩემს გვერდით იქნები თუ რამე დაგჭირდა..-თვალები გამიფართოვდა მან კი ცოტახანში დაამატა.-რატომ არ შემეწინააღმდეგე,ახლა აღარ გახსოვს ტანია? -ნამდვილი იდიოტი ხარ საშა პეტროვ.-ხელი გავაშვებინე და გზა გავაგრძელე. -ქურთუკი მაინც დამიტოვე.-ისევ ნერვებს მიშლიდა და უკან მომყვებოდა.-კარგი კაწ დამშვიდდი თორემ მასეთი ტემპით ფეხი აგიცდება ყინულზე და ისევ მე მომიწევს შენი მოვლა.. -როდის მომიარე ახლა რომ შეიძწუხო თავი?-შევუბრუნდი და ვუყვიროდი.. ზემოდან კი ულამაზესი ფანტელები ცვიოდა.. -ახლა ამის განხილვა გინდა?-ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან.. -ახლა მხოლოდ სახლში მინდა. -სახლში რა გინდა.. ნახე რა ლამაზად თოვს.. შენს თმას ისე ლამაზად ეხება ფანტელები,გასაოცრად გამოიყურები სიცხის მიუხედავად.-საშამ ისევ ეშმაკურად ჩაიცინა.-წამოდი ჩემთან ერთად.. მე და ტანიას რომანტიული ვახშამი გავქვს.. იქნებ მარტოხელა იყოს რესტორანში ვინმე და გაგაცნობ.-ძალიან ნერვებს მიშლიდა უკვე მისი თავდაჯერებულობდა.. ტანაც ეს ტანა იმდენჯერ მიხსენა რომ ალბათ სადმე რომ შემხვდეს დავგლეჯდი. -საჭირო არ არის.. მე და ოთოს დღეს გეგმები გვაქვს.-გავუღიმე და ზურგი ვაქციე. -ვინ ოთოს?იმას გულისხმობ იდიოტური გამომეტყველებით? -ეგ შენ გგონია იდიოტი ყველა,რადგან შენ თავად ხარ იდოტი.და კიდევ ოთო ჩემი პირველი და როგორც ჩანს ერთადერთი სიყვარულია.-საშა ადგლზე გაშეშდა,ნამდვილად არ მოელოდა ჩემგან ამ სიტყვებს. -მაგრამ შენ მე გიყვარვარ..-ისევ თავდაჯერებულად წარმოთქვა.. -იქნებ სულაც ჩემი ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი ხარ და არც ღირხარ ამხელა ალიაქოთად... -ანუ? -ანუ იქნებ არც მიყვარხარ და ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში იყო.. მოგეხსენება საქართველოდან ჩემი გამოძევების მიზეზი.. მე ოთოს დამაშორეს,აქ კი ვცადე გული გადამეყოლებია.. მაპატიე რომ ასეთი რამისთვის გამოგიყენე.. შენ მართლა კარგი ადამიანი ხარ,მაგრამ...-უცებ შევწყვიტე საუბარი და საათს დავხედე.-უი მაპატიე,შენ ხომ ტანიასთან რომანტული ვახშამი გაქვს,მე კი რას გელაპარაკები..-ქურთუკი გავიძვრე და მივაწოდე..-ბედნიერი ვახშამი.-ზურგი ვაქციე და წამოვედი.. ზუსტად ვიცოდი რასაც გრძნობდა ამ წამს საშა.. მან ზუსტად ამ ტკივილით დამაჯილდოვა,როცა ტანიას აკოცა და მე გამრიყა.. ზუსტად ამ ტკივილისაგან ვიცავდი ოთოს,რადგან ის ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი არის მთელ ამ გაუგებრობაში.. დიახ,მე ჩემს საყვარელ ადამიანს,ჩემი სულის ნაწილს მივაყენე იგივე ტკივილი... თავს საშინელ ადამიანად ვგრძნობდი,მაგრამ ასე იყო საჭირო.. სხვაგვარად ვერც გაიგებდა მე რაოდენ ძლიერად მტკიოდა.. მეორე დღე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო.. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. საშა გაგიჟებული დადიოდა,არ ერიდებოდა არავის შეურაცხყოფას,ყველას შეცდომებზე მიუთითებდა,ყველას გაღიზიანებული ესაუბრებოდა.. განსაკუთრებით მე.. თითქოს მისი მოსისხლე მტერი ყოფილიყო ოთოს ისე უყურებდა.. -ამას რა ჭირს?-გადმომჩურჩულა ოთომ. -არ ვიცი.-მხრები ავიჩეჩე მე.. -დღეს კლუბში წამოხვალ?-მკითხა ოთომ და მხარზე ხელი დამადო.სანამ პასუხს გავცემდი პეტროვი ისეთი სახით მოიჭრა ჩვენთან მეგონა ან მე ან ოთოს.. ან სულაც ორივეს სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა. -ხელი გაუშვი! გიკრძალავ მას ოდნავადაც კი მიუახლოვდე.-ხელი ჩამოაღებინა ჩემი მხრიდან ოთოს და ისეთი სახით უყურებდა,რომ ნამდვილად არ გველოდა კარგი დრე. -შენ მე ვერ ამიკრძალავ კატოს მივუახლოვდე.შენი თანამდებობა ნუ გაბრმავებს.. არ გაქვს მაგის უფლება.-ოთომაც შეუტია.. -კატო?.. ის.. -საშა საკმარისია შენი აგრესია!-ჩემი ხმის ტონით საშა აშკარად გავაღიზიანე.. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო,რომ მას არ ეთქვა სინამდვილეში ვინ ვართ და ამით ოთო არ აგენადგურებია. ზურგი ვაქციე დადერეფანს გავუყევი.. საშას ეს მდგომარეობაც ჩემი ბრალი იყო.. რამე უნდა მომემოქმედებინა,რომ ჩემს გრძნობებზე დაფიქრებულიხო,დაეჭვებულიყო.. კვლავ იიყო თუ არა მისი ადგილი ჩემს გულში.. ისევ ვფიქრობდი თუ არა მასზე.. ჩემმა გუშინდელმა ტყუილმა საპირისპიროში დაარწმუნა.. ასე ვეღარ გავაგრძელებდი,რადგან საბოლოოდ დავკარგავდი... მის კაბინეტში შევედი.. რაღაც დოკუმენტებს ნახულობდა,არც კი შემოუხედავს ჩემთვის.. ნელი ნაბიჯით მივედი მის მაგიდასთან და „პასტების“ შეკვრას თითით მივაწექი,რომ მაგიდიდან გადავარდნილიყო,ასეც მოხდა.. საშამ ერთი ამომხედა და წერა განაგრძო.. მის მაგიდაზე ასევე სამედიცინო ჩანაწერები ეწყო.. ხელი ვკარი და ისინიც გადავაგდე.. საშამ ისევ ამომხედა და წარბი ზემოთაზნიქა,თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ისევ განაგრძო.. ნერვები მომეშალა და ყველაფერი გადავუყარე მაგიდიდან,იმის ჩათვლით რასაც წერდა.. საშა სავარძელში გადაწვა.. ცალი ხელი სავარძელზე ჩამოდო,მეორეთი კალამს ნერვიულად ათამაშებდა,თან ცნბისმოყვარე მზერით მიყურებდა. -კატო რა გინდა?-„კატო“ ისე სასაცილოდ წარმოთქვა რომ გამეცინა.. გაუჭირდა ისე დაძახება როგორც ოთო მეძახდა,მაგრამ მიმახვედრა რაც სჭირდა.-სათამაშოდ არ მცალია,შენგან განსხვავებით აქ ვმუშაობ.. წადი შენს ქართველ ბავშვს ეთამაშე..-გაღიზიანებული ტონით მითხრა და სავარძელში უფრო კარგად მოკალათდა.. არ მომისმენია მისი ბუზღუნისთვის.. მის წინ მაგიდაზე შემოვჯექი და ფეხით ვცადე მისი სავარძელი ჩემკენ მომეწია.. რა თქმა უნდა ამას მხოლოდ მე ვერ შევძლებდი,თავადაც მომეხმარა.. აინტერესებდა რას ვცდილობდი.. -მომენატრა შენი ბუზღუნი..-ვუთხარი და კალთაში ჩავუჯექი,მისი ტუჩების დავეწავე,როგორც მწყურვალე წყაროს წყალს..ვხვდებოდი საშას სიბრაზე უკანა პლანზე გადადიოდა.. ვგრძნობდი „ყინული“ როგორ დნებოდა ჩვენს შორის.. წელზე ზელი მომხვია და კისერს ჩაუყვა კოცნით..შემდეგ ყურში მთელი გრძნობით ჩავჩურჩულე.-ხედავ?.. მე ისევ შემიძლია შენი აღელვება.-ხელი გავაშვებინე და ფეხზე წამოვდექი.. საშა კი სიცილს ვერ იკავებდა,რაზეც ძალიან გავბრაზდი და.... პ.ს როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.