შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (9)


14-02-2018, 21:52
ავტორი Ioana
ნანახია 3 582

სანამ თათიას ტკბილად ეძინა,ნიკოლა კი თავთან ედგა და დარაჯობდა,ალბათ გაინტერესებთ რა ხდებოდა მათ გვერდით ოთახში.სადაც ხოცავდნენ თუ სიყვარულში უტყდებოდნენ ერთმანეთს ანანო და იოანე,ჯერ ვერცერეთს გაერკვია.
-სულ მაინეტერესებდა შენი მკერდი,მაგრამ ასე სახალხოდ ცნობილს თუ გახდიდი არ მეგონა!-გაბრაზებული ლაპარაკობდა იოანე.თან სავარძელზე გადაწოლილიყო და ანანოს ქვევიდან უყურებდა,რომელიც გიჟივით აქეთ-იქით დადიოდა და თან ცალი ხელით ინიავებდა.ქალბატონი ხურდა,მაგრამ ვერ გაერკვია ეს ბევრი ცეკვისგან იყო გამოწვეული,სიმთვრალისგან თუ იოანეს სიახლოვისგან.
-ჩემი მკერდია და რასაც მინდა იმას ვუზამ!
-შენი მკერდი ჩემ მინდას უნდა მიაჩვიო-თავის ხუმრობაზე გაეცინა და ანანოს გახედა,რომელიც აშკარად სირცხვილისგან იწვოდა.
-იქნებ გეყოს ჩემს მკერდზე საუბარი?-გაცხარდა და ნაბიჯებსაც აუჩქარა.სავარძელზე გადაწოლილ ბიჭს კი უკვე თავბრუ ეხვეოდა მისი ყურებისას.
-იქნებ დაჯდე! მართლა საგიჟეთის კედლებში კი არ ხარ გამოკეტილი!-გვერდულად გაუცინა,თვალებით კი ანუშკების ყველა ნაკვთს და სხეულის ნაწილს სწავლობდა.მაგრამ ქალბატონს მისთვის არ ეცალა.სიმთვრალე კიდე უფრო ეკიდებოდა და მართლა დაჯდომა არჩია.საწოლთან მივიდა და ჩამოჯდა,იოანეც ადგა და გვერდით მიუჯდა.
-როცა გიჟივით არ იქცევი,უფრო მიმზიდველი ხარ! ეგრე რაა შე ქალო-მიხვდა,რომ ანანოსთვის ადრე იყო სერიოზული საუბრები.ამიტომ, ძველ უკბილო იუმორს დაუბრუნდა.
-როცა გვერდით არ მიზიხარ და არ დამჭყავი,ჩემი ცხოვრებაც უფრო მშვენიერია!-დააკვესა თვალები გაბრაზებულმა და ბიჭს ხელით ანიშნა მომშორდიო.
-სულ მინდოდა მეთქვა,მაგრამ ამ დღეს ველოდებოდი...
-რაა? რა უნდა გეთქვა?-უცებ წამოხურდა ანანო.წამის მეასედი სისწრაფით ათასმა აზრმა გაუელვა თავში და თითოეული მხოლოდ მის აფორიაქებას იწვევდა.
-იცი,პირველად რომ დაგინახე თმაგაწეწილი და ლარნაკით ხელში,რა ვიფიქრე? -მთელი სამსახიობო ნიჭით ცდილობდა ემოციების გამოხატვას იოანე,თან გულში ხარხარებდა.
-იციი... მე სულ მინდოდა იმ ღამისთვის ბოდიში მომეხადა-მთვრალი ანანო კიდევ უფრო დააბნია ბიჭის სიტყვებმა და რას ამბობდა,უკვე აღარ იცოდა.
-ჩუუუ-ცერა თითი ტუჩთან მიუტანა და გააჩუმა-ახლა ბოდიშების დრო არ არის! ჩემკენ მოიწიე,ბევრად მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა-გაბრუებული ანანოც უფრო და უფრო უახლოვდებოდა,თან უკვე წარმოდგენაში იოანეს სიყვარული ჰქონდა მისთვის ახსნილი.უკვე საკმაოდ ახლოს იყო მასთან,ბიჭის ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე.
-ანანო,იმის თქმა მინდოდა,რომ პირველივე დანახვისთანავე გავიფიქრე,ვინაა ეს გოგო,რა საფრთხობელასავით იყურება,დიდგვაროვანის შემოლაწუნება ხო არ უნდა თქო-ეს თქვა თუ არა იოანემ,გიჟივით ახარხარდა და არ გაჩერებულა,სანამ ანანოს ამღვრეული თავლები არ დალანდა.
-ეეეე ანუშკი,კაი რაა!
-შემეშვი,უბარლოდ დეგენერატი ხარ,ვერ გიტან! ბოდიში უკან მიმაქვს,მეტის ღირსი იყავი,რატომ ისე არ ჩაგარტყი,რომ იქვე გამებრტყელებინე! ვერ გიტან,რა გინდა საერთოდ ჩემგან? მოგწონს,რომ მაბრაზებ და გულს მტკენ ხოო?-გაბრაზებული მთელი ძალით ურტყავდა მუშტებს,თან ბოლო ხმაზე ყვიროდა,მაგრამ გარეთ ისეთი მუსიკების ხმა იყო,რომ მაინც ვერავინ გაიგებდა მის წიოკს.იოანე გაშტერებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა,რომ შეიძლებოდა გოგოს,რომელიც თვითონაც სულ მის ძაგებაში იყო,შეიძლებოდა ესე წყენოდა მისი ხუმრობა.
-ანუშკიი...-ნაზად ელაპარაკებოდა,თან ხელებს უჭერა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ანუშკი,ანუშკი... არ ვარ მე ანუშკი,მითუმეტეს შენი! მე ანანო მქვია და დიახაც არანორამლური ვარ,შენ გამაგიჟე და ახლა განახებ გიჟები როგორც იქცევიან-გაცხარებული იოანესკენ წაიწია,მაგრამ ბიჭმა მოასწრო და დაიჭირა მისი სხეული.მერე საწოლზე გაადაწვინა და ზემოდან დააჯდა.ანანო კი გამწარებული წიოკობდა,ხან ხელებს იქნევდა და ხან ფეხებს,მაგრამ ვერაფერს გახდა.
-დიახაც,ანუშკი გქვია და მხოლოდ ჩემთვის გერქმევა ანუშკი!სხვებისთვის ყოველთვის ანანო იქნები! მორჩი მართლა არანორმალურივით მოქცევას!-ისე დატუქსა,როგორც პატარა ბავშვებს ტუქსავენ ხოლმე.
-გაიწიე თორემ შემომაკვდები!
-გააჩნია რა საქმეში შემოგაკვდები!-ორაზროვნად ჩაიცინა და ანანოსკენ დაწია სახე.
-ფუუფ,უზრდელო! მხოლოდ ბილწი აზრები მოგდის მაგ გასიებულ თავში თუ ხდვები?
-ჩემს ქვეშ რომ შენ წევხარ,მეტი რაზე უნდა ვიფიქრო? ან საგიჟეთზე ან ს..ქსზე,მე კიდევ მეორე უფრო მომწონს-ეშმაკურად გაიცინა და მისკენ წაიწია,რომ ტუჩებს შეხებოდა,მაგრამ ანანო რისი საგიჟეთის გიჟი იყო?! ფეხი ცოტა გაინთავისუფლა თუ არა,ეგრევე სასქესო ორგანოში ამოსცხო.დარტყმა და იოანეს საწოლიდან გადავარდნა ერთი იყო.
-ჩემი... ამის დედას შ..ვეცი! ანანოოოოოოოოოო!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე,ანანო კი ამ დროს კარების საკეტს აწვლებდა,მაგრამ ვერ ხსნიდა.
-ანანნნოო..... იიი..ცო-დე მოგეთხოვება!-სიმწრისგან სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს,აი ანანოს კი მისთვის ნამდვილად არ ცხელოდა,კარებთან ისეთი ომი ჰქონდა გაჩაღებული,ცოტა ხანში ალბათ ჩამოხსნიდა და ზურგზე მოიგდებდა.
-ვერსად წახვალ,ნუ ეჭიდავები!--როგორც იქნა გონს მოვიდა მსხვერპლი და ფეხზე წამოდგა,მერე ნელ-ნელა მიუახლოვდა ქალბატონს და კედელზე აკრული თავის მკლავებს შორის მოიმწყვდია.
-ვისთვის აღარ მიკოცნია და ასეთი ქაჯობა თუ მენახოს, მე ვიყო შენნაირი საგიჟეთის გიჟი!-მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა,მაგრამ გულში უკვე მაგრად ხალისობდა ანანოს დაბნეულ გამომეტყველებაზე.
-იოანეე-ამოიკნავლა ანუშკიმ.
-რა იყო საყვარელო? მგონი სასჯელი დაიმსახურე! რას იტყვი?
-მეე...მე არ მინდოდა!
-არც მე მინდოდა,შენ მაიძულე! ხო და ახლა თავადვე მაკოცებ!
-რააააა?-გაოცებულ ბავშვს თვალები ისე გაუდიდა,რომ წამით თვალის ტკივილიც კი იგრძნო.
-რაც გაიგე,შემიძლია გერმანულად გაგიმეორო!
-იდიოტოო,იცონებე!-თვალები გადაატრიალა და ირონიულად გაუღიმა იოანეს.
-ოცნებები შენანირი ყელტიტველა ქათმებისთვისაა,მე არ ვცონებობ,ვმოქმედებ!
-ვაუუ,ბრავოო-სარკასტულად დაუკრა ქალბატონმა ტაში-მაგ სიტყვებისთვის ქედის მოხრასაც იმსახურებ!
-ქედის მოხრა არ ვიცი და შენ კოცნას ველოდები!
-გავიცინეთ,გვეყოს!-ანანომ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა,მაგრამ იოანე ისე ჩაფრენოდა რომ ვერც კი გაინძრა.
-შენ შეიძლება გეყო და მე კოცნას ველოდები!-უდარდელად ამოილაპარაკა და ანუშკის გაწითლებულ ლოყებზე და მორცხვად დახრილ თავზე ლამის ხარხარი აეტეხა.
-იოანეე!-საწყლად ამოხედა.
-ვერ გიშველის,ჯერ კიდევ მტკივა კვერცხები!
-ღმერთოო,რა იდიოტიაა!-თვალები ზევით აღაპყრო.
-თემა ნუ გადაგაქვს,შემიძლია შენზე ჩახუტებული მთელი ღამე აქ ვიდგე! არააააა-იოანემ ისე უცებ წამოყვირა,თითქოს რამე საოცრება აღმოაჩინაო-არ მითხრა,რომ არავისთვის გიკოცნია-დასაცინად გაღებული პირი ანანომ მოაკეტინა,რადგან უცებ დააცხრა მის ბაგეებს.ეს უბრალოდ კოცნა არ ყოფილა,ეს ორი ადამინის ქიმიური რეაქციების კატალიზატორი იყო,რომელმაც მთელი მათი მომავალი შეცვალა.ეს კოცნა გახდა მიზეზი მათი მიჯაჭვულობის,ამ კოცნით მიხვდა იოანე,რომ ანუშკა ერთადერთი გიჟი იყო,რომელიც სურდა მუდამ მასთან ყოფილიყო.ანანომ კი ამ კოცნით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავის თავს,რომ იოანე მართლაც უყვარდა.ხომ გეუბნებოდით,ამ კატალიზატორმა ყველაფერი დააჩქარა,რადგან ორი ნათესავი სული,ახლა ხორციელადაც ერწყმოდა ერთმანეთს და არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება,როდესაც სულიც და ხორციც ერთნაირად ბედნიერია.როდესაც რომელიმე მათგანი კი არ იმარჯევს,არამედ ჰარმონიაში არიან.აი ეს იყო ანანოსთვის ბედნიერება,ბედნიერება იმ ჰარმონიაში ჰპოვა,რასაც სულისა და ხორცის გაერთიანება ერქვა,რასაც ღმერთი სიყვარულს,ანანო კი სასწაულს ეძახდა.
-იციი,როდესაც პირველად დაგინახე..-შუბლი ანანოს შუბლზე ჰქონდა მიდებული და თან სუნთქვას ირეგულირებდა.
-გთხოვ,ყველაფერი არ გააფუჭო-თვალებში ჩახედა საყვარელ მამაკაცს,რომლის ზღვისფერ მზერაში მხოლოდ ბედნიერი ჭინკები დაინახა.
-არაა,მაცადეე!-გაუბრაზდა და სიტყვა განაგრძო-სინამდვილეში,როდესაც პირველად დაგინახე,ვიფიქრე რომ შენ იყავი ნიკოსთვის გასაცნობად მოწვეული გოგო და რაღაც სიცარიელე ვიგრძენი მთელს სხეულში.თითქოს შენს დანახვამდე არაფერი ყოფილა,თითქოს შენს მერე ახალი იოანე დავიბადე და სანამ ეს ყველაფერი გავიაზრე,მივხვდი,რომ შენ ჩემი კი არა, ნიკოსი იყავი.მაგრამ,კიდევ ერთი მაგრამ მოხდა იმ დღეს.მეორე გაწეწილი თათია გამოხტა აივნიდან.მაშინ მივხვდი,რომ კუპიდონს სწორეს გაუსვრია ისარი-საყვარლად გაუცინა და ახლა თავად წაეტანა მის ტუჩებს.ანანო კი გაოცებული ერთ ადგილს მიყინვოდა და ვერაფერს იაზრებდა.მხოლოდ იმ სასწაულ ჰარმონიას გრძნობდა,რომელიც რამდენიმე წუთის წინ შემოიჭრა მის სხეულში და აღარც ტოვებდა.

ნიკოლას სახლში სტუმრები კვლავ ირეოდნენ,მაგრამ ამ წამს მხოლოდ ოთხი ადამიანის გული ცემდა ჰარმონიულად,მხოლოდ ამ ოთხ ადამიანს ამოეხსნა ამ ცხოვრების საიდუმლო და მხოლოდ მათვე შეეძლოთ,თუნდაც იმ ერთი ბედნიერი წამისთვის ყველაფერი დაეთმოთ.იოანე და ანანო საწოლზე იწვნენ,ქალბატონს უკვე ჩაძინებოდა,იოანე კი იდგა და მის პულსს ითვლიდა.
-ერთი,ორი,სამი....ოცდაათი....სამოცი,არა მგონი სამოცდაათი იყო-თავისთვის ლაპარაკობდა და უკვე მესამე კრუგზე ცდილობდა ანანოს პულსაციის გამოთვლას.
-ოოოო,აბა ნიკოლა რანაირად იგებს ამ დედააფეთქებულ პულს -გამწარებულმა ანანოს ხელი გაუშვა და ისე დააგდებინა საწოლზე,რომ ვერც გაიაზრა.ქალბატონს არ ესიამოვნა და შეირხა,მაგრამ არ გაუღვიძია.მხოლოდ გვერდი იცვალა და იოანეს მკერდს ჩაეხუტა.

ნიკოლა კი საწოლთან მდგარ სკამზე იჯდა და მთვრალ,მძინარე თათიას უყურებდა.ოცდათხუთმეტი წელი ისე გავიდა,რომ ვერც მოასწრო დროის კარგად გამოყენება.მთელი ცხოვრება თითქმის იმ პროფესიას შეალია,რომელიც ასე უყვარდა.ამიტომაც ვერ მოიცალა პირადი ცხოვრებისთვის,ქალები ყოველთვის ჰყავდა,მაგრამ მათში არასდროს უძებნია ის ერთადერთი.მაშინ თავს იმით იმშვიდებდა,ჯერ ახალგაზრდა ვარ და თან სიყვარულს ძებნა არ სჭირდება,თავად მოვაო.ამ ფიქრებში დრო ისე გავიდა,რომ ვერც გაიგო.მერე განვლილ ცხოვრებას გადახედა და მიხვდა,რომ სიყვარულისთვის ზოგჯერ ლოდინი კი არა,ძიებაა საჭირო.ასე ერთ მზიან დღეს მხოლოდ წიგნებში შეუძლია მოიტანოს სიყვარული.ცხოვრებაში ყველაფერი რთულადაა,თანაც ოცდამეერთე საუკუნეში,როდესაც ყველა ადამიანური რამ გადაგვარების პირასაა.უკვე ამ ფიქრებში იყო,მამიდამ რომ თათიაზე უამბო,ქალბატონმა ნინომ სურათებიც კი ანახა,თავიდან მამიდას ბევრი დასცინა.რა დროს ჩემი ეგეთებიაო,მაგრამ თათიას ბავშვურ სახეს ვერაფერი მოუხერხა.მაშინ მიხვდა,რომ ცოტა უნდა ებრძოლა მისთვის,სულ ცოტა და ნინო ყველაფერს თავისი ხელით გაუკეთებდა.ამიტომაც დათანხმა მამიდას შემოთავაზებას,მისი რა მიდიოდა,თუ არ მოეწონებოდა ისევე გააბრუნებდა უკან,როგორც ჩამოიყვანეს.მაგრამ პირველივე წამს,როდესაც მისაღებში შეაბიჯა და თათიას აწითლებული სახე დაინახა,რადგან ცხარე საჭმლისგან იხრჩობოდა და ვერც შველოდნენ,აი სწორედ იმ წამს გულში რაღაცამ გაკაწრა.დაეფიცება,რომ მართლაც იგრძნო რაღაც უცნაური.მაშინ გულში საშინლად დაცინა პატარა ქალბატონს,ამან ჭამაც არ იცის და რა გარიგება მომინდომესო.ყველაფრეზე სხვაგვარად კი,იმ მელოდიამ დააფიქრა ქალბატონი,რომ ასე მონდომებით უკრავდა.როიალის კლავიშებს ისე ეხებოდა თავისი ლამაზი და ნაზი თითებით,იმდენად სიამოვნებას განიცდიდა დაკვრისგან,რომ თავადაც ამ რექვიემში გადაეშვა თავით.მანამდე ითრევდა მორევი,სანამ თათიამ დაკვრა არ შეწყვიტა.მაშინ კვლავ არაფერი უთქვამს,მაგრამ თვითონ ხომ იცოდა,რომ ეს პატარა გოგო არაფერს აკეთებდა მის გასაგიჟებლად,მაგრამ მაინც გიჟდებოდა,რაღაც აგიჟებდა და ბოლომდე ვერ ხვდებოდა რა.სიგიჟის ზღვარს კი იმ საღამოს გადასცდა მისი გული,როდესაც თათიას უმწეო და ამავდროულად განრისხებულ თვალებს შეხედა,უნდოდა ანიუტასთვის ეყვირა,ეჩხუბა,ცემაც კი მოუნდა მისი,მაგრამ არ შეეძლო.თათიას თვალებმა მასში იმ წამს ყველაფერი გააქრო,მიხვდა რომ ამ პატარა გოგოს გულის ტკენას ვერ აიტანდა,ვერ გაუძლებდა მის ტანჯვას.სწორედ იმ წამს,როდესაც გაშეშებული უყურებდა გაგიჟებულ თათიას,აი სწორედ იმ წამს მიხვდა,რომ არავისთვის და არაფრისთვის ეთმობოდა.ახლა კი იჯდა და მის მშვვიდ სახეს უყურებდა,ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ამ პატარა ბავშვში ერთდროულად ყოფილიყო არანორმალური ბავშვი,რომელმაც ჭამა არ იცოდა,ვნებიანი ქალი,რომელიც საოცრად უკრავდა პიანინოზე და მრისხანე,ბობოქარი თათია,რომელიც საკუთრების დასაცავად ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდებოდა.იჯდა და ხვდებოდა,რომ მისი ცხოვრება ისეთი აღარასდროს იქნებოდა,როგორც მთელი ოცდათხუთმეტი წელი იყო.სხვებისთვის ბევრი,მისთვის კი ეს ასაკი მხოლოდ ფიქტიური იყო,რადგან მისი პირქუში სხეულის მიღმა ახალგაზრდა ბიჭი იმალებოდა,რომელსაც აქამდე არასდროს გამეოცადა ის გრძნობა,რასაც ჩვენ სიყვარულს,ანანო კი დედამიწაზე მოვლენილ სასწაულს ეძახდა.

მეორე დილით სახლში სიჩუმე იყო,თითქმის ყველა წასულიყო.მხოლოდ რამოდენიმე გათიშული წყვილი იწვა ძირს და გონზე ჯერაც არ მოსულიყვნენ.თათიას პირველს გაეღვიძა,თავი აღარ ტკიოდა.თითქოს რაღაც ახალი და სხვანაირი დღე გათენებულიყო.რომ გეკითხათ,გეტყოდათ მზეც სხვანაირად ანათებს ახლაო.გვერდით გაიხედა და მძინარე ნიკოლა დაინახა.კაცი მუცელზე იწვა,წელს ზევით არაფერი ეცვა,ხელები კი ბალიშის ქვეშ შეემალა და მაგრად უჭერდა ხელს.თათიამაც დრო იხელთა და მისკენ დაიხარა,უნდოდა ახლოდან შეესწავლა.ამდენი ხანია გაიცნო და არასდროს დაკვირვებია მის ყველა ნაკვთს,ყოველთვის ერიდებოდა დიდხანს მიშტერების.ახლა კი იდგა და ღიმილით უყურებდა ნიკოლას ძილისგან გამობერილ ტუჩებს,გრძელ შავ წამწამებს და სწორ ცხვირს.ისე მშვიდად ეძინა,რომ მისი პულსის დათვლაც კი შეეძლო.უნდოდა შეხებოდა,ნანახი საკუთარი ხელით შეეგრძნო,მაგრამ ვერ გაბედა.ვერ ბედავდა,რაღაც აკავებდა,არ აძლევდა უფლებას რომ თავისუფალი ყოფილიყო.ოდნავ წამოიწია საწოლიდან და ტატუს დანახვაზე ყბა საერთოდ ჩამოუვარდა.ნიკოლას მთელი ზურგი რაღაც დიდი ღვთაებრივი არსებით მოეხატა.თავიდან იეროგლიფი ეგონა,შემდეგ მიხვდა რომ ბევრად უფრო ჩახლართული და ლამაზი რაღაც იყო.აქ კი ვეღარ მოითმინა და ტატუს ხაზებს საჩვენებელი თითი ააყოლა ხერხემალზე.თავიდან ნიკოლა არც შერხეულა,მაგრამ თათია რომ აღარ გაჩერდა,მკლავში წვდა და ზემოდან მოექცა.
-ესეთი შეხებით როდესაც მაღვიძებენ,სანაცვლოდ კოცნას ვითხოვ ხოლმე მინიმუმ!-ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა და გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აფართხალებული გოგოს ტუჩებს დააკვირდა.
-და მაქსიმუმს რას ითხოვ ხოლმე?
-ოოო,შენ ჯერ მაგისთვის პატარა ხარ-საყვარლად გაუცინა და პატარა ბავშვებს რომ ცხვიირზე ხელს უჭერენ ხოლმე,ეგრე მოუჭირა.
-უზრდელო,გამეცალე აქედან!-დაიცაცხანა ქალბატონმა.
-ჯერ კოცნა!
-მაშ კოცნა არაა?-ეშმაკურად გაუცინა და ჩუმად ხელი გვერდით მდგარი ტუმბოსკენ გააცურა-აი შენ დილის კოცნა-გადაიხარხარა და წყალი დაასხა ზედ.
-წყალი ვერ გამტეხავს!-ადგილიდან არ განძრეულა ნიკოლა,თითქოს მხოლოდ ერთი წვეთი დაეცაო.თათია კი უკვე ცუდად ხდებოდა,ჯერ ასე ახლოს ყავდა,მერე ეს წყლის წვეთები მის დაკუნთულ და ნავარჯიშებ სხეულზე ისე მიიკლაკნებოდნენ,რომ ლამის საკუთარი ხელით შეემშრალებინა ყველა წვეთი.
-გასაგებია რომ ჩემი სხეული გიზიდავს,მაგრამ ჯერ მაკოცე და თუ მომეწონება,სხეულსაც შეგიძლია დაეპატრონო მერე!-სერიოზული ხმით უთხრა და თათიას ყავისფერ თვალებს დააშტერდა.
-არაა,ხომ ვამბობ თავხედი ხართქო! მერე ბრაზდები და გაიძახი: მე რომ მელაპარაკები სიტყვები და ტონი შეარჩიე!-ბოხი ხმით გააჯავრა ნიკოლას და მისი ხარხარიც გამოიწვიაა.სიცილიც ისე უხდებოდა ამ კაცს,რომ თათია სულ გააგიჟა და ცოტა ხანში სიწითლისგან გადაიწვებოდა ალბათ.
-ყოჩაღ...ზუსტი იყო! კოცნაც თუ ჩემსავით კარგი გეცოდინება,გპირდები გაგიშვებ!-ეშმაკურად დახედა ქალბატონს.
-შანსი არაა!-გააპროტესტა თათიამ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.სანაცვლოდ კი იოანეს ტუჩები იგემა.იმდენად ნაზი იყო ნიკოლა,რომ თათიამ თავი ვეღარ შეიკავა და მის სხეულზე აასრიალა ხელები.
-მოისვენე-კბილებს შორის გამოსცრა ნიკოლამ და კვლავ ტუჩებს მიუბრუნდა,მაგრამ ვერ აჩერებდა ეს ბავშვი ხელებს და რა ექნა.
-დაისჯები,ამჯერად სასჯელის მაქსიმუმს მიიღებ და აღარ გავითვალისწინებ,რომ პატარა ხარ!-ვნებაარეული ხმით ამოილაპარაკა ნიკოლამ და კიდევ ერთხელ აპირებდა თათიას ტუჩების დაგემოვნებას, კარებზე რომ ვიღაცამ დააკაკუნა.თან გერმანულად რაღაცას ეკითხებოდა,ნიკოლა კი სულ გინებით წამოდგა და მაიკა გადაიცვა.მერე კი კარს მიღმა გაუჩინარდა.

პ.ს. ჩიტუნიებო,ახალი თავი ვაფრინეე .... კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ ვიხდი ბოდიშს,რომ მალ-მალე ვერ ვდებ ,,,,,, მაგრამ თქვენი კომენტარები ისე მახარებს,რომ ვერც წარმოიდგენთ და თავს მაგით ვიმშვიდებ ხოლმე,მჯერა რომ დაელოდებით და გაუგებთ ჩემს არეულ გრაფიკს ....... რაც შეეხება ისტორიას,თქვენი მოთხოვნა გავითვალისწინე და მთვრალი იოანე და ანანოც გაგაცანით.



№1  offline წევრი ki si

Me gavajgere pirvelad mtvari anano da iaoane ase rom madloba agwerisatvia . dzaan dzaan momwons es istoria
Da ravqna ver vitmen xshir- xshirad minda axali tavebi

 


№2  offline წევრი blondeangel631

არა რა ვგიჟდები ორივე წყვილზე ეს რა არანოლმარულა ოჯახები შექმენი ძალიან მომწონს ????

 


№3  offline წევრი Ioana

ki si
Me gavajgere pirvelad mtvari anano da iaoane ase rom madloba agwerisatvia . dzaan dzaan momwons es istoria
Da ravqna ver vitmen xshir- xshirad minda axali tavebi


შენი და დანარჩენების ხათრით,თორემ ჩატეხვას ვაპირებდი ამ წყვილის და ამ სცენის :დდ გიოს და ეკას წყვილიც მალე შეგაყვარებთ თავს heart_eyes

 


№4  offline მოდერი bla.ell

გული მე ამიჩქარდა და თავს ვიმსვიდებდი ნიკოლამ არ დაითვალოს პულსითქოjoyაუ გეხვეწები გაზარდე თავი თორე ნელა ვკითხულობ რო დიდხანს გამიძლოს ამ სიამოვნებამ:დდდ მალე არ დაასრულო რაააა ❤❤

 


№5  offline წევრი Ioana

blondeangel631
არა რა ვგიჟდები ორივე წყვილზე ეს რა არანოლმარულა ოჯახები შექმენი ძალიან მომწონს ????


ძალიან მიხარია,რომ კითხულობ და ესე ელოდები ყოველ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart

bla.ell
გული მე ამიჩქარდა და თავს ვიმსვიდებდი ნიკოლამ არ დაითვალოს პულსითქოjoyაუ გეხვეწები გაზარდე თავი თორე ნელა ვკითხულობ რო დიდხანს გამიძლოს ამ სიამოვნებამ:დდდ მალე არ დაასრულო რაააა ❤❤


აჰაჰა :დდდ ნიკოლას შეუძლია მარტო პულსის დათვლა smile joy ჯერ ყველაფერი წინაა,ასე რომ ძალიანც რომ მინდოდეს ვერ დავამთავრებ მალე heart_eyes heart_eyes იმდენი ამაბები გვაქვს გადასატანი,იქ ეკა და გიო,აქ ესენი :დდ

 


№6  offline მოდერი bla.ell

Ioana
blondeangel631
არა რა ვგიჟდები ორივე წყვილზე ეს რა არანოლმარულა ოჯახები შექმენი ძალიან მომწონს ????


ძალიან მიხარია,რომ კითხულობ და ესე ელოდები ყოველ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart

bla.ell
გული მე ამიჩქარდა და თავს ვიმსვიდებდი ნიკოლამ არ დაითვალოს პულსითქოjoyაუ გეხვეწები გაზარდე თავი თორე ნელა ვკითხულობ რო დიდხანს გამიძლოს ამ სიამოვნებამ:დდდ მალე არ დაასრულო რაააა ❤❤


აჰაჰა :დდდ ნიკოლას შეუძლია მარტო პულსის დათვლა smile joy ჯერ ყველაფერი წინაა,ასე რომ ძალიანც რომ მინდოდეს ვერ დავამთავრებ მალე heart_eyes heart_eyes იმდენი ამაბები გვაქვს გადასატანი,იქ ეკა და გიო,აქ ესენი :დდ

ჩემი საიცრება მწერალი მაგარია პოზიტიურ განწყობაზე მაყენებblush როგორ მომწონს აზრზე არ ხარjoyმაგარი გოგო ხარ პროსტა პატარა თავებს რო დებ და გვიან ეგ ტეხავს ისე გელოდები ხოლმე ეგრევე რო შემხვდება სიხარულით ვკითხულობ :დდდდ

 


ვაიჰჰ.საოცრება ხარ შენი თავადაზნაურული ამბებით იოანა heart_eyes

 


№8 სტუმარი ani

Mokled sabolood vambob beberi Nikola agar arsebobs madloba rom ase shemayvare 4 ve wyvili tavi arachveulebrivia warmatebebii

 


№9  offline მოდერი bla.ell

როგორ ველოდები სემდეგ თავს არიცი დაქალსაც კი ვურჩიე და ახლა კითხულობს:დდ იმედია მალე დადებ დავიტანჯე:დდ სიცილი მინდა:დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent