შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა VII


15-02-2018, 11:30
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 946

-მომენატრა შენი ბუზღუნი..-ვუთხარი და კალთაში ჩავუჯექი,მისი ტუჩების დავეწავე,როგორც მწყურვალე წყაროს წყალს..ვხვდებოდი საშას სიბრაზე უკანა პლანზე გადადიოდა.. ვგრძნობდი „ყინული“ როგორ დნებოდა ჩვენს შორის.. წელზე ზელი მომხვია და კისერს ჩაუყვა კოცნით..შემდეგ ყურში მთელი გრძნობით ჩავჩურჩულე.-ხედავ?.. მე ისევ შემიძლია შენი აღელვება.-ხელი გავაშვებინე და ფეხზე წამოვდექი.. საშა კი სიცილს ვერ იკავებდა,რაზეც ძალიან გავბრაზდი,მაგრა არ შვიმჩნიე და კაბინეტიდან გავედი.
სიბრაზე მალევე დაცხრა,რადგან გავაანალიზე რომ საშა ყველაფერს გააკეთებდა ჩემს გამოსაწვევად.. ის შეეცდებოდა,რომ მე თავად მივსულიყავი მასთან და მეთხოვა არსოდეს გავეშვი,მაგრამ მე ამას პრინციპის გამო არ გავაკეთებდი..
სადარბაზოსთან კვლავ ჩემი „პორშესკენ“ გამექცა თვალი,თუმცა ახლოს არ ვეკარებოდი..
კიბეებზე ვირბინე,მაგრამ საკლის კარები ღია დამხვდა,ანუ გასარებით არ იყო ჩაკეტილი..
ძალიან შემეშინდა,მაგრამ კარები მაინც შევაღე.. იქ არაფერი იყო.. სასტუმრო ოთახში შევედი თუ არა შიშისაგან ვიკივლე..
-აქ რა ჯანდაბა გინდა.. გული გამიხეთქე ვლად.-ვიკივლე მე
-ეს ჩემი სახლია და შენ რა ჯანდაბა გინდა აქ?-ვერ მივხვდი ვლად რას ამბობდა.
-ეს ახალია რამე?
-კი.. დღეს შევისყიდე ეს ბინა და მე აქედან გაგდებ.-გაიცინა ბიძაჩემმა
-არ მჯერა..
-აი დოკუმენტები..-მაგიდაზე მიმითითა მან.. უცებ გადავიკითხე,მართლაც ვლადს შეუსყიდია სახლი..
-კარგი ორი დღე მომეცი და სხვა ბინას ვიქირავებ.
-შენ სულ გასულელდი მგონი ამ საშას გადამკიდე... ბინა რომ არ იქირაო მიტომ ვიყიდე ეს სახლიც და იმიტომ გაგდებ რომ ჩვენთან დაბრუნდე.. ასეთი გაუგებარია?
-ჯერ ერთი საშა რა შუაშია? და მერე მეორეც თუ მასე აპირებ მე მაინც არ წამოვალ.. ჩემი მეგობრის ბინაში გადავალ.
-ჰმმ.. საინტერესოა..-მაგიდაზე კიდევ ერთი დოკუმენტებით სავსე საქაღალდე გაასრიალა..-ამ ბინას გულისხმობ?-დავხედე.. ოთო რომელ ბინაშიც ცხოვრობს ისიც შეუსყიდია..-ახლა კი ჩალაგდი,სახლში მივდივართ ნუ რა თქმა უნდა თუ არ გინდა ეგ შენი ოთო სახლიდან გამოვასახლო.-თავდაჯერებულმა გამიღმა.
-ინტრიგანი ხარ.
-ვიცი,ძვირფასო მაგრამ სხვაგვარად ვერაფერი შეგაგნებინე.
იძულებული ვიყავი მის სურვილს დავმორჩილებოდი და ისევ ბებია-ბაბუასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად.. ვხვდებოდი ამ საქმეში საშას ხელიც რომ ერია.. ის ვერ გამიკონტროლებდა სად და ვისთან ერთად ვიყავი,ვინ მესტუმრებოდ და იყო თუ არა ეს სტუმარი ოთიკო,ამიტომ ამ ხერხს მიმართა.. თვითონ ვერ შეისყიდდა რადგან ამ ულტიმატუმით რომ ჩემთან მოსულიყო მე არანორმალურ რამეს ჩავიდენდი მის გასამწარებლად,ხოლო ვლადს ვერაფერს ვეტყოდი..
სახლში „გადაბარგებამ“ კარგად ჩაიარა.. ძალიან გაუხარდათ ჩემებს,რომ დავბრუნდი..
დაახლოებით ღამის ათი საათი იყო,როცა ვლადმა უნებართვოდ შემოაღო ოთახის კარები.
-რას აკეთებ? ჯერ უნდა დააკაკუნო.-ვლადი უკან გავიდა და ამჯერად დააკაკუნა ისე შემოაღო კარები.
-ამით რამე შეიცვალა?
-კი ზრდილობა!
-მოკლედ.. წამოდი კლუბში მივდივარ.
-ჰო რა თქმა უნდა.. იქ რომ საშას შემახვედრო?
-აუ მაგრად თ შენც და საშაც,თუ გინდა წამოდი თუ არა და ისიამოვნე მოხუცთა თავშესაფრით..-ოთახის კარები გაიჯახუნა ვლადმა..
დავფიქრდი და მივხვდი,რომ უკვე წლებია აქაური კლუბით არ დავმტკბარვარ.. დრო იყო სასიკვდილო „ტრიუკები“ მეტარებინა..
-მოიცა მეც მოვდივარ!-გავძახე ვლადს და ქურთუკს დავავლე ხელი.
კლუბში შევედი თუ არა ნაცნობი სურნელი ვიგრძენი... სასმელი,მუსიკა,უამრავი ახალგაზრდა რომელთაც არ აღელვებთ არაფერი და მუსიკის რიტმს მიჰყვებიან.. არც მახსოვს ბოლოს როდის ვიცეკვე..
ტრადიციულად ბართან ვიჯექი და ტრადიციულად არაყგარეულწვენს ვსვამდი.. რატომღაც ოთო გამახსენდა,ამიტომ დავურეკე და მისამართი მივეცი..
-როგორ გამიხარდა რომ მოხვედი.-გადავკოცნე ოთო.-ძალიან სიმპათიურად გამოიყურები.
-მადლობა კატო..
-რა გჭირს?
-სერიოზულად გაინტერესებს?
-რა თქმა უნდა..
-თავს იდიოტად ვგრძობ.
-რატომ?
-შენსა და პეტროვს შორის რა ხდება?-კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა მან.
-არაფერი.. უფრო სწორად აღარაფერი..
-როდის ხდებოდა,როცა აქ ერთი თვით ჩამოდი და უკან მალევე დაბრუნდ დეპრესირებული და განადგურებული?-ოთოს სახეზე სიცივეს ვგრძნობდი,თითქოს ყველაფერი იცოდა,მაგრამ ჩემგან დასტური ჭირდებოდა რომ გავეშვი.. ძალიან მიყვარდა ოთო,მაგრამ როგორც მეგობარი..
-ოთო აქ არ არის მაგაზე საუბრის ადგილი.. რა გჭირს,ძალიან დაგრუძული ხარ.. ჩემსა და პეტროვს შორის არაფერია.. ის უბრალოდ ჩემი უფროსია,ისევე როგორც შენი..-ოთოს ჩავეხუტეთუ არა გვერდიდან სიცილი მომესმა.
ოთო ურეაქციო და ცივი თვალებით უყურებდა პეტროვს,პეტროვი კი სავსებით მხიარულ განწყობაზე იყო,ეგ კი არა აპლოდისმენტებიც კი არ დაიშურა ჩვენთვის,უფრო სწორად ჩემთვის.
-არაფერი გარდა უფროსისა?-კითხვა დამისვა საშამ.ოთოს უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ საშამ შეაწყვეტინა.-ოთო შენ მართლა კარგი ადამიანი ხარ,შენს თვალებში გულწრფელობას ვხედავ,მაგრამ როგორ ვერ ხედავ კაწიას თვალებში ტყუილს?
-საშა..-დავიწყე მე მაგრამ მეც გამაწყვეტინა..
-აი მე კი ვხედავ... ვამჩნევ და ვიცი როდის იტყუება,როდის რას ფიქრობს და მისი პატარა ტვინით როდის ცდილობს პატარა ეშმაკობების მოფიქრებას და ეს ყველაფერი მის თვალებში ჩანს..-საშამ კმაყოფილებით სავსე თვალებით შემომხედა.-ახლაც ფიქრობს როგორ გამაჩუმოს ისე რომ შენ არ დაგწყვიტოს გული.-საშამ ჩემს ხელებზე გაამახვილა აქცენტი,რომელიც ოთოს წელზე მჭიდროს მქონდა მოხვეული.-ასე შენს ქმარს ჩახუტებიხარ?
-ქმარს?-გაიკვირვა ოთომ,შემდეგ მე შემომხედა..
-ჰო ქმარს.. არა.. ცუდად არ გაიგო ოთო.. რაც შენ დაგტოვა დღეები იყო გასული,როგორ შეეძლო სხვას გაჰყოლოდა ცოლად.. მას მოუწია მოქალაქეობა რომ მიეღო ამისათვის..
-მოკლედ მითხარი რისი თქმაც გინდა.-უთხრა ოთომ გაღიზიანებულმა.
-ნუ ჩქარობ.. მთავარ სიამოვნებას გამოტოვებ სიჩქარეში..
-საშა საკმარისია.
-არ არის საკმარისი!-შემომიბღვირა მე და კვლავ ოთოს მიუბრუნდა.როგორც ეშმაკი ისე საუბრობდა,ასეთ საშას მე არ ვიცნობდი.-სანამ მიგატოვებდა,მანამდეც უკვე სხვა უყვარდა.. ისე რა დამცირებაა სიზმრის პერსონაჟში რომ გაგცვლის ქალი ვინც გიყვარს,კაცში რომელიც ერთხელაც არ უნდახავს რეალურად.. მაგრამ ნახა თუ არა მაშინვე ცოლად გაჰყვა..
-ანუ სიმართლეა რაც გავიგე.-ირონიულად მითხრა ოთომ.-შენ..-ოთოს ზიზღით აევსო თვალები და შებრუნდა.. ვხედავდი როგორ წავიდა ოთო კლუბიდან,მაგრამ უკან ვერ მივყვებოდი..
მინდოდა დავდევნებოდი და ყველაფერი ამეხსნა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.. მე ამის საშუალება უამრავჯერ მომეცა,თუმცა ყოველთვის გავურბოდი ამ თემას..
ბართან დავჯექი და ჩემი სასმელი ბოლომდე დავლიე...
საშაც დადუმებული იჯდა.. თავისი მიიღო,ოთო გაიმეტა და ახლა კმაყოფილი იყო..
-საშინელი ადამიანი ხარ.-ვუთხარი,მაგრამ მისთვის არ გამიხედავს.. უემოციო თვალებით სასმელების ბარს ვუყურებდი.
-მე კი არა შენ ხარ საშინელი ადამიანი.
-იდიოტო.-შევუბღვირე და ადგომა ვცადე.
-შენ მე მეკუთვნი..-მითხრა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში
-ათი წამი გაქვს რომ ხელი გაწიო..
-თორემ რა? ჩემი ცოლი აღარ იქნები?.. მე მიყვარხარ და არსად არ ვაპირებ წასვლა.. შენ ამას უნდა შეეგუო.შენ რომ კიდევ ახსენო,რომ ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა და იმ ქართველს უნდა გაყვე..
-რას იზამ,დამამწყვდევ?
-კარგი აზრია..-გამიღიმა მან..
-მანიაკი ხარ საშა პეტროვ.-დავისისინე მე.
-შენ კი მაზოხსტი,რადგან ვერ მშორდები.-საშა კმაყოფილებით სავსე იჯდა.. უკვე დარწმუნებული იყო,რომ მე მხოლოდ მას ვეკუთვნოდი და სხვა არავის..
ოთოსთან დარეკვა ძალიან ბევრჯერ ვცადე,მაგრამ უშედეგოდ..
მართლა ძალიან მწყდებოდა გული ამსზე,რომ სათანადოდ ვერ შევიყვარე.. ვერ დავაფასე ადამიანი,რომელიც სულ ჩემს გვერდით იყო,მამხნევებდა,მხარს მიჭერდა და როცა საჭირო იყო ბიძგს მაძლევდა ცხოვრების გასაგრძელებლად.. საპასუხოდ კი დაუფასებლობა და იმედგაცრუება მიიღო..
ალბათ იმის მიზეზი,რომ აქამდე არაფერი ვუთხარი და დროს უსაზღვროდ ვწელავდი,ის იყო,რომ ერთადერთი ადამიანი იყო ვის სიყვარულსაც უანგაროდ ვიღებდი,მე კი ხარბად ვცდილობდი ისევ და ისევ მისგან სიყვარული მეგრძნო,არც კი დავუფიქრდი მას როგორ ვვნებდი.
-შვილო რა გჭირს?-მკითხა ბებომ,როცა თვალცრემლიანი დამინახა.მეც ყველაფერი მოვუყევი ოთოზე და საშაზე,მან კი თავისი დამრიგებლური საუბარით დამამშვიდა.-თუ კი ოთოს უყვარდი იმ მომენტამდე სანამ საშა სიმართლეს ეტყოდა,ის არ შეწყვეტს შენს სიყვარულს..
-ვიცი რომ არ შეწყვეტს,სწორედ ეს დატანჯავს მას.. მეც იგივე გამოავიარე,მეც გადავიტანე მსგავსი იმედგაცრუება,გულისტკენა.. სწორედ ამის გამო არ ვპატიობ საშას დღემდე.
-ყველას ცხოვრებაშია მსგავსი რაღაც.. შენ თავად ვერაფერს ეუბნებოდი ბიჭს,რა გგონია ისე არ იტანჯებოდა?
-ძალიან გთხოვ ბებო არ მინდა არც შენთან ამ თემის განხილვა.. -კიბეები უღიმღამოდ ავიარე და საძინებელში შევედი..
დილით ცუდ ხსიათზე გავიღვიძე..
სამსახურშიც არაფერი გამომდიოდა,ყველაფერს ერთმანეთში ვურევდი..
ოთო გამირბოდა,არ სურდა ჩემთან ლაპარაკი და მართალიც იყო..
ისევ პეტროვთან ვმუშაობდი.. ცდილობდა არავის დაესწრო ჩემი „წაყვანა“ რომ შემდეგ მთელი დღე გაემწარებინა ჩემთვის და ამით სიამოვნება მიეღო..
-ორლოვ!-მისი თავდაჯერებულ სახეში რა დიდი სიამოვნებით გავცხებდი..
-გისმენ პეტროვ.
-ჩემს კაბინეტში.. სწრაფად!-თქვა და თავის კაბინეტში შევიდა.. ნერვებ მოშილილი შევუვარდი კაბინეტში მაგრამ იქ ვერ დავინახე,კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
-საშა..-არადა ზუსტად დავინახე აქ რომ შემოვიდა.. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი თუ არა კარები თავისით დაიხურა.. შიშისაგან შევხტი და უკან მივიხედე,საშა კარბს აყუდებოდა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.-რას აკეთებ?
-გამოგიჭირე..-თქვა და გაიცინა,შემდეგ ტავის სავარძელში ჩაჯდა და უკან გადაწვა.
-შენ გამომიჭირე?-ვკითხე ცინიზმით სავსე სახით..
-ნუ ჰო.. წლების წინ შენ გამომიჭირე,მაგრამ ახლა...-შემფასებლურად ამათვალიერა..
-რა გინდა? ან ეს კარების დაკეტვა რა იყო?
-მინდა,რომ სადაც გაწყვიტე ჩემი „შებმა“ იქედან გააგრძელო.-ამას კი არ მოველოდი.. გამეცია და საათს დავხედე.-სადმე გეჩქარება?
-არსად მეჩქარება.. დრო თავზე საყრელად მაქვს.ამიტომ აქ მოვკალათდები.-ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი.-და დაველოდები როდის ამოგეწურება მოთმინების ფიალა.. გააღო კარები და წავიდეთ..
-ანუ ასე?
-დიახ.. ასე.
დიდიხნის მანძილზე ვისხედით კაბინეტში.. ის თავის სავარძელში,მე დივანზე..
დრო რომ გაეყვანა,საბუთების მოწესრიგება დაიწყო,მე კი მობილურზე ვთამაშობდი.. როცა ტელეფონი დამიჯდა ავწრიალდი.. ვეღარ ვჩერდებოდი ამ დახუთულ სივრჩეში.. ავდექი და ფანჯარა შევაღე,რომ სუფთა ჰაერი სემოსულიყო.. საშა ხვდებოდა ჩემი მოთმინება იწურებოდა..
-საშ.. გინდა კუბში წავიდეთ?-ვითომ მაცდურად შევაპარე.
-არ მინდა..-ისე გამცა პასუხი,რომ არც შემოუხედავს..
-მაშინ გავისეირნოდ..
-არ მინდა.
-აბა რა გავკეთოთ?
-მე გითხარი,რაც მინდა რომ გავკეთოთ
-სხვა.. ეგ არ განიხილება..
-რატომ არ განიხილება? შენი ერთი გამოხედვაც კი სექსის სურვილს აღმიძრავს.
-საშ.. მოდი გვინდა ასეთი საუბრები..
-რატომ? აღელდი?-სავარძლიდან წამოდგა და ჩემთან მოვიდა,ხელები ნახად შემახო,მაგრამ თვალებში მიყურებდა,ის ჩემს რეაქციას ამოწმებდა.-იქნებ გაქვს მღელვრების საბაბი..
-საშ..-უკვე ჩემს უკან იდგა..ხელები თეძოებზე შემომაწყო და კისერში ნაზად მკოცნიდა,ძალიან მსიამოვნებდა,ჟრიანტელმა ამიარა..მისი სუნთქვა ისე მელამუნებოდა კანზე რომ ცოტაც და თავად შემოვახევტი ტანსაცმელს ჩემს ქმარს,მაგრამ უცებ ის გაჩერდა.ხელები გასწია,საათს დახედა და პიჯაკს ხელი დაავლო.
-მაპატიე საყვარელო.. უკვე რა დრო გასულა,სხვა დროს გავაგრძელოთ.-სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე.საშა რომ გავიდა სიცილი ტირილში გადამეზარდა.
ყოველ დღე შეიძლება ადამიანი უფრო დაუფრო მძმდებოდეს? სახლში წასვლა არ მინდოდა.. ბევრი ვისეირნე ფეხით,ბოლოს კი ძალიან მომშივდა და ერთ-ერთ რესტორანში შევედი.. ბევრი არაფერი შემიკვეთავს.სასმელი კი ჩემი საყვარელი წითელი ღვინო შევუკვეთე..
დიდ სიამოვნებას ვღებულობდი საკუთარ თავთან ვახშმობით, აპეტიტიც კი მომემატა საშას იდიოტური თამაშების გადამკიდე..
-ორლოვ..-მომესმა ჩემი გვარი.. ხმის მიმართულებით გავიხედე და ნაცნობი ქალი დავინახე,ეს ლენა იყო ჩემი ყოფილი კურსელი.. მის წინ მამაკაცი იჯდა,რომელიც ჩემგან ზურგით იყო და ვერ ვხედავდი.ხელით მანიშნა მათთან მივსულიყავი,მაგრამ არ მინდოდა მათი საღამო გამეფუჭებინა.
შემდეგ ლენას წინ მჯდარ მამაკაცს უფრო დავაკვირდი და სიმწრისაგან გამეცინა.. ეს ჩემი ტკბილი ქმარი იყო.. მის სილუეტს თუნდაც ზურგიდან ათას კაცში ამოვარჩევ..
ამას კი ნამდვილად არ ვაპატიებდი,ისევ გამიმეტა...
თუმცა მე აღარ წავიდოდი ისე მარტივად როგორც პირველად..
ჩემს ღვინის ჭიქას ხელი წავავლე დამათკენ გავემართე..
-გამარჯობა შეიძლება დავჯდე?-პასუხს არც კი დაველოდე ისე დავიკავე თავისუფალი ადგილი.-ექიმო პეტროვ,მიხარია ისევ თქვენი ნახვა.. რამდენი წელი გავიდა..-საშა არც კი შეტოკებულა,სკამის საზურგეს მიეყრდნო და ინტერესით მადევნებდა თვალს..
-მას შემდეგ არ გინახავს საშა?-უკვე სახელით მიმართა ლენამ
-როგორ არა.. ვნახე.-თვალი საშასკენ გავაპარე,რომელიც იღიმოდა ისე უდარდელად და ლაღად,არც კი ღელავდა რომ ცოლმა გამოიჭირა სხვა ქალთან.
-ორი წუთით დაგტოვებთ ქალბატონებო.-საშა ბარის მიმართულებით წავიდა.
-რა ხდება ლენაჩკა მგონი ოცნება აიხდინე..-მივანიშნე საშასკენ.
-ვერც კი აგიხსნი ისეთი ბედნიერი ვარ..რამოდენიმე თვისწინ ვნახე პეტოვი შემთხვევით და რესტორანში დამპატიჟა.. შემდეგ ისევ ვერ ვნახულობდი არადა ხომ იცი ვაფრენ ამ კაცზე.. შეხედე რა აღნაგობა აქვს..-გამეღიმა.
-თქვენს შორის რამე იყო უკვე თუ რატომ გიბრწყინავს თვალები?
-ჯერ არა,მაგრამ დღეს ღამით კი ნამდვილად მოხდება.. წარმატება მისურვე.-საშაც დაბრუნდა მაგიდასთან..
-ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ხელს გიშლით.-გავხედე ლენას.
-ააა არაა.-ისე თქვა თითქოს კის ნიშნავდა,მაგრამ საშასთან ერთად ხომ ვერ მეტყოდა რამეს.ის კი უდარდელი სახით მიყურებდა თითქოს სიამოვნებას იღებდა..
-ახლა მე გეტყვი ჩემო ლენაჩკა,რადგან ყოფილი კურსელები ვართ მხოლოდ ამიტომ.. საშას საშინელი ხასიათის ცოლი ყავს,რომ გაიგოს მასთან ერთად ვინმე უცხო ქალია,წარმოუდგენელ სიგიჟეებს გააკეტებს.-ლენას თვალები გაუფართოვდა.
-ცოლი?-გაიმეორა კითხვოს ნიშნით.საშას კი გაეცინა.
-კი ცოლი.. -შემდეგ საშას გავხედე.-ასეთი მექალთანე როგორ ხარ.. სწორედ მსგავსი რამის გამო მიგატოვე და გივე გაიმეორე? იმის გამო დამტოვე კაბინეტში,რომ ლენასთან ერთად გევახშმა?-ლენას თვალები გაუფართოვდა
-მისი ცოლი შენ ხარ?
-ბინგოოო!-შევძახე მე.-ათიანში გაარტყი ლენაჩკა.
-კაწია ასე იმან გაგამწარა რომ კებინეტში ისეთ მდგომარეობაში დაგტოვე?-ისევ მომღიმარი სახე ჰქონდა მას.
-ვერ გიტან საშა პეტროვ.. დატკბი შენი ერთჯერადი პაემნებით.-ავდექი და რადგან ხელში ისევ ღვინის ჭიქა მეჭირა და თითქმის სავსე მთლიანად საშას გადავასხი თავზე,რომ მისი თავდაჯერებულობა წამით მაინც გამქრალიყო.
საშას ისევ გაეღიმა და თვალები მოიწმინდა.. მისი თეთრი პერანგი მთლიანად გავარდისფერდა.. ჭიქა მაგიდაზე დავდე თუ არა უცებ ვიგრძენი ჰაერში როგორ ავიწიე.. საშამ ხურჯინივითღ მხარზე გადამიკიდა და კარებისაკენ წავიდა.. მივხვდი კარგი დღე არ მელოდა..


პ.ს როგორია?



№1 სტუმარი ani

Oto albat rogor stkiva suliiii....
Dzalian kargia momwons mteli teqsti arachveulebrivia male ar daasrulo warmatebebii

 


№2  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგიიიყო ოთო და ორლოვი შეარიგე კარგი ურთიერთობა აქვთ დარჩნენ მეგობრებად და ერთი კარგი უშოვე ოთოსაც ნუ საშა ცოტა გააბრაზე მომწონს მაგის გადარეუი სახე ყვეას რომ უღრენს და ლანძღავს heart_eyes joy

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა ეს თავი განსაკუთრებულად მაგრამ ოთო შემეცოდა რა შუაში იყო რომ გამოიყენეს საშკას გასამჭარებლად ბოლოს კი ძალიან ვიმხიარულე საუკეთესო იყო ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent