შენ სიყვარული დამიბრუნე (თავი 3)
(4თავი) ...ალექსანდრე... დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს.სწრაფად ვპასუხობ და გარეთ გავდივარ რომ მარიასაც არგაეღვიძოს. -გისმენთ-ვპასუხობ შეწუხებული ხმით. -ალეე როგორ ხარ ?-მესმის დემეს აღფრთოვანებული ხმა და უცებ ბედნიერებით ვივსები. -ჩამოხვედი ტოო???(მე) -ჩამოვედი ჩამოვედი(დემეტრე) -მისამართს მოგწერ და სასწრაფოდ ჩემთან მოდი(მე) -არა არმინდა შენი შეწუხება,გარეთ შევხვდეთ(დემეტრე) -რა შეწუხება ტო??მალე მალე მოდი-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.მისამართი მივწერე და ოთახში შევედი.მარიას უკვე ეღვიძა მივედი და ლოყაზე ვაკოცე. -სტუმარი გვეყოლება ადექი(მე) -ვინ??(მარიანა) -ჩემი მეგობარი,ახლა ჩამოვიდა(მე) -კარგი მაშინ საჭმელსაც მოვამზადებ(მარიანა) -კაი მიდი(მე) მარია წავიდა და მე სააბაზანოში შევედი.მალევე გამოედი მოვწესრიგდი და კარზე ზარის ხმაც გაისმა.გარეთ გავედი და მარიანამ მე გავაღებო.მაგრამ გავაჩერე და კარისკენ დავიძარი. -ოო ცხოვრება როგორ იმგზავრე??-შევეგებე მეგობარს -ორი დღეა მომშორდი და უკვე გაპიდარასტდი?ამას შენგ...-დამთავრებას აპირებდა რომ გაშეშდა -რაგჭირს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხომარ დაინახე-ღიმილით ვუთხარი -მგონი კი-დაიჩურჩულა და მის მზერას თვალი გავაყოლე. მოიცა რაა?ჩემ ფერიას უყურებს??ამას ვინმე მოეწონა? -აჰ...გაიცანი ეს ჩემი დაა მარიანა,მარია გაიცანი ეს ჩემი მეგობარია დემეტრე ვიბლიანი,ხომ გახსოვს ლუკა ბიძია ,მისი შვილია-ვთქვი თუარა მარიანამ გაკვირვებული მზერა მომაპყრო,მე უბრალოდ გავატარე და გავიღიმე. ...მარიანა... ნუთუ ეს ის დემეტრეა,ის პატარა პარაზიტი როგორც ლუკა ბიძია მოიხსენიებდა.არ მეგონა თუ ასეთი შვილი ეყოლებოდა,მაღალი სიმპატიური,ოქროსფერი თმებით და მწვანე თვალებით...მოიცა არააა?მე ბიჭი გარეგნობით შევაფასე??ასე როდიდან ვიქცევი? -გამარჯობა-დემეტრე მოვიდა და ხელი გამომიწოდა.ფიქრებიდან გამოვერკვიე და ჩემი შევაგებე. -სასიამოვნოა-ამოვილუღლუღე -ჩემთვისაც(დემეტრე) მისი ხელის შეხებისას ჟრუანტელმა დამიარა.ამას ყურადღება არმივაქციე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სამზარეულოში. -რამოხდა?-გაკვირვებული მეკითხება მეკითხება ალექსი -პიცა დაწვას გადავარჩინე(მე) -პიცა??შენ გააკეთე?(დემე) -კი,რამოხდა?(მე) -დიდიხანია სახლში დამზადებული პიცა არმიჭამია,მომენატრა-თქვა და ისე საყვარლად გამობურცა ტუჩები უნებლიედ გამეღიმა.მანაც არაამქვეყნიურად გამიღიმა. -კარგი დავსხდეთ ძალიან მშია(ალექსი) -ხოხო მეც-თქვა დემემ და სიცილი დაიწყო.ამ დროს ისეთი ბავშვური იყო.დავსხედით ვჭამეთ და რომ მოვრჩით მაგიდა ავალაგე,ჭურჭელიც დავრეცხე და ბიჭებთან გავედი. ...დემეტრე... არმეგონა თუ ალეს ასეთი ლამაზი და ყავდა.იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე აღწერდა,თან ისეთი ბავშვურია.უნდა გავიცნო,ახლოდან უფრო უკეთ უნდა გავიცნო.აქამდე ასე არავინ მომწონებია..ან საერთოდ მომწონებია?მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო ის ხოლ ალეს ძმაა..და შემთხვევითაც რომ ვაწყენინო ტყავს გამაძრობს. -დემეე...-მეძახის ალე. -ჰოუუ -ბიჭო რას აპირებ ეხლა(ალექსი) -რავი რა.სასტუმროში წავალ და მერე სამუშაოს მოვძებნი(მე) -შენ ხოარ გაჟრიალებს?(ალექსი) -რაა?-გამიკვირდა რადგან ასე არასდროს ლაპარაკობდა მაგრამ მარიამ გვერძე რომ ჩამიარა გავაანალიზე. -არანაირი სასტუმრო,აქ რა არმოგწონს?აქ იცხოვრებ გადაწყვეტილია.(ალექსი) -კიმაგრამ, არმინდა თქვენი შეწუხება,თან რამდენ ხანს უნდა ვიცხოვრო აქ?(მე) -რამდენიც საჭირო იქნება(ალექსი) -კარგი-ვუთხარი და გავიღიმე,მარიას შევხედე და ისიც მიღიმოდა.ამდროოს ძარღვებში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.სინამდვილეში მიხაროდა კიდეც მარიასთან ხომ ახლოს ვიქნებოდი. ...მარიანა... მიხაროდა რომ დემესთან ახლოს ვიქნებოდი.რაღაც უცნაურად ვარ მასთან სიახლოვისას. ........ უკვე ხუთი თვე გავიდა რაც დემე ჩვენთან ცხოვრობს.კარგად გავიცანი მაგრამ მხოლოდ მეგობრები ვართ.დედაც ჩამოსულია უკვე და თავის ბიჭს თავს ევლება,ესეც სიყვარულით ავსებს მონატრებულ დედიკოს.მეთორმეტე კლასიც დავამთავრე,გამოცდებიც ჩავაბარე თანაც მაღალი ქულებით.გოგოებმაც ასევე მაღალი ქულები აიღეს,დემესთანაც კარგად არიან. დღეს სახლში ვიყავი როცა დემემ დამირეკა და პარკში შეხვედრა მთხოვა.მოვემზადე და მაშინვე წავედი.ქვემოთ ბიჭები იყვნენ მოტოებით(ხომ მართლა მოტოს ტარება უკვე კარგად ვიცი),ისინი ვნახე და პარკისკენ ავიღე გეზი.დემე იქ დამხვდა -როგორ ხარ(დემე) -კარგად...აქ რატო დამიბარე?(მე) -რაღაც საქმე მაქ..ანუ ერთი გოგოა რა-ეს რომ თქვა თითქოს ვიღაცამ გული ამომაცალა,მე ხომ ის მიყვარს,ხო ხოო მიყვარს.ის ჩემთვის მეგობარზე მეტია.მიყვარს-ხოდა ერთ საათში ვაპირებ ვნახო და ვუთხრა რასაც ვგრძნობ და რას მირჩევ რა ვაჩუქო? -მე??მე რასგირჩევ?რავი...მე პირადად ერთიცალი შავი ვარდი ყველა ძვირფას საჩუქარს მირჩევნია,მაგრ... -შენ რამოგეწონება და რა არა ეგ არმიკითხავს,იმას რავაჩუქოთქო!-ამ სიტყვებზე საერთოდ ტვინი ამიდუღდა ვეღარ მოვითმინე და დავიწყე -იცი რა??ჩემთვიის საერთოდ არუნდა გეკითხა,მე რას მეკითხები??გგონია ადვილია რჩევა მოგცე იმაზე თუ რაუყიდო შენ გოგოს როცა მე მიყვარხარ???ადვილია??სულაც არა..როცა ისმენ რომ შენს საყვარელ ადამიანს სხვა უყვარს იცი რაგრძნობაა??მთელი სხეულით იწვიი...წადი და უყიდე რაც გინდა წადიიი...მე აღარ მკითხო ამ თემაზე არაფერი-წამოვდექი და წასვლას ვაპირებდი რომ მკითხა -მართლა გიყვარვარ? -კი მიყვარხარ მთელი გულით, და მთელი სულით...მაგრამ ამას მნიშცნელობა არ აქვს-ვთქვი და მაშინვე წამოვედი.ა ლექსისთან მივედი და მოტო ვთხოვე -რადგინდა?ან რაგჭირს რასახე გაქვს?? -უბრალოდ მათხოვე არაფერს დავმართებ(მე) -კარგი აიღე ოღონდ ფრთხილად კაი?(ალექსი) -კაი კარგად-ვთქვი და წამოვედი.იმ ადგილას წავედი სადაც წლების წინ როცა გიოს დავშორდი,ჩემ პირველ სიყვარულს.ახლაც ისე მტკივა გული როგორც მაშინ,კიდევ უფრო მეტად.მოტოდან გადმოვედი და ძირს დავჯექი,ჰორიზონტს ვუყურებდი და ჩუმად ვტიროდი.ცუდად ვიყავი,ძალიან ცუდად.ჩემი ტელეფონი არჩერდებოდა ამიტომ ხმა სულ გამოვურთე.დაახლოებით ერთი საათი ვიყავი ასე მერე კი მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და ფიქრებიდან გამოვედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.