შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება დასასრული


28-01-2018, 16:28
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 852

ცოტახნით კიდევ ვიყავი აივანზე შემდეგვკი სახლში დავბრუნდი.
უეცრად უზომოდ მომინდა ტორტი, ანდრეას ოთახის კარზე დავაკაკუნე
-შემოდი-გაისმა მისი ხმა. ოთახში შევედი და საყვარელი თვალებით ვუთხარი
-აუუ ანდრეაა ტორტი მინდა,გვაქ თუ მოიტან?
-გვაქ-მითხრა სიცილით და ოთახიდან გამოვიდა. ქვემოთ ჩავიდა მაცივარი გამოაღო და სასურველი დესერტი მომაწოდა. გემრიელად შევსანსლე და თან ვაკვირდებოდი ანდრეას მომღიმარ სახეს.
-კარგი მოკლედ და კონკრეტულად მე ეს შევჭამე ეხლა კი რამე კინოს უნდა ვუყურო და შენც უყურებ?-მივუბრუნდი კითხვით ანდრეას
-კარგი მეც ვუყურებ-თქვა და ტელევიზორის წინ მოთავსდა
-ხომ გახსოვს...(მარიანა)
-კლოუნები არა-თქვა და გაიცინა. ფილმი ჩართო "ყველაფერი ყველაფერი" და გვერდით მომიჯდა. ფილმის ყურებას შევყევი და ვერც მივხვდი როგორ ჩამოვადი თავი ანდრეას, მანაც წელზე ხელი შემომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა. კინო ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ბოლოს ძიმი მომერია და ანდრეაზე მიხუტებული დამეძინა...


მარიანას დაეძინა და კინოც დამთავრდა. ზუსტად მაშინ დახედა ანდრეამ მის საყვარელ არსებას და გაეცინა, გაეცინა მასსზე თუ როგორი საყვარელი ბავშვივით იყო მოთავსებული მის ხელებში. ყველაფერს გააკეთებდა, ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ დროის უკან დაბრუნება შეეძლოს და საკუთარი შეცდომის გამოსწორება. მაგრამ იცის, იცის რომ მაინც დაიბრუნებს მის საკუთრებას, რომელსაც მუცლად მისი შვილი ყავს, უკვე ორივე უყვარს ორივე ძალიან უყვარს მარიანაც და ის პატარა არსებაც რომელიც მასში არის. აპირებს რომ დაიბრუნოს და გამოუვა კიდევაც თანაც ხვდება რომ მარიანასაც უნდა პატიება.
მძინარე აიყვანა ხელში და კიბეებს ნელნელა აუყვა, იყო რამდენიმე წაქცევის შემთხვევა თუმცა ბოლოს უვნებელმა მიაღწიეს საძინებლამდე. ლოგინზე მიაწვინა და ანდრეაც გვერდით მიუწვა, მარიანამ ხელები მხრებზე შემოხვია და თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა, ანდრეას გაეცინა და მისი საყვარელი ქალი უფრო კარგად მოიქცია ხელებში და ახლოს მიიზიდა, ცხვირი მის თმაში ჩარგო და გადაეშვა ოცნებების სამყაროში.
დილით ანდრეას უფრო ადრე გაეღვიძა და მარიანას დანახვისას გაეღიმა, ზუსტად ისეთი ღიმილით მის სახეს რომ უფრო ასიმპატიურებს, სიყვარულის ღიმილით, თითქოს მის ხელებში მყოფი არსება მის მსოფლიოს შეადგენს და მსოფლიო ეხლა მასთან არის.
დაინახა რომ მარიანა შეფხიზლებას აპირებდა ამიტომ უცბად დახუჭა თვალები თითქოს არც ღვიძებია აქამდე. გაახილა თვალები მარიანამ,თავისებურად გაიზმორა და მხოლოდ ახლა შეამჩნია მის გვერდით მწოლი ანდრეა, ჯერ შეკრთა შემდეგ კი გაახსენდა გუშინდელი ღამე და გაეღიმა, გაეღიმა ანდრეაზე გაეღიმა მის თავზე ყველფაერზე გაეღიმა. შეიძლება მარიანასაც ისე უყვარს ანდრეა, როგორც ანდრეას მარიანა. კი მარიანას უყვარს ანდრეა მაგრამ ანდრეას სხვანაირი სიყვარულით უყვარს ის, რაღაც დიდი აღუწერელი გრძნობით რომელიც მთელ ტანში ნარკოტიკივით აქვს გამჯდარი. სასიამოვნო სიყვარულის ბურუსშია გახვეული ჩვენი მოთხრობის გმირები, ერთმანეთის სიყვარულში არიან გახვეული თუმცა ორივე ჯიუტია ამიტომაც არაფერს არ ამხელენ. რათქმაუნდა მარიანაზე ჯიუტი ადამიანი არ არსებობს ხშირად ეუბნებიან შენ სვანასაც გადაუჯოკრავ ჯიუტობაშიო, თუმცა ის ასეთია ყოველთვის არაა ბედნიერი მაგრამ უბრალოდ მარიანაა. ადამიანი რომელიც უნდა რომ იყოს და არა ადამიანი რომელიც ხალხს უნდა რომ იყოს. ანდრეა, ანდრეაც ჯიუტია თანაც საკმაოდ მაგრამ როდესაც საქმე მარიანას ეხება ყველაფერი იცვლება, მარიანა სხვა არის მისი პატარა გოგო რომელიც ალბათ ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს.
მამამისი არასდროს ყოფილა კარგი მამა, დედა ამერიკაში ცხოვრობს და მასაც მიგდებული ყავს შვილი, არასდროს დაინტერესებულა ბატონი ზურა შვილით რადგან არ თვლიდა მას საამაყოდ. აძალებდა რომ მდიდარი ოჯახის შვილი მოეყვანა ცოლად, სწორედ ამიტომ აპირებდა ანდრეა გერმანიაში წასვლას,მაგრამ შემდეგ გამოჩნდა გოგო სახელად მარიანა რომელმაც სასიამოვნოდ არია მისი ცხოვრება. აი ასეთია ანდრეა...
მარიანა თავისთვის იყო ჩაფიქრებული როდესაც ანდრეამ თვალები გაახილა. წამში წამოხტა ფეხზე მარიანა და ოთახიდან გავარდა. ანდრეას გაეცინა მის ბავშურობაზე და თვითონაც წამოდგა ფეხზე. ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, მისაღებში შესვლისას დაინახა მარიანა რომელიც მდივანზე იყო წამოსკუპებული და ყავას სვამდა
-აჰჰ-გაიზმორა ანდრეა და მარიანაც უცბად შეხტა
-ანდრეა ადექი?(მარიანა)
-კი ავდექი მოიცა არ გშია? რამეს გავაკეთებ-თქვა ანდრეამ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი
-ანდრეა რაღაცის თხოვნა მინდოდა-დაეწია მარიანა
-გისმენ-თქვა ანდრეამ და მაცივარი გამოაღო.
-იქნებ პიკნიკზე წავიდეთ-წამოჭრა თემა მარიანამ. ანდრეა ჯერ დაფიქრდა, არ უნდოდა წასვლა თუმცა შემდეგ გონება გაუნათდა ეს კარგი შანსია მარიანას შესარიგებლად , გაიფიქრა თავისთვის
-კარგი წავიდეთ დაცვას ვეტყვი ყველაფერი მოამზადოს-თქვა ანდრეამ და გასვლა დააპირა, როდესაც მარიანამ ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ მოაბრუნა
-საერთოდ მე და ჩემ არა ჩვენს შვილს გვინდა რომ მამიკოსთან ერთად გავაკეთოთ ჰამბურგერები და კიდევ რაღაც სასუსნავები პიკნიკზე წასაღებად-თქვა მარიანამ და გაიღიმა. საშინლად ესიამოვნა ანდრეას ეს სიტყვები,პირველი იმიტომ რომ მარიანამ მისკენ გული იბრუნა და მეორე იმიტომ რომ შეუძლია მარიანას ადვილად შემორიგება.
სიამოვნებით დათანხმდა ანდრეა და შეუდგნენ საჭმელების გაკეთებას. ბევრი იწვალეს თუმცა ყველაფერი გამოუვიდათ და დაადგნენ არცთუ ისე გრძელ გზას. მარიანას ლურჯი, ზღვისფერი სარაფანა ეცვა რონელშიც ქალღმერთივით გამოიყურებოდა. ანდრეას ეგოისტურად მოწონდა მარიანას ტანზე კაბები, რადგან მართლაც შვენის მის სხეულს. მალევე ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას და კარგ ადგილას თავისი მომზადებული საჭმელებიც დააწყვეს.
ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე და გემრიელადაც ისაუზმეს. მარიანა თავისი ლურჯი კაბით ფეხზე წამოდგა როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ანდრეას ისე დაეცა რომ მარიანა ქვემოთ დარჩა ანდრეა კი ზემოთ. ანდრეამ ერთი წამი შეხედა მარიანას, მარიანამაც ეშმაკურად გაიღიმა როდესაც ანდრეა ტუჩებზე ეცა. ეს 2 წუთი ორივენი სიამოვნების ქარცეცხლში იყო. შეწყვიტეს კოცნა და ანდრეამ უკვე მერამდენედ მაგრამ მაინც მთელი გულით ამოთქვა
-მიყვარხარ მარიანა
-მიყვარხარ ანდრეა
სწორედ ამ წამოდან დაიწყო მათი ბედნიერება...

3 წლის შემდეგ...
ისევ ის ადგილი სადაც მათი ბედნიერების წუთები დაიწყო. ისევ ეს პიკნიკის ადგილი მაგრამ ამჯერად მარტო ანდრეა და მარიანა არ არის აქ. ამ ადგილას ყველას აქვს თავი მოყრილი ალექსანდრეს და ნენეს, სანდროს და ლინდას, და კიდევ პატარა ეფემიას რომელიც ორი წლის არის და თავის დედიკოს და მამიკოს შეჰყურებს ანუ ანდრეას და მარიანას. ალექსანდრე ნენეს მუცელზე ეფერება ის ხომ მალე პატარა დემეტრეს მოავლენს ქვეყანას. ლინდას და სანდროს ქორწილი მალე ექნებათ თანაც აუცილებლად იმიტომ რომ ვეღარ იცდიან გვრიტები.
აი ასე ყველა ბედნიერია და რაც მთავარია მარიანა ანდრეა ისინი ბედნიერები არიან. ალბათ ყველაზე ბედნიერებიც, სიყვარულის თავლებით შეჰყურებენ ერთამნეთს და რაღაც საოცარს გრძნობენ. უფრო და უფრო ძლიერდება მათი გრძნობა და ქვეყნის დასალიერამდე უყვართ ერთმანეთი.
ბედნიერია მარიანა, ბედნიერი ანდრეა მაგრამ ანდრეა უფრო ბედნიერი იქნება როდესაც მარიანა თავის საიდუმლოს გაუმხელს, მას ხომ მეორე პაწაწინა ეყოლება რომელიც მარიანას მუცელში იზრდება...
დასასრული...
პს. იმდენად მივეჩვიე ამ მოთხრობის წერას არც მინდა მისი დასრულება, იმდენად შემიყვარდა ანდრეა და მარიანა, შემიყვარდა თქვენი კომენტარები და საერთოდ ეს ამბავი. დავასრულე ისტორია და იმედი მაქვს მოგეწონებათ. ეღირსათ ბედნიერრბა როგორც იქნა ჩვენ წყვილს. სულ მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორით რადგან იდეები მაქვს უკვე. თუ კმაყოფილი ხართ ამ ისტორიით კომენტარებში დამიწერეთ❤❤ მიყვარხართ მე თქვენ❤❤



№1  offline წევრი blondeangel631

საოცრება იყო და დასასრულიც შესაფერისი ქონდა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№2 სტუმარი ani

Dzalian kargi iyoo yvelafers aqvs dasasruli
Magram es dasasruli am istorias yvelaze metad avsebs

 


№3 სტუმარი A

Vau momenatreba.... Dzalian magari iyo martla....

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

ვაიმეეე scream scream ძაანმოვიწყინერო დამთავრდა relaxed relaxedკიიდეე როო გაგრძელებუულიიყოო ვაიმე როგორგამახარებდიიააიიარვიცი blush blush heart_eyes საოოცარრრიიი იიყოო შემიყვარდაესსისტორია relaxed relaxed
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№5  offline წევრი Mariami 1408

nathali lifhonava
ვაიმეეე scream scream ძაანმოვიწყინერო დამთავრდა relaxed relaxedკიიდეე როო გაგრძელებუულიიყოო ვაიმე როგორგამახარებდიიააიიარვიცი blush blush heart_eyes საოოცარრრიიი იიყოო შემიყვარდაესსისტორია relaxed relaxed

მიხარია თუ ასე ძალიან მოგეწონა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent