შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბედე და იყავი ბედნიერი (II)


16-02-2018, 00:17
ავტორი ნანუკი
ნანახია 1 156

სამი წლის სხვაობის მიუხედავად,მეგობრებს შორის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობდა. არც ელენი იყო მეტისმეტად განებივრებული ცხოვრებით,თუმცა პრობლემებს უფრო თავდაჯერებულად ხვდებოდა და ძლიერებას მათთან უპრობლემოდ გამკლავებაში გამოხატავდა.უცნაურია,როცა ადამიანი პრობლემებს უპრობლემოდ ლახავს.ალბათ განსაკუთრებული შემთხვევაა.ელიზსაც ეს ხიბლავდა ამ პიროვნებაში,რომ ყველაფერს მეორე მხრიდან უყურებდა,რომლიდანაც გამოსავალი აუცილებლად იძებნებოდა.ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა მეგობრებს შორის,როცა ელიზი მისდა უნებურად პრობლემების წარმოშობისა და მისი სპეციალისტის როლში გვევლინებოდა,ხოლო ამ ყველაფრის გადამჭრელად ელიზის დედის შემდეგ ელენმა დაიკავა მისი ადგილი.

ამ გოგონას ელიზის ყველა გამომეტყველება ახსოვდა,ყველა განცდა და გრძნობა როცა ის პრობლემებს აწყდებოდა,თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არასოდეს ყოფილა. ცხოვრებაში პირველად ამოიკითხა მის სახეზე ბუნებაში არსებული ყველა გრძნობა,რომელიც მხოლოდ ტკივილთან და შიშთანაა დაკავშირებული.განაწამებ და მტკივნეულ მხარეს არ შეიძლება არ გამოეწვია ელენის ემპათია მეგობრისადმი. სულაც არ სიამოვნებს ყოველთვის მსხვერპლის ამპულაში ხედავდეს ელიზს,სულაც არ უნდა გაუბედურებული და სასტიკად გამწარებული მეგობრის ტანჯვის ყურება.უნდა დაეხმაროს,გვერდში ამოუდგეს,თუმცა პრობლემა თავის მხრივ,ახალ პრობლემებს შობს.

როგორც იქნა,ელიზის სახეს ოდნავი დაწყნარება მაინც დაეტყო.იჯდა სარწეველა სკამზე გულდამწუხრებული და ელოდა ელენს როდის მოვიდოდა და შემოიტანდა იმ წყეულ ჩაის.ერთი სული ჰქონდა როდის გაუზიარებდა მისთვის ძვირფას ადამიანს მისი გულის ნადებს და კურტანივით ზურგზე აზიდულ პრობლემებს.

ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე,რაც გულსა და სულს გამაწვალებლად უღრღნიდა და ფსიქოლოგიურად ზიანს აყენებდა.ფიქრებისგან შორს ყოფნა მისთვის შვება იქნებოდა,მაგრამ ყველაფერს რომ გაქცეოდა,ამ მტანჯველ ფიქრებს თავს ვერასოდეს დააღწევდა.არ შესწევდა იმის უნარი,რომ საფიქრალი სხვა დროისთვის გადაეტანა და იმედით აღვსილიყო,რომ განსაცდელს დღეს თუ არა ხვალ მაინც მყარად გადაეღობებოდა წინ.

ერთად უტევდა საშინელი და თავისტკივილის მომგვრელი,უბედური ფიქრები.სუსტი იყო,იმდენად სუსტი,რომ ვერ შეძლებდა ყველაფრისთვის გაეძლო.

განცდებს აყოლილი,ფიქრებს სადღაც შორს გადაესროლა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა ბურუსიდან,როცა კარის ჭრიალითა და ლანგარზედადებული ცხელი ჩაით შემოვიდა ელენი.გამოუძინებელი და პიჟამაში გამოწყობილი გოგონა მაინც მომხიბვლელად გამოიყურებოდა,ბევრად დაწყნარებული მზერით ადევნებდა თვალყურს ელიზს.
-დალიე,დაგამშვიდებს.

-ხომ იცი,როცა ვნერვიულობ,პირს ვერაფერს ვაკარებ,ელენ,შენთან ყოფნამ ცოტათი სიმშვიდის გრძნობა დამიუფლა,ყოველთვის ასე იყო,შენი სახლი,შენი ეზო,შენი ტკბილი,სურნელოვანი ოთახი სულ მაწყნარებდა და შვებას მგვრიდა...

ღრმად ამოისუნთქა და მოემზადა რაღაც ძლიერისთვის,რაც სულისთვის თავლისუფლების ტოლფასი იყო.უნდოდა გულში დაგროვილი ტკივილი საბოლოოდ ამოენთხია და შვებისგან მონიჭებული სიამოვნება ეგრძნო.

-გისმენ,გისმენ ელიზ,დაიწყე!-სულმოუთქმელად წამოიძახა ელენმა.
-დღეს საღამოს,ჩვენთან მამაჩემის არც ისე ახლო მეგობარი,შუახნის კაცი იყო მოსული,ძალიან უსიამოვნო და უხეში შესახედაობის იყო.შეიძლება იცნობდე, თუ არ ვცდები მაინი ჰქვია.

-მაგ კაცს ვინ არ იცნობს,ერთი პირფერი და მრუში ადამიანია.მისი ნდობა არ შეიძლება,სოფელში სახელი აქვს გატეხილი.ნასამართლევიცაა,მაგრამ მეტად ფრთხილი აღმოჩნდა და მისი ჭკუით,ქალაქიდან ჩამოსვლამ ცოდვები ჩამორეცხა და თავს მაინც უდარდელად იჭერს.ის კი არ იცის,რომ აქაც ვართ ისეთი ხალხი,რომლებმაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულების დასტას გონებაში ვინახავთ.თავი შორს დაიჭირე მისგან...-მაინის მზერის გახსენებისას გააჟრჟოლა,ასეთი უვიცი და მოუხეშავი ადამიანი იშვიათად თუ შეგხვდებოდათ.

გაფითრებული,გაოცებული და უფრო და უფრო დამწუხრებული ელიზი მაგიდასთან იჯდა.ამ წუთას ელენისგან მიღებულ ინფორმაციას ტვინში ხარშავდა და თანდათან გრძნობები უქრებოდა და სიძულვილის აშკარა გამომხატველი მზერა სახეს უჭმუხნიდა.
-მოიცა, რა თქვი? ნასამართლევია?-ძლივს ამოილუღლუღა ქალმა.

-ხო,ელიზ და გირჩევ არც გაეკარო.რა უნდოდა მამაშენთან?ალბათ თავშესაფარს სთხოვდა პოლიციას,რომ დამალოდა არა?ერთხელ ჩვენთანაც მოიძურწა,მაგრამ მამაჩემმა პირდაპირ განუცხადა უარი და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

-რის საფუძველზე იჯდა ციხეში?-ინტერესი და შიში უღვივდებოდა.
-ქურდობის,ძალადობის,მკვლელობის და მეტი რა გითხრა,ალბათ,რაც არსებობს ყველა ცოდვა მის კისერზეა და სულაც არ ეტყობა არც ოდნავი სინანული და არც გამოსწორების გზაზე მდგომი ადამიანის გამომეტყველება დასტყობია.

-არც დამიჯერებ,რას გეტყვი ელენ.არ შემაწყვეტინო რასაც მოგიყვები.-ღრმად ამოისუნთქა,თმა შეისწორა და განაგრძო.-ჩვენი ბიბლიოთეკიდან წიგნის აღება მინდოდა და სწორედ მაშინ მოვკარი მამაჩემისა და იმ კაცის საუბარს.ისეთი საზარელი ხმა ჰქონდა,კინაღამ გული წამივიდა.ნახევრად შეღებულ კართან ჩემს ყურს ეს სიტყვები სწვდებოდა:

"-ბატონო ჯეკ,ხომ იცით როგორ გაფასებთ და დიდ პატივს გცემთ, ხო და სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან,რაღაც სათხოვარი მაქვს და არ ვიცი საიდან დავიწყო-,ეუბნება მამაჩემს,ყალბი, მლიქვნელური სახითა და იგივენაირი მზერით.

-ბრძანეთ,თუ შემიძლია დაგეხმარებით.-გულუბრყვილო ხმით წარმოთქვა მამამ.
-დიდად არ შეგაწუხებდით,მაგრამ ხომ იცით მარტო ვცხოვრობ,რაც ცოლი გარდამეცვალა ხომ ხვდებით?აქაურობა კი ძალიან მომწონს,მაგრამ მარტო ვერაფერს ვაკეთებ,დამხმარეები მჭირდება..."

-ელიზ,რაღაც ვერ გავიგე,ამასთან შენ რა კავშირში ხარ?-შეაწყვეტინა თხრობა ელენმა სულმოუთქმელად.
-ბოლომდე მომაყოლე,ნუ მაწყვეტინებ,არ მინდა იმ მრუშ კაცზე დიდხანს გამიგრძელდეს საუბარი.-და განაგრძო:

"-რამდენიმე მსახურს ხომ ვერ მათხოვებდით,უფრო სწორად ხომ ვერ გამატანდით,თქვენ ისედაც ბევრი გეყოლებათ.-ცბიერი თვალებით შეჰყურებდა მამაჩემის სახეს და ისე საუბრობდა მოსამსახურეებზე,თითქოს უსულო საგნები ყოფილიყვნენ.

-მაინ,მსახურების სიჭარბით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი,მაგრამ რამეს აუცილებლად გამოვნახავ,იქნებ ვინმეს,ჩვენს სოფელში, ესურვოს მუშაობა თქვენთან.

-არა,ამის ასე გავრცელება,რომ არ მინდოდა მაგიტომაც მოვედი თქვენთან.აუცილებლად მჭირდება მოსამსახურე.მომენატრა ნორმალური საჭმელი,მე დიდად არ მეხერხება და არც სურვილი მაქვს სამზარეულოში ვიფუსფუსო.-თავს ისე უნამუსოდ აცოდებდა,რომ წარბიც არ შეუხრია,ისევ შეუდრეკლად აგრძელებდა მის წამოწყებულ ცბიერ საქმეს.-არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ ვინც ვნახე,ყველა უარს ამბობს ჩემთან მუშაობაზე,მაგრამ რატომ ვერ გამიგია,ალბათ,ჩემნაირ უცხო კაცთან მარტო ცხოვრების ეშინიათ"

-რასაკვირველია ეშინიათ მკვლელთან,მოძალადესთან და ქურდთან ცხოვრება,მესმის ყველა მოსამსახურის.მათ ადგილას მეც კატეგორიული უარით გავისტუმრებდი,მაგ ორპირ ადამიანს.ელიზ,შენი აყვანა უნდა მსახურად?არა,რას არ იკადრებს ადამიანი,როგორ გაბედა,რომ შენ..

-ელენ,როგორ ვთქვა,მაგრამ ამ შემთხვევაში მსახურის როლს ვამჯობინებდი.-ტირილი აუვარდა და მწუხარებამ ისევ სძლია მის უსუსტეს და უძლურ სხეულს.

-ელიზ,მაშინებ.რა მოხდა?რა არის ისეთი,რაც გაუძულებს მსახურის ამპულა აირჩიო?-სულმოუთქმელად და გამძაფრებულად უთხრა.არც კი იცოდა,დარწმუნებულიც კი არ იყო,აზრადაც არ მოსვლია რა უნდა ეპასუხა ელიზს.

-ცოლობა,ელენ,იმ საზიზღარი კაცის ცოლობა.ვერც კი წარმომიდგენია..მეშინია,ამაზე ფიქრი არ მასვენებს.ტკივილს მაყენებს,ისეთ ტკივილს,რასაც ვერ გავურბივარ,რა გავაკეთო აღარ ვიცი.იქნებ თავი მოვიკლა და ამით დასრულდეს ჩემი უბედურება.ამდენს ვერ გავუძლებ,ვერა.-გული ხელით ეჭირა ამას,რომ ამბობდა.მაგიდას დაყრდნობოდა,თავი ხელებში ჩაერგო და ქვითინებდა დაუსრულებლად,გულის ამოვარდნამდე,სანამ ნამდვილად გული არ გაუსკდებოდა.როგორ ფიქრობთ,ან როგორ წარმოგიდგენიათ?არა,ნამდვილი სიგიჟეა,როგორ შეიძლება ასე მოექცე დაუმწიფებელ,ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დარჩენილ გოგონას?სრული ძალადობაა,ნამდვილად!ბოლოს და ბოლოს ბაბუად ეკუთვნის ის ჭროღა,სასტიკი თვალებით მომზირალი ეშმაკისეული სული,რომელსაც სახეზე ადამიანის ნაკვალევიც კი არ ატყვია.ვერანაირ ახსნას ვერ მოვუძებნით ამას,რა ელოდება ელიზს?სიცოცხლის გამწარება და ყველაფრის ჩაშხამება,ბედნიერების წართმევა,რომელიც ჯერ არ გამოუცდია პატარა გოგოს.მინდა დაგანახოთ,შევეცადო აგიხსნათ,რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ელიზი ახლა.გვერდიდან ამის დანახვა ადვილია,მაგრამ თუ მის სულში შევაღწევთ და თავს მის ადგილას წარმოვიდგენთ სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედავთ,ისეთი გაუბედურებული თვალებით,რომლებსაც სიცოცხლის სურვილი დაჰკარგვია და უბედურების მოლოდინში სული დალევია,მაგრამ ეს სულსწრაფობა არ არის,ეს შიშია,დაუძლეველი შიში,ნამდვილად, ეს ძალადობის შიშია, მსხვერპლის როლი ისედაც გათავისებული აქვს.

უნიჭო რეჟისორი კი მის პერსონაჟში განვითარებას ვერ ხედავს და ერთი და იგივე როლს უმოწყალოდ ამეორებინებს და არ აძლევს ბედნიერების საშუალებას,რომ ერთხელდა სამუდამოდ გაიხაროს,ფრთები გაშალოს და თავისუფლების სიხარულით აღივსოს.თუმცა ეს ელიზს მხოლოდ თუ დასიზმრებია.რეალობაში ერთი წუთითაც კი ვერ გაუბედავს ყოფილიყო ბედნიერი.ირგვლივ შემოსეული ბოროტი სლები ბოჭავენ და ამის საშუალებას არ აძლევენ.
სასოწარკვეთილი,უძლური გოგონა უფრო და უფრო ეცლებოდა გარე სამყაროს და მისი ფიქრებით უკვე უნდა მომკვდარიყო,რომ თავი გადაერჩინა მაინი მაინისგან.

-არც იფიქრო მაგაზე,ელიზ.თავშიც არ გაივლო ეს აზრი,საშინელებაა,ნუ იფიქრებ ამაზე.შენი ცხოვრება ჯერ არ უნდა დამთავრდეს,რა პასუხს გაცემ სახლში დატოვებულ შენს სამი წლის,უსუსურ ძმას,მასზე არ ფიქრობ?თვალებს როგორ გაუსწორებ.ისიც ეყოფა,რომ უდედოდ იზრდება,შენ კი გინდა მარტო დატოვო ბედის ანაბარა,მხოლოდ შუახნის მამასთან?არა,ამის უფლებას არ მოგცემ ელიზ,ახლა ფარხმალი არ უნდა დაყარო,არ უნდა მისცე სხვას ნება შენზე გაბატონდეს.არ დავუშვებთ ამას ელიზ,გესმის?ჩემი იმედი გქონდეს,აუცილებლად აგაშორებ ამ დარტყმას,აი ნახავ.-ახლაც არ ღალატობდა მის უწინდებურ ამპულას და ისევ ძლიერ ქალად ევლინებოდა ელიზს,რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა იმისთვის,რომ მეგობარი ეხსნა განსაცდელისგან და სწორ გზაზე დაეყენებინა.ამას ადრეც ხომ უპრობლემოდ აგვარებდა და არც ახლა იქნებოდა გამონაკლისი.ელენს სჯეროდა,ყოველთვის სჯეროდა სასწაულების და არაფერს დაიშურებდა,რომ თვითონაც სასწაული ყოფილიყო ელიზისთვის.მაგრამ თვითონაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების.ფიქრობდა,რომ ადამიანს იმედი არასდროს არ უნდა დაეკარგა და ამით ეცხოვრა.გამამხნევებელ სიტყვებს კი დიდი ძალა ჰქონდა.

გოგონებს დასვენება,ძილი და სითბო სჭირდებოდათ,რომ გაეანალიზებინათ მომხდარი და საღი გონებითა და სწორი ფიქრებით გადაეწყვიტათ,როგორ მოქცეულიყვნენ.ელიზს უფლება ჰქონდა ბედნიერი ყოფილიყო და აუცილებლად იქნებოდა..ოდესღაც მაინც,აუცილებლად!
განერვიულებულ და ტკივილისგან გატანჯულ მზერას ერთმანეთს არ აშორებდნენ.იმ წუთას გამოსავალი მხოლოდ დასვენება იქნებოდა,ამიტომ ელენმა ხელი მოხვია გოგონას და საწოლისკენ წაიყვანა.ის კი ხმისამოუღებლად დაწვა.ხვდებოდა,ძილის საჭიროებას იმ მომენტში,რადგან ხვალინდელი დღისთვის გაეძლო და დამშვიდებული გაძღოლოდა მის ცხოვრებას.ბევრი გადაიტანეს ორივემ,მაგრამ ისევ ერთად,ერთგულებითა და მეგობრობით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ყველაფრის მიუხედავად.

ყველაზე ბნელი და დატანჯული ღამე იყო ალბათ,მათ ცხოვრებაში,მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.არც კი იციან,რას უმზადებს ბედისწერა,ან როგორი გაგრძელება ექნება სიცოცხლეს.ყოველთვის ცხოვრების დინებას ვერ მიყვები,ზოგჯერ საწინააღმდეგო მიმართულებითაც უნდა გაცურო,რომ დაინახო რა შეგიძლია,ან რისი გაკეთება შეგეძლო.ზოგჯერ შეწინააღმდეგება და ბრძოლა აზიანებს ადამიანს.ამ შემთხვევაში კი ის დაუცველია,უნდა აირჩიოს დინების ან საპირისპირო მიმართულება ან შეეგუოს გაურკვეველი ვადით მოსულ უბედურებას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent