არაჯანსაღი გონება 3
ბატონი გეგას კაბინეტს ადვილად მივაგენი. მიმღებში მომხიბვლელი ქალი იჯდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა: -ქალბატონი ანა მეტრეველი?-მკითხა ღიმილით. თავი დავუქნიე. -ბატონი გეგა გელოდებათ.-მითხრა და თავით კარისკენ მანიშნა. მადლობა გადავუხადე და კარისკენ წავედი. მხოლოდ ნაზად დაკაკუნების შემდეგ შევედი შიგნით. უზარმაზარ კაბინეტში მოვხვდი, რომლის ერთი კედელიც მთლიანად შუშის იყო. აქედან ულამაზესი ხედი მოჩანდა. წარმოვიდგინე ღამით როგორი იქნებოდა აქაურობა და ძალიან მომინდა დაღამებამდე გამეწელა შეხვედრა. საკუთარი თავი ამ სულელური ფიქრების გამო დავტუქსე. კაბინეტში ორი კაცი იმყოფებოდა. პირველი მაშინვე ვიცანი. 50 წლამდე იქნებოდა, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. გამჭოლი თაფლისფერი თვალებით შემომცქეროდა. შუბლზე რამდენიმე ნაოჭი ნათლად ეტყობოდა. შარვალ-კოსტუმი ტანზე ისე ადგა, თითქოს მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყოს და ასეც იყო. მეორე პიროვნება ახალგაზრდა კაცი იყო. მასაც იგივე სტილში ეცვა, მხოლოდ ჰალსტუხი არ ეკეთა, გეგასგან განსხვავებით. გეგასთან მსგავსება ისეთი აშკარა იყო, მაშინვე მივხვდი, რომ მისი შვილი იდგა ჩემს წინ. მასაც თაფლისფერი თვალები და ღია ყავისფერი, მოქერაო თმა ჰქონდა. საკმაოდ სიმპატიური იყო, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად დიდი. ალბათ 25 წლის მაინც იქნებოდა. არაუშავს, მაინც ცოტახანი მოგვიწევს ეს თამაში, იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც. ბატონი გეგა წამოდგა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა. -როგორც ვხვდები შენ ანა ხარ. -ბატონი გეგა ლომიძე?-ხელი ჩამოვართვი. -არანაირი ბატონი, შენთვის მხოლოდ გეგა. სასიამოვნოა შენი გაცნობა.-გამიღიმა -ჩემთვისაც- ვუპასუხე, თუმცა თავი ვერაფრით ვაიძულე საპასუხოდ გამეღიმა. -ჩემი შვილი, დენიელი. ახალგაზრდა კაცმა ხელი გამომიწოდა, თუმცა ჩამორთმევის მაგივრად, მის ზურგზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა. ესეც ასე. ჩემს მომავალ ქმარს დანიელი ერქვა და ნამდვილი ჯელტმენი გახლდათ. მასთან ნამდვილად დავმეგობრდებოდი, მერე რა, რომ ცოტა უფროსი იყო. -უნდა ვაღიარო იმაზე ლამაზი ხართ ვიდრე წარმომედგინა-მითხრა მან. ამჯერად გავიღიმე. შესაძლოა ამას მხოლოდ ზრდილობის გამო მეუბნებოდა, მაგრამ მაინც ე მიმითითა. სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. დენიელი ისევ მიღიმოდა. ვხვდებოდი ის ისე მიყურებდა როგორც ბავშვს და ეს ძალიან მომწონდა. არ მინდოდა ჩვენი ქორწინება სერიოზულად აღექვა. მის თვალებში ვხედავდი, რომ ისიც ჩემსავით ფიქრობდა. ჩემს მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი. გამიმართლა. ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. -ანა, ალბათ დედაშენმა ყველაფერი აგიხსნა,-დაიწყო გეგამ. -სიმართლე გითხრათ, არა. ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია. -ვუპასუხე გულწრფელად. -კარგი, მაშინ იმედი მაქვს შევძლებ შენს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. -პირველ რიგში, რამდენ ხანს ვიქნებით ცოლ-ქმარი?-ვკითხე და თავი ძლივს შევიკავე, რომ თვალი დენიელისკენ არ გამქცეოდა. -რამდენი ხანიც საჭირო იქნება თქვენი კომპანიის უფსკრულიდან ამოსაყვანად. ამას შეიძლება რამდენიმე თვეზე ნაკლებიც კი დაშჭირდეს. ყველა შემთხვევაში სანამ შენ არ იქნები მისი მართვისთვის მზად კომპანია ჩვენს ხელში დარჩება და განქორწინებასაც ვერ შეძლებთ. -და თქვენ ამ საქმიდან რა სარგებელს იღებთ?-მოურიდებლად ვკითხე. -გარდა იმისა, რომ მამაშენი ჩემი ახლო მეგობარი იყო, ჩვენი კომპანიების დროებითი გაერთიანება იმაზე დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე შენ გგონია. ეს გაერთიანება არამარტო თქვენს კომპანიას დაეხმარება, არამედ ჩემსასაც მოუტანს დიდ მოგებას. როცა განქორწინდებით, შენ შენს კომპანიას ჩაიბარებ და კავშირსაც გავწყვეტთ. ჩავფიქრდი. ერთი შეხედვით არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობდა. -ჩემი ნაადრევ ასაკში ქორწინება პრესის ყურადღებას არ მიიქცევს?-ვკითხე ფიქრის შემდეგ. -მაგაზე მე ვიზრუნებ.-მიპასუხა მარტივად. -და ასაკობრივი სხვაობა?-ყოყმანით ვიკითხე და დენიელს გავხედე. მასაც ისეთივე დაბნეული სახე ჰქონდა, როგორც მამამისს. -ასაკობრივი სხვაობა?- გაიმეორა გეგამ. შემდეგ ორივე ერთად მიხვდა რას ვგულისხმობდი და სიცილი წასკდათ. -ჩემზე არ ქორწინდები-მითხრა სიცილით დენიელმა. დავიბენი. -აბა ვისზე? -ჩემს უმცროს ძმაზე. მისი ნათქვამის გააზრება ვცადე, როცა ოთახში ვიღაც შემოვიდა. უკან არ მიმიხედავს. ისედაც ვიცოდი, რომ იქ ჩემი მომავალი ქმარი დამხვდებოდა. არადა რა მარტივი იქნებოდა დენიელთან ცხოვრება. უკვე მომწონდა ეს ბიჭი. უცებ კი აღმოჩნდა, რომ მასზე არ ვქორწინდებოდი. -მამაჩემო-მომესმა უკნიდან ჰაეროვანი, თუმცა ირონიული ხმა-აბა სადაა ჩემი ძვირფასი საცოლე? ნელა შევბრუნდი უკან და გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ისიც გაოცებული მომჩერებოდა. ჩემი მომავალი საქმრო, ლიფტში ნანახი ბიჭი აღმოჩნდა. გეგამ და დენიელმა ჩვენი გაოცებული სახეების დანახვაზე, ერთმანეთს გადახედეს. -რა ხდება, ერთმანეთს იცნობთ?-გვკითხა ჩვენზე არანაკლებ გაკვირვებულმა დენიელმა. -ხო მოვასწარით-გონზე მოვიდა ბიჭი და ირონიულად უპასუხა-ანუ ჩემი ცოლის თანამდებობაზე იწყებ მუშაობას არა? -შენ კი როგორც ჩანს ჩემი ქმრის თანამდებობას დაიკავებ - ვუთხარი არანაკლებ გესლიანად. -ჩემივე ნების წინააღმდეგ-ისე მითხრა, თითქოს გონება ჩამორჩენილი ვიყავი- თორე შენ უკანასკნელი ვარიანტი იქნებოდი მთელს დედამიწაზე. -ლიფტში კი მშვენივრად მეფლირტავებოდი-მივახალე გაღიზიანებულმა. სულ დამავიწყდა დენიელის და გეგის არსებობა. ბიჭი შეყოვნდა. როგორც ჩანს მასაც არ ადარდებდა, რომ მარტო არ ვიყავით. -ეს არაფერს ცვლის. მე ყველას ვეფლირტავები ვისაც ორი X ქრომოსომა აქვს. რა თქმა უნდა, ამას შენთან დაქორწინების შემდეგაც არ შევწყვეტ. დაფიქრდი, გინდა ისეთი ქმარი, რომელიც ყოველღამე გიღალატებს? -ალექს!-ხმას აუწია ბატონმა გეგამ. ალექსი. რა ლამაზი სახელია. ისეთივე ლამაზი, როგორც თვითონ ის. მამა-შვილის ოთახში ყოფნა ახლაღა გამახსენდა და ჩვენი კინკლაობის შემრცხვა. თავი ხელში ავიყვანე და გეგას მივმართე: -არაფერია ბატ... გეგა.-შემდეგ ალექსს მივუბრუნდი და ცისფერ თვალებში დაჟინებით ჩავხედე.-შენი პირადი ცხოვრება არანაირად არ არის ჩემი საქმე. არ აქვს მნიშვნელობა ცოლ-ქმარი გვერქმევა თუ არა. შენ შენი ცხოვრებით იცხოვრებს, მე კი ჩემით. მხოლოდ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვიქნებით. ჩვენს შორის არანაირი კავშირი არ იქნება. ალექსის თვალებში ჩემი სიტყვებით გამოწვეული გაკვირვება გაკრთა, რის გამოც საშინელი თვითკმაყოფილება დამეუფლა. - ანუ თანახმა ხარ?-ფრთხილად მკითხა გეგამ. დავფიქრდი. მინდოდა კი 18 წლის ასაკში ფიქტიური ქორწინება და მერე მთელი ცხოვრება განქორწინებული ქალის ტიტულით ცხოვრება?! არასდროს მიფიქრია დაქორწინებაზე. დაქორწინება კი არა შეყვარებულიც კი არ მყოლია. განა თაყვანისმცემლები არ მყავდა, იყო რამდენიმე, მაგრამ მე არ მინდოდა ასეთი ურთიერთობა არცერთ მათგანთან. მე ვიღაც განსაკუთრებული მინდოდა. ვიღაც ყველასგან განსხვავებული მჭირდებოდა. მე იმ ერთადერთს ველოდი. მამას გარდაცვალების შემდეგ სულ დამავიწყდა ჩემი ოცნებები. ისინი უკვე აღარაფერს წარმოადგენდნენ ჩემთვის. აღარ მჭირდებოდა ის ,,ერთადერთი'', მარტო უკეთესად ვიქნებოდი. ახლა კი ჩემს ძველ ოცნებას საბოლოოდ ვკლავდი. თუმცა ეს აუცილებელი იყო, მამას გამო, მამას ხსოვნის გამო, მისი ცხოვრებაში მიღწეული წარმატებების გამო. მისი მთელი ცხოვრების შრომა ფუჭი არ უნდა გამხდარიყო. -თანახმა ვარ.-ვთქვი რამდენიმე წუთის შემდეგ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.