უხილავად შემაყვარე თავი(16 თავი)ნინი ყოველთვის ხვდებოდა გეგას თვალებში რა იმალებოდა.იმალებოდა ეს მხოლოდ სხვებისთვის თორემ ნინისთვის ეს არასოდეს ყოფილა დაფარული.სწორედ ამიტომ შეეშინდა ნინის ასე გეგას გამუქებული და შეშლილი თვალების როცა ამ რიტორიკულ კითხვას ნინის ზედმიწევნით უმეორებდა.გეგას თვალებში დაინახა ნინიმ რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა თანაც ისეთი რომ გეგას ეს კითხვა დაასმევინა.ნინიმ გეგას ხელი სახეზე დაადო და თვალებში ჩააჩერდა -მჯერა თუ არა?..როგორ დავიჯერო რომ ამ კითხვის პასუხი არ იცი? გეგამ ნინის ხელი ორივე ხელით დაიჭირა -ვიცი..მაგრამ..მინდა მვისმინო..გთხოვ.ეს მჭირდება.. ნინიმ თავი დაუქნია -მჯერა!თან ისე როგორც აქამდე არავისი არაფერი დამიჯერებია! გეგამ გაიღიმა და ნინის შუბლზე ხანგრძლივი კოცნა დაუტოვა. -მიყვარხარ! -გეგა მეც მაგრამ... -არა ნინ.მაგრამ არა..ახლა ვერაფერს გეტყვი იმის გარდა რომ მიყვარხარ და რაც არუნდა მოხდეს გახსოვდეს რომ შენს გარდა ჩემთვის არავინ არსებობს...ახლაკი სახლში ადი და დაისვენე! -ძალიან მაშინებ გეგა! ასე რატომ მელაპარაკები რა ხდება მითხარი!არ გაქვს უფლება ასე გაურკვევლობაში დამტოვო!-ნინის თვალებში შიშმა გაიელვა.გეგამ თავი ჩახარა -მისმინე არავის მივცემ უფლებას მე და შენს შორის ჩადგეს!არავის!მაგრამ ამისთვის უნდა მენდო. -რას ამბობ..ეს ვისუნდა სჭირდებოდეს გეგა..-ნინიმ თავი გააქნია და გეგას მიაშტერდა-თუ არის ვინმე ვისაც.. -ნინი ძალიან გთხოვ..სახლში ადი. ნინი მანქანიდან გადმოვიდა და კარი დახურა.კიბეებზე აირბინა და გეგას ფანჯრიდან გადმოხედა გეგა კიდევ რამდენიმე წუთი იცდიდა სახლთან და მხოლოდ შემდეგ არანორმალური სისწრაფით მოწყდა ადგილიდან. ნინის გული აუჩქარდა და ოთახში სიარულს მოჰყვა.ფიქრობდა რა უნდა ექნა.ხვდებოდა რომ გეგა გასაჭირსი იყო და ეს მასაც ეხებოდა.თან როგორ თქვა? არავის მივცემ უფლებას ჩვენს შორის ჩადგესო? ნინი ამ აზრმა კიდევ უფრო ააღელვა.ვინ უნდა იყოს ეს ვიღაც...ტელეფონი აიღო და გეგასთან დარეკა მაგრამ ამაოდ.გეგას ტელეფონი გამორთული იყო.კიდევ რამოდენი მეჯერ დაურეკა მაგრამ უშედეგოდ.საწოლზე ჩამოჯდა და თმა ნერვიულად გადაიწია.უცბად აზრი მოუვიდა და საწოლიდან წამოხტა ტელეფონს ხელი დაავლო.რამოდენიმე ზარის შემდეგ იკამ უპასუხა.ხმა ნამძინარევი არ ჰქონდა არადა უკვე სამის ნახევარი იყო.ასეიგი მასაც არ ეძინა. -ალო ნინი..-ტელეფონიდან იკას გაკვირვებული ხმა მოისმა -იკა..მისმინე გეგაზე არაფერი იცი? -გეგაზე?-იკას ხმა დაეძაბა -ჰო..ძალიან ვნერვიულობ.. -მისმინე..მარტო ხარ? -ჰო სალი ლილესთანაა. -ახლავე მოვალ გესმის?დამშვიდდი ოღონდ. იკამ ტელეფონი გათიშა.,,ნამდვილად რაღაც ხდება’’-გაიფიქრა ნინიმ და სავარძელზე დაჯდა.გეგასთან დარეკვა სცადა თუმცა მისგან კვლავ არაფერი ისმოდა.თხუთმეტ წუთში იკა ნინისთან გაჩნდა. -ნინ რა სახე გაქ..დაჯექი. -იკა ვიცი რომ შენც იცი მითხარი რა ხდება -ნინი.. -არა იკა რაღაც ხდება.სამის ნახევარზე დაგირეკე და არც შენ გეძინა..რაღაცას ელოდებოდი..მითხარი გეგა სადაა ნინი უკვე კანკალებდა.იკა გვერდზე მიუჯდა -მისმინე ჰო რაღაც მოხდა..-ნინის თვალები გაუფართოვდა და იკას სუნთქვა შეკრული მიაჩერდა-გეგამ მეც ასე გაურკვევლად მითხრა რაღაც და შენი თავი მე ჩამაბარა.. ნინი შეცბა -რაა?იკა ახლა უფრო შემეშინდა სადარის..საად?! ნინი პანიკაში ჩავარდა და ძირს ჩაიკეცა ცრემლებს ვერ მოერია.იკა მასთან ჩაიმუხლა და მოეხვია.როგორც იქნა შუაღამეს ნინის რამოდენიმე ხანში საწოლზე მიწოლილს ჩაეძინა იკას პლედი მიეფარებინა მისთვის და თვითონ სადღაც გამქრალიყო,,ნეტავ რამე ხომარ მოხდა?’’ნინი საზარელმა ფიქრებმა მოიცვა.დილით ასე გაიღვიძა.ტელეფონი შეამოწმა არცერთი ზარი გეგასგან.უნივერსიტეტში წასასვლელად ძლივს მოემზადა.სალი სამზარეულოში დახვდა რომელიც მისი დანახვისას შეცბა. -ნინი..რა მოხდა? -სალ..-ნინი მას გადაეხვია და თავი ვერ შეიკავა ცრემლებისაგან-გეგაზე ვნერვიულობა არ ჩანს..გუშინ რაღაც მოხდა არვიცი რა..გაურკვევლად მელაპარაკა..მერეკი ტელეფონიც გამორთო.ღამით იკა იყო აქ მისთვისაც მსგავსი რამეები უტქვამს.მეშინია სალ.. სალი გაკვირვებული და შეცბუნებული უყურებდა და ამშვიდებდა მას -დაწყნარდი ყველაფერი მოგვარდება, სანდროს დავურეკავ და გაგაგებინებ რა ხდება თუ გავიგე.ახლა წადი ნინ დაგაგვიანდება ნინი ქუჩაში დაბნეული და ჩაფიქრებული გავიდა.იკა უნივერსიტეტსი არ დახვდა .მას დაურეკა ისკი არ პასუხობდა.ნინი უნივერსიტეტიდან გამოვარდა და გეგას სახლისაკენ აიღო გეზი.კორპუთან რომ მივიდა შეჩერდა რადგან იქმდე სირბილით მიაღწია სული მოითქვა და შიგნით შესვლა დააპრა როცა იქიდან მოკლე კაბიანი სასუალო სიმაღლის ქერა გოგო გამოვიდა.გოგონამ ნინის შემოხედა და სახეზე ჯერ შეცბუნებამ შემდეგ კი ირონიულდა ღიმილმა გადაურბინა.ნინის მოუახლოვდა -აჰამ შენ ხარ ნინი?-დამცინავად ჰკითხა ნინის და დაათვალიერა.ნინი გაოცებული თვალებით უყურებდა -დიახ..მე ვარ.. -გასაგებია..ასეიგი შენ ხარ ის გოგონა რომელსაც ჩემს საქმროზე თვალი უჭირავს არა? ნინის თავბრუ დაესხა და გონება აერია. -უკაცრავად რაა?ვიზე მესაუბრები საერთოდ?-მაგრამ ნინი უცბად გაშეშდა თავისი კითხვის პასუხს მიხვდა.გეგა.ის გეგას გულისხმობდა. - არა! სისულელეა-თითქმის ამოიხრიალა ნინიმ გოგონამ კი გამაღიზიანებელი სიცილი დაიწყო. -ჰო რათქმაუნდა აბა რა უნდა თქვა? ჰომარ აღიარებ რომ მოგატყუეს?ჰო დაიჯერე გეგა ჩემი საქმროა და ცოტახანში დავქორწინდებით!გესმის?! ნინის წინ ყველაფერი დატრიალდა და მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაესმოდა დაუსრულებლად ,,დავქორწინდებით’’.ფეხი აერია მის წინ მდგომი ირონიულად მომღიმარი გოგონა ერთბაშად დატრიალდა და გარემო სიბნელემ მოიცვა. -ნინი ნინიი...გონს მოდი... -ნინ ნუ მაშინებ რაა...გაიღვიძე.. ნინი ამ სიტყვებმა გამოაღვიძა.თვალები გაახილა და ჯერ სალი დაინახა რომელსაც ცრემლები სცვიოდა და ნინის გამოფხიძლების თანავე სახე გაუნათდა.გვერდით კი იკა იჯდა და ნინის მისჩერებოდა დაბნეული თვალებით.ნინიმ არემარე მოათვალიერა. -სად ვარ?-ძლივს ამოთქვა -სასწრაფო დახმარების მანქანაში.. -რატომ აქ რა მინ..-ნინიმ გაიკვირვა და შემდეგ გაახსენდა ყველაფერი.ცრემლები წამოპუვიდა ამის გახსენებისას-იკა..ის გოგო..-ნინის სუნთქვა შეეკრა -არა ახლა არ ილაპარაკო გთხოვ დამშვიდდი..-იკამ ნინის პირზე ხელი ააფარა.მანქანა გაჩერდა და ნინი საკაცით გადმოიყვანეს.კლინიკაში შესვლისას ნინიმ დაინახა თვალებ ჩაწითლებული გეგა რომელიც იქ დახვდა და მისკენ მორბოდა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.