შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (10)


16-02-2018, 23:42
ავტორი Ioana
ნანახია 3 304

ნიკოლას ჰაუს პართის შემდეგ ისე მოხდა,რომ იოანეს ამერიკაში დაბრუნება მოუხდა.ქალბატონი ნინოს სახე ალბათ არასდროს დამავიწყდება,როდესაც აეროპორტისკენ მიმავალ შვილს აცილებდა.ისე უყურებდა,თითქოს ომში უშვებდა და ისიც არ იცოდა,ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა.ნიკოლაც არ ჩანდა,რადგან საავადმყოფოში რთული პაციენტი ჰყოლია,ამიტომ დღე და ღამე მას სდარაჯობდა.აქამდე არასდროს მიფიქრია,თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნიკოსთვის თითოეული პაციენტი.გერმანიაში ყოფნის მეორე კვირა გვისრულდებოდა,თითქოს არც ისეთი დიდი დროა,რომ ასე ახლოს გაიცნო ადამიანი,დაუახლოვდე და მასზე ისე იმსჯელო,თითქოს წლებია იცნობ.არ ვიცი,ამ დადიანების ოჯახმა ასეთი რა გამიკეთა,მაგრამ თითოეული მათგანი შევიყვარე,თითოეული მათგანი შევისწავლე და გავიცანი.განსაკუთრებით კი ნიკოლა შევიცანი,დიახ კი არ გავიცანი,არამედ შევიცანი.რადგან ამ ადამიანის გაცნობით,მხოლოდ ერთ დასკვნამდე თუ მივა ადამიანი: პირქუში! შეცნობით კი მის მრავალ სხვა მხარეს დაინახავთ.მაგალითად,არ ვიცოდი,რომ შესანიშნავად ხატავდა ჩემგან განსხვავებით.თითოეული მისი ნამუშევარის დანახვისას მთელ ორგანიზმში სითბო მეღვრებოდა,სიმშვიდეს ვგრძნობდი,როდესაც მათ ვუყურებდი,ვხვდებოდი,რომ ნიკოს რაღაც ნაწილი იყო ჩემთან.

კვირა საღამო იყო,ყველა მთავარ დარბაზში ვიყავით შეკრებილნი,ნიკოსა და იოანეს გარდა,მამიდაც ჩვენთან იყო.თითქოს ბედნიერი საღამო უნდა ყოფილიყო,მაგრამ ყველა ჩუმად იჯდა,არავინ ცდილობდა ამ გამაღიზიანებელი სიჩუმის დარღვევას.ბოლოს ანანომ დაარღვია ეს აუტანელი მდუმარება.
-მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა,რომ ასე თბილად დაგვხვდით და მიგვიღეთ! ვერასდროს გადმოვცემთ ალბათ იმ მადლიერებას,რასაც განვიცდით.საუკეთესო ორი კვირა იყო ჩემს ცხოვრებაში,საუკეთესო თოთხმეტი დღე,რომელიც გავატარე იმ ადამიანებთან ერთად,რომლებმაც თავი ასე შემაყვარეს! თუ ოდესმე გერმანიაში კიდევ მოვხვდები,ყოველთვის მეცოდინება,რომ აქ სადმე ახლოს არის ოჯახი,რომელიც დაუფიქრებლად გამიღებს კარს და შინ შემიპატიჟებს.თითოეული თქვენგანი ჩემთვის იმაზე ახლობელი გახდით,ვიდრე აქ მოსვლის პირველ დღეს ვიფიქრებდი! კიდევ ერთხელ მადლობა,რომ გვიმასპინძლეთ!-ანანომ სიტყვა დაასრულა და მამიდაჩემის სრუტუნიც გავიგეთ,რომელიც თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეტირა.ქალბატონი ნინოს თვალებშიც კი გაიბრჭყვინა უფერულმა სითხემ.ბატონი დემეტრე კი თბილად გვიღიმოდა და ქალბატონ მატილდას ხელს ეფერებოდა,რომელსაც ერთი სიტყვაც არ გაუგია,მაგრამ ეს ჩვენი მუხტი მასზეც გადასულიყო და სევდიანად გვიყურებდა.
-ანანო ისეთი სიტყვით გამოვიდა,რომ მეეჭვება შევძლო და უკეთ გითხრათ მადლობა თითოეული დღისთვის! მადლობა ყველაფრისთვის,მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით,აქამდე გერმანიაში ერთადერთი ახლობელი მყავდა მამიდას სახით,ახლა კი ამაყად შემიძლია ვთქვა,რომ ერთი შესანიშნავი ოჯახი ცხოვრობს ბერლინის შუაგულში,რომლებიც ჩემთვის ბევრად მეტნი არიან ვიდრე ნაცნობები.მადლობა და იმედი მაქვს,შემდეგში თბილისში ჩვენ გიმასპინძლებთ!-სევდიანად გავუღიმე კრუელას,რომელიც ამ წამს საერთოდ აღარ მეჩვენებოდა ისეთი უხეში,როგორც პირველად აეროპორტში შეხვედრისას-მართალია ასეთი დიდი სახლით ვერ გაგაკვირვებთ,მაგრამ თბილი დახვედრით ნამდვილად მოვიგებთ თქვენს გულს!-სიტყვა რომ დავამთავრე,ლელა უკვე ხმამაღლა ტიროდა,ქალბატონი კრუელაც იმშრალებდა ცრემლებს ჩუმად.
-გოგონებო-გაისმა ბატონი დემეტრეს ბოხი ხმა-პირიქით,ეს ჩვენ ვართ მადლობლები,რომ გვესტუმრეთ! ჩვენს დიდ სახლში ბევრი სიხალისე და ბედნიერება შემოიტანეთ.ქალიშვილი მე და მატილდას ყოველთვის გვინდოდა რომ გვყოლოდა,მაგრამ უფალმა არ ინება.თქვენი სახით კი ორი უმშვენიერისი შვილი მყავს დღეიდან.ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ,როდესაც არ უნდა დაგჭირდეთ,გახსოვდეთ,რომ დემეტრე დადიანი მუდამ გვერდით დაგიდგებათ,როგორც მამა.ასე რომ მადლობა თქვენ! ყველას გაგვიხარდებოდა თქვენი დარჩენა,მაგრამ მესმის რომ სწავლა გიხმობთ.ასევე მშობლები,რომლებსაც ენატრებით.სწორედ ამიტომ ვერ გაკავებთ,მაგრამ ზაფხულში იცოდეთ გელოდებით!
-პირიქით,ზაფხულში თქვენ გელოდებით ჩვენთან!-თბილად გავუღიმე სუფრაზე მსხდომთ და თვალი კვლავ კარებისკენ გავაპარე,იმ იმედით,რომ ჯიბეებში ხელჩაწყობილი ნიკოლა დამხვდებოდა იქ.თუმცა,ამჯერადაც გამიცრუვდა იმედები.მთელი საღამო დაძაბული ვიჯექი,ველოდებოდი,რომ ყოველ წამს მოვიდოდა და უნახავად არ გაგვიშვებდა გერმანიიდან.ვახშამიც დავამთავრეთ,აეროპორტამდეც მივედით,მაგრამ ნიკოლა არ გამოჩენილა,არც დაურეკავს,სემესიც არ მოუწერია,რომ ვერ ახრეხებდა მოსვლას ან რაიმე მსგავსი,რითაც თავს გაიმართლებდა და მეც მაფიქრებინებდა,რომ არ ვეკიდე ფეხებზე.
-თათია შეგიძლია მოისვენო?-აეროპორტში შესულები ვიყავით უკვე ანანომ რომ გადმომიჩურჩულა.
-არ შემიძლია,ვერ ვმშვიდდები! მივდივართ გესმის? მივდივართ და არც კი მოუწერია,ნეტა რისი იმედი მქონდა?
-იქნებ რამე პრობლემა აქვს? რატო ართულებ,ხომ იცი რომ ექიმია? იქნებ ოპერაციას აკეთებს?
-არ შემიძლია,ამ წამს ვერაფრით ვამართლებ! ნუთუ გაფრთხილება მაინც არ შეეძლო,თათია ოპერაციაზე შევდივარ და ვერ გაგაცილებთო?! მე რა ბევრს ვითხოვ? იქნებ ვეღარასდროს ვნახოთ ერთმანეთი? ღმერთო,ამაზე არც კი მიფიქრია-თავში წამოვიშინე ხელები,უკნიდან ვიღაცის ხმა რომ გავიგე.
-ანანოოო,თათიაა!-ყვიროდა,მის ხმას არ ჰგავდა,მაგრამ მინდოდა დამეჯერებინა,რომ ნიკოლა იყო.არ შევბრუნებულვარ,ბოლო წამამდე მეგონა,რომ ის ქინებოდა,რომ ხმაზე რაღაც სჭირდა და ამიტომაც არ ჰგავდა მისას.
-გიოოო!-დაუყვირა ანანომ და ჩემი წარმოსახვითი ნიკოლაც წამებში გაუჩინარდა.
-სად მიდიოდით უჩემოდ ერთი?-ორივე გულში ჩაგვიკრა და ძველებურად აგვიჩეჩა თმები.
-ადრე შენ გაქრი ისე,რომ არც კი გაგვაფრთხილე და ახლა ჩვენზე წუწუნებს!-ნიკოლაზე გაბრაზებულმა თავი ვეღარ შევიკავე.
-ამას რა ჭირს? ესე თუ გეწყინებოდა წასვლა არმეგონა!-გავკვირვებული ხან მე მიყურებდა,ხან ანანოს.
-დღეს ცუდ ხასიათზეა,შეეშვი!
-არ ვიცი მე მაგის ცუდი ხასიათი! მოდით ჩაეხუტეთ გიორგი ბიძიას-მკლავები გაშალა და გაკრეჭილი გველოდებოდა,სანამ ორივე კისერზე არ შემოვახტით.
-მარტო შენი პოვნისთვის ღირდა აქ ჩამოსვლა-ჩავჭყავლე ცალ ყურში.
-ნუ წიკვინებ გთხოვ,თუ გინდა რომ კიდევ მნახო ხოლმე!
-იცოდე,ეს აპრილი და მაისი გავა თუ არა,ივნისში თბილისში დაერჭობი!-ახლა ანანო დაჭყაოდა.
-ჩამოვალ,ჩამოვალ!
-არ ჩამოხვალ და ეკას გაგითხოვებ,მერე ქორწილისთვის მაინც მოგიწევს ჩამოსვლა!-მაზოლზე დავაბიჯე ფეხი.
-ეეეე ხო იცი,ეკაზე ხუმრობები არ გამდის!-უცებ დაგვისერიოზულა ბიჭმა.
-არც ჩვენ გაგვსვლია ჯერ გაბრაზება,5წლით რომ აორთქლდი და დაგვიჭკნე გოგო!
-თავის თავს დააბრალოს!-ერთი შეხედვით უდარდელად ამოილაპარაკა,მაგრამ მხოლოდ მე და ანანო თუ დავინახავდით,რამხელა სევდა იმალებოდა მის თვალებში.
-გოგოებო,წასვლის დროა!-ქალბატონი ნინო მოგვიახლოვდა და მიგვანიშნა,რომ უკვე რეგისტრაცია უნდა გაგვევლო.
ყველას გამოვემშვიდობეთ,განსაკუთრებით ჩემს გაუთხოვარ მამიდას,რომელსაც კიდევ როდის ვნახავდი,ღმერთმა უწყის.
-მომენატრები ქაჯო!-თან მეხუტებოდა,თან ტიროდა.
-მეცც ლელუ! იცოდეე,ჩემს ქორწილამდე შენსაში უნდა ვიგულავოთ!-მაინც გავეხუმრო მისთვის აუტანელ თემაზე.
-არ მიდიოდე,რას გიზავდი ნახავდი,შე ეშმაკის ფეხო!-საჯდომზე მომარტყა ხელი და თვალები დააკვესა.
-კაი ლელაჩკა რაა,ხო იცი ძაან მიყვარხარ! შენ ხარ ჩემი იმედი და სიყვარული!
-მეცც ჩემო გოგო,მაგიტომაც ვითმენ ამდენ ქაჯობას!-გამიცინ და კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში.
დამშვიდობება ცრემლებისა და სენტიმენატლიზმის გარეშე,ალბათ წარმოუდგენელია.სწორედ ასეთი ამაღელვებელი იყო ჩვენი გაფრენა.ბოლო წამამდე ველოდებოდი ნიკოლას,იმედი არ დამიკარგავს,მაგრამ თვითმფრინავის ძრავის ხმამ და ცაში გამოკიდებულმა ღრუბლებმა დამაბრუნეს რეალობაში,ნიკოლა არ მოსულა!

თბილისის აეროპორტში ჯდებოდა თვითმფრინავი,თითქოს ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი,რომ ოჯახს და ჩემს ქვეყანას ვუბრუნდებოდი.მაგრამ სიცარიელის გარდა,ვერაფერს ვგრძნობდი.მხოლოდ სიცარიელე და უიმედებოდა მიღრღნიდა გულს.დახვედრის და ატირებული დედაჩემის ამბებს აღარ მოვყვები,ისედაც დამძიმებულ გულს კიდევ უფრო მიმძიმებდა. ჩამოფრენის წამიდან ყველაფერი ისე გაგრძელდა,როგორც წასვლამდე იყო.თითქოს არავინ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში,თითქოს ის ორი კვირა უბრალოდ ლამაზი ზღაპარი იყო.რომელიც თვალის გახელისთანავე გაქრა და აღარც დაბრუნდებოდა.ერთადერთი რამ,რაც მაჯერებდა რომ რეალობაში ვიყავი,იოანე და გიორგი იყვნენ.გიო მას შემდეგ სულ კონტაქტზე იყო,იოანე კი ანანოს არ აცილებდა ამერიკიდან თვალს.სადაც არ უნდა წავსულიყავით,ყველგან ჩემს ქაჯ დაქალს უთვალთვალებდნენ,ყველა მისი ნაბიჯი იცოდა იოანემ.ამაზე ანანო ძაან ბრაზდებოდა და იყო ერთი გაიწი,გამატარე.მე კი ისევ ძველებურად ვცხოვობდი,უნივერსიტეტი,სახლი,მეგობრები.არავინ ახსენებდა ნიკოლას,თითქოს სპეციალურად მიკეთებდნენ,ცდიდნენ ჩემს მოთმინებას.არც ბიჭები საუბრობდნენ მასზე,ერთხელ ვცადე მეკითხა,მაგრამ სიტყვა ბანზე ამიგდეს და ამან სულ გამაგიჟა,ეტყობა იმდენად დამიკიდა,ბიჭებს უკრძალავს ჩემთან თავისზე საუბარსთქო.იქით კიდევ მამიდაჩემმაც არაფერი იცოდა,დაკავებული ვარ და არ მინახავს ნინოო.მესამე დაქალი კიდევ შოკისგან ლამის ხელებში გვიკვდებოდა,გიო ვნახეთო,რომ აჯახა ანანომ,ლამის ინფაქტი მიიღო გოგომ.ჯერ გადაფითრდა,მერე ხელები აუკანკალდა,პირი ისე დააღო თითქოს იხრჩობა და ჰაერი არ ყოფნისო.
-გოგო ნორმალური თუ ხარ,ვერ შეაპარე?-გაანჩხლებული ანანოს ვეცი და თავზე წამოვარტყი ხელი.
-შენ ხო არ გაკლია? რა შეპარება უნდოდა? მეთქი გაუხარდებათქო და ეს კრნუჩხვებში ჩავრდა!-გაკვირვებული მიყურებდა,ეს რა მაკადრეო.
-გოგო რა ხარ ასეთი უტვინო,ტყუილად კი არ გეძახის იოანე ყელტიტველა მამალს!-ეს რომ ვუთხარი სულ გაცოფდა.
-თათია გამეცალე,თორემ ეკას მიუწვები გვერდით,ისეთ კომაშიი ჩაგაგდებ!
-ერთი იოანე ჩააგდე კომაში და!-მის სახის დანახვაზე სიცილი ამიტყდა,მაგრამ მერე ისევ ეკას ხროტინმა გაგვახსენა,რომ გოგო ხელში გვიკვდებოდა და ჩხუბის დრო არ იყო.
საბოლოოდ,ეკამ მომხდარი გაიაზრა და გონზეც მოვიდა.თან ისე მოვიდა გონზე,რომ წამში ოც კითხვას სვამდა და რომელზე გვეპასუხა აღარ ვიცოდით.
-კაცმა რომ გკითხოს,გკიდია და არ გაინტერესებს სად ჯანდაბაშია-გამომცდელად უთხრა ანანომ და ორივე დებილებივით მივაშტერდით ქალბატონს.
-მერე ვინ თქვა,მაინტერესებსო!
-გავგიჟდები-ხელი მაგიდაზე დავარტყი და ანანოს გადავხედე-ახლა გავცოფდები ანანო და შენ დამიჭირე!
-კაი ხოო,გნებდებით!-დანებების ნიშნად ხელიები მაღლა აწია და საწყლად შემოგვხედა.
-ხო და ეგრე რაა!-ამოისუნთქა ანანომაც და ხელი გამიშვა,რომლითაც ჩემს ჯინსის კურტკას იყო ჩაბღაუჭებული,მართლა არ ეცესო.
ეკამ აღიარა,რომ სიამაყის გამო ზედმეტი მოუვიდა და მთელი ხუთი წლით დაკარგა საყვარელი ადამიანი,რომ ახლაც უყვარდა და რომ დიდი ხნის წინ აპატია.მაგრამ.... თუმცა მაინც იყო ერთი მაგრამ,ჩვენი თხა დაქალი ეგეთი კეთილი რომ იყოს,ხო არ დაშორდებოდა.ვაპატიეო კი ამბობდა,მაგრამ შერიგებაზე ჯიუტად უარს ამბობდა.მე და ანანომ ლამის ვცემეთ,ვითრიეთ თმით,მისი ძვლებისგან ლამის ჩახოხბილი გავაკეთეთ,მაგრამ რათ გინდა? მკვდარზე ვენოკი ხომ გინახავთ,ეგრე იდო ზუსტად.

დრო მალე გავიდა,მე კი ყოველდღე ვიცვლებოდი.ყოველ წამს ვრწმუნდებოდი,რომ ნიკოლამ გამაგიჟა,სრულ სიგიჟიმადე მიმიყვანა.როგორ მომექცა? გამაგიჟა და მერე მიმატოვა,ისე რომ ერთხელაც არ ვუკითხივარ.ივნისი ისე დადგა,რომ მისგან არაფერი მსმენია.სამაგიეროდ მე გავგიჟდი ბოლოს,მერე ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,როგო შეიძლებოდა ესე გავსულელებულიყავი ორ კვირაში ადამიანზე და ამდენი მეფიქრა მასზე.ყოველ გამვლელში ვეძებდი,ყოველ დღე მეგონა,რომ ჩამოვიდოდა და სიურპრიზს გაგვიკეთებდა.მჯეროდა ბავშვური რწმენით,რომ მისთვისაც არ ვიყავი უბრალოდ თათია,რომ ესე ვერ დამივიწყებდა.ჩემს პირველ კოცნას ისე არ წაიღებდა,რომ არ ვყოფილიყავი მისთვის მნიშვნელოვანი.გარეგნეულად არაფერი მეტყობოდა,მაგრამ მთელი ორაგნიზმი სტრესში იყო,ვგრძნობდი რომ ის თათია აღარ ვიყავი,როგორიც ადრე.თითქოს ვიღაცას ჩემი სული ორად გაეყო და ერთი ნახევარი სადღაც შორს წაეღო,გაექრო.მე კი ყოველ ახალ დღეს იმ იმედით ვიწყებდი,რომ ან ნაწილს სადღაც ვიპოვიდი,რომ ესე არ დაიკარგებოდა,მე თუ ვერ ვიპოვნიდი,თვითონ მომძებნიდა,ის ხომ ჩემი ნაწილი იყო,ის ხომ უხილავი ძაფით იყო ჩემზე მობმული,რომელიც ოდესღაც დაბრუნებას აიძულებდა.სწორედ ამიტომ მჯეროდა,რომ ჩემი გახლეჩი სულის ნაწილი,რომელსაც დიდი ხნის წინ კათარზისელი მოხუცი დავარქვი,აუცილებლად დაბრუნდებოდა.
ივნისის შუა რიცხვები იყო,ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა.ოცი წლის ვხდებოდი,გერმანიაში წასვლამე უამრავი იდეა მქონდა,თუ როგო ავღნიშნავდი და რას გავაკეთებდი,მაგრამ ახლა? ახლა ერთი უბრალო დღე იყო ჩემთვის,რომელსაც ნიკოლა არ მომილოცავდა,რადგან არც არაფერი იცოდა ამის შესახებ.ჩემთვის კი ყოველი ის დღე უაზრო იყო,სადაც ის არ იქნებოდა.ამიტომ ეკას და ანანოს წინასწარ გამოვუცხადე,არც კი მელაპარკოთ ამ თემაზეთქო.ისინიც ისე საეჭვოდ დადუმდნენ,რომ გული რაღაცას მიგრძნობდა,მაგრამ ვიფიქრე ჩემს საწინააღმდეგოს არ გააკეთებენთქო.
14 ივნისის დღეც გათენდა.დედაჩემმა საწოლში მომართვა ანთებული ტორტი და არ ჩამაქრობინა,სანამ სურვილი არ ჩავუთქვი.
-დედას ერთადერთ სიყვარულს და იმედს ვულოცავ!-საწოლთან ჩამომიჯდა და მაგრად ჩამეხუტა-ხომ იცი,რომ ამ ქვეყნად მხოლოდ შენ დამრჩი და მინდა,რომ სულ ბედნიერს გხედავ! ყოველი დღის მადლობელი იყო და არასდროს ინანო,რომ მოგავლინე დედამიწაზე!-ბევრი,ბევრი მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
დილიდან არ გაჩერებულა ტელეფონი,ხან მამიდამ დარეკა,ხან ქალბატონმა ნინომ და მატილდამ,ხან მეგობრებმა,ხან ნათესავებმა.მოკლედ ყველა აღფრთოვანებული იყო ამ დღით,ჩემ გარდა.ანანო და ეკა არსად ჩანდნენ და ძალიან არ მომწონდა,მათი ეგ გაქრობა.უკვე ზუსტად ვიცოდი,რომ რაღაცას მაიმუნობდნენ და ეჭვი გამიმართლდა კიდეც,საღამოს ულამაზესი კაბა რომ მომიტანეს და ძალით ჩამაცვეს,მერე მაკიაჟი და თმა გამიკეთეს,მერე კი თვალებახვეული მიმიყვანეს ნაქირავებ,ორსართულიან კერძო სალხში,დიდი აუზით,უამრავი ბუშტით,ბევრი მხიარულებითა და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანით.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,რამდენიმე საათში კარი გიომ და იოანემ რომ შემოაღეს.აი მე ხო გავოცდი,მაგრამ თქვენ ანანო უნდა გენახათ,ყბა ხელით მე ავუწიე.ეკა კიდევ ლამის ბასეინში ჩახტა თავით, გიო რომ დაინახა.ქუსლებზე ძლივს ვიდექი და ამხელა ვირის დაჭერაც მე მიწევდა.სანამ არ ვუჩქმიტე და შევყვირე,ჭკვიანად მოიქეცითქო.
-ანანოოო!-იოანე უყვიროდა თან მისკენ მოდიოდა,თითქოს აქ იუბილარი მე არ ვიყავი.
-ეს თავგასიებული აქ რას აკეთებს?-ისე იკითხა ჩემმა დაქალმა,გეგონება სიხარულისგან წეღან მე ვცეკვავდი.
-ვიცი,რომ ძაან მოეგანატრე,ამდენი სიყვარულის გამოხატვაც არ გინდა!-ირონიულად გაუცინა და სანამ ანანო გონს მოვიდოდა,ხელში აიტაცა და იმდენი ეხუტა და კოცნა,სანამ არ გაჭყლიტა.
მეორე მხარეს კი ეკა და გიო იდგნენ,ერთმანეთს ისე უყურებდნენ,როგორც თხა და მგელი.
-გიოო გაიცანი ეს ეკაა!-გახუმრება ვცადე,მაგრამ ორივემ ისეთი მზერით შემომხედა,ლამის დავიწვი.
-კაიიი რა იყოთ? აბა რა მეზობლის ბავშვებივით დგახართ? გადაკოცნე მაინც გოგო-თავით ეკაზე ვანიშნე-ბოლოს და ბოლოს ხუთი წელია,არ გინახავს.გიომ ერთი თვალები დამიბრიალა და მერე ეკა ისე გადაკოცნა,თითქოს მუნიან ადამიანს ეხებოდა.
-უიი თათია,გოგო-წამოიყვირა უცებ იოანემ-შენთვის საჩუქრები გამომატანეს!
-ვინნ?-ისე უცებ წამოვიყვირე,ჩემი ხმის მე შემეშინდა.
-ბიძიამ და ბიცოლამ,დედაჩემმა და ნიკოლამ კიდევ-საჩუქრები დიდი პარკით გადმომცა და ჩემი გაოგნებული სახე დააიგნორა.
-ნიკოლა?
-ხოო რძალო,რა გჭირს?-ისე უდარდელად თქვა,თითქოს ორი თვეა მე ვაიგნორებ ნიკოლას-ასე მალე დაივიწყე სასიძო?
-მე... მე უბრალოდ არ ველოდი მისგან!
-მისგან კიდევ ბევრი რამით გაოცდები!
-კარგი,მაშინ მე საჩუქრებ ავიტან და მოვალ-მოვიმიზეზე და სასწაროფი ოთახში შევვარდი,რომ მენახა ნიკოლას საჩუქარი.
ცოტა მაკლდა და ვიტირებდი,ხელები მიკანკალებდა ნახატის შეხებისას.საოცარი განცდაა,როდესაც ეხები ნივთს,რომელიც შენი საყავრელი ადამინის ხელებითაა შექმნილი,როდესაც იცი,რომ მისთვისაც ძვირფასია და ვალდებული ხარ მოუფრთხილდე,რადგან თითოეული ნახატი მისი სულის ხატია.თითებს დავატარებდი სხვადასხვა ფერებს შორის,ეს ბევრად მეტი იყო,ვიდრე უბრალო შემოქმედება.სწორედ ეს ნახატი მაგრძნობინებდა,რომ ნიკოლა სადღაც აქ,ძალიან ახლოს,ჩემს გულში იყო.ნახატი გადმოვატრიალე,უკან კი გაკრული ხელით ეწერა,აი ისეთი კალიგრაფიით,როგორიც ექიმებს სჩვევიათ: „ეს ღამე დაიმახსოვრე,უსასრულობის დასაწყისია...“


პ.ს. პირველ რიგში,სურათზე გამოხატული ბიჭი არის ნიკოლას პროტოტიპი :დდ მართალია,ჩემს წარმოდგენაში ცოტა სხვანაირია ჩევნი პენსიონერი ნიკოლაი,მაგრამ დაახლოებით,შეიგიძლიათ ასეთად დახატოთ.ქერა თმით და შავი თვალებით :D რაც შეეხება თავს,მართალია ნაკლები ექშენი იყო ამ ნაწილში,მაგრამ ამ მომენტების გამოტოვება არ შემეძლო.იმედია,მოგეწონებათ და ნაკლები ექშენის გამო არ დამიწუნებთ :დდდ მიყვარხართ ჩიტუნიებო heart_eyes kissing_heart



№1  offline წევრი mia15

კარგია თავი იყო.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი ani

არაჩვეულებრივია რა ვთქვა აღარ ვიცი მაგარიაააა ისე ახლა გიოზე და ეკაზეც მინდა ცოტა რამ რავიცი ნუ არ გვაწყენდა მაინც kissing_heart წარმატებები არაუშავს მალე თუ არ დადებ გეპატიება მგონი ასეთი თავის მერე heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Velodebi axal tavs,saswrafod.
Umagresia❤❤❤❤

 


№4 სტუმარი დფსჯ

ველოდები ნიკოლას გრანდიოზულ გამოჩენას აუ შემდეგ თავამდე რა მოიცდის

 


№5  offline მოდერი bla.ell

აუუუ რა დაყვარელი თავი იყო განსაკუთრებით ეს ნიკოლას მხატვრიბა გამიხარდაblushაუ ისე და მომდევნი თავს იმედია სამ ან ოთხ დღეშუ არ დადებ იცი მართლა როგორ ველოდები?! გუშინ დადებდი მეგონა და რომ არ დამხვდა მოწერას ვაპირებდი მარა კომენტარზეც არ გქონდა პასუხი და შეგეშვიი❤ველოფები შემდეგ თავს ტკბილოოო

 


№6  offline წევრი Ioana

bla.ell
აუუუ რა დაყვარელი თავი იყო განსაკუთრებით ეს ნიკოლას მხატვრიბა გამიხარდაblushაუ ისე და მომდევნი თავს იმედია სამ ან ოთხ დღეშუ არ დადებ იცი მართლა როგორ ველოდები?! გუშინ დადებდი მეგონა და რომ არ დამხვდა მოწერას ვაპირებდი მარა კომენტარზეც არ გქონდა პასუხი და შეგეშვიი❤ველოფები შემდეგ თავს ტკბილოოო


კომენტარზე იმიტომ აღარ გიპასუხეთ,რომ გუშინ დაწერილი მქონდა და ატვირთული უკვე,მაგრამ დღეს დილით გამოქვეყნდა heart_eyes kissing_heart ხვალ დავდებ ახალ თავს,წესით დღეს უნდა დამედო,მაგრამ ცუდად ვიყავი და უგულოთ წერა არ მინდოდა :დდდ ცუდ ხასიათზე როდესაც ვარ და ვწერ,მერე ან ვინმე უნდა მოვკლა ან უნდა დავაშორო ხოლმე და არ მინდოდა ეგ სიბოროტე smile laughing

mia15
კარგია თავი იყო.ველი შემდეგ თავს

სტუმარი Lia
Velodebi axal tavs,saswrafod.
Umagresia❤❤❤❤

დფსჯ
ველოდები ნიკოლას გრანდიოზულ გამოჩენას აუ შემდეგ თავამდე რა მოიცდის


ვაიმეე უღრმესი მადლობა heart_eyes ძალიან მახარებთ და შთამაგონებთ heart_eyes ნიკოლა აუცილებლად გამოჩნდება,ისე როგორც მას შეეფერება :დდდ

ani
არაჩვეულებრივია რა ვთქვა აღარ ვიცი მაგარიაააა ისე ახლა გიოზე და ეკაზეც მინდა ცოტა რამ რავიცი ნუ არ გვაწყენდა მაინც kissing_heart წარმატებები არაუშავს მალე თუ არ დადებ გეპატიება მგონი ასეთი თავის მერე heart_eyes


მადლობა ძალიან დიდი heart_eyes kissing_heart გიოსა და ეკას წყვილს რაც შეეხება,მათზეც დავწერ აუცილებლად :დდდ 5წლიან განშორებას წყალში ხომ არ ჩავყრით? smile smile heart_eyes

 


№7 სტუმარი Mariam

dzaan magari tavi iyo rogor momwons ukve ise mainteresbda axli tavi daprogrambulivit yovl naxvar saashi vamowmebdi mere mivanebe da mivxvdi azri ar konda da gushin shmtxvevit gadvamowme ro davinaxe meate tavi tvalbi shublze amivda ai roca dasruldeba dagverxa xalxo*** velodebi 11

 


№8  offline წევრი Ioana

Mariam
dzaan magari tavi iyo rogor momwons ukve ise mainteresbda axli tavi daprogrambulivit yovl naxvar saashi vamowmebdi mere mivanebe da mivxvdi azri ar konda da gushin shmtxvevit gadvamowme ro davinaxe meate tavi tvalbi shublze amivda ai roca dasruldeba dagverxa xalxo*** velodebi 11


ვაიმეე ძალიან მიხარია heart_eyes უღრმესი მადლობა,ვერ ავღწერ როგორ მახარებთ heart_eyes მეთერთმეტე თავი უკვე დავდე heart_eyes

 


№9  offline წევრი mariam m.k

Auu ra kargia. Momwons zalian tan martla zalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent