სიყვარულის დრო " 1 ნაწილი "
ზარის ღიკალზე ხელი არ აუშვია,ისე რეკავდა.არც აპირებდა ხელის აღებას.უბრალოდ არ შეეძლო,5 წუთის განმავლობაში ცდილობა,როგორმე თავი შეემზადებინა,იმისთვის რაც წინ ელოდა.თვალები გაფართოებული ქონდა,სადაც მხოლოდ შიშს ამოიკითხავდით.ხელები უკანკალებდა და სადაც იყო,ემოციებისგან გადაღლილი,სრულიად განადგურებული იქვე ჩაიკეცენოდა.ზუსტად 4 წუთის განმავლობაში არ აუღია ხელი,შემდეგ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. კარი გააღეს. თაიას გულმა გაასმაგებულად იწყო ფეთქვა,სადაც იყო საგულედან ამოხტებოდა.სხეული უთრთოდა,აღელვებულს.უღონოდ ჩამოუვარდა ზარის ღილაკიდან ხელი. პირდაპირ თვალებში უყურებდა,კლავდა მასში დანახული იმედგაცრუება.მის თვალებში ამოკითხული ბრაზი და სადღაც თვალის კუთხეში მიმალული მონატრება,აძლევდა დიდ იმედს .იმედს რომელიც ,ეხლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.იმედი იმის,რომ აპატიებდა. -ძალიან ვწუხვარ,მაპატიე._მეტი ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოახერხა,ესეც მიმწყდარი ხმით ამოილუღლუღა და ხმა ჩაუწყდა.კიდევ უნდოდა ბევრი რამის თქმა,კიდევ სურდა წარმოეთქვა სიტყვები ,მაგრამ ხმის იოგები მას არ ემორჩილებოდა.ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა,უყურებდა თუ როგორ აუთროლდა სხეული იოანეს.უყურებდა,თუ როგორ გაქრა მის თვალებში სიბრაზე . და იცით რა,არ უნდა ხდებოდეს ესე.არ უნდა მიდიოდე და უკან არ უნდა ბრუნდებოდე.არ უნდა შეაყვარო ადამიანს თავი,მერე ძალიან ატკინო და გაიქცე.არ შეიძლება ესე, ესეთი ადამიანები ყველაზე მოღალატეები არიან. მოღალატეს კი არასდროს არ აპატიოთ,იცოდეთ ის აუცილებლად გაიმეორებს იგივეს. *** ბავშვობიდან ძალიან მშიშარა იყო,შეიძლებოდა ვინეს ხელი უკან რომ წაეღო იმაზეც კი შეშინებოდა.არ იცოდა რატომ ეშინოდა,მაგრამ ხვდებოდა რომ ეს იმდენად აშინებდა,თავს კონტროლს ვერ უწევდა.დროთა განმავლობაში,ზოგიერთი პატარა შიში დაძლია და მოახერხა თავი დაეღწია მისგან. ამისდა მოუხედავად მაინც ბევრი რამ იყო რისიც ეშინოდა,ყველაზე მეტად კი ცვლილებები აშინებდა.ეს 19 წლამდე იყო ეგრე,მერე ერთ დღეს გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისულიყო.ცოტა არ იყოს და ქალაქში სადაც ის ცხოვრობდა,უმეტესობა ფიქრობდა,რომ თუ ფსიქოლოგთან დადიხარ ესეიგი გიჟი ხარ . ალბათ მანამდე სწორედ ეს აზრები ,სწორედ სხვისი არასწორი აზრები არ აძლევდა თავისუფლების ნებას.ხოდა ერთ დღესაც ფსიქოლოგთან მივიდა, ახალგაზრდა მამაკაცი იყო მისი ფსიქოლოგი.მოსწონდა მასთან საუბარი,ძალიან გახსნილი და ლაღი იყო. - ბატონო ლევან,იცით ძალიან დავიღალე ამ სკამზე ჯდომით.ხომ შეიძლება ვიარო? _ მორცხვად გახედა მის ფსიქოლოგს,მაშინ მეორე სეანსზე იყო მისული. -ბატონოს გარეშე,რა თქმა უნდა.შენ სრულიად თავისუფალი ხარ,შეზღუდვების გარეშე,როგორც გინდა ისე მესაუბრე.თუნდაც მაგიდაზე ფეხებით დადექი _ღიმილით უპასუხა ლევანმა,თაიამ წარბი მაღლა აზიდა,შემდეგ დაუშვა და ბედნიერს გაეღიმა.მიხვდა მისთვის რა სასიამოვნო იქნებოდა,თითოეული ის წუთი რომელსაც აქ გაატარებდა. - ძალანაც კარგი,არ მიყვარს როდესაც შებოჭილი ვარ . მერე გახსნილად ვეღარ ვისაუბრებ,ძალიან მომწონს შენთან _გაუღიმა და სრაფად წამოდგა ფეხზე.სკამს სირბილით დაარტყა წრე. - იცით მე ძალიან ბევრი რაიმეს მეშინია,მეშინია ზღვის,არადა ის ისეთი მშვენიერი არის.ვერასდროს ვბედავ მასში შესვლას,არადა ისე მიზიდავს.თითქოს და მიხმობს,რომ მის მკლავებში მოვისვენო.ალბათ სასიამოვნო იქნება როდესაც ზღვაში შედიხარ,თანდათან როგორ მოიწევს ის ზემოთ.როგორც კი ამ სცენას წარმოვიდგენ,მგონია რომ ზღვა დამიპტყრობს.მის მკლავებში მოქცეულს,ქარიშხალს დამატეხს თავს და გამანადგურებს. ამიტომაც მეშინია მისი,მე არ მინდა ქარიშხალმა გამანადგუროს.მე ისედაც ... _ ძალიან სევდიანი თვალებით გახედა ლევანს,იმანაც იგრძნო მაშინვე რაც გოგონას გულსა და სულში ტრიალებდა,მიხვდა რომ მისი შიშები წლების დამსახურებით იყო ნაშენები.მისი დანგრევა კი ძალიან გაუჭირდებოდა,მოუწევდა თითო აგურით დაეწყო მისი ნგრევა.ყოველ ცდაზე ერთ აგურს მოაშორებდა და ბოლოს სრულიად განკურნავდა,ამ საოცარ გოგონას. -თაია,გინდა მესაუბრო შენს ბავშვობაზე? _ თხოვნას უფრო გავდა ლევანის სიტყვები ვიდრე კითხვას. -ოდესმე,აუცილებლად ლევან_გაუღიმა და მდივნისკენ წავიდა.მასზე ავიდა და ხტუნდა დაიწყო._ ყველაზე მეტად წვიმიან ამინდში ხეტიალი მიყვარს,ის ისეთი სევდიანი არის ხოლმე.როდესაც წვიმა ცა საშინლად მოწყენილი და ცოტათი საშიში არის,მაგრამ მე მისი არ მეშინია.მე და ცა ერთმანეთს ვგავართ,რაც არ უნდა ბევრი ვიტიროთ,ვიცით მას აუცილებლად მოყვება ცისარტყელა. ის ისეთი მშვენიერი არის,მომწონს მისი ყურება. ძალიან მწყდება გული,როდესაც წვიმის შემდეგ მას ვერ ვხედავ.მაგრამ მერე მახსენდება,რომ თუ მე ვერ ვხედავ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ის არ არსებობს.ის სადღაც არის და სხვის გულს ახარებს,ალბათ იმ მომენტში იმას უფრო ჭირდებოდა,ვიდრე მე. ამიტომაც არ იყო ის ჩემთან._ თან საუბრობდა,თან წიგნებს ათვალიერებდა, თაროებზე წიგნებს ხელს უსვამდა და ეფერებოდა. -თაია,კიდევ რა გიყვარს?_მზერა მის ხელებზე შეაჩერა ლევანმა.ხელებზე რომელებიც ჰაეროვნად ეფერებოდნენ მისთვის საყვარელ წიგნებს. -ძალიან ბევრი რამ,მაგრამ სხვა დროს მოგიყვები.ეხლა უნდა წავიდე,ხომ იცი ვმუშაობ და გამიბრაზდებიან,ისედაც საათით დავაგვიანე._ღიმილით გახედა ლევანს,წიგნებს მოშორდა.მისი ხელჩანთა აიღო._დროებით,ხვალ იგივე დროს_ჩაილაპარაკა სიცილით და სიცილით გაშორდა ლევანს.გაოცებულმა გააყოლა ლევანმა მზერა,მისთვის რაღაცით ამოუცნობი გახდა თაია. თაია საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა,მართალია ძალიან ბევრს არ უხდიდნენ,მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო იმით რაც ქონდა.როდესაც თავისუფალი დრო ქონდა,თაროებზე განლაგებულ წიგნებს ეფერებოდა,კითხულობდა მის დასახელებას.იმახსოვრებდა მის ადგილმდებარეობას და ყველაფერს რაც კი მის ადვილად გახსენებაში დაეხმარებოდა,მისი ამ ჩვევით თითქმის ყველა წიგნი იცოდა სად იყო,ვისი იყო და ისიც იცოდა თუ რაზე იყო წიგნი.შეეძლო რჩევა მიეცა, როდესაც წიგნით ხელში გოგონა ან ბიჭუნა მივიდოდა მასტან,მაშინვე ამჩნევდა უინტერესო იყო თუ არა წოგნი მისთვის,მერე ის ესაუბრებოდა და მისი სიტყვების შემდეგ ის საინტერესო და მათვის მნიშვნელოვანი ხდებოდა .ამის წყალობით იყო,რომ ჯერ კიდევ აქ მუშაობდა.მისმა გაუთავებელმა დაგვიანებამ ,რომელიც შეიძლებოდა ორი საათით ან უფრო მეტით ყოფილიყო განსაზღვრული, სამსახურში უკამყოფილებას იწვევდა. არ უნდოდა.ძალით არ აკეთებდა,უბრალოდ როდესაც სხვა საქმეზე იყო გადართული ვერ ახერხებდა სამსახურზე ეფიქრა .ამიტომ სანამ არ მორჩემობა იმას რასაც აკეთებდა,ვერა და ვერ მიდიოდა სამსახურში . მხოლოდ საყვადურებით შემოიფარგლებოდნენ მასთან მიმართებაში .მაგრამ მალე მისი საქციელი ყველას მობეზრდებოდა და გამოუშვებდნენ. ღიმილიანი სახით ემშვოდობებოდა ყველას, სამუშაო საათებს ასრულებდა, ძალიან სიმპატიური და მოწყენილი ბიჭი რომ შემოვიდა.გული მოუკვდა მის დანახვაზე,საშინლად ანერვიულდა და განიცადა ბიჭის მოწყენილი სახე.წინ დაუდგა და შეეცადა ხალისიანად გაეღიმა. - რით შემიძლია დაგეხმაროთ? _გაუღიმა და გზა გადაუღობა ბიჭს. - მე არ მჭირდება თქვენი დახმარება_მკაცრად მიუგო და ამჯერად მის თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები ათამაშდნენ. - კაი არაუშავს,მაინც დაგემხარები.მე თაია მქვია,შენ?_ ყურებამდე გაუღიმა გაბრაზებულ ბიჭს ,მანამ არ მოეშვა და არ გაატარა სანამ სახელი არ უთხრა. -იოანე_მკაცრად დაუბრიალა თვალები და წინ წაიწია.თაიამაც გაატარა,შემდეგ კი უკან აედევნა. მიხვდა ეს ყველაზე სწორი არჩევანი იყო ,მისი ცხოვრების მანძილზე . თავს ვერ აპატიებდა უკან ,რომ არ გაყოლოდა. გამარჯობა მეგობრებო. იმედია მოგეწონებათ,მსურს თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ.ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,დიდი ხანია რაც საიტზე ვარ აქტიური მკითხველი,ეხლა კი გადავწყვიტე ჩემი ისტორიაც გაგიზიაროთ.იმედია მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.