კაფანდრა [17]
-გარდერობის მარჯვენა მხარე გაგინთავისუფლე, შეგიძლია თავისუფლად მოათავსო შენი ნივთები. თარაშმა ლოლას პატარა საძინებელი მოათვალიერა და უკმაყოფილო გამომეტყვეებით გააქნია თავი. -აქ ვერ დავეტევით, ლოლა. -არაუშვს, გაჭირვებაში და სივიწროვეში ცხოვრებას ვისწავლით. _ბედნიერმა, ღიმილით ჩაილაპარაკა და მისკენ წავიდა. _თანაც ნახე როგორი ნათელი ოთახია, დილის მზე პირველი აქ შემოდის და მერე სხვა ოთახებში. _ლოყაზე წაეთამაშა და ორივე ხელი მაგრად მოხვია. -საწოლის შეცვლა მოგვიწევს._ვიწრო საწოლს გადახედა თარაშმა. -უხერხულად გამომივიდა, ამდენ დეტალზე ვერ ვიფიქრე. _მორიდებით ჩაიჩურჩულა და საწოლისკენ წავიდა._კაცზე არ მქონდა გათვლილი, თანაც შენ აქ შემოყვანას არც ვაპირებდი. სიცილით დააყოლა, ხელებგაშლილი გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა. თარაში ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას და ზემოდან დააჩერდა. მარჯვენა მუხლი და ხელი საწოლზე დადო და ლოლასკენ დაიხარა. მამაკაცის სურნელით გაბრუებულმა ქირიამ თვალები სწრაფად დაჭყიტა და მის ზემოდან მოქცეულ მერლანს ახედა. მისი სიახლოვე თავბრუს ახვევს, გონს აკარგინებს და მისთვის უჩვეულო სურვილებსა ხვევს გარშემო. -რას აკეთებ?_ჩახლეჩილი ხმით იკითხა, ოდნავ წამოიწია და უხერხულ პოზიციაში მყოფი იდაყვებს დაეყრდნო. -იმას რისი გაკეთების სურვილიც მკლავს. _ვნებამორეული ტონით ჩაიხრიწინა და გოგონასკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია. ლოლას ცხვირის წვერი უკვე თარაშის სურნელოვან ყელს ეხებოდა მოულოდნელად გაქცევის სურვილმა რომ შეიპყრო. -სააბაზანოში წყალი დამრჩა მოშვებული. სხარტად წამოიძახა, თარაშმა თვალისდახამხამებაც ვერ მოასწრო ისე დაუსხლტა ლოლა ხელიდან. სააბაზანოში შევარდნილ გოგოს თვალი წამიერად გააყოლა და თავის ქნევით გადაწვა საწოლზე. ხელები თავქვეშ ამოიდგო და მშვიდი გამომეტყველებით ახედა ჭერს. *** ორი დღე დაძაბული იყო, ადგილს ვერ პოულობდა. ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა ვერ ხვდებოდა რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება, არ ნანობდა, მაგრამ სისწორეშიც ვერ რწმუნდებოდა ალბათ ამას მხოლოდ მაშინ გაიგებს როდესაც თარაშს ისეთს გაიცნობს როგორიც რეალურად არის. თავისიანებთანაც ვეღარ რეკავს ასე ჰქონია რომ რაღაც ძალიან საშინელებას სჩადის და მათ უმალავს, სხვანაირად ვერ ხსნის იმ ფაქტს რომ თარაშთან ერთად ცხოვრება ყველას უნდა დაუმალოს. ზუსტად იცის რომ ყველა სხანაირ სტატუსს მიაწერს მათ ურთიერთობას არავინ დაუჯერებს რომ ლოლამ ასე უეცრად გადაწყვიტა კაცთან ერთად ცხოვრება და ერთი საწოლის გაყოფა. ყველასთვის წარმოუდგენელია ქირიას ასეთი ქმედება. ზუსტად ამიტომ არ უნდა ნინასთან დარეკვა და ყველაფრის თქმა, უნდა რომ ეს ყველაფერი მშვიდ, წყნარ და ოჯახურ გარემოში მოხდეს თუ რა თქმა უნდა იმ დროისთვის ის და თარაში ისევ ერთად იქნებიან. არც ის არ უნდა რომ მისი ცხოვრება ვინმეს განსახილველი და გადასაწყვეტი გახდეს, აკეთებს იმას რაც მას უნდა, ეს მისი ცხოვრებაა და როგორიც არც უნდა აღმოჩნდეს სხვებისთვის, მზად არის ჩადენილზე პასუხი აგოს. არ აპირებს ვინმეს სურვილის გამო მათ ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას და თარაშზე უარი თქვას. 26 წლის განმავლობაში თავი ასე კარგად არასოდეს არ უგრძვნია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში. იტალიაში ცხოვრება და მუშაობა ადრე თუ მხოლოდ იმიტომ, მოსწონდა რომ აქ იმას აკეთებდა რაც უყვარდა, ახლა სხვა მიზეზებიც გაუჩნდა. ამ ქვეყანამ თარაში აპოვნინა, კაცთან ურთიერთობა ასწავლა, ასწავლა როგორია იყო ნაზი, ვნებიანი და სექსუალური ქალი ერთდროულად საყვარელი კაცისთვის. ეს ყველაფერი ძალიან აკლდა, როგორი რთული გასაგებიც არ უნდა იყოს ვინსმესთვის ლოლასაც სჭირდება საპირისპირო სქესის სიძლიერე. დედასთან საუბრის დროს ყელში უზარმაზარი ბურთულა ეჩხირება და თავისფულად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მასთან ასეთი მორიდებული არასოდეს არ ყოფილა, ასეთი შებოჭილი და გაუკონტროლებელი. როდესაც ესაუბრება ჰგონია რომ ღალატობს, ჰგონია რომ ნინას ასულელებს. მასთან მსგავსი ტიპის საიდუმლო არასოდეს არ ჰქონია და ეშინია, ეშინია დედამ არასწორად არ გაუგოს. ვერ უბედავს თქმას რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყვიტა და ახლა კაცთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს. ზუსტად იცის რომ ნინა ადრე თუ გვიან გაუგებს, მაგრამ ამ ეტაპზე ურჩევნია რომ ხმა არ ამოიღოს. მარიტასთანაც არ უთქვამს არადა როგორ უნდა რომ ამ საკითხზე ვიღაცასთან გულახდილად ისაუბროს, დაიცალოს და ყველა მისი ემოცია თავიდან ბოლომდე გაუზიაროს. მისი დუმილი მანძილის ბრალიც არის, ვერ გაამტყუნებ. -დედასთვის არ მითქვამს. _დღის ბოლოს თარაშის გვერდით მოკალათებილი ტელევიზორს უყურებდა. -თუ გინდა ჩავიდეთ და ყველაფერი ავუხსნათ. -არა, თარაშ, დედაჩემი ასე მარტივად ვერ გამიგებს და არ მინდა ეს ყველაფერი 2 დღეში მოხდეს. მისთვის ძალიან რთული გასაგები იქნება ჩემი და კაცის ურთიერთობა. ამისთვის მზად არ არის. _მოღუშულმა ჩაუდო თავი კალთაში. _თანაც ჩვენი ურთიერთობის ახსნა ცოტა არ იყოს და რთულია. _ღიმილნარევი ხმით დააყოლა და შუბლშეკრულს ახედა. _თუ ერთად ყოფნას გადავწვეტთ ასე როდემდე ვიქნებით? -ამას დრო გვიჩვენებს. მომავალზე საუბრის სურვილი არ მაქვს, არ მინდა ისეთი რაიმე ვთქვა რასაც ვერ შევასრულებ და გული გეტკინება. არ ვარ დარწმუნებული რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, არა იმიტომ, რომ ჩემს გრძნობებში მეპარება ეჭვი, უბრალოდ არ ვიცი შენთვის რამდენად მისაღები იქნება ასეთი ურთიერთობა, ჩემი პროფესია გამუდმებით სხვაგან ყოფნა. -მე მანძილზე უფრო ვღელავ ვიდრე იმაზე თუ რა პროფესიის ხარ შენ და რისი შესრულება გიწევს ყოველდღე. ეს შენი არჩევანია, შენი სურვილი და არანაირი უფლება მაქვს მასში ჩავერიო. მე და შენ ახლა ჩემ მისაღებში ვსხედვართ ეს იმას ნიშნავს რომ ჩემთვის ყველანაირად მისაღები ხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ, მაგრამ საქართველოდან იტალიაში აი, ეს არ ვიცი რამდენად გამოგვივა. -ვეცდები ხშირად ჩამოვიდე, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვი. _მისკენ დაიხარა და ცხვირის წვერზე აკოცა. -დამიჯერე ჩემთვის ეგეც საკმარისია. _გაბადრულმა დაუქნია თავი და ტუჩებზე აკოცა. -არ მინდა არჩევანის წინაშე დაგაყენო და გაიძულო რომ შენ პროფესიაზე უარი თქვა, საქართველოში ვერასოდეს მიაღწევ იმას რასაც აქ, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მე ვიცი რას ნიშნავს შენთვის აქ ცხოვრება და მთელი შენი ენერგიის დახარჯვა, ზუსტად ამიტომ მინდა რომ შენ გრძნობებში გარკვეული იყო. -არ ვიცი რა მოხდება შენი აქედან წასვლის შემთხვევაში, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემთვის უმნიშვნელო აღარ ხარ. _დივანზე წამოჯდა და მამაკაცისკენ შეტრიალდა._მომწონს შენ გვერდით ყოფნა, შენი შეხება, სურნელი. შენთან ერთად ძილი ჩემთვის ყოველდღიური რუტინად იქცა და დარწმუნებული ვარ რომ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდება. მერლანი უხმოდ გადაიწია გოგონასკენ, მისი სახე ხელისგულებში მოიქცია და აწითლებულ ბაგეებზე ნაზად შეეხო. თარაშის ძლიერი თითები წვრილ წელზე იგრძნო და ვნებისგან გახელებულმა ხმადაბლა ამოიკვნესა. *** -ღმერთო ჩემო, თარაშ. _სააბაზანოდან გამოსული მამაკაცის დანახვისას დენდარტყმულივით მიტრიალდა კედლისკენ და თვალებზე ხელები აიფარა. მერლანს ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაეცინა. -რა მოხდა?_მოჩვენებითი გაკვირვებით იკითხა და წელს ქვემოთ მოხვეული ტანსაწმენდი გაისწორა. -შიშველი ხარ._შეკივლა და თვალები უფრო მაგრად დახუჭა. -შენ რომ დამინახე მაშინ ნახევრად შიშველი ვიყავი, შიშველი ახლა ვარ. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ლოლასკენ დაიძრა. -რას აკეთებ?!_ნაბიჯების ხმაზე დაპანიკებულმა იკითხა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა, თან თვალებს არაფრის დიდებით არ ახელდა. _თარაშ, ნუ მოდიხარ, გაჩერდი! -მინდა აგიხსნა რას ნიშნავს შიშველი და ნახევრად შიშველი. _გოგონას ნერვებით თამაშს არ წყვეტდა მერლანი. აფორიაქებულს წინ დაუდგა, სახეზე აფარებულ თითებზე მსუბუქად შეეხო და სახიდან ჩამოაწევინა, ქირია კი თვალებდახუჭული მანჭავდა სახეს და თავს აქეთი-იქით დაპროგრამებულივით აქნევდა. -ვიცი, ვიცი არ მინდა ახსნა. _კიდევ ერთხელ გააქნია თავი და მამაკაცისთვის ზურგის შექცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მერლანმა ცალი ხელით დაიჭირა და სხეულზე აიკრა. თარაშის შიშველ გულმკედრზე მიკრულს სუნთქვა აუჩქარდა, გულისცემა გაუორმაგდა და პულსი მე მგონი საერთოდ აღარ ესინჯებოდა. თვალებდახუჭული გრძნობდა როგორ უწვავდა თარაშის ცივი სხეული მთელ ორგანიზმს. _გამაცურე არა?!_როგორც კი შიშველ მუხლებზე ტანსაწმენდი იგრძნო ღრენით ჩაილაპარაკა და თვალები გაახილა. -წეღანაც ასე გამოვიყურებოდი, მაგრამ სპეტაკმა გონებამ საშუალება არ მოგცა ჩემით დამტკბარიყავი. ირონიულად გამოაჯავრა, გვერდი აუარა და წინ წავიდა. ლოლამ მამაკაცის სველ ზურგს მწველი მზერა დაასო და ვნებისგან მოწოლილი ქარცეცხლის ჩასაქრობად დიდი ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ თარაშის სხეული ისეთი მომხიბვლელი და სექსულური იყო, გონება ვერაფრით ვერ დაიხშო. ნავარჯიშები ზურგი, მკლავები, მხრები მისთვის ამოხუსნელ ემოციას იწვევდა ლოლაში. -როგორი სექსუალირია. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. _ამ კაცთან სექსი... _საკუთარ ფიქრებზე და სურვილებზე თავადვე ეცინებოდა, თან რცხვენია მსგავს რაღაცებს რომ ივლებს გარყვნილ გონებაში. ქვედა ტუჩს მთელი ძალით დაასო კბილები და თვალები დახუჭა. საკუთარი აზრების უკეთ წარმოდგენისას სწრაფად დაჭყიტა თვალები და გარყვნილი ფიქრების თავიდან მოსაშორებლად თავი რამდენჯერმე გააქნია. ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე ლოლა ფიქრობდა. თარაშთან თანაცხოვრება საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს. სამსახურიდან მოსულს ყველაფერი ზუსტად ისევ ისე ხვდება როგორც აქამდე, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ შვებულებაში მყოფი თარაში თითქმის მთელი დღე სახლშია. უფროსთან შესვლა და შვებულების დაწერა აზრადაც არ მოსვლია, იცის რომ არ ეკუთვნის, თარაშმა გაკრვევით აუხსნა რომ ახლა აქ შვებულების დაკარგვას უმჯობესია საქართველოში გამოიყენოს ის რამდენიმე დღე. საძინებელში საწოლი გამოცვალეს. ორივე ერთად იყო წასული ასარჩევად, მოსწონს თარაშის დამოკიდებულება ლოლას აზრის მიმართ, მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს და ძალიან დიდ პატივს სცემს. ერთადერთი რასაც ვერ ეგუება მისი უხასიათობა და გამუმდებით შეკრული შუბლია. იშვიათად იცინის და ქირიას ეს ძალიან არ მოსწონს. *** -ლოლა, რამდენიმე დღეა ვერ გცნობ და დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი რიგზე გაქვს?_დაეჭვებულმა ნინამ უკვე მეასედ დაუსვა იგივე შეკითხვა. ქირიამ დაბნეულმა, ხმამაღლა ამოისუნთქა და უხერხულად გაუღიმა დედას. -ნინ, ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად მაქვს. უბრალოდ სამსახურში მაქვს პრობლემები. -რაიმე სერიოზულია?_შეშფოთებულმა იკითხა. -ისეთი არა რისი მოგვარებაც გამიჭირდება. უფროსს ახალი თანამშრომლის მოყვანა უნდა და ხომ გესმის... -იმედია სიმშვიდეს ინარჩუნებ. _ჩვეული ტონით ჩაილაპარაკა ნინამ და სახეზე ღიმილი გადაეფინა. -რა თქმა უნდა, ზუსტად ისე როგორც შენ მასწავლე. აუღელელბლად ვცდილობ მის ბინძურ თამაშში არ ჩავება. _თვალი ჩაუკრა და ხმამაღლა გადაიკისკისა. _თქვენ როგორ ხართ? ბებია როდის აპირებს ჩამოსვლას? -დღეს დილით ველაპარაკე და ჯერ არ უნდა წამოსვლა. -ალბათ მარტის ბოლოსთვის წამოვა. -მამაშენის დაკრძალვის დღეს ყოველთვის სოფელში ატარებს. _ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნინამ და თვალები დახუჭა. -ხომ იცი უჭირს შენი ამ მდგომარეობაში ნახვა და ურჩევნია რომ ამ დღეს შენგან შორს იყოს, მაგრამ სულიერად ახლოს._გულმოკლული დედის გამხნევება სცადა ლოლამ. -ვიცი და მაგიტომაც აღარ ვაცივდები, დედაჩემს კი არა ზოგჯერ მე მიჭირს ჩემი თავის ატანა. _სიმწრის სიცილით გააქნია თავი და ატირებულმა ცრემლები მოიშორა. -ილო სახლში იქნება ხომ?_ზუსტად იცის რომ უმცროსი ქირია ამ დღეს ნინას მარტო არ დატოვებს, მაგრამ მაინც იკითხა. -აბა სად წავა, 23 მარტი ილოსთვის დედის დღეა. სახლიდან საერთოდ არ გადის. _შვილის ქცევით ამაყმა დედამ თავი მაღლა ასწია და ღიმილგადაფენილ სახეზე თითები მოისვა. -დე, სამსახურში უნდა მივბრუნდე, თუ მოვახერხე საღამოს დაგირეკავთ. -ჭკუით იყავი. *** -მოვედი!_სახლში ხმაურით შევიდა, მოსასხამი საკიდზე ჩამოკიდა და თარაშის პასუხს დაელოდა. _თარაშ, მოვედი. _კიდევ ერთხელ, უფრო ხმამაღლა დაიძახა და გაისუსა. ფეხსაცმელი ლამაზად დააწყო და ფეხშიშველი გატანტალდა მისაღებში, მაგრამ მერლანი არც იქ არ დახვდა. მთელი სახლი მოიარა, თუმცა უშედეგოდ, თარაში სახლში არ იყო. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანი შეამოწმა, მაგრამ მამაკაცისგან დატოვებული არცერთი შეტყობინება დახვდა და არც ზარი. რა თქმა უნდა ვალდებული არ არის თითოეული ნაბიჯი ლოლასთან შეათანხმოს და ამას არასოდეს არ აკეთებს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის სახლში ხვდება ხოლმე და ცოტა არ იყოს გაუკვირდა. ტანსაცმელი გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა ვახშმის მოსამზადებლად. -მიპასუხე. _გაზქურასთან მდგარი პარალელურ რეჟიმში თარაშს ურეკავდა. რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონში წკაპუნის ხმა გაისმა. _როგორც იქნა. _დამშვიდებულმა ამოისუნთქა და ტელეფონისკენ წავიდა. _თარაშ. -ლოლა, რა ხმა გაქვს, მშვიდობაა? გოგონას აფორიქებულ ხმაზე თარაშსაც შეეცვალა ტონი. ქირია მხოლოდ ახლა მიხვდა რა იყო მისი ნერვიულობის მიზეზი და სირცხვილისგან ხმა ვერ ამოიღო. კიდევ ერთხელ გაანალიზა რომ თარაშის წამიერი გაქრობაც კი ნერვიულობის მიზეზს უჩენს და გულის სიღრმეში, გონების კუნჭულში მის ცუდად ყოფნას უშვებს აზრად. -ლოლა._ხმა გაიმკაცრა მერლანმა. -სახლში რომ არ დამხვდი ვინერვიულე. სად ხარ?_ლუღლუღით ამოილაპარაკა და ლოყებზე ხელისგულები მოისვა. -ნინისთან ვარ, ავეჯი იყიდა და ატანაში ვეხმარები. მოვალ მალე. -ნინის უთხარი და თუ მოახერხებს ჩვენთან წამოვიდეს, ვახშამს ვამზადებ და ყველა ერთად დავსხდებით. თან მანდ რას შეჭამდით, მოდით აქ. -ვეტყვი. -კარგი, წავედი აღარ მცალია. _სიცილით წამოიძახა და ტელეფონი გათიშა. თარაშის დეიდაშვილის გაცნობა აქამდეც უნდოდა, მაგრამ მერლანს არასოდეს არ შეუთავაზებია მასთან წაყვანა და ოფიციალური სტატუსით გაცნობა, ან თუნდაც უბრალოდ ნაცნობივით. არც ლოლა არ ჩასძიებია, ალბათ ამ დღეს ელოდებოდა, უფრო რეალურს და გულწრფელს. *** კარის ხმაზე წინსაფარი მოიხსნა და გასასვლელთან საკიდზე დაკიდა. შემოსასვლელში სასაჩუქრე ჩანთით ხელდამშვენებული უკვე მისთვის კარგად ნაცნობი სახე იდგა და ღიმილით უყურებდა ლოლას. ქირია გაბადრული დაიძრა მისკენ. -ლოლა. _თარაშს არც დალოდებია ისე ჩაილაპარაკა საკუთარი სახელი და ნინის გადასაკოცნად გაიწია. -ძალიან სასიამოვნოა ნინი. _თარაშისგან განსხვავებით გოგონას ძალიან კარგი ხასიათი აღმოაჩნდა, რამდენიმე სიტყვაზე შეატყო როგორი ხალისიანი და კონკტაქტიურია. _სულ მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ ვერასოდეს ვერ მოვახერხე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინიმ და ჩანთა გაუწოდა. _აქ პატარა სუვენირია, იმედია გამოგადგება. -დიდი მადლობა. _ჩანთა გამოართვა და კუთხეში მდგარ დადუმებულ თარაშს გადახედა. _მეც მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ რატომღაც თარაშს არასოდეს გამოაუთქვამს ჩვენი გაცნობის ინიციატივა._გესლიანად ჩაილაპარაკა და მამაკაცს თვალი ჩაუკრა. -ხო, თარაშს არ უყვარს ასეთი სიტუაციები. *** -ძალიან საყვარელი გოგოა ნინი. _სახლში დაბრუნებულ თარაშს ღიმილით მოახსენა საკუთარი აზრი და დარეცხილი ჭურჭლის გამშრალება დაიწყო. -მასაც მოეწონე. -მართლა?! რა გითხრა?_აჟიტირებულმა იკითხა და გაშეშებული მიაჩერდა. -არაფერი, ლოლა, უბრალოდ მოეწონე. _მხრები აიჩეჩა თარაშმა და შუბლი შეჭმუხნა. ქირიამ უხასიათოდ გადახედა მამაკაცს და ზურგი აქცია. -როგორი უხასიათო ხარ. მთელი ცხოვრება ასეთი იყავი თუ სამახურმა გაქცია?_ინტერესით იკითხა და გვერდით მიუჯდა. -ასეთი როგორი? -უხასიათო, ცივი და უგრძნობი. _განუმარტა და ლოყებაფარკლულმა თავი მაგიდაზე დადო. -არ ვიცი, ალბათ. -წეღან ვფიქრობდი და... ილოს ვეღარ დავუმალავ._შეწუხმებულმა ამოიჩურჩულა და მის გვერდით მჯდარ მამაკაცს გადახედა. _ჩემგან ამას არ იმსახურებს, ასე ვერ მოვექცევი. -ლოლა, მშვიდად. _ანერვიულებულს თითები თითებზე მსუბუქად მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა. _ილომ ყველაფერი იცის, მაგრამ კარგი იქნება დღესვე თუ დაელაპრაკები და შენც აუხსნი. -რა?! ჩემს მაგივრად მიიღე გადაწყვეტილება და ილოს ყველაფერი უთხარი?_გაბრაზებულმა მოიშორა თარაშის ხელი და სკამის საზგურგეს მიეყრდნო. -არა, სანამ ჩემთან გადმოსვლას შემოგთავაზებდი მაშინ ვისაუბრე ილიასთან. _ლოლას ქცევით გაღიზიანებულმა მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა. -მე რატომ არ მითხარი? ეს მეც მეხებოდა, შენ არ გქონდა უფლება ჩემ გარეშე დალაპარაკებოდი ილოს!_ხმას აუწია ქირიამ. -შეეცადე ხმა გააკონტროლო და ისე ვისაუბროთ. მე და ილიამ რატომ ვისაუბრეთ ეს შენ არ გეხება! ვალდებული ვიყავი მას სცოდნოდა ჩემი გეგმის შესახებ და თუ შენ ამაში რაიმე საგანგაშოს ხედავ ეგ შენი პრობლემაა! _შესაშულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა მერლანი. -უნდა გეთქვა. _თითქოს დანებებულმა ხმადაბლა ამოილაპარაკა. -არ უნდა მეთქვა და მოვრჩით ამაზე საუბარს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულო დატოვა. მამაკაცის ქცევით გაღიზიანებული ფეხზე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით აედევნა თარაშს. -ნუ იქცევი ისე თითქოს ხმის ამოღების უფლება არ მქონდეს!_ლოლას გამოსვლით გაკვირვებული მერლანი ოდნავ შეტრიალდა გოგონასკენ. -ლოლა, მორჩი!_თვალი ჩაუკრა და დივანზე ჩამოჯდა. _შენც იცი რომ ეგრე არ არის! -რომ ვამბობ რომ ჩემთვის უნდა გეთქვა ე.ი. მე ასე ვფრიქრობ და ვალდებული ხარ ადამიანურ ენაზე ამისხნა რატომ გადაწყვიტე ილოსთვის ყველაფრის თქმა. _ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ. თარაშს ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -ისტერიკას მიწყობ და ეს ძალიან არ მომწონს. _”გააფრთხილა” და გაჩუმდა. -შეიძლება ერთხელ ვისაუბროთ ისე რომ წერტილი იქ არ დასვა სადაც წინადადება არ სრულდება? დამღალა შენმა გაუთავებელმა დაუსრულებელმა ისტორიებმა. რაც სამსახურს ეხებოდა გავიგე და შენც იცი რომ ამაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რაც ჩვენ ურთიერთობას ეხება, აქ უკვე მინდა რომ ყველა დეტალი ვიცოდე! -ლოლა, შენი ტონი არ მომწონს და თუ ასე გაგარძელებ ძალიან ვიკამათებთ მე კიდევ ეს არ მინდა. შეიძლება ეს ყველაფერი შენი ახალი ცხოვრების ფონის ბრალია და რაც აქამდე ვერ თქვი ახლა ერთიანად მოგაწვა, მესმის, მაგრამ ჩემთან საუბრის დროს ხმა გააკონტროლე! -რა შუაშია ახალი ცხოვრება და ჩემი ფონი?_ცინიკურად ჩაიცინა და თვალებ დაწვრილებული მიაჩერდა მერლანს. თარაშმა შუბლი მოისრისა და ფეხზე წამოდგა. -კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ... _თვალი ჩაუკრა, მისკენ წავიდა და ცალი ხელით გულ-მკერდზე მიიკრა. _როგორც სჩანს კაცის ალერსი გაკლია! ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა და თვალისდახამხამებაში გადააძრო თხელი მაისური. ლოლა გაშტერებული უყურებდა მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს და სიტუაციის გაანალიზებას ცდილობდა. თარაშმა ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი გაშლილ თმებში შეუცურა და ვნებამორეული დაეძგერა ბაგეებზე. ლოლამ თვალები დაქაჩა და ვნებისგან გახელებულ თვალებმინაბულ თარაშს დააკვირდა. კოცნა ძალიან გასხვავდებოდა წინა კოცნებისგან, ეს ბევრად მომთხოვნი და შორს წამსვლელი იყო. ვნებიანი, ცეცხლოვანი, ქარიზმატული, მგრძნობიარე და საოცრად მიმზიდველი. თითოეულ შეხებას სიამოვნების მორევისკენ რომ მიჰყავხარ ზუსტად ისეთი. ბოლოს ლოლაც მოეშვა, კოცნისგან გახელებული მამაკაცის ახლოს შეგრძნებამ კიდევ უფრო დიდი ნეტარება მოჰგვარა და გაბდრუებულმა თავადაც დახუჭა თვალები. ორივე ხელი თარაშის თმებში ახლართა და გახელებული აჰყვა კოცნაში. თავისდაუნებურად, ინსტიქტურად ჩააცურა ხელები მამაკაცის შარვლისკენ და პირველი ღილი წარმატებით შეხსნა, მერე ელვაშესაკრავს წაეტანა, ცოტახანს შეყოვნადა, ხელები ისევ მაღლა ააცოცდა და თარაშის თმებში დააბრუნა. თარაშმა ბაგეებიდან ნიკაპზე გადაინაცვლა, ნიკაპიდან ყელისკენ გააცოცა ტუჩები. ქირიამ თავი ოდნავ უკან გადასწია და მერლანს საშუალება მისცა კოცნა უფრო სასიამოვნო გაეხდა. ქირიამ მორიდებით დააბრუნა თითები მამაკაცის შარვლის შესაკრავისკენ და ვნებარეულმა ელვაც წარმატებით გახსნა, მერე მამაკაცის მაისურის ბოლოებს წაეტანა და ნაზი მოძრაობით თავისკენ ასწია. მერლანი ოდნავ მოსწყდა გოგონას სხეულს, მაისური გადაიძრო და დივანზე მოისროლა, მერე კი გაკნაჭული ქირია ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა. საწოლზე ფრთხილად გადაწვინა და შესაკარავებისგან განთავისებულებული შარვალი იტაკაზე დატოვა, თავად კი საწოლზე გადაწვენილ ქირიას ზემოდან მოექცა. -ვნერვიულობ. _მამაკაცის ყურთან ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და თითები შიშველ ზურგზე დაუსვა. -ჩშშ!_ტუჩის კუთხეში აკოცა და ლოლას ჯინსის შორტი მუხლებისკენ ჩაასრიალა. თითები ლოლას ზურგისკენ შეასრიალა და ბიუსჰალტერის ორივე შესაკრავი წამებში გახსნა. მამაკაცის ქმედებაზე ხმადაბლა ჩაეცინა ლოლას. -მე ყოველთვის მიჭირს მათი გახსნა. _სწრაფად მიაყარა, არ უნდოდა რომ თარაშს სიცილის მიზეზი სხვა რაიმე ჰქონებოდა. შეხსნილი ბიუსჰალტერი ლოლამ თავად მოიშორა სხეულიდან და მარჯვენა ფეხი მამაკაცის ზურგზე კომფორტულად მოათავსა. >>> ძალიან! ძალიან! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თგვენგანს, თითოეული სიტყვისთვის. საოცრებები ხართ მართლა, გულწრფელად <3 ძალიან მაბენდიერებთ და მახარებთ, უზომოდ დიდ სიხარულს მჩუქნით თქვენ მე. <3 იმედია ეს თავი მოგეწონათ. <3 ვეცდები მეთვრამეტე მალე დავდო. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.