შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [16]


15-02-2018, 17:45
ავტორი მე♥
ნანახია 5 006

-ლოლა, ჯერ კიდევ ცივა. _ტოპში გამოწყობილი გოგონა ალმაცერად შეათვალიერა და ფანჯრისკენ მიუთითა. ქირიამ ჩანთა შეისწორა და მოშიშვლებულ მუცელზე დაიხედა.

-არ მცივა. ხომ მითხარი ისეთ ადგილას მივდივართ თავისუფლად უნდა გეცვასო. _მამაკაცის წინ გაჩერდა, ცალი ხელი წელზე იქამდე მოხვია სადამდეც მისწვდა და ფეხისწვერებზე აიწია. _თანაც როდესაც შენ გვერდით ვარ რა შემაციებს. _ეშმაკური ღიმილით დააყოლა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად მოსდო კბილები. _წავედით. _სიცილით დახტა იატაკზე და კარისკენ წავიდა.

თარაშმა თავი გააქნია, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა.

-სად მივდივართ?_მანქანაში ჩაჯდომისთანავე იკითხა და როგორც ყოველთვის პირველი ღვედს დაეჯაჯგურა.

-ბოულინგზე.

-ბოულინგზე?_გაკვირვებული მიტრიალდა მამაკაცისკენ. თარაშმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანა დაქოქა. _მე მეგონა რომ სადმე ბუნებაში ვაპირებდით გასვლას. ჩანთით რაღაცები მომაქვს. _დაბნეულმა ამოილუღლუღა და ზურგჩანთა მუხლებზე დაიდო.

-რა მოგაქვს?_დამცინავი ტონით იკითხა თარაშმა.

-სენდვიჩი, წვენი და ტკბილეული. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩანთა გახსნა. _კარგი. _სწრაფად წამოიძახა და მანქანის სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. _დღეს დილით არცერთს არ გვისაუზმია, ხოდა მოდი ახლა ვჭამოთ. თან ბოულინგის თამაშს ენერგია სჭირდება, მე კიდევ უჭმელი ვერაფერს ვახერხებ. _თავის დაძვრენა სცადა და ერთი ცალი სენდვიჩი თარაშს გაუწოდა. მამაკაცმა წარბაწეულმა დახედა სენდვიჩს და მერე ლოყებაწითლებულ ლოლას. _გთხოვ, ჩანთით ნუ მათრევინებ. _თვალები დააწვრილა და მამაკაცს მუდარით მიაჩერდა. მერლანმა ხმამაღლა ამოიხვნეშა და სენდვიჩი უსიტყვოდ გამოართვა.

-თამაში იცი?

-კი, მამამ მასწავლა. _მთელ სახეზე სიყვარული გადაეფინა. _პატარა რომ ვიყავი ძალიან ხშირად დადიოდნენ ის და მისი მეგობრები. მათი განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება იყო, მეც სულ თან დავყვებოდი. ძალიან მგულშემატკივრობდა ხოლმე. _ხმა დაუსევდიანდა, თვალები კი ცრემლით აევსო._ რაც მამა გარდაიცვალა საკუთარი ინიციატივით არასოდეს წავსულვარ ბოულინგის სათამაშოთ, ყოველთვის წარსულს მახსენებს და ვერიდებოდი ხოლმე, მაგრამ ახლა შენთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებ და დაგამარცხებ კიდევაც! _გახალისებულმა წამოიძახა და თვალი ჩაუკრა.

-რაზე ვითამაშოთ?

-რა?_მამაკაცის კითხვამ ცოტა დააბნია.

-თამაშს ეშხი ხომ უნდა ჰქონდეს, ხოდა რაზე ვითამაშოთ?_კითხვა გაუმეორა და პირდაღებულს ცალი თვალით გადახედა.

-სურვილებზე არ გვინდა. ბანალურია. _თვალები აატრიალა და ჩაფიქრდა. _თუ შენ მოიგე შენ მოიფიქრე და ჩემი მოგების შემთხვევაში დღეს ჩურჩხელას გამიკეთებ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ნიკაპზე თითები მოუჭირა.

-გამორიცხულია, ლოლა. _კატეგორიული უარი განაცხადა მერლანმა.

-რატომ?

-იმიტომ, რომ ყურძნის წვენი აქ არ იშოვება.

-ვინ მოგატყუა?!_ცინიკურად გამოაჯავრა. _ყველაფერს მე მოვიტან, შენ მარტო გააკეთე!

-კარგი. თუ მე მოვიგე 1 თვით ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად!

ხმადაბლა ჩაილაპარაკა თარაშმა და გზას გახედა. ლოლას თვალები და სახის ყველა ნაკვთი ერთდროულად აუთამაშდა. დაბნეულმა მორიდებით ჩაახველა და თითები ერთმანეთში ახლართა. თარაშისგან რაიმე სასაცილოდ არც ელოდა, მაგრამ მასთან გადასვლა და ერთი თვე მის სახლში ცხოვრება ცოტა არ იყოს და ეუცნაურა. ამას ნამდვილად არ ელოდა დაიბნა, პასუხიც არ აქვს. პატარა გოგო არ არის სიცილით დასთანხმდეს მარტო იმიტომ, რომ ბოულინგში ძალიან ძლიერია და საკუთარი თავის სჯერა, თუ წააგებს დარწმუნებული არ არის რომ ამისთვის მზადაა და არ უნდა ყველაფერი ასე მარტივად მოხდეს. არ უნდა მისმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ მათ ურთიერთობას საფრთხე შეუქნას.

-თარაშ, არ ვიცი ამისთვის მზად ვარ თუ არა. _მორიებით ჩაიჩურჩულა.

-მე ვიცი. არ ხარ, მაგრამ თუ წააგებ ჩემთან გადმოხვალ, სხვა წინადადება არ მაქვს.

-მაგით რისი თქმა გინდა?_მამაკაცის კატეგორიული ტონი არ ესიამოვნა._ანუ თუ ერთად ვიცხოხვრებთ...

-ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩვენ ცხოვრებაში. ამ ერთი თვის განმავლობაში საშუალება გექნება გამიცნო ისეთი როგორიც სახლში ვარ. არ მინდა მომავალში ეს შენთვის დაბრკოლება გახდეს.

-თუ ამ ერთ თვეში ერთმანეთს ვერ შევეწყობით...

-დავიშლებით!_ლოლას დაწყებული წინადადება დაასრულა და დადუმდა.

-კარგი!_მოულოდნელად წამოიძახა და მარჯვენა ხელი მამაკაცს გაუწოდა. თარაშმა წამით დახედა გოგონას ხელს, მერე გზას გახედა და საჭეს ცალი ხელი გაუშვა.

გადაწყვეტილება აშკარად აზრიანად წამოვიდა გონებიდა, ამაზე როგორც სჩანს ძალიან ბევრი იფიქრა და საბოლოოდ მამაკაცის წინადადებას დასთანხმდა. რატომღაც სჯერა რომ თარაში ვერ მოუგებს, ბოლოს და ბოლოს მამამისის მოსწავლეა და გამორიცხულია რაიმე შეცდომა დაუშვას. მაგრამ თუ თარაში მოიგებს, არც ეგ იქნება მისთვის კატასტროფა. მერლანმა ძალიან სწორად აღნიშნა ის ფაქტი რომ მათი თანაცხოვრება ბევრ რაიმეს შეცვლის, რომ უფიქრდება მე მგონი რამდენიმე დღე ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრება აუცილებელიც კია.

-მზად ხარ?_ჩანთა სკამზე დადო და თითები გაავარჯიშა. თარაშმა ცალი წარბი მაღლა აზიდა და ბურთი მიაწოდა. _არა, ეს მსუბუქია._თავი გააქნია და ბურთი შეცვალა. _მძიმე უფრო კარგად მომყვება.

-როგორც გინდა.

-გაორებული ვარ. _ბურთის სასროლად მომზადებული წელში გასწორდა და მამაკაცისკენ შეტრიალდა. _თან მინდა რომ ვნახო როგორ ავლებ ჩურჩხელას, თან მინდა ვიცოდე როგორი ხარ დილაობით.

-ფრე. _თვალი ჩაუკრა მერლანმა და ბურთი მოიმარჯვა.

-ანუ?

-თუ ფრეს ვითამაშებთ ორივეს სურვილი შესრულდება.

-ეგ არ დაგვითქვამს.

-მაგრამ ასე ხდება.

-არ ვიცოდი, თუმცა წინააღმდეგი არ ვარ. _თავი დაუქნია და საწყისი პოზა დაიკავა.

***
-წინსაფარი მე გათხოვო თუ შენი გაქვს?_დარბაზიდან გამოსულმა ხმამაღლა გადაიკისკისა და მამაკაცს უკნიდან მოეხვია. თარაშმა გულიანად გამიხარულებულ გოგონას ცალი თვალით გადახედა და ჩანთა უკანა სავარძელზე შეაგდო._აქედან პირდაპირ მაღაზიაში მივდივართ, ყურძნის წვენი უნდა გიყიდო. _სიცილს არ წყვეტდა ლოლა.

-რეცეპტი გაქვს?

-შენ არაფერზე არ ინერვიულო, ყველაფერზე მე ვიზრუნებ. შენ მთავარია სულიერად მოემზადო და შეეგუო ფაქტს რომ მთელი დღე დაკარგული გაქვს.

სახლში შესული პირდაპირ სამზარეულოსკენ გაიქცა პროდუქტები მაგიდაზე დააწყო და დოინჯი შემოიდო.

-რეცეპტს აქ დავტოვებ და მე მისაღებში გავალ, აქ რომ ვიყო ხელს შეგიშლი.

-ჩვენ ხომ არ გვითქვამს რომ დახმარება არ შეიძლება?_მოულოდნელად იკითხა თარაშმა. ლოლამ დაეჭვებულმა მოჭუტა თვალები და ცინიკურად მომღიმარ მერლანს დააკვირდა.

-არა არ გვითქვამს, მაგრამ...

-ძალიან კარგი. _თვალი ჩაუკრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

-სად რეკავ? ვის ურეკავ?_დაფეთებული წავიდა მამაკაცისკენ და მის წინ გაჩერდა. _გათიშე, დახმარება არ შეიძლება! თარაშ, წესებს არღვევ.

-შენ თვითონ არ თქვი არ გვითქვამსო?

-კარგი, გათიშე და მე დაგეხმარები!_სხარტად წამოიძახა და ხელებგადაჯვარედინებულმა ღრენით ახედა კმაყოფილ მერლანს. _შენ მითხარი რომ ერთი თვე მხოლოდ ჩვენთვის არის გაწერილი და არავინ სხვა! ხოდა მე დაგეხმარები.

თავისი “გულისტკივილი” გაუზიარა და პარკებს მიუბრუნდა.
ახლა მესამე პირის აქ მოსვლა და მათ ურთიერთობაში ჩარევა ყველაზე ნაკლებად სურდა. თანაც ისეთი ადამიანის ვისაც ნორმალურადაც კი არ იცნობს. უნდა რომ მათ გარშემო ყველაფერი სასიამოვნო იყოს და არ არსებობდეს სხვა ადამიანის ყოფნის საშიშროება.

-კარგი, მე თხილს გავამზადებ.

-სხვათაშორის ყველაზე რთული საქმეა ამ ამბავში, დიდი მადლობა. _ბოლო უჯრიდან წინსაფარი ამოიღო და წვრილ ტანზე ჩამოიცვა.

***
-გინდა სექსუალური მანევრით ეს ფელამუში ცხვირზე მოგისვა და მერე ცოტა ვიცელქოთ?_სიცილნარევი ხმით კითხა მაგიდასთან მჯდარ თვალებმიბლეტილ თარაშს, რომელით წვალებით ცდილობდა ნემსის თხილის გულში გაყრას. მერლანმა წარბწეულმა ახედა მოცინარ ქირიას.

-გინდა ახლა ჩემ საძინებელში გაგიყვანო და გაჩვენო როგორია გაბრაზებული და სექსუალური თარაში?!_გოგონას მაიმუნობას ირონიული გამომეტყველებით გასცა პასუხი.

-ნტ. _ტუჩები გააწკლაპუნა და თავი გააქნია. _მაგრამ დამაინტერესა. _წარბები შეათამაშა და ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა თარაშისკენ. _საინტერესოა როგორი ფერის შპალერი გაქვს ოთახში, ან საწოლი სად დგას.

-დღეს არა, სხვა დროს განახებ.

-ჩემითაც შემიძლია. შევალ და ვნახავ. _მხრები აიჩეჩა ლოლამ.

-არა, სექსის დროს ოთახში ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

-რა გარყვნილი ხარ! _თვალებდაწვრილებულმა ჩაიჩურჩულა.

-ერთი საათია მთელი სხეულით მეხვეწები რომ გაკოცო და კიდევ მე ვარ გარყვნილი?!_დამცინავად ჩაილაპარაკა და შუბლი კუშტად შეკრა.

-მარტო კოცნას არ..._სწრაფი პასუხი ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება რომ არ არის კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საკუთარ თავს. მამაკაცმა გამარჯვებული ღიმილით ახედა თავზე წამომდგარ გოგონას და დავალებული საქმე განაგრძო.

თარაშთან ყოფნის დროს თავს ძალიან მსუბუქად გრძნობს. არ ფიქრობს ზედმეტს, ყველაფერს ძალიან მშვიდი გონებით ალაგებს და აკეთებს იმას რასაც თვლის რომ სწორია. მერლანთან ურთიერთობაც თითქოს თავისით გადავიდა სხვა ფაზაში უფრო თავისუფალია, გულახდილი, გათამამებული, მის სახლში თავს სტუმარივით არ გრძნობს და შეუძლია ის აკეთოს რაც მას მოუნდება. არასოდეს კომპლექსდება თარაშთან საუბრისას, არ იმორცხვება და თამამ კომპლიმენტებზე ლოყები წითლად არ ეფარკლება. ეს ყველაფერი ლოლასთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს, მართალია შესაძლოა ამ გრძნობას სიყვარული ჯერ კიდევ არ ჰქვია, მაგრამ უბრალო მოწონებაზე მეტი რომ აკავშირებს მერლანთან ეს უდაოა.

ჩუმად გახედა მამაკაცს და შეპარული ღიმილით დააკვირდა მის საოცრად ძლიერ მხრებს. ქვედა ტუჩზე ეშმაკური სიცილით იკბინა და თარაშისკენ წავიდა. ცალი ხელი მაგიდაზე დადო, ცალი სკამის საზურგეს მოკიდა და შუაში მოქცეულ მერლანს თვალებმოჭუტული დააკვირდა.

-წინადადება მაქვს. _აზარტული ხმით ჩაიჩურჩულა და მამაკაცის ნაკვთებს დააჩერდა. თარაში დადუმებული ელოდებოდა როდის გამოაჩენდა მზის შუქზე თავის იდეას ლოლა.

-იტყვი თუ ვინმეს ველოდებით?_ენაჩავარდნილ ლოლას წარბწეულმა ახედა. ქირიამ კმაყოფილმა ჩაიღიმა, წელში გასწორდა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-ბოულინგში ვერ მომიგე და იძულებული გახდი ჩურჩხელები ამოგევლო... როგორც არ უნდა ვეცადო თამაშს ვერ ვაგებ, რა ვქნა, არ გამომდის, ამიტომ მინდა რომ “დანაშაული” გამოვისყიდო._დამაინტიგებელი ტონით დაასრულა წინადადება და იატაკზე ჩამოჯდა. _ჩვენ ხომ დავთქვით რომ ჩემი წაგების შემთხვევაში აქ გადმოვიდოდი საცხოვრებლად? _კიდევ ერთხელ დასადასტურებლად იკითხა და თარაშის პასუხს დაელოდა. _მინდა რომ ერთი თვე ერთად ვიცხოვროთ. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ერთმანეთში ახლართულ ფეხებს ჩაეჭიდა. _მაგრამ მე არ გადმოვალ, შენ გადმოდი ჩემთან. _ღიმილით დაასრულა წინადადება და გაბადრული დააკვირდა სახეშეცვლილ მერლანს.

-გაითვალისწინე მისაღებში ძილს არ ვაპირებ!

-ანუ?!_ფეხზე წამოხტა და წინ დაუდგა.

-წინადადებას ვიღებ, მაგრამ მისაღებში, დივანზე ძილს არ ვაპირებ.

-ერთი საძინებელი მაქვს. _საკუთარ დაგებულ ხაფანგში გაბმულმა ხმადაბლა ამოილუღლუღა.

თავადაც მშვენივრად იცოდა რომ ამხელა კაცი ერთი თვის განმავლობაში უბრალო დივანზე ძალიან გაწვალდებოდა, მაგრამ ლოლას შესანიშნავი დივანი აქვს მისაღებში. იშლება და შესანიშნავად ითავსებს საწოლის ყველა ფუნქციას. მართლა ვერ იფიქრებდა თუ თარაში მის საძინებელში ძილს გადაწყვეტდა, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ ესეც კარგად ჰქონდა გაანალიზებული, სხვა შემთხვევაში მის სურვილს ასე ხმამაღლა არ გამოთქვამდა.

-კარგი, მოიფიქრე. _თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავიდა. ლოლამ გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი და მამაკაცს ალმაცერად გააყოლა თვალი.

-მოიცადე!_სირბილით აედევნა. _მე უკვე შემოგთავაზე და ჩემი სიტყვების უკან წაღებას არ ვაპირებ. ერთ საძინებელში თუ ვიქნებით ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ... _საჩვენებელი თითი დაბნეულმა აათამაშა და თარაშს მუდარით გახედა, იქნებ დამეხმაროს და უთქმელად მიხვდესო.

-გაინტერესებს გვექნება თუ არა სექსი?_ირონიული ღიმილით იკითხა მერლანმა. _გააჩნია, შეიძლება. _მხრები აიჩეჩა და დივანზე წამოწვა.

-რას გააჩნია?_ინტერესით იკითხა და ზემოდან დააჩერდა.

-როგორ ღამის საცვლებს ხმარობ.

-პინგვინებიანს. _სიცილით ჩაილაპარაკა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა. _ბავშვურებია... რომ შეხედავ და რომ გაგეცინება ისეთი.

-აღმაგზნებს. _გოგონას ნომერს მიხვდა და თამაშში აჰყვა.

-რატომ?_გულუბრყვილოდ იკითხა და ბაგეები ერთმანეთს დააშორა. თარაში ოდნავ წამოჯდა დივანზე, საჩვენებელი თითით ქვედა ბაგე დაუჭირა და სახე ახლოს მისწია.

-იმიტომ, რომ არ მიყვარს სექსის დროს მოუხერხებელ შესაკრავებთან ჭიდილი და დროის კარგვა. _განუმარტა და ქვედა ტუჩზე კბილებით წაეთამაშა.

-ჩემი პიჟამა ღილებზეა.

-ლოლა, ბევრს ლაპარაკობ!_გოგონას თავის დაძვრენის უაზრო მცდელობით დაღლილმა ჩაილაპარაკა და შუბლშეკრული დაუბრუნდა საწყის პოზიციას დივანზე.

-მართალი ხარ, რაც მოსახდენია მაინც მოხდება.. თუ გინდა პინგვინები მეცვას და თუ გინდა სექსუალური შავი პენუარი.

-მოდი აქ. _მკლავში მსუბუქად მოკიდა ხელი და გვერდით მიიწვინა. _მართლა ასე გეშინია თუ ჩემ გამოწვევას ცდილობ?_ლოყაზე მოუსვა თითები და ყურთან ახლოს დასჩურჩულა.

-არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა ვიჩქარო. _სახე მისკენ მიატრიალა და წვერიან ლოყაზე მოეფერა. _მაგრამ ახლა რომ გიყურებ ერთი სული მაქვს როდის მაკოცებ.

-გაკოცებდი, მაგრამ სამზარეულოდან რაღაც სუნი გამოდის. _მარჯვენა წარბი ცინიკურად შეათამაშა და ბაგეები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა.

-ჩემი ყურძნის წვენი. _გაბოროტებული წამოხტა ფეხზე და სამზარეულოსკენ გაიქცა. _დაიწვა. _გულამოვარდნილმა ამოიჩურჩულა და მის უკან მდგარ თარაშს მიუტრიალდა. _ჩურჩხელებს ვეღარ ამოიავლ...მოიცადე!_თარაშის დაჭიმულ ნაკვთებში შეპარული ღიმილის დანახვისას პირდაღებულმა წამოიძახა და მისკენ გაიწია. _შენ... სპეციალურად გაწელე დრო რომ... ღმერთო ჩემო, არ მჯერა, როგორი თაღლითი ხარ!

-თუ სწორად მახსოვს ამ თეამაზე საუბარი თავად წამოიწყე.

-მაგრამ შენ ამით ისარგებლე. _ქურდის ნაბიჯებით მიიწევდა მამაკაცისკენ. _იცი ახლა რას ვიზამ?

-რას იზამ ისეთს რისი გაკეთებაც მე არ შემიძლია?_წარბის აწევით გამოაჯავრა და ახლოს მისული სწრაფი ქმედებით თავის ძლიერ მკლავებში მოიმწყვდია.

-გაგაგიჟებ, ჭკუიდან გადაგიყვან!_მუქარით ჩაილაპარაკა და თავი რამდენჯერმე დააქნია.

-ერთი სული მაქვს ვნახო როგორ ეცდები ჩემ გაგიჟებას. _დამცინავად ჩამოაჯავრა და თვალი ჩაუკრა.

-კარგი, მაშინ დავიწყოთ. _სხარტად დაუძვრა მკლავებიდან და მის წინ წელში გამართული დადგა. _დაცხა არა?! მე მგონი ეს მაისური ზედმეტია. _ტოპის ბოლოებს თითები წაავლო და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო. მაისური ლამაზად დაკეცა და დივნის საზურგეზე დადო. _მე კი გავგრილდი, მაგრამ მე მგონი ვიღაცას ძალიან დასხდა..._კისკისით ჩაილაპარაკა და ცალი ხელით დივნის საზურგეს დაეყრდნო.

-მართალი ხარ, მე მგონი უკეთესი იქნება მეც თუ გავიხდი. _მერლანმა გამოწვევა უყოყმანოდ მიიღო და ნაცრისფერი, ტანზე მომდგარი მაისური გაიხადა. ლოლამ პირდარებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა თარაშის ნავარჯიშები სხეული და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა სასულეში წვალებით გადაუშვა.

-არა, ასე მეც ჩავიძირები.

თავი გააქნია და მერლანს ზურგი აქცია. შიშველ სხეულზე ცივი თითები იგრძნო. წამებში გაუხურდა მთელი სხეული, თვალები მაგრად დახუჭა და თავი ასწია. თარაშის ცივი თითების შეგრძნებისთვის როგორც სჩანს მზად არ იყო, მამაკაცმა კარგად იცის როგორ უნდა იმოქმედოს ლოლაზე. დაბნეულს გული აუჩქარდა და თავბრუ დაეხვა. კაცის ასეთ სიახლოვეს მიჩვეული არ არის, თანაც მისაღებში ნახევრად შიშველ მერლანთან ერთად ნახევრად შიშველი დგას.

-ცივი წყალი ხომ არ მოგიტანო?_ზურგს უკან ვნებისგან ჩახლეჩილი ხმა გაისმა.

-შხაპი უფრო მესიამოვნებოდა. _სწრაფად გასცა პასუხი და თარაშისკენ შეტრიალდა. მამაკაცის შიშველ სხეულზე მიკრულს სუნთქვაც კი გაუჭირდა.

-იქნებ დღეს აქ დარჩენილიყავი. _თარაშის თითები ლოლას ზურგზე ათამაშდნენ. ქირიამ თვალები დახუჭა და სიამოვნებისგან განაბულმა თავი ოდნავ უკან გადასწია.

-ასე ნუ აკეთებ. _მუდარით ჩაიჩურჩულა და თარაშის შიშველ სხეულს ორივე ხელი მაგრად შემოხვია.

-ეს შენც მოგწონს. _ხმა უფრო ვნებიანი გაუხდა.

-ხო, მაგრამ არ მომწონს ჩემზე ასე რომ მოქმედებ.

-ასეთ დროს მაგაზე არ უნდა ფიქრობდე, კაფანდრა!_ხრიწიანი ხმით დასჩურჩულა ბაგეებზე და თითებით მის ზურგზე თარეში განაგრძო.
>>>>
ჩემო საყვარლებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას. უზომოდ მახარებთ <3 იმედია ამ თავით ისიამოვნეთ <3 დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი, ვერ ვახერხებდი წერას. <3



№1 სტუმარი Ucnobi

კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ რომ აგვიანებ, ძალიან ცუდია

 


№2  offline მოდერი მე♥

Ucnobi
კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ რომ აგვიანებ, ძალიან ცუდია

ძალიან მიხარია რომ მოგწონს, დიდი მადლობა.❤️❤️❤️❤️
ორი დღე ისტორიის ვერ დადება ვფიქრობ რომ ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელსაც ამ ყველაფრის გარდა სხვა ცხოვრებაც აქვს მეპატიება. :დდდდ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Guli xar,Guli
Hemi sakvareli guli❤❤❤

 


№4  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Guli xar,Guli
Hemi sakvareli guli❤❤❤

ვაიჰ, როგორ მიხარია და როგორ მსიამოვნებს. უდიდესი მადლობა .❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline მოდერი მე♥

mirandaa31
აუ ისე მინდა წაკითხვა რო უკვე ცუდად ვარ მაგრამ არ მიყვარს ლოდინი :დ ველოდები დასრულებას რომ ერთიანად ვისიმოვნო ❤️

მირანდა :დდდდ დასასრული მე მგონი ჯერ ძალიან მიადრევს, მაგრამ თავს ძალა დაატანე და როგორღაც მოითმინე. :დდდ <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რომ ელოდები. <3
სტუმარი shalo
yvelaze sashineli kbilis tkivilia

უი, შენ უნდა დაგაცალო ოცდათორმეტივე კბილი და თაგვებს გადავუგდო :დდდდდ
--------------------
ა.ა

 


№6  offline წევრი მალუ

აუ აუ აუ ოღონდ ეს არაა რაა :( გთხოვ მითხარი ანასტასია რომ ყველანაირად ეცდები დილას კიდევ ერთი თავი იყოს თორემ ნამდვილად გავგიჟდები ეს რეები ქნეს ამ საზიზღრება და შენ საერთოდ წერტილი დასვი :დდ
არ მემორჩილება თითები აღარ ვიცი რა დავწერო :დ არადა და რამდენი რამის თქმა მინდოდა რომ დავამთავრე კითხვა და ვაი ჩემს მეზობელს რომ გამიყვანა და მაჭორავა იქ. დაგროვილი სიტყვები სულ დამეფანტა არადა რა დაბოღმილი ვიყავი ასე პატარა რომ იყოო :დდდ
კაი გოგო ხარ შენ ძალიან 2 დღიანი დაგვიანების მიუხედავად იმიტო რო ძალიან კარგად წერ და გულს მიხარებ

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ააამმმმ კარგი იყოოო ნამდვილაფ პატარა თავიი იყოო როდის დადებბბ

 


№8  offline წევრი f43i3zxv

როგორ ეტყობა მორიელი რომაა საყვარელი :დ კაფანდრას ნიშანი შემახსენე? :დ აუ რა კარგი თავი იყო კიდევ მინდა დაგვიანების სასწაული გამოსწორებები გაქვს და ვეღარ გეჩხუბები ხოლმე :დ

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო დასცხათ და მერე როგორ smile კარგი იყო, ღიმილი არ მომშორებია სახიდან სანამ ვკითხულობდი
--------------------
ლანა

 


№10  offline მოდერი მე♥

მალუ
აუ აუ აუ ოღონდ ეს არაა რაა :( გთხოვ მითხარი ანასტასია რომ ყველანაირად ეცდები დილას კიდევ ერთი თავი იყოს თორემ ნამდვილად გავგიჟდები ეს რეები ქნეს ამ საზიზღრება და შენ საერთოდ წერტილი დასვი :დდ
არ მემორჩილება თითები აღარ ვიცი რა დავწერო :დ არადა და რამდენი რამის თქმა მინდოდა რომ დავამთავრე კითხვა და ვაი ჩემს მეზობელს რომ გამიყვანა და მაჭორავა იქ. დაგროვილი სიტყვები სულ დამეფანტა არადა რა დაბოღმილი ვიყავი ასე პატარა რომ იყოო :დდდ
კაი გოგო ხარ შენ ძალიან 2 დღიანი დაგვიანების მიუხედავად იმიტო რო ძალიან კარგად წერ და გულს მიხარებ

მალუ, როგორ მომწონხარ <3 უღრმესი მადლობა შენ, ძალიან დიდი მადლობა ასე მონდომებით რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ. უბედნიერესი ვარ <3
ნარჩიტა
ააამმმმ კარგი იყოოო ნამდვილაფ პატარა თავიი იყოო როდის დადებბბ

არა და თითქოს გავზარდე მოცულობა :დდდ <3 ვეცდები მალე დავდო. <3 დიდი მადლობა <3
f43i3zxv
როგორ ეტყობა მორიელი რომაა საყვარელი :დ კაფანდრას ნიშანი შემახსენე? :დ აუ რა კარგი თავი იყო კიდევ მინდა დაგვიანების სასწაული გამოსწორებები გაქვს და ვეღარ გეჩხუბები ხოლმე :დ

მორიელივით გველაკუდაა :დ <3 ქალბატონი ლოლა თევზებია :დდდ <3 უუუუხ, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. <3
La-Na
ოჰო დასცხათ და მერე როგორ smile კარგი იყო, ღიმილი არ მომშორებია სახიდან სანამ ვკითხულობდი

ჩამოღვითქდა :დდდდ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 


№11  offline წევრი ქეთიtaisia

ოჰო რა გემრიელი თავი იყოოოო:)❤❤❤
უფფ..მეც დამცხა რატომღაც:))
მიყვარხარ ძალიან ძალიააან❤❤❤
ველი ახალ თავს ❤❤❤

 


№12  offline მოდერი მე♥

ქეთიtaisia
ოჰო რა გემრიელი თავი იყოოოო:)❤❤❤
უფფ..მეც დამცხა რატომღაც:))
მიყვარხარ ძალიან ძალიააან❤❤❤
ველი ახალ თავს ❤❤❤

უხ, უზარმაზარი მადლობა შენ <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 


№13 სტუმარი სტუმარი ნუცა

ძალიან მომეწონა❤️ ბუნებრივად წერ და მინდა რაც შეიძლება მალე წავიკითხო მთლიანი ისტორია :დ ახალ თავს როდის ველოდოთ?❤️

 


№14  offline მოდერი მე♥

სტუმარი ნუცა
ძალიან მომეწონა❤️ ბუნებრივად წერ და მინდა რაც შეიძლება მალე წავიკითხო მთლიანი ისტორია :დ ახალ თავს როდის ველოდოთ?❤️

ძალიან დიდი მადლობა, თბილი და ტკბილი შეფასებისთვის. ძალიან გამახარე. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent