შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (11)


18-02-2018, 17:04
ავტორი Ioana
ნანახია 3 228

მე და ანანომ გამოცდები დავამთავრეთ და მთელი დღე იმაზე ვჩხუბობდით ჯერ ზღვა გვინდოდა,მერე მთა თუ პირიქით.
-გოგო ჯერ ზღვა არ ჯობია? ზღვაზე ბევრს ვილოთავებთ,ვიზაგრავებთ,ვიგულავებთ და მერე მთაში დავისვენებთ კარგად.
-აუუუ თათიაა,ხომ შეიძლება ერთხელ მე დამიჯერო?-გაკაპასდა ანანო-ჯერ ზღვა როგორ ჯობია,მთაში წავალთ,ცოტა მთის ზაგარს მივიღებთ და კარგი დასვენებულები ზღავზე ავიწყვიტავთ!
-გოგო ეგ ტვინი უკუღმა გიდევს მაგ თავში?
-მე მიდევს კიდე ტვინი უკუღმა? ვის გაუგია ჯერ ზღვა და მერე მთა!-არ ნებდებოდა ანანო.
-გოგო პირველად მესმის ესეთი სიდებელი,წადი ვინმეს მაინც კითხე!-მეც ვბრაზდებოდი ნელ-ნელა და რომ არა კაფეში იმ წამს შემოსული ეკა, ალბათ ანანოს შემოვიკლავდი.
-გეხვეწები ეკა,შენ მაინც აუხსენი შენ უტვინო დაქალს,რომ ნორმალური ხალხი ჯერ ზღვაზე მიდის და მერე მთაში-ვეცი გაოცებულ ეკას,რადგან ანანოს თავი უკვე აღარ მქონდა.
-რა ხდება? მთელი კაფე თქვენ გიყურებთ,რას წიოკობთ?
-რას და თათიამ აიტეხა ჯერ ზღვა და მერე მთაო!
-მერე რა გინდა?-გაოცებულმა ეკამ გახედა,მე კიდევ ნიშნის მოგებით გავუღიმე.
-თქვენ რა პირი შეკარით ჩემს წინააღმდეგ?
-გოგო თუ ხარ ნორმალური? ჯერ ზღვა არ ჯობია და მერე მთა?-ახლა ეკამ შეუტია.
-აუუუ შემეშვით რაა!-ეს ფრაზა უკვე დანებებას ნიშნავდა ანანოს მხრიდან.
-აიი თუ გინდა იოანესაც ვკითხოთ და იგივეს იტყვის,რასაც ჩვენ!-ვუთხარი და ტელეფონი ავიღე,რომ დამერეკა.
-ალოო-მოისმა იოანეს ნამძინარევი ხმა.
-ამ სიცხეში,კაცი რომ სამ საათამდე იძინებს,როგორ გინდა მერე დაქალი ცოლად გაატანო?-ეს ვთქვი და ანანოსგან კარგი მუშტიც მივიღე ფერდში.
-ანანო რომ გისმენდეს,კარგად ჩაგადებდა!-გაიცინა ყურმილს იქით ვაჟბანტონმა.
-შენ მაგაზე არ იდარდო,გაიგო და დამადო კიდევაც.
-ვენაცვალე მე მაგას,აწი ვისი უნდა შემეშინდეს,ანანო მყავს ჯანიანი!
-გინდა გადავცე და ერთი კვირა თქვენ ჩხუბზე ვიღადაო?-ეშმაკურად ავზიდე წარბები და ანანოს გადავხედე.
-ოოღონდ ეგ არ ქნა და თუ გინდა ტიტველი შემოვირბენ ქალაქს!
-კაიი,ვხუმრობ! მოკლედ რა უნდა გკითხოთ? შენი აზრით,ჯერ ზღვა ჯობია მერე მთით თუ პირიქით?
-ჩემი აზრით,ჯერ ზღვა ჯობია.
-აიი ხომ ვამბობდიი-იმხელაზე ჩავყვირე ყურმილში,რომ იოანეს მომანჭული სახე ნათლად დამიდგა თვალწინ.
-რა გაყვირებს გოგო? დაყრუვდნენ ძროხები!
-მაპატიე,მაგრამ შენ უტვინო სიყვარულს ვერ გავაგებინეთ,რომ ჯერ ზღვა ჯობია-სიყვარულის ხსენებაზე ანანოსგან კიდევ ერთი გამეტებული მუშტი ავიტანე.
-ლა ქნას გოგო-ენა მოითლიფა იოანემ-პატალაა და ალ იცის,ხო უნდა ასწავლოს ვინმემ!
-მერე წაიყვანე და ამეცადინე რაღაცეებში,აქ მე და ეკას დაგვაგლიჯა ნერვები!
-თათია ახლა უკვე ვეღარ გადამირჩები-გამწარებული ანანო ჩემკენ წამოიწია,მაგრამ ამჯერად ეკამ მიშველა.
საბოლოოდ გადაწყდა,რომ ზღვაზე მივდიოდით და ანანოც დაგვნებდა.მართალია,ყოველ დღე გვახსენებდა,რომ ჩვენ ვართ გოიმები,რომ მხოლოდ ჩევნ დავდივართ ჯერ ზღავზე და მერე მთაში,რომ ჩვენნაირი ადამიანები გადაშენების პირას არიან და ასე შემდეგ.
ზღვაზე ჩვენი სამეული მიდიოდა,ზუსტად ვიცოდი,რომ გიორგი და იოანეც რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდნენ,უბრალოდ ანანოს ამწარებდა ვაჟბატონი,შენთან ერთად ზღვაზე რა მინდა,ხო დამიფრთხე ყველა ნაშაო.ანანო ამაზე სულ გიჟდებოდა და გაწიოდა,საერთოდ შემეშვი,მე იქ ბიჭების დასაკერად მივდივარო.ახლა იოანე აყვებოდა ამაზე,მე შენ განახებ დაკერვა როგორ უნდა,იმათი გახეთქილი ცხვირები უნდა გაკემსინო სულო და ასე გრძელდებოდა ყოველდღე.ეკა და გიორგი კი ერთმანეთს არ შეხვედრიან ჩემი დაბადების დღის მერე,არც ეკა იჩენდა ინტერესს და არც გიორგი.უკვე ეჭვიც მეპარებოდა,რომ ამათაგან რამე გამოვიდოდა.ნიკოლა ისევ არჩანდა,მე კი უკვე შეჩვეული ვიყავი მის არყოფნას,უკვე ვიცოდი,რომ ლოდინი არ ღირდა და დრო უაზროდ აღარ უნდა დამეკარგა.თუმცა გულის სიღრმეში ათასნაირად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩვენი შეხევდრის მომენტს,თუ როგორ ვუახლოვდებოდი ნელ-ნელა,მის შავ თვალებს მზერას არ ვაშორებდი,უკვე ერთმანეთთან ახოლოს მყოფნი კი ვიღიმოდით,მერე მე მოულოდნელად სილას ვულაწუნებდი და ასეთ გაღიმებულს ვტოვებდი,ყველა იმ იმედგაცრუებისთვის,რაც მის გამო ავიტანე.
როგორც ვიწინასწარმეტყველე,ბათუმში ბიჭები ჩამოვიდნენ და ნამდვილი გართობაც მაშინ დაიწყო.ცალკე ანანო და იოანე წყვიტავდნენ ერთმანეთს და ცალკე გიორგი და ეკა.მე კიდევ ხან რომელ წყვილს ვაქეზებდი საჩხუბრად,ხან რომელს.
-იოანეე ანანოს შეხედე რა მოკლე შორტი აცვია,ორივე დუნდული უჩანს! გოგო ვარ და მე გამექცა თვალი,ბიჭები არს იზავენ?-იოანეს მივურბენინებდი ხოლმე ახალ ამბებს და ისიც გაცეცხლებული ჩემ დაქალს დასდევდა ყვირილით.
-ახლავე გაიხადე ეგ ტრუსიკი!
-ყველამ თავის საცვლებს მიხედოს!-მედიდურად გადახედავდა ხოლმე ანანო.
-გაიხადე,თორემ შენ საცვლებსაც მე მივხედავ,ყველას რომ დაგიჭრი!-გაყვიროდა იოანე.
-უკეთესი,მერე ტიტველი ვივლი!-ამაზე საერთოდ ისეთი ომი იწყებოდა,ენით აღწერა წარმოუდგენელია.
აქეთ კიდევ გიორგის მივუჯდებოდი და ყოვე წამს ვაწვეთებდი,ეკა ვიღაც ბიჭს უნდა შეხვდეს აქ,ვიღაც ბათუმელი გაიცნო ადრე და პაემნები აქვსთქო.ისიც გაცეცხლებული ხან რას მიედებოდა ხან რას,მაგრამ ეკასთან მაინც არ მიდიოდა.ამაყი იყო სამაგისოდ.სანამ ერთ საღამოს მართლა გამოპრანჭული ეკა არ გამოეცხადა,მე გავდივარო დაიბარა და მანდ აენთო ჩვენ ამაყ გიორგის წითელი.
-სად გადიხარ?-აგდებულად კითხა.
-ვინმე ლაპარაკობს აქ?-ეკამ გაოცებულმა გამომხედა ისე,თითქოს გიო იქ არც ყოფილიყოს.
-საბავშვო ბაღის ქცევები კიდევ ვერ დაგიხვეწავს!-არც ვაჟბატონი ჩამორჩა.
-შენ კიდევ სკლეროზი დაგწყებია ასაკთან ერთად,მგონი დაგავიწყდა,რომ დიდი ხანია ერთმანეთის პირადით აღარ ვინტერესდებით!
-შენ თუ არ ინტერესდები,ეს იმას არ ნიშნავს,რომ მე არ ვინტერესდები!
-მაშინ იმედები უნდა გაგიცრუო,უკვე დაკავებული ვარ და შენი ინტერესები შენთვის შეინახე!-ისე უდარდელად თქვა ეკამ,ერთი წამით მეც დავიჯერე რომ ვიღაც ჰყავდა.
-ვერ წახვალ!-დაიყვირა გიორგიმ და მკლავში წაწვდა.მე კიდევ სავარძელზე გადაწოლილი ვუყრებდი და ვნატრობდი ვინმეს პოპკორნი მოეტანა ჩემთვის.
-წავალ!-დაიწიკვინა ეკამ.
-გინდა დავნიძლავდეთ?-თავდაჯერებულად კითხა გიომ.
-წაგებული გაქვს ჩათვალე!
-თუ შენ დღეს ამ კარიდან გახვალ,იცოდე რომ ხვალვე წავალ და მთელი ცხოვრება ვეღარ მნახავ! თუ ვერ გახვალ,მაშინ დაივიწყებ ყველაფერს,ბოდიშს მოიხდი ჩვენი ბოლო ლაპარაკის გამო,რადგან მითხარი რომ გეზიზღებოდი და ჩემი დანახვა არ გინდოდა,და კიდევ...
-რა კიდევ?-გაოცებული ეკა ხან მას უყურებდა ხან მე.
-კიდევ მეტყვი,რომ ისევ გიყვარვარ და მეც მთელი ცხოვრება აქ დავრჩები!
-ააჰაჰაჰჰა-ხმამღმა აკაკანდა ეკა,მე კიდევ ისეთ აზარტში ვიყავი,ერთი სული მქონდა ეკას პასუხი მომესმინა.
-რა გაცინებს? სასაცილოა?
-კარგი ხუმრობა იყო! ახლა წავედი-გაიცინა ქალბატონმა და წასვლა დააპირა,გიო რომ მკლავში წვდა ისევ.
-მსგავს საკითხებზე რომ არ ვხუმრობ,მგონი ხუთი წლის წინ დაგიმტკიცე!-გამოსცრა კბილებში და ჩემ დაქალს ზემოდან დააშტერდა.
-არ ვარ თანახმა,რატო უნდა დაგთანხმდე.მაგ ყველაფრის გარეშეც წავალ!
-ვერ წახვალთქო!
-წავალ და მაგ ნიძლავსაც მოვიგებ!
-კაი,გელოდები!-ირნიულად გაუღიმა ეკას და რამდენჯერაც კურტუმის ქნევით დააპირა ქალბატონმა გაპარვა,იმდენჯერ აიტაცა გიორგიმ და დივანზე დაახეთქა.
-შემეშვი რაა,შემეშვი! საერთო რა გინდა ჩემგან? შენ ხარ დამნაშავე და მე უნდა მოგიხადო აქეთ ბოდიში?-გაკაპასდა ქალბატონი.
-მე რაც დავაშავე,იმისთვის ბოდიშს ხუთი წელია ვიხდი,ახლა კი შენი დროა!-უადრდელად აიჩეჩა გიომ მხრები და სიგარეტს მოუკიდა.
-შენ როდიდან ეწევი?-გაოცება ვერ დამალა ეკამ.
-რაც შენ მანერვიულებ იქიდან!
-ყველაფერი შენ თავს დააბრალე!-უდარდელად აიჩეჩა მხრები და მე მომიჯდა გვერდით.
მთელი საღამო ეკა გაპარვას ცდილობდა,ხან ფანჯრიდან მიძვრებოდა,ხან კარიდან,ხან საიდუმლო გვირაბის გათხრას აპირებდა,ხან პოლიციაში რეკავდა და ხან სახანძროში,მაგრამ გიორგი რისი გიორგი იყო? ეკა გააცურებდა ამხელა ახმახს? ბოლოს ნერვებდაგლეჯილი დაქალი ისევ მე მომიჯდა გვერდით.
-თათია-ჩუმად გადმომილაპარაკა,თან გიოს თვალს არ აშორებდა,რომელიც ცხვირით ტელეფონში იყო ჩავარდნილი.
-რა ხდება?-მეც ისე გადავუჩურჩულე,თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს მეუბნებოდა.
-უნდა დამეხმარო!
-რაში?-გაკვირვებულმა გავხედე.
-რაში და ბავშვის გაჩენაში,იდიოტო! რაში უნდა დამეხმარო? გაპარვაში.
-შანსი არაა!-ისე წამოვიყვირე,რომ გიოს ყურადღება მივიქციე და ეკასგან კაი მუჯლუგუნი დავიმსახურე.
-რა გაყვირებს იდიოტო? შენც დაქალი გქვია რა,მასთან შეკარი ხო პირი?
-მე სიყვარულთან შევვკარი პირი-ამაყად გავიჯგიმე.
-ესეთი ხატოვანი როდიდან გახდი?-ეჭვის თვალით შემომხედა.
-დღეიდან!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და გიოს გადავძახე-გიოოო ეკა ცდილობს,რომ გაიპაროს და ამაში ჩემი ჩართვაც უნდა! უთხარი,რომ არ ვიყიდები მე!-ეკა სულ გაგიჟდა ამაზე და ბალიში ისეთი ძალით მხია,ლამის სული გამაფრთხობინა ოცი წლის ასაკში.
-მეოცნებე იყო მთელი ცხოვრება-უდარდელად ამოილაპარა გიომ-ხო და ახლაც ოცნებას მიეცა ეტყობა!
-მე შენ განახებ ოცნებას!-კბილებში გამოსცრა ეკამ და გაბუტული დივნის კუთხეში ჩაიწია.
მოკლედ მთელი ღამე ერთმანეთს დარაჯობდნენ,მე კიდევ მათ ყურებაში ისე ჩამეძინა რომ ვერაფერი გავიგე.ღამის ოთხი საათი იყო ეკამ რომ გამაღვიძა.
-თათიაა,თათიაა-ვიღაც თავზე მედგა ანჩის ხატივით და თან მეჩურჩულებოდა.
-ღმერთოო-წამოკივლებას ვაპირებდი,ეკამ რომ პირზე ხელი ამაფარა.
-რა გაღრიალებს გოგო,მე ვარ!
-რა ჯანდაბას აკეთებ? ესე ადამიანის გაღვიძება ვის გაუგია?
-ოოო,ნუ წუწუნებ!
-რა ჯანდაბა გინდა?-წამოვიწიე და სახლს თვალი მოვავლე.გიოს მაგიდაზე ჩაძინებოდა,ეკა კიდევ ხელში სახლის გასაღებს ათამაშებდა.
-თათია მე მივდივარ,ვანახებ ამ იდიოტს აგ უფროსი ვინაა!-ირონიულად გადახედა მძინარეს და ისევ მე მომიბრუნდა აჟიტირებული.
-რას აკეთებ?-გამომცდელად დავაშტერდი.
-მივდივარ!
-დარწმუნებული ხარ?
-ოოო თათიაა რაა,ისე მეკითხები გეგონება ვთხოვდები!-უდარდელად აიჩეჩა ეკამ მხრები.
-ხომ არ დაგავიწყდა რა თქვა?
-მერე რა?
-მერე ის რომ,ბოლოს როდესაც დაგპირდა შენი ცხოვრებიდან წავალო,მართლა წავიდა და თანაც ხუთი წლით.თუ გინდა,რომ ისევ წავიდეს,ამჯერად სამუდამოდ,მაშინ არც დაფიქრდე,ისე გააღე ეს კარები.მაგრამ თუ არ ხარ მზად,რომ გაუშვა,თუ არ ხარ მზად,რომ მთელი ცხოვრება მის გარეშე გაატარო,მაშინ დაფიქრდი,რადგან თუ აქედან გახვალ,იცოდე,რომ გიოს მართლა ვეღარ ნახავ!-გამოსვლა დავამთავრე და ეკას ამღვრეულ თვალებს შევხედე.
-ოოოო თათია-ჩუმად ამოისლუკუნა-ყველა მე რატო მაწვალებთ?
-კი არ გაწვალებ,ვცდილობ რეალობა დაგანახო,რომ შეცდომა აღარ დაუშვა!
-არ შემიძლია,ვერ გავუშვებ! ახლა როდესაც ასე ახლოს მყავს,როდესაც ვხედავ როგორი გაზრდილი და გასიმპათიურებულია,როდესაც მის თვალებში კვლავ ვხედავ იმ სხივს,რომელიც ასე მიყვარს,არ შემიძლია,არ შემიძლიაა! ვერ გავუშვებ!-ასლუკუნდა ჩემ კალთაში ქალბატონი,მე კიდევ გაბადრულმა გადვხედე მძინარე გიორგის,ნეტავ ახლა ამას ისმენდესთქო-მეგონა რომ ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო,მეგონა აღარ მადარდებდა გიორგი ჯანაშია,მეგონა რომ ჩემთვის ხუთი წლის წინ დაესვა მის არსებობას წერტილი,მაგრამ თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა.ახლა უფრო მიყვარს,ვიდრე მაშინ,მაგრამ არ შემიძლია! უბრალოდ ესე დავრჩე? ესე ვუყურო? რა ვუთხრა,რომ მეღვიძა და სპეციალურად დავრჩი სახლში?
-ეკა გეყოფა ეს უაზრო სიამაყე! ხო ხედავ არა? ხუთი წელია მაგ სიამაყის გამო იტანჯები და იქნებ გეყოს? საერთოდ რა საჭიროა რამის თქმა? თუ ვერ ისვენებ კიდევ,მიდი და დივანზე მიწექი,თუ დილით რამეს გეტყვის უთხარი მეც ჩამეძინათქო!-ამის გაგონებაზე ეკას გაეღიმა და ისეთი ძალით დამახტა ზედ,ლამის გიოც გავაღვიძეთ.
-შენ ხარ ჩემი კუპიდონი!-აკისკისდა ჩემს კისერში ჩუმად,მერე ბევრი ჩამკოცნა და გაბადრული გადაწვა დივანზე ვიძინებო.
გახარებული ხან ეკას ვუყურებდი,ხან გიოს,სანამ არ დავინახე ვაჟბატონი როგორ შეირხა და ეშმაკურად ამომხედა.გაოცებისგან პირი იმხელაზე დავაღე,რომ ყბა მეტკინა.
-შეეეენ?-ჩუმად დავიჩურჩულე,თან ეკას გადავხედე არაფერი გაიგოსთქო.გიომ თვალი ჩამიკრა და ტუჩთან საჩვენებლი თითი მიიტანა,ჩუმად არაფერი უთხრაო.
-შენ რა ყველაფერი გაიგე?-კვლავ გადავუჩურჩულე და ცოტა მაკლდა,რომ არ მეყვირა.
-კიიი და თუ შემეშვები გამიხარდება!-დამიბრიალა თვალები და თავით ეკაზე მანიშნა,არაფერი გაიგოსო.მე კი სიცილი ისე მომინდა,რომ ძლივს გავასწარი ჩემ საძინებლამდე და იქ ავხარხარდი.
ასე შევაწყვილე ხუთი წლის ნაომარი წყვილი.მეორე დილით გიომ აიძულა,რომ დანაპირები შეესრულებინა ეკას.მართალია სამი საათი ეჩალიჩა,მაგრამ ეკამ მაინც აღიარა,მაშინ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშიო,მერე მომდევნო ორი საათი იმაზე ეჩალიჩებოდა,მითხარი რომ გიყვარვარო.საბოლოოდ ჩვენი დაქალი დანებდა და აღიარა.გიორგიმ წუხანდელის მერე,ეს ყველაფერი,ისეც იცოდა.ეკას რომც არ ეთქვა,იცოდა რომ უყვარდა,მაგრამ რისი გიორგი და ეკა იყვნენ,სანამ ერთმანეთს სისხლს ბოლომდე არ ამოწოვდნენ,არ შორდებოდნენ.


პ.ს. მართალია დიდი თავი არ არის,მაგრამ მოკლედ პერიოდში რაც მოვასწარი ესაა :დდდ მაპატიეთ,მაპატიეთ ჩიტუნიებო ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი

ღმერთი რჯული ასე არაფერი გამხარებია დღეს :დდდდდ ესე რა <3 აღარ დააგვიანო ხოლმე :დდდ <3<3

 


№2  offline წევრი Ioana

სტუმარი
ღმერთი რჯული ასე არაფერი გამხარებია დღეს :დდდდდ ესე რა <3 აღარ დააგვიანო ხოლმე :დდდ <3<3


ჰაჰაჰაჰაჰაჰ laughing პატარა თავი იყო და არ ვაპირებდი დადებას,მაგრამ მეთქი დავდებ,სულ არარაობას ჯობია laughing laughing heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი bla.ell

ესეც კარგი იყო მთავარია დროული იყოbowtieაუ როდის გამოჩნდება ნიკოლააააblushველი შემდეგ თავს და ძალიან ძაააალიან ძალიააან ძალიან ძაააააალიან გთხოვ რომ არ დააგვიანო რა❤

 


№4 სტუმარი სტუმარი

Ioana
სტუმარი
ღმერთი რჯული ასე არაფერი გამხარებია დღეს :დდდდდ ესე რა <3 აღარ დააგვიანო ხოლმე :დდდ <3<3


ჰაჰაჰაჰაჰაჰ laughing პატარა თავი იყო და არ ვაპირებდი დადებას,მაგრამ მეთქი დავდებ,სულ არარაობას ჯობია laughing laughing heart_eyes heart_eyes



ჰოო თავებს თუ გაზრდი უკეთესი იქნებაა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი nako

რა ძაან საყვარლობა იყო არ დაიკარგო

 


№6 სტუმარი Qeti

Au magari gogo xar ????????????

[quote=Qeti]Au magari gogo xar ????

 


№7 სტუმარი Ani

Vaime ra magariaaaaaaaaaa gavgijdi meti ra vtqva warmatebebii

 


№8 სტუმარი ani

ახალს როდის დადებ ვეღარ ვითმენ უკვეეეეეე
გთხოვ მალე დადე რა

 


№9 სტუმარი mari

12 tavs rois gvagvirseb gadvirie

velodebi12 tavs male dade vkdebi interesit

 


№10  offline მოდერი bla.ell

მართლა ძალიან აგვიანებ და იმედია დადებ...

 


№11 სტუმარი ani

Au male Dade ra amdeni lodinit gavafrine

სტუმარი
Ioana
სტუმარი
ღმერთი რჯული ასე არაფერი გამხარებია დღეს :დდდდდ ესე რა <3 აღარ დააგვიანო ხოლმე :დდდ <3<3


ჰაჰაჰაჰაჰაჰ laughing პატარა თავი იყო და არ ვაპირებდი დადებას,მაგრამ მეთქი დავდებ,სულ არარაობას ჯობია laughing laughing heart_eyes heart_eyes



ჰოო თავებს თუ გაზრდი უკეთესი იქნებაა <3

 


№12  offline წევრი mariam m.k

Saertod gadavechvie eseti istoriebis wakitxvas "salanderis" da alisas gadamkide magram aman ise momxibla rom ravi....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent