შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BUTTERFLY (2)


18-02-2018, 18:05
ავტორი Yoong
ნანახია 1 078

მამაკაცი თვითკმაყოფილი რჩება...
ავტობუსი ჩერდება და გოგონა ცდილობს აუღელვებლად ჩავიდეს იქ სადაც წესით არ უნდა ჩადიოდეს, თუმცა სახეზეა რომ რაღაცას ან ვიღაცას გაურბის... ჩასვლისას კაცს გამჭოლ მზერას ესვრის უღიმის და ისე დგამს შემდეგ ნაბიჯს, თითქოს გონებას ეთამაშება, მამაკაცი უკან მიყვება, გოგონა სადღაც კუთხეში უხვევს და ჩერდება, ელოდება "ის" როდის მიუახლოვდება "ისიც" არ აყოვნებს და მხარზე ხელის შეხებით ანიშნებს რომ უკვე დაეწია...
– ესეიგი შენ ხარ – კაცში შეშფოთებას იწვევს და ხელს ისე სწევს თითქოს დენმა დაარტყაო ტრიალდება და გაგქცევას აპირებს როცა ქალის ხელი იჭერს და არ უშვებს
– სად მირბიხარ? – ლოყის კუთხეში იცინის და თვალებში უყურებს... მასში შიშს ხედავს..
– ვინ ხარ? – ხელს უხეშად აშვებინებს და უკან იწევა, გაქცევაზეც აღარ ფიქრობს
– ქალი რომელმაც ყველაფერი იცის – კაცი ჩვეულად იცინის და მალევე ჩერდება
– დაუცველი გოგონას გამომეტყველება უფრო გაქვს
– ანუ აღიარებ რომ დაუცველი გოგოების შეიძლეაბ გეშინოდეს?
– ეს რა რაიმე სახის თამაშია ?
– არა უფრო თაყვანისცემა – ქალს ეღიმება
– და მაინც რა არის შენი სახელი? – ინტერესით ეკითხება მამაკაცი
– თოვლის დედოფალს მეძახიან – ქალი ისევ ხედავს წამების წინ გამქრალ შიშს – მეგონა ჩემი არ შეგეშინდებოდა, შენ ხომ ზუსტად ჩემნაირი ხარ... ჯეფ რეი... ჯეფ...რეი... იმეორებს ჩურჩულით
– ადამიანი უფრო მეტად ცხოველი, რომელმაც ერთ თვეში სამოცი ქალი და ჩვიდმეტი კაცი მოკლა! ადამიანი რომელიც ყველაფერს უკვალოდ ტოვებს! ადამიანი... ად..ა..მ..ი..ა..ნ..იი – თავს ხრის და ისე აგრძელებს – ადამიანი რომელმაც მომიკლა და! და რომლის გარდა არავინ მყავდა... ადამიანი ვისგამოც გავხდი ის ვინც ახლა ვარ! – დედოფალს უყურებს... უახლოვდება... ყელში ხელს კიდებს და უჭერს...– აქვე რატომ არ მოგკლა? რატომ არ დავასრულო შენი უბადრუკი სიცოცხლე! რატომ არ ვიძიო შური... და ყველაზე მთავარი რატომ არ გაწამო ისე როგორც ჩემი და აწამე... რატომ?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
– ჯეფ აქ ხარ? – შავთვალა გოგონა შემოდის კარში შეკვრას დებს და ოთახებს ათვალიერებს, სახლში არავინ იყო თუმცა მას მალევე მოჰყვება ასევე შავთვალა ბიჭი, გოგონა სიხარულით ეხუტება ბიჭს რომელიც დიდი ხანია არ უნახავს.
– მომენატრე! – გაჰყვირის ბოლო ხმაზე ჯეფი და გოგონას ატრიალებს...
– როდის ჩამოხვედი? როგორ ხართ იტალიაში? – გახარებული ეკიტხება გოგონას და ხელს უშვებს
– ყველაფერი კარგადაა, ეხლა ჩამოვედი ახალი ამბით – თვალები უბრწყინავს და მუცელზე ხელს ისვამს...
– ვინაა ის ბედნიერი? რამდენი ხანია? რატომ არ მითხარი? – ემოციებს ვერ მალავდა ჯეფი, სიხარულისგან ადგილზე ვერ ჩერდებოდა...
– გრძელი ისტორიაა, მერე მოგიყვები ოღონდ გთხოვ დღეს შენთან დავრჩები რა...
– კარგი კარგიი! მაგას კითხვა ან თხოვნა რად უნდა ეს შენი სახლიცაა... გილოცავ! გილოცავ! რაკარგია დიშვილი მეყოლება! მოიცადე... ვიცი ახლავე წავალ და შოკოლადებს ვიყიდი! დამელოდეე! ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ! – მოსასხამს იცვამს და კარს მძიმედ ხურავს, ჩქარი ნაბიჯებით მიდის მაღაზიისკენ შესვლისას ყველა დიდ შოკოლადის შეკვრას ყიდულობს, წიტელ ღვინოსაც დაადო ხელი და გადახდას აპირებდა მაგრამ შემდეგ ჩიფსების შეკვრა დაინახა და კოლექციას მიამატა... კარისკენ ისევ აჩქარებული ნაბიჯებით მიდის, შედის და ბავშვობის დროინდელი მოფერებიტი სახელით ეძახის დას
– მიცუჰჰ! შენი საყვარელი ჩიფსები მოვიტანე...– პასუხს არავინ სცემს ამიტომ შეძენილს დებს და სახლს ათვალიერებს თუმცა მისიდ ა არსად ჩანს, იფიქრა ალბათ გასულია სადმეო თუმცა მხოლოდ მაშინღა ხვდება რომ რაღაცაში იყო საქმე როცა მისი და საღამოსაც არ გამოჩნდა....
–––––––––––––––––––––––––––––––––
– მოიცადე – ძლივს სუნთქავს დედოფალი და რაღაცის თქმას ცდილობს
– ბოლო სიტყვების თქმის ბედნიერებას არ მოგანიჭებ – ეუბნება და კიდევ უფრო მაგრად უჭერს ხელს
– შენი დიშვილი – ჯეფი გონს მოდის და ხელს ოდნავ უშვებს რადგან ილაპარაკოს
– ჩემი დიშვილი?
– ის ცოცხალია – ხელს უშვებს და ტრიალდება თუმცა გონს კარგავს...
***
ესეც მეორე თავი იმედია მოგეწონათ
ვეცდები თანდათან უფრო გავზარდო თავები
მადლობა ყურადრებისთვის



№1 სტუმარი სტუმარი ანჩო

აი ემ ინ შოკ! ვაუ, ასეთ გაგრძელებას მართლა არ მოველოდი დდ საინტერესოა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent