შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (დასასრული)


2-09-2016, 17:11
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 219

შემდეგ იყო წყვდიადი
და სიბნელე
და ბოროტება.

88

ყურსასმენებს იკეთებს და საწოლზე წვება, თან ორივე ხელს შლის და თვალებს ხუჭავს. რამდენიმე წუთი ითიშება და”Marylin Manson-sweet dreams”_ის ფონზე არც არაფერი ესმის, არც არაფერზე ფიქრობს. მერე ფანჯარასთან მიდის და სწრაფად გამქრალი ჩრდილი აშინებს.
_ მარიამ _ გარბის ოთახიდან, სწრაფად აბრახუნებს მეგობრის კარებზე და შეშინებულ გოგონას არაფერს ეუბნება, ისე ავლებს მაჯაში ხელს და ქვემოთ ჩაარბენინებს.
_ რა ხდება, მოიცადე _ ყვირის მარიამი. ყვირილზე ყველა გარეთ გამოდის, თვალებდასიებული სალო სოფის მტრული მზერით უყურებს, თუმცა გოგონას არ ანაღვლებს.
_ გარეთ ვიღაც არის, ტყეში მირბის. დროზე _ არ ჩერდება, გასასვლელ კარს ეჯაჯგურება და რომ ვერ აღებს, მუშტებს ურტყამს.
_ დაგველოდე _ ფეხზე იცვამს სანდრო.
_ რა ჯანდაბა სჭირს _ უბრახუნებს რკინის კარებზე, მაგრამ სულ ტყუილად. ხელები უწითლდება, მარიამი ტირილს იწყებს, როგორც ყოველთვის.
_ გასაღები _ მაქსიმე ორის დათვლაში ხსნის კარებს და ყველანი გარბიან. სოფი ისე მირბის, საკუთარ თავს ვერ ცნობს. თითქოს რამდენიმე წუთია, რაღაც უნიკალური მოხდა მის სხეულში, ან ორგანიზმში. ენერგიით სავსეა და აღარაფერი ტკივა, საერთოდ არაფერი. ტანზე დახედვას მაინც ასწრებს, მკლავებზე სილურჯეები უკვალოდ გამქრალა. გაოცებული უფრო სწრაფდ მირბის, ამჯერად მაღალ სილუეტს ხედავს, შორს, მაგრამ ხედავს.
_ მოიცადე, გაჩერდი _ ღრიალებს სოფი. ხმამაღალი ქოშინის და ტირილის ხმა ერთმანეთს ერევა _ გაჩერდი _ არ აპირებს გაუშვას. სალო იღლება, ხესთან ჩერდება და ძირს იმუხლება. მაინც აგრძელებენ სირბილს, მათ წინ სილუეტს უკეთესად ხედავენ.
_ მაინც დაგიჭერთ, გესმის? _ ყვირილს გინებას აყოლებს სანდრო. სოფის გამოსახულება ემჟღვრევა, მაგრამ მერე ხდება ის, რაც ყველასთვის იმდენად მოულოდნელი იყო, ჩერდებიან და გაშტერებული უყურებენ მობრუნებულ ბიჭს. სოფი ამჯერად პირს ოდნავ აღებს და ხელს იფარებს. მაქსიმე იჭერს და წაქცევის უფლებას არ აძლევს. მარიამი კივის, რადგან ისიც და სანდროც ცნობენ მომავალს.
_ არა, ოღონდ შენ არა, გთხოვ _ ცრემლები ყელამდე აღწევს გოგოს სახეზე. სოფი ჯერ მტირალ მარიამს, მერე მათკენ უკვე ახლოს მოსულ ლუკას უყურებს და ხმას ვერ იღებს.
_ სალამი _ ცალყბად იღიმის ბიჭი. მარიამი კივილს აგრძელებს, ისე გაჰკივის, სანდრო იჭერს ლუკასკენ წასულს და ძლივს აკავებს. მეორე სანდრო კი, რომელიც ვერ ხვდება, რა მოხდა, რამდენიმე ნაბიჯს დგამს, ღრიალით სწევს მუშტს და ლუკას არტყამს. ლუკა ინერციით ვარდება, მოულოდნელი დარტყმის მოგერიებაც არ შეუძლია.
_ შენ მომიკალი ანდრო, შე ნაბიჭ,ვარო _ ღრიალებს და კიდევ დაარტყამს ალბათ, ლუკა რომ სწრაფად დგება და ამჯერად მუცელში ურტყამს, სანდრო ორად იხრება და წონასწორობა დაკარგული ხესთან იმუხლება.
_ მე შენ გაჩვენებ _ მაინც არ ჩერდება. ლუკა ამჯერად ჯიბიდან რაღაცას აცურებს, ცალი ხელით აკავებს და ნემსი პირდაპირ მკლავში შეყავს. ანდრო რამდენიმე წამში უგონოდ აგდია და აღარც სუნთქავს.
_ რა უქენი _ ხმას იღებს მაქსიმე.
_ გაიღვიძებს _ თითქოს ყველას პასუხობს ბიჭი და მარიამს უყურებს მწუხარე თვალებით. გოგონა თავს აქნევს, თვალები ისევ წყლიანი აქვს და ისევ ისე ტირის. სოფის დამალვა უნდა, სადმე შორს გაქცევა უნდა, რომ გაქრეს.
_ მოგკლავ _ ყელზე ძარღვები ეჭიმება მაქსიმეს და სოფის ხელს მაინც არ უშვებს. გოგონა მის მოშორებას ცდილობს.
_ ვერ მომკლავ _ იცინის ლუკა, მერე უცებ სერიოზულდება _ გაუშვი _ ხმა ცივი, გამყინავი აქვს და სოფი ფიქრობს, რომ ისიც დააზომბეს, მაგრამ თვალები... შეშინებული უყურებს თვალებში ძმას, საკუთარ ძმას, რომელიც იმ ადამიანებიდან ერთ-ერთია, იმ მკვლელებიდან, იმ სადისტებიდან, იმ შეშლილი მეცნიერებიდან და გიჟი გენიოსებიდან ერთ-ერთია...
_ ნუ გეშინია _ ჩურჩულებს ლუკა. სოფი სასოწარკვეთილი უყურებს და სიცილი უტყდება. ლუკა სწრაფად უახლოვდება, მაგრამ მაქსიმე სოფის მის ზურგსუკან იქცევს და ბიჭს უღრენს.
_ ხელი გაუშვი _ კბილებში ცრის ლუკა.
_ მაქსიმე, გაუშვი _ ამბობს სანდროც, ხვდება რომ არ ღირს... უბრალოდ არ ღირს. მარიამი ჯერ კოდევ შოკირებული, სანდროს მკერდში მალავს თავს დ. არ უნდა, დაინახოს. არ უნდა, ასეთი დაინახოს ბიჭი, რომელიც სიგიჟემდე უყვარს.
_ სოფი, მშვიდად, გთხოვ, დაწყნარდი _ ლუკა ფრთხილად დგას და ცდილობს გოგონას მოეხვიოს, მაგრამ სოფი მაშინვე უკან იხევს და სიცილს განაგრძნობს. ისტერია.
_ მე აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები წაგიყვან აქედან _ ნელი ნაბიჯებით უახლოვდება. სოფი ისევ უკან იხევს.
_ თავი დამანებე, მე შენ არ გიცნობ, მე შენნაირს არავის ვიცნობ _ ხელებს იქნევს და სიცილს წყვეტს, მაგრამ თვალები ცრემლებით ევსება და უკან-უკან იხევს.
_ სოფი მე ისევ ის ვარ, შენც ისევ სოფაკო ხარ, გახსოვს? _ ღიმილით ცდილობს გააჩეროს და ნაბიჯებს უსწრაფებს. სოფი ცოტაც და იმ ხაზს გასცდება... ხაზს გაცდება და...
_ არა, შენ ლუკა არ ხარ, არც ლუკაკო... შენ ლაშა მოკალი, ანდრო მოკალი, კოკაც შენ მოკალი, შენი ბრალია... ყველაფერი შენი ბრალია, მეც მომკალი, მეც შენ მომკალი _ სოფის თვალები შეშლილივით უელავს და რამდენიმე ნაბიჯი აკლია, სულ რამდენიმე. ლუკა ცდილობს უბრალოდ დაეწიოს, მაგრამ გოგონამ რომ სირბილი განაგრძოს...
_ არ გაბედოთ, ეს ბრძანებაა _ ღრიალებს ლუკა სოფის ზურგის მიმართულებით. სოფი მაინც არ ჩერდება, მათ კი ალბათ არ ესმით ლუკას ხმა. პერიმეტრს კვეთს, ლუკა სოფის ხელს კრავს და მაინც ვერ ასწრებს... ტყვიების ხმა აყრუებს მთელს ტყეს. მარიამი თავს სწევს, კივილით მორბის დ. ძირს დავარდნილ სოფისთან იმუხლება. ლუკა გოგონასთან ერთად ვარდება და თავს ხელებში რგავს. სანდრო გახევებული დგას, ვერ იჯერებს რომ სოფი... მაქსიმეც გოგონასთან იმუხლება, ხელებს მხრებში ავლებს და ყვირის.
_ თავი დაანებეთ, გულში არ მოხვედრია _ ძლივს ჩურჩულებს ლუკა.
_ რა აზრი აქვს, მუცელში მოხვდა სამაგიეროდ, ხუთჯერ გაისროლეს, მაგ ახ,ვრებმა _ ღრიალებს მაქსიმე. ასეთს ყველა პირველად ხედავს.
_ რეგენერაცია _ მოკლედ პასუხობს ლუკა, მერე ფხიზლდება და მარიამს აყენებს, გოგონა სოფისკენ იწევა და ტირილით იშორებს ლუკას. მერე გაოგნება, მერე იყო ძალიან დიდი გაოგნება მათ თვალებში. სისხლი ჩერდება, ნატყვიარები კი ნელა, მაგრამ შესამჩნევად იწყებს შეხორცებას. სოფის აწეულ ზედაზე კარგად ამჩნია სისხლი, მაგრამ მუცელზე აღარ. აღარც მკლავზე, ტყვიებუ ქრება, იკარგება და გაჩერებული გული ისევ ძგერას იწყებს.
_ არ მესმის, არ მესმის _ ხმა უკანკალდება მარიამს.
_ ახლა საჭიროა მოშორდეთ, რომ წავიყვანო _ ძირს იხრება ლუკა და სოფი ხელში აყავს.
_ ვერსადაც ვერ წაიყვან _ თვალებს უბრიალებს სანდრო, ისიც ჯერ კიდევ გაოცებულია.
_ თქვენ სახლში დაბრუნდით, ნიას ცხედარი გაასვენეთ _ ბოლო წვეთი იყო ეს მარიამისთვის.
_ დავიღალეთ, თავი დაგვანებეთ, არაადამიანები ხართ, თქვენ.... ნაძირლები ხართ _ ღრიალით იწევა და გაშლილ ხელს ურტყამს ლუკას. ლუკას ეწვის, საშინლად ეწვის მარჯვენა ლოყა და მარიამი...
_ დაწყნარდი, გთხოვ, მაპატიე... გაგიყვანთ აქედან, თქვენ ორს აუცილებლად გაგიყვანთ, გეფიცები _ ხელში ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი სოფი უჭირავს, მარიამს შუბლზე კოცნის და უკან ბრუნდება, მისი თვალების დანახვა აღარ შეუძლია.
_ სანამ ყველაფერს გავიგებთ, სანამ ბოლომდე მოგვკლავთ... წამიყვანე რა, ვეღარ გავუძლებთ _ მაინც ეწევა მისი სიტყვები. ნაბიჯებს უჩქარებს, გული მტკივლეულად ევსება სევდით და საკუთარი თავისადმი ზიზღით, მაგრამ იცის რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, იცის რომ ეს ასე თუ არ მოხდა, არაფერიც არ იქნება კარგად, მეტიც, უარესად იქნება.
_ ლუკა, რა მოხდა? _ თვალებს ახელს სოფი. ხმა სუსტი აქვს, საშინლად დაღლილი.
_ სანამ ყველაფერს გაიგებ, დავამთავრებ ამას _ აძლევს პირობას მასაც და მარიამსაც _ შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, ცოტა დარჩა, სახლში წაგიყვან, მაკასთან და დავითთან, ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ სოფი თავს უქნევს და ცრემლები მაინც მოსდის.
_ მარიამი, სანდრო? სალომე? ლუკა, მე იცი, მე კოკა... _ ვეღარ ასრულებს, დანაშაულის გრძნობა აწვება.
_ არ დააბრალო საკუთარ თავს, შენ არ ხარ ამაში დამნაშავე. _ ცრემლიან თვალებზე კოცნის და დაღლილი აღებს ხის სახლის კარს, მერე სოფი იქ შეყავს და საწოლზე სვამს.
_ რომ დავიძინებ და გავიღვიძებ, კარგად იქნება ხო ყველაფერი? _ თვალებს ხუჭავს სოფი.
_ გპირდები _ ბიჭის ხმა უკვე შორს ესმის, ითიშება.

8888

წვიმის ხმა აწუხებს და ეღვიძება. თვალებს ახელს, მერე ისევ ხუჭავს და ისევ ახელს.
_ დე, დედიკო _ ყვირის და სარკესთან მჯდარ მაკას აშტერება.
_ სოფი, ერთ თვეში ასე როგორ მოგენატრე _ სიცილით ბრუნდება ქალი. სოფი ფეხზე დგება და მისკენ სირბილით ფარავს მანძილს, თან ყელზე ხვევს ხელებს და თავს გულზე ადებს.
_ რა გჭირს, ხომ კარგად ხარ _ ისევ იცინის ქალი, თან თმებზე ხელს უსვამს სოფის.
_ არ ვიცი დე, სამოთხეში ვარ? _ ეკითხება და აცრემლებულ თვალებს ახამხამებს.
_ ნუ, უახლოესი ოთხმოცი წლის შემდეგ კი _ წელზე ხელებს ხვევს შვილს და ოთახში შემოსულ ლუკასთან ერთად იცინის.
_ მე მეგონა გასართობად წამოვიდა ეს, თუ ვენატრებოდი ჩამოგეყვანა უფრო ადრე _ სიცილით ტუქსავს შვილს.
_ რა თქვი დედა? _ თავს სწევს სოფი. კარებში მდგარ ლუკას რომ უყურებს, ნიკაპი უკანკალებს და მისკენ მირბის, თან წელზე ახტება და ყელში მაგრად კოცნის,
_ ვერ არის _ საფეთქელთან საჩვენებელ თითს იტრიალებს გაკვირვებული ქალი და ოთახიდან გადის. ლუკა სიცილით უჩეჩავს დას თმას.
_ არ მჯერა, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მეზიზღები _ ეჩურჩულებოდა სოფი, ყელში გაჩხერილი ბურთი ეზრდებოდა და ტირილი დაიწყო.
_ დაივიწყე ყველაფერი
_ ისინი? სხვები?
_ ვინც დარჩა ყველა კარგადაა... მარიამი ქვემოთ გელოდება, სანდროც. მეორე სანდრო თავისთანაა, სახლში.
_ და...
_ ხო, აი მაქსიმეზე ვილაპარაკებთ მერე, ამ დღეებში გიპოვის ალბათ _ წარბს უწევს და შუბლზე კოცნის.
_ ჩვენ გადავრჩით, მაგრამ დანარჩენები? მეშინია, მათი სულების მეშინია
_ დაწყნარდი, აღარ იტირო რა. დარწმუნებული ვარ კოკა გაპატიებს სადაცაა, საკუთარ თავს ალბათ ვერ.
_ შენ საიდან იცი ეგ? _ შეშინებული შორდება და თვალებში უყურებს.
_ კამერები გვქონდა...
_ და თქვენ _ ნიკაპი უკანკალდება სასოწარკვეთისგან მთელი სახე უხურს
_ არა, მხოლოდ ის დავინახეთ, როგორ გადიოდა _ ამშვიდებს ბიჭი _ არ გატყუებ
_ მადლობა... ლაშა მომენატრება
_ ლაშას გაუხარდებოდა კარგად რომ ყოფილიყავი, იცი როგორ უყვარდი? ყველაფერი იცოდა _ სევდიანად ეღიმება
_ არა, არა _ სოფის გააზრებაც უჭირს.
_ ნუ ფიქრობ რომ თავიდანვე იცოდა. იმ ღამეს მოვუყევი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. მიაკითხეს... _ თვალი აარიდა გოგონას.
_ ვინ მოკლა ლაშა? _ სოფის ხმა ცივი, შემზარავად ცივი იყო
_ სოფი, არ მოგცემ უფლებას თავიდან დაიწყო! ყელაფერი დასრულდა, მე მოვაგვარებ დანარჩენს!
_ არა, არც შენ _ ყვირის სოფი _ ლუკა, თუ გიყვარვარ, ძალიან გთხოვ, გემუდარები, ერთად წავიდეთ აქედან. მე, შენ, დავითი, მაკა... აუცილებლად წავიდეთ.
_ წავალთ.


ნუ, მოკლედ...
ბევრის თქმა მინდა და თან არაფრის,
ვერ ვხსნი ახლა ეს რატომ გავაკეთე.
ერთმა გოგომ მითხრა ერთხელ,
ნუ დაამთავრებ ამას ცუდადო და
მაშინ კი გავიცინე,
მაგრამ ხომ ხედავ ცაცა, მაინც გავითვალისწინე.
შენ ყველაზე უკეთ მიცნობ და იცი,
როგორი გარეკილიც მაქვს და
თავში რაღაც რომ დამიტრიალდა და
გადამიტრიალდა,
ბევრი აღარც მიფიქრია მერე.
ბევრს გული დაწყდა ალბათ,
მესმის ბევრს არ მოეწონება,
ბევრს რა,
მგონი ყველას.
შეიძლება ისიც თქვათ, ჰორორს საერთოდ ვერ წერს
ელენეო და მართლებიც იქნებით,
ყველა ისტორიას ცუდად ვამთავრებ და
რატომღაც... მაინცდამაინც ჰორორი ვერ...
ჯანდაბა, მადლობა ყველას.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Cudi namdvilad ar iyo,magram ver gavige bolos shinaarsi,any vin iyo is xalxi,ra undodat da a.sh. bolo rato gamoketen IQ ver gavige.rasac aqmde velodit is ar gitqvams da eg ar momewona
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი VIKTA

სულ ვკითხულობდი და ძალიან მომწონდა, მაგრამ ასე დამთავრება რას ნიშნავს? ყოველი თავის წაკითხვა მსიამოვნებდა იმიტომ რომ ნელ-ნელა ვფიქრობდი, რომ კარტები გაიხსნებოდა...
ვინ იყვნენ ისინი?
რა უნდოდათ?
როგორ გამოაღწიეს?
ლუკა რატომ იყო მათთან?
სად არის მაქსიმე?
ვფიქრობ ამ კითხვებისთვის პასუხი აუცილებლად უნდა გაეცა ამ თავს... კარგი იქნება თუ გააგრძელებ და მართლა დაასრულებ:)

 


№3  offline მოდერი Behandice

გამიხარდა ცუდად რომ არ დაამთავრე.
სიმართლე გითხრა სხვანაირ დასასრულს ველოდი.
ცოტა იმედები გამიცრუვდა.
იმიტომ რომ მთელი ამ ისტორიის კითხვისას ვცდილობდი გამეგო რახდებოდა.
ყვავები რაშუაშია?
ან ეს კაფსულები რა იყო?
ვინ კლავდა მათ?
საბოლოოდ ძალიან დიდი გაურკვევლობაში დავრჩი.
მაინც ეგოისტურად მომწონს!

 


№4  offline წევრი ეფი

და მაინც კარგია.

 


№5  offline მოდერი sopiko

ბევრად მეტს ველოდი...
და მაინც მომეწონა.
ბოლოში იმდენი რამე დამაკლდა, ჩამოთვლას აზრი არ აქვს...
არ ვიცი, რატომ დაასრულე ასე,
მაგრამ სიუჟეტურად ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო heart_eyes
მალე დაგვიბრუნდი!

 


№6 სტუმარი მიკა

ცუდად დაამთავრე.. ან ყვავები რატო კვდებოდნენ, და რა შუაში იყო, ხო უნდა დაგეწერა.. ან ლუკაზე, ისიც ხო დაავადებული იყო, როგორ ჩამოშორდა მათ, ან ბავშვებიც როგორ გადარჩნენ

 


№7 სტუმარი nini

Es ar aris srulfasovani motxroba! Ai ver avgwer rogor damwyda guli bolo tavis wakitxva rom davasrule. Dilidan moyolebuli 13 tavi gulmodgined da sheuchereblad wavikitxe gadavde chemi yvela saqme im edit rom aseti magari motxrobis bolos iqneboda umagresi dasasrulis dasawyisi, magram hop da saocreba erti cida gogom romelmac mteli shtagoneba chaaqsova tavis namushevarshi , bolo tavit ubralod gaanadgura. Elene pirvelad sheidzleba ar vkitxulob shens shemoqmedebas , zogadad ishviatad vimaxsovreb wakitxulis avtorebs, magram es namdvilad ar iyo kargi saqcieli da darwmunebuli var bevr mkitxvels awyenine

Shen iqnebi ubestesi gogo tu gamoasworeb yvelafers da shen nashroms haershi ase ar datoveb. Albad bevrs aqvs survili es motxroba gaagrdzelo da satanado dasaruli dawero. Da me am motxrobas vagiareb sauketesota shoris sauketesod rac ki maqvs wakitxuli am webze.

Rac sheexeba serials daxuruli skola, romelic ertertma mkitxvelma agnishna da gaakritika tavisi chkuit sheni shemoqmedeba. Absoluturad ar vetanxmebi da getyvit ratom.

1. Nebismieri nayurebi filmis an serialis scenaris tqveneburi interpretaciit chawera danashauli ar aris.
2. Filmis scenaris chawera advili ar aris.
3. Siujetis amogeba romelime filmidan da raime chanawershi gamoyeneba ar nishnavs moparvas an misi msgavsi siujetis sheqmnas. Es aris ubralod shtagoneba.
4. Elene patara axalgazrda damwyebi mweralia romelic sheidzleba sulac ubralod tavs irtobs amit da gasaqans adzlevs fiqrebs da sityvebs, da amis gamo ar unda gakicxod. Visac ar aqvs es filmi nanaxi ver moifiqrebda rom ragacit gavs me piradad orjer maqvs nanaxi mtlianad es seriali da sanam im "tornikes" comentars ar wavawydi manamde arc gamifiqria am serialis siujettan msgavsebaze. Ase rom yvelam tavis shemoqmedebas mixedos da tu rame pretenzia aqvs plagiattan vtxov sakutars gadaxedos iqneb rame aqvs sxvisgan moparuli )))).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent