შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 2 )


19-02-2018, 01:48
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 639

3 წუთის მერე მივხვდი, იმ ხმაურში ვერავის გავაგებინებდი და სახელური ხელით მოვსინჯე. როგორც ყოველთვის, ეხლაც ღია დამხვდა. პარკები კარგად დავიჭირე რო არ გამვარდნოდა და მისაღებში შევაბიჯე. ცოტა ხანში ყველა გაისუსა. ტირილი მინდოდა მათი სახეების შემხედვარეს. ის-ის იყო უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი ცოტნეს ხმამ რო შემაჩერა
-მაგ სურსათ-სანოვაგით აპირებ დანაშაულის გამოსყიდვას ? ნიუ იორკში გაგიშვით, გვეგონა მთელ მაღაზიებს ჩამოგვიტანდი და ციცოს მაღაზიაში ნაყიდი ჩიფსებით და არყით გინდა გამოძვრე გოგო?- გამიცინა და ჩემკენ გამოექანა, ჩემი ხელში ატაცება და ჟივილ-ხივილის ატყდომა ერთი იყო.
მერე სათითაოდ გადავეხვიე რვავეს და ჩხუბი დამიწყეს
-ესე როგორ მიგვაგდე გოგო
-სად გაიქეცი რო გაიქეცი
-უნამუსო რო იყავი ვიცოდით, მაგრამ მთლად ესეთიც არ გვეგონე
-4 წელი შენ გარეშე, პროსტა აზრზე ხარ რამდენ რაღაცას დააკლდი?
-კიდე ორი წელიც და შენს დასახვრეტად და სროკზე წასასვლელად მოვდიოდი შენთან
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გვენატრებოდი
-გასაწიწკნი ხარ მაგრამ ვაი ამ ჩემს გულს რა ვუთხარი თორე...
-ამდენი ხნით აღარ დაიკარგო ხოლმე. ზამთარ-ზაფხულ მაინც ჩამოგვიარე შე ყველაზე უსინდისო არსებავ

-აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას- ამოვილუღლუღე ძლივს და უცბად ყველა გაჩუმდა
-ღადაობ ტო?- მკითხა გაკვირვებული ხმით რეზიმ
-არა რეზი, არ ვღადაობ. ყველაზე მეტად თქვენი რეაქციის მეშინოდა, მაგრამ ეხლა რო ვიაზრებ რამდენს ვკარგავდი თქვენი სახით, აღარ მინდა იქ დაბრუნება
-მერე იქაური მეგობრები არ გაგინაწყენდებიან?- დამიჯდა გვერდით ანკა
-იმათი დაკარგვის არ მეშინია, თან დამპირდნენ ჩამოგაკითხავთო- მხრები ავიჩეჩე და ჩემი ბავშვობის დაქალს ჩავეხუტე
-შარშანწინ ვაპირებდით ახალ წელს დადგომას მაგრამ მერე ვიფიქრეთ იმხელა ქალაქში სად მივაგნოთთქო, თან ფეისბუქიც გააქუმე, ტელეფონის ნომერიც არ ვიცოდით და იტოკში ჩაგვეშალა რა- მითხრა ვაკომ და თმები ამიჩეჩა- როგორ მოგვენატრე შე ბატო
-საჩუქრები მართლა არ ჩამოგვიტანე?- გაიკვირვა ნიამ და 23 წლის გოგო 3 წლის ბავშივით გაიბუსხა
-როგორ არა, უბრალოდ ჩემოდანში მაქვს ყველაფერი და ხვალ ჩემთან რო ამოხვალთ, დაგირიგებთ- დავამშვიდე და ეხლა მაგას ჩავეხუტე
-ჩვენც გვაქვს შენთვის საჩუქარი- ნაპასი დაარტყა საბამ
-აბაა?- ამენთო თვალები, თან გამიკვირდა ხო არ იცოდნენ ჩამოსვლას რო ვაპირებდი
-ამ ვაჟბატონს ცოლი მოყავს-მახარა ნუცამ და რატის უჩქმიტა ლოყაზე
-ოო მომყავს არა ის, გატყუებენ ანიტ, შენთავსვფიცავარ მაგაზე ლაპარაკიც არ ყოფილა
-დაიცა და სარძლო სადაა, არ უნდა გამაცნო?
-გაგაცნობ რა ამ დღეებში- თვალი ჩამიკრა და მეორე სიგარეტს გაუკიდა
-რამდენს ეწევით ფანჯარა მაინც გამოაღეთ- დავიწუწუნე და ფეხები სავარძელზე ავკეცე
-როდის აქედან გაწუხებს სუნი- მკითხა ცოტნემ და მზესუმზირის შეკვრა გადმომიგდო
-მეორე თვეში ვარ უკვე
-ბატონოო?- შემოტრიალდა ნუცა და თვალებით მომკლა ადგილზევე
-მომესმა?- წამოდგა რეზი
-ვაიმე ვიხუმრე ხალხო, რა იყოთ- გამეცინა და ცოტნეს გავხედე მიშველე-თქო
-მართლა იხუმრე?- ხმა გაიმკაცრა საბამ
-კი თქვენ თავს ვფიცავარ- გავუცინე და თავში ჩიფსის შეკვრა მომხვდა ნიასგან
-შენი გამოსწორება არ იქნება რა - ენა გამომიყო და ოთახიდან გავიდა
-მომიყევით ეხლა აქაური ამბები-მოვათვალიერე შვიდივე
-ჯერ შენ დაიწყე, რას აკეთებდი იქ- სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა ვაკო- ჩვენ იმდენი გვაქვს მოსაყოლი ერთი კვირა ვერ მოვრჩებით ლაპარაკს
-ნუ რავი, ჩემი ოფისი გავხსენი
-ისევ გიჟებს უსმენ საათობით?- დაბრუნდა ნია ყავის ჭიქით ხელში
-გიჟებს არა, მაგრამ არც არაფერი უკლიათ. ზოგი მართლა ძალიან კარგი ადამიანია და ესე უცერემონიოდ რო დავტოვე ცოტა გული მწყდება მაგრამ გადაიტანენ- გავუცინე როგორც ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე
-მეგობრები?- ეჭვიანი ხმით მკითხა ანკამ
-თავიდან სულ მარტო ვიყავი, ჩემს თავს არ ვაძ₾ევდი უფლებას სხვა ხალხთან დამეწყო ურთიერთობა. ისედაც ვიცოდი რო თქვენ თავს ვერავინ შემიცვლიდა და წარუმატებელი ურთიერთობების დაწყებას, მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი. უბრალოდ მერე ჩემს მდივანს დავუდაქალდი, მერე ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ჩემი პაციენტი იყო და ეგ ორი მეგობარი მყავდა. და ჰო კიდე ნიკეს შეყვარებულ გეგისაც კარგად ვიცნობდი
-ნიკე? გეგი? ნაღდად ამერიკაში იყავი?
-ნუ დედით პოლონელი იყო, ვერონიკა ერქვა და მე ნიკეს ვეძახდი. მერე შერჩა და შერჩა- მხრები ავიჩეჩე და საბას გამოწვდილი კოკაკოლა მოვსვი- ალექსის რაც შეეხება ჩვენი მეზობელი როა გეგი, იმას ჰგავს ძაან და იმდენი ვიძახე გინდა თუ არა გეგი ხართქო, ზოგჯერ ნიკეც ეგრე ეძახის და ალექსიც შეეჩვია - გავიცინე და მივხვდი უკვე როგორ მენატრებოდა ეგ ორი სულიერი მაგრამ არ შევიმჩნიე და ნუცას მივუბრუნდი, როგორც სამეგობროს ყველაზე ჭორიკანას- ეხლა თქვენი ამბები მაინტერესებს
-ჩვენი ბიჭები მორიგი გარჩევის შედეგად დააპატიმრეს და 1 თვე ისხდნენ - მახარა და ირონიულად გადახედა ხუთივეს
-ასე ცოტა ხანი?- გავიკვირვე და ბიჭებს გავხედე
-აუ ეს ნახე რა, მე ვაშინებდი ჩამოვა ანიტა და ყველაფერს მოვახსენებთქო და ამან რა რეაქცია შეუშვა - აბუზღუნდა ნუცა და გაბუსხულმა გახედა ცოტნეს
-და ხო წარმოგიდგენია ჩვენც როგორ გვეშინოდა- გაეცინა ცოტნეს და ყველა აჰყვა სიცილში
-ხო მაგრამ რა მოხდა
-გვერდითა უბნელები გვიტრა*ებდნენ და მოვსვით თავის ადგილზე, მერე თავდებით გამოგვიშვეს და ესე, მოკლედ ერთ ამბავში ვართ რა
-შოთა?- ვიკითხე მოჩვენებითი უემოციობით, და დამფრთხალი კატასავით მოვავლე იქაურობას თვალი
-შენი კრისა საქმრო? -სიგარეტს გაუკიდა ცოტნემ- მაგაზე არ იდარდო შენ, გამქრალია დედაბუდიანად- თვალი ჩამიკრა და ნაპასი დაარტყა
-ეგ რას ნიშნავს- ამიკანკალდა ხმა
-კაი ნუ დააფრთხე ბავშვი- გახედა რატიმ ცოტნეს და მერე მე მომიბრუნდა- არაფერი ანიტ, გავუიასნეთ რო თუ სადმე მაგის ნაკვალევს აღმოვაჩენდით უბრალოდ წასული იყო მაგისი საქმე და თვითონ დატოვა ქვეყანა
-ანიტ, ისევ გიყვარს?- ჩამეკითხა ანკა და ყველამ თვალები მე მომაპყრო. სიჩუმე საუკუნედ გაიწელა და უკვე ყველა ანერვიულდა როცა ძლივს ამოვღერღე:
-არა უბრალოდ არ მინდა მაგ არაკაცის ნახვა, საქორწილო კაბაში გამოწყობილი მიმატოვა და შენ როგორ გგონია ისევ მეყვარება? არა არ მიყვარს, უბრალოდ ძველი მოგონებები თავს რო მახსენებს ნერვები მეშლება.
-და რატო დაფიქრდი ამდენ ხანს
-უბრალოდ ის პერიოდი მიყვარს, თვითონ შოთა არა და სიმართლე გითხრათ ხანდახან მიხარია რო ესე მოხდა. პატარა ვიყავი გათხოვებისთვის, თან არასწორ არჩევანს ვაკეთებდი და ფაქტობრივად გადავრჩი- გავიცინე და ვიგრძენი რო ყველამ შვებით ამოისუნთქა
-კარგი გოგო ხარ- ჩამეხუტა ვაკო და თავზე მაკოცა
-ანუ არ მეშინოდეს რო სადმე გადამეყრება?- დავუბრუნდი ისევ იმ თემას
-ნუ ეხლა მაგანაც თუ შენსავით მოინდომა დაბრუნება მაგისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ შენგან განსხვავებით იმას ადგილზევე მოვკლავთ - თვალი ჩამიკრა რეზიმ და ვისკი დაისხა ჭიქაში
-ისე შენც კაი მოსაკლავი ხარ რა- თავი გააქნია ცოტნემ- მაგრამ ჩვენს გულს რა ვუთხარით ესე ძაან რო გვიყვარხარ- ლოყაზე მიჩქმიტა და რაფასთან მივიდა
-შე*ემა ვის ემესიჯები, მოგვაქციე რა ყურადღება- გახედა რატის საბამ
-ბიჭო ლიზამ მომწერა გნახავო და რო ვუთხარი ვერა-თქო გაიბუტა და მიზეზს ვუხსნი რა
-უი ხო, როდის უნდა გამაცნოთ სარძლო? - გავხედე რატის და თვალი ჩავუკარი
-ხვალ ამოვიყვან შენთან გაწყობს?
-აუ არა ტეხავს, საჩუქარი არ ჩამომიტანია მაგისთვის და თქვენ რო 5-5ს დაგირიგებთ ნიტო პონტი იქნება რა, ხო აზრზე ხარ, ზეგ გავიცნობ, ან ხვალვე გავიდეთ სადმე საღამოს
-5-5ს? - გამომხედა ნიამ- რა ამბავია
-თქვენ გგონიათ თქვენი დაბადების დღეები მავიწყდებოდა?- ეშმაკურად გავხედე და წარბი ავუწიე.- ხოდა ესე გავდიოდი ხოლმე იმ დღეს ვისი დაბადების დღეც იყო და საჩუქარს ვარჩევდი. და თითო-თითო სუვენირიც წამოგიყოლეთ ხელს, სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებოდი აეროპორტში სხვა საქმე არ მქონდა- მხრები ავიჩეჩე და თმა გავისწორე
-გიჟი ხარ გეფიცები- აღმოხდა ნუცას
-აუ რა მიყიდე?- ცოტნემ სიგარეტი ჩაწვა საფერფლეში და თვალებით მთხოვდა მითხარიო
-ნახავთ ხვალ ვა, მოითმინეთ ცოტა- ინტრიგა ჩავაგდე და კმაყოფილი გადავწექი სავარძელზე
-აუ მოსაკლავი ხარ , რას გვეუბნებოდი ვაფშე- აბუზღუნდა ანკა და ტელეფონზე მოსულ მესიჯს დახედა
-აუ ვაკო, ისევ ისაა- დაიწუწუნა და ტელეფონი ჩივაძეს გაუწოდა
-ამას სანამ შოთას გზას არ გავუყენებ არ მოისენებს ხო? - გახედა რეზის
-ვინაა?- დავინტერესდი და ანკას მივუტრიალდი
-თქვენი აბეზარი თაყვანისმცემლებისნაირი , ოღონდ ეს ცოტა შეუგნებელია- ამიხსნა საბამ
-ხოდა შევაგნებინებთ, შენ არ ინერვიულო ანუშ- თვალი ჩაუკრა რატიმ და სიგარეტს გაუკიდა
-ღმერთო ჩემო, რამდენს ეწევით. - აღვშფოთდი სერიოზულად- ფილტვები გაზზე გადაიყვანეთ?
-ვაიმე გოგო როგორ მომენატრე შენს რაღაცნაირ იუმორთან ერთად- უცბად გახალისდა ცოტნე და გულში ჩამიკრა
-გავიჭყლიტე შვილო
-კიდე კარგად გამოძვერი 4 წლის უნახავი- თითი დამიქნია და გამეკრიჭა
-აუ ისე მართლა 4 წელი რა ამბავია - დაფიქრდა ნია და დათვლა დაიწყო- 4ჯერ 365ს პლიუს ერთი დღე
-კაი ეხლა ზუსტად 4 წლით არ ვყოფილვარ
-ხო ცოტა მეტი იყავი და სანამ ეგ დღეებიც მიგითვალე მოკეტე- გამომხედა გაბრაზებული თვალებით აქაოდა ხელს ნუ მიშლი დათვლაშიო- 1461 დღე და ამდენივე ღამე
-ბარემ დაგემრგვალებინა 1500მდე- გაუცინა რეზიმ
-არა ესე უფრო მძაფრად ჟღერს
-აუ რო მახსენდება რამდენ რამეს გამოვაკლდი ტირილი მინდება
-აუ შარშან ზაფხულში რა მოხდა იცი? - სიცილით დაიწყო ნუცამ და ეგრევე ყველამ რატის გახედა
-აუ მთელი წელია მაგაზე ლაპარაკობდნენ და კიდე ვერ მოინელეს- აიქნია ხელი ყურადღების ობიექტმა
-კი მაგრამ ესეთი რა მოხდა- გამიკვირდა და ამბის მთხრობელს მივუბრუნდი
-იტოკში, ბევრი რო აღარ გავაგრძელო გოგო დაევასა, გაიცნო რამე რუმე, იქეთური აქეთური დაა
-აუ ბავშვობიდან ვგიჟდები შენი მოყოლის სტილზე - ეგრევე კარგ ხასიათზე დავდექი ამ პოზიტიური არსების შემხედვარე
-ნუ მაწყვეტინებ ვა
-კაი მე მაპატიეთ- ხელები ავწიე დანებების ნიშნად და ვანიშნე გაეგრძელებინა.
-დაა როგორც იცის ხოლმე ვინმე თუ ზედმეტად შეხედავდა ეგრევე უიასნებდა საქმეებს. ხოდა ეს ჩვენი აბესალომი
-აუ წესიერად მოყევი ან ვაფშე გაჩუმდი - გააწყვეტინა რატიმ
-კიდე ვინმე შემაწყვეტინებს და ამ შემოსწრებულს გეფიცებით-თითი ჩემკენ გამოიშვირა- ეგრევე გავალ
-აბა რა აბესალომი
-ეთერი ერქვა და რა მექნა ვა - მე რაშუაში ვარ ხმით გააჩუმა „ბუნტის თავი“
-ეთო ერქვა
-თუ გინდა დავნიძლავდეთ რო პასპორტში ეთერია - დოინჯი შემოირტყა და გამომწვევად აქაჩა წარბები
-ხო კარგი აღარ გაგაწყვეტიებ - გაეცინა რატის და რაფას მიეყუდა
-ძალიან კარგსაც იზამ - თვალი ჩაუკრა და განაგრძო- ხოდა ერთხელ ეს ჩვენი აბესალომი და ეთერი გაუდგნენ გზას და ის დნცკ დნცკ დაწესებულებები როა იქ შევიდნენ, ანუ ეგრედწოდებულ კლუბში. ნუ ჩვენც იქ ვიყავით მარა ჯერ არ გვაცნობდა დამიფრთხობთო და შესაბამისად ხელს არ ვუშლიდით, ჩვენთვის ვერთობოდით ცალკე. ცოტა ხანში გავიხედე და რა ხდება. რა ხდება არ მახსოვს მარა პოსტ ფაქტუმ გავიგეთ რაც ხდებოდა. თურმე ეს რო გავიდა დასალევის მოსატანად და დაბრუნდა დაინახა რო ეს ჩვენი ეთო ვიღაც ბიჭს ელაპარაკება და ის ეჩხუბება. ამან დაყარა ეს სასმელი და მივარდა იმ ბიჭს და გაუქანა მუშტი, ხია. იმან ბრახო და წაბარბაცდა, მერე ის ამას შეარჩენდა?! იმან ბრუხო და არც ეს გამოვიდა მთლად სუფთა იმ საქმიდან და ყველაზე მთავარი ისაა, რო ეთოს ძმას ეუბნებოდა ჩემს გოგოს მეორეჯერ აღარ გაეკაროო ნუ ხო წარმოგიდგენია იქ რა მოხდებოდა. - ყველას სიცილი აუტყდა.
-აი გეფიცები არ ბეზრდებათ, კვირაში 5ჯერ ყვებიან და სულ ესე იცინიან, დაელიათ სალაპარაკო- განწირული ხმით მითხრა რატიმ და თავი გააქნია- იმენა არაფერი ეშველებათ
მე ისტორიაზე მეტად ნუცას მოყოლილზე უფრო მეცინებოდა, მთელი არსებით და ჟესტიკულაციის მაქსიმალური მარაგით რო აღწერა ჩხუბის პროცესი და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თვითნ ჩხუბობდა იმ წუთას . ვგიჟდები ამ გოგოზე და რა გავაკეთო?!
მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ბოლოს ვის სად მიგვეძინა აღარც მახსოვს, მაგრამ საღამოს შვიდამდე გათიშულები ვიყავით. ტელეფონს რო დავხედე დედაჩემის უამრავი ზარი დამხვდა და ეგრევე გადავურეკე
-აუ დე ხო არ ინერვიულე? არ მესმოდა შენს თავს ვფიცავარ
-არა არ მინერვიულა, უბრალოდ მეგობრები კაია მაგრა, ჩვენც მოგვენატრე და იქნებ აქეთ გადმოგენაცვლათ?
-სხვათაშორის დღეს ვაპირებდით მანდ შეკრებას , საჩუქრები რო ჩამოგიტანეთ ხო უნდა დამერიგებინა, თორე ნია და ცოტნე უკვე ვეღარ ითმენენ
-მეც ჩამომიტანე , დე? - მვხვდი როგორ გაეღიმა ყურმილს იქით
-არ გრცხვენია მაკა? 5 თან
-რა ამბავია დედიკო 5, ერთი სუვენირიც მეყოფოდა- გაუკვირდა
-მაგას მერე აგიხსნი, წავალ ეხლა ამათ გავაღვიძებ და ნახევარ საათში შენთან ვიქნებით - ყურმილი დავკიდე და ოთახში შემოსულ ციბაძეს შევხედე
-რაო რა საჩუქრებიო და რა ცოტნე ვეღარ ითმენსო?
-რაც უფრო მალე გამაღვიძებინებ ამათ, მით მალე ნახავ - დავეკრიჭე და ვაკოს მივარტყი ფეხი- გაიღვიძე დაღამდა
-მღვიძავს ნუ მირტყამ- აბუზღუნდა ჩივაძე და მეორე მხარეს გადაბრუნდა- სხვათაშორის მაგას პირიქით ამბობენ ხოლმე
-როგორ, დაიძინე გათენდაო?
ვაკომ თავი წამოსწია, მზერა ერთ წერტილს გაუსწორა, იფიქრა იფიქრა და ისევ დაწვა- ხო ნუ რაღაც ეგეთს- თქვა და ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა
ძლივს ავაგდეთ მე და ცოტნემ შვიდივე ძილისგუდა და ჩემი სახლისკენ გავრეკე.

ჩვენ როგორი სამეგობრო გვყავდა იცით? თითქოს არაფრით გამორჩეული მარა ყველაზე შეკრული წრე ვიყავით. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის როა ფრაზა, გვეგონა ჩვენზე იყო დაწერილი და სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი. მახსოვს ბავშვობაში შტაბი გვქონდა და აბრაზე ეგ გვქონდა გამოკრული. პატარაობიდან ერთად მოვდივართ და ალბათ ხვდებით როგორ გვიყვარს ერთმანეთი და როგორ კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს. ჩვენი მშოლებიც მეგობრობენ და ეგ ყველაზე მეტად გვახარებს. ერთად გვიშებენ დასასვენებლად და ყველა მათგანი თავის შვილს დანარჩენების იმედად ტოვებს. იციან რო ჩვენ თვითონაც არ გვაქვს ჩვენი იმედი მაგრამ სადაც ბიჭები არიან , იქ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ გაგვიბედავს და სანამ ჩვენ ვართ , დარწმუნებულები არიან რო საკვები, მზრუნველობა და დატუქსვა არ აკლიათ. ხოდა შესაბამისად ძალიან დამშვიდებულები გვიშვებენ ყველგან სადაც წავალთ. სულ რო გილიოტინაზე ავდიოდეთ მაგაზეც არ ინერვიულებენ, იმ შემთხვევაში თუ ცხრავე მივდივართ. ესე გრძელდებოდა ბავშვობიდან მანამდე სანამ...



№1 სტუმარი სტუმარი nina

gaagrdzele veli shemdeg tavss

 


№2 სტუმარი სტუმარი Keti

auu ar myofnis tavebii :((

vici ar aris advili rom yovel dge dado tan didi tavi,magram rom mainteresebs da minda wakitxva ra vkna :D :D

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესოა ძალიან

 


№5  offline წევრი NatatuKa

დიდი მადლობა ყველას^^^

სტუმარი nina
gaagrdzele veli shemdeg tavss


სტუმარი Keti
auu ar myofnis tavebii :((

vici ar aris advili rom yovel dge dado tan didi tavi,magram rom mainteresebs da minda wakitxva ra vkna :D :D


მწვანეთვალებაგოგო
Dzalian kargia.


Anuki96
საინტერესოა ძალიან

 


№6 სტუმარი სტუმარი მიმი

გელოდებიი იმედი მაქვს არ დაიგვიანებ

 


№7  offline წევრი kaisha13

ძალიან მომეწონა კარგად წერ,მსუბუქი წასაკითხია,არც ძალიან პატარა თავებია და ძალიან დამაინტერესებელი,განსაკუთრებით ერთი სული მაქვს სათაურის მიზეზამდე როდის მიხვალ....)))წარმატებები

 


№8  offline წევრი NatatuKa

იმის გათვალისწინებით, რომ არ მინდა მოვლენები ძალიან დავაჩქარო ერთი-ორი თავი ალბათ მაინც დამჭირდება მაგ სათაურის ბოლომდე ასახსნელად :დ გმადლობ აზრის დაფიქსირებისთვია ^^ მიხარია რო მოგწონს

kaisha13
ძალიან მომეწონა კარგად წერ,მსუბუქი წასაკითხია,არც ძალიან პატარა თავებია და ძალიან დამაინტერესებელი,განსაკუთრებით ერთი სული მაქვს სათაურის მიზეზამდე როდის მიხვალ....)))წარმატებები

 


№9  offline წევრი Somebody

წაიკითხავ და გადუნებს, სასიამოვნოდ კითხულობ.
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent