შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (XII თავი)


19-02-2018, 21:19
ავტორი teddy))
ნანახია 1 574

XII თავი
*
საავადმყოფოს კარებთან ვდგევარ და დერეფანში შებიჯებას ვერ ვბედავ, ასე მგონია არ ვარ იმის ღირსი, რომ ჩემი წადილი ავისრულო. არ მინდა ვინმემ ჩემი არსებობა იგრძნოს, სუნთქვას ვიკავებ, გეგონება ამით თავს დაცულად ვიგრძნობ. ლიფტით იმ სართულზე ავდივარ, სადაც ნიკა წევს ან ყოველ შემთხვევაში იწვა. პალატიდან მოშორებით ბაჩოს და ლევანს ვხედავ. უჩუმრად მიმაქვს კარების სახელურისკენ აკანკალებული ხელი და კარების გაღებისას მთელი სხეული მიცახცახებს. ზღურბლთან გაშეშებული ვდგავარ, ნიკას ვერ ვხედავ, ექიმი კი ვენაში რაღაც სითხის შეყვანას ცდილობს, თან აქეთ-იქით იხედება. პანიკა მიტევს და ხმამაღლა ვკივი:
-ეს არის, ნიკას მოკვლა უნდა, დაიჭირეთ!
ამ დროს ბაჩო და ლევანი შემორბიან პალატაში და კედელთან ექიმის ფორმაში ჩაცმულ კაცს იმწყდევენ:
-ვინ ხარ? რა გინდა ნიკასგან?-უღრიალებს ლევანი.
-ექიმი ვარ, რა უნდა მინდოდეს, დაცვას დაუძახეთ!-შეშინებული პასუხობს ის.
-თავს ნუ იმართლებ, თქვი დროზე! რატომ არის ნიკა უგონოდ რა გაუკეთე? ის ხო გონზე იყო მოსული!
-ძილის წამალი აქვს მიღებული, მალე გაიღვიძებს. რა გინდათ ვერ ვხდები!
-დათო ექიმო, რა ხდება?-ისმის გოგონას ხმა. -გაუშვით ექიმია!
ლევანი და ბაჩო ჯერ მე მიყურებენ, შემდეგ ექიმს ხელს უშვებენ, ბოდიშებით ავსებენ, სხვაში შეგვეშალეო და როდესაც ექიმი პალატიდან გადის ჩემკენ მოდიან:
-თაია, კარგად ხარ?-გაკვირვებული მეკითხებიან ისინი.
-ჯერ შენ ხომ არ აპირებდი ჩამოსვლას?
-ნიკას მოკვლა უნდათ, ნიკას მოკვლა!
-თქვი ნორმალურად რასაც იძახი, რა ნიკას მოკვლა?
-გერმანიაში რომ ვიყავი მომიტაცეს ქართველებმა, გავიგონე რომ ნიკას მოკვლა უნდოდათ, მართალია, რასაც ვიძახი!-დაღლილი იატაკზე ვჯდები და ტირილისგან თავს ვეღარ ვიკავებ.
-მოგიტაცეს? მისმინე ახლა უსაფრთხოდ ხარ?-ჩაიმუხლა ლევანი.
-გეხვეწები დამშვიდდი!-თავზე ხელს მისვამს ბაჩო.
-რა ხდება?-ისმის პალატაში ხმა. ამ ხმის გაგონებისას ვშეშდები, ჩემთან ერთად ეს წუთიც ჩერდება და გაურკვეველ ბგერებს გამოვცემ.
-თაია...-მესმის დამარცვლული ჩემი სახელი.-პალატიდან გადით, დროზე!
ბიჭებთან ერთად მეც ვაპირებ გასვლას, თუმცა ნიკას ხმა მაჩერებს:
-შენ დარჩი!
მისკენ ვბრუნდები, ფეხებს ძლივს ვიმორჩილებ, მისკენ რომ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგა.
-ნიკა მე...
-ჩუ!-ტუჩებთან თითს იდებს.
-მე...-საუბრის გაგრძელებას მაინც ვაპირებ, თუმცა მისი ხმა კვლავ მაწყვეტინებს.
-შენ გაუჩინარებას ვეღარ გადავიტან, მომიახლოვდი!-ამბობს ნიკა.
კარგად მახსოვს ეს სიტყვები. ეს მაშინ ვთქვი, როდესაც ნიკა დავტოვე, მაშინ როდესაც ნახევრად მკვდარი ადამიანი მივატოვე.
-მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო...
-იცი როდესაც ამდენი ხნის შემდეგ გონზე მოვედი პირველი ვინ ვიკითხე?
-გთხოვ აღარ გააგრძელო...-დიდ ტკივილს მაყენებს მისი საუბარი.
-შენ გიკითხე, ხო შენ! თურმე ვყვიროდი თაია მომიყვანეთ, თაია სად არის მეთქი...
-გთხოვ ნიკა, გთხოვ!-ცრემლებს ვერ ვიკავევებ, მის ხელს სულ ვასველებ.
-მერე დამამშვიდებელი გამიკეთეს... მახსოვს ის ყველაფერი რაც მაშინ მითხარი, ხო, მაშინ როდესაც დამტოვე, ყველაფერი მესმოდა!
-დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა!-თავის მართლებას განვაგრძობ მე.
-ჯერ არ დამისრულებია!-ხმამაღლა, გამყინავი ტონით იძახის.-მერე ისევ შენ გიკითხე და ჩემთან თამთა მოვიდა, მან კი რა მითხრა არ გაინტერესებს? იცი ნიკა, თაია გერმანიაში წავიდა, თუმცა მალე ჩამოვა, სხვა გზა არ ქონდაო!-ცოტახანი ჩუმდება და შემდეგ ისევ ლაპარაკს იწყებს:-მე კი ამ დროს რა ვიგრძენი გაინტერესებს? მეგონა, ის ტყვიები, რომელიც ოპერაციის დროს ამომაცალეს, ისევ ჩემს სხეულში იყო და საბოლოოდ მანადგურებდა, გულზე იმ დიდი ლოდის მოცილება მინდოდა, რომელიც ამ სიტყვების შემდეგ ვიგრძენი... მეგონა ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი...
-თავს საშინლად ვგრძნობ, მაპატიე!-მკლავზე ჩემს ხელს ვუჭერ, თუმცა ხელს გვერდზე წევს.
-ორივე ეგოისტები ვართ, ხო ეგოისტები! შენ შენი თავი ვერ დატოვე იმ მომავლის გარეშე, რასაც გერმანია გიწინასწარმეტყველებდა, მე კი შენს გარეშე... ვერ ავიტანე რომ ასეთ დროს დამტოვე...
-ნიკა გთხოვ ასე ნუ მსჯი... ყოველი იქ გატარებული დღე ცუდად მხდიდა, შენ რომ რამე დაგმართნოდა, შენ რომ რამე... ამის გაფიქრებას კი არ მინდა! მეგონა არ გესმოდა, ის რაცას გეუბენბოდი, შენ კი გახსოვს... ჩვენ ორივე ერთმანეთის მოახლოებას ვართ მიჯაჭვულები!
-გადი პალატიდან!
-ნიკა მე...
-გადი მეთქი!-ყვირილზე გადადის. თავს ვუქნევ და უკან შემოუბრუნებლად დერეფანში გავდივარ. მეტის ღირსი ხარ, თაია, მეტის ღირსი! ნაბიჯს ვუჩქარებ, აქ გაჩერება აღარ შემიძლია, ერთი სული მაქვს საავადმყოფოდან, რაც შეიძლება მალე გავიდე.


რას ველოდი, სიხარულით ჩამიკრავდა გულში?

ჩვენ ორივე ეგოისტები ვართ...

მოახლოება კი ორივეს გვანადგურებს, რაშიც მხოლოდ ჩვენ მიგვიძღვის ბრალი.



№1  offline მოდერი sopiko

პატარაა, ძალიან.
ნიკა ბევრს ხომ არ ითხოვს თაიასგან? იმ ყველაფრის შემდეგ...
ჰო, რა ვიცი.
ამათმა მოახლოებამ ბოლო მომიღო ;დდ
შენ გელი <3

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

erotiul saitze tu shedixar

 


№3  offline წევრი teddy))

sopiko
პატარაა, ძალიან.
ნიკა ბევრს ხომ არ ითხოვს თაიასგან? იმ ყველაფრის შემდეგ...
ჰო, რა ვიცი.
ამათმა მოახლოებამ ბოლო მომიღო ;დდ
შენ გელი <3

არა არ ითხოვს!

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Auh. Amdeni dagvianebis shemdeg ase patara tavi. Arada ramdeni xania velodebiiiiiiii, gtxov an moumate an ufro scrafad dade raaa.

 


№5  offline წევრი teddy))

Qeti qimucadze
Auh. Amdeni dagvianebis shemdeg ase patara tavi. Arada ramdeni xania velodebiiiiiiii, gtxov an moumate an ufro scrafad dade raaa.

მესმის თქვენი... ;დდდ <3

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

აგვიანებბ sweat პლუს პატარა თავებს დებ

 


№7  offline წევრი teddy))

ბელუ შეროზია
აგვიანებბ sweat პლუს პატარა თავებს დებ

ვიცი... smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent