შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული როგორც ასეთი თავი მეორე


19-02-2018, 22:59
ავტორი Mariami 1408
ნანახია 1 471

სახლში დაღლილ დაქანცული შევდივარ, ჩანთას იქვე ვაგდებ ფეხზე ვიხდი და მკვდარივით მდივანზე ვწვები. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და დედას ვურეკავ რომელიც საზღვარგარეთ არის, კერძოდ ამერიკაში, მამიკოც იქ არის მაგრამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა, ავარია რომლითაც მამა უკვე 4 თვეა კომაშია
-დუ როგორ ხარ-ვეუბნები დედას და თან ღრმად ვსუნთქავ
-შვილო ექიმებმა თქვეს რომ მამაშენი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს-ჩამისმის დედაჩემის ბედნიერი ხმა
-ეე რაკარგია როგორ მომენატრეთ შენ და მამიკო(მარიამი)
-მეც მომენატრე საყვარელო იმედია მალე გნახავ-თქვა მოწყენილი ხმით დუმ
-კაი დე წავედი ეხა უნდა დავწვე დავიძინო ძაან დაღლილი ვარ(მარიამი)
-კაი დე დაისვენე-მესმის ისევ მისი ხმა და ტელეფონს ვთიშავ. დაღლილი ვდგები ტანსაცმელს ვიხდი აბაზანას ვავსებ და მასში ვწვები თან მუსიკას ვრთავ sia-big girls cry. რატომღაც სულ ალექსანდრეზე მეფიქრება
-არა მარიამ ის ერთი თავხედი იდიოტი ადამიანია-ვუთხარი ჩემს თავს გაბრაზებულმა და ტანზე პირსახოცი მოვიხვიე. ჩემი აბრეშუმის საღამური ჩავიცვი და დაღლილი ლოგინზე დავებერტყე.
დაღლილობისდა მიუხედავად ალექსანდრეზე ფიქრებმა 3 საათამდე არ დამაძინა. ბოლოს თავს ნება მივეცი დამეძინა და ალექსანდრეზე ფიქრები უკუვაგდე...
დილით უცბად წამოვხტი ფეხზე და სავარჯიშოდ გავემზადე. დღეს დასვენების დღე მაქვს, როგორც იქნა დავეთხოვე ჩემი უზარმაზარი კომპანიის უფროსს.
სახლიდან გამოვედი ნაოშნიკები გავიკეთე და belever-ის ფონზე გზას სირბილით გავუყევი. უეცრად გულის არეში ტკივილი ვიგრძენი, ასე მემართება ხოლმე ექმიმმა წამლები გამომიწერა და თქვა რომ ზედმეტი დაღლილობა არ შეიძლება.
აქეთ იქით ვიყურები თუმცა არავინაა ისეთი რომ დამეხმაროს, უეცრად ვხედავ როგორ მაწოდებს ვიღაცა წყალს, მეც პირზე ვიყუდებ და ნელნელა ტკივილიც მივლის.
უკვე დაწყნარებული ფეხზე ვდგები რომ იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო როცა ჩემ წინ მდგარ ალექსანდრეს ვხედავ
-აბა მარიამ როგორ ხარ?-მესმის მისი ცინიკური ხმა. ხელი ავიქნია ნაოშნიკებში belever-ის მოსმენა გავაგრძელე და გზას ფეხით გავუყევი
-მადლობასაც არ გადამიხდი?-უკნიდან მომეწია მისი ხმა
-რომ მცოდნოდა შენ იყავი წყალსაც არ გამოგართმევდი-ვუთხარი უკმახად და გზა განვაგრძე
-ბრაზიანი ქალბატონი-ჩაილაპარაკა ჩემთვის გასაგებად
-ბოდიში?-მივუბრუნდი გაბრაზებულმა მისი ნათქვამით
-აი ხომ ხედავ ეს უკვე პროგრესია აქეთ გამოგახედე(ალექსანდრე)
-ვაიმე ღმერთო რა დავაშავე-ერთი ვთქვი და სირბილით წავედი სახლის გზაზე. კარის გაღებისთანავე გამეღიმა ალექსანდრეზე
-რა გაცინებს დებილო-შევუბღვირე ჩემს თავს და ანისთან წასასვლელად მზადება დავიწყე. შავი თავისუფალი კაბა ჩავიცვი, ფეხზე თეთრი ნიუბალანსები მოვირგე, შავი თმა კი ქვემოთ ჩამოვიშალე. ნაჩქარევად გამოვედი სახლიდან და გზას დავადექი. დაახლოებით ხუთ წუთში უკვე ანის სახლში ვიყავი
-მარიამ...მარიამ..ოუუ რაგჭირს-ფიქრებიდან გამომიყვანა ლაშამ
-რა მოხდა-ვიკითზე გაკვირვებულმა
-ალექსანდრე მოვიდა-ჩამყვირა ყურში ანიმ
-ბრაზიანი ქალბატონი ჩაფიქრებულა-ისევ ის ორონილი ხმა
-წავედი მე-ვთქვი მომაბეზრებლად
-ეხლა არ მოხვედი?-გამომეკიდა უკან ანი
-ვაიმე ანიი წადი დაიძინე-ვუთხარი გაბრაზებულმა და გარეთ გამოვედი. ფეხით გავუყევი ქუჩას და ფიქრი დავიწყე ისევ ალექსანდრეზე. გზაში ვიღაც მთვრალი ავიკიდე, ყველაფერი მე ხომ უნდა დამემართოს. მთელი გზა მზდია თუმცა შემდეგ ზედმეტიც მოუვიდა
-ლამაზო ჩემთან ხომ არ წავიდეთ?-თქვა საზარელი ხმით და საკოცნელად გამოიწია
-მომშორდი-დავუყვირე გაბრაზებულმა
-ტყუილად ცდილობ-თქვა და წელზე ხელები შემომხვია
-გადი დამანებე თავი-დავუყვირე კიდევ ერთხელ
-შენ ვინ გგონია შენი თავი-თქვა და ხელი მაგრად მომიჭირა. წამებში გამოჩნდა ალექსანდრე და იმ ბიჭს სახეში მუშტი უთავაზა. როგორც კი თავიდან მოიშორა მე მომიბრუნდა. მე დაღლილი გაბრაზებული პირდაპირ ხელებში ჩავუვარდი მას და თვალებში დამიბნელდა.
დილით ოდნავმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ტანზე ჩემი ლამაზი საღამური მქონდა მორგებული, იქვე დადებული წინდები ჩავიცვი და მისაღებაში გავედი. მაგიდაზე საუზმე იყო გამზადებული და იქვე ყვავილები იყო რომელსაც ბარათი ახლდა წარწერით
"ბრაზიანო ქალბატონო, იმედია დღეს უკეთესად ხარ, გუშინდელი თავიდან ამოიგდე და დღესაც დაისვენე, შენს უფროსს მე მოველაპარაკე იმედია ამაზეც არ გაბრაზდები ბრაზიანო ქალბატონო"
ნაწერი გულდასმით წავიკითხე და გაღინებული სკამზე დავეშვი...
პს.მიკლედ წავიკითხე პირველ თავზე კომენტარები და ძალიან ვისიამოვნეასეთი პატარა მოცულობის მხოლოდ საცდელი თავი იყო აბა მოგწონთ? გავაგრძელო?



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

გააგრძელე ძალიან კარგია stuck_out_tongue_winking_eye მაგრამ ესეც პატარაა, უფრო დიდი მოცულობის დადე ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent