შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენიდან ჩემამდე


19-02-2018, 23:39
ავტორი ანა ნო
ნანახია 1 143

ყველას ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც დიდ სიცარიელეს გრძნობ, მარტოობის გრძნობა არ გასვენებს, თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი დარდი ერთიანად ცდილობს შენი სხეულიდან თავის დაღწევას,რაც საშინლად მტკივნეული პროცესია , ზოგი ვერ უძლებს ამ პროცესს, უმრავლესობა კიი სხვადასხვა გზით ვებრძვით ადამიანურ სისუსტეს, მეც სწორედ ასეთ სიტუაციაში ვარ ახლა... საკუთარ პრობლემებთან ჭიდილში.
ვზივარ ოთახის კუთხეში და ვარდისფერ სიფრიფაანა ფურცელს , ნაცრისფერი აზრებით ვავსებ,
არვიციი რისთვის ვწერ, ან ვისთვის, მაგრამ წერა ერთადერთი საშუალებაა რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არვიცი სწორად გამიგებთ თუ არა... ან იქნებ სულაც შეგეზაროთ და ბოლომდე არც ჩაიკითხოთ ... ვინიცის იქნებ
ჩემი მშობლები ისრაელში ცხოვრობენ , არა უფრო სწორად რომ განგიმარტოთ მუშაობენ, 2წელია სამშობლოში არ ჩამოსულან , თუმცა მე და ჩემი ძმა ზაფხულში ვიყავით მათთან ჩასულები, ამან მაინც ვერ შემიმსუბუქა მათი მონატრება , პირიქით ახლა უფრო მენატრებიან, ჩემი ძმა და მე მარტოები ვცხოვრობთ ჩვენს მოზრდილ ბინაში, გეგა (ჩემი ძმა) მესამე კურსის სტუდენტია ტურიზმზე სწავლობს, ყოველთვის უნდოდა გიდობა, მე 18 წლის ორ დღეში ვხდები , ჩემმა დაქალმა აიჩემა გრანდიოულად უნდა ავღნიშნოთ სრულწლოვანი ხდები სხვა თუ არაფერიო... დიდად არ მაქვს სურვილი , თუმცა ლიკუნასთან შეწინააღმდეგებას არასდროს არ ააქვს აზრი, ბევრი არავინ დამიპატიჟებია ჩემი რამდენიმე კლასელი , ლიიკუნა და კიდევ ჩემი ძმის ახლო მეგობრები იქნებიან , რადგან სახლში ვიხდი, გეგას უხერხულად არ მინდოდა ეგრძნო ამიტომ ვთხოვე მასაც დაეპატიჟებინა მეგობრები, რეალურად ნორმალურად არცკი ვიცნობ მის ძმაკაცებს,
-ალოო
-გოგო მზადება დაიწყე?
-ლიკ წინ 2დღე გვაქვს ჯერ ადრეა
- გაგიჟდი? საერთოდ აგდაწყვიტე რას ჩაიცმევ?
- არავინ იქნება უცხო არ ვაპირებ რაიომე განსაკუთრებულს
- გაგიმართლა , რომ ასეთი საოცარი დაქალი გყავს , 20 წუთში შენთან ვარ არ ინერვიულო დაკიშ
არა ეს გოგო ნორმალური არ არის, წარმომიდგენია ნახევარი საათის შემდეგ სიტუაცია, ალბათ მთელი დღე მაღაზიებში მატარებს და საბოლოოდ მომიღებს ბოლოს.


--------------------------------------------------------------------------
როცა რაღაც მაწუხებს, წერის გარდა არაფერი მშველის. რა ქვია ამ მდგომარეობას? არ ვიცი. საერთოდაც, რატომ უნდა ერქვას რამე?!
როგორც წესი ბიჭებს არ გვჩვევია მსგავსი სენტიმენტები, თუმცა როცა შენი ოჯახისგან , მეგობრებისგან , ქვეყნისგან ასე შორს ხარ ... სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელიც კია
6წელი ამ ყველაფრის გარეშე, ნამდვილი ჯოჯოხეთი ბრიტანეთში, ჰო ნუ ცოტა რთული წარმოსადგენია ლონდონზე მსგავსი სიტყვები მაგრამ მერწმუნეთ , არაფერი ჯობს საკუთარ ქვეყანაში , საკუთარ სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას,აქამდეც მენატრებოდა საქართველო, მაგრამ ეხლა სულ სხვანაირად, მეტი რომ აღარ შემიძლია ისე.
ჰოდა ავდექი ვიყიდე ბილეთი და ვბრუნდები, დიახ ასე მოულოდნელად... ვერ მოვითმინე და ბიჭებს უკვე ვუთხარი ყველა აეროპორტში დამხვდება .
აი უკვე 11 თებერვალია და მეც თვითმფრინავში ვზივარ, სული მეკმის ... საოცარი შეგრძნებაა როცა იცი რამდენიმე წუთში შენს მიწას შეეხები და ძმაკაცების სახეებს დაიანხავ

-------------------------------------------------------------------------
როგორც კი ზარის ხმა გაისმა მივხვდი , რო ლიკუნა მოვიდა, ჩემი პოზიტივი გოგო , კარი გეგამ გაუღო , მესმოდა როგორ ამკობდნენ ერთმანეთს სარკასტული ფრაზებით
ყოველთვის ასე არიან, ტომი და ჯერი ... და აი ჩემს ოთახამდეც მოაღწია ჩრდილოეთის დედოფალმა ლიკუნა ფარულავამ !
-დააო დაიყვირა და მთელი ძალით მომეხვია , თითქოს წლებია არ მინახავს
- ცოტაც და გავიგუდები , მომშორდი
- რა სითბოს ასხივებ ხოლმე ნუ.
გაუბუსხა და იატაკზე დაჯდა, ასე უყვარს თორემ ...
-ხომ იცი ჩემი ცხოვრება ხარ მომიტევე
-კარგი ბოლოჯერ გპატიობ, მაინც რომ იცოდე... აბა რას ვშვებით
უეცრად გადაუარა სიბრაზემ და თავისი ულამაზესი ღიმილით გაანათა მთელი ოთახი
- არვიცი , მე არაფერი მაქვს გეგმაში
- შენი გეგმა გვერდით გადადე ... დღეს ჩემი განრიგით ვიხელმძღვანელებთ
ეშმაკურად გამიღიმა და მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად მქონდა
არც შევმცდარვარ , მთელი ქალაქის სავაჭრო ცენტრები მომატარა, ყველა კაბა სათითაოდ მომაზომა, ვერსად აღმოვაჩინეთ ლიკუნასთვის მოსაწონი კაბა
-ლიკუნა იცოდე ბოლოჯერ ვიზომავ !
-კარგი კარგი, ოღონდ ესეც შეიტანე, მოიცა მოიცა ესეც და აი ესეც
მომაყარა რამდენიმე კაბა და მეც რა გზა მქონდა გასახდელში შევბარბაცდი, ლიკუნას გაბრწყინებული თვალები რომ დავინახე მივხვდი რომ მეშველა და როგორც იქნა
-აი ეს ნამდვილად შენთვისაა ვოვ
- კარგია?
-საოცრებაა
კაბისთვის ნორმალურად არც კი სმეიხედავს
-კარგი ავიღოთ კარგია
თანხა გადავიხადეთ და ამოვისუნთქე , ჩემი 4საათნახევრიანი ტანჯვა დასრულდა .
-ლიიკ Dძალიან მშიააა
საწყალი სახე მივიღე და ვენდის წინ გავშეშდი, გგონიათ სიხარულით შეემომყვა და გემრიელად მივირთვით? დიახ ცდებით
-თუთა მისმინე? ძაან გასუქდი ორი დღე ვერაფერს ვერ შეჭამ ფართიზე უნდა ანათებდე
-ყავა მაინც დვალიოთ რა ცუდად ვარ
- ნუუ ... კარგი ჰო ყავა არც ისე ცუდი იდეაა მაგრამ შენ უშაქროს სვამ
-----------------------------------------------------------------------------
- ბიჭებოოო აი ძაან მომენატრეთ
- კი უეჭველი მაგიტო ნახულობდი ცემს მონაწერებს სამითვის მერე ჰო?
-გეგა რა ვერ მიხვდი? სტრადეგია აქვს შემუშავებული თავს გვანატრებდა ეს ს..ი
- ნეტა თქვენ რა ... რახდება აბა ჩემს არყოფნაში რა ამბები დაგროვდა
- მნიშვნელოვანი არაფერი თუ არ ჩავთვლით რომ ჩვენიკლასელი ლინდა გათხოვდა და უკვე 4 წლის შვილი ყავს
-ღადაობ? პერაშკას რო ვეძახდით?
- კიი , იპოვა თავისი ცხოვრების ღვეძელი
-შენ გეგა? ისევ ბაღის სიყვარულ ელენეს მისტირი?
-კაი რა ნიკა , არც მინახია ჩვენი ბანკეტის დღეს რომ შეგვხვდა მას მერე, ლონდონში სწავლობს , არგინახია იქ?
- არა შე...ა საიდან ვნახავდი. აუ წამო უბანში გავიდეთ რა
-წამო
---------------------------------------------------------------------
ფეხებს ძვლივს ვადგამდი, ნაბიჯები ერთმანეთში მერეოდა, ჯანდაბა , მთვრალიც კი უკეთესად ვახერხებ წონასწორობის დაცვას, აი ლიკუნას არც კი ეტყობა დაღლილობა , ჩვენს უბანში რომ შევედით , თვალები გამინათდა, როგორვ იქნა
-აი პროსტა გუკექსაზე საყვარელი ბიჭი არარსებობს , ვერ ვხვდები რატომ არ მოგწონს , არადა სენზე გიჟდება
-ლიკ კაი რა გურამი
-გუ კექ სა. ლლ იკ ... ის ბიჭი ვინაა შენი ძმის გვერდით რომ დგას? ლიკას მზერას გავაყოლე თვალი და გეგას გვერდით მდგომი ბიჭი შევათვალიერე...აი ეს მესმის, მხოლოდ მის პროფილს ვხედავდი თუმცა საკამრისი იყო ... თითქოს მეცნობოდა მაგრამ ვერ ვიხსნებდი საიდან , მაღალი საოცარი ტანით, ქუდი ეხურა ,პატარა ცხვირი გაწითლებოდა, წამით გამოიხედა თიტქოს ჩვენსკენ და საბოლოოდ მშთანთქა მისმა ცივმა, რუხმა თვალებმა, შიშისგან ნეწრყვი ყელში გამეჩხირა
მოჭარბებული ინტერესი და შიში რომ არ შემმჩნეოდა ლიკას ხელი დავავლე და სადარბაზოში შევედით
- რას მიაშტერდი ტეხავს
- თუთ შემთხვევით ლეზბი ხომ არ ხარ... ვერ დაიანხე რა სიცოცხლე იყო?
- და არავქნა ვიდგე და ვუყურო?
-მოიცა გეგას ძმაკაცია?
-არამგონია არ მინახავს აქამდე
- თორე სხვებს ხო იცნობ
-დიდად არ მაინტერესებს მისი ძმაკაცები
-ჯანდაბა ღმერთო ხომ შეიძლება ამ გოგოს ერთ დღეს გემოვნება დაეცეს თავში

ლიკამ მენიუც ჩამოწერა და ლამის ოთახის მორთვაც დაიწყო... მე კი ფანჯარასთან ვიდექი და ვცდილობდი თვალი მაიმც მომეკრა უცნობისთვის, თუმცა ჩვენი უბნის ბირჟა აქედან არ ჩანს
კარების ხმა რომ გავიგე ტანში გამაცია, მხოლოდ გეგა რომ შემოვიდა ოთახში შვებით ამოვისუნთქე...
- ჩემი ულამაზესი დაიკო და მისი ალქაჯი დაქალი რასშვრება? სადიყვავით?
- ეს ინდივიდი საიდან მოეხეტა თუთ?
-გეყოფათ რა! მაღაზიებში კაბის ასარჩევად...
-ჰო მართლა შენს წვეულებაზე, ერეკლე, გიო და ნიკა დავპატიჟე
-ვინ ნიკა? ჩემი ძმაკაცი ლონდონში რო იყო როგორ არ გახსოვს დღეს ჩამოვიდა
ჯანდაბა!


უჩვეულოა მაგრამ იმ ღამით არ დამეძინა,ჭერს ვუყურებდი და ისე დამათენდა ვერც კი გავიგე დროის გასვლა, არადა ყოველთვის ადრე ვიძინებ, უფრო უჩვეულო ისაა , რომ იკაზე ვფიქრობდი, ადრე სულ სხვანაირი იყო, ახლა ვერც ვიცანი
ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო , მთელს სკოლაში და არა მარტო სკოლაში ...
გოგონები სულ თან დაზდევდნენ , რას არაკეთებდნენ რომ მისი გული მოეგოთ
ჩვენს უბანშიც ხშირად მოდიოდა , მახსოვს სულ შარში ეხვეოდა, თუმცა იმდენად კარგად სწავლობდა სკოლიდან არ რიცხავდნენ , მერე სკოლა დაამთავრა და გაქრა, არც მიკითხავს სად ან რატომ წავიდა... ნამდვლად არ მაინტერესებდა
დილით თავი საშინლად მტკიოდა, მაგარი ჩაი გავიკეთე და ისტორიის კონსპეკტს გადავავლე თვალი, ათზე უკვე რეპეტიტორთან უნდა ვყოფილიყავი , ამიტომ მომზადება დავიწყე
საათს რომ დავხედე მაგვიანდებოდა უკვე, ჩანთა ავიღე და სწრაფად დავტოვე სახლი, გეგას ჯერ კიდევ ეDძინა და ჩემი გამოსვლა არც გაუგია, როგორც ყოველი დილა ესეც ლიკას ზარით დაიწყო
- ყოველი დილა ჩემით დაო ... (უაზროდ გაწელა სიტყვები) რაშვრები?
- ჯანდაბა ნაუშნიკებს ვეძებ ჩანთაში ჩავაგდე გუშინ და ვერ ვპოულობ , არადა მანანასთან მაგვიანდება , ჰოიცი რო შაბათობით ისტორიაზე ვარ... მომკლავს რომ დავუგვიანო
რაღაცას მთელი ძალით შევეჯახე და ცხელი სითხე პირდაპირ ჩემს კონსპეკტებს გადმოესხა
ჩანთას ხელი გავუშვი და მოულოდნელობისგან წამოვიკივლე
-ჯანდაბა!!
------------------------------------------------------------------------
ლონდონში მივეჩვიე დილით ადრე ადგომას და ისლიან ქუჩებში სეირნობას, თითქოს ნისლს ვატანდი დარდს, დღესაც ადრე გამეღვიძა, დიდხანს ვიწრიალე მაგრამ ვერაფრით რომვერ დავიძიე გარეთ გამოვედი, ცოტას გავივლითქო, ცხელი ყავაც ვიყიდე და გადავწყვიტე ჩემი დეიდაშვილისთვის დამერეკა, ტელეფოში მის ნომერს ვეDDძებდი როცა, ვიღაც მთელი ძალით დამეჯახა , თავიდან ვერცკი გავიაზრე რა მოხდა , მაგრამ მისმა კივილმა გონს მომიყვანა
-ჯანდაბა!!




ესეც პირველი საცდელი თავის დასასრული )))))))
არვიცი როგორი გამოვიდა ,თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent