სიყვარულის დრო " 2 ნაწილი "
- ნუ დამყვები_გაბრაზებული სწრაფად შეტრიალდა მისკენ,თაიამ ვერ მოასწრო შეჩერება და პირდაპირ ბიჭის მკლავებში აღმოჩნდა. - მინდა და დაგყვები,ჩემი ნება არის_ბიჭის გაბრაზებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია გაუღიმა და ხელი მისი სახისკენ წაიღო. -რას აკეთებ? არ ხარ ნორმალური _სწრაფად მოიშორა იოანემ მისი ხელი და უკანმოუხედავად წამოვიდა. თაია არც ამჯერად დანებდა და უკან გაყვა,კარგა ხანს ირბინა.აშკარა იყო ბიჭს სწრაფად სიარული უყვარდა,წერეთლის ქუჩაზე დაეწია მას. -ესე სწრაფად ნუ დადიხარ_უკმაყოფილოდ უთხრა,როგორც კი მის გვერდით აღმოჩნდა.იოანემ გაოცებულმა გახედა გოგოს. -შენ ნამდვილად არ ხარ ნორმალური,ექიმთან წადი_გაღიზიანებული საუბრობდა და არაფრით არ ანელებდა სიარულს,თაია უკვე მირბოდა ისე სწრაფად დადიოდა ბიჭი. - უკვე დავდივარ ფსიქოლოგთან,იცი რა კარგი არის.შენც გაგაცნობ მერე_ ხელი აიქნია და ბიჭს წინ დაუდგა,ძალიან გაუჭირდა წონასწორობის დაცვა თაიას როდესაც იოანე დაეჯახა.ალბათ დაეცემოდა კიდეც,ბიჭის ძლიერ მკლავებს მასში არ ჩაემალა. სულელივით უყურებდა თაია , იოანესაც შეეპარა სახეზე ღიმილი.რომელიც ისევე მალევე გაქრა,როგორც გაჩნდა.მალევე დაიბრუნა თავისი პირქუში სახე.ხელები სწრაფად უშვა და სვლა განაგრძო,მანამ კი თაია კატეგორიულად გააფრთხილა უკან არ გაყოლოდა.ბიჭის ამგვარმა ტონმა ცოტათი შეაშინა თაია,შუა ქუჩაში იდგა და უყურებდა მანამ ,სანამ თვალს არ მოეფარა.არც მერე განძრეულა კარგა ხანს, სახეზე სულელური ღიმილი დასთამაშებდა.გონს ტელეფონის გაბმულმა ზარმა მოიყვანა,მზერა არ მოუშორებია გზისკენ ისე უპასუხა ტელეფონს. -თაია,სად ხარ? თუ სახლში მოდიხარ რაიმე წამოიღე. არაფერი აღარ გვაქვს_ ჩაესმოდა მეგობრის შეწუხებილი ხმა,არც კი გაუგია წესიერად რა უთხრა. -კარგი,მალე მოვალ_უპასუხა და დაუმშვიდობებლად გაუთიშა.როგორც კი გონს მოვიდა მაშინვე მარკეტისკენ აიღო გეზი. იქედან ორი პარკით გამოვიდა და სახლისკენ წავიდა . წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობს,ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება არც კი დასჭირვებია.10 წუთში უკვე სახლში იყო და საჭმელს ამზადებდა,ის კი არა მისი მეგობარი მარია ამზადებდა. ის ხახვს ჭრიდა,მწვანილს არჩევდა და მერე იმასაც ჭრიდა.საჭმლის გაკეთება არ ეხერხება, რამდენჯერაც ცადა რაღაც დაემართა.ხან ხელი დაიწვა,ხან ფეხი,ხან კიდე რა. ამიტომ ყოველთვის საჭმელს მარია ამზადებს, თაია ეხმარება.სიამოვნებს ესეთი ყოფა,არც მარიაა უკმაყოფილო.უკვე 4 თვე იქნება რაც ერთად ცხოვრობენ.მანამდე თაია ცხოვრობდა მარტო ამ ბინაში, უკვე წელზე მეტია რაც ამ ბინაში ცხოვრობს.როგორც კი თვრამეტის გახდა სახლიდან წამოვიდა, დედაქალაქიდან კი ქუთაისში გადმოვიდა საცხოვრებლად.დედაქალაქის ხმაურს შეჩვეულს უჭირდა რაღაც პერიოდი ქუთაისის წყნარ ცხოვრებასთან შეჩვევა.მერე ძალიან მოეწონა ,იმდენად მიეჩვია სიწყნარეს,რომ ხმაურიან ადგილებში ვეღარ ჩერდება. სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში დაიწყო, საკმაოდ წარმატებით ჩააბარა,სრული დაფინანსება აიღო. წელს კიდე სტიპენდიაც დაუნიშნეს,მართალია ძალიან ბევრი არ არის,მაგრამ თაიასთვის ეს ბევრზე მეტიც არის.მისთვის ეს საგანძურზე ძვირფასია,რადგანაც მისი დამსახურებით აქვს . - ვინმეს ველოდებით?_გაოცებულმა გახედა მარიას,ზარი კი გაუჩერებლივ რეკავდა.მარიამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდა.როგორც კი სტუმარმა ნაბიჯების ხმა გაიგო,მაშინვე შეწყვიტა ზარის რეკვა. - გამარჯობა მე თქვენი მეზობელი ვარ,მარინა . _ ყალბი ღიმილით გაუღიმა ქალმა,თაიას მკაცრი მზერა არ შეუცვლია.მის ღიმილზე საშინელი გაბრაზება იგრძნო,თავს ძვლის იკავებდა კარი ცხვირ წინ,რომ არ მიეხურა. -დიახ გისმენთ_კარის ძგიდეს მიეყრდნო და ქალს თვალი გაუსწორა.იმდენად უემოციო და არაფრის მთქმელი თვალები ქონდა ქალს, გაბრაზება მისდამი სიბრალულმა ჩაანაცვლა.შეეცოდა ეს ქალი,არ შეიძლება გქონდეს ესეთი თვალები და როდესმე იყო ბედნიერი. -ნაგვის ფულზე ვარ მოსული, წინა თვისაც არ გადაგიხდია._ სახის გამომეტყველება არ შეუცვლია ისე უთხრა,თაიამ თვალები აატრიალა და შიგნით შებრუნდა ფულის გამოსატანათ,ფული მისცა და გახარებულ მეზობელს დაუმშვიდობებლად დაუკეტა კარი.ალბათ იფიქრებთ რო ძალიან უზრდელი გოგო არის,არ არის ეგრე.უბრალოდ არ უყვარს ყალბი ადამიანები,ამიტომ არ შეუძლია მათთან მოიქცეს ისე ,როგორც სხვებს ექცევა. - ვინ იყო?_ ინტერესით კითხა სამზარეულოში შესვლისთანავე მარიამ. -ჩვენი მეზობელი, ნაგვის ფულზე იყო მოსული._უკმაყოფილოდ უპასუხა და თავისი საქმე განაგრძო.მარიამ უკვე შეჩვეული იყო მის ხასიათს,ამიტომ არ წყინდა თაიასგან არაფერი. -დღეს ერთი ბიჭი გავიცანი_ მოულოდნელად წამოიწყო საუბარი, მარიას გაეღიმა და მეგობრისკენ შეტრიალდა. -სად? _ მის პირდაპირ ჩამოჯდა და ინტერესით აღსავსე თვალები მიანათა. -ბიბლლიოთეკაში, წერეთლის ქუჩამდე მოვყევი მერე გამექცა_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და მეგობარს თვალი გაუსწორა._ კიდევ შევხვდები დარწმუნებული ვარ_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მეგობარს გაუღიმა,მარიასაც გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე. არ ცდებოდა თაია, მეორე დღეს არა ,მაგრამ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ შეხვდა ისევ.ამჯერად უნივერსიტეტში, ზურგიდანვე იცნო ბიჭი და გვერდით ამოუდგა. -დილა მშვიდობის,როგორ ხარ?_ღიმილით მიესალმა და მასთან ერთად განაგრძო სვლა. -შენ რა მითვალთვალებ?_გაბრაზებულმა გახედა გოგოს,თაიას მის სიტყვებზე გაეცინა. -არა ძვირფასო,არ გითვალთვალებ.უბრალოდ მეც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ . - მგომი ერთხელ უკვე გასაგებად გითხარი,რომ უნდა შემეშვა.წადი რა სხვა ბიჭს გაყევი და იმას მოაბეზრე თავი_ კიდევ უფრო ბრაზდებოდა ბიჭი,თაიას მის გაბრაზებულ სახეზე სიცილი აუტყდა.მანამ იცინა სანამ ბიჭმა მაჯაში მტკივნეულად არ მოუჭირა ხელი. -ხელი გამიშვი,ეხლავე_ყვირილზე გადავიდა თაია,თვალები ცრემლებით აევსო.იოანე შეაკრთო მის თვალებში დანახულმა შიშმა და ცრემლებმა,ხელი ცივად უშვა. შემდეგ მისი მაჯა ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. -მაპატიე,გთხოვ უბრალოდ მაპატიე_ჩურჩულებდა და თან მაჯაზე კოცნიდა. - ცხოველი ხარ_ აცრემლებულმა გამოსტაცა ხელი და გასასვლელისკენ სირბილით წავიდა.არც იოანეს ძახილისთვის მიუქცევია ყურადება და არც იმათვის ვისაც ეჯახებოდა.გარბოდა და ცდილობდა როგორმე დაევიწყებინა ეს ყველაფერი.აღარ უნდოდა როდესმე თუნდაც სადმე შემთხვევით შეხვედროდა ბიჭს . ალბათ მისი ნატვრა არავის გაუგია ზეცაში,ალბათ არ სურდათ მისი გაშვება. იოანეს მკლავებმა შეაჩერა,მაგრად ყავდა მიკრული გულზე და თან რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებდა. -მაპატიე,არ მინდოდა შენი შეშინება.არც კი მიფიქრია,მაპატიე_ჩურჩულებდა და აფართხალებულ თაიას უფრო ხვევდა ხელს,არ ეთმობოდა გასაშვებად. გულს უკლავდა გოგონას ცრემლები, ვერც კი იფიქრებდა რომ ესე მოიქცეოდა.იმდენად გაბრაზდა გაუცნობიერებლად ,ატკინა ხელი.მაგრამ აშკარა იყო,რომ თაიასთვის ხელის ტკივილი კი არა გულის ტკივილი აიძულებდა გაქცევას. - გამიშვი,არ მომეკარო_ ჩურჩულებდა თაია,ამავდროულად ცდილობდა ბიჭის მკლავებიდან განთავისუფლებას.ის კიდევ უფრო იკრავდა გულში და პატიებას თხოვდა. -გთხოვ უბრალოდ ეხლა გამიშვი_ამოიკრუსუნა საწყლად და როგორც კი იგრძნო თუ როგორ მოუდუნდა ბიჭს მკლავები,მაშინვე მოშორდა. აცრემლებული თვალები მიანათა და მხრების კანკალით ,თვალზე კი ცრემლით ზურგი აქცია და გზა განაგრძო. ნელა მიდიოდა და ცდილობდა როგორმე მოგონებებისგან თავის დაღწევას.მთელი დღის მანძილზე იწვა და არ ინძრეობა.ხელები მუხლებისთვის ქონდა შემოხვეული და კანკალებდა.თოთქოს და მის ირგვლივ არაფერი არსებობდა. გული საშინლად ტკიოდა და სულში გამეფებულ აურზაურს ვერაფერს უხერხებდა.ვერც ცრემლები ვერ შველიდა, ვერც ის უმსუბუქებდა ტკივილს.მოგონებებისგან თავის დაღწევას ძვლის ახერხებდა.მაგრამ ნაკლებად გამოდიოდა,ყველაფერი თავიდან ახსენდებოდა და ისევ ის საშინელი გრძნობა ეპარებოდა სხეულში.ნელა მიძვრებოდა, გზა და გზა ყველაფერს ანადგურებდა.ბოლოს გულამდე მიაღწია და ბუდე იქ დაიდო.იცოდა თაიამ ეს საშინელი გრძნობა დიდი ხნის გაავლობაში არ დატოვებდა.ამიტომ თანდათან მასთან შეგუება დაიწყო. მე კიდე გადაგიყვანთ წარსულში,იმ მოგონებაში სადაც ეხლა თაია არის. რომლიდანაც თავს ვერა და ვერ აღწევს. *** - რას ნიშნავს თხოვდები,ჩემს გამო ეს არ გააკეთო_ თითქმის კიოდა ,დედამისი მდივანზე იჯდა.თვალები იატაკისთვის გაეშტერებინა,ალბათ გულსაც უხეთქვადა ქალბატონ ნანას შვილის სიტყვები. -ესე არის საჭირო,შენი ხმა აღარ გავიგო_ჩუმად მაგრამ მკაცრად თქვა ნანამ და შვილს ამ ხნის მანძილზე პირველად გაუსწორა თვალი. - დედა გთხოვ,ამას თუ ჩემს გამო აკეთებ შეჩერდი.არ გინდა,მე ესე უფრო ბედნიერი ვარ_ტირილით ჩაიმუხლა მის წინ და თავი მუხლებზე დაადო. -გადავწყვიტე, ქორწილი არ იქნება.ხელს მოვაწერთ და მასთან გადავალთ,შეიყვარებ დედა.მიხვდები რომ არ არის ლევანი ცუდი კაცი_თავზე ეფერებოდა ნანა,დედის სიტყვების შემდეგ ზიზღმა მოიცვა.მან კარგად იცოდა თუ რა საშინელი კაცი იყო ლევანი და მისი შვილი თემო.ხელი ცივად უშვა და თავისი ოთახისკენ წავიდა. - მაგ სიტყვების თავადაც არ გჯერა,ამიტომ ნუ შეეცდები მე დამაჯერო_მკაცრი ხმა ქონდა თაიას თან ცდილობდა თბალზე მომდგარი ცრემლები შეეკავებინა.როგორც კი ზურგს უკან კარი მიიკეტა,ცრემლებს უფლება მისცა გადმოსულიყვნენ.მან ყველაზე კარგად იცოდა რა ამაზრზენი იყო ლევანი და მისი შვილი მასზე ვარესი. დიდი ხანი ცდილობდა თემო მასთან ურთიერთობა ქონოდა. რამოდენიმე დღის მერე ხელი მოაწერეს,შემდეგ კი ლევანთან გადავიდნენ საცხოვრებლად. და იქნებ სჯობდა კიდეც ადრე მიეღო გადაწყვეტილება და წამოსულიყო იქედან? და საერთოდ რატომ ხდება ესე? რატომ გვენგრევა ცხოვრება და უდარდელი ბავშვობა წამებში ? ბოდიში დაგვიანებისთვის, შევეცდები აწი აღარ დავაგვიანო <3 იმედია ვინმეს მაინც მოეწონა :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.