შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული III


20-02-2018, 15:46
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 016

-რა თქმა უნდა.-გულწრფელად გამიღიმა მან,მაგრამ ვამჩნევდი რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.. რა? ამას აუცილებლად დავადგენდი.. ისეთი მეამიტიც არ ვარ,რომ მსგავსი უაზრობა დამეჯერებინა,მაგრამ რადგან თავს არ დამანებებდა ვამჯობინე თამაშში ავყოლოდი.
დილით გავიღვიძე თუ არა საათს დავხედე.სამსახურში ძალიან ვაგვიანებდი ამიტომ ჩემს „ოთახის მეზობელთან“ საუბრის დრო არ მქოია და პირდაპირ წავედი.სამსახურში რომ მივედი პრესკომფერენცია უკვე დაეწყოთ გოგონებს და მე დაგვიანებული მომიწია შესვლა.ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ჩემთვის,მაგრამ დღის ბოლოს როცა მოთმინება დავკარგე ორივე კაბინეტში დავიბარე.
-ამჯერად რა უნდა მოვიტყუოთ?-მკითხა მარიამმა.
-არაფრის მოტყუება აღარ არის საჭირო,მე და დიტო დავზავდით.-გამომცდელად შემომხედეს.
-დიტო შენ დაგიზავდა?
-აი ზუსტად ეგ უნდა გავარკვიო..
გოგონებს ჩვენი დიალოგი დაწვრილებით მოვუყევი და დიდი საფიქრალიც გავუჩინე.. მიუხედავად იმისა რომ დიტო მარიამის ძმა იყო,ის მაინც ჩემს მხარეს იკავებდა,ცდილობდა ჩაეწვეთებინა რაღაც ინფორმაცია ჩემთვის.. ანუ ის ძმამ გადაიბირა,მაგრამ ზუსტად ვიცოდი ბოლომდე არ გამწირავდა.
ორი-სამი დღე მართლაც იდეალური სიმშვიდე სუფევდა,ისე როგორიც მანამდე სანამ დიტო კვლავ დაბრუნდებოდა ჩემს სიმწრითმოწესრიგებულ ცხოვრებაში და თავიდან არევდა ყველაფერს.
საღამოს,როცა სახლში დავბრუნდი დედაჩემის ზარი შემოვიდა „მესენჯერში“ (დედა და მამა განქორწინებული იყვნენ.მამა რუსეთში თავის ახალ ოჯახთან ცხოვრობდა,დედა კი საბერძნეთში თავის ახალ მეუღლესთან ერთად ისვენებდა.) ზარმა დამაფრთხო,რადგან თვეების მანძლზე აღარ გვისაუბრია.
-რას შვები სოფ?-მკითხა მან.
-ახლა დავბრუნდი სამსახურიდან,რამე გინდოდა?-ზედმეტი ფორმალურობა და უაზრო კითხვები თავიდან ავირიდე,თანაც დიტოც სახლში იყო და არ მინდოდა ტელეფონზე ამდენი საუბარი.
-რადგან პირდაპირ საკითხზე გადასვლა მომთხოვე გკითხავ.. შენს ცხოვრებაში რა ხდება?-ისეთი სახე ჰქონდა,აშკარად ახალმა ამბებმა ჩააღწია საბერძნეთში.
-ყველაფერი ის ხდება რამაც შენამდე მოაღწია..
-ანუ დიტოსთან ერთად ცხოვრობ და შენს ქმართან შერიგებას არ აპირებ?
-დედა.. ჯერ ერთი ჩემს ქმარს.. კოსწიას უკვე ჰყავს ცოლი და ამასთან შეგუება უნდა შეძლო და მერე მეორეც დიახ.. მე ვცხოვრობ დიტოსთან.-დედაჩემმა მოთმინება დაკარგა
-სასწრაფოდ წახვალ ბებიაშენთან და იქ იცხოვრებ,არ გამაგონო ზედმეტი საუბარი.
-შენ მე ვერაფერს მიბრძანებ დედიკო,როცა მჭირდებოდი არასოდეს არ იყავი ჩემს გვერდით,ახლა გაგახსენდა დედა,რომ ხარ? მსგავსი პრეტენზიებით ნუ დამირეკავ.მე წავედი.-ტელეფონი გავთიშე და დიტოს გადავხედე,რომელსაც თითქოს არც გაუგონიაო ისე იჭერდა თავს..
ძალიან მობეზრებული სახით ვიჯექი დივანზე და ცხელ შოკოლადს ვსვამდი.. ვცდილობდი საკუთარი თავი მეკონტროლებია.. ვინანე დედას ასე რომ ველაპარაკე,მაგრამ ეს თავისი ბრალი იყო.. რვა წლის ვიყავი როცა დამტოვა და ჩემი აღზრდა ბებოს მიანდო,ახლა გამომივარდა დედის როლში. მიუხედავად იმისა,რომ მისი დამსახურებით ყოველთვის კარგი მეცვა,კარგ სასწავლებლებში ვსწავლობდი,ვმოგზაურობდი და რაც მინდოდა ის მქონდა,მე დედა არ მყოლია.. ჩვენი დედა-შვილობა გაციდა და მე მის მიმართ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი.
-ხომ არ გშია?-მკითხა დიტომ
-არა მადლობა.
-შენ ცხელ შოკოლადზე იკმაყოფილებ შიმშილის გრძნობას,თუ სახლში ნაჭამი მოდიხარ აქ რომ არ მოამზადო?-მკითხა მხიარულად.
-დიტო იმაზე თუ მკერავ,რომ საჭმელი მოგიმზადო არც ხალისი მაქვს,არც სურვილი და მით უმეტეს რომ არც კულინარიული უნარები.
-რა გჭირს?-მოვუყევი დიტოს დედაჩემის შესახებ,მანაც მოიწყინა ან თავს მაჩვენებდა ასე.-იცი.. შენ სხვანაირი ადამიანი ხარ.-დაიწყო მან საუბარი და მთხოვა არ შემეწყვეტინებია.-ადამიანი შეიძლება სიგიჟემდე გიყვარდეს,ღამეებიც კი არ გეძინოს,გამუდმებით მასზე ოცნებობდე,მაგრამ როგორც კი მის სიახლოვეს იგრძნობ მაშინვე ცივდები.. გრძნობები გიცივდება.
-დედაჩემზე საუბრობ თუ შენზე?
-ყველაზე ვსაუბრობ.. დედაშენის შემთხვევაშიც ასეა.. ვიცი გიყვარს,მაგრამ როგორც კი შენიშვნას მოგცემს მაშინვე მოსისხლე მტრად ექცევი და ახსენებ შეცდომებს,რომელიც თავად დაუშვა.. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.. ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ როგორც კი გაანალიზე რომ მე შენი ქმარი ვიქნებოდი,შენ უკან დაიხიე.. კონსტანტინეს შემთხვევაში არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ იგივე დასასრული გქონდა.
-ჰოდა თუ ვინმესთან გადავწყვეტ ურთიერთობას შემდეგში ზუსტად დავრწმუნდები,რომ ის ერთადერთი იქნება რომელიც სხვა დანარჩენებს დამავწყებს და იმ შეცდომებს მე რაც დავუშვი ყურადრებას არ მიაქცევს..-შუბლი შევკარი.
-აი რაც შეეხება მაგას.. ხვალ ჩემთან სტუმრები მოვლენ,მათ შორის ჩემი საცოლეც.-ამის გაგონებაზე სიცილი ვერ შევიკავე.-რა გაცინებს?
-საცოლე გყავს?
-კი
-ამიტომ გქონდა ჩემთან სექსი? რა რწფელია შენი სიყვარული მისდამი.. -ისევ დავცინე.
-მე ის ძალიან მიყვარს,ის განსხვავებულია.. არავის გავს,მით უმეტეს რომ შენ არ გგავს.
-მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ ტკბილო,მაგრამ არ მითხრა ახლა ჩვენი სექსის შესახებ,რომ მას მოუყევი.
-არ გაბედო ამის ხსენება ხვალ.
-კარგი,მე არაფერს ვიტყვი მაგრამ რომ გკითხავს ეს ვინ არისო რას უპასუხებ?
-შენ მარის დაქალი ხარ და ჩემი მეგობარიც,არ ვარ ვალდებული ვინმეს რამე ავუხსნა.
-აი ამ სიტყვებით კი საბოლოოდ დამარწმუნე შენი მისდამი გრძნობების გულწრფელობაში..-ისევ დავცინოდი,მაგრამ უფრო მეტად გული დამწყდა..აღარაფერი მითქვამს მისთვის.
მეორე დღე სამსახურში ძალიან დაძაბული იყო.. კლიენტები პროგრამით უკმაყოფილონი იყვნენ და ყველაფრის თავიდან გამზადება გვიწევდა.მე, მარიამი და ნანაკო გვინობამდე შემოვრჩით სხვა თანამშრომლები კი ცოტა ადრე წავიდნენ.. გოგოები რაღაც თემაზე თავს არიდებდნენ საუბარს,მივხვდი რაქმე რაშიც იყო.. ამიტომ საათს დავხედე..
-უკვე რა დრო მოსულა.. ალბათ სტუმრები უკვე მივიდნენ..-ჩავილაპარაკე მარიამის გასაგონად..
-შენ.. იცი?
-დასამალი რა იყო?
-და არ გაწუხებს ის ფაქტი რომ დიტოსთან ცხოვრობ,მას კი საცოლე ყავს?
-არანაირად.. თავად დიტოს იდეა იყო ჩემი მასთან გადასვლა.. არ მოსწონდა ტაყვანისმცემლები თავს რომ მაბეზრებდნენ.ახლა კი გამიმკლავდეს.-ჩავიცინე და წერას თავი დავანებე..-წავიდეთ,თორემ უხერხულია დიტოსთან.. იფიქრებს განგებ არ მოვიდნენო.
მხრები აიჩეჩეს გოგონებმა და წავედით..
სახლიდან მხიარული ხმები გამოდიოდა.. კარებთან გავჩერდი ღრმად ჩავისუნთქე,სახეზე “მხიარულების ნიღაბი” მოვირგე და შევედით..
ყველა ისე იდეალურად იყო მოთავსებული მისაღებ ოთახში,ჩვენ კი ალიაქოთი გამოვიწვიეთ.. რადგან ხშირად ვაწყობდით ივენთებს „სელებრითელებისათვის“ჩვენ უკვე საზოგადეობისათვის ცნობილები ვიყავით.. აქაც გვიცნეს,განსაკუთრებით კი გოგონამ,რომელიც დიტოზე ისე იყო მიწებებული ტკიპას მაგონებდა.
ჩვენც დავსხედით,თუმცა მე საუბრებში არ ვერეოდი.. არ მინდოდა ეჭვიანი ყოფილის როლი მომერგო..
-რთული დღე გქონდა?-მკითხა ნიკამ,დიტოს ძმაკაცმა.. აქ დიტოს ის ძმაკაცებიც იყვნენ,რომლებიც კარგად მიცნობდნენ და ჩვენი საერთო წარსულის გამო ვეღარ მიტანდნენ..
-საკმაოდ.-გავუღიმე და კვლავ ტელეფონს დავუბრუნდი..
ძალიან მომაბეზრებელი იყო ეს სიტუაცია ჩემთვის.. საბედნიეროდ ტელეფონის ზარმა გადამარჩინა.. ჩემი ყოფილი ქმარი რეკავდა..
-კოსწიკ რაო ხომ არ მოგენატრე?-ვუპასუხე და აივნის მიმართულებით წავედი.. ყველა გაჩუმდა.. ზურგი ისე ამეწვა,მივხვდი ყველამ თვალი გამომაყოლა.. აივანზე როცა ვსაუბრობდი ვცდილობდი გაღიმებული და ბედნერი სახე მქონოდა,რადგან ვიტრინიდან „მითვალთვალებდნენ“.
-კი საყვარელო მომენატრე.-მიპასუხა მანაც..
-რა მოხდა შენი ცოლი მოკვდა თუ ასეთი ბედნიერი რატომ ხარ?-ვკითხე დაეჭვებულმა
-ნუ სულელობ.. კარგად არის.. ახლა რუსეთშია.. გამოხვალ ჩემთან?
-რატომ?
-უბრალოდ დაილაპარაკოთ..
-შენი ცოლი,რომ არის სახლში მაშინ რატომ არ მეპატიჟები ასე თამამად?
-როგორ არ გეპატიჟები,მაგრამ შენ თავად არიდებ თავს
-მგონია რომ ჩემზე ეჭვიანობს.
-არამგონია,კარგად ვიცონ რომ ეჭვიანობდეს ვიდეო კამერებსაც დააყენებდა ისე წავიდოდა,კრგი გელოდები მალე ამოდი.-ყურმილი გავთიშე,მაგრამ რადგან ვეწეოდი ჯერ არ შევსულვარ.. სწორედ ამ დროს გამოვიდა დიტოს ბავშვობის ძმაკაცი აკაკი და სიგარეტს გაუკიდა.
-ანუ აქ ცხოვრობ?-მკითხა მან.
-თუ პასუხი იცი რატომ მეკითხები?
-რატომ არ ანებებ თავს?
-თვითონ არ მანებებს თავს,ასე რომ მე თავი დამანებე და შენს ძმაკაცთან გაარკვიე თუ რამე გაინტერესებს.ჩემთვის გასაგებია რატომაც ვერ მიტანთ,მაგრამ თქვენი აგრესია ცოტა დამალეთ,აღარ ვარ ის პატარა გოგო,რომელიც საძმაკაცოს ჭკუაზე დადიოდა.ახლა კი გამატარე.-სიგარეტის ჩავაქრე და მისაღებში დავბრუნდი.
მათთან არ გავჩერებულვარ,დიტოს ანუ ჩემს საძინებელში სევედი,გამოვიცვალე და უკან რომ სხვა ტანსაცმელით დავბრუნდი მისიი ცოლი მკვლელის თვალებით მიყურებდა,შემდეგ დიტოს გახედა.სტუმრებს ბოდიში მოვუხადე და გასვლისას,ყველას თანდასწრებით მკითხა
-სად მიდიხარ?
-კოსწიასთან.-თან ქურთუკი ავიღე.
-მასთან რა გინდა?ან რამდენხანში მოხვალ?
-საქმე მაქვს და არ დამელოდო შეიძლება არ დავბრუნდე.-აქ უკვე მისი საცოლე ჩაერთო.
-აქ რატომ უნდა დაბრუნდე?-ისტერიჩკა იყო შევატყვე,ამიტომ საუბარი არ გავუგრძელე და მოკლედ ვუპასუხე.
-მე დიტოსთან ვცხოვრობ ტკბილო.-დიტოს გავხედე,რომელიც ბრაზისაგან ლამის კბილები დაეკრიჭა და თვალი ჩავუკარი.
სახლიდან ნამდვილად მხიარულ ხასიათზე გავედი.. არ ვიცი იქნებ ბოროტი ადამიანი ვარ,რომ დიტოს საცოლეს ვუთხარი დიტოსთან რომ ვრჩები,მაგრამ ნამდვილად კმაყოფილების განცდა მქონდა.. ახლა ბატონ „ხუმარასა“ და „მოთამაშეს“ რამდენად ექნებოდა ჩემთან თამაშის თავი ამასაც ვნახავდი.
კოსწიამ კარები გამიღო,გადავკოცნე და სახლში შევედი..
-მარტო ხარ?-ვკითხე მე
-აბა ვის ელოდებოდი?
-არავის.. ისე..-მხრები ავიჩეჩე და მის კომფორტულ დივანზე მოვკალათდი. სიახლეები სწრაფად,ლექსივით ჩავურაკრაკე და ამოვისუნთქე თორემ გავიგუდებოდი ამდენი საუბრისაგან
-ჰო ეგ ამბები ვიცი.. დედაშენმა დამირეკა.
-ეგ ქალი ნერვებს მიშლის უკვე..
-დედაა და ღელავს,არ გახსოვს რა დღეში იყო ჩვენს დაქორწინებაზე ან განქორწინებაზე.. აცადე ცოტა იბობოქროს და დამშვიდდნება..-კოსწია ჩემზე უკეთ იცნობდა მაკას(დედაჩემს)
-დღეს მეგიმ(მისი ახალი ცოლი) დამირეკა და ჩვენს ერთობლივ ბიზნესს (ჩემი და კოსწიას) ცოტა ხელის შეშველება ჭირდება,მთლად კარგად ვერ მიდის საქმეები და აუცილებელია ჩავიდეთ ცოტახნით.თანაც ჩემს მშობლებსაც მოენატრე და მთხოვეს რამოდენიმე კვირით ჩამოიყვანეო.
-ღმერთო ჩემო რა შეშლილია სამყარო..-გავიცინე მე..-ჩემი „ექს“ მეუღლის ცოლი და ოჯახი დასასვენებლად რუსეთში მეპატიჟება.-კოსწიასაც გაეცინა.
-რა უნამუსო ხარ.. ხო იცი როგორ უყვარხარ ჩემებს,ნუ ჩემი ცოლი დიდად არ აფანატებს შენზე,მაგრამ მასაც მოსწონხარ რაღაც პონტში.
-ერთი შენ ვერ მოგაწონე თავი,თორემ..
-როცა მომაწონე იმ დღეს ვწყევლი.. ეს რა ჯოჯოხეთი გამომატარე ჩვენი ცოლქმრობის ორი წლის მანძილზე.. გაგშორდი თუ არა ღრმად სუნთქვა დავიწყე,სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.-დამცინოდა თავისი ჭკუით.
-ნუ აზვიადებ.. ეგ შენ იყავი საზიზღარი ადამიანი,რომელიც გამუდმებით ეჭვიანობდა.
-ვიეჭვიანებდი აბა რას ვიზამდი.. გარეთ გახვიდოდი თუ არა უკან კაცების კოლონა დაგყვებოდა და საჩუქრებს-საჩუქრებზე გიგზავნიდნენ.. არც ქმრის ერიდებოდათ და ფეხებზე ეკიდათ რა.. მოკლედ ნუ გამახსენებ თუ არა თავიდან გაგშორდები.-ორივეს გაგვეცინა.
ცოტა ბიზნეზე ვისაუბრეთ რომელიც ერთობლივად გვაქვს რუსეთში და ჩემს ახალ წამოწყებაზეც გოგოებთან ერთად.. ყველაფერი რასაც მივაღწიე ეს კოსწიას დიდსულოვნების დამსახურებაა.. მან მომცა წილი არქიტექტორულ კომპანიაში,რომელიც საოჯახო ბიზნეს წარმოადგენს.. ასევე ინვესტიცია ჩადო ჩემს კომპანიაში,რომელსაც ის „ჰობს“ ან გოგოების საჭორაო ადგილს ეძახის..
-დიტოსთან რა ურთიერთობა გაქვს?
-არანაირი ურთიერთობა.. ახალი ჰობი გამოიძებნა ჩემი მეშვეობით.. აკონტროლებს ჩემს ჩაცმას,სახლში მისვლას,ვინ დამელაპარაკება და რა მიზნით.. მოკლედ დიქტატურა დაამყარა სახლში.
-ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოაცხადეთ.
-ასე გამოდის.
საათს დავხედე,უკვე ძალიან გვიანი იყო ამიტიტომ სახლშ უნდა დავბრუნებულიყავი. კოსწიას დავემშვიდობე და წავედი.
კარები ჩუმად სევაღე,არ მინდოდა მისი გაღვიძება და ახსნაგანმარტებების ჩაბარება,ამიტომ ფეხზე გავიძვრე და ჩუმად შევიპარე სახლში.. მისაღებიდან თითქმის გასული ვიყავი,როცა შუქი აინთო და დიტო სავარძელში,წერეთლის მსგავსად ჩამჯდარი მიყურებდა.
-ასე ვირთხასავეთ უნდა შემოიპარო სახლში?
-შენი გაღვიძება არ მინდოდა..
-სად იყავი?
-კოსწიასთან.
-და რა გინდოდა „კოს’წ’იასთან.. –„წ“ მკაფიოდ თქვა,მივხვდი ამაზე რომ გამემახვილებია ყურადღება პატარა ბავშვივით კუთხე არ ამცდებოდა,არც ამ საუბარს უჩანდა სხვაგვარი დასასრულ.
-ვსაუბრობდით.
-ამ დრომდე?
-კი.. რამე პრობლემა გაქვს?
-კი მაქვს.. არ მომწონს ეგ ტიპი.
-შენ მას არც კი იცნობ და შეუძლებელია მოგწონდეს.
-რაზე საუბრობდით?
-მორჩი ჩემს დაკითხვას.იქნებ ბორკილებიც დამადო!-ჩემდა უნებლიედ ხმის ტონი ავუწიე,მაგრამ ასეც იყო საჭირო.
-ასეც მოვიქცევი,მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს კითხვები... რატომ უთხარი ანიტას(თავისი საცოლე) რომ აქ ცხოვრობ?
-არ ვიცოდი ეს თემაც თუ გასაიდუმლოებული იყო,მაპატიე ტკბილო.
-არამგონია მოვახერხო.-მითხრა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა.ჩემი ხელები ხელში აიღო,თან თვალებში მიყურებდა და უცებ ცივი საგნის შეხება ვიგრძენი.ხელებზე დავიხედე მართლა ბორკილი დაუდია ცალ ხელზე.
-რას აკეთებ დიტო?-ავღშფოთდი,დავიბენი..შემდეგ ცოტა გვერდით მიმათრია და დეკორტაიურლ განათების ლამფაზე მიმაბა..-სულ შეიშალე? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?
-კარგი ტკბილო,მე ჩემს საძინებელს დავიბრუნებ ამდენი ხანი რომ ოკუპირებული გქონდა.. შენ კი თუ მიათრევ აი ამ ლამფას დივნამდე იქ დაიძინე თუ არა ფეხზე ძილი დაამუღამე.-თვალი ჩამიკრა (სამაგიეროს ნიშნად) და საძინებელში უდარდელად შევიდა.. სულაც არ აღელვებდა ჩემი ყვირილი და ჩხუბი.
ძლივს მივათრიე განათება დივნამდე,რომ დავწოლილიყავი.. ამ მცდელობამ კი ყველა ის ნივთი შეიწირა რასაც კი მივწვდი,მაგრამ დიტო მაინც არ გამოდიოდა საძინებლიდა..
დილით,რომ გავიღვიძე ბორკილი უკვე აღარ მედო ხელდზე,თუმცა მაინც გულმოდგინედ ვიყავი ჩახუტებული განათებაზე..
როგორც ჩანს ღამით მომხსნა ბორკილი,რადგან თვითონ ისევ ეძინა..
ერთმა ძალიან ბოროტულმა იდეამ გამიელვა თავში და სასწრაფოდ მის დაგემვას შევუდექი.. იმის გააზრებამ თუ რა დაემართებოდა დიტოს ძალიან გამახალისა,ამიტომ სააბაზანოში შევედი..

პ.ს. როგორია?
შეცდომებისთვის ბოდიში დარწმუნებულივა მრავლად შეგხვდებათ..



№1 სტუმარი ani

Dzalian kargiaa <3

Arachveulebrivia gavgijdebi male Mgoni
Jer mesame tavia da ukve asea ganvitarebuli
Warmatebebii agar daviwyeb imas rom Umagresia da a.she
Umagresi fantazia da shtagonebis wyaro rom gaqvs didi xania dasasveneblad
Kidev ertxel warmatebebii <3

 


№2  offline მოდერი The Dreamer

ani
Dzalian kargiaa <3

Arachveulebrivia gavgijdebi male Mgoni
Jer mesame tavia da ukve asea ganvitarebuli
Warmatebebii agar daviwyeb imas rom Umagresia da a.she
Umagresi fantazia da shtagonebis wyaro rom gaqvs didi xania dasasveneblad
Kidev ertxel warmatebebii <3

მადლობა საყვარელოო ასეთი კარგი რომ ხარ heart_eyes

 


დამაინტრიგე.
საინტერესოა,თან ძალიან.ვერც კი წარმოიდგენ სიახლეებში ამ ისტორიის დანახვამ როგორ გამახარა.ძალიან კარგი თავი იყო და მოუთმენლად ველი შემდეგს ))

 


№4  offline წევრი მართაა

ერთი ამოსუნთქვით წავიკთხე, კარგი იყო ძალიან საოცრად წერ :*

 


№5 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso motxrobaa kargad wer,magram romeli gramatikuli sitkvaa
...sigarets gaukida...ra degeneratuli sitkvaa.ratom imeoreb

 


№6  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი Lia
Sauketeso motxrobaa kargad wer,magram romeli gramatikuli sitkvaa
...sigarets gaukida...ra degeneratuli sitkvaa.ratom imeoreb

აბირურიენტი ხარ? (საწყენად არ გეკითხები,უბრალოდ აბიტურიენტებს ჩვევიათ ყველგან ყველაფრის შესწორება) იმედია არასწორად არ გაიგებ
მადლობა რომ კითხულობთ.. საუკეთესო მკითხველები მყავს მე heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი Lia

Filologi var

 


№8  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი Lia
Filologi var

წარმატებები შენს საქმიანობაში საყვარელო kissing_heart

 


№9  offline წევრი richirichi

მხიარული ისტორიაა,კომედიური მელოდრამის მსგავსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent