შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი.თავი 1


20-02-2018, 23:46
ავტორი zia-maria
ნანახია 4 752

ძალიან გთხოვთ,ეზო საოცარი სილამაზით უნდა იყოს მოწყობილი.უნდა ანათებდეს ყოველი კუთხე და სიამოვნო გარემოს ჰქმნიდეს ყველასთვის.ძალიან გთხოვთ,გაითვალისწინოთ ყველა წვრილმანი და ყველა დეტალი,თუნდაც პატარა და  უმნიშვნელო თქვენთვის,მაგრამ ის უმნიშვნელო დეტალი ჩემთვის იყოს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი.
-დილა მშვიდობის.ქერა ცისფერთვალება ქ-ონს მაღალი ასევე ქერა,მაგრამ თაფლისფერთვალება გოგონა მიუახლოვდა.
-სესილი?როგორ გამახარე საყვარელო.სიხარულისგან გამოწვეული აღფრთოვანება სესილის გაუხარდა და ღიმილით წავიდა საოცრად ლამაზი ქალბატონისკენ,რომელიც ხელებგაშლილი შეხვდა სესილის და გულში ჩაიკრა.
-როგორც ყოველთვოს,დღესაც შესანიშნავად გამოიყურები იზოლდა.
-მადლობა საყვარელო,როგორ მოიცალე მოსასვლელად შენი გადატვირთული გრაფიკის მქონემ.უღიმოდა იზოლდა სესილის და თან თვალებში შესციცინებდა.
-აქვე ვიყავი ახლოს და შემოგიარე,ვერ აგივლიდი გვერდს ნამდვილად,თან მართლა მომენატრე.
-მადლობა საყვარელო,მეც მომენატრე.აბა,ჩემო სესილი როგორაა საქმეები.სწავლის,პირადულის,ხომ იცი ყველაფერი მაინტერესებს შენი.
-სწავლის ძალიან კარგად,ძნელია და რთულიცაა სტუდენტობა.ეს წლები ხომ დაუვიწყარია ადამიანის ცხოვრებაში,მაგრამ არა მარტო ეს,მიზნის მისაღწევად ხომ ბრძოლაა საჭირო.
-მართალი ხარ ცხოვრება ბრძოლაა,პირადულში რა ხდება?
-პირადულში?არაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი.ჩემს გარშემო,სიწყნარეა როგორც ყოველთვის და ..............
-ვიყინებით ერთ ადგილზე.დაასრულა სესილის წინადადება იზოლდამ.
-ვიყინებით,მაგრამ სიმართლე გითხრა არც მინდა ჯერ ზედმეტი თავის ტკივილები.აქ რა მზადებაა,რა ხდება?
-აქ ჩემო კარგო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს,დღეს ჩემო სესილი ჩვენი ქორწინების 25 წელი დაგვირგვინდა.
-25 წელი?რა დამრგვალებული რიცხვია და რა ბედნიერი ხარ იზოლდა.
-მართლაც,ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა დღეს ყველაფერი კარგად იყოს.მიხარია და თან ვნერვიულობ,ძალიან ვნერვიულობ.
-იზო დეიდა რაღაც მინდა შეგეკითხო.
-რაღაც ძალიან გაინტერესებს,ყოველთვის როცა იზო დეიდას მეძახი ვიცი რომ შეკითხვებით ხარ სავსე.გისმენ,მითხარი რა გაინტერესებს და ნუ მეძახი იზო დეიდას თუ ქალი ხარ.სიცილით გაუჯავრდა სესილის.
-მართლა ძალიან მაინტერესებს და ბოდიშს გიხდი რა თქმაუნდა,მაგრამ წლებია გიცნობ და მართლა მაოცებს თქვენი ენერგია,რომ სულ მზად ყოფნაში ხართ.თქვენი გრძნობები დღემდე ისეთივეა,როგორიც ახალგაზრდობაში თუ ამას სხვის დასანახად აკეთებთ.იზოლდა მართლა ასეთი ბედნიერი ხარ,როგორიც ჩანხარ საზოგადოებაში თუ ეს თქვენი ნიღაბია.იზას გაეცინა და სესილის ბედნიერებით სავსე თვალებით შეხედა.
-არა,არანაირი ნიღაბი არ არსებობს სესილი.მე მართლა ბედნიერი ვარ,უფრო მეტიც,უბედნიერესი ქალი ვარ.მართალია,ყველაფერი არც ისეა როგორც ჩვენ გვინდა,მაგრამ სიყვარული როცა არის ძლიერი ყველაფრის გადალახვა შეგვიძლია.25 წელი,ვერ ვიტყვი,რომ უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ ვიცხოვრეთ,მეც მეტკინა,მეც გამიჭირდა,მქონდა რაღაც სირთულეები მაგრამ გადავლახეთ ეს ყველაფერი ერთმანეთის გვერდით დგომით და იმ ძლიერი სიყვარულით რაც გვაქვს დღემდე ერთმანეთის მიმართ.როგორც ხედავ,უკვე ყველაფერი კარგად არის.
-ისე კარგად ხარ,არ გინდა რამე შეცვალო შენს ცხოვრებაში?
-მე რომ შემეძლს დროის უკან დაბრუნება რაც ეს შეუძლებელია.პირველი შევცვლიდი იმას, რომ მაინც იმ სირთულეებით მოვიდოდი ისევ ამ დღემდე რაც გავიარეთ,რადგან ამ სიყვარულს ვერ დავთმობ ვერასოდეს.მეორე კი აუცილებლად შეცვლიდი იმას,რომ დემეტრე ძალიან ბევრს მუშაობს და ვერ ვატარებთ ხშირად დროს ისე,როგორც ჩვენ გვინდა,მაგრამ ბედნიერები ვართ ერთმანეთით.სესილი როცა იცი,რომ შენს მეუღლეს ძალიან ძლიერ უყვარხარ,რაღაცის დათმობაზე მიდიხარ შენც.
-თავიდანვე ასეთი სიყვარული გქონდათ?
-გაგიკვირდება რომ გითხრა დემეტრეს არ ვიცნობდი და მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ერთმანეთი?მხოლოდ ერთი შეხედვით ვიგრძენით ერთმანეთი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოვიარეთ,აქამდე რომ მოვსულიყავით.ძალიან ბევრი წიააღმდეგობები შეგვხვდა ცხოვრებაში.ორჯერ დავშორდით,უფრო სწორად დაგავაშორეს ერთმანეთს,ეს წლები კი ჯოჯოხეთური წლები იყო ერთმანეთისგან შორს და ბოლოს შიშველი ხელებით შევერკინეთ ბიზნესს და აი როგორც ხედავ,დღეს ჩვენ ერთ-ერთი წარმატებული კომპანია გვაქვს.
-თქვენს სიყვარულს როგორც გავიგე მტრები ჰყავდა,რადგან თავიდანვე უშლიდნენ ხელს თქვენს ერთად ყოფნას.
-კი,გვყავდა.თავიდანვე არ ვიყავი ოჯახისთვის სასურველი რძალი.ჩვენ 20 წლის ასაკში დავქორწინდით,დღეს 45 წლის ვარ და მთელი ეს 25 წელი სულ ცხოვრების ომში ვართ ორივე,მაგრამ ვერ შეძლეს საბოლოოდ ჩვენი დაშორება,ვერ შეგვაძულეს ერთმანეთი.ჩვენი მტრები,ისევ ჩვენი შინაურები იყვნენ.
-ამ სიდუხჭირემ და ცხოვრების ომმა უფრო გაამყარა სიყვარული და შენც ისევ ისე ძალიან გიყვარს,ეს შენს თვალებშიდაც ჩანს იზოლდა.
-მიყვარს,მართალა ძალიან მიყვარს.მე მისი სუნთქვით ვსუნთქავ და უბედნიერესი ვარ.იცი?ხანდახან მეშინია,რომ დავფიქრდები დემეტრეს გარეშე ჩემი ცხოვრება?ეს წარმოუდგენელია ჩემთვის.
-შენ არ გაქვს შიშის მიზეზი და არც უნდა გეშინოდეს,გიყვარს და უყვარხარ ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
-სიყვარულის ბედნიერებას ყველა ქალი უნდა გრძნობდეს,ნუ დაკარგავ დროს 21 წლის ხარ და უნდა გაიცნო ვინმე,უნდა შეიგრძნო ის თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი ქალი,როგორია ის.
-არ ვჩქარობ,მაგრამ მიხარია სხვა რომ ბედნიერია.
-ნუ ამბობ ჯერ ადრეა,ახლა ძალიან კარგი ასაკი გაქვს.დღეს საღამოს ჩემთან მოხვალ,მინდა გაგაცნო დემეტრეს ახალი კომპანიონი,სულ რამდენიმე დღის ჩამოსულია გერმანიიდან.
-ვინ არის,ვიცნობ მე?
-არა მგონია იცნობდე,ის სულ პატარა ასაკიდან ცხოვრობს გერმანიაშია.მშობლები გაყრილია და დედამ წაიყვანა აქედან,მოწყვიტა საქართველოს.მამა დემეტრესთან მუშაობდა,უეცრად გარდაიცვალა მეუღლის მეორედ დაქორწინება რომ გაიგო.უყვარდა,ძალიან უყვარდა მაკო თაზოს.
-რატომ დაშორდნენ ასე ძალიან თუ უყვარდათ ერთმანეთი?
-თაზო ასაკში იყო რომ დაქორწინდა საყვარელ ქალზე და იმდენი თაყვანისმცემლები ჰყავდა მაკოს რომ მოუწყვეს თაზოს თითქოს ოჯახს და საყვარელ ქალს ღალატობდა.არ დაუჯერა მაკომ და გაშორდა,ახლა კი შვილი დაუბრუნდა მამის ადგილს,ლუკა ჯაფარიძე.
-არა მგონია ბედნიერება შენსავეთ ვაჩუქო მამაკაცს,მე არ შემიძლია,ეს არ შემიძლია იზოლდა.თვალები აუცრემლიანდა სესილის.
-რატომ,რა მოხდა.რამე სერიოზული გჭირს და ეს მე არ ვიცი?
-1 წლის წინ ანალიზები გავიკეთე და ძალიან დიდი ნერვიულობა გავიარე.
-მე,მე რატომ არაფერი არ ვიცი.და,და რა მოხდა.ახლა ხომ კარგად ხარ,თუ მიმალავ რამეს.ანერვიულდა იზოლდა.
-არა,არაფერს არ გიმალავ.ახლა კარგად ვარ,მაგრამ მეშინია.
-ძალიან კარგი,ახალგაზრდები ხართ გაიცნობთ ერთმანეთს და ბედნიერ ოჯახსაც შეჰქმნით.თქვენ ძალიან მოუხდებით ერთმანეთს,დამიჯერე მოგეწონება.იზოლდამ ისე გააკეთა ყველაფერი როგორც თავად უნდოდა და გულის ფრიალით დაელოდა საღამოს დემეტრეს მოსვლას.როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა და თვალი მთავარ შემოსასვლელში გაურბოდა.
-ვერ ვიჯერებ,რომ მამა დღეს აგვიანებს.იზოლდას წინ ცისფერ კაბაში გამოწყობილი,ასეთივე ცისფერთვალება გოგონა იდგა.
-შენ ნუღარ მიმატებ მარი ისედაც ძალიან ვნერვიულობ,ასე არასოდეს არ დაუგვიანებია.უეცრად თვალი მოკრა შემოსასვლელში მდგარ გაოცებულ დემეტრეს და ნელა-ნელა გაოცება ბედნიერმა ღიმილმა შეუცვალა.ხელებგაშლილი წავიდა საყვარელ მეუღლისკენ და თან ამბობდა.
-არსებობს ისეთი დღე,თურმე მთელი წლის ფასად რომ ღირს.არსებობს ისეთი წელი,მხოლოდ ერთი დღის ფასიც რომ აქვს.ამ ყველაფერთან ერთად შენ ხარ ის ვისაც ვერ დავადებ ფასს.მადლობა საყვარელო მთელი ეს წლები რომ ჩემს გვერდით ხარ.უთხრა ბედნიერებისგან გაღიმებულმა და საყვარელ მეუღლეს ნაზად აკოცა.შემდეგ კი სტუმრებს მიუბრუნდა და ყველას მიესალმა,ასევე ლუკაც გააცნო ყველას.
-დედიკო და მამიკო,აბა გისმენ და არა მარტო მე,გისმენთ ყველა რა გაქვთ სათქმელი ერთმანეთისთვის და ან საერთო მეგობრებისათვის?მშობლების ამ უზარმაზი სიყვარულით თავადაც ბედნიერებისგან ბრწყინავდა მარი და უხაროდა,რომ ასეთი ულამაზესი სიყვარულის ისტორია მის მშობლებს ეკუთნოდა,რომ ამ ორი ადამიიანის ძლიერმა გრძნობამ გაუძლო ყველა სირთულეს და რაც მთავარია,გაუძლო დროს.
-ვფიქტობ მამიკოს უფრო მეტი აქვს სათქმელი და ეს უთქმელი ადამიანი დღეს იტყვის მის სათქმელს.იზოლდამ თავისი საოცარი ღიმილით შეხედა დემეტრეს რადგან იცოდა არ უყვარდა დემეტრეს გრძელი სიტყვით გამოსვლა საზოგადოების წინაშე და მავედრებელი თვალებით შეხედა იზოლდას.
-კარგი რა იზოლდა რომელი ორატორი მე მნახე,შენ უფრი გეხერხება საუბარი და შენ თქვი შენი სათქმელი.
-დედაა,ნუ შემირცხვინე მამიკო და გელოდებით ყველა.
-კარგი,კარგი.მაშ ასე,ძალოან ბედნიერი ვარ,რადგან 25 წელი შეგვისრულდა ჩვენი ერთად თანაცხოვრების.მინდა მადლობა გითხრა საყვარელო ყველა იმ თითოეული წლისთვის.მიუხედავად იმისა,ძალიან გრძელი და ძნელი გზა გავიარეთ აქამდე მოსასვლელად,მე ისევ მზად ვარ გავიარო თავიდან იგივე ყველაფერი და ისევ მოვიდე აქ,ამ დღემდე ასეთი ბედნიერი და ამაყი.შენ გამხადე ამ წლების მანძილზე ამაყიც,ძლიერიც და ბედნიერიც.
-ორივემ,ორივემ გავხადეთ ერთმანეთი ძლიერებიც და ამაყებიც.მადლობა შენ რომ ჩემს გვერდით ხარ და მამხნევებ,ეს საჩუქარი კი შენ.უთხრა იზოლდას დემეტრემ და ულამაზესი შეფუთული შეკვრა ხელებში ჩაუდო.
-ვააააუუუ,მამიკოოო ეს რა მაგარია.თქვა მარიამმა და თვალებგაფართოვებული დასცქეროდა დემეტრეს საჩუქარს.დემეტრემ ხელი მოხვია საყვარელ მეუღლეს და ერთადერთ შვილს და გულში ჩაიკრა ორივე,შვილს მისებურად თბილი კოცნა დაუტოვა თავზე და მეუღლეს ბაგეები კი ყველასთან მოურიდებლად დააგემოვნა,რაზედაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა სამეგობრომ.სესილი შორი ახლოს იდგა და ამ ბედნიერ წუთებს თვალს ადევნებდა,იზოლდამ ღიმილით წავიდა განმარტოვებით მდგარ სესილისთან და საუბარში ნელა ნელა ლუკასთანაც მიიყვანა.
-ლუკა საყვარელო მინდა გაგაცნო ჩემი ოჯახის ძალიან ახლო ადამიანი,ადამიანი რომელიც თითქმის ჩემი სულის ნაწილია.
-ასეთი გულწრფელი და საინტერესო დახასიათებით დიდი ინტერესი გამიჩინეთ ქ-ნო იზოლდა ამ საოცარი ქმნილების მიმართ.
-არ ვიცი თქვენი ბედის წიგნში რა წერია,მაგრამ მე იქ ჩემი ნებით ერთ წარწერას ჩავამატებდი,რომ მინდა ორივე ერთად იყოთ და მინდა გისურვოთ ის ძლიერი გრძნობა რაც მე და დემეტრეს გვაქვს ერთმანეთის მიმართ.
-ვფიქრობ,რომ ძალიან გულუხვი ხართ და მადლობა ამ კეთილი სურვილებისთვის.წინასწარ არაფლის თქმა არ შემიძლია,ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.იზოლდას გაეცინა და ლუკას უთხრა.
-ჩემსას არ გჩუქნით,ჩემი მე ჩემთვის მინდა.მინდა ეს გრძნობა თავად შექმნათ,თავად ააშენოთ და თავადაც დაიცვათ.იზოლდამ ღიმილით დატოვა წყვილი და სესილიმ თვალი გააყოლა მიმავალს და ჩურჩულით თქვა.
-რა ენერგია აქვს ამ ქალს და საიდან მოდის მასში ეს ძლიერი მუხტი.
-სიყვარული,საყვარელი ადამიანის სიყვარული აძლევს ენერგიას და იმ დიდ მუხტს რაც მასშია.ბედნიერია დემეტრე ასეთი მეუღლე რომ ჰყავს,მეც კი შემშურდა მისი რაც კი ვნახე ჩემი თვალით.დაუჯერებელია ასეთი ძლიერი გრძნობა იყოს ყველა წყვილში,ალბად სიყვარული რომ მოვა,სიძლიერეც მოვა თავისთავად.მე არ ვიცი ეს გრძნობა რას ნიშნავს,ისიც ვერ მოვახერხე ჯერ ვინმე გამეცნო და სერიოზული ნაბიჯი გადამედგა,ალბად ყველაფერს მისი დრო აქვს.
-ფრთხილად იყავით,თუ მხოლოდ კარიერაზე და წარმატებაზე ფიქრობთ გეტყვი რომ ნელა-ნელა ცხოვრებას შორდები და დარჩები მხოლოდ ადამიანის აგებულება.ყოველდღიური ცხოვრებით უნდა იცხოვრო თუ გინდა ყველა უჯრედი სავსე იყოს შენში და სრულყოფილ ადამიანად გრძნობდე თავს.
-ერთ დროს მეც ვიყავი ასეთი ბედნიერი და სავსე ყველაფრით,მაგრამ ერთ დღეს ჩამოიშალა მყარი კედელი და დამენგრა,დაიშალა ყველაფერი.წლები ჭირდება სესილი შენებას და შექმნას და წუთები კი დანგრევას და ყველაფრის მტვრად ქცევას.იმ ყველაფერთან ერთად მეც მწარედ დავენარცხე მიწაზე ღრუბლებში ასულმა.მას შემდეგ წლები გავიდა და ალბად შიშმა შემიპყრო,თუმცა იზოლდა მართალია,ალბად ისევ უნდა ვპოვო ჩემში ის დიდი ძალა რომელიც წინ გადამადგმევინებს ნაბიჯს და ისევ შევძლებ ჩემში ის გრძნობა ვპოვო,რომ სხვაც გავაბედნიერო და მეც ვიყო სრულყოფილი ადამიანი.
-მართალი ხარ,უნდა შეძლო და ცადო ახალი ცხოვრების დაწყება.ლუკამ უცქირა სესილის და პირდაპირ უთხრა.
-არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი,ვერც იმას შეგპირდები რომ დედოფალივით გაცხოვრებ,მაგრამ თუ ვცდი ცხოვრების ახლიდან დაწყებას მინდა შენთან ვცადო დაახლოვება,რადგან ძალიან მოხვდი ჩემს გულს და სულს.თანახმა იქნები ხვალ რომ ვახშამზე დაგპატიჟო?სესილის გაეცინა და ლუკამ წარბაწეულმა გახედა.
-ჯერ ხომ არ ჯობდა,უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი?
-ალბად უცნაურად მოგეჩვება,რა ვქნა მე ხომ 17 წლის თინეიჯერი ბიჭი არ ვარ ჯერ ტელეფონით დავიწყოთ მესიჯების წერა და ღამეები ვათენოთ პასუხის მოლოდინში.მოდი რა პირდაპირ გეტყვი,სესილი მომეწონე და ხვალ ვახშამზე გეპატიჟები.
-რომანტიკული ვახშამი?
-იყოს რომანტიკული ვახშამი.თვალი ჩაუკრა ლუკამ და სესილის გული აუფრიალდა.-უკვე დრომ დროს გადააცილა და წასვლის დროც არის,თუ სურვილი გაქვს სახლამდე მიგიყვან.
-კარგი იქნებოდა,მაგრამ...............
-არავითარი მაგრამ,დავემშვიდობოთ ჩვენს ლეგენდარულ სიყვარულის ღმერთს იზოლდას და წავიდეთ.ღიმილით გააცილა იზომ სტუმრები და ჯვარიც კი გადაწერა მათ წინ მიმავალ წყვილს.ღიმილით გადახედა დემეტრეს და ბედნიერმა უთხრა.
-ძალიან უხდებიან ერთმანეთს არ მეთანხმები დემეტრე?
-მართლაც რომ ძალიან კარგი წყვილია და მეც ძალიან მინდა ლუკა ბედნიერი იყოს,რადგან მის ასაკში ბევრი ტკივილი აქვს უკვე ნანახი.
-ისე როგორც მე მინდა სესილი იყოდს ბედნიერი.
-ჰოდა იქნებიან,დარწმუნებული ვარ.წავიდეთ და დავისვენოთ,თორემ მართლა ძალიან დაღლილი ვარ დღეს რთული დღე მქონდა.ხელი მოხვია იზოს და საძინებელში კოცნით შეიყვანა.
-ძალიან მშვენიერი საღამო იყო.თქვა ლუკამ.
-გეთანხმები,არ ველოდი ასე კარგად თუ გავერთობოდი.
-მე კი ნამდვილად არ ველოდი,დღეს თუ ასეთ საოცრად ლამაზ გოგონას გავიცნობდი და ერთი ნახვით უკვე ვახშამზე დავპატიჟებდი.
-მაწითლებ ლუკა.სიცილით თქვა სესილიმ.ლუკას ჩაეღიმა და თავისებური ღიმილიანი ხმით თქვა.
-აი მოვედით.ხვალ საღამოს 7 საათზე მოგაკითხავ,იმედია ხვალამდე არაფერი შეიცვლება და არ გადაიფიქრებ.
-ლუკა რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში,როგორადაც არ უნდა შეგაწუხოს წარსულმა უნდა შეძლო და წარსულის დავიწყებით შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება.გახოვდეს,ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს,ბედი ახალ კარს გაგიღებს.რაც შეეხება ხვალინდელ ვახშამს არ ვფიქრობ გადავიფიქრო,გელოდები 7 საათზე.
-მიხარია,რომ მტკიცე ხასიათის ხარ სესილი.ვფიქრობ,რომ მე უკვე მოვედი ჩემს ცხოვრებაში მეორე კარის სახელურთან და იმედია ნელა-ნელა შევაღებ კიდეც რომ შიგნითაც შევაღწიო,მის სულიერ სამყაროში.ხვალამდე სესილი.
-იმას ვინც დარდს არ გამოხატავს გარეგნული სიმშვიდის შესანარჩუნებლად,შიგნიდან უწევს ბრძოლა.ხვალამდე ლუკა.სესილი წავიდა და თვალი გააყოლა და მანამ არ წავიდა,სანამ სესილი სადარბაზოში არ შევიდა.ბედნიერი შევიდა სახლში სესილი და დაწოლამდე გაამზადა მეორე საღამოსთვის კაბა,უკვე ნერვიულობდა ლუკასთან შესახვედრად.იგივე დღეში იყო ლუკა და სახლში შესულმა ორი ჭიქა კონიაკი ზედიზედ დაცალა,რათა არ ეფიქრა და დასძინებოდა.მაგრამ ვერ შეძლო და სესილის თაფლისფერ თვალებში ჩაიძირა.
-სესილი,სესილი შენი თვალები რა ღრმაა და რა ბევრის მთქმელი.მხოლოდ თვალებით შემიძლია შეგეხო,მხოლოდ თვალებით და თავად მივცემ ჩემს თავს პირობას,რომ შენი ბაგებიდან შევსვამ სიყვარულის ძლიერ მოქმედ ელექსირს.როგორც იქნა ჩაეძინა,დილით კი გამოუძინებელი წავიდა სამსახურში,ჩქარობდა და საქმეებიც ადრე მოაგვარა,უკვე გასასვლელად ემზადებოდა,რომ ტელეფონზე მოულოდნელი ზარი ჰქონდა.დახედა და გაოცებულმა დააჩერდა ტელეფონს,ის ნომერი დაფიქსირდსა რომელიც წლებია თითქმის დავიწყებას იყო მიცემული.გული აუფრიალდა,მაგრამ თავი შეიკავა და ნელა,აუჩქარებლად უპასუხა.
-გისმენთ.
-უკაცრავად,ლუკას ვესაუბრები ჯაფარიძეს?
-დიახ,თვით ლუკა ჯაფარიძე გისმენთ.
-ვერ ვიჯერებ,რომ მართლა შენ ხარ.არ მითხრა,რომ ვერ მიცანი ჯაფარიძე.
-ანდრეა?
-როგორც იქნა,გაიხსენე ჩემი ხმა.
-შენ რა,საქართველოში ხარ?
-კი და მინდა შეგხვდე ლუკა.
-დღეს არა რა,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
-თუ მეტყვი,რომ ეს შეხვედრა ქალს ეხება და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საღამო შენთვის,შეგეშვები.სხვაგვარად იცოდე რომ არა.
-უნდა გამოგიტყდე რომ ქალს ეხება და ამ საღამოზე მართლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული,ანდრეა არ გეწყინოს.ხვალ,ხვალ დაგირეკავ და შეგხვდები.
-საწყენი არაფერია,მინდა წარმატებები გისურვო.მართლა მიხარია,რომ ცდილობ ცხოვრების გაგრძელებას.
-ძნელია,მაგრამ ვცდილობ.
-აბა,წარმატებები და ხვალამდე ლუკა.
-ხვალამდე ანდრეა.ტელეფონი გათიშა,საათს დახედა და უკვე წასვლის დროც მოსულა,როგორ გაიწელა დრო 7 საათამდე,ეგონა საუკუნე გავიდა და როგორც იქნა სესილის ნომერი აკრიბა.
-სესილი 10 წუთში ბინასთან ვიქნები.
-კარგი,მე უკვე მზად ვარ.
-სესილი?ვის ელაპარაკები შვილო.ღიმილით შეეკითხა მამიდამ და თმებზე მოეფერა.
-ჩუმად დაიწყე მოსმენა ვის ველაპარაკები?მოჩვენებით გაუჯავრდა სესილი მამიდას.
-ნუ ცვლი თემას და მითხარი ვინ არის,ნასწავლია?მოგწონს?
-მოწონებაზე შეიძლება დადებითი პასუხი გაგცე,ზედმეტი არ შემიძლია ვთქვა ჯერ არაფერი.ისე კი ძალიან კარგი ადამიანია,მხიარულიც და თავაზიანიც,ამასთან ერთად კი სერიოზულიც.
-ფრთხილად იყავი,არ გეტკინოს სესილი.
-ტკივილი სიძლიერეს ტოვებს მამიდა,მაგრამ არა მგონია თუ სერიოზული ნაბიჯი გადავდგი ლუკასთან ერთად,ის არასოდეს არ მატკენს შეგნებულად.
-შენ აქამდე არავინის გაცნობა არ გინდოდა,მოსმენაც არ გინდოდა არავინისთვის და საინტერესოა,როგორ გაგიწია გული სრულიად უცხო ადამიანზე.
-მალე 21 წლის გავხდები მამიდა და ვიცი,რომ ძნელია ენდო ადამიანს და ისიც უცხოს,უცნობს.მაგრამ ლუკას შევხედე თუ არა,სუნთქვა გამიჩერდა,ვიგრძენი ის რაც არასოდეს არავინის მიმართ არ მიგრძვნია.გადავწყვიტე წარსულის შიში უკან მოვიტოვო და წინ ვიარო გამართული და მტკიცე ნაბიჯებით.
-მე წარმატებებს გისურვებ სესილი.კარგად იცი,რომ მე შენს მეტი არავინი არ დამრჩა.შენ ხარ ჩემი ოჯახი და შენ უნდა დამიხუჭო თვალი,შენ უნდა მომიარო.მინდა,ძალიან მინდა ბედნიერი იყო ჩემო ერთადერთო.ისე რა საქმეს ეწევა,რა ნასწავლია სასიძო.
-თუ არ ვცდები,იურისტია.
-წარმატებული?
-ვფიქრობ რომ წარმატებული,სხვაგვარად ის ვერ მოხვდებოდა დემეტრე ძიას გვერდით.
-ააააა,დემეტრესთან მუშაობს?მაშინ ხელებს ვწევ მაღლა და გზას გინთავისუფლებ.ორივეს გაეცინა და სესილიმ ჩანთა აიღო და გასვლისას მამიდას გემრიელად აკოცა.დინჯად ჩაიარა კიბეები და გარეთ გასვლისას დაინახა,ლუკას თავისი საყვარელი მეზობელი ძია ფრიდონი მადლობებს უხდიდა.
-ძალიან გამეხარდა ბ-ნო ლუკა თქვენი აქ ნახვა,მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა და მეც აქვე ვცხოვრობ,ჩემს სახლში ჭიქა ჩაიზე დაგპატიჟოთ.ლუკას ასაკოვან მოხუცს თბილად გაუღიმა და უთხრა.
-სამადლობელი არც არაფერია ბ-ნო ფრიდონ.მე ის გავაკეთე რაც კანონით გეკუთნოდათ და ამაში თვით კანონმაც ხელი შემიწყო,რადგან ის თქვენს მხარეზე იყო და დაიბრუნეთ თქვენი საკუთრება.
-თქვენთან მოსვლამდე მე უამრავი იურისტი გამოვიცვალე,უამრავი ფული მახარჯინეს,მაგრამ ახლა არ ვჯავრობ იმ დაკარგულს,მიხარია რომ ჩემი სიმართლე თქვენ დაინახეთ და თქვენ შეძელით მხოლოდ ამ სიმართლის დამტკიცება.
-ყველაფერი კარგად იქნება,მე ყოველთვის მზად ვარ სიმართლის მხარეს დავეხმარო.არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის,კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს.
-ღმერთი გფარავდეს შვილო.ხელი ჩამოართვა და წავიდა,სესილი?სესილი გაოგნებული იდგა
და თან ამაყი.ნელა-მელა გადადგა ნაბიჯი და ლუკას მიუახლოვდა.
-ახლა დავრწმუნდი,რომ წარმატებული იურისტი ხართ და სიმართლის მოყვარული.
-საიდან დაასვენი ეს,იქნებ არ ვარ ასეთი კარგი როგორი თვალითაც შეხედე ამ სურათს.
-ძია ფრიდონი მადლობას არავის უხდის უმიზეზოდ.ის ძალიან სამართლიანი და კანონის მოყვარული ადამიანია,მიხარია რომ დაეხმარე და მისი კუთვნილება დაუბრუნე.ერთადერთი შვილი დაკარგა,რძალმა მიატოვა თოთო ბავშვი და მარტოებმა გაზარდა ორმა მოხუცმა ერთადერთი შვილის დატოვებული სიმდიდრე.
-ვიცი,ამისათვის იბრძოლა და მამის ქონება უკვე შვილის სახელზეა.ბავშვი რა ასაკის არის.
-ახლა მგონი 17 წლის არის,წავედით?
-წავიდეთ,მაგრამ სად?შენ განდობ არჩევანს,რადგან არც ისე დიდი ხანია რაც დავბრუნდი და ჯერ არ ვიცი ადგილები კარგად.
-და ენდობი ჩემს გემოვნებას?
-შენ არა მარტო გემოვნებას,მთლიანად ჩემს სიცოცხლეს განდობ სესილი.
-მაშინ გასაღები მომეცი,თვალი დახუჭე და მთლიანად მომენდე.დღეს სამოთხეში უნდა წაგიყვანო,მხოლოდ ჩემს სამოთხეში.ლუკამ ღიმილით გაუწოდა მანქანის გასაღები და პირველ პაემანზე მისი თავი ანდო ქალს,ქალს რომელიმაც უკვე ერთი ნახვით დაიპყრო მისი გული.მიდიოდა სესილი და ხანდახან ღიმილით გადახედავდა ლუკას და ისევ გზას გაჰყურებდა.მანქანა ერთ-ერთ ქოხთან მიიყვანა,გააჩერა და ლუკას შეხედა.ლუკამ თვალი მოავლო ირგვლივ მიდამოს და დაინახა ძალიან უბრალოება,უბრალოება მაგრამ სისუფთავე.
-სად მოვედით სესილი.
-მოვედით იქ,სადაც მიყვარს განმარტოვებით ყოფნა.სადაც ხელს არ მიშლის არავინ ფიქრში,ჩემი საყვარელი მოხუცი კი მის საფირმო თევზს შემიწვავს,მის არაჩვეულებრივ სალათას გამიკეთებს ბალახეულობას როგორც თავად ეძახის და ვსვამ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს ნელა-ნელა.ხანდახან არ მინდა დაღამდეს და საათები გაიწელოს,მაგრამ იმდენად უგულოა მზე აი იმ გორას ეფარება და მეც დაბინდებულში მივდივარ სახლში.დღეს კი მომინდა აქ მოვსულიყავი,მაგრამ არა მარტო,აქ შენთან ერთად მოვედი ლუკა.
-სესილი მე მომიყვანე პირველ შეხვედრაზე შენს საყვარელ ადგილზე?გაეღიმა ლუკას.
-ასეა,დღეს მე მოგიტაცე.აკისკისდა სესილი.
-მომიტაცე? ის რაც მე უნდა გამეკეთებინა,შენ გააკეთე?სირცხვილით ეს სად ვთქვა.იცინოდა ლუკა.
-მოგიტაცე,მაგრამ ძალადობა არ დამიგეგმავს.
-ძალადობა?ამასაც უნდა ველოდო?ვაიმეეეე.იცინოდა ორივე გულიანად და ნელა-ნელა ქოხისკენ მიიწევდნენ.
-მართლა საოცარი ადგილია,ძალიან მომეწონა.
-მყუდროა და არ გამოირჩევა ბევრი ხალხით.
-ალბად ახალია და არ იცის ჯერ არავინმა.
-ლუკა სცდები,ეს ქოხი თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.მე შენ იქ მოგიყვანე,სადაც ცხოვრობს ნამდვილი და სუფთა ადამიანები.ბ-ნო ლუკა ჯაფარიძევ მოხუცს რომელსაც დაეხმარეთ ქონების კუთვნოლების დაბრუნებაში აი ეს არის ის ქოხი.ამ ქოხისთვის და ამ ადგილისთვის იბრძოდა ძია ფრიდონი.აქ ადგილი ჰქონდათ,მამუკამ ამ ქოხის გარშემო გაკაფა ადგილი და აი ეს დარჩა.მასაც ძალიან უყვარდა სიმყუდროვე და ახლა კი პატარა მამუკას დარჩება ეს ყველაფერი მამაისის სახელზე.ლუკა გაოგნებული იდგა,სესილის გახედა და უთხრა.
-ასე კარგად იცნობ მოხუცს?
-მე მას ვიცნობ დაბადებიდან,ისინი ჩემს ბინაში ცხოვრობენ პირველ სართულზე მე კი მეოთხეზე ვარ.
-ეს ვინ მოსულა,ღმერთო რა პატივია არ გელოდი ბ-ნო ლუკა.ხელებგაშლილი გამოვიდა მოხუცი ქოხიდან.
-ეს სესილის დამსახურებაა ძია ფრიდონ.
-რამ დამაბნია,რომ ერთხელ მაინც არ დაგპატიჟეთ აქ ამ ქოხში.
-არა უშავს,აი მოვედი კიდეც.გაეცინა ლუკას.
-არ ვიცოდი ჩემს სესოს თუ იცნობდი.ეშმაკურად გახედა სესილის ძია ფრიდონიმ.



№1  offline წევრი mia15

რაღაც საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა.ველოდები შემდეგ ათავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
რაღაც საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა.ველოდები შემდეგ ათავს

მადლობა ჩემო ფერიავ,უკვე ვამზადებ და ხვალ დავდებ. kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი marina

hesanihnavi dasaskisia sarmatebebi sakvarelo.❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent