შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 4 )


21-02-2018, 00:11
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 623

-სად ხარ გოგო ამდენი ხანი, ყველა შენ გელოდებით - ჩამყვირა ცოტნემ ყურში
-ნუცა ჩაბარგდება და ჩამოვალთ, წადით თქვენ და ვისაც ორი ადგილი აქვს მანქანაში დაგველოდოს რა
-მალე ჩამოდით- გამაფრთხილა და მობილური გამითიშა
-ნუცა მალე ქენი რა
-რაო რას ვშვებითო
-ყველა თქვენ გელოდებითო და ეგ კიდე რა სულ მანდ არის, გადმოცხოვრდა და გვიმალავთო?
-რა შენი საქმეაო ვერ უთხარი?
-მალე შეკარი ეგ ბარგი, ერთი თვით მივდივართ, წლით კი არა
-კარგი ხოო , სავარცხელი მომაწოდე არ დამრჩეს, ოღონდ მაშინდელივით ცხვირში არ მომარტყა, კინაღამ საოპერაციო რო გამიხდა ჩემი შვილივით გამოზრდილი ცხვირუკა
-გამოადგამ ფეხს?
-გამოიძახე ლიფტი და მანდ ვარ ორ წუთში
-ბეე წავედიით
-რას აიტეხეთ ეს დასვენება, ეხლა არ ჩამოხვედი გოგო? - აქოთქოთდა ნანა
-მერე იქ კი არ ვისვენებდი , ჩამოვალ ერთ თვეში არ ინერვიულო სულ კონტაქტზე ვიქნები- გადავეხვიე და თავზე ვაკოცე- ბაბუს ჩემ მაგივრად დაემშვიდობე
-კეთილი მგზავრობა, რომ ჩახვალ დარეკე
-კარგით ნანა დეიდა, სანამ მანქანა არ გაჩერდება მანამდე არ ჩამოვალთ - გაუღიმა ნუცამ და ხელით გამათრია

-წავიდნენ უკვე? - ქვემოთ ცოტნე და ნია დაგვხვდნენ
-ხო რატიმ და ლიზამ ანკა და რეზი წაიყვანეს, ვაკომ საბა და ბარგი წაიღო პროდუქტებთან ერთად
-უხ დაეტოვებინათ წყვილი მარტო რა იყო - ჩაურტყა ნუცამ ირონიულად და მანქანაში ჩასკუპდა
-ანკა გავაყოლე, ცოტა ხო უნდა გავერთოთ- გადაგვკოცნა ნიამ და კარი გამოუღო ნუცას- წინ მე ვჯდებოდი ქალბატონო
-დაგედო მერე ჩანთა ან რამე, ეხლა მე ვზივარ
-აუ ამის გამოსწორება არ იქნება რა - თავი გააქნია ნიამ და ჩემ გვერდით მოკალათდა
-წავედით გოგოებო?- გამოგვხედა ცოტნემ და ღვედი გადაიჭირა - უფ რამდენ ახალ ჭორს გავიგებ თქვენგაან - გაწელა სპეციალურად
-ისე ბავშობიდან ყოველთვის ასე ვიყავით, ცოტნესთან განვიხილავდით ყველაფერს- შევნიშნე მე
-აბა ისინი დასტოინები არიან ამისგან განსხვავებით - ისწერვა კაპანაძემ
-მერე ცოტნე რო არ გვყავდეს რა გვეშველებოდა? -დაიჭრა ჩვენი მხარე კენჭაძემ
-აი ამიტო მიყვარს ნია - გაიჟგიმა ციბაძე წინა სავარძელში
-ანუ მე არ გიყვარვარ? - ეწყინა ნუცას და ქვედა ტუჩი ამოაბრუნა
-ეგ ანიტას ჩვევაა და მაგის გარდა სხვაზე არჭრის ხო იცი- გაუცინე და უჩქმიტა
-ვინც გიყვარს იმას უჩქმიტე- გაიბუტა კაპანაძე
-არ გრცხვენია გოგო? ყველა მიყვარხართ მარა ვერ მაფასებ შენ. ხოდა ვინც მაფასებს უკან გადამისვი და რაღა ვქნა ეხლა- გაეცინა ცოტნეს და ნიას სარკიდან თვალი ჩაუკრა
-ხოდა გააჩერე და გადავალ უკან
-ნუ ბავშვობ
-არ ვბავშობ , მიდი გააჩერე
-ანკასგან მომივიდა მესიჯი- შევაწყვეტინე ლაპარაკი და ტელეფონი განვბლოკე- „უკვე მართლა ვერ ვხვდები ეს გოგო ჩვენთან როგორ უნდა გაერთოს“
-გეუბნები ან ჩვენ ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ, ან არადა რატის დავანახოთ რო არ არის მზად ჩვენი რძლობისთვის- მხრები აიჩეჩა ნიამ და მომეყუდა - სიმღერები მაინც ჩართეთ
-არ გინდათ ლიზას გაჭორვა? - გაიკვირვა მძღოლმა და გაბრაზებულ ნუცას გახედა- კაი რა გჭირს ვიხუმრე
-შენთან ერთად არა
-კაი რა ანიტ, ყოველთვის ჩემთა განიხილავდით ხოლმე ესეთ რაღაცეებს და ეხლა რა გჭირთ?
-გავიზარდეთ
-მერე უფრო რო უნდა მენდოთ არა?
-ნდობაზე არაა საქმე , პროსტა არ გვყავს გასაჭორი ჯერ. იქ შევხედავთ და რო რამე შეკრებებზე დაგპატიჟებთ ხოლმე - დააიმედა კენჭაძემ და თავი მუხლებზე დამადო- რო ჩავალთ გამაღვიძე

ბორჯომში მალე ჩავედით. საბოლოოდ არჩევანი რეზის სახლზე შევაჩერეთ, საკმაოდ დიდი იყო და იმდენი ოთახი რო ყველა თავისუფლად მოვთავსდებოდით. რ მივედით ისინი უკვე იქ დაგვხვდნენ. ეზოში მოტოციკლეტი დავინახე გაოცებისგან პირი დავაღე
-რეზი რა არის ეს?
-რაზე მეუბნები- ჩემოდანი გამომართვა და თვალი ჩემს მზერას გააყოლა- აა ეგ? მოტოციკლეტია
-კაი კაცო, მაგას მეც ვხედავ . მოტოციკლეტი გყავდა და არ მითხარი?
-როდის უნდა მეთქვა ანიტ?- გამიცინა და ხელი გადამხვია- წამო და საღამოს გასწავლი ტარებას- შიგნით შემიყვანა და ზედა სართულისკენ მიმითითა- შენი ოთახი არავის დაუკავებია, ასე რომ შეგიძლია დაბინავდე- თმები ამიჩეჩა და ჩემი ბარგი საბას გაუწოდა- ბარემ ზემოთ ადიხარ და შეატანინე რა
-რა პრობლემაა კაცო- ბუმბულივით აიტაცა ხელში და წინ გამიშვა
-აუ ყველაფერი როგორ მენატრებოდა - ვთქვი დანანებით და საწოლზე ჩამოვჯექი- მადლობა, საბ
-მიდი ცოტა ხნით დაისვენე და ჩამო ქვემოთ ვიკრიბებით, ვისადილოთ
-აუ მე მეძინება და ცოტა ხნით დავიძინებ თუ არ გეწყინებათ
-კაი ჩემო სიცოცხლე- თავზე მაკოცა და კარი გაიხურა

აბაზანიდან გამოვედი და ოთახში ნია დამხვდა
-მოეწყე უკვე? - გავუღიმე და ჩემოდნიდან საძილე მაიკა და შორტი გამოვაძვრინე
-ეხლა არ თქვა დაძინებას ვაპირებო- გაკვირვებულმა შემომხედა
-აუ ძაან დაღლილი ვარ, რაც ჩამოვედი წესიერად არ მიძინია- დავიწყე წუწუნი
-კარგი ხო , ოღონდ ძაან არ გაიჯეჯილო- გამაფრთხილა და ოთახიდან გავიდა.

რო გავიღვიძე გვერდით ნია მეწვა და მშვიდად ფშვინავდა. საათს დავხედე რომელიც 2ის 15 წუთს უჩვენებდა. ეხლა დღე და ღამე ამერევა-თქო, გავიფიქრე ჩემთვის და მოსაცმელი ავიღე. კარები რო გავაღე ქვემოდან ხმები მესმოდა, ჩავედი და იქაურობა მოვათვალიერე
-გოგოები სად არიან?
-უხ, გაუღვიძია ჩვენს მძინარე მზეთუნახავს- გამიღიმა ვაკომ- დღეს ცოტა დაიღალნენ და ადრე დაწვნენ- შენ ეხლა მთელი ღამე ჭოტივით უნდა იყო?
-ეგრე გამოდის- გავუცინე და რეზის შევხედე- რეზი ხო დამპირდი მოტოციკლეტზე ტარებას გასწავლიო?
-ამ შუაღამისას გოგო? თან ნასვამი ვარ, ხვალ იყოს.
-...
-ნუ მიყურებ ეგრე, ხვალ მართლა დაგსვამ სულ რო ფეხების ამპუტაცია დამჭირდეს- დამაიმედა და ჯოკერის თამაში გააგრძელა
-აუ გარეთ მინდა გასვლა- დავიწუწუნე იმ იმედით რო რომელიმე მაინც მომაქცევდა ყურადღებას
-მარტო არ გახვალ და ეხლა ეს თამაში რო მივატოვო ანიტ, ჩათვალე რო ცოტნეს და საბას ხვალ მთელი დღე სურვილები უნდა ვუსრულო, ასე რომ მაპატიე რა- ორი თითით ყელი გამოიწელა და საცოდავი თვალებით შემომხედა.
-კარგი ხო, ჩვენი გვრიტები სად არიან
-ლიზას სძინავს და რატი სამზარეულოშია
-წავალ იმას ვეტყვი, თქვენგან განსხვავებით არა მგონია მაწყენინოს- კიბის ბოლო საფეხურები ჩავიარე და სამზარეულოსკენ წავედი- რატიიიი- გავწელე სიტყვა
-რა უნდა მთხოვო- გამიცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა
-აქ რატო ხარ მარტო
-ყავის ადუღებას ველოდები, შენც ხო არ გინდა?
-აუ კი მაგრამ გარეთ მინდა გასვლა
-და იმათმა ჯოკერის საზაფხულო ჩემპიონატს ვერ მივატოვებთო და ჩემს იმედზე ხარ?- მიმიხვდა და ჩაიდანი გაზიდან გადმოდგა
-ხო თორე თქვენი ამბავი რო ვიცი, გავალ მარტო და დამერხევა- კარადიდან საშაქრე გადმოვიღე და კოვზის ძებნა დავიწყე
-მიდი კაი ჩაიცვი თბილად, საღამოობით აქ საკმაოდ გრილა, ყავას მე გაგიკეთებ და გავიდეთ.
-აუ მიყვარხარ- მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე- 5 წუთში მზად ვიქნებიი- გამოვძახე შუა კიბიდან და ოთახში შევვარდი.

ყავა რო დავლიეთ ბიჭებს დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედით
-ლიზაზე რას ფიქრობ?
-მშვენიერი გოგოა- მხრები ავიჩეჩე და ეზოს ჭიშკრისკენ წავედი
-მიხარია თუ მოგეწონა- კარები გამოაღო და წინ გამატარა
-მერე მარტო რო დატოვე არ გრცხვენია? -გავიცინე და ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე
-ნუ გეშინია , დიდი გოგოა და თუ გაიღვიძა და ვერ დამინახა ტირილს არ დაიწყებს - ჩამინამიოკა ტვილდიანმა
-აუ სულ უნდა მახსენო ეგ ამბავი? - გამეცინა ბავშვობის გახსენებაზე
-ისე მართლა რა ჩერჩეტი ხარ , რა გატირებდა
-სახლში მარტო ვიყავი , შუაღამისას გავიღვიძე და არ დამხვდი, რა უნდა მექნა , პატარა ვიყავი და შემეშინდა, რა ვიცოდი საპირფარეშოში თუ მოგინდებოდა მაინცდამაინც იმ დროს - გავიმართლე თავი და ცას ავხედე- მგონი წვიმას აპირებს
-დავბრუნდეთ?
-მეღადავები?
-კი- გამიცინა და თავისი ჟაკეტი მომახურა- არ გაცივდე
-არ მინდა ჩაიცვი შენ , თორე ლიზამ თუ გაიგო რო მაგისი შეყვარებული მთელ არდადეგებს ჩემ გამო სიცხიანი ატარებს, ვფიქრობ კარგი დღე არ დამადგება - მოვიძრე ჟაკეტი და უკან გავუწოდე
-გაგაფრთხილე თბილად ჩაიცვითქო, არ დამიჯერე და ეხლა გამომართვი თორე გავბრაზდები - ხმაში სიმკაცრის ნოტები შეეპარა და მივხვდი რო შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
-ისე ყოველთვის მომწონდა ეს ჟაკეტი და არ გინდა დღეს მაინც მაჩუქო?
-როდის გითხოვია რამე და არ მიჩუქებია - ეწყინა ტვილდიანს
-ეგ არ მითქვამს, უბრალოდ როცა ვინმეს რაღაცას ვართმევ, აუცილებლად რაღაც მოგონებასთან უნდა ასოცირდებოდეს, აი ისეთთან იქამდე რო ჯერ არასდროს მომხდარა
-გინდა ბავშობის ოცნებას აგისრულებ და ამ ჟაკეტის ჩუქების პატივი მერგება წილად
-რა ოცნებას- გავიკვირვე და მოლოდინისგან სული დამელია
-შენი ოცნებები მე უფრო კარგად ვიცი
-ოო მითხარი ეხლა
-გახსოვს რო ამბობდი თავსხმა წვიმაში ცეკვა მინდაო. მაგ პერიოდში ან ცეკვის ხასიათზე არ იყავი, ან ამინდი არ გიწყობდა ხელს. ხოდა ეხლა 5 წუთში ეჭვი მაქვს ძაან დასცხებს და შენი ოცნება აგისრულდება - თვალი ჩამიკრა რატიმ .

ზუსტად ორ წუთში ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა , მომენტალურად გავბედნიერდი. ჟაკეტი ჩანთაში ჩავაგდე რო დალპობას გადამერჩინა და ტვილდიანს ჩავეხუტე . ვერ შევამჩნიე როგორ მივუახლოვდით სიცილით და ცეკვა-ცეკვით სახლს.
-მადლობა რატი- მოვშორდი და მხოლოდ ეხლა შევამჩნიე როგორ ციოდა
-არ გრცხვენია, ანიტ?- ლოყაზე ხელი ჩამომისვა და თვალებში შემომხედა
-ძალიან ცივა - დავაიგნორე მზერა რომელმაც რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე და სახლისკენ გავიხედე
-ჩაიცვი მერე აწ უკვე შენზე გადმოფორმებული ჟაკეტი
-დამისველდება იყოს
-შევიდეთ?- თავით კარისკენ მანიშნა
-ხო - თავი დავუქნიე და ბოლოჯერ ჩავეხუტე- მართლა დიდი მადლობა
კისერში მაკოცა და კანი ამეწვა.. ხო ცოტნესაც გაუკეთებია ეგრე და ვაკოსაც მაგრამ ესე არასდროს დამმართნია. ვერ მივხვდი რა იყო და სანამ ტვილდიანი შეამჩნევდა ეზოში შევაბიჯე.
სახლში რო შევედით ლიზა იქ იჯდა. რაღაცნაირად აგვათვალიერა და რატის მიუბრუნდა
-სად იყავი ამდენ ხანს
-მეგონა გეძინა
-წამო დავწვეთ- გამომწვევი ხმით უთხრა და მე გამომხედა. გამეცინა და ბიჭებისკენ დავიძარი
-აუ სულ სველი ხარ- მოიშორა ლიზამ შეყვარებული და განზე გადგა- სანამ არ გადაივლებ და არ გაშრები არ გამეკარო
-ნუ მებუტები თორე დაისჯები- ტუჩი მოიკვნიტა რატიმ და მე გამომხედა- ძილინებისა ბავშვებო- დაგვემშვიდობა და ზემოთ ავიდა.

-რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? ადექი მანდედან სულ დაასველებ - გამიბრაზდა რეზი
-უი ბოდიში- მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე
-მეტრეველი მოგკლაავ - დაიღრიალა და სანამ მაგიდიდან ადგებოდა სამზარეულოში მოვასწარი შესვლა და ჩაკეტვა- გამიღე კარი თუ გინდა ცოცხალი გადარჩე
-იყავი და იყვირე რამდენიც გინდა- მხრები ავიჩეჩე და ჩანთიდან ჟაკეტი ამოვაძვრინე რომელსაც სისველის მიუხედავად მაინც ჰქონდა რატის სუნი შერჩენილი. სანამ ჭკუიდან შევიშალე ჯობია ვინმე ვიპოვო, გავიფიქრე ჩემთვის და ჟაკეტი უკან დავაბრუნე. ცოტა ხანში ხმაური მიწყდა. კი ვიფიქრე რეზი ამას ესე მარტივად არ შემარჩენდათქო მაგრამ ჩავთვალე რო შურისძიება ხვალისთვის გადადო და მშვიდად გავაღე კარები. კარის გაღება და წყლით სავსე ვედროს გადმოსხმა ერთი იყო.
არა, ნორმალურია ეხლა ეს ბიჭი? ისედაც სულ სველი ვიყავი და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა? - გამიკვირდა და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. რატის და ლიზას ოთახიდან ისეთი ხმები გამოდიოდა გამეცინა და ჩემი ოთახის კარი გავაღე, სადაც ნიას ისევე მშვიდად ეძინა, როგორც დავტოვე, ოღონდ იმ განსხვავებით რო მთელი საწოლი ოკუპირებული ჰქონდა. გასაღვიძებლად შემეცოდა და აბაზანიდან გამოსვლისთანავე პირსახოცშემოხვეული ქვემოთ ჩავედი. პირსახოცი იატაკზე მოვისროლე, ქვედა საცვალი ამოვიცვი და გამახსენდა რო პიჟამოები ოთახში მქონდა დატოვებული. ძირს დავარდნილი პირსახოცი აღარ შემოვიხვიე და ოთახისკენ წავედი.
-სახლში, სადაც ბიჭები არიან, ეგრე ჩაცმული ნუ დადიხარ, მითუმეტეს ღამით - მომესმა ტვილდიანის ხმა და შეშფოთებული მოვტრიალდი, თუმცა იქ აღარავინ იდგა. სირცხვილისგან სახეზე წამოვხურდი და ოთახის კარი შევგლიჯე. სასწრაფოდ გადავიცვი მაიკა, შორტი ამოვიცვი და საწოლში შევწექი ისე რო ნია გვერდით გაწეულიყო. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!!! ხვალ თვალებში როგორ უნდა შევხედო, ამოვისლუკუნე და ცრემლები წამომცვივდა. მეტის ღირსი ხარ ანიტა მეტრეველო, მეტის !! გადავბრუნდი და მთვარეს გავხედე. ჩავიფიქრე რო ხვალინდელი დღე არ გათენებულიყო და დაღლილს მალევე ჩამეძინა.



№1  offline წევრი მანჯგალაძე

საშიში სათაურიაქ :დ

 


№2  offline წევრი NatatuKa

ამ თავში წესით გაირკვა სათაურის არსი :დდდ

მანჯგალაძე
საშიში სათაურიაქ :დ

 


ხოხხ ეს რა თავი იყო joy heart_eyes

 


№4  offline წევრი NatatuKa

ხოხხ, ჩემი ერთგული მკითხველიც ადგილზეა. მოგეწონა? :დდ

მწვანეთვალებაგოგო
ხოხხ ეს რა თავი იყო joy heart_eyes

 


№5  offline წევრი D-I-A-N-A

სასწაული გოგო ხარ ❤️
ძალიან მომეწონა ეს ისტორია❤️
ველი ახალ თავს რომელსაც იმედია მალე დადებ თორე ვეღარ ვითმენ joy ❤️
წარმატებებეს გისურვებ ❤️

 


NatatuKa
ხოხხ, ჩემი ერთგული მკითხველიც ადგილზეა. მოგეწონა? :დდ

მწვანეთვალებაგოგო
ხოხხ ეს რა თავი იყო joy heart_eyes

დიახთთ!ძაააალლლეეეეეეაააან მომეწონა როგორც ყოველთვის!დამამმაყოფილებელ თავებს დებ მაგრამ მე მაინც არ მყოფნის heart_eyes ჩემი რატუუკიი რასიფორცხლეაა innocent sunglasses joy heart_eyes

 


№7  offline წევრი NatatuKa

უღმესი მადლობა ^^ <3 მახარებს ესეთი კომენტარები <3

D-I-A-N-A
სასწაული გოგო ხარ ❤️
ძალიან მომეწონა ეს ისტორია❤️
ველი ახალ თავს რომელსაც იმედია მალე დადებ თორე ვეღარ ვითმენ joy ❤️
წარმატებებეს გისურვებ ❤️


მწვანეთვალებაგოგო
NatatuKa
ხოხხ, ჩემი ერთგული მკითხველიც ადგილზეა. მოგეწონა? :დდ

მწვანეთვალებაგოგო
ხოხხ ეს რა თავი იყო joy heart_eyes

დიახთთ!ძაააალლლეეეეეეაააან მომეწონა როგორც ყოველთვის!დამამმაყოფილებელ თავებს დებ მაგრამ მე მაინც არ მყოფნის heart_eyes ჩემი რატუუკიი რასიფორცხლეაა innocent sunglasses joy heart_eyes



როგორ მიხარია რო ესე მოგწონს <3 ^^

 


№8 სტუმარი სტუმარი თამარი

გუშინ წავიკითხე სამივე თავი :დდდ და ამ თავს ისეთი მოლოდინით ველოდი რომ რავი და როგორნმომეწონა ნეტავ იოცდე^^ ხო შეიძლებაბარ მიცნობ მგონი ახალი მკითხველი ვარ შენთვის არ მახსოვს ზუსტად :დდ აწი იცოდე აქ ვიქნები სულ :დდდ ისე დამაინტერესა ამ იატორიამ რომ ^^ საინტერესო და კარგიაა... აი განსხვავებულია რა თან ასეთი დიდი სამეგობროს სიტუაციები ძალიან მიყვარს და ამანაც მომხიბლა.. ხოდა ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები❤❤

 


№9  offline წევრი NatatuKa

როგორ მიხარია ესეთი კომენტარბები შენ ხო წარმოდგენა არ გაქვს <3 იმედია გავამართლებ იმედებს ^^

სტუმარი თამარი
გუშინ წავიკითხე სამივე თავი :დდდ და ამ თავს ისეთი მოლოდინით ველოდი რომ რავი და როგორნმომეწონა ნეტავ იოცდე^^ ხო შეიძლებაბარ მიცნობ მგონი ახალი მკითხველი ვარ შენთვის არ მახსოვს ზუსტად :დდ აწი იცოდე აქ ვიქნები სულ :დდდ ისე დამაინტერესა ამ იატორიამ რომ ^^ საინტერესო და კარგიაა... აი განსხვავებულია რა თან ასეთი დიდი სამეგობროს სიტუაციები ძალიან მიყვარს და ამანაც მომხიბლა.. ხოდა ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები❤❤

 


№10  offline წევრი NatatuKa

აჰაჰაჰა :დდდ ვეცდები დღეს ღამე დავდო ^^

a.bochorishvili
სასტაულია პირდაპირ კაცო, გიდიირევი ისთე მოგეწონება, დააგდე მამდევნო თავი მალე (^-^)
მართლა ძალიან მაგარი იყო, სუპერ, შემდეგ თავს ველი .......

 


№11 სტუმარი vdjj

auuu male ddadee raa

 


№12  offline წევრი kaisha13

ubralod sityvebi mezedmetebaa...

 


№14  offline წევრი NatatuKa

ატვირთული მაქვს კაიხანია, უბრალოდ ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება

მწვანეთვალებაგოგო
Dghes dadeb ghame?

 


NatatuKa
ატვირთული მაქვს კაიხანია, უბრალოდ ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება

მწვანეთვალებაგოგო
Dghes dadeb ghame?

ამმ გასაგებია.იმედია დილას არ ატვირთავენ neutral_face

 


№16  offline წევრი Somebody

კითხვისას სიამოვნების მონიჭება არც ყველა წიგნს არ შეუძლია და არც აქაურ ბევრ ისტორიას
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent