შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთიდამ სამოთხემდე. თავი 1


21-02-2018, 03:37
ავტორი მია მია
ნანახია 1 094

" თუ ცხოვრება გასაქანს არ გაძლევს,უკნიდან მიაწექი,სამყაროს მაინც დაინახავ უჩინმაჩინის სათვალიდან"


------------
შიშველ სხეულზე ნაზი გადასაფარებლის შეხებას ვგრძნობ,კოჭებიდან წამოსული ჟრუანტელი თმის ღერამდე აღწევს და აღმაგზნებს.
გრძელ,უფლისგან ბუნებრივად ნაბოძებ ქერა თმას მკერდზე ვიფარებ,მისი ბოლოები მუცლამდე აღწევენ და სასიამოვნოდ მეხებიან,
ათრთოლებულ ფეხს ზემოდან ვუხახუნებ ფეხს,თითით დავუყვები კოჭიდან ტერფამდე და ძლიერ ვაჭერ ცერა თითზე ცერასვე.
შინდისფერ ოთახში აურზაურია,
მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს გაკვრით ვაპარებ თვალებს,ვხუჭავ და წარმოვიდგენ ყველსფერს რაც შეიძლება რომ მოხდეს.
მარჯვენა ხელს ნერვიულად ვიცურებ თმაში,მკერდიდან ვიცილებ და ზურგს უკან ვილაგებ,უჩვეული სიცივე მეპოტინება მკერდის თავზე,უნებლიედ ვიშმუშნები და გადასაფარებელს ვუჭერ ხელს.
-ჩშშ ! - ჩემს წინ სავარძელში მჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი თითს იდებს ბაგეებზე,უმალვე ვეყინები ადგილს. უჩვეულო სიჩუმე მაგიჟებს,ტვინში ხმაურიანად მეღვრება სისხლი,ის კი მშვიდად დგება ყავისფერი სავარძლიდან,დინჯად მოაბიჯებს,საწოლზე ჯდება და მარცხენა ხელით ნიკაპს იზელს.
მზერას არ მაშორებს,მწვანე თვალებით მაჩერდება,ხელს ჩემკენ მოაცურებს და ბარძაყზე ნაზად მადებს -შენნაირი უნაკლო არსება ახლა აქ არ უნდა იწვეს სრულებით შიშველი-ხელს მაცილებს,იღიმის და გადასაფარებელს მაფარებს სხეულზე -რამდენს გიხდიან ამაში ? მითხარი,უსასყიდლოდ მოგცემ ფულს,ამაზე ორჯერ მეტს,ოღონდ ადექი და წადი იქიდან სადაც პროსტიტუციით ხარ დაკავებული-მშვიდად მეუბნება,შინაგანი მე საშინლად დარცხვენილი იმალება სიბინძურის უკან. სახე მექუფრება,
წარბებს ვკრავ და საწოლზე ვჯდები.
ხმის ამოღების უფლებას ვართმევ საკუთარ თავს,მშვიდად მჯდარ უცხო მამაკაცს მზერას არ ვაშორებ,
გაოცებული ადგილს ვერ ვპოულობ რადგან როგორც წესი მის ადგილზე ასე არ იქვევა სხვა,შეჩვეული ვარ სხვებისგან იმ დამოკიდებულებას როგორსაც ვიღებ,უცხოა სიბრალური,თანადგომა და გაგება ჩემთვის.
-არაფერს თუ არ მეტყვი შეგიძლია ადგე,ჩაიცვა და გახვიდე ამ კარიდან,მაგრამ როდესაც მეორედ მოვალ დავით ბარათაშვილის ბინძურ შენობაში მინდა რომ შენ აღარ დამხვდე იქ !- სიტყვის უთქმელად ვდგები,სკამზე დალაგებულ ტანსაცმელს ვიღებ და ისე ვიწყებ ჩაცმას თითქოს ჯერაც არ ენახოს ჩემი სხეული რამდენიმე წუთის წინ.
სულაც აღარ მაქვს სურვილი რომ მეორედაც დამინახოს ასეთ სიტუაციაში.
ფეხზე დგება,პიჯაკის ჯიბიდან იღებს საფულეს,საფულიდან იღებს ოთხ ორმოცდაათ ევროს და ერთად კრავს,კეცავს და შარვლის წინა ჯიბეში მიდებს.ახლაც უხმოდ ვტრიალდები და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავდივარ,სახლიდან კი უკვე მოწყვეტით ვინაცვლებ ეზოში.
თვალებზე ცრემლი მადგება,უნებლიედ მაგორდებიან ღაწვებზე და ლოყებს მოყინავენ,
პირველივე შემხვედრ ტაქსის ვაჩერებ და უკანა სავარძელზე ვჯდები. ასე შეურაცხყოფილად თავი ჯერაც არ მიგრძვნია იმის მიუხედავადაც კი რა საქმიანობასაც მივსდევ.
გზას მანქანის მინიდან სლუკუნით გავყურებ,როგორ სწრაფად ქრებიან თეთრი ზოლები გზიდან,შემდეგ კი ისევ ჩნდებიან.
-აქ გააჩერეთ დანარჩენ გზას მე განვაგრძობ-ჩანთიდან ოც ლარიანს ვიღებ და მძღოლს ხელში ვუტენი,ხურდის დაბრუნებას არ ველოდები ისე ვტოვებ სავარძელს და სირბილით მაღაზიის მიღმა ვიმალები.
ორ პურს,ათ ლვერცხს,კეტჩუპს და ორ კილო კარტოფილს ვყიდულობ,პარკებით ხელში მივდივარ წვიმიან ამინდში სახლამდე და ერთიანად გალუმპული ფეხით ვაკაკუნებ სახლის კარზე.
-რაიყო მოგდევდნენ ქაჯო? -დედაჩემი აღებს კარს,სიგარეტით ხელში მდგარი პარკებს აჩერდება,ახლაღა აანალიზებს და იწევა გვერდზე რათა სახლში შესვლა შევძლო. პარკებს ძირს ვალაგებ და ფეხსაცმელებს ვიხდი,ერთიანად სველ ნასკებსაც ვაყოლებ და ჩუსტებში ვტენი ტერფებს. უხმოდ ვკიდებ პარკებს ხელს კვლავ და სამზარეულოში მდგარ თეთრ მაგიდაზე ვალაგებ.
-რა მოიტანე?-ფეხ და ფეხ მომყვა დედაჩემიც
-პური კვერცხი და კარტოფილი-ვპასუხობ და პარკებიდან კვერცხის ამოლაგებას ვიწყებ
-სიგარეტი? -ცოტა ხანს ვშეშდები,კვერცხს მაგიდაზე ვდებ და გაოგნებული ვაშტერდები დოკას
-სიგარეტიც მე უნდა მეყიდა?-უხეშად ვეკითხები
-აბა მე ვიყიდო? ამ სახლში შენ მუშაობ -მხრებს იჩეჩავს,საფერფლეს თავისკენ იწევს და სიგარეტის ნარჩენს შიგნით აწვავს.
-რომ დაიწყო მუშაობა კარგს იზამ
-მე ? ახლა იცოდე თმებით გითრევ,ნუ მეპასუხები-სკამიდან დგება და კატასავით იფხორება.
მისგან მუშტი და სილა უცხო ხილი არ იქნება არც ახლა თუ გამინათებს თვალებში,მაგრამ ჭრილობა კიდევ ერთი ახალი გაჩნდება ჩემს გულში.
უხმოდ ვიღებ კარადიდან პატარა ტაფას და გაზზს ვდგამ
-მეც შემიწვი-უკნიდან მაძახებს და სამზარეულოდან გადის.
ყელში გაჩხერილ ბურთს ვეღარ ვუძლებ,ტირილი მიტყდება და თან კვერცხის შეწვას ვადევნებ თვალყურს.
ძარღვებში სისხლი მეყინება,მისი არაადამიანობა გულს მიკლავს,მაგრამ დამწვარი კვერცხი ორმაგად მატკენს თუ ტაფიდან ახლავე არ გადმოვიღებ.

მაგიდას ვშლი,რატომღაც უჩვეულო სიწყნარეში ვვახშმობთ,ისეთივე უჩვეულო სიწყნარეში ვაგებ მაგუდას და ვრეცხავ დასვრილ ჭურჭელს. საბედნიეროდ დღეისთვის მეტი კამათი და სკანდალი ირიცხება,დამშვიდებული გულით შევდივარ ჩემს ოთახში და ლოგინზე ვენარცხები სახით.
თვალწინ კიდევ ის უცხო მამაკაცი მიდგება,მაგრამ ცოტა ხნით,ტელეფონს ვკიდებ ხელს და შემომავალ შეტყობინებებს ვხსნი მეორე კარტაზე
" სად ხარ მარი? "
" სახლში ვიყავი შენთან და დედაშენმა მითხრა რომ სამსახურში ხარ"
"რომ მოიცლი გადმომირეკე"
ექვთიმეს შეტყობინბების კითხვას ვწყვეტ,მაგრამ ახლა მისი ზარისთვის პასუხის გაცემა მიწევს
-გისმენ ექვთიმე
-რატომ გქონდა ტელეფონი გათიშული?
-ვმუშაობდი
-ეს საბაბია?-მის ხმაში მრისხანება აშკარად კგრძნობა
-მე საბაბებს არ ვეძებ
-რა ქენი,როგორი დღე გქონდა ?
-რავი... დამღლელი..
-ბევრი კლიენტი იყო დღეს ? გაიყიდა ყველაფერი კარგად ? -ცოტა არ იყოს და მაწუხებს კიდეც ის ფაკტი რომ ვატყუებ მას სამსახურის შესახებ,მაგრამ სიმართლის თქმას ტყუილი ჯობს ისევ.
-ისე რა..მისმინე ძალიან დაღლილი ვარ,მეძინება,ხვალამდე-პასუხის გაცემას არ ვაცდი,ყურმილს ვკიდებ და ტელეფონს ვუთიშავ ხმას არანაირმა ზარმა და შეტყობინების ხმამ რომ აღარ შემაწუხოს..

დილით ადრე მეღვიძება,რატომღაც საბანში გახვეულს მაინც მომეყინა ხელ-ფეხი,ვიშმუშნები და საწოლიდნა ვიწევი,კედელზე დაკიდებულ საათს გავყურებ და უკვე თორმეტი საათია,საწოლიდან ვწევ ფეხებს და ნელა ნელა ვადგამ ცივ იატაკს,სირბილით მივდივარ კარადამდე და ტანსაცმელს კანკალით ვარჩევ,საწოლზე ვალაგებ ისევ ზემოთ ვძვრები,ფეხებზ საბნის ქვეშ ვაწყობ რომ გამითმებს,პიჟამას ზედა ტანს ვიხდის და გარეთ გასასვლელ ყელიან როლინგს ვიცვამ,შარვალს საბნის ქვეშ ვაცურებ და ისე ვყოფ შიგნით ფეხებს. წვალებით ვიწევ და წაწოლილი ვიკრავ ღილს,შემდეგ ელვა შესაკრავს და ჩაცმისგან დაღლილი ხელებს ვშლი.
-ადექი?-ოთახის გარედან მიყვირის დოკა
-ჰოო-იძულებით ვცემ პასუხს მეც და ოთახიდან გავდივარ. საკიდზე დაკიდულ ტყავის თხელ კურტკას ვიცვამ,რომელიც საერთოდ არ მათბობს ცივ ზამთარში,ფეხსაცმელებში ვყოფ ფეხებს და ერთ გემრიელად ვიწელები
-რომელზე მოხვალ დღეს ?
-არ ვიცი
-რომ წამოხვალ რამე დასალევი წამოიღე-მისი ლოთობა უკვე საზღვარს სცდება



№1 სტუმარი )))

განსხვავებულია ???????????? გააგრძელე

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

სათაური გაასწორე kissing_heart კარგია საერთო ჯამში და ველი შემდეგს

 


№3  offline წევრი მია მია

მადლობას გიხდით ყველას კომენტარების დატოცებისთვის და მცირედი შეფასებებით სტიმულის მოცემისთვის. განვაგრძობ აუცილებლად და დავდებ შემდგომ თავს მაშინვე ,როგორც კი შესაძლებელი იქნება საიტზე სიახლის დადება ჩემთვის.
ლუნი.
კარგად დაიწყე. ეცადე არ გააფუჭო . წარმატებები

ბელუ შეროზია
სათაური გაასწორე kissing_heart კარგია საერთო ჯამში და ველი შემდეგს

[
)))
განსხვავებულია ???????????? გააგრძელე

9

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent